შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 4)


25-07-2016, 12:02
ავტორი Kristy
ნანახია 2 236

- ლიზი, უკვე აღარ გელოდი, შემოდი.
- ჰო, რაღაცას ვაკეთებდი... დრო ისე უცებ გავიდა...
- ახლა დაიბენი?! - გაეცინა ლუკას.
- მგონი ჰო.
- შემოდი, მანდ ნუ დგახარ. რაც შეეხება დროს, მაგაზე არ იდარდო, აქედან ორ ნაბიჯზე ცხოვრობ. მიგაცილებ კიდეც, თუ ძალიან გაგიჭირდა.
- დამცინი ხო?! რატომაც არა, ღირსი ვარ.
- იმედია არ გამიბრაზდი, უწყინარი ფრაზა იყო.
- არა, არ ვბრაზობ. - დაამშვიდა გოგონამ და სახლის საფუძვლიან დათვალიერებას შეუდგა.
- აბა, როგორ მოგწონს?
- რა?
- სახლი.
- ჰო... რატომ?
- არ ვიცი, უბრალოდ ვიკითხე, ისეთი ინტერესით ათვალიერებ.
- სიმართლე გითხრა, ასეთი არ წარმომედგინა.
- როგორი ასეთი?
- ასეთი მდიდრული.
- მდიდრული? ახლა შენ დამცინი.
- არა, მართლა.
- ჰო, ისეთი ქოხიც არ არის, როგორც გარედან ჩანს.
- ამის თქმას არ ვაპირებდი! მე... - ისევ დაიბნა ლიზი.
- ძალიან გიყვარს, როცა სხვებისგან გამოირჩევი, არა?
- ვერ მივხვდი?!
- ვგულისხმობ, რომ ამ სახლს ყველა ქოხს ეძახის. შენ კი, თურმე ასე არ ფიქრობ. - გაიცინა ბიჭმა. - კარგი, წამოდი, უკანა ეზოში რაღაც მოგიმზადე.
- მომიმზადე?
- ჰო, შენ წარმოიდგინე, მეც ვემზადებოდი. - დაიხარა, თავი ახლოს მიიტანა გოგონას ყურებთან და ჩურჩულით დაამატა. - სტუმართმოყვარეობა ხომ მაინც სისხლში გვაქვს ქართველებს.
-ეს რა არის? - გაოცებული სახით იკითხა ლიზიმ, როცა ეზოში გავიდნენ.
- ეს პაემანია თქვენი საყვარელი ყვავილების ფონზე ქალბატონო. - თქვა ბიჭმა და თბილად გაიღიმა.
ეზო საოცრად ლამაზი იყო. მრავალი ჯიშის თითქმის მიძინებული ყვავილებით გარშემორტყმულ პაწაწინა ვერანდაზე მაგიდა და ორი სკამი ძლივსღა დატეულიყო. წითელი, საოცრად ნაზი ნაჭრისგან დამზადებული გადასაფარებელი მრგვალ მაგიდას თითქმის სრულად ფარავდა, ხის სკამების დახვეწილ ფორმებს ეტყობოდა, რომ ოსტატმა მათზე განსაკუთრებული მონდომებით იმუშავა, აივანი სხვადასხვა ფერის უამრავი ნათურით იყო მორთული და სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა.
- გთხოვთ. - თქვა ბიჭმა და სკამი გამოსწია.
- ლუკა, დიდი მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო.
- როცა მითხარი, საღამოს მოხვიდოდი, უცებ გავიფიქრე, ამ დროს ყვავილებს, რომელთა სანახავადაც მოდის, უკვე ეძინებათ და რა უნდა ვუჩვენო?! ამიტომ შანსი გამოვიყენე და ექსკურსია პაემნად ვაქციე. რას იტყვი?
- რაზე?
- როგორ მოგწონს? არ გაბედო და არ დამიწუნო, მთელი დღე ვმუშაობდი ამაზე! - გაიცინა ბიჭმა.
- აშკარად გამოგივიდა. - თქვა მორცხვად გოგონამ და იმაზე დაფიქრდა, თუ რა უნდა დაშავდეს ერთი პაემნით ბიჭთან, რომელიც მასაც ძალიან მოსწონს.
მაგიდის ცენტრში მდგარი ლამაზი თაიგული ყვავილების მინდორში ამოსულ ულამაზეს ბუჩქს მოგაგონებდათ, რომელსაც გვერდებს ორი დაბალი სანთელი უმშვენებდა, მაღალი ბოკლები, წითელი ღვინის ბოთლი და სხვადასხვა სახის კერძები მაგიდაზე იდეალური სიზუსტით იყო განლაგებული. მთავარი კერძი შემწვარი ხორცი იყო პომიდვრითა და სალათის ფურცლებით, იქვე იყო შვრიის სალათი და და კარტოფილის ფრი კეჩუბით თითოეულისთვის, რომელიც ალუმინის მაღალ თასში მოეთავსებინათ, პური საჭრელ დაფაზე იდო დანითურთ, პომიდვრის საწებელი კი საშუალო ზომის გრძელ სახელურიან სამაგიდო ჭიქაში ჩაესხათ.
- ორიგინალური სუფრაა. შენ მოიფიქრე?
- ვცადე ორიგინალური ვყოფილიყავი. - გაიღიმა ლუკამ.
- გამოგივიდა.
- ჰო, ეგ უკვე მითხარი. მოხარული ვარ, რომ მოგეწონათ ქალბატონო!
- ასე რატომ მეძახი?
- არ მოგწონს?
- არა... მომწონს... უფრო სწორად, წინააღმდეგი არ ვარ.
- ლიზი, თუ მოგწონს, უბრალოდ თქვი ეს. აღიარების ნუ გრცხვენია.
- უბრალოდ არ ვიცი რას ელი ამ პაემნისგან.
- ალბათ იმას, რომ თავს ოდნავ მაინც მოგაწონებ. - თვალი ჩაუკრა ბიჭმა. - იმდენად მაინც, რომ მეორე პაემანზე უარი არ მითხრა.
- მეორეზე?
- ჰო, რაიყო, ერთჯერადი ფაქტი გეგონა?
- მე... არ მესმის, ლუკა... ანუ გინდა, რომ...
- მინდა, შანსი მომცე, რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ, რომ ვცადოთ მაინც. - გოგონამ თავი დახარა. - ლიზი, ძალიან მომწონხარ და მინდა შენს გვერდით ვიყო. ამას არასდროს გეტყოდი, შენგანაც იგივეს რომ არ ვგრძნობდე.
- ჩემგან? მე... მე უბრალოდ...
- და აი, შენ ისევ გრცხვენია რაღაცის აღიარება.
- არა.
- მაშინ თქვი.
- მე... მეც მომწნხარ ლუკა.
- აი, ხედავ?! ზუსტად ამიტომ ხარ აქ ახლა, ზუსტად ამიტომ გავბედე მეც ხმის ამოღება და შენთვის თქმა, თუ რას ვგრძნობ.
- გაბედე? ბიჭებს ეს არ გჩვევიათ, არასდროს გიჭირთ „გაბედოთ“.
- ბიჭებს! შეიძლება, მაგრამ მე ერთი ინდივიდი ვარ და არა მამრის რიგითი წარმომადგენელი.
- ჰო, მართალია.
- მესმის რასაც ერიდები და ამის გამო, უფრო გაფასებ ლიზი. სიტყვას გაძლევ, არასოდეს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც გულს გატკენს ან რაც არ გენდომება.
- შენზე არაფერი ვიცი.
- ზუსტად ამას ქვია ‘უკეთ გაცნობა’, ქალბატონო! - ისევ გაიღიმა ლუკამ. - მკითხე რაც გინდა.
- არა, ახლა არა! ახლა უბრალოდ მინდა ამ საღამოთი დავტკბე.
ივახშმეს, ისაუბრეს უნივერსიტეტზე, ჯგუფელებზე და ერთმანეთთან ურთიერთობებზე, ბევრი ისტორია გაიხსენეს და ბევრიც იცინეს. უცებ, ბიჭი გაჩუმდა და კარგა ხნით მიაჩერდა მის წინ მყოფ მწვანე თვალებს, მერე ჭიქები სისხლივით წიტელი ღვინით შეავსო და დაიწყო:
- შენ გაგიმარჯოს, ლიზი! გოგონას, რომელმაც მაშინ შემნიშნა, როცა აღარავის ვაინტერესებდი.
- მე კი მგონია, რომ ზედმეტად აინტერესებ ხალხს. - გაეცნია ლიზის.
- ჰო, არა?! და მაინც, შენს ინტერესს გაუმარჯოს, იმ ერთადერთ რამეს, რაც მაინტერესებს.
ბინდდებოდა, თანდათან უფრო და უფრო იშლებოდა საზღვრები ნათელსა და ბნელს შორის და მხოლოდ სილუეტებიღა ჩანდა მკრთალი სინათლის ფონზე, ფერადი ნათურების სუსტი ციმციმი უცნაურად დასთამაშებდათ სახეებზე, თამამი შუქ-ჩრდილები მოუთმენლად დაცურავდნენ საგნიდან საგანზე და ხან რას დახატავდნენ სახლის კედლებზე, ხან რას.
- მართლაც რომ მშვენიერი საღამო გამოვიდა, მაგრამ უკვე უნდა წავიდე. - თქვა ლიზიმ, როცა საათს დახედა. - მამაჩემი მალე იქნება სახლში და არ მინდა გარეთ დავხვდე.
- როგორც იტყვი. წამოდი, გაგაცილებ.
- ხუმრობ? სად უნდა გამაცილო, თითქოს მთელი ქალაქის გავლა მიწევდეს.
- ეგ რა შუაშია!? თუმცა, თუ არ გინდა, ასე იყოს.
- გეწყინა?
- რა თქმა უნდა, არა! გახსოვს რას დაგპირდი? არასოდეს არაფერს ვიზამ, რაც შენ არ გენდომება. სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.
- კარგი. ამას კარგად დავიმახსოვრებ, ბატონო გიორგი!
- ჰმ, ამ ‘ბატონო’თი სამაგიეროს მიხდი, ხომ ასეა? - სერიოზული სახით იკითხა ლუკამ.
- დიახაც! - ეშმაკური ღიმილით გაცსა პასუხი გოგონამ და კარისკენ წავიდა.
- ღამე მშვიდობის, ლიზი!
- ღამე მშვიდობის!
სახლში დაბრუნებული ლიზი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გაუმართლა, აღფრთოვანებული იყო ბიჭით, რომელსაც თითქმის არ იცნობდა და ოცნებობდა, რომ ყველაფერი ისე ლამაზად გაგრძელებულიყო, როგორც დაიწყო. ლუკა ნამდვილი ჯენლტმენი ჩანდა - ნამდვილი მამაკაცი. ლიზი ვერაფრით ხვდებოდა, როგორ ჩაგრავდნენ უნივერსიტეტში ასეთ ბიჭს ცინგლიანი ჯგუფელები, ფიქრობდა, რომ ამას აუცილებლად გაარკვევს, აუცილებლად კითხავს ლუკას ამის შესახებ, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, საკუთარ ვარიანტებზე ფიქრობდა, თუ რატომ შეიძლება აიტანოს მუდმივი დაცინვა ბიჭმა, რომელსაც მათი ნამდვილად არ ეშინია (ამაში კი დარწმუნებული იყო).
- ლიზი, სახლში ხარ მამი?
- აქ ვარ. - ფიქრებიდან გამოერკვა გოგონა და კიბეზე ჩაირბინა. - როგორ ხარ?
- დაღლილი და მშიერი, ჩემო მშენიერო. აბა, რას მაჭმევ?
- სოკო ლიმნით, ბლინები და შენი საყვარელი ქათმის ჩახოხბილი მოგვიმზადა მერიკომ, რომელი გინდა?
- ჩახოხბილი და ბლინები, რაღა თქმა უნდა.
- ახლავე. როგორი დღე გქონდა?
- გრძელი და დამღლელი.
- ანუ ერთი ჩვეულებრივი დღე, ასე არაა?! - გაიცინა გოგონამ.
- ჰო, ალბათ ასეცაა.
- კარგი, ჩემს ოთახში ავალ. თუ რამე დაგჭირდა, დამიძახე, ხო?
- წადი, ჩემო გოგო, წადი. ამას მე მივალაგებ.
გოგონამ კიბეებზე აირბინა და ოთახში შეიკეტა. მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ ის, რაც ამ საღამოს მოხდა, მტელი უიქენდის გეგმა იყო და იმაზე ჩაფიქრდა, თუ რა მოეხერხებინა დარჩენილი ორი დღისთვის. ლუკას ნახვა კიდევ უნდოდა, მაგრამ ყვავილები მიზეზად უკვე აღარ გამოდგებოდა, იმას კი არასოდეს აღიარებდა, რომ ასე ძალიან სურდა მასთან ყოფნა. საბოლოოდ, გადაწყვიტა არაფერი გაეკეთებინა, მოვლენების განვთარებას დალოდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, თუ რას გააკეთებდა შემდეგ. ‘ესეც ხომ ერთგვარი გეგმაა’, გაიფიქრა გოგონამ და მშვიდად ჩაეძინა.



№1 სტუმარი mk

mmm dzalian kargi iyo male dade ❤️❤️

 


№2 სტუმარი Magda

ულამაზესი ისტორიაა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent