შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

14 თებერვალი


28-07-2016, 21:12
ავტორი mashaa
ნანახია 1 945

უკვე 18 წლის მარიამ დამენია. სტუდენტი. მყავს პატარა და ანამარია,ვცხოვრობ მშობლებთან ერთად. არ მყავს შეყვარებული,მაგრამ მყავს ორი არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩემი საუკეთესო მეგობრები ალესია და ნუკი.
მოკლედ, ვუსმენ დედაჩემის მოლოცვას და თან მეცინება,როცა ანოს შევხედავ,უყურადღებობა არ უყვარს ქალბატონს.მახსენდება ჩემი მეგობრები, რომლებმაც უკვე გამახარეს და პირველებმა მომილოცეს, მაგრამ მიკვირს რომ ჯერაც არ მოსულან და,
რა თმა უნდა, აი ისინიც.მოკლედ მთელი ცერემონია ჩაატარეს.
- იმედია დღეს მაინც ჩაიცვამ მაღლებს, არა? ( ნუკი)
- რა თქმა უნდა, არა დღეს ცოცხალი და უვნებელი უნდა ვიყო
- ჩაიცვამს, ჩაიცვამს (დედაჩემი ქალბატონი ნანა)
- და მამაჩემს დაავიწყდა ხომ რომ...
დამთავრებულიც არ მქონდა როცა მამაჩემი შემოდის, თან ხელში რაღაც უჭირავს. უეჭველი მანქანის გასაღებია ვფიქრობ, მაგრამ შევცდი. მოლოცვის შემდეგ მატყობინებენ,რომ სოფელში მიდიან ბებიასთან გარკვეული მიზეზების გამო, რა თქმა უნდა, მე
ვრჩები, იციან რომ სოფელი არ მიყვარს.
- მარიამ ეს ბინის გასაღებია, კარს კარგად ჩაკეტავ და არავის გაუღებ ( ბატობი ლევანი ბრძანებს)
- ყველაფერი კარგი და საჩუქარი? ( გაცოფებული ვუყურებ მამაჩემს)
სიჩუმეა და უცებ ისმის ანოს ყვირილი
- მამი მძიმეა, დამეხმარე
გავდივარ და ვხედავ როგორ ცდილობს შემოიტანოს გიტარა, რომელიც მშობლებისგან მივიღე საჩუქრად. თვალებს არ ვუჯერებდი ზუსტად ის იყო რომელიც მინდოდა და ესეც ამისრულდა. გადავეხვიე ჩემებს და გავაცილე.
- უკვე 2 სრულდება და შენ ჯერ მზადებაც არ დაგიწყია, 6-ზე გველოდებიან რესტორანში ( ალესია)
დავიწყეთ მზადებაც. წინააღმდეგობის მიუხედავად, დავნდებდი ჩემს მეგობრებს და ისე გამომაწყვეს ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი.მეც მივხვდი, რომ უკვე დრო იყო რაღაც შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში. აი, 6 საათიც ახლოვდება. დაახლოებით 15 წუთში დანიშნულების
ადგილზე ვიყავით. იქ დაგვხვდნენ დანარჩენი მეგობრებიც. დრო სასიამოვნოდ მიდის, ვერთობით და ვხალისობთ.ტელეფონი მირეკავს, გარეთ გავდივარ. საუბრის დასრულების შემდეგ, ვიღაცამ ჩემს წინ მანქანა გააჩერა. მანქანიდან გადმოვიდა 3 ბიჭი.უყურადღებოდ ჩამიარეს.
შევუერთდი მეგობრებს.
- მარიამი ვადღერგრძელოთ, რომელმაც უკვე შემოაბიჯა სწულწლოვანებას ( ჩემი ბავშვობის მეგობარი ლუკა)
ლუკას სხვებიც შეუერთდნენ. მადლობა გადავუხადე ყველას და ბოდიში მოვიხადე, რომ ალკოჰოლს ვერ დავლევდი, თუმცა მაინც მომიწია რამდენიმე ჭიქა შემესვა. უფრო კარგ ხასიათზე ვდგები, ცეკვა მინდება. ნუკის ვეუბნები, რომ ჩვენი სიმღერა ჩართონ
ვცეკვავთ,ვხალისობთ, დრო არაჩვეულებრივად გადის. უკვე 12 სრულდება, მეგობრების ნაწილი წავიდა, მე კიდევ ჯერაც არ ვაპირებ წასვლას. მიზეზი ორია. პირველი ჩემი დაბადების დღეა და მეორე ვიღაც მომეწონა და თან ძალიან, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიქცე, ვუყურებ, ისიც
მიყურებს, მაგრამ იშვიათად თუ შემოიხედება ხოლმე. ბოლოს გავბრაზდი და წამოსვლა დავაპირე. გოგოებთან მივდივარ.
- არ წავიდეთ?
- მოიცა რა ჯერ ( ალესია)
- 18-ის სულ არიქნები, რა გეჩქარება? ( ნუკი)
უფრო და უფრო ვბრაზდები იმ ბიჭზე, რომ ყურადღებას არც მაქცევს. სასაცილოა... ის ხომ საერთოდ არ მიცნობს. იქნებ დაოჯახებულია, ან შეყვარებული ჰყავს.ადგა და ბარმენთან მიდის, მეც ვდგები და ვუახლოვდები მათ.
- გაზიანი წყალი თუ შეიძლება?
- გილოცავ!
არ გავნძრეულვარ. მომესმა ალბათ, ვფიქრობ ჩემთვის. არაფერი მითქვამს წყალი დავლიე და წავედი. მივედი გოგოებთან, ვიხედები უკან,ის ისევ იქ ზის ჩემგან ზურგით. საკუთარ თავზე ვბრაზდები, ასე როგორ დავიბენი?
- გოგოებო სასწრაფოდ წავიდეთ!
- კარგი ქალბატონო წავიდეთ.
ტაქსი გავაჩერეთ. გოგოებს უარი ვუთხარი დარჩენაზე, მარტო ყოფნა გადავწყვიტე.
15 თებერვალი, კვირა დღე. ვიღვიძებ დაახლოებით 12-ზე. თავი მტკივა საშინლად და ისევ მეძინება, ტეელეფონს ვთიშავ და ვაგრძელებ ძილს.2 საათია. აფთიაქში ჩავდივარ,თავის ტკივილის წამალს ვყიდულობ, თან მაღაზიაშიც შევედი, ვიყიდე რაც ყველაზე მეტად
მიყვარს, ბევრი ტკბილეული და უცებ ვის ვხედავ. ზუსტად ის არის. დიახ ისაა.შუქნიშანს ველოდები რომ სწრაფად გადავიდე, ისე რომ არ შემამჩნიოს. მანქანას აჩერებს. ხელით მანიშნა რომ გადავსულიყავი. შევხედე, გაიღიმა და წავიდა.
ვერ ვხვდები მის დანახვაზე რატომ ვნერვიულობ? ან რატომ მეშინია მისი? მანიაკია. მისი გამოხედვა შეუძლებელია ნორმალურისას ჰგავდეს,ავდივარ სახლში, კარს ვკეტავ.ვურეკავ მშობლებს, შემდეგ გოგოებს და ტელეფონს ისევ ვთიშავ. საღამოა. ვიხედები ფანჯრიდან.
თოვს,ირგვლივ სითეთრეა. ძალიან ლამაზია, თან მზის ჩასვლის ფონზე. თბილად ვიცვამ და ქვევით ჩავდივარ.ვიხედები ირგვლივ, იქნებ ისევ ვნახო ის. მისი მეშინია,მაგრამ მაინც ვეძებ. 9 საათია. ავდივარ სახლში. ვრთავ ფილმს და ვემზადები საყურებლად. უცებ კარზე კაკუნია...



№1 სტუმარი Ketis

Au ragac intriga tanac ara bolomde damtavrebiluli . Cota vrclad da bevri

 


№2  offline წევრი mashaa

პერიოდულად დავდებ, ვეცდები ვრცელი გამოვიდეს :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent