ლოგიკური დასასრული (2)
------------------------------------ ეს არის მეორე ნაწილი ჩემი მოთხრობისა :დ არვიცი იმედია მოგეწონებათ დაა ძალიან გამიხარდა რომ პირველ თავს უკვე 104 ნახვა აქვს! ^_^ გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ თქვენი აზრი :დ ძაალიან მაინტერესებს! ------------------------------------ -უიმეე.... აუ ისე ნიკუშა როგორაა?-ნიკუშა ჩვენი კლასელი იყო რომელიც ყოველთვის კარგად გვექცეოდა სხვებთან შედარებით. - სანამ წამოვიდოდი სკაიპში ველაპარაკე, მაგრამ არ იცის რომ ჩამოვედი... ისე კარგადაა რავი, ამ ბოლო დროს კი უფრო გამხიარულებულია და არ ვიცი რა სჭირს. -მაგას ვინმე ხომ არ შეუყვარდა?-ეშმაკურად ჩამეცინა, როცა ნინას გავხედე შევატყვე რომ რაღაც იცოდა-ნინა შენ ხომ არ იცი რა ხდება? -მე?... არა! საიდან!-ძალიან დაიბნა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა -გოგონი მეჩვენება თუ გაწითლდი?! კარგიი რა, ეხლა არ მითხრა რომ შენ მოსწონხარ! -.... ნუუუ.... ჰმ, არვიცი-ასეც ვიცოდი!ჰაჰ ბავშვობიდან მოსწონს ნიკუშას ნინა უბრალოდ ვერ ეუბნებოდა და რადგან ბოლოდროს ნინა დიდ ყურადღებას აქცევდა ამიტომ ახლა ნიკას იმედი გაუჩნდა! ეუფ -აუ რა მაგარია!!!-ბოლო ხმაზე ვიყვირე -მოიცა ანუ იმას შენ მოსწონხარ და შენ ის მოგწონს? თუ რა მაფიაა? -ჰო, რავიცი -ჰორავიცი კი არა რო გდღლირწავ ერთი კარგს, მერე მიხვდები რომ ყველაფერი უნდა მითხრა ხოლმე განსაკუთრებით თუ ბიჭებს ეხება! ხოიცი სპეცი ვარ მაგ თემაში.-ძალიან მეწყინა რომ ესეთი რაღაც არ მითხრა, არადა ყოველთვის მეუბნებოდა ხოლმე თუ ვინმე მოსწონდა ან ვინმეს თუ მოსწონდა... -კარგი ბოდიში მაგრამ ეხლა ხომ იცი-რაღაც ძაან სასაცილოდ თქვა და თან თავი დახარა... ამ დროს ძაალიან გამეცინა და ჩავეხუტე -კარგი ამ ერთხელ გაპატიებ -ხომ იცი როგორ მიყვარხარ! მოკლედ ასე გავიდა 4 საათი... უამრავი ახალი ამბავი გავიგე(უინტერესო მაგრამ მაინც). ნინამ გადაწყვიტა ნიკუშასთვის დაერეკა -გისმენთ? -ჰეიი ნიკა როგორ ხარ? ნინა ვარ! -ნი...ნინა? მოიცა საქართველოს ნომრიდან როგორ მირეკავ? ჩამოხვედიიი? -ჰაჰაჰ კიი ჩამოვედი საყვარელო-ამის მერე ცოტა ხანი არაფერი უთქვამს ეტყობა გაწითლდა. ისე სიმართლე რომ გითხრათ მე არ წარმომიდგენია ნიკუშა და ნინა ერთად.არვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ორივეს ბავშვობიდან ვიცნობ და მათი ყველა ნაკლი ვიცი...(ნუ თითქმის) -აუ სად ხარ? ძალიან მომენატრე და შენი ნახვა მინდა! -მე და ეკა ჩემ სახლში ვართ მაგრამ მოდი ჩვენ რო ვიცით იმ კაფეში შევიკრიბოთ რა -კარგი არაა პრობლემა ნახევარსაათი იქ ვიქნებიი-და დაკიდა, ნინას პასუხსაც არ დაელოდა. ეტყობა უკვე მზადება დაიწყო და... -ოოხ თქვე ცუღლუტებოო აჰაჰჰ-მუშტი მხარზე მივარტყი და წამოვდექი ისიც უმალვე წამოხტა და ნერვიულად მზადება დაიწყო -რა იყო პაემანზე კიარ მიდიხარ გოგო! ჩაიცვი ჩვეულებრივად -ჰო კაი რაიყო უბრალოდ მინდა რომ შთაბეჭდილება მოვახდინო ნიკუშაზე -ჩემო საყვარელო, შენ ისეთი ხარ, რომ ძონძებშიც კი მოეწონები ნიკას დამიჯერე! -ისე ამბობ თითქოს შენ იყო ჩემზე რამით ნაკლები -ოო მეზარება ეხლა ჩხუბი აიღე ტელეფონი გასაღები და წავედით! -ჰო კაი კაი მოვდივარ!-ისეთი სასაცილო იყო, მაღალ ქუსლიანებზე რომ შედგა და აქეთ იქით დარბოდა...ბოლოს როგორც იქნა მოწესრიგდა და მამამისის მანქანით წავედით კაფეში. როდესაც შევედით დავინახე რომ ნიკუშა ძალიან ნერვიულად ათამაშებდა ფეხს და ჩემდაუნებურად ჩამეცინა. არ მინახავს მე ასეთი განერვიანებული.ნინამ შემოათვარიელა იქაურობა, როდესაც ნიკუშა დაინახა სიხარულით გაიქცა მისკენ, ნუ კი ქუსლიანებით იყო მაგრამ როგორც შეძლო ისე გაიქცა. მეც მივყევი,ნიკა ჩვენ დანახვაზე უეცრად წამოხტა და ნინას ისე მაგრად ჩაეხუტა, ვხედავდი რომ სუნთქვა უჭირდა ჩემს საყვარელ გოგონას. -კარგი არ გაგუდო ბიჭო!-ვითომ ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი მაინც ისე ეხუტებოდა და როგორც იქნა მოშორდა ნინას. სხვათაშორის ცოოტა გაწითლებული მომეჩვენა -რაიყო რატო ჩამოხვედი აქ?-ჰოო, რაღაცნაირი კითხვები იცის ხოლმე(არ შეიმჩნიოთ) -როგორ თუ რატომ? ჩემი მშობლები მინდოდა რომ მენახა და თქვენ! -ორივეს ერთად ჩაგვეხუტა და მალევე მოგვაშორა ხელები -მე არ უნდა მომესალმო ბიჭო?-ნაწყენი ავხედე ნიკას -უი სულ დამავიწყდი შენ!-და ახლა მე ჩამეხუტა. ნუ აი ჩახუტებაში არის სპეცი,არა ბიჭოს ზოგმა ჩახუტება კიარა ხელს არ ჩამოგართმევს ხოლმე. -როგორ მომენატრე-ყურში ჩამჩურჩულა ნიკამ -მე არა შე ვირო-გავუცინე და ისე ვუთხარი. ცოტა კი ეწყინასავით მაგრამ მაინც გამიცინა - აბა დავხდეთ ახლა თორემ მშია სასტიკად! -მოიცა ნინა თვითმფრინავში საჭმელი არ არის? -მოიცა ნიკა და შენი აზრით მე ეგ მეყოფა?-გაკვირვებული გახედა ნიკას რომელიც რაღაცნაირად იცინოდა. აი ძალიან სასაცილოები არიან ერთად და რაღაც პონტში საყვარლებიც. უცბად ნიკას მობილურმა დარეკა. ბოდიში მოგვიხადა და გარეთ გავიდა. მე და ნინა მას ვუყურებდით და ვიცინოდით ისე სასაცილოდ იქნევდა ხელებს აქეთ-იქით.როდესაც შემოვიდა უმალვე მოგვშორდა ღიმილი პირიდან. -საავადმყოფოში უნდა წავიდე!-გაბრაზებული ტონით გვითხრა -რატომ? რა მოხდა? -ჩემი ძმაკაცი ავარიაში მოყვა და ძალიან ცუდადაა -ჩვენც მოვდივართ!- ვთქვი მე და იმ წამსვე ვუჯიკე ნინას რომწ ამომდგარიყო და გავყოლოდით ნიკას. -მოცია თქვენ რა გინდათ იქ. მაინც არავის იცნობთ იქ და... -შენ ხო გიცნობთ? ჰოდა წავედით! ნუ ნიკამ აღარაფერი მითხრა იმწამსვე გავარდა და მანქანაში ჩაჯდა ჩვენც ჩავჯექით. ნინას მანქანა იქ დავტოვეთ და წავედით. ისე ჩქარა მიდიოდა ნიკა , ყოველწამს მეგონა რომ ავილეწებოდით მაგრამ არა. დაახლოებით 5 წუთში უკვე იქ ვიყავით.საშინელება იყო. ეს წამლების სუნი ცუდად მხდიდ. უცბად გავიქეცით იმ ბიჭის პალატისკენ. ნინა ფეხშიშველა მორბოდა. სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი რატომ წამოვედი. არც კი ვიცნობ იმ ბიჭს მაგრამ რატომღაც გული შემიწუხა მისმა ამბავმა.როდესაც მივაღწიეთ იქამდე, დავინახე დაახლოებით 10 ბიჭი, ზოგი ფეხზე იდგა და დადიოდა, ზოგი იჯდა და ხელებში ჰქონდათ თავი ჩარგული, ზოგიც არ ვიცი ყველას ვერ დავუკვირდი. ისე რა დროს ესაა მაგრამ სიმპატიურები კი იყვნენ! თან ძალიან მაგრამ ყველა ნინას მისჩერებოდა. არც მიკვირს. როდესაც მივედი და იმ ბიჭის პალატაში შევიხედე, გავშეშდი! ასეთი რამ ჯერ ცხოვრებაში არ მინახავს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.