ქალბატონი ქალდანი
''ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან, თან ისე, რომ ამას ვერ ხვდებიან. შემდეგ კი მშვიდად, აუღელვებლად გღალატობენ და საკუთარი თვალით ხედავთ, როგორ შეეკვრებიან თქვენს დაუძინებელ მტრებს – თქვენ კი უყურებთ , როგორ გშორდებიან და მიდიან , როგორც გამარჯვებული ჯარი ქალაქის დარბევის შემდეგ ნანგრევებსა და ჩამავალი მზის ფონზე.'' -ტრიუმფალური თაღი. იცით მეც მიღალატეს, აი ასე, უბრალოდ მიღალატეს.. მეგონა ჩემი ცხოვრება ზღაპარი იყო, შევცდი. ყველა ზღაპარი ასე მთავრდება: ''მათ შეეძინათ ბევრი შვილი და ცხოვრობდნენ ბედნიერად'' წერტილი. ჩემი კი ასე არ დამთავრებულა. განა დამნაშავეებივართ ჩვენ, ადამიანები იმაში რომ გვიყვარდება? ხო შემიყვარდა, ვენდე და გამანადგურა, ამ სიყვარულმა გამანადგურა... კიდევ ერთხელ ცხოვრებამ დიდი დარტყმა მომაყენა, დამცინა, ადამიანების ნდობა დამაკარგინა. მიღალატეს, დამცინეს, ქორწილის წინა დღეს მოვიდა და მითხრა რომ, მზად არიყო... არუნდოდა ჯერ ოჯახი, არუნდოდა შვილი. ის ჩემთვის იდეალური მამაკაცი იყო მაგრამ, ერთი ლაჩარი ადამიანი ყოფილა. დავკარგე ადამიანების ნდობა და ერთი გულცივი ადამიანი გავხდი, ჩემი ბრალი არარის ასეთი გამხადეს, რვა წლის ვიყავი როდესაც ჩემმა მშობლებმა დამტოვეს, როგორ არ ვთხოვე, როგორ ვეხვეწებოდი რომ, არ დავეტოვებინე მაგრამ დამტოვეს. ავარიამ იმსხვერპლა. რვა წლის გოგოსთვის ეს ძალიან დიდი განსაცდელი იყო. გოგოსთვის რომელიც, ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ხედავდა მაგრამ, ცხოვრებამ დაუმსხვია და ყველაფერი შიშველი თვალით დაანახა. ამის შემდეგ ბებო მზრდიდა, მან გადამატანინა ცხოვრების ეს უმძიმესი წლები და ცხრამეტი წლის ასაკში მანაც დამტოვა. ადამიანმა, რომელიც ჩემთვის ქალი ეტალონი იყო. არც ამჯერად დამინდო ცხოვრებამ მაგრამ, მაინც არ დავნებდი წაქცეული ფეხზე წამოვდექი და ჯიუტად გავაგრძელე წარმატებისკენ სწრაფვა რადგან ბებოს პირობა მივეცი რომ, არასდროს დავნებდებოდი და ნებისმიერ სიტოაციაში ფეხზე წამოვდგებოდი. ვიქნებოდი ძლიერი და წარმატებული ქალი. დავამთავრე უნივერსიტეტი და დამიფასდა ჩემი შრომა, გავხდი ადვოკატი. კიდევ დამცინა ცხოვრებამ, როდესაც არავის აღარ ვენდობოდი გამოჩნდა მამაკაცი არვიცი როგორ მაგრამ, დაიმსახურა ჩემი ნდობა, შემაყვარა თავი და მიღალატა, მანაც დამტოვა. ეს სამი ყველაზე რტული ეტაპი იყო ჩემს ცხორებაში და ამ დროის განმავლობაში გვერდით არავინ არ მედგა, მიმატოვეს ახლობლებმა ყველამ დამტოვა, ყველა ერთნაირი ნაგავი ახლოჩნდა. მაინც გავუძელი, ცხოვრებამ მასწავლა რომ არავის არ უნდა ვენდო, გამხადა ძლიერი მაგრამ გულქვა ადამიანი. თან წაიღო ჩემში მცხოვრები ყველა ემოცია და დამტოვა ცარიელი სხეული. ახლა კი თქვენს წინაშეა ოცდაერთი წლის ცნობილი ადვოკატი, ანასტასია ქალდანი. _____ ხაიიი :D მოგესალმებით ყველას ხოხართ მაგრად ? :D :D <3 ხო რაც შეეხება ისტორიას არვიცი რა გამომივიდა ეს ჩემი პირველი ისტორიაა მაგრამ, ძალიან ვეცადე და გამიხარდება თუ მოგეწონებათ... მიყვარხართ :) :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.