შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლის ზღაპარი [1]


19-07-2016, 23:51
ავტორი მარრიამი
ნანახია 6 631

ზამთრის სუსხიანი დილა იყო. ტელეფონზე მაღვიძარას დაყენება ისევ დაავიწყდა. ზანტად წამოიწია ლოგინიდან და ტელეფონს დახედა. რამდენიმე გამოტოვებული ზარი და შეტყობინება დახვდა. მეგობრები ელოდნენ სვანეთში. თვითონ იმ დილით უნდა წასულიყო, მაგრამ ვერ გაიღვიძა. გაეცინა, ბავშვებს ალბათ ეგონათ, რომ ნახევარი გზა გავლილი ჰქონდა. ყველას დაუბრუნა პასუხი. ადგა, ხალათი მოიცვა და სამზარეულოში გავიდა. ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა და იქვე ჩამოჯდა. ორი კვირით მიდიოდნენ დასასვენებლად ჯაბას სახლში. ყველასთან ერთად წასვლა ვერ მოახერხა, ამიტომ იძულებული გახდა მარტო წასულიყო. სანამ წყალი ადუღდა, სენდვიჩი მოიმზადა. ფინჯანში ყავა ჩაყარა, ადუღებული წყალი დაასხა, მშვიდად მოურია კოვზით და მაგიდასთან მოთავსდა.
მოღუშული ამინდი იყო, არც წვიმდა, არც თოვდა, უბრალოდ საშინლად ციოდა. ასეთ მაგარ ადგილას რომ არ ყოფილიყო წასასვლელი, ცხვირსაც არ გაყოფდა გარეთ. ყავის ფინჯანზე ხელებშემოხვეული ფანჯარას გაჰყურებდა და წინასწარ ეზარებოდა ამხელა გზა. ბოლო ყლუპიც მოსვა და ფინჯანი სამზარეულოს ნიჟარაში ჩადგა.
ჯინსის შარვალი, დაბალქუსლიანი, მოკლეყელიანი ფეხსაცმელი და თბილი, ნაქსოვი ზედა ჩაიცვა. მანქანაში არ შემცივდებაო და დუტის ქურთუკი უბრალოდ მოისხა. ყელსახვევი და სხვა საჭირო ნივთები ჩანთაში ჰქონდა ჩალაგებული. მშობლებს დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა.

- საით გაგიწევია ლამაზო ქალბატონო? _ ღიმილით შეეგება ზემოთ სართულიდან ჩამომავალი გურიკა.
- გური, როგორ ხარ? _ თბილად მოიკითხა _ მთაში მივდივარ, მთაში _ გაუცინა.
- იქ არ დარჩე, მე გელოდები აქ, ხომ იცი.
- გური კაი რა _ ნაწყენმა გადახედა.
- კაი, კაი, გავჩუმდი _ გაუღიმა და თავზე აკოცა _ დაგეხმარები ხო? _ ჩანთაზე ანიშნა, პასუხს არც დალოდებია, ისე მოკიდა ხელი, კიბეებზე ჩაიტანა და საბარგულში ჩაადებინა.
- მადლობა გურიკ, წავედი.
- მშვიდობიანი მგზავრობა ელიკო.
- ელიკო _ თავი გადააქნია და გაეცინა, ასე მხოლოდ გურიკა ეძახდა _ მადლობა _ გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა.

გზა ზედმეტად გაგრძელდა, მიდიოდა და არ მთავრდებოდა. დათოვლილი გარემო მშვენიერი იყო, მაგრამ არ მოსწონდა ადგილები, სადაც თოვლს ვერ ხედავდა, უფოთლო ხეები, უფერული მთები. გზა და გზა ისვენებდა, ამდენი ხანი მანქანას ვერ ატარებდა. ამასობაში დაღამდა კიდეც. მანქანები კანტი-კუნტაც მოძრაობდნენ. რაც უფრო ზემოთ იწევდა, ქარბუქი ძლიერდებოდა. გაუჩერებლად თოვდა, საქარე მინის საწმენდი ვეღარ აუდიოდა. ბურუსს მოეცვა გზა და მხედველობაც დაებინდა. კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ. უკვე იმ ჭკუაზე იყო, სადმე გაეჩერებინა მანქანა და დაეცადა, სანამ თოვა არ შეწყდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად თოვლი დაფარავდა.
ასე იყო თუ ისე, წინ მიიწევდა, თუმცა მალე მოუწია გაჩერება. მის წინ საკმაოდ დიდი საცობი იყო. იმდენად დიდი, რომ საცობის მიზეზი არ ჩანდა. სამაგიეროდ, პოლიციის მანქანა იყო ახლოს. იკითხა და პასუხიც მიიღო, არასასურველი და მეტად სამწუხარო. გზაზე ზვავი ჩამოწოლილა და ამიტომაც შეაყოვნეს. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არ იცოდნენ როდის გაასუფთავებდნენ და როდის გაიხსნებოდა გზა. უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და თავი საჭეზე ჩამოდო. ტელეფონს დახედა, მალე გაითიშებოდა. გათიშვას ვინ ჩიოდა, არც იჭერდა მეგობრებისთვის რომ მიეწერა. ალბათ ქსელის ხაზები დაზიანდაო გაიფიქრა. ბავშვები ინერვიულებდნენ, მშობლები კიდევ უფრო. როგორმე უნდა დაკავშირებოდა. ფანჯრიდან გახედა გზას, წინ მდგომ მანქანასთან მისვლა უნდა მოეხერხებინა. ქურთუკი შემოიცვა, ყელამდე შეიკრა, ქუდიც წამოიფარა. ერთი, ორი, სამიო გულში დაითვალა და მანქანიდან გადავიდა.
გეგმავდა უცებ მივირბენ და მოვირბენო, მაგრამ ძლივს მიაღწია. რამდენსაც წინ მიიწევდა, ქარი იმდენჯერ უკან ხევდა, თოვლიც სახეში ეყრებოდა. ვაი-ვაგლახით მივიდა მანქანასთან და ფანჯარაზე დააკაკუნა. მინა ჩაიწია და როგორც კი მძღოლმა გოგონა დაინახა, კარები გააღო და დაჯდომა ანიშნა. სწრაფად შეხტა მანქანაში და კარები დაკეტა.

- როგორ ცივა _ თავისთვის ჩაილაპარაკა _ გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა ბიჭს.
- გამარჯობა _ ღიმილითვე დაუბრუნა პასუხი.
- უკაცრავად რომ შემოგეჭერით, მაინტერესებს თქვენი ტელეფონი თუ იჭერს და თუ შეგიძლიათ რომ დამარეკინოთ _ მძიმედ სუნთქავდა, ლოყებიც ასწითლებოდა.
- სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ არც ჩემი ტელეფონი იჭერს _ უჩვენა.
- რა გავაკეთო? _ თავისთვის დაიბუზღუნა.
- სასტუმრომდე თუ მივალთ, იქ ტელეფონებიც დაიჭერს და თვითონაც ექნებათ.
- სულ არ ვიცი სადაა აქ სასტუმრო _ ჩაიფრუტუნა.
- მე გეპატიჟებით სასტუმროში _ გაუცინა _ გზას როდის გაასუფთავებენ არ იციან, დარწმუნებული ვარ ხვალამდე მაინც არაფერი მოხერხდება.
- ახლოსაა? _ დანებებული ტონით იკითხა.
- არ ვიცი, ნიშანი გვიჩვენებს რომ სამას მეტრშია, გავრისკოთ?
- თუ სხვა გზა არაა _ ამოიოხრა.
- მაშინ ჯობს მალე წავიდეთ, თორემ სხვა მანქანებიდან წავიდა ხალხი უკვე და შეიძლება ადგილები აღარ ჰქონდეთ.
- მოსაცდელში ხომ მაინც დავბინავდებით თბილად _ გაეცინათ.
- აბა წავედით _ მანქანიდან გადავიდა, ელენეც მიჰყვა.

ბიჭის მსგავსად თავისი მანქანაც ჩაკეტა და ისრის მიმართულებას მიყვნენ. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. იმხელა ფიფქები ცვიოდა, პირდაპირ თვალებში ეყრებოდა, ქარიც არა და არ ცხრებოდა. ვეღარ მიჰყვებოდა ბიჭს, ძლივს მიიკვლევდა გზას თოვლში, ცდილობდა ნაფეხურებზე ევლო. დაბალყელიან ფეხსაცმელშიც თოვლი ეყრებოდა. დისკომფორტის შეგრძნება კლავდა.

- დავიღალე _ ძალიან კი ერიდებოდა, მაგრამ მაინც დაიწუწუნა. მართლა აღარ შეეძლო გზის გაგრძელება.
- ახლა გაჩერება არ შეიძლება _ წამით შეჩერდა და გამოხედა. _ მომკიდეთ ხელი _ ხელი გაუწოდა. გაყინული თითები ჩასჭიდა ელენემ და ეცადა მის გვერდით დამდგარიყო. _ ეცადეთ ცხვირით ისუნთქო, უფრო გაგიადვილდებათ და ხვალ ყელიც არ გეტკინებათ. მალე მივალთ _ გამამხნევებლად გაუღიმა.

სულ ოდნავ დაუქნია თავი და გაჰყვა. ფაქტობრივად ბიჭს მიჰყავდა თავისი ძალით. მეორე ხელი ჯიბეში ჩაემალა ელენეს, ცხვირს ვეღარ გრძნობდა. კიდურები საერთოდ გაეყინა, ეგონა წაიქცეოდა, მაგრამ არა. როგორც იქნა გამოჩნდა შენობა, არც ისე დიდი, ოთხ-სართულიანი. თითქოს ერთი-ორად მოემატა ენერგიაც და შემართებაც.

- მოვედით _ შესასვლელთან გაჩერდა ბიჭი.
- მოვედით _ გაიმეორა და ღიმილით შეაჩერდა მინის კარებს.

კარები გააღო და თავით ანიშნა შესულიყო. სწრაფად შევიდა ელენე და გაყინულს საოცრად ესიამოვნა სითბო. ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და უკვე წინ მიმავალ ბიჭს მიჰყვა მიმღებთან.

- გამარჯობა, ორი ნომერი გვინდა.
- გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა გოგონა _ გაგიმართლათ, ზუსტად ორი ნომერი დარჩა.
- რა ბედნიერებაა _ ჩაილაპარაკა ელენემ.

ოთახები მეოთხე სართულზე იყო. ლიფტში შესვლამდე კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას ელენემ. სასიამოვნო, მშვიდი გარემო, ოქროსფერი ინტერიერით, მომღიმარი მომსახურე პერსონალი და კომფორტი.
მათი ოთახები გვერდიგვერდ იყო, ღიმილით დაშორდნენ ერთმანეთს და ოთახებში გაუჩინარდნენ.
პირდაპირ ლოგინზე მოკალათდა და მხოლოდ შემდეგ მოჰყვა ოთახის თვალიერებას. კრემისფერ კედლებზე ნახატები იწონებდნენ თავს. ერთ ნახატზე ჩანჩქერი იყო, სიმწვანეში ჩაფლული, კლდიდან გადმომავალი ჩანჩქერი. წამით ჩაფიქრდა, რა კარგი იქნებოდა ასეთ ადგილას ყოფნა, როგორ დაამშვიდებდა. მეორე სურათი იყო, სურათზე სვანური კოშკები, რა სილამაზეაო გაიფიქრა და გაეღიმა. შესასვლელშივე ხელმარცხნივ სააბაზანო იყო, ხელმარჯვნივ კარადა იდგა, შავ-თეთრი. შავი თაროებით და თეთრი კარებით, კარებზე დიდი სარკე ჰქონდა დატანებული, სარკეს კი გარშემო ოქროსფერი კანტი დაჰყვებოდა. კარები გამოაღო, თაროებზე დიდი და პატარა პირსახოცები ელაგა, ხალათი, სულ ქვემოთ თაროზე კი ფეხსაცმელიც იყო. ყველაფერი გამოალაგა და ლოგინზე დაალაგა. ლოგინის გვერდით პატარა ტუმბო იდგა, თეთრი, შავი უჯრებით და ოქროსფერი სახელურებით. ლოგინიდან მოშორებით და კარადის გვერდით მაგიდა და ორი სავარძელი, ანალოგიურ ფერებში. ოთახი არც ისე დიდი იყო, შეიძლება ითქვას პატარაც, მაგრამ კომფორტული. კედელზევე იყო ჩამოკიდული ტელევიზორი და მეორე კედელზე კონდენციონერი.
ოთახის თვალიერებას რომ მორჩა, სააბაზანოს მიაშურა. ესიამოვნა ცხელი წყალი, ერთიანად გაულღვა გაყინული სხეული, იქიდან გამოსულმა ხალათი მოირგო, თავზე პირსახოცი შემოიხვია და ოთახის ფეხსაცმელიც ჩაიცვა.
ტელეფონის ჩართვა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ერთი ამოიხვნეშა და ოთახიდან გავიდა. ფრთხილად დააკაკუნა მეზობელი ოთახის კარებზე, თან ერიდებოდა კიდეც ასეთ ფორმაში, მაგრამ რა ექნა. ბიჭმაც იმავე ფორმაში გაუღო კარები, ხალათი ეცვა მასაც, ორივეს გაეღიმათ.

- კიდევ ერთხელ შემოგეჭერით, მაგრამ ტელეფონი არ ირთვება, იქნებ დამტენი გქონდეთ, ან დამარეკინოთ.
- დამტენი ჩანთაში მაქვს, ჩანთა მანქანაშია, ჩემი ტელეფონით კი შემიძლია დაგარეკინოთ, ერთი წუთით _ შებრუნდა და უკან ტელეფონით ხელში გამოვიდა.
- მადლობა _ გამოართვა _ დავრეკავ და ახლავე დაგიბრუნებთ.

მეგობრებს დაურეკა და ყველაფერი უთხრა. მშობლებსაც დაურეკა და შედარებით მარტივ ფორმებში აუხსნა ყველაფერი. დამშვიდებულმა გათიშა ტელეფონი და ისევ მეზობელთან გავიდა დასაბრუნებლად.

- აი _ ტელეფონი გაუწოდა _ მადლობა _ გაუღიმა და შეუბრუნდა.
- უკაცრავად _ ბიჭის ხმამ გააჩერე _ იქნებ გვევახშმა.
- კარგი _ დაეთანხმა _ მოვწესრიგდები.
- კარგი.

მოწესრიგდა და ოთახიდან გავიდა. სასტუმროს კაფისკენ წავიდნენ. აქაც შავ-თეთრი, გაეღიმა. მაგიდები თეთრი იყო, სავარძლები შავი, თეთრი ორნამენტებით. სავარძელი ცოტათი გამოსწია ბიჭმა, თავი დაუკრა ელენემ და ჩამოჯდა.

- რას შეუკვეთავთ? _ მაშინვე ღიმილით მივიდა მიმტანი.
- რას გვირჩევთ?
- შემიძლია შემოგთავაზოთ კუბდარი, ჭვიშტარი, კუთხისთვის დამახასიათებელი.
- რომელზე შევაჩეროთ არჩევანი? _ გადახედა გოგონას.
- იყოს ჭვიშტარი _ გაუღიმა.
- კარგი და კიდევ წვენი _ მიმტანს ახედა.
- ახლავე მოგართმევთ.
- დათი _ გაუღიმა ბიჭმა.
- ელენე _ გაეცინა.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც, მადლობა დახმარებისთვის.
- არაფრის, იმედია ხვალამდე გაწმენდენ გზას.
- იმედია, მაგრამ მეეჭვება ამ ღამით მოახერხონ _ უკმაყოფილოდ ამოისუნთქა.
- საით მიიჩქაროდით?
- მეგობრებთან, მელოდებიან, მაგრამ _ გაეცინა.
- მაგრამ აქ ხართ ჩემთან ერთად _ დაასრულა სიცილით.
- ჰო, სხვა რა გზაა, თქვენ?
- თქვენობით საუბარს რომ შევეშვათ?
- უმჯობესი იქნება.
- მეც მეგობრებთან მივდიოდი.
- ნეტავ მალე გაწმინდონ გზა.
- ვშიშობ თქვენი სურვილი არ ასრულდება _ მიმტანი მისულიყო _ თოვა არ წყდება.
- ვერ ვიტყვი, რომ გამახარეთ, მაგრამ მადლობა ინფორმაციისთვის.
- გემრიელად მიირთვით _ შეკვეთა დაუტოვა.
- ვატყობ ერთმანეთის უკეთ გაცნობა მოგვიწევს _ გაუღიმა დათიმ.
- ალბათ _ გაეცინა.
- ბედისწერის გჯერა ელენე? _ ღიმილით ჰკითხა.
- თუ ბედისწერაში იმას გულისხმობ, რომ აქ, შენთან ერთად მეწერა ახალი წლის შეხვედრა, მაშინ არა.
- ისეთი პასუხია, ღიმილის სურვილს დაგიკარგავს _ დასერიოზულებულმა გადახედა _ მაგრამ მე მჯერა, მჯერა რომ ეს უნდა მომხდარიყო.
- რატომ უნდა მომხდარიყო? _ ელენეც დასერიოზულდა.
- იმიტომ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს ორივეს ცხოვრებაში, ალბათ.
- ზედმეტად ხომ არ ჩაუღრმავდი ამ უბრალო შემთხვევითობას?
- შენი ბრალია, იქნებ სხვა რომ ყოფილიყო, ასე შორს არ წავსულიყავი _ აშკარად ეფლირტავებოდა.
- დათი, გგონია, რომ ეგ ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე უჩინარია? _ გააბრაზა დათის სითავხედემ, ძალიან გააბრაზა, ცოლი ჰყავდა, ან საცოლე და აქ მას ეფლირტავებოდა. ერთიადან დაიძაბა ბიჭი, შეატყო, ესიამოვნა.
- ვისთვის როგორ ელენე, ვისთვის როგორ _ ადვილად შეამჩნია როგორ დააჭირა კბილები ერთმანეთს.
- მე ვხედავ და ეს სრულიად საკმარისია, გემრიელად მიირთვი _ წამოდგა და ოთახისკენ წავიდა.

დანახვისთანავე, მანქანაში ჩაჯდომისთანავე მოასწრო ბიჭის დანახვა და მოწონება. თუმცა მაშინ ბეჭედი არ დაუნახავს. ნდობაც გამოიწვია, ენდო და წამოჰყვა, არც უნანია. ახლა მანქანაში კი არ იჯდა, მშვიდად იყო წამოწოლილი ლოგინზე, კომფორტულ ოთახში და ფიქრობდა. სიამოვნებით აჰყვებოდა დიალოგში, რომ არა ბეჭედი. ახლა კი უკვე იცოდა, რომ დისტანცია უნდა დაეცვა, ის მოწონებაც უნდა ჩაეცხრო და დათიზე აღარ ეფიქრა.
სასწრაფოდ დატოვა ოთახი და მიმღებში ჩავიდა, ტელეფონის დამტენი ითხოვა ცოტა ხნით, მეგობრებთან უნდა ელაპარაკა, ყურადღება უნდა გადაეტანა, მერე გზაც გაიწმინდებოდა და წავიდოდა.
უკვე შუა ღამე იყო, თოვა არ წყდებოდა. ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა, საოცარ სიმშვიდეს ანიჭებდა ეს ამინდი. გარეთ ქარბუქი, მასში კი სულიერი სიმშვიდე. დიდი სიამოვნებით ისეირნებდა ახლა იმ თოვლში, მოუსმენდა თოვლის ხრაშუნს, მაგრამ შეუძლებელი იყო, გაიყინებოდა, ეს იდეა კი სულაც არ ხიბლავდა.
დიდი ფანტელებით თოვდა, თითქოს ნაზად მოფარფატებდნენ, არადა კორიანტელს აყენებდნენ. ფანჯარა შეაღო, ქარმა დაუბერა, ერთიანად აშრიალდა ფარდები, მაგრამ არ ადარდებდა. ახლა ეს სიცივეც კი საოცრად სიამოვნებდა. იგრძნო, როგორ დაუარა ჟრუანტელმა და იმის ნაცვლად, ფანჯარა დაეკეტა, კიდევ უფრო ახლოს მიიწია და მთელი ტანით გაიხედა გარეთ.კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა. ფანჯარა მიხურა და გააღო.

- გათბობა არაა შენს ოთახში? _ გაკვირვებით იკითხა დათიმ.
- არის _ მკაცრად უპასუხა.
- ელე, ბოდიში რა წეღანდელისთვის..
- მიღებულია.
- რაღაც არ მეჩვენება ასე _ ჩაეცინა.
- დათი _ შეხედა.
- კარგი, კარგი.
- ძილინების _ ჩაილაპარაკა და კარები მიხურა.

ფიქრისთვის დრო აღარ დაუთმია. ლოგინში შეწვა, მოკალათდა და თვალები დახუჭა. ახლა დასვენება ესაჭიროებოდა.

___________
ვაიმე ვაიმე არ მჯერაა... ამდენი ხნის შემდეგ ავტვირთე.. დიდი იმედი მაქვს რომ გახსოვართ.. მოკლედ რა გამოვიდა თქვენ უნდა შემიფასოთ.. გულის ფანცქალით ველი შეფასებებს.. ისე ვნერვიულობ და ისეთი აღფრთოვანებული ვარ, თითქოს პირველად ვტვირთავდე.. ძალიან, ძალიან, ძალიან მომენატრეთ შოკოლადებო.. ისე მაკლდით მთელი ეს დრო, ისე მაკლდა თქვენი სიტკბო და პოზიტივი.. მოკლედ დაგიბრუნდით, ვეცდები ყოველ დღე ავტვირთო..



№1  offline მოდერი Kira

არაა რაა ოღონდ ცოლიანი არაა.. აუუ გული მიგრძნობს ცუს და მე ვერ გადავიტან ამ ისტორიის დასასრულს.. არ გამწირო რაა... ფლიიზ.. ისტორია კარგი იყო საინტერესო და დამაინტრიგებელი..ველოდები შემდეგ თავს love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა საინტერესოა ჩემო ლამაზო, არ იცი როგორ გამიხარდა შენ რომ დაგინახე. ველი ახალ თავს და უფრო მეტ სითბოს.წარმატებები

 


№3  offline წევრი მოიისფრო

აჰა...
ძლივს, ვიღაც გამოჩნდა ჰორიზონტზე.
კიდევ კარგი, თორემ აქაურობას, უკვე ერთფეროვნება ღრღნიდა.
მიდი გელოდები ჩემო კარგო.

 


№4  offline მოდერი მარრიამი

Kira
არაა რაა ოღონდ ცოლიანი არაა.. აუუ გული მიგრძნობს ცუს და მე ვერ გადავიტან ამ ისტორიის დასასრულს.. არ გამწირო რაა... ფლიიზ.. ისტორია კარგი იყო საინტერესო და დამაინტრიგებელი..ველოდები შემდეგ თავს love

ძალიან დიდი მადლობა ^_^ დასასრულს ვერ გაგიმხელ :დ
ლორელაი
რა საინტერესოა ჩემო ლამაზო, არ იცი როგორ გამიხარდა შენ რომ დაგინახე. ველი ახალ თავს და უფრო მეტ სითბოს.წარმატებები

ლოორე <3 მადლობა ტკბილო ^_^
მოიისფრო
აჰა...
ძლივს, ვიღაც გამოჩნდა ჰორიზონტზე.
კიდევ კარგი, თორემ აქაურობას, უკვე ერთფეროვნება ღრღნიდა.
მიდი გელოდები ჩემო კარგო.

უღრმესი მადლობა, ჩემთვის უკვე ბედნიერებაა, თუ ფიქრობ რომ ერთფეროვნებაში არ "გავდივარ" <3

 


№5  offline წევრი მთვარეულა ❤

საინტერესოა. ინტრიგა იგრძნობა, ვერ მივხვდი როგორ შეიძლება გააგრძელო.
ველოდები შემდეგ თავს love

 


№6  offline მოდერი chica sol

მარ, ვფიქრობ ახლა რა დავწერო ისეთი რაც ჯერ არ მითქვამს შენთვის. მინდა მალე მიიღო საბოლოი გადაწყვეტილება რომ გული დავიმშვიდო.
როგორც იქნა ატვირთე...
ხალხო, თუ დააგვიანა ატვირთვა მე გამლანძღეთ :დდ (აი, მარიამ, დაგიცავი, როგორც დაგპირდი)
ველი ახალ თავს, კნუტო ❤❤

 


№7  offline მოდერი მარრიამი

მთვარეულა ❤
საინტერესოა. ინტრიგა იგრძნობა, ვერ მივხვდი როგორ შეიძლება გააგრძელო.
ველოდები შემდეგ თავს love

მადლობა ჩემო კარგო <3
მარიამ ზაქარაშვილი
მარ, ვფიქრობ ახლა რა დავწერო ისეთი რაც ჯერ არ მითქვამს შენთვის. მინდა მალე მიიღო საბოლოი გადაწყვეტილება რომ გული დავიმშვიდო.
როგორც იქნა ატვირთე...
ხალხო, თუ დააგვიანა ატვირთვა მე გამლანძღეთ :დდ (აი, მარიამ, დაგიცავი, როგორც დაგპირდი)
ველი ახალ თავს, კნუტო ❤❤

ჩემი კნუტი <3 ვნახოთ, მოვიფიქრებ..
okay
შენს ნაწერს პირველად ვკითხულობ, ბევრი დამიკარგავს...
საიტის მწერლების იმ კატეგორიას მიეკუთვნები სასიამოვნოდ, განსხვავებულად და ლამაზად რომ წერენ და ჩემი ფავორიტებიც არიან.
ველოდი მომდევნო თავს.

ვაიიჰ გავიბადრე გავნათფი <3 ძალიან დიდი მადლობა ^_^ ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი შეფასებები ჩემთვის <3

 


№8 სტუმარი Meocnebe

Dzlivs ragac gansakutrebuli daido am saitze :D warmatebebi, <3

 


№9  offline წევრი Serenay

პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ძალიან ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ნამდვილად დამაინტრიგებელია. შენს ყველა ისტორიას წავიკითხავ აუცილებლად <3

 


№10 სტუმარი ემი

უფ, ჩემი გემრიელი გოგო ხარ, შენ.... love ამდენი ხნით დაკარგვა, შეიძლებოდაა?

შენი გოგონები, ყოველთვის ასეთი მკაცრები რატო არიან winked ბიჭები, კიდე ძალიან თვითდაჯერებულები და ღირსეულები..... ვნახოთ, აქ როგორ წარმოგვიჩენ....

გელოდებით.... love

 


№11  offline მოდერი მარრიამი

Meocnebe
Dzlivs ragac gansakutrebuli daido am saitze :D warmatebebi, <3

ვაიმე ძალან დიდი მადლობა <3
Serenay
პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ძალიან ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ნამდვილად დამაინტრიგებელია. შენს ყველა ისტორიას წავიკითხავ აუცილებლად <3

მადლობა <3 გამახარებ ^_^ კრიტიკასაც მივიღებ <3
ემი
უფ, ჩემი გემრიელი გოგო ხარ, შენ.... love ამდენი ხნით დაკარგვა, შეიძლებოდაა?

შენი გოგონები, ყოველთვის ასეთი მკაცრები რატო არიან winked ბიჭები, კიდე ძალიან თვითდაჯერებულები და ღირსეულები..... ვნახოთ, აქ როგორ წარმოგვიჩენ....

გელოდებით.... love

ტკბილი გოგო ხარ შენ <3 არ ვიცი, ასეთები გამომდიან :დ მადლობა <3

 


№12 სტუმარი hipo

kai xania satauri mxvdeba tvalshi da dges gadavwyvite wakitxva magari xar shen dzaaalian <3

 


№13  offline მოდერი მარრიამი

hipo
kai xania satauri mxvdeba tvalshi da dges gadavwyvite wakitxva magari xar shen dzaaalian <3

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№14 სტუმარი Guest Lia

Damaintrigebeli tavia
K a r g i a.......

 


№15  offline მოდერი მარრიამი

Guest Lia
Damaintrigebeli tavia
K a r g i a.......

მადლობა, იმედი მაქვს დასასრულიც მოგეწონებათ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent