შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული


23-07-2016, 02:51
ავტორი It Girl
ნანახია 1 623

ყველაზე ძნელი იმ სიყვარულის მოთოკვაა, რომელმაც ერთი შეხედვით იფეთქა. იცი?! მიკვირს როგორ შეიძლება მთელი დღის განწყობა მხოლოდ ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული?! ის ადამიანი კი შენ ხარ. არცერთი ადამიანი არ ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით და დარწმუნებული ვარ არც შენი დაბრუნება და თუნდაც პირველი შეხვედრა არ იყო შემთხვევითი.
ყოველთვის ხვდებიან ადამიანები და ყოველთვის გვიან ხვდებიან, ძალიან გვიან. არ მინდა რომ ჩვენს შემთხვევაში ესე მოხდეს.ძალიან არ მინდა.
არსებობს წუთები, რომლებიც არასდროს გვავიწყდება, მაგრამ არსებობს დრო რომელიც უკან აღარასდროს დაბრუნდება. ყოველი წამი მახსოვს შენთან ერთად გატარებული, ყოველი წამი ,მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებ რომ რაღაცეები შევცვალო.
სიზმრები იმისთისაა, რომ ხანდახან მაინც ვიყოთ მათთან ,ვინც ჩვენთან არ არის. ასე ვატარებ უშენოდ ღამეებს, შენზრ სიზმრებით.
ერთ დღეს , ერთ ადამიანს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს შენს ცხოვრებაში. არასდროს მჯეროდა ამის, სანამ მეთვითონ არ გამოვცადე. ერთ დღეში გამოჩნდი და ჩემში შემოიჭერი. ამირდამირიე ცხოვრება, ფიქრები, მაგრამ ამავდროულად გამაბედნიერე შენზე ფიქრით.
როდეასაც ვიჩხუბეთ იმ ღამეს ვერ ვფიქრობდი, ვერ ვაუნთქავდი. ველოდებოდი რომ დაბრუნებულიყავი.
იცი რა კარგი დილაა?! მზიანი, კარგი, თბილი ამინდით. თბილისს ძინავს.მხოლოდ ჩიტების ხმა ისმის, მათი ჟრიამული. მე კი მუსიკას ვუსმენ და თან სიგარეტს ვეწევი მარტო, უაზროდ მომღიმარი და შენზე ვფიქრობ. ვზივარ და ვფიქრობ, როგორი იქნებოდა დილა შენს გვერდით გაღვიძებულს რომ ეს ყველაფერი იქნებოდა, რომ ახლა ჩემს გვერით ღრმად გეძინოს, მე კი გიყურო, გიყურო უსასრულოდ და თავზე გეფერო. იმ დილას წარმოვიდგენ ყავას რომ მოგიტან ლოგინში , შენ კი მის სუნზე სასიამოვნოდ გაგეღვიძება და მაკოცებ.
ახალ გათენებულ დილას შენს სახეს წარმოვიდგენ თუ როგორ გიყურებ და როგორ ვრწმუნდები ისევ და ისევ როგორ,როგორ ძლიერ მიყვარხარ!
ახლა ზუსტად იმ სიმღერის ფონზე ვწერ , რომელზეც ცეკვა ჩემი ოცნებაა. მომენტალურად გამახსენდა როგორ ვცეკვავდით ჩვენ .
ალბათ დადგება ის დღე, როდესაც ერთად ვიცეკვებთ წვიმაში ამ სიმღერაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent