შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური I


25-07-2016, 19:58
ავტორი გვანცაა
ნანახია 1 190

- მოდიხარ მარი?
- საად?
- დღეს სოფელში კონცერტია, მომღერლები ჩამოდიანო ასე თქვეს.
- კიი წამოვალ.. ცენტრში ხო?
- ჰოო - გაიცინა ელენემ - აბა მაგაზე უკეთესს საკონცერტო დარბაზს სად ნახავ? - მერე შეტრიალდა და სიცილით წავიდა ცენტრისკენ.
შევედი სახლში და სხვებთან შედარებით წესიერი მაიკა ჩავიცვი. გვერდზე სულ ცოტათი გახეული იყო და წარწერაც გახუნებული ჰქონდა, მაგრამ ამაზე უკეთესი არც სხვებს ეცვათ ჩემს სოფელში ამიტომ დიდად არ მინერვიულია. ფეხთან გაცვეთილი ჯინსის შარვალი და ჩემი ერთადერთი "გასასვლელი" კეტებიც ჩავიცვი.მერე ჩემი საუკეთესო მეგობრის ჭიშკარს მივადექი და დავუძახე.
- ანიიი!
- ჰოუუუ..? - გამომძახა ანიმ.
- რას აკეთებ? წამო ცენტრში.
- რა ხდება? - სირბილით გამოვიდა გარეთ.
- კონცერტი ყოფილა, გავერთობით.
- დამელოდე.
მანაც დაახლოებით ჩემნაირად ჩაიცვა და გამოვიდა გარეთ. "ჩემნაირად" - ვგულისხმობდი ღარიბულად. ზოგადად ისეთი ადამიანი არ ვარ რომ გარეგნობას ვუყურებდე, მაგრამ გულში ყოველთვის ხინჯად მქონდა ის რომ ასე ღარიბულად ვცხოვრობდით ყველა.. ჩემი ოჯახიც და მისი ოჯახიც.. და საერთოდ ყველა ამ სოფელში მცხოვრები. გული მტკიოდა.. მაგრამ ამას ვერაფრით ვუშველიდი მე.. ერთადერთი გამოსავალი იყო კარგად გვესწავლა და თბილისის უნივერსიტეტში უფასოზე მოვხვედრილიყავით. თუ ასე არ იქნებოდა სწავლის ფულის გადამხდელი არც ჩემი და არც ანის ოჯახი არ იყო.
- წავედით! - ანიმ ხელკავი გამიყარა და გამიღიმა.
ცენტრამდე მივედით. იმდენი ხალხი იყო ვერაფერს ვხედავდით. მე და ანიმ ჩვენი მოხერხებულობით გაძრომა-გამოძრომა და წინ წასვლა მოვახერხეთ. პირდაპირ სცენის წინ აღმოვჩნდით. ანის ჩემს ხელზე ხელი ეკიდა და მაგრად მიჭერდა. თან უხაროდა რომ ჩვენი სოფელი მთლად მიყრუებული არ ყოფილა და ვიღაცას გაახსენდა რომ სადღაც დასავლეთში ჯავახეთის ქედებს შორის სედრისხევი მდებარეობს და აქაც ცხოვრობს ხალხი.
კონცერტი მალევე დაიწყო. თავიდან ხალხური მუსიკის და სიმღერების შემსრულებლები გამოვიდნენ. მიყვარს ქართული სიმღერა. მე და ანი ყოველთვის ვმღეროდით ხოლმე. ჩვენ თითქმის ყველაფერი გამოგვდის. ცეკვითაც კარგად ვცეკვავთ და ხელსაქმეც გვეხერხება. ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები დღემდე მოვდივართ ერთად ისე რომ ვერაფერმა და ვერავინ დაგვაშორა.
მალევე როკ მუსიკოსები გამოვიდნენ და მათაც შეასრულეს რამდენიმე ნომერი. ამ დროს მე და ანი სულ ვლაპარაკობდით იმიტომ , ტრომ როკი არცერთს არ გვიყვარს. ცოტახანში კი მოცეკვავეებიც გამოვიდნენ. ქართული ცეკვები იცეკვეს შემდეგ კი ჰიპ-ჰოპზე გადავიდნენ. მე ძალიან მიყვარს ცეკვა .. სიმერაც მაგრამ ცეკვა განსაკუთრებულად რასაც ანაზე ვერ ვიტყვი.. ის პირიქითაა. დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი მოცეკვავეების მიხვრა მოხვრებს, ილეთებს და მოძრაობებს.
ბოლოს ერთი ბიჭი გამოვიდა სცენაზე. როგორც მივხვდი მოცეკვავე. რამდენიმე ჟანრის ცეკვები შეასრულა ჰიპ-ჰოპის ჟანრში და აპლოდისმენტების შემდეგ დაიწყო.
- მოცეკვავეები არიან აქ?
ხალხში გადალაპარაკება და ალიაქოთი გამოიწვია ბიჭის საქციელმა.
- მარიიიიი!
- რაა? ჰოო? რა მოხდა ჰაა?
- რა გჭირს? რამდენი ხანია გეძახი.. კაი დაივიწყე.. მიდი ადი სცენაზე.
- რაა? საად?
- სცენაზე თქო .. შენ ხომ ცეკვავ თან საკმაოდ კარგად!
- რას ამბობ, ხომ იცი ვერ გავბედავ.. რა სისულელეს ამბობ..
- მიდი გთხოვ ჩემი ხათრით რაა!
- არა ანი! არ არს....
ლაპარაკის დასრულება არ მაცალა და ხელი ძალით ამაწევინა.. უცებ ბიჭმა გამოიხედა და გამიღიმა.. ხელი გამოვგლიჯე ანას და წყენით შევხედე. ანამ კი საწყალობელი თვალებით შემომხედა.
- ჰეი, შენ! - დამიძახა ბიჭმა და ჩემს წინ სცენაზე ჩაიმუხლა. - გთხოვ მოდი!
ოოოოო... მაცდური ღიმილი ჰქონდა. ყველა მე მიყურებდა და შემრცხვა. უკან დახევის დრო არ იყო. მართალია ანის ბრალი იყო ყველაფერი, მაგრამ ამას ვეღარ შევცვლიდი, ამიტომ შიშით და მორიდებულად ავაბიჯე სცენაზე. ბიჭმა ხელი გამომიწოდა და ახლოს მოვიდა და მკითხა.
- რა გქვია.
- მარია - ხმააკანკალებულმა ვუპასუხე.
- ნუ გეშინია. ბუნებრივი იყავი. ასე ჯობია. - გამიღიმა - ტანგო და ვალსი იცი?
- ცალცალკე კიი - ვეცადე მეხუმრა.
- მე კი ერთად მინდა. - მაცდურად გაიღიმა და თითი დაატკაცუნა..
ყბა ჩამომივარდა. შეწინააღმდეგება მინდოდა მაგრამ რაღა დროსი იყო მუსიკა უკვე დაიწყო. უკან გასრიალდა და ნელი ტანგოს მომნუსხველი ილეთის გრაციოზული შესრულებით ჩემკენ წამოვიდა.
ძალიან კარგად ცეკვავდა მანამდე სანამ მე სცენაზე ამოვიდოდი, ახლა კი იმაზე გაცილებით უკეთ .. ახლოს რომ მოვიდა მკვეთრი მოძრაობით მარჯვენა ხელი მარცხენა ხელზე მომკიდა, მეორე ხელი წელზე მომხვია და შეყოვნდა. ჩემი თანხმობა იყო საჭირო, მეტი არაფერი. თამაში უნდოდა? მიიღებდა თამაშს. ღრმად ჩავისუნთქე. შემდეგ სხეულზე შემოვეტმასნე და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ილეთი გავაკეთე. საოცრად გრაციოზულად გამომივიდა. ალბათ იმიტომ, რომ კარგი პარტნიორი შემხვდა. ამის გაფიქრებისაც მრცხვენოდა, მაგრამ ძალიან სექსუალურად ვცეკვავდით. თითქოს ამ ცეკვის დასადგმელად წლები ვმუშაობდით ერთად.. მე მის მინიშნებებს ვგებულობდი ის კი ჩემს მომავალ მოძრაობებს ხვდებოდა.. მთლიანად მასზე ვიყავი დამოკიდებული... მაგრამ რამე რომ შეშლოდა დავიფიცებ ყოველ წამს შემეძლო ეს გამომესწორებინა , რადგან რეზერვში ყოველთვის მქონდა სათანადო ილეთები. გრძნობებში ჩავები. ავყევი და ყველაფერი დამავიწყდა. ალბათ ეს ჩემი ცეკვისადმი ასეთი განწყობის ბრალია. დამავიწყდა რომ სცენაზე ვიყავით და ვცეკვავდით. დამავიწყდა რომ გასუსული ხალხი ჩვენს ცეკვას გაოგნებული უყურებდა. დამავიწყდა ანი, რომელიც სცენის წინ გაკვირვებული და ამავდროს ნასიამოვნები სახით გვიცქერდა. თავის საქციელით როგორც ჩანდა ამაყობდა და ახლა მეც მადლიერი ვიყავი მისი. ვერც კი ვიოცნებებდი, სიმპატიურ მოცეკვავესთან ერთად სცენაზე ასე უბრალოდ ცეკვას. თან ტანგოს და ვალსის ნაზავს.. სულ რაღაც 3 წუთიანი ცეკვა საუკენედ მომეჩვენა. სასწაულად გამაბრუებელი სურნელი ჰქონდა ბიჭს, რომელის მკლავებშიც ვექცეოდი ხშირად ცეკვის დროს. სასწაული იყო. მხურვალებას ვგრძნობდი მთელი ცეკვის დროს. ალბათ რომ არ მეცეკვა დავიბნეოდი და გავბრუვდებოდი. ათლეტური ტანით და სიმპატიური სახით. სწორი წაბლისფერი თმით და მწვანე თვალებით. ვცდილობდიამაზე არ მეფიქრა და მხოლოდ ცკვაზე გამეკეთებინა კონცენტრაცია. მაგრამ შეუძლებელი იყო ამაზე არ გეფიქრა. ცეკვის დამთავრებისას მისი და ჩემი სახე , მისი თვალები და ჩემი თვალები , მისი ტუჩები და ჩემი ტუჩები ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა ერთმანეთთან. ასეთი რაღაცეები ფილმებში ბევრჯერ მინახავს და ბევრჯერაც მიოცნებია რომ ჩემს ცხოვრებაშიც მომხდარიყო იგივე, მაგრამ არ მეგონა ამდენად უჩვეულო და სასიამოვნო თუ ინებოდა. მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა და მაბრუებდა ისე რომ ვერც კი ვიგრძენი როგორ დამთავრდა მუსიკა. ხალხიც გასუსული იყო. მისი ხელი ჩემს წელზე იყო და მას რომ ეს ხელი მოედუნებინა ძირს დავეცემოდი ალბათ. ჩემი მარცხენა ფეხი მის მარჯვენა ფეხზე იყო შემოხვეული და უკან ვიყავი გადახრილი. თვალებში შევცქეროდით ერთმანეთ. და როგორც იქნა როდესაც აზრზე მოვედი წინ წავიწიე და ისიც მომეხმარა რომ საწყის პოზიციაში დავბრუნებულიყავი. გაჩუმებულ ხალხს გადავხედე. ბიჭმა ხელი ჩამკიდა და წინ გამიყვანა. სცენის კიდეში გავჩერდით. მე მონუსხულივით ვიყურებოდი წინ. ვიფიქრე ალბათ დროა სცენიდან ჩავიდე მეთქი, მაგრამ უეცრად ანამ ტაში დაუკრა და გამიღიმა. ანის ვიღაც აჰყვა. ერთს მეორე მოჰყვა , მეორეს მესამე და ასე მოგვაყოლა ხალხმა ოვაციები და აპლოდისმენტები. ბიჭმა ისე რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია თავი დაუკრა ხალხს. მეც თითქოს მოჯადოებული ვიყავი იგივე გავიმეორე. მერე უკან გავედით და კულისებში გავედით. ხალხის ოვაციები და აპლოდისმენტები ისევ არ წყდებოდა. მერე წამყვანი გამოვიდა და დავიგე როგორ დაიწყო შემდეგი სიტყვებით.
- ნახეთ? დასასრულისთვის არაჩვეულებრივი ნომერი იყო. არ მეგონა...
სწორედ ამ დროს დამელაპარაკა ჩემი უცნობი პარტნიორი.
- კარგად ხარ?
- მეე... ააა... კიი ... კარ... კარგად ვარ - დავიბენი და სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე. მან გაიცინა და მკითხა.
- წყალს დალეევ?
- კიი! მადლობთ. - ჭიქა წყალი ბოლომდე ვერ დვლიე ამიტომ ნახევრად სავსე ისევ უკან გავუწოდე. ყელი ცოტა ჩამეწმინდა და უხერხულად შევიშმუშნე. კულისებში ჩვენს გარდა არავინ იყო. მე კი კედელს ვიყავი მიყრდნობილი ბიჭი კი თვალის მოუშორებლად შემომცქეროდა.
- ძალიან კარგად ცეკვავ. - თვალის მოუშორებლად მითხრა.
- მადლობ, შენც.
- მე დემეტრე მქვია -ხელი გამომიწოდა და გამეცნო. გავიღიმე და თავი დავუქნე.
- სასიამოვნოა. - წამით სიჩუმე ჩამოვარდა. უცებ გამოვფხიზლდი და გამახსენდა რომ გარეთ მელოდებოდნენ. - უნდა წავიდე.
სწრაფი ნაბიჯით წავედი კარისკენ.
- მოიცა! - მკლავით დამიჭირა. - სად ცხოვრობ?
- აქ ყველა მიცნობს. - ხელი გავითავისუფლე და კარში გავედი. სწრაფად მოვძებნე ანი და მისკენ გავიქეცი. ანი უკვე ცნობისმოყვარეობი აღსავსე მელოდებოდა, მაგრამ ახლა ლაპარაკი საერთოდ არ მინდოდა. ახლოს რომ მივედი გადამეხვია და მაშინვე მითხრა.
- მაგარი იყო!
- გაგიბრაზდე?
- მიზეზი არ გაქვს. - ჩემი მკაცრი სახე შეიცვალა და უცებ სიყვარულის ღიმილი გადამეფინა და ჩავეხუტე. - წამო წავიდეთ.
მელი გზა რაღაცეებს მელაპარაკებოდა, მაგრამ მე არ ვუსმენდი. მხოლოდ რამდენიმეგან ჩავაკვეხებდი ხოლმე "ხოო", "აჰამ", "კი", "ოჰ" და ა. შ. ცეკვაზე ვფიქრობდი. ამაზე ფიქრმა არც ღამე დამაძინა. ნასიამოვნები ვიყავი და ამავე დროს რაღაცნაირად ამაყიც, რომ მომეცა საშუალება ის მეკეთებინა ხალხის წინაშე რაც მიყვარდა და კარგადაც გამომდიოდა. ალბათ სამი საათი იქნებოდა რომ ჩამეძინა.



№1 სტუმარი m

kargiagaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent