შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღრუბლებში გასეირნება -4-


25-07-2016, 18:03
ავტორი daydreamer^^
ნანახია 1 395

– ჰეი, კრასავჩიკ. ჩამო დაბლა საჭმელი გავამზადე. ოთახში ლუკამ შემოიჭყიტა.
– სულ შენით?
–კეეე. კმაყოფილი სახით თქვა.
– არ მომწამლავს?
– წამო და თუ გინდა ჯერ გიორგი ვაჭმევ და თუ არაფერი მოუვიდა მერე შენ ჭამე.
– კაი კაი ხოო. მჯერა. გულიანად გამეცინა.
მისაღებში სუფრა გაშლილი იყო, ისეთი გემრიელი სუნი იდგა ნერწყვი გადამეყლაპა. მთელი დღეა არაფერი მიჭამია.არც კი გამხსენებია ჭამა. როგორც იქნა მივაღწიე მაგიდამდე კოჭლობით, ლუკა მეხმარებოდა, ძალიან საყვარელია. მთელი დღეა ბოდიშებს მიხდის. ნეტავ მე წავქცეულიყავი შენს მაგივრადო, ჩემს გამო ჩამოვარდი იქიდანო.
– აბა ლუკიტო შევაფასებ ერთი შენს ნამუშევარს. თქვა და დააგემოვნა გიომ.
– რას იტყვი გამოვდგები ოჯახში? სასაცილოდ ააპარპალა წარბები ლუკამ.
– აქედან გამეცალე თორე ოჯახს გაჩვენებ მე შენ.
– ბოლოს მაინც შემეხვეწები. დამცინავად ჩაიცინა ლუკამ.
– ფუ შენი. წადი შე პიდარასტო.
– კარგით ხო გეყოფათ. რა შთაბეჭდილებას დატოვებთ სოფოზე. სიცილს ვეღარ იკავებდა სანდრო.
– სოფ თქვი რომ ყველაზე სასურველი სასიძო ვარ დედამიწის ზურგზე, მიდი თქვი სიმართლე, გასკდნენ შურზე. როლიდან არ გამოდიოდა ლუკა.
– მაგ სისულელეს ვერ დააცდევინებ. ლაპარაკში ნაცრისფერთვალებაც ჩაერთო.
– ვითომ რატო? რაც მართალია მართალია. აქ ყველაზე სიმპატიური ლუკაა. დავეჯრანდე დანარჩენებს და ლუკას ჩავუკარი თვალი.
– არა, არა. შუბლზე უნდა გაკოცო. ეს გოგო უკვე მომწონს. ფეხზე წამოხტა ლუკიტო.
– ჰეი, შუბლზე დებილებს კოცნიან. არ იცი შეენ? მგონი შევცვლი პირველ ჩვენებას.
– გეკადრება? დებილებს კი არა ანგელოზებს კოცნიან შუბლზე.ეგ სისულელე ვინ გითხრა.
– ხო კაი. დავნებდი მე.
– ნახე რა აქ ყველაფერი ჩაწყობითაა. გული დასწყდა გიოს.
– ხო ბიჭო წეღან უეჭველი ქრთამი მისცა ზემოთ რო ავიდა დასაძახებლად. უეჭველია რაა.
– გეგონოთ, მაგას შური გალაპარაკებთ ტოო..
მე უკვე სიცილს ვერ ვიკავებდი ამათი შემხედვარე.მგონი აღარც მინდა აქედან წასვლა. უცებ მოვიღუშე გამახსენდა ჩემი გიჟები.მია, სალო, მარი, ნიკა გიო და გიგი.ჩემი ბავშვები. უკვე ერთი დღეა რაც დაკარგული ვარ მათთვის. მე კი აქ ვერთობი გამტაცებლის მეგობრებთან ერთად. ავდექი და ოთახიდან გავედი. ზურგს უკან მესმოდა ბიჭების ჩურჩული რა მოუვიდაო. აივანზე გავედი.
* * *
– რას მივაწეროთ შენი ხასიათის შეცვლა? გამტაცებელი გამომყოლია როგორც ჩანს.
ძალიან კარგი მეგობრები გყავს. იცი?
– შენზე კარგად.
– მეც მყავს საუკეთესო მეგობრები, რომლებიც ჩემზე ნერვიულობენ. შენი აზრით როგორ იქნებიან გიო, ლუკა ან სანდრო შენ რომ დაკარგული იყო, ასე უბრალოდ ერთ საღამოს რომ გამქრალიყავი წარმოგიდგენია როგორ ინერვიულებდნენ? თვალები ცრემლით ამევსო.
– შენ მართალი ხარ, არ მინდოდა ასე გამოსულიყო. სულ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ სხვანაირად გამოვიდა.
– იცი, ძალიან კარგად იცი ყველაფერი და მაინც არ გინდა ჩემი უკან დაბრუნება.
– ხო, არ მინდა.
– და რაღა დამრჩენია ააქ?
– მე.
გამაოცა მისმა პასუხმა.
– ან იქნებ ვცდები. ყველაფერი ტყუილი იყო.
– რას ბოდავ? რა იყო ტყუილი? ისტერიული სიცილი ამიტყდა.
– ვბოდავ ხო ვბოდავ წლებია უკვე.
გაოგნებული ვუყურებდი. ისე მომიახლოვდა ცხვირი მის ცხვირს გავუხახუნე.ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს. მე კი თვალები თავისით დამეხუჭა. როცა მივხვდი რომ სულაც არ აპირებდა კოცნას წამწამები ერთმანეთს დავაშორე. მას კი ირონიული ღიმილი აკვროდა. მან მე გამაცურა.
– ნამდვილი იდიოტი ხარ.
– შენ კი სულელი ბავშვი. მზად ხარ გამტაცებელს აკოცო.
– სულაც არა.
– კი. კი. ეხლაც ამ წუთასაც სურვილი გკლავს.
გავმწარდი. ეს რა დამცინის?
– ვერ გიტან. მკერდზე დავარტყი ხელი და უკან გავწიე. მერე სასრაფოდ შევვარდი სახლში, კიბეები ავირბინე ( მიუხედავად იმისა რომ ფეხი მტკიოდა) და ჩემს ოთახში შევიკეტე.
ეს რა გამიკეთა, ღმერთო ჩემო. ახლა უკვე მანაც იცის რომ მომწონს. აქედან წასვლა მინდა. აღარ მინდა თვალებში შევხედო.სირცხვილით ვიწვოდი.ტუმბოზე გასაღებს მოვკარი თვალი. თავიდა ყურადღება არ მიმიქცევია. მერე ისევ ტუმბოსკენ გავიხედე და გამეგიმა. ახლა მე გიჩვენებ სეირს მისტერ გამოცანავ. გასაღები ავიღე და გონებაში დასახული გეგმის შესრულება დავიწყე.ფანჯარა გამოვაღე და ავედი, სახლს სურო ჰქონდა შემოხვეული. მართალია მისი სილამაზე ზაფხულთან ერთად გამქრალიყო, მაგრამ ტოტები მძლავრად ჰქონდა შემოტყორცნილი კედელს. მეც მეტი რა მინდოდა ნე–ნელა ჩავედი. შუაში ვიყავი, ცოტა წავბორძიკდი, ნატკენი ხელი გამეშვა და ლამის ჩავვარდი., მაგრამ უცებ მივაშველე მარცხენა ხელი და გადავრჩი. თითქმის ჩასული ვიყავი ფეხი ვერ დავაბიჯე წესიერად და მაინც არ ამცდა თოვლში გაგუნგვლა. სიმაღლე დიდი არ ყოფილა, თუმცა მაინც თოვლი რომ არა კიდურებს მოვიტეხავდი. მივიხედ–მოვიხედე, გამტაცებელის მანქანა ვიპოვე და მისკენ გავცუნცულდი ფეხაკრეფით. საჭეს მივუჯექი, აბა ვნახოთ ამაზე რა რეაქცია გექნება საზიზღარო. გასაღები მოვარგე და ძრავაც ავამუშავე. აი სად გამომადგა შარშან პრავის გამოცდა რომ ჩავაბარე. ფანჯარაში სანდრომ გამოიხედა. გაოგნებული სახე ჰქონდა. ჩემთვის გაურკვეველი რაღაც უთხრა სახლში მყოფებს. მალე სახლიდან "ჩემი საქმროც" გამოვარდა. მანქანა დავძარი და ადგილს მოვწყდი. უკან გავიხედე და დავინახე როგორ მომდევდა ფეხით გამწარებული გამტაცებელი. გზაზე გავედი და დავიყვირეეე რაც ძალი და ღონე მქონდაა. რა მაგარი გრძნობა ყოფილა თავისუფლება, რასაც გინდა იმას რომ აკეთებ. საქარე მინაში დავინახე სანდროს მანქანა მომყვებოდა. რა თქმა უნდა დათოა. არაუშავს ვნახოთ თუ დამეწევი. სიჩქარეს მოვუმატე და უფრო კომფორტულად მოვთავსდი. ახლა მე ვხალისობდი. გაგექცა ტყვე ბოროტო გამტაცებელო? ესეც შენ. ამას არ ელოდი ხოო პატარა სულელი ბავშვისგან. ტავდაჯერებული ვბუტბუტებდი თითქოს პირისპირ მედგა ის ვაჟბატონი. ალბათ ახლა ნაპერწკლებს ყრის თვალებიდან. ჰა ჰაჰა. პირდაპირ მივდიოდი , მარტო ერთი გზა მიდიოდა ხოდა ჩავთვალე რომ მისი საშუალებით გავაღწევდი აქედან. წესივრად ვერ ვხედავდი გზას, რადგან ღამე იყო და არ ჩანდა კარგად. უცებ წინ რაღაცამ გადამირბინა. საჭე მარჯვნივ ავიღე და თოვლში შევვარდი. გასაბერი ბალიშები გაიხსნა და სასავრძელზე ამაკრო. ხელეფს ვაფართხალებდი. იმხელა იყო ცოტაც და გავიგუდებოდი. როგორრაც მოვახერხე პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი. მარტო სიშავეს ვხედავდი. როგორც იქნა მოვახერხე სინათლის ანტება და დავინახე მანქანის ოთხივე ფანჯრიდან მხოლოდ თოვლი ჩანდა.

პს. იმედი მაქვს მოგეწონებათ და გამოთქვამთ თქვენს აზარს, მინდოდა დიდი თავი დამედო მაგრამ ვერ მოვახერხე სამსახურის გამო. ამიტომ მირჩევნია ცოტა დავდო და ყოველ დღე ან 2 დღეში ერთხელ მაინც.. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent