2 გრამი სიყვარული (თავი 2)
ცოტახანში თავი ავწიე,მეგონა ისევ იქ დამხვდებოდა მაგრამ არა..დამტოვა და მორჩა.. ფეხზე ავდექიდა მთაწმინდის დაღმართზე სირბილით დავეშვი..ისე მივრბოდი თითქოს რაღაც შემზარავს გავურბოდი..ჰმ თითქოს..მოულოდნელად რაღაცას შევეჯახე და წავიქეცი..თვალი გავახილე და „ღმეთო,ოღონდ ეს არა“ წინ ვიღაც ბიჭი მედგა ხელგამოწვდილი,იმის ნაცვლად რომ დახმარება მიმეღო ვუყვურე -წინ ვერ იხედები?ბრმა ხარ?_გაეცინა და ამან უნფრო გამაბრაზა -მე რას მეჩხუბები,შენ მორბოდი და შენ დამეჯახე..რაიყო შეყვარებულს გამოექეცი? _ ამ სიტყვებმა გამახსენა რატომაც მოვრბოდი და თვალები ცრემლით ამევსო -არა_ჩემდა გასაკვირად ჩუმად ვუპასუხე და წამოვედი -მოიცა მოიცა,ქვემოთ მოვდივარ მეც_ 50 მეტრი არ მექნებოდა გავლილი როდეაც დამიძახა და დამეწია -ზემოთ არ ადიოდი?_ვითომ გაოცებული სახით ვკითხე -ნუუ კი მაგრამ მეზარება ახლა იქ ასვლა,შენც გაგიცნობ თან თავი დაარტყი მაარტოს ხოარ გაგიშვებ „არ დაუჯერო“ არ ენდო“ _შიგნიდან რაღც ხმამ მიკარნახა..ზუსტად ისე შემეშნდა როგორც გამიხარდა ამ ხმის გაგება,ძალიან. ეს გიკა იყო,ჩემი ძმა..რა თქმა უნდა ,ის ხომ დამპირდა შენთან ვიქნებიო..უცნაურ ბიჭს შევხედე და საეჭვო არაფერი შემიმჩნევია,.მიუხედავად გაფრთხილებისა გავრისკე და მასთან ერთად წასვლა ავირჩიე.. -და შენი სახელი?_აშკარად საუბრის დაწყებას ცდილობდა ან მიხვდა რომ არაცას ვფიქრობდი და ცდილობდა გამოვეფხიზლებინე -რა..ა ხო..სახელი..ნიტა_და ისე გავუღიმე თითქოს ძალიან მიხაროდა მისი დანახვა -ნიტა?_სახის გამომეტყველება შეიცვალა,თითქოს ამ სახელის გაგონებამ დააფრთხო,თვალები ჩაუქრა და სევდიანად ჩაიღიმა..ვერ მივხვდი რა მოხდა,რა დავაშავე..იქნებ ჩემი ძმა მართალი იყო და არ უნდა გამოვყოლოდი -და შენ?-ვკითე უბრალოდ სიტუაციის განსამუხტად -რა მე?_ისეთი სახით გამომხედა თითქოს რამე უჩვეულოს მოვწყიტე -შენ რა გქვია მეთქი -აა,ხო.. მე გიორგი მქვია-გაიღიმა..ეგაა მარტუებს მე რას გამომაპარებს -არ გქვია გიორგი -რაა? -გიორგი არ გქვია..მატყუებ -შენ საიდან იცი?ფსიქოლოგი ხარ? -დაახლლოებით.. რა გქვია? -ლუკა..იმედია ახლა არ გატყუებ ხო? -არა,ლუკა გქვია მაგრამ გიორგიდ რატო ასაღებდი თავს? -ძაან გრძელი ისტორიაა.. -ძალიან ბევრი დრო მაქვს..გისმენ ან დაგემშვიდობები -მოდი დამემშვიდობე მაშინ.. -კარგად.._და ადგილს მოვწყდი -ნიტა..ნიტა.. _ღრიალებდა ლუკა,მეძებდა.. ასეც ვიცოდი გავჩერდი და სული მოვითქვი.ცოტახანში დამეწია -ნიტა..გაგიჟდი გოგო?! სად გაამოვარდი ამ სიბნელეში.. -შენ არ მითხარი დამემშვიდობეო?ხოდა დაგემშვიდობე ) -ასე არ მიგულისხმია -და აბა საიდან მივხვდე ახლა შენ რა იგულისხმე -თუ იმას მიხვდი რომ გიორგი არ მქვია მაშინ არც ამის მიხვედრა უნდა ყოფილიყო რთული არ მეთქნხმები?მომიყვები რა მოხდა თუ კიდე გარბენინო? -კარგი მოგიყვები მაგრმ ერთი პირობით.. -აბა ?გისმენ რას მთხოვ? -ხვალ შემხვდები -აჰ რა საინტერესო პირობაა დარატო უნდა შეგხვდე? -შეიძლება ეგ ხვალ გითხრა? -კარგი ჯანდაბას..ახლა მომიყევი -მპირდები? -გპირდები - 5 წლის ვიყავი როცა მამამ მიმატოვა,დედაჩემი ნერვიულობას გადაყვა გული გაუსკდა.მე ბიძამ და ბიცოლამ გამზარდეს..ჩემხელა შვილი ყავდათ.. გიორგი..ბუნებრივია არავის არ უგრძნობინებია ჩემთვის რომ ობოლი ვიყავი..ზუსტად ისე გამზარდეს როგორც გიორგი..ისე მეჩხუბებოდნენ როგორც გიორგის და ისე მაჯილდოვებდნენ როგორც გიორგის.. ჩვეულებრივად შეიძლება ითქვაას რომ ძმებივითვიზრდებოდით..იმის გამო რომ სისხლით ნათესავები ვიყავით ჩვენ შორის დიდი ვიზუალური განსხვავება არ ყოფილა.. 16 წლის როცა ვიყავი ფული წავაგე..1 კვირაში 3000 ლარი უნდა მიმეტანა..ბიძაჩემს ვერ ვთხოვდი ამიტომ გიორგი დამპირდა მე მოვაგვარებო..ორი დრე სახლში არ მოსულა.ტელეფონზე არ მპასუხობდა არცერტ ძმაკაცთან არ ყოფილა..ყველა ადგილი შევამოწმე სადაც შეიძლება ყოფილიყო მაგრამ ვერსად ვიპოვე..23 აპრილი იყოდედაჩემის დაბადების დღე..ყვავილები ვიყიდე და სასაფლაოზე წავედი...როგორც კი ჭიშკარში შევედი გიორგის ტელეფონს დავაბიჯე ფეხი..ავიღე და ბოლო ორი დღის დანარეკები და მინაწერები შევამოწმე..ორი დღის წინ,წუსტად მაშინ როდესაც დაიკარგა იმ ტიპებთან ქონდა მინაწერი რომლებთანაც წავაგე..გზა გავაგრძელე და გიორგიც წავაწყდი..ერთ-ერთი საფლავის ღობეზე მიებათ..საშინელი სახე ქონდა..ნაწამები გაუბედურებული..მაგრამ ცოცხალი იყო..სუნთქავდა ..ძალიან სუსტად მაგრამ მაინც..მოხვსენი და საავადმყოფოში წავიყვანე..შიგნით ორგანოები „აზელილი“ ქონდა ერთმანეთში..საშინლად ნაცემი იყო..ვერ ვხვდებოდი რატომ მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები ვიაზრებ რომ თავი ლუკად გაასაღა..რახან ერთმანეთს ვგავდით ჩემი როლი ითამაშა და სიკვდილს გადამარჩინა..გადამარჩინა ფიხიკურ სიკვდილს რადგან ორ თვიანი კომისშემდეგ თვითონ ჩუმად გაიპარა..ძალიან ჩუმად მოკვდა..ამაზე მტკივნეული რა უნდა ყოფილიყო ჩემთვის როდესაც ძმა და საუკეთსო მეგობარი გიკვდება..გიკვდება იმის გამო რომ შენ ვიღაც ახვ** ტიპებთან წააგე..იმის შემდეგ ჩემი სახელით ძალიან ცოტას ვეცნობი..ყველასთვის ახლა უბრალოდ გიორგი მჭედლიძე ვარ რადგან მრცხვენია..მრცხვენია ლუკა მჭედლიძე ვიყო..მე ფაქტობრივად ძმის მკვლელი ვარ ..ახლა გაიგე რატო ვარ გიორგი და არა ლუკა?_ათთროლებული ხმიტ დაასრულა..ჯერ ასეთ მდგომარეობაში არცერთი ბიჭი მინახავს ..დარწმუნებული ვარ არც ლუკა იქნებოდარომარა მისი ძმის ტრაგედია..ის ხომ ჩვეულებრივად განადგურებული იყო..ვერც კი წარმოიდგენდა ვინმე როგორ მესმოდა მისი -მეც დავკარგე ძმა_თითქოს ამით ვაგრძნობინე რომ მარტო არ იყო -მართლა?როდის? -დღეს..ავღანეთში ბაზები დაბომბეს..იქ იყო -ძალიამ ვწუხვარ -მეც._ამით დავასრულეთ საუბარიც და გზაც -ტელეფონის ნომრეს მეტყვი?პირობა პირობაა ხომ გახსოვს_ისე საყვარლად გაიღიმა მეგონა შემიყვარდებოდა (ჰმჰ.მეგონა) -რა პრობლემაა _ნომრები გავცვალეთ..ნუ გავცვალეთ რა იმან ჩაიწერა.ჩემი ტელეფონი სახლში ეგდო..წავიდა... ის იყო ტაქსი უნდა გამეჩერებინა რომ პირდაპირ ჩემს ფეხებთამ BMW-ს მარკის მანქანა გაჩერდა..მინა ჩამოწია და ღმერთო ჩემო.. ლუკა -გეგონა დაგტოვებდი? -დაახლოებით -წამოდი სახლში გაგიყვან _და ისევ თავისი მომაჯადოებელი ღიმლით გამიღიმა და ჯანდაბა ისევ და ისევ ის ხმა „ნიტა არ ენდო“ „არ დაუჯერო“ -ჯანდაბა თავი დამანებე_ვთქვი ჩემთვის მაგრამ გაიგონა -ნიტა რამე მითხარი? -არა არაფერი -მაშინ ჩაჯექი_ხმის ამოუღებლად ჩავჯექი და გავუღიმე -სად ცხოვრობ? -წერეთელზე -ვახ..კიდევ ერთი დამთხვევა )_ გაოგნებული სახით შევხედე -რაიყო..მეც წერეთელზე ვცხოვრობ_ და გაეცინა..მანქანა ისე დაყავდა მე რომმიყვარს..ზომიერად სწრაფად ..კიდევ ერთი დამთხვევა აღმოვაჩინე მაგრამ აღარ ვუსმენდი..ორივეს ერთი საყვარელი ჯგუფი გვყავდა green day.. ბიჭის შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები მაქვს..მაგრამ როდესაც ბიჭი როკს უსმენ იქ ყველაფერი გარკვეულია..ანუ ის საუკეთესოა..ჩემ კორპუსს ძალიან მარტივად მივაგენით..როცა ავუხსენი სადაც ვცხოვრობდი გაიცინა მაგრამ არ მიკითხავს რატომ.. -ნახვამდის ნიტა..ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა -ნახვამდის ლუკა_გავუღიმე და მანქანიდნ გადავედი -ნიტა!.._ დამიძახა სანამ სადარბაზოში შევიდოდი -გისმენ -იცოდე მე პირობა მახსოვს..შეგეხმიანები როგორც კი ტელეფონს ჩართავ_ღმერთო საიდან იცის რო გათიშული მაქ არც კი მიხსენებია -მეც მახსოვს პირობა-დაბნეული სახით გავხედე და სადარბაზოში გავუჩინარდი..როგორც კი შევედი მანქანის ხმამ მამცნო რომ ლუკა წავიდა..ლიფტით ასვლა დამეზარა ამიტომ კიბეები ავირბინე საოცრად კარგ ხაისათზე ვიყავი ლუკას გაცნობით მაგრამ როგორც კი ჩემ სართულზე ავედი და ბინის კარს მივუხლოვდი გული თავიდან გამეყინა..თითქოს ვიღაცამ ცივი,გაყინული ხელებით მომიჭირა და ყელანაირი ბედნიერება გამომწურა..გამასხენდა რა ხდებოდა ამ შავი კარიგ იქით..ვიცოდი რომ როგორც კი ზარს დავრეკავდი ყველაფერი შეიცვლებოდა დაშავ სამყაროში შევაბიჯედბი,მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა ამ შავ სამყაროს უნდა შევგუებოდი..ზარი დავრეკე.,.ჩემი ძმის ძმაკაცმა,ლევანმა გამიღო -სად იყავი?! _ისეთი ტონით მკითხა თითქოს მამაჩემი ყოფილიყო მთაწმინდაზე_რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე და დერეფანში გავედი,ის იყო სასტუმრო ოთახის კარი უნდა შემეღო რომ ლევანის ხმა დამეწია -რა გინდოდა მთაწმინდაზე?_ჩემი ნერვები პიკს აღწევდა..მოვტრიალდი და გველივით სისინა ხმით ჩუმად ძალიან ჩუმად ვუთხარი -ვინ გეკითხება?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.