შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


19-07-2016, 12:43
ავტორი kato wiklauri
ნანახია 2 023

თავი 3


ქეთი გაოგნებული იდგა და ალექსს უყურებდა. მისი სიმშვიდე და უდარდელი ღიმილი კიდევ უფრო მეტად აბნევდა.
-შენ ნორმალური ხარ? ჰკითხა მოთმინება დაკარგულმა
- კი.
-რა გემართება? რატომ წამომიყვანე იქიდან?
-მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე. ერთი კარგი ადგილი უნდა გაჩვენო
-არსად არ წამოვალ. უკან ვბრუნდები, მეგობრები მელოდებიან
-არ წახვალ. წამომყვები
-საიდან იცი რომ წამოვალ ?ან რატომ უნდა წამოვიდე შენთან ერთად?
-ვიცი და მორჩა.- ალექსმა ხელი სტაცა.
-დამსვი.- ყვიროდა ის და მუშტებს უტყავდა ბეჭებზე, მაგრამ ვერაფერს გახდა და მის მანქანაში აღმოჩნდა.ისიც გვერდით მიუჯდა და ადგილს მოსწყვიტა. ქეთი ხმას არ იღებდა. დროდადრო ერთმანეთისკენ ჩუმად აპარებდნენ თვალს. მალე ქალქი დატოვეს და მანქანამ მთისკენ გადაუხვია. აქ კი ქეთის შეეშინდა
-შენ მანიაკი ხომ არ ხარ? სად მიგყავარ?
-არა მანიაკი არ ვარ. დამაცადე და ყველაფერს გაიგებ
რამდენიმე წუთში ალექსმა მანქანა გააჩერა.
-გადმოდი
-აქ დარჩენა მირჩევნია
-კარგი როოგრც გინდა. ის გადავიდა და ქეთი მარტო დატოვა. ერთხანს მანქანაში იჯდა, მაგრამ მერე რომ მოიხედა და ირგვლივ სიბნელე იყო შეეშინდა და უკან აედევნა. მინდორში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით სიარული გაუჭირდა. ალექსმა ხელი ჩაჰკიდა. რამდენიმე წამში ქეთის გაოცებისგან კივილი აღმოხდა.
-რა სილამაზეა. მის წინ მთელი ქალაქი ხელისგულივით ჩანდა.
-როცა ცუდ ხასიათზე ვარ ან მარტო ყოფნა მინდა აქ მოვდივარ და მაშინვე ვმშვიდდები
- ისეთი სიმშვიდეა. ისეთი სილამაზე არ მიკვირს.
-პატარა ვიყავი როცა ამ ადგილს მოვაგენი.
-საშიშია მარტო ვერ მოვიდოდი. ახლაც მეშინია.
-ნუ გეშინია. მე ხომ შენს გვერდით ვარ
ისინი უზარმაზარ ქვის ლოდზე ჩამოსხდნენ. სიჩუმე ჩამოვარდა. ქეთიმ ალექსს მხარზე ჩამოადო თავი და თვალები დახუჭა...
**************
კლუბსშ მხიარულება გრძელდებოდა. გოგოებმა გვიან შეამჩნიეს ქეთის არყოფნა.ძებნა დაუწყეს მაგრამ ვერ იპოვეს.
-სად დაბოდიალობს ეს გოგო?-ბრაზობდა ეკა.
-კარგი დამშვიდდი აქ იქნება სადმე.თუ არადა დავურეკავთ და გავიგებთ.
-არა ანა, რაღაცაშია საქმე. ასე არასოდეს მოქცეულა..ეკამ მობილური ამოიღო, მაგრამ დარეკვა არ დასცალდა თორნიკემ ხელი მოჰკიდა და საცეკვაოდ გაიტაცა.
-რას გადამეკიდე იქნებ თავი დამანებო?
-რაო პატარა არ მოგწონს ჩემთან ერთად გართობა? თუ გინდა სხვაგან გადავინაცვლით?
თორნიკეს ბევრი ჰქონდა სასმელი დალეული და თავს ვერ აკონტროლებდა. პასუხად ეკას მოქნეული ხელი მოხვდა სახეში
_შენ ვიღაც ქუჩის ქალი ხომ არ გგონივარ? როგორ მელაპარაკები?
-ისე დაგელაპარაკები როგორც მინდა. მან წელზე შემოხვია ხელები და ცეკვის გაგრძელება სურდა, მაგრამ ეკამ ხელი ჰკრა და მოიშორა
-ფუ რა საზიზღარი ხარ, მეცოდები რომ შენი გონება ასეთი ბინძური აზრებითაა დაკავებული.
-ისე მელაპარაკები თითქოს შენ არ გინდოდეს ჩემთან ყოფნა
-არ მინდა ამაში დარწმუნებული იყავი და იმაშიც რომ არც არასოდეს მომინდება. ეკამ გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა და გოგოებთან დაბრუნდა.
-მგონი ჩვენი წასვლის დროა. ახლა ვხვდები რატომ წავიდა ქეთი აქედან.
- რამოხდა? ხომ მშვიდობააა?
-ადექი ანა მივდივართ. მერე აგიხსნით.
გარეთ გავიდნენ.უკვე გვიანი იყო. ერთხანს ტაქსს ელოდნენ მაგრამ არ გამოჩნდა. მერე გადაწყვიტეს ფეხით წასულიყვნენ. ცოტა კი ეშინოდათ. ქუჩებში არავინ იყო და სიჩუმე გამეფებულიყო. მალე მანქანა წამოეწიათ.
-სად გაიპარეთ?-მოესმათ ნიკას ხმა
-არ გავპარულვართ-უპასუხა ეკამ
-არ დაგავიწყდეს რომ კარგად გიცნობთ. რამე მოხდა?
-არა ნიკა არაფერი უბრალოდ დავიღალეთ.
-დაჯექით ჩვენ გაგიყვანთ. უფრო სწორად ბაჩო და თორნიკე გაგიყვანენ, მე სტუმრებთან უნდა დავბრუნდე. ნიკა მანქანიდან გადმოვიდა და თავის ადგილი ანას დაუთმო. ისიც მაშინვე გვერდით მიუსკუპდა ბაჩოს. ეკა გაჯიუტდა, მიტუმეტეს რომ თორნიკეს გვერდით უწევდა დაჯდომა
-ჩემს გვერდით დაჯდომაზე ოცნებობენ გოგოები და შენ რა უარზე ხარ.
-მეშინია არაფერი გადმომდო.- არ ჩამორჩა ეკა
-ნუ გეშინია ჯანმრთელი ვარ. ეს შენ არ გადამომდო შენი ცოფიანი ხასიათი. უჟმურო
-დიდხანს გააგრძელებთ კინკლაობას?-უკვე ვეღარ მოითმინა თაკომ
-ეკას სხვა გზა არ ჰქონდა მანქანაში ჩაჯდა. თორნიკეს გზაში ძილი მოერია და ჯერ მანქანის მინას მიაყრდნო თავი. მერე ვეღარ მოზომა და ეკას მხარზე ჩაეძინა. სცადა გაეღვიძებინა მაგრამ შეეცოდა და შემდეგისთვის გადადო შურისძიება....
*****************

შუაღამე იყო როცა ალექსმა ქეთი სახლში მიიყვანა. ის უხმოდ გადავიდა მანქანიდან. ალექსიც უკან მიჰყვა. -
-მოიცადე. შიაჩერა მან და ხელი დაუჭირა რომ მოებრუნებინა
-კიდევ რამე დაგრჩა სათქმელი?
-ასე ჩუმად უნდა იყო და ასე უნდა წახვიდე რომ არაფერი მითხრა?
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მართლა კარგი საღამო იყო.
-მე მაგას არ ვგულისხმობ
-აბა რა გინდა ჩემგან?
-მე მინდა რომ უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და შევხვდეთ ხოლმე
ქეთის გაეცინა.
-რატომ გეცინება?არაფერს მეტყვი?
-იმიტომ რომ მე მხოლოდ სამი დღეა რაც გაგიცანი.... ქეთის კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ დათო დაინახა, რომელიც მისკენ მიდიოდა
-ხომ გითხარი კიდევ შევხვდებით-თქო.
-მეც გითხარი როცა გინდა და სადაც გინდა-თქო. -უპასუხა ალექსმა
-რატომ არ ანებებ თავს?ან შენ რას ეკიდები კისერზე. კახპასავით იქცევი
ალექსს თვალებში მრისხანება გამოესახა და დათოს ისევ უთავაზა სახეში მუშტი. თავს ვერ აკონტროლებდა. მერე მეორე.. მესამე. ქეთი კიოდა და ვერ აშველებდა.
-არასოდეს არ მიაყენო ამ ქალს შეურაცხოფა თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.- ხელი გაუშვა და დათო ძირს დაეცა
-არ შეგარჩემ ამას გეფიცები მაღტლა არ შეგარჩენ.
-აქედან გაეთრიე.- უყვირა ალექსმა
დათომ იქაურობ დათოვა. ქეთი ერთიანად კანკალებდა შიშისგან და ტიროდა.
-დამშვიდდი. ნუ ტირიხარ, ნუ გეშინია. მოდი ჩემთან. -ალექსმა ხელები მოხვია და მკერდზე მაგრად მიიხუტა ერთიანად აკანკალებული ქეთი.
-ალბათ უკვე გელოდებიან მეგობრები.წადი გვიანია
-არაუშავს, სანამ არ დავშვიდდები არ წავალ
-უკვე კარგად ვარ. მადლობა ყველაფრისთვის.
-დამპირდი რომ არ ინერვიულებ.
-შენც დამპირდი რომ თAვს გაუფრთხილდები. დათოს აღAრ ეჩხუბპპო. რამე არ დაგიშავოს.
-ნუ გეშინია. კარგად ვიქნები.
-დროებით დაემშვიდობა ქეთი და სახლში შევიდა
************




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent