შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?!.... (თავი 33)


26-07-2016, 02:57
ავტორი aleqsandra
ნანახია 3 959

სამზარევლოდან წამოსულმა საოცარმა სურნელმა გამომაღვიძა, ჩემს ოდნავ გაბერილ მუცელს დავხედე და ჩამეღიმა. ალბათ მამა საუზმეს გვიმზადებს გავიფიქრე და ოდნავ გავიზმორე ბედნიერებისგან, მის მხარეს გადავბრუნდი, მისი ბალიში ავიღე და გულში ჩავიკარი, მისი სურნელი შევიგრძენი და ბედნიერებისგან გავიტრუნე. რა საოცარიაა ცხოვრება, ადრე ამ მამაკაცზე ცეცხლებს ვყრიდი, მისი გამწარება მინდოდა, მინდოდა მისი სიამაყისგან არაფერი დარჩენილიყო და მერე რა მოხდა?! შემიყვარდაა, თანაც თავდავიწყებით... მეგონა წარსულში რომ ჩემთან სიყვარული არასდროს მოვიდოდა, ამ გრძნობას ჩემს გულს არასდროს გავაკარებდ თუმცაღა, სიყვარულისა და თავდავიწყების ბურუსში ერთად გავეხვიე, შემიყვარდა მამაკაცი რომლის სიყვარულიც აკრძალული იყო ჩემთვის, ვიცოდი ბევრ ტკივილს მომიტანდა თუმცაღა მაინც შემიყვარდა.
ხალათი მოვიცვი და ნელნელა დავეშვი კიბეებზე, სამზარევლოში მოფუსფუსე ალექსი, რომ დავინახე გამეღიმა.
-დილამშვიდობისა... კისერზე ხელები შემოვხვიე და ხმაურით ვაკოცე ყელში.
-დილამშვიდობისა საყვარელო. მან პირდაპირ ტუჩებში მაკოცა.
აბა როგორ არიან ჩემი გოგოები?! ჩაიცინა ძველებური კისკისით და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-საიდან იცი, რომ გოგოები არიან? სულაც არ მგონია რომ გოგოები არიან, მე მინდა რომ ბიჭები იყვნენ, დედას დამცველი ბიჭები. თავი გადავაქნიე, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი და მაგიდას მივეყუდე.
-მე კი მინდა, რომ გოგოები იყვნენ, მამიკოს პრინცესები და თუ დედას დაცვა სჭირდება მე რისთვის ვარ აქ?! თვალები მორკალა და მომიღიტინა.
-ალეეექს! შეჩერდი, თორემ.... ვეღარაფერი მოვიფიქრე რა მეთქვა ამ მდგომარეობაში მყოფს და რაც უაზროდ მომადგა ენაზე ის ვუთხარი.
თორემ შეიძლება მოვკვდე თანაც აქვე.... გაავებული მეცა, ორივე მკლავში ხელი ჩამავლო და თვალებში ჩამაკვირდა.
-არასდროს, გესმის არასდროს გაბედო სიკვდილი თანაც უჩემოდ! უშენობას მე ვერ შევეგუები, უშენოდ მოვკვდები! და თუ სიკვდილია საჭირო იცოდე მე ვიქნები ეს პირველი, რადგან შენგამო ყველაფერზე წავალ თავად სიკვდილსაც ვაჯობებ და დავასწრებ.... მერე თვალები დახუჭა და კვლავ განაგრძო.
შენზე პირველი მე წავალ იქ, რათა შენი გაყინული სახეე არ ვნახო, უშენობის გარდა ყველაფერს შევეგუები, ყველა და ყველაფერი ფეხებზე მ*****ა, მხოლოდ შენ ხარ ჩემი არსი და მასულდგმულებელი. გულში მაგრად ჩამიკრა, ისე მაგრად მეგონა, გული ახლა შეწყვეტდა.... სისველე ვიგრძენი ღაწვებზე უმალ.
ალექსმა შეშინებულმა გამიშვა ხელი, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შიშ ჩამდგარი თვალებით დამიწყო ყურება.
-რამე გატკინე? ნერვიულობისგან სუნთქვა გახშირებოდა.
უარის ნიშნად თავი გავუქნიე.
-ააბა, რატომ ტირი?! მე გაჩუმების მაგივრად ტირილს ვუმატე, უკვე გულიანად მოვთქვამდი. ხმას არ ვიღებდი და ვსლუკუნებდი.
-ნინო, თუ არაფერი გტკივა და გაწუხებს აბა რა გატირებს ამის დედას შ****ი ჰაა? ნუ გადამრიე, ხმა ამოიღე. ვხდებოდი, რომ უკვე სერიოზულად ვაშინებდი, მაგრამ სულს ვერ ვითქვამდი, რომ რამე მეთქვა. მის შენშინებულ, დანისლულ თვალებზე და ხელებზე, რომლებიც ჩემი ცრემლების წმენდას არ წყვეტდნენ, უფრო მეტირებოდა.
ცოტახანში, როგორც იქნა ხმა ამოვიღე და ამოვიზუზუნე, სვეენებ-სვენებით.
-მე....მე...მე..... ბედ....ბედნიერებისგან....
-რა შენ და რა ბედნიერებისგან, ნინო სულ ნუ გამაგიჟებ თუ ღმერთი გწამს.
-ბედნიეერებისგან ვტირი! ძლივს ამოვთქვი სათქმელი და უფრო ვუმატე ტირილს.
-აუუუ, რა ბოთე მყავხარ! გული კინაღამ გამიჩერდა შიშით. შუბლზე მიმაკრო მისი გავარვარებული ტუჩებიი და თითქოს სამყარომ მოძრაობა შეწყვიტა.
-არ ვიცი ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, ალექს... უკვე დამშვიდებულმა ვუთხარი და საახეზე მივეალერსე, ჩემი თლილი თითებით.
მამაკაცს რომელსაც აღმერთებ საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ, მზადაა ყველაფრისთვის შენ გამო და გრძნობ, რომ მუდამ დაგიცავს, ყველასგან და ყველაფრისგან, ისიც იცი, რომ შენსგამო ის დროს და სიკვდილსაც აჯობებს.
აი ესაა ნამდვილი სიყვარული, აი ესაა ნამდვილი ბედნიერებაა, ბედნიერებაა რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ და სამყაროსაც.
-გახსოვდეს სულ მეყვარები დ აარასდროს მიგატოვებ, შეიძლება ვერ დამინახო თუმცა მუდამ მიგრძნობ, ყველაფერს გაპატიებ ჩემო ნინუცა გარდა ღალატისა და ვიცი რომ არასდროს მიღალატებ მუდამ ჩემად დარჩები..... გახსოვდეს უმიზეზოდ არასდროს მიგატოვებ და თუ მიგატოვებ, მაინც შენთან ვიქნები.... უშენობას ისევ შენგამო ავიტან ეს დაიმახსოვრე ნინუცა, დაიმახსოვრე! მითხრა და გამშორდა, მისაღებში კართან აისვეტა ისევ გამიმეორა ეს ფრაზა და გავიდა, ვუყურებდი, როგორ დატოვა ეზო, და გაქრაა, ყველაფერი ბნელმა მოიცვა, სანამ გონს მოვეგე და დავედევნე.
-ალექს! ალეეექს! ვიძახდი თუმცა უშედეგოდ, ბნელში გზას ვერ ვიკვლევდი, ცრემლები კი უმოწყალოდ მისველებდნენ სახეს.
თვალი, რომ გავახილე, მართლა ბნელოდა, სანათი მოვძებნე გავანათე ოთახი, საწოლიდან წამოვხტი, კართან მივიჭერი, კიბე შეძების და გვარად სწრაფად ჩავირბინე,ეზოში გავედი შიშველი ფეხებით და მწარე რეალობა კიდევ ერთჯერ შევიგრძენი. მივხდი, რომ ეს არ იყო ჩვენი სახლი, ეზო და რაც მთავარიაა ჩემი ალექსი ცოცხალი აღარ იყო.
-რატომ გამიკეთე ეს, რატოომ?! მუხლებზე დავარდი და ავქვითინდი.
არ შემიძლია უშენობა, დამიბრუნდი გთხოვ, უშენოდ ვერ ვსუნთქავ, ვერ ვცოცხლობ ვერა! ბედნიერებასაც კი ვერ შევიგრძნობ. ცას ავხედე და თითქოს ერთი ვარსკვლავი უფრო აციმციმდა, ვიდრე სხვები.
შენ ხარ არა?! მწარედ გავიღიმე.
ამ უსასრულო სიბნელეში მარტო, რატომ დამტოვე,რატომ?! მიწაზე მუშტები მაგრად დავკარი და უმალ ვიგრძენი ფეხის მორტყმა მუცელზე, თითქოს მათ მაგრძნობინეს, რომ მარტო არ ვიყავი. პირველად გაინძრნენ, ჩემი პატარები.
ცრელმებმა უფრო იმატეს, მუცელზე ხელი მივიდე და მივეფერე ჩემს პატარებს.
-დე როგორ გაბრაზებთ არა?! ვიცი არ მოგწონთ სულ, რომ ვტირი და თქვენ დღეს პირველი პროტესტიც გამოხატეთ, მაგრამ მართლა არ შემიძლია დედი, მამათქვენის გარეშე, მე ის ძაალიან მიყვარდა, ძაალიან, ძაალიან დეე! იცით, რა მაგარი მამა გყავდათ?! არ იცით.... ჩემდა საუბედუროდ არ იცით და მომიწევს მე გაგაცნოთ. თქვენი მამა ყველაზე უშიშარი იყო, ჩემიც კი არ შეეშინდა... ამაზე გამეღიმა და ცრემლები გაშლილი ხელის გულით მოვიწმინდე.
-მოგიყვებით დეე, ვიდეოსაც გაჩვენებთ და სურათებსაც, მაგრამ სახლში შევიდეთ კაი, აქ გამიცივდებით. ხელები დავაბრჯინე მიწას და ძლივს-ძლივობით წამოვდექი.
საძინებელში ავედი, ჩემოდანი გავხსენი, მოგონებების ჩემოდანი. ალექსის სუნამო ამოვიღე მის პერანგს მივაპკურე და მასთან ერთად მეც მივიპკურე.
მერე სურათები ამოვიღე. ჩვენი ერთობლივი სელფი, მცხეთაში. პირველი როცა გავიგე, რომ მისი ცოლი ვიყავი და გავაცნობიერე, ამ დღეს, რომ მიყვარდა თანაც თავდავიწყებით, ამ დღეს მზად ვიყავი მკვლელიც კი მიმეღო ჩემად და მყვარებოდა, მთელი არსებით.
-იცი ამ დღეს რა ბედნიერები ვიყავით დე, ამ დღეს პირველად დაუფარავად ვაღიარე, რომ მიყვარდა თქვენი მამიკო, ჩემო პატარებო.
უამრავი ფოტო დავათვალიერე და ვუყვებოდი ბავშვებს, თითეული ფოტოს ისტორიას, თითქოს ისინიც მისმენდნენ და დრო და დრო მუცელზე ფეხის მორტყმით მაგრძნობინებდნენ მათ არსებობასაც.
რატომღაც ბოლო ის სელფი ვნახე, მის დაბადების დღეზე გადაღებული, მის ნაჩუქარ კაბაში, რომ ვიყავი გამოკვარწნული. ალექსი ყელში მკოცნიდა, ცალი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული მეორეთი კი სურათს იღებდა.
-ოხ, ნაკაშიძე ეს რა გამიკეთე! ამოვიგმინე, თუმცა არ მიტირია.
გულში ჩავიკარი ფოტო და თითქოს მას ვეხებოდი, გავყუჩდი.
ამ ფოტოების თვალიერებაში ჩამეძინა დილით კი ზარმა გამომაღვიძა. თვალები დასიებული მქონდა ძლივს გავახილე, ქართული ნომერი იყო.
-გისმენთ? დამბოხებოდა ხმა.
-გედენიძე ნინო ხართ? კაცის მკაცრი ბარიტონი მომესმა.
თითქოს შიშმა შემიპყრო, ნუ თუ ზურა იყო. მაგრამ უმალ უკუვაგდე ეჭვები არა ის ვერ იქნებოდა.
-დიახ, მე ვარ! ხმა თითქოს ჩამწყდომოდა.
-ზვიად ზალიკიანი ვარ, შენი ყოფილი ლექტორი, გახსოვარ? ახლა თითქოს უკვე დათბობოდა ხმა.
-რა თქმაუნდა მახსოვხართ ბატონო ზვიად. მაგრამ თქვენ საიდან გაიგეეთ ჩემი ნომერი?გაოცებული ვიყავი.
-ამას რა მნიშვნელობა აქვს, გავიგე და მორჩა.
-მართალი ხართ...როგორ ბრძანდებით? ვიცნობდი კარგად და ვიცოდი არაფრის დიდებით არ მეტყოდა სიმართლეს.
- კარგად, შენ როგორ ხარ? გავიგე რა საშინელებაც დატრიალებულა შენს თავს და მერწმუნე ძაალიან ვწუხვარ, შენ ამას არ იმსხაურებდი. თვალები მაგრად დავხუჭე და არ ვიცოდი რა მეთქვა.
-რას ვიზავთ ცხოვრება უმოწყალოა... თურმე ამასაც ვიმსახურებდი, სხვა დანარჩენთან ერთად! ჩამქრალი მქონდა ერთ დროს ომახიანი ხმა და მიკანკალებდა, თან.
-ამასაც გაუძლებ, აი ნახავ ამასაც გადალახავ ნინუცა! გამამხნევა ჩემთვის ყველაზე მკაცრმა და საყვარელმა ლექტორმა. ჩემგან კი მხოლოდ დუმილი მიიღო.
-ახლა კი მინდა გითხრა ის თუ რისთვის გირეკავ, ჩემო კარგო.
მინდა სამსახური შემოგთავაზო, საინჟინრო ფაკულტეტზე ვაკანსია გვაქვს უნივერსიტეტში, შენს სპეციალობაზე ლექტორის პოსტზე და მინდა შენ იყო ეს ლექტორი, რომელსაც ასე გულმოდგინეთ ვეძებთ. ხომ გინდოდა ყოველთვის შენ ეს?! საუკეთესო ხარ, ამ სპექტრში შენ! გთხოვ უარი არ მითხრა.
-ბატონო ზვიად! ამ შემოთავაზებას არ ველოდი მისგან და გავშეშდი.
ძაალიან დიდი მადლობა, შემოთავაზებისთვის, თუუმცა მე არ შემიძლია ეს ყველაფერი ჩემთვის ზედმეტად რთულია.
-არაფერი არ არის ნინო რთული! მერწმუნე უკეთ გახდები სტუდენტებთან ურთიერთობით. ვიცი ნაკაშიძეების რძალი ხარ და.... უეცრად შევაწყვეტიე სიტყვა და წამოვენთე.
-აღარასდროს თქვათ, რომ მე ნაკაშიძეების რძალი ვარ! ეს ყველფერი ალექსის სიკვდილამდე იყო.
-ბოდიშს გიხდი თუ რამე....
-რას ბრძანებთ. უბრალოდ მე არ შემიძლია, ამას ვერ შევძლებ, თანაც საზღვარგარეთ ვარ ხომ იცით.
-და თვითმფრინავები, რომ ყოველ 4 სააათში ერთჯერ დაფრინავენ ბერლინი-თბილისის მიმართულებით აღარ გახსოვს. ზვიადი არ შეცვლილა ეტყობოდა.
-კი, მაგრამ.....
-არავითარი მაგრამ, შენ საზღვარგარეთ გაქცევით და შენს თავში ჩაკეტვით ვერაფერს მიაღწევ დამიჯერე გთხოვ. ბოლო ხავს ჩავეჭიდე, ზვიადი თავაზიანად, რომ მომეცილებინა და სიმართლე ვუთხარი.
-ბატონო ზვიად მე... მე ორსულად ვარ! თუმცა ეს მანდ არავინ არ იცის და გთხოვთ არც უთხრათ არავის, არ მინდა ეს ვინმემ იცოდეს,ამიტომ მე ვერ შევძლებ.
-რა იყო ორსული ლექტორები არ ასებობენ?! ამას ვერავინ გაიგებს, პრესაში ამას არ გავახმაურებთ ლექტორები მათ არ აინტრესებთ დიდად. სტუდენტების სიყვარული კი გაგაძლიერებს.
-გაიგებენ, ყველა გაიგებს ამას და მათ დავკარგავ!... ისტერიულად შევძახე.
არ შემიძლია!
-რა დაგმართეს ასეთი გედენიძევ?! ჩემი მებრძოლი სულის მქონე სტუდენტი სად გაქრა?!
-მოკვდა ის გოგო... ამოვიბურდღუნე.
-შიში და ტკივილი გჭამს! ერთ-ერთისგან მაინც გათავისუფლდი თორემ განადგურდები და შვილს უნდა მიხედო, მე მუდამ დაგეხმარები რითაც შევძლებ ეს დაიმახსოვრე!
-დიდი მაადლობა ბატონო ზვიად!
-ნახვამდის და ღმერთის მფარველობა არ მოგკლებოდეს, ბედნიერი მინდა გნახო!
-მადლობთ და ნახვამდის! ტელეფონი გავთიშე, სარკეში ჩავიხედე და მივხვდი მართლა როგორ შევცლივარ ამ 5 თვეში.
******************************************** ******************************************* *********************************
http://4love.ge/uploads/posts/2015-08/1441027045_10505457_434977819985260_5180097888993162367_n.jpg
ტირილში და სიბნელეში გავიდა ეს 9 თვე, ხშირად ვუყვებოდი ბავშვებს მამაზე, სხვადასხვა ვიდეოებს ვუყურებდი, ფოტოებს ვათვალიერებდი,მის მაისურებს ვიცვამდი და საერთოდ მისით და თან უმისოდ ვცოცხლობდი. უზარმაზარი მუცელი მქონდა ბოლო 4 თვე მკაცრი წოლითი რეჟიმი მქონდა. დათოს ავუკრძალე წარსულის ადამიანებზე საუბარი, როცა გვნახულობდა.
ტირილი აღარ ვიცოდი რა იყო, ცრემლი გამშრობოდა, პატარებისთვის უამრავი ტანსაცმელი მქონდა ნაყიდი. არ ვიცოდი ვინ იყვნენ, გადავწყვიტე სქესი დაბადებამდე არ გამეგო, თუმცა მაინც.
სპეტაკი თოვლით იყო ირგვლივ ყველაფერი დაფარული, თუმცა ზამთარიც კი ვერ მიამებდა ტკივილებს.
ახალი წელი უნდა დამდგარიყო, ნათელი და სუფთა ღამე იყო. ახალი იმედების, ცხოვრების და გაუკვალავი სავალი გზების მომტანი, ახალი წელი.
სანატორიუმის ბაღში ვიჯექი, როდესაც გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, ერთს მეორე მოჰყვა და ასე უსასრულოდ....
შუაღამეს გულზე ორი პაწაწინა არსება მაწვა, მათ თითეულ გულის ფეთქვას ვგრძნობდი და ვხვდებოდი რა ბედნიერი ვიყავი.... ვხვდებოდი, რომ ალექსის სიცოცხლე მათში გაგრძელდა, მან ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მაჩუქა ტყუპების სახით, ვხედავდი მათ უსუსურ სახეებს და ვხვდებოდი, რომ მე მათთვის უნდა მეცოცხლა, მებრძოლა და სიცოცხლის ფასად დამეცვა ჩემი პატარა ბიჭები.





















ბოდიში დავაგვიანე. 
იმედია მოგეწონებათ, ველი შეფასებებს <3 ძაალიან მიყვარხართ! <3
თქვენი ალექსანდრა :*



№1  offline წევრი Dr.sally

axla shevamchnie, rom gaagrdzele motxroba da xtunaobamde cota damaklda... sityvebit aguwerlad magaria, gtxov male dade shemdegi tavi...

 


№2 სტუმარი qeti

momewona kargi tavi iyo magram ufro didi tavi minda ♡ar meyo da male dade xolme ra ♡♡♡

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

იმედია აღარ დააგვიანებ და დასასრულს ვიხილავთ.

 


№4 სტუმარი lizazu

ver veguebi aleqsis sikvdils da mainc mgonia rom cocxalia da gamochndeba tore azri ekargeba ise am istoriis gagrdzelebas.

 


№5  offline მოდერი aleqsandra

Dr.sally
axla shevamchnie, rom gaagrdzele motxroba da xtunaobamde cota damaklda... sityvebit aguwerlad magaria, gtxov male dade shemdegi tavi...

ძაალიან დიდი მაადლობა საყვარელო ასეთი თბილის სიტყვებისთვის <3 love

qeti
momewona kargi tavi iyo magram ufro didi tavi minda ♡ar meyo da male dade xolme ra ♡♡♡

ვეცდები მალე დავდოოო ძვირფასოოო love

lalita
იმედია აღარ დააგვიანებ და დასასრულს ვიხილავთ.

ჩემო lalita, როგორ მახარებ შენი კომენტარებით შენ ხომ არ იცი, მიხარია, რომ მოგწონს love

 


№6  offline მოდერი zia-maria

love ძალიან კარგი ისტორიაა და ველოდები შემდეგ თავს.ნუ დააგვიანებ,მიუხედავად იმისა,რომ ვიცი შენი ჯამრთელობის შესახებ, ძალიან გთხოვ, დიდი ხნით ნუ დააგვიანებ. request

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

saocrad magaria... mjera ro aleqsi cocxaliaa

 


№8  offline მოდერი aleqsandra

zia-maria
love ძალიან კარგი ისტორიაა და ველოდები შემდეგ თავს.ნუ დააგვიანებ,მიუხედავად იმისა,რომ ვიცი შენი ჯამრთელობის შესახებ, ძალიან გთხოვ, დიდი ხნით ნუ დააგვიანებ. request

მზიკო დეიდა, როგორ მიყვარხართ love ვეცდები, ზუსტად ჯამრთელობა არ მაძლევს მაგის საშუალებას, თუმცა ვეცდები მალე დავდოო, მიხარია, რომთქვენნაირი ერთგული მკითხველი მყავს love

 


№9  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Vgijdebi am istoriaze saocaria martla.dzalian didi imedi maqvs rom alexi cocxalia.motminebit davelodebi shemdeg tavs magari gogo xar alexandra

 


№10  offline მოდერი zia-maria

aleqsandra
zia-maria
love ძალიან კარგი ისტორიაა და ველოდები შემდეგ თავს.ნუ დააგვიანებ,მიუხედავად იმისა,რომ ვიცი შენი ჯამრთელობის შესახებ, ძალიან გთხოვ, დიდი ხნით ნუ დააგვიანებ. request

მზიკო დეიდა, როგორ მიყვარხართ love ვეცდები, ზუსტად ჯამრთელობა არ მაძლევს მაგის საშუალებას, თუმცა ვეცდები მალე დავდოო, მიხარია, რომთქვენნაირი ერთგული მკითხველი მყავს love

გელოდებით საყვარელ.მიხედე შენს ჯამრთელობას,ყველაზე მთავარი ესაა შენთვის და ჩვენთვის.მეც ძალიან მიყვარხარ. love

 


№11  offline წევრი du-da

ძალიან დიდი ბოდოში უბრალოდ ვერ გავიგე.წინა თავში ეს ალექსი გარდაცვლილია.შემდეგ თავში სამზარეულოში ტრიალებს.იქნებ გამაგებინო ჩრმო კარგო რა ხდება.ზოგადად ისტორია კარგია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent