შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჯიუტე ბედნიერებას დაგაკარგვინებს4


23-07-2016, 22:38
ავტორი anonym dandelion
ნანახია 1 712

მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი,როცა ცივმა სიომ სახეზე ამბორი დამიტოვა,მაშინვე შიგნით შვედი და სანდრას დავუწყე ძებნა.ის თორნიკესთან ცეკვავდა,ამიტომ ხელი არ შევუშალე,ამ დროს ჩემთან ბექა მოვიდა
-წამო,ვიცეკვოთ
-იცი,არ მეხერხება ცეკვა და არ მინდა,-უხერხულად გავუღიმე
-ოო კარგი რა,წამო გთხოვ,-თქვა და თვალები აახამხამა.არ ვიცი რატომ მაგრამ დავთანხმდი,ხმოცეკვავე ხალხს შევერიეთ და ცეკვა დავიწყეთ.ნუ ბექამ დაიწყო,აი მე კი საწყლად ერთ ადგილას ვირწეოდი,არადა რაღაც ჩქარი მუსიკა იყო,ბექამ გადაიხარხარა და ხელი ჩამავლო,დამაბზრილა,ხელი ვიღაცას თავში მოვარტყი,ისიც უკმაყოპილო სახით მომიბრუნდა
-ვაიმე ,უკაცრავად რა.-დავიწყე ბოდიშების მოხდა.ბექა კი იდგა და ხარხარებდა,ისე იცინოდა შეუძლებელი იყო სიცილში არ აყოლოდი,ხოდა მეც ავხარხარდი და მხოლოდ მაშინ ვიღუშებოდი როცა ფეხს ბექს ვაბიჯებდი,სივრცის არქონის გამო.სიმღერა რომ დამთავრდა ბართან მივედით
-მაგარი მოცეკვავე ხარ,-მიღიმოდა და სასმელს წრუპავდა
-შენ კი კარგი მატყუარა,-დავეჭყანე და ორივემ გადავიხარხარეთ,
-არა მართლა ის ღირსი იყო თავში რომ მოარტყი,არ უნდა სცოდნოდა რომ როცა შენ ცეკვავ 20 მეტრში არავინ უნდა მოგეკაროს,-იდგა და იცინოდა
-საზიზღარო,-ვთქვი და მხარზე მსუბუქად ვუბრკინე,იმ წამს დავპიქრდი რომ ის ჩემთვის უცნობი იყო და არასდროს ყოფილა მსგავსი რამ რომ მე უცნობს ასე თამამად ვესაუბრებოდი,მაგრამ ნამდვილად კარგი სამეგობრო წრე ყავდა თორნიკეს,ყველანი კარგები იყვნენ,ნუ ერთი განსაკუთრებით მაგრამ..გაჩუმდი,მაშინვე მოვაკეტინე მეორე მეს.თითქოს ჯიბრზე ამ დროს გავიხედე კარისკენ და ვნახე როგორ გადიოდა მიშო ვიღაც გოგოსთან ერთად ცალკე ოთახში.მაშინვე მოვაშორე მზერა.ეს ჩემ საქმე არაა,ვეუბნებოდი საკუთარ თავს
-ბექა,უნდა წავიდე,გამიხარდა შენი გაცნობა.-თავისუფლად ვიღიმოდი
-ჩემთვისაც,ეჭვი არ მეპარება ძალიან დავმეგობრდებით,-ამაზე გავუღიმე და ბრბოს შევერიე,თურმე სანდრა და თოკო მეძებდნენ.
-აი სად ყოფილა,თავი ხომ არ მოგაბეზრა ბექამ ლაყბობით?-ღიმილით თქვა თორნიკემ
-არა პირიქით,ძალიან კარგი მეგობრები გყავს თორნიკე,-ვუღიმოდი მეც-სანდრა წავიდეთ ხო?
-ხო,მაგიტომ გეძებდი თორნიკე გაგვიყვანს.-სანდრამ თბილად გაუღიმა ბიჭს,რაზეც მანაც ღიმილით უპასუხა,თორნიკემ ჯერ მე ჩამომსვა სახლთან და სანდრა წაიყვანა,არ დავიძინე,ვიცოდი სანდრა აუცილებლად დამელეპარაკებოდა ამაღამ,ზარმაც არ დააყოვნა
-სალო,-მის ხმაში აღფრთოვანება იგრძნობოდა
-გისმენ სანდრა
-კარგი იყო ხომ დღეს?იცი თორნიკემ სახლთან რომ დამსვა,გადმოვიდა და ჩამეხუტა,-ზუსტად ვიცოდი სანდრა ახლა იღიმოდა
-კი სანდრა კარგი იყო,მაღთლა უხდებით ერთმანეთს,ახლა კი უნდა გავთიშო ,ხომ იცი ხვალ ადრე მივდივარ სოპელში,
-კარგი გკოცნი,ჭკვიანად
-ჭკვიანად შენ სანამ აქ არ ვიქნები,რომ ჩამოვალ,9თვიანი სიახლე არ დამახვედრო,-ვკისკისებდი
-აი ადამიანს რომ გაქ იუმორი,რა გეშველება არ ვიცი,-ისიც იცინოდა
-კარგი წავედი,-ვტქვი და გავუთიშე,როფგორც ყოველთვის დღვანდელი დღის შეჯამება დავიწყე და ჩემდა გასაკვირად ცუდი არ იყო,თითეული კარგი დეტალი გავიხსენე და ჩემდა უნებურად საუკეთესო ბოლოსკენ შემოვინახე,ეს კი მისი მზერა და მისი შავი თვალები იყო,ისე ჩამძინა რომ ასეთი ფიქრების გამო საკუთარი თავის გაკიცხვაც ვერ მოვასწარი.დილით გზას დავადექი,ყოველთვის მახარებდა იმაზე ფიქრი რომ სახლში ვბრუნდებოდი,ნაცნობი შენობების დანახვით გამოწვეულ სიხარულს კი უკვე ვეღარ ვფარავდი,სამწუხაროდ ერთმა კვირამ სწრაფად განვლო და უკან დაბრუნებაც მალე მომიწია,ამ დღეების განმავლობაში გოგოები თითქმის ყოველდღე მეკონტაქტებოდნენ,რომ გითხრათ მიშოზე ვფიქრობდი სულთქო,არ იქნება სიმართლე,მასზე ფიქრი მხოლოდ ძილის წინ თუ შემომიტევდა და მეც მაშინვე ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და აი ახლა როცა თბილისში დავბრუნდი მხოლოდ იმის იმედად ვიყავი,რომ თბილისი დიდი იყო და მას არსად წავაწყდებოდი.მეორე დღეს უნიში ჩვეულებრივად მივედი,ისევ ვცდილობდი უჩინარი ვყოფილიყავი.ლექციებს რომ მოვრჩი ლექტორმა თავისთან დამიბარა,ჩემი ოცნება იყო სრული დაფინანსებით გამეგრძელებინა სწავლა საზღვარგარეთ,ეს ლექტორმაც იცოდა,ამიტომ კარებზე დავაკაკუნე და შევედი
-გამარჯობათ,ქალბატონო ნინო,-მორცხვად გავუღიმე
-მოდი ჩემო გოგო,ხომ გითხარი ნინო დამიძახეთქო,-მოვიდა და გადამეხვია,საოცარი აურა ჰქონდა ამ ქალს,ყველაზე სასიამოვნო ადამიანი იყო ვინც მინახავს
-მოკლედ,რაზე დაგიბარე,იცი ვიცი რომ სწავლა გინდა საზღვარგარეთ და ამის მონაცემებიც გაქვს ,ნამდვილად,ამიტომ ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა..-ამ დროს კარი ვიღაცამ დაუკაკუნებლად შემოაღო
-დედა.-ინსტიქტურად შევიხედე,რადგან ხმა მეცნო და მაშინვე ვინანე,კარებთან მიშო იდგა
-მიშო ახლა რა მცალია,ძალიან გთხოვ გარეთ დამელოდე,-მიშოს მზერა ჩემკენ იყო მომართული და მეც განზე გავიხედე მის მწველ თვალებს რომ აღარ შევჩეხვოდი,მანაც უსიტყვოდ დაკეტა კარები
-ხოდა რას ვამბობდი,მოკლედ კარგი იქნება თუ კურს გარეთ კიდევ ერთ წიგნს გაივლი ძვირფასო,ოღონდ ეს წიგნი აღარ გამოდის ახლა და ამიტომ მაღაზიებში ვერ იშოვი,შეიძლება ძველ ბაზრობეზე ან ხიდთან ყიდდნენ,ამიტომ იქ უნდა მოძებნო,ვიცი რომ თბილისს კარგად არ იცნობ ამიტომ მიშოს გამოგაყოლებ,-თქვა და გამიღიმა
-ძალიან გთხოვთ არ არის საჭირო,როგორმე გავიგნებ გზას,არ ღირს მისი შწუხება
-რა შეწუხებაა,თანაც არ მინდა ჩემი საუკეთესო სტუდენტი დამეკარგოს,-გამიღმა და კარებისკენ დაიძრა,-მიშო შემოდი ერთ წამს
-მიშო,ეს სალომე წიკლაურია,ჩემი საუკეთესო სტუდენტი,ეს კი სალო,ჩემი შვილია,მიშო,-თქვა და მის თვალებში სიამაყე იგრძნობოდა
-სასიამოვნოა,-მითხრა მიშომ და დედამისიგან შუმჩნევლად თვალი ჩამიკრა,რაზეც ჩავახველე და თვალი ავარიდე
-მოკლედ მიშო სალო უნდა წაიყვანო,და აყიდინო წიგნი,რომლის სახელსაც დაგიწერ,შენ გევალება ტრანსპორტით უზრუნველჰყო ის
-არა მართლ არაა საჭირო,ქალბა..ნინო,გთხოვთ
-არა ,რატო?წავიყვან,ვნახოთ იქიდანაც თუ გაიქცევი,-ეს ბოლო კი ჩუმად,ჩემ გასაგონად თქვა მიშომ
-კარგი ძვირფასო,იქნებ გარეთ დაელოდეო?-ისევ მიღიმოდა ნინო
-დიახ,დიხ,-ვთქვი და იქიდან სასწრაფოდ გამოვედი..ქვეყნიერებაზე გაცოფებული ვიყავი,რაღა მაინც და მაინც ის?ბოლთას ვცემდი დერეფანში და გული სწრაფად მიცემდა მოსალოდნელი მგზავრობის გამო.კარი გაიღო და მისო გამოვიდა თან ტუჩის კუთხეს ტეხდა,მე კიდე ადგილზე ვიყავი გაშეშებული და მის თვალებს მზერას ვერ ვაშორებდი
-აბა წავედით?-მან დაარღვია სიჩუმე,მხოლოდ თავი დავუქნიე და გონება მოვიკრიფე,მანქანამდე ისე მივედით ხმა არ ამოგვიღია,ერთ-ერთ მანქანასთან მივიდა და ჩაჯდა,"ხეპრე" გავიფირე ჩემთვის და მეც დავიძარი მანქანისკენ,უკანა კარი გამოვაღე და სწრაფად ჩავჯექი
-უკან რატომ ჩაჯექი?-გაოცებას ვერ მალავდა,-ტაქსიში კი არ ზიხარ
-ამ წამს ამ მანქანას ზუსტად ასეთი დანიშნულება აქვს ჩემთვის,-ვერ ვხვდებოდი რატომ გავუბედე ამის თმა და თითქოს ენის წვერზე საბოდიშო სიტყვები მომადგა როცა მიშომ თქვა:
-კარგი თუ ასეა,გადახდა მოგიწევს,-მანქანის შიდა სარკიდან მიმზერდა,მეც ჩემი არ გავიტეხე და ვუთხარი
-კარგი,გადავიხდი.-და გარეთ გავიხედე რათა მის მზერას აღარ წავწყდომოდი,თუმცა იმის დანახვა მოვასწარი რა სიძლიერით მოუჭირა საჭეს ხელი და როგორ სწრაფად დაძრა მანქანა,ცოტა ხანში ისევ დაარღვია სიჩუმე
-ძალიან ჯიუტი ხარ,- პასუხი არ გავეცი,-ხმის ამოღებას არ აპირებ?კარგი ძალიიან კარგი.ნაკლებად მომეშლება ნერვები,,ამან თითქოს გულში გამკენწლა და ავლაპარაკდი
-რახან დასთანხმდი ტაქსის მძღოლობას შენი საუბარი არ უნდა იყოს ამდაგვარი,შნი საუბარი ასე უნდა იწყებოდეს:იმდღეს ვაგზლიდან მოვდიოდი და ერთი გოგო ჩამიჯდა რა..-თითქოს ხმა დავიბოხე,-ამაზე ახარხარდა,ისე იცინოდა რომ მეც კი გამეღიმა,
-არა როცა გინდა მაშინ საყვარელი ახრ ხოლმე,-ამის გაგონებაზე,მაშინვე წარბები შევკარი
-ღმერთო როცა კი ერთს გეტყვი,მაშინვე საპირისპიროს რატომ აკეთებ?--არ ვიცი,-გულწრფელად ვუპასხე
-მაგაზე აუცილებლად ვიმუშავებთ და გავარკვევთ,-შიდა სარკეში თვალი ჩამიკრა
-ვიმუშავებთ?-გავიოცე მე
-ხო რა იყო?არ მოგწონს ეს აზრი?
-არა საერთოდ არა.-ისევ გულრწფელი ვიყავი
-მაგაზე საუბარი შემდეგ გავაგრძელოთ,ახლა კი მოვედით.როგორც კი ეს თქვა,მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან,რათა თავი დამეღწია მისი სუნამოს სურნელისგან,რომელიც მის მანქანაში კარგად იგრძნობოდა და თავბრუს მახვევდა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent