შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზაფხულის რომანი (3)


21-07-2016, 23:50
ავტორი Samerqvin
ნანახია 1 889

დილას ადრე გამეღვიძა, ფანჯარასთან მივედი, ფარდა გადავწიე და სინათლემ დაისადგურა ოთახში. მიუხედავად ამისა ბევრი ნისლი სუფევდა, გულმა ვერ მოითმინა და პიჟამოს ამარა აივანზე გავედი. სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე, ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა ჟანგბადი ჩემს ორგანიზმში. ესეიგი ღამე უწვიმია... ნეტავ ხვალაც წვიმა იქნება? ეს დღეები თუ წვიმამ გასტანა ალბათ თბილისში დავბრუნდებით, თან კვირაზე მეტია აქ ვართ. ყველაზე მეტად ჩიტების ჭიკჭიკი მომწონდა, საოცრებაა როგორ ლამაზად გალობენ ნისლის მიუხედავად.
დღეს ნეტავ რას გავაკეთებთ? რაც არ უნდა მოხდეს ალექსანდრე უნდა ვნახო, ბიჭმა რომელმაც ძალიან მომხიბლა, ვიცოდი რომ ეს გატაცება იყო, მაგრამ ვინ თქვა რომ გატაცება გართობას კრძალავს? ვეღარ მოვითმინე შარვალი ამოვიცვი, მაიკა გადავიცვი, ანოს შევუარე მაინტერესებდა თუ ეღვიძა, რათქმაუნდა ჯერ კიდევ ძინავს, გუშინ ბევრი იცეკვა. ქვედა სართულზე ჩავირბინე და სახლი უხმაუროდ დავტოვე. მეზობელ სახლს მივაბიჯე და ლუკას დავუძახე.
- ამ დილა ადრიან რამ შეგაწუხა პატარა პრინცესავ?
- შენი დახმარება მჭირდება!
- რამოხდა? ანო ხომ კარგადაა?
- კი, კარგადაა უბრალოდ რაღაც უნდა გთხოვო.
- აბა, გისმენ.
- ალექსანდრეს ხომ იცნობ? სულ ჩუმად რომ არის?
- კი, როგორ არა. რამე მოხდა?
- არ იცი სად ცხოვრობს?
- კი, აქ დასასვენებლად ჩამოდის ხოლმე. წელს რამოდენიმე დღით ჩამოვიდა. პირდაპირ იარე, შემდეგ ქვემოთ და ახლოსაა, დიდი მწვანე მოაჯირიანი სახლია.
- დიდი მადლობა, მე გავიქეცი.
მალევე დავემშვიდობე და მგონი რაღაცას ამბობდა, ზუსტად ვერ გავიგე, მივრბოდი. მივრბოდი, არვიცოდი თუ იქ იქნებოდა, არმინდა დამეკარგა, სულელურად ჟღერს მაგრამ...
ლუკას მითიბებებს მივყევი და გავაანალიზე რომ სადღაც ახლოს იქნებოდა. 20 ნაბიჯიც გავიარე და ჩემს წინ ძალიან დიდი და ულამაზესი სახლი იდგა. ეგრევე ზარი დავრეკე, დიდხანს ვრეკე, ის იმედი შემრჩა რომ ეძინა და ჩემი ზარის ხმა გააღვიძებდა. უშედეგოდ, ბოლოს მეზობელმა გადმომხედა მოპირდაპირე სახლის აივნიდან და მითხრეს რომ ახალი წასული იყო. არვიცი იმ დროს რა დამემართა. იმედგაცრუება, სინანული და ჩემ თავს ვადანაშაულებდი. არ უნდა დამეკარგა ის ფურცელი, იქნებ იქ რა ეწერა. ესე მალე ჩაიძირა ჩემი იმედების და სიყვარულის ტიტანიკი.

რამოდენიმე დღის შემდეგ ჩვენც წავედით, გზაში მუსიკებს ვუსმენდი და პანორამას ვუყურებდი, ჩაფიქრებული. მეგონა მალევე დავივიწყებდი ამ ყველაფერს, ან რატომ არ უნდა დამევიწყებინა? ჩვენ უბრალოდ ვიცეკვეთ და ვილაპარაკეთ, მეტი არაფერი. არ მჯერა ერთი ნახვით შეყვარების! ზაფხულის "რომანი" ზაფხულს ჩაბარდება.
მარტო მე არ ვყოფილვარ ვინც გზაში ჩემსავით იყო. ანო ძალიან დარდობდა, ხო მესმის რთულია საყვარელ ადამიანთან განშორება. აქ ყველაფერი კიდევ უფრო მარტივადაა. ერთმანეთს მიწერენ, დაელაპარაკებიან და ნახავენ. აბა მე? არც ქალბატონ მაიასაც (დედაჩემს) არ გამორჩენია ეს ამბავი, მთელი გზა გვეკითხებოდა რამოხდაო. ჩვენ კი უაზროდ ვიმიზეზებდით შინაარს მოკლებულ მიზეზებს.
რაც არ უნდა მომხდარიყო, ზაფხული კიდევ წინ იყო! წყნეთის აგარაკი გადავხაზე, ნეტავ რა იყო შემდეგი?


თუ კითხულობთ, მოგწონთ და გინდათ გაგრძელება დააკომენტარეთ. პ.ს მადლობა ყველას ვინც კითხულობთ რადგან ჩემი დიდი მოტივის მიზეზი თქვენ ხართ!



№1  offline წევრი Firefly

არიყო ეს ერთი ციცქნა გაზარდე
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი salome taboridze

ჰმმ ..პატარაა მაგრამ კარგია გააგრძელე წარმატებები:-)
--------------------
♥♥

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ გააგრძელე რააა ალექსანდრესთან იყოოს ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent