შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


24-07-2016, 12:58
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 785

თავი 6


მანქანა სწრაფად მიდიოდდა. არც ერთი ხმას არ იღებდა. უხმოდ ისხდნენ და დროდადრო ერთმანეთს გახედავდნენ. რამდენჯერმე მათი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა და დაბნეულებმა აარიდე თვალი.
-ნელა არსად გადამჩეხო
-ნუ იღრინები
-მე თუ შენ?
-ენის ტლიკინს არ მორჩები?
-არა. რასაც მინდა იმას ვიტყვი და როცა მინდა.
-ეკა უკვე ძალიან მიშლი ნერვებს
-მეც ეგ მინდა რომ მოგეშალოს ნერვები ისე როგორც მე მომიშალე წეღან
-ეკააა ,-იღრიალა თორნიკემ და მანქანა დაამუხრუჭა.
-რას აკეთებ?კინაღამ თავი გამიტეხე
-არაუშავს მოგიხდება იქნებ გაგეხსნას ტვინი და ნორმალურად აზროვნება შეძლო
-იდიოტი ხარ.-ჩაიბურტყუნა ეკამ
გზა გააგრძელეს. ორივე ფიქრებმა წაიღო. მის გვერდით ყოფნა ნერვებს უშლიდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა უნდა გაეძლო სახლამდე. რაც არ უნდა იყოს მან გადაარჩინა და ასე თუ ისე გამოიყიდა დამაშაული...
განა არ იცოდა რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო?განა არ იცოდა რომ ეკა სხვა იყო? განსაკუთრებული. რაღაც სხვა გააღვიძა ამ სიფრიფანა გოგომ მასში. ხვდებოდა რომ შეხედულებები ეცვლებოდა და სხვანაირად ფიქრი დაიწყო. ნუთუ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ფაქტი იყო რომ ხდებოდა და ეს გოგო მის გონებაში იჭრებოდა.
-კიდევ კარგი მივასწარი.რამე რომ დაეშავებინა საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი. არასოდეს არ ვაპატიებდი ამას?- ფიქრობდა თორნიკე და რომ წარმოიდგინა ის კაცი თავის ბინძური ხელებით ეხებოდა მოუნდა რომ უფრო მაგრად ეცემა. სახეზე გადაისვა ხელი. ტკივილმა შეახსენა თავი
-მაპატიე.-უთხრა ეკამ -ჩემი ბრალია ყველაფერი.
-შენი ბრალი არაა ხანდახან მე მომდის ზედმეტი და თავს ვერ ვთოკავ. არ უნდა დაემცირებინე მის წინაშე
-გააჩერე მანქანა. ცუდ დღეში ხარ, ჭრილობას დაგიმუშავებ
თორნკემ მანქანა გააჩერა. ეკამ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და წყლით დაასველა. მერე გახეთქილ ტუჩზე მოუსვა. ეტკინა მაგრამ არ შეიმჩნია. ეკა უფო და უფრო ახლოს იწეოდა მისკენ,მის სუნთქვას გრძნობდა. მისი თმის სურნელს. თავბრუს ახვევდა. ცდილობდა თავი მოეთოკა.
-წარბიც გახეთქილი გაქვს და თვალიც კარგად ჩაგილურჯდა.
-არაუშავს უარესებიც ამიტანია. ეკა მისკენ გადაიხარა.თორნიკემ თავი ვეღარ მოთოკა. სახე დაუჭირა და თვალებში ჩახედა
-ახლა რომ არ გაკოცო ალბათ გავგიჟდები
-არ გინდა. ხომ იცი რომ არ გაქვს უფლება როცა გინდა მაშინ მაკოცო და როცა მოგინდება გული მატკინო?
-ვიცი მაგრამ მაგ უფლებას მოვიპოვებ. ვეცდები ყველანაირად.-უთხრა თორნკემ და მის ტუჩებს დაეწაფა....
******************

თითქმის მთელმა თვემ განვლო. ზაფხული უკვე იწურებოდა და გზას უთმობდა შემოდგომას. ამინდებიც იცვლებოდა, საღამოობით გრილოდა. მიუხედავდ ამისა მაინც მშვენივრად ერთობოდნენ ყველა ერთად. ქეთის და ალექსის ამბავი დიდხანს არ დაიმალა. სამეგობროში ყველამ გაიგო რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ და კმაყოფილები დარჩნენ. მშვენიერი წყვილი დადგებოდა მათგან. მითუმეტეს რომ ხელს უწყობდნენ ამაში.....ხშირად იპარებოდნენ მეგობრებისგან მალულად შესახვედრად. ხან კინოში მიდიდოდნენ, სერინობდნენ,ატრაქციონებიც კი მოინახულეს... ყველაზე ხშირად მაინც იმ ადგილზე მიდიოდნენ საიდანაც ქალაქს გადმოჰყურებდენ და მისი სილამაზით ტკბებოდნენ. საუბრობდნენ ათას თემაზე. ხანდახან სისულეებზეც კი. მაგრამ არ ადარდებდათ. მთავარია რომ ერთად იყვნენ ერთმანეთის გვერდით.....
რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს ეკა და თორნიკეც. თუმცა ისინი ალბათ იმდენად სერიოზულად არ ფიქრობდნენ ამ ურთიერთობის ღრმა გარგძელებაზე. ეკას ყოველთვის თან სდევდა იმაზე ფიქრი რომ თორნიკეს როგორც რიგითი გასართობი ისე სჭირდებოდა ამიტომ იკავებდა თავს და დისტანცია ეჭირა.მაგრამ შეხვედრებზე უარს არ ეუბნებოდა....
***********
წამოსვლის წინა საღამო იყო. ქეთის ალექსმა სახლში მიაკითხა და სასერნოდ წავიდნენ.მათ შორის უხერხულობა იგრძნობოდა. საუბრის დაწყება ორივეს უჭირდა.ორივე ჩუმად იყო და ქალაქის ხედით ტკბებოდნენ. ქეთის შეამცივნა. ალექსმა თავის ქურთუკი მოახურა მხრებზე.
-არ მინდა წახვიდე.
-არც მე. მაგრამ რა ვქნა სხვა გზა არ მაქვს.
-ვიცი. მე არ მაქვს უფლება რომ დაგაკავო.გპირდები რომ ხშირად გნახავ.
-მომენტარები.მომენატრება საღამოობით აქ განმარტოება და ჩვენი საუბრები.
-ქეთი რაღაც უნდა გითხრა.-სათქმელს თავი მოაბა ალექსმა.
- გისმენ -მას შემდეგ რაც შენ გაგიცანი შენ რაღაც შეცვალე ჩემში. შენ დაიკავე ჩემი გული. ჩემი გონება. ჩემი ფიქრები. ჩემი ოცნება გახდა შენთან ერთად ყოფნა, მინდა სულ შენს გევრდით ვიყო. ასეთი რამ არასოდეს მოგრძვნია. შენ ხარ პირველი ქალი რომელმაც ჩემს გულში ადგილი დაიკავა და რომელთან ერთადაც მინდა მთელი ცხოვრება გავატარო. მე შენ მიყვარხარ ქეთი.
ის დაბნეული უყურებდა ალექსს. ხვდებოდა რამდენად რთული იყო მისთვის ამის წარმოთქმა
-არ მაინტერესებს შენ გიყვარვარ თუ არა ან რას ფიქრობ. მე ყველაფერს გავაკეთებ რომ თავი შეგაყვარო და ჩემს გვერდით იყო
-მეც მიყვარხარ ალექსს.ამოილუღლუღა ქეთიმ და გაწითლდა. ალექსს ამის გაგონება უნდოდა და თითქოს ელოდა კიდეცო. მეტი აღარ დაუცდია და ტუჩებზე დააცხრა ქეთის. რომელსაც სასიამოვნო ჯრუანტელმა დაუარა სხეულში და მთლი მისი არსება მოიცვა. მერე სითამამე მიეცა და ალექსს კისერზე შემოხვია თავის პატარა ხელები....
********************

გულდაგულ ემზადებოდა ეკა თორნიკესთან შესახვედრად. უამრავი კაბა გადმოიღო გარდირობიდან მაგრამ ვერაფერი შეარჩია. ხვდოდა რომ აგვიანდეოდა მაგრამ იმედი ჰქონდა რომ დაელოდებოდა და თავი დააიმედა ამით. ბოლოს როგორც იქნა დაინახა- ეს ის იყო რასაც ეძებდა.მუქი ლურჯი კაბა მის ტანზე იყო შეკერილი. მუხლს ოდნაც სცდებოდა ზემოთ. ეს კაბა,ოდნავ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სადა მაკიაჯი მის სილამაზეს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს.სახლიდან გავარდა და სიჩქარეში ვერ შეამჩნია როგორ დარჩა ტელეფონი სახლში...
თორნიკე კლუბში ელოდა და მის მოსვლამდე ნიკას ესაუბრებოდა. ცოტაოდენი სასმელის დალევა გადაწყვიტეს და ნიკა მის მოსატანად წავიდა. თორნიკემ ეკას დაურეკა. ის ტელეფონს არ პასუხობდა..
-გამარჯობა საყვარლო.-მოესმა უცებ. მის წინ ახალგაზრდა ქალი იდგა. გამომწვევად ჩაცმული და ფეხზე ძლივს იდგა.
-არ მელოდი? ის გვერდით მიჯდა
-გაგიმარჯოს. აქ ნამდვილად არ გელოდი.
-რატომ საყვარელო ?ნუთუ ასე უნდა დაგვიწყებოდი?ნუთუ ასე დაგავიწყა იმ გოგომ ჩემი თავი ?ის ვნებიანი ღამეები?- ქალმა კისერზე ხელები შემოხვია და სახეზე კოცნა დაუწყო
-გაჩერდი გეყოფა. ახლა არ ღირს ამის გარკვევა, წადი შენთვის არ მცალია
-ჩემთვის ყოველთვის გეცალა და ახლა არ გცალია? ვერ დამაჯერებ.
-გეყოფა-მეთქი გითხარი. ჩვენ შორის აღარასოდეს არაფერი იქნება. დამთავრდა. გასაგებია.
- მე არ ვაპირებ დამთავრებას. -უთხრა ქალმა და და კოცნა დაუპირა. თორნიკემ მის მოშორება კიდევ ერთხელ სცადა და ამ დროს ეკა შეამჩნიია რომელიც მათ წინ იდგა და სევდიანი თავლებით უყურებდა
-ხელს ხომ არ გიშლით?
-ეკა. ყველაფერი ისე არა როგორც შენ ფიქრობ
-რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვფიქრობ?დროს უქმად არ კარგავ. რამდენიმე წუთით დამაგვიანდა და შემცვლელი მიპოვე?
-ასე რაა ეკა. მე მასთან ყველაფერიი დავამთავრე. თორნიკე წამოდგა და ეკასკენ წავიდა.
-არასწორად გაიგე ყველაფერი.
-მე ის დავინახე რაც უნდა დამენახა. რასაც ყოველთვის ველოდი.. არასოდეს აღარ ახსენო ჩემი სახელი. დაივიწყე რომ მე ვარსებობ.- ის მოტრიალდა და გამოიქცა. რამდენიმე წამში თორნიკე გონს მოეგო და უკან გაეკიდა. გასასვლელში დაეწია. ხელი სტაცა და მოატრიალა
-ეკა გეფიცები ყველაფერი არასწორად გაიგე. მე მის მოშორებას ვცდილობდი
ეკამ პასუხად სახეში გაარტყა.
-მე კიდევ მჯეროდა რომ შეიცვლებოდი. გულწრფელად მჯეროდა შენი ყოველი სიტყვა მაგრამ შევცდი მწარედ შევცდი. არაუშავს მთავარია რომ ახლა გამოაჩინე შენი ნამდვილი სახე. არ სცადო ჩემი შეჩერება არც გამომეკიდო. მეზიზღები დამივიწყე. ეკა უკვე ტიროდა და თან თავს ვერ აკონტროლებდა
-ასე არაა პატარა. მოეხვია თორნიკე. მაგრამ მან ხელი გააშვებინა და გაიქცა.-არ დამედევნო. დამივიწყე რომ ვარსებობ
თორნიკე თავზარდაცემული იდგა და არც უცდია გაკიდებოდა. მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა. მიხვდა რომ ეს იმ ყველაფრი მისი წარსული ცხოვრების შედეგი იყო. ეკას მაინც ვერ დააჯერებდა რომ მართალი იყო. გამწარებულმა მინას დაარტყა ხელი. ის ჩაიმსხვრა და ხელი გადაუჭრა, ალისფერმა სისხლმა იფეთქა.
-დამშვიდდი რას აკეთებ?-მისი დაწყნარება სცადა ნიკამ
-ვერ დავმშვიდდები.
წამოდი ჩემს კაბინეტში ავიდეთ.
ნიკამ ჭრილობა დაუმუშავა და ხელი შეუხვია
-მტკივა.
-ახლავე მოვატანინებ გამაყუჩებელს.
-არ ნიკა გული მტკივა რომ არ დამიჯერა. რომ ასე დასრულდა ყველაფერი
-გადაუვლის და მერე ყველაფერს აუხსნი. თუ გინდა მე დაველაპარაკები
-არა ნიკა შენ არ დაელაპარაკები. აზრი არ აქვს. მინდა ისე ყოფილიყო ყველაფერი რომ ეს ახსნები არ დამჭირვეოდა მაგრამ ასე არ მოხდა.მას ჩემი ნდობა არ აქვს, არ მენდობა და ხომ იცი მისი დაბრუნება რთული იქნება.
-მოდი მე მაინც ვცდი.-ნიკამ ვისკი ჩამოასხა ჭიქებში და ერთი ჭიქა მას მიაწოდა.
-მაშ ასე. მაინც არავის სჯერა ჩემი და აბა ნიკა გაუმარჯოს ძველი თორნიკეს დაბრუნებას. არასოდეს აღარ მივცემ ქალს უფლებას რომ ასე დამტანჯოს.
-არასწორად მსჯელობ. იცოდე თუ ისევ ისე მოიქცევი როგორც ადრე უფრო მეტად დაარწმუნებ მას თავის სიმართლეში....
ყველაფრის მიუხედავად მაინც ჰქონდა იმედი რომ ნიკას ნათქვამს დაიჯერებდა ეკა. იცოდა ნიკა ყველაფერს გააკეთებდა რომ შეერიგებინა ამიტომ ცოტა დამშვიდდა და მის დაბრუნებას ელოდა.როგორც იქნა დაბრუნდა, მაგრამ ამბავი არც ისე კარგი იყო.
-დედაქალაქში დაბრუნდა. გოგოებმა არაფერი იციან რატომ წავიდა ასე უცებ. მხოლოდ ის უქვამს რომ საქმე გამოუჩნდა და საჩქაროდ წავიდა.
-ასეც ვიცოდი. ხომ ვთქვი რომ ძალიან ჯიუტი და ამაყია და არ მაპატიებს.
-აი მისამართი სადაც ცხოვრობს. წადი და დაელაპარაკე. ადრე თუ გვიან გატყდება. კარგად ვიცნობ ის ჩემი ბიძაშვილია.
ერთხანს იფიქრა თორნიკემ. მასში ორი მე ებრძოდა ერთმანეთს. ერთს წასვლა უნდოდა, მეორეს სიმაყე არ აძლევდა ამის უფლებას. მაგრამ ბოლოს მაგიდაზე დადებულ ფურცელს და მაქანის გასაღებს ხელი დაავლო და ოთახიდან გავარდა...
მანქნა სწრაფად მიჰყავდა. სიჩქარის დაკლებას არც ფიქრობდა. უნდოდა რაცშეიძლებოდა მალე ჩასულიყო. გზა გაიწელა. მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო როცა მითითებულ მისამართზე გააჩერა მანქანა.მთელი გზა ფიქრობდა ეკაზე. საკუთარ თავზე . წარსულ ცხოვრებაზე და ხვდებოდა რამდენი შეცდომა ჰქონდა დაშვებული.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent