შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?!...(თავი 34)


28-07-2016, 22:05
ავტორი aleqsandra
ნანახია 3 534

ფანჯარასთან მივიჩოჩდი და გარეთ გავიხედე.... ცა მეტალიკის ფერებით იყო შეღებილი და ამავდროულად თითქოს წითლადაც ღუოდა. ადრე როგორ მიყვარდა ეს დღესასწაული, დღეს კი არ ვიცი რა ვთქვა, მიყვარს კი კიდევ?! ჩემი პატარების დაბადების დღე კი მიყვარს, მაგრამ ის დღესასწაული, რომელიც ჩემსკენ მოემართებოდა მეეჭვება კიდევ მიყვარდეს ან რაიმე გრძნობას აღვიძებდეს კიდევ ჩემში.
მახსოვს მამა, რომ დაიღუპა ჩვენი პირველი ახალი წელი უმისოდ რა უღიმღამო იყო, თუმცა იმ ღამეს მისი ჯადოსნური ელფერი მაინც ჰქონდა რაგან ჩემი ძმები და დედა ჩემთან იყვნენ... მახსოვს მოკრძალებული თუმცა ყველაზე ლამაზი საჩუქარები გაჭირვების და ტკივილის მიუხედავად მაინც მოგვიტანა თოვლის ბაბუამ და დილით ზოგს ბუხრის ძირას ზოგს კიდევ ნაძვის ხის ქვეშ დაგვხვდა.... დილით ნიკო აბაჯბაჯდა და აახმაურა სახლის ყველა კუთხე საჩუქრების ძიებაში, მის შემხედვარე დედას ცრემლი მოერია თუმცა უკუ აგდო ცრემლები გაიღიმა და ჩვენც მოგვიწოდა ჟრიამულისკენ, მე და გიომ ცრემლიანი თვალებით თუმცა მაინც ბედნიერებმა გავხსენით საჩუქრები და ის საჩუქრები იქცა ყველაზე ძვირფასად ჩვენთვის. აი, ზუსტად მაშინ გაერთიანდა ჩვენი ოჯახი, აი ზუსტად მაშინ შეიკრა ის უწყვეტ ჯაჭვად, თუმცაღა ხშირად ჯაჭვიც წყდება თურმე, მერე გიო წავიდა.... გიოს სიკვდილის შემდეგ ახალი წელი მალევე დადგა სულ რაღაც 3 თვეში, თუმცა მაშინაც ავღნიშნეთ, სიზმრად ვნახე და დავპირდი არ მოვიწყენდი, ამ დღესასწაულს არასდროს გადავიყვარებდი, მერე მე დედა და ნიკო, ყოველ წელს ავღნიშნავდით ცხოვრებისეული ტკივილების მიუხედავათ ერთად ამ ჯადოსნურ დღესასწაულს თუმცა დღეს პირობა დავარღვიე, გიოსთვის მიცემული პირობა, მე ახალი წელი ყველაზე მეტად მძაგსს. ასეთი მარტოსული ახალი წელი არასდროს მქონია, ჩემი პატარები მყავდნენ მხოლოდ, ჩემი პატარა ბიჭები და მათთვის უნდა მეცოცხლა, მათთვის უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, მაგრამ შევძლებდი კი ამას?! მეეჭვებოდა....
შარშანდელი ახალი წელი მეგონა ყველაზე უბედური იყო ჩემთვის რადგან ალექსმა მაიძულა მისი ცოლის სტატუსი მიმეღო და მეტარებინა, მის სახლში იძულებით დამტოვა, თუმცა შარშანდელი ახალი წელი ყოფილა ის ყველაზე ბედნიერი ამდენი წლის შემდეგ და ამ ყოველივეს გვიან მივხვდი, მე სულელი სამწუხაროდ. წარსულის ამ მოგონებებმა ზოგმა ღიმილი მომგვარა, ზოგმა კი ცრემლი, მშრალი და უსიტყვო ცრემლი. ფანჯარა გამოვაღე და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე, მერე საოცარი ფერებით აელვარებულ ვარსკვლავებიან ცაზე, ჩემს ციმციმა ვარსკვლავს ავხედე.
-გპირდები, არ დავეცემი და ამ ბავშვებისთვის, ყველაფერს შევძლებ, მაადლობა ამ გრანდიოზული საჩუქრისთვის, მსგავსი არაფერი მიმიღია ჯერ....
შენ მე დედობის გასაოცარი გრძნობა განმაცდევიე, აი თურმე რა სასწაულია დედა დღეს მივხვდი უფრო კარგად. დედა ის პიროვნებაა ვისაც არასდროს ტკივა, არასდროს ცივა, არ ეძინება და საერთოდ ის ტკივილითაც კი არ იღლება.
ნეტავ იცოდე რა ბედნიერება მაჩუქე, მაგრამ მაინც როგორ მტკივა უშენობა და როგორ მეგლიჯება გული ორად.
ამ საუბარში ვიყავი „ჩემს ვარსკვლავთან“, როდესაც მედდა, შემოვიდა და გერმანულად დამიწყო ჩხუბი, რატომ ადექი, შენთვის ადგომა არ შეიძლებაო,დაწექიო და ა.შ. მერე მედდამ უეცრად დამისვა ის კითხვა რაზეც ამ ხანებში დიდად არ მიფიქრია.
-ბავშებს რას არქმევთ?! თავში მეგონა ამ კითხვის დასმისას ყველაფერი აყირავდებოდა თუმცა სულაც არაა, გულმა და გონებამ ერთად წამოიძახეს.
-უფროს ალექსანდრეს! მამიკოსავით ალექსი ერქმევა..... თუ ერთი ალექსი წამართვა უფალმა მეორე მაჩუქა, თითქოს ამ ფაქტის გააზრებამ გამაბედნიერა.
-კი ბატონო გავიგე, რომ უფროს ალექსს არქმევთ, უმცროს? მედდა არ ჩერდებოდა,ალბათ თავის ოჯახთან ერთად სურდა ამ დღესასწაულს შეხვედროდა და არა ჩემნაირი უბედო ქალებისთვის ეცქირა,ამიტომ გაღიზიანებულიყო.
მეორეს, ალბათ ადრე რომ ვინმეს ეკითხა რას დაარქმევდიო, გიოს სიკვდილამდე ვეტყოდი, რომ დათას, მამაჩემის სახელს, თუმცა მერე გიო მოკვდა და გიოს დარქმევა გადავწყვიტე ჩემი მომავალი შვილისთვის, თუმცა დღეს მე მყავს დავით-გიორგი, უეცრად გონებას ის მივიწყებული სახელი გაახსენდა ასე, რომ მიყვარდა ადრე.
-გეგა.... გეგას დავარქმევ მეორეს...
-გ ე გ ა ა ა?! გაიკვირვა ექთანმა თუმცა არააფერი უთქვამს მეტი, დაბადების მოწმობებში ჩამაწერია ბავშვების სახელები, მერე მკლავზე სამაგრებიც გავაკეთეთ ახლები, უკვე სახელებიანები და უხმოდ გავიდა გარეთ, მე კი ტვინი გამეთიშა, გადაღლიობამაც ალბათ თავისი ქნა და ჩამეძნა.
************************* ******************************************** *********************
დილით ჩემი პატარების ტირილმა გამაღვიძა, ალბათ ყველაზე ბედნიერი დილა იყო ამ შავ-თეთრ 9 თვეში. ოდნავ წამოვიწიე და ბავშვებისკენ გადავიწიე.... ცალი ხელით ალექს, ცალით კი გეგას მივეალერსე, მერე თითზე პატარა ხელი, წამავლო გეგამ, ისე ძლიერად,რომ გულმა წამში ორი დარტყმა გააკეთა ბედნიერებისგან, იგივე ქნა ალექსმაც, მათ ამ რეფლექსზე მივხვდი, რომ მარტო აღარ ვიყავი და თუ არსებობდა ბედნიერების წამები მე უკვე მათი უმრავლესობა დაჭერილი მყავდა, ჩემი პატარების სახით.
*********************** **************************************8 *********************************
რამდენიმე დღეში მარიამ ბებო, ნიკო და დათო ბიძიები და კიდევ პატარა გიორგი გვესტუმრნენ, იქ ბერლინში. გიოს მოსიყვარულებით გული ვერ ვიჯერე.... თვალი კარისკენ მეჭირა, თითქოს მის მოსვლასაც ველოდი, მეგონა აი, ახლა შემოაღებდა კარს და ჩემი საყვარელი ორქეედეებით ხელში გამომეცხადებოდა, თუმცა არაა, არის რაღააცებიი რაც მთავრდება, თუმცა ისიც უნდა ვთქვა აქვე, რომ არის ცხოვრების პატარა თუმცა ამავდროულად დიდი მოულოდნელობები,ასე ვთქვათ სასწაულები, რომელსაც „ცხოვრების სასწაულებს ვუწოდებთ“.
****************************** **************************** ************************
-ნინია დედა, მე არ მინდა წასვლა.... მე შენთან და ჩემს პატარა ძმებთან ყოფნა მინდა! რამდენიმე დღის შემდეგ განმიცხადა პატარა გიორგიმ, როცა ჩემები საქართველოში ბრუნდებოდნენ.
ძლივს გიპოვე, იცი რადენი ხანია გეძებთ, შენ და მამა ალექს?! არ იცი...მამა ალექსი არსად ჩანს მითხრეს შენი ნამდვილი მამასავით, წავიდაა ამ ქვეყნიდან ანგელოზიააო, მაგრამ არ მჯერაა. ის არ მოკვდებოდა, ის ასე მარტო შენ და მე არ მიგვატოვებდა,არა! მას ძაალიან ვუყვარდით.... პატარა მუჭებით იწმენდა ცრემლებს, მუცელზე მეკვროდა და სლუკუნს არ წყვეტდა, მე კი გაშეშებული ვიდექი და ვერაფერს ვამბობდი არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ასე, ბოლოს კი ერთი ამოვიდუდუნე.
-შენ არასდროს აღარ მოგიცილებ გვერდიდან, სულ ჩვენს გვერდით იქნები გპირდები! დავიხარე და თავზე ვაკოცე, მან კი თავისი უზადო ცისფერი თვალები შემომანათა მამამისივით.
********************************************** ******************************************
უკვე 5 თვე გავიდა, სამი ბავშვით ხელში დარჩენილი რაც ვარ. გიორგი ყველანაირად ცდილობს ჩემს დახმარებას და მეხმარება კიდეც. დედას ავუკრძალე ჩამოსვლა და ნიკოსაც, არ მინდოდა ვინმე ჩემს კვალზე გამოსულიყო. ერთ დღესაც დათო ჩამოვიდა და მოულოდნელად თუ მოსალოდნელად გამომიცხადა.
-მე და ნინო ვქორწინდებით.....სახეზე ყველა გრძნობა გამომეხატა და თითქოს ავირიე კიდეც.
-ვინ ნინო, ვერ მიგიხვდი?! თავი მოვიკატუნე.
-შენი მული ნინო.... მაპატიე, მაგრამ მიყვარს და ვუყვარვარ, შენ ვიცი მათზე არაფრის გაგონება არ გინდა, მაგრამ....
-არავითარი მაგრამ.... გიყვარს და გიყვარდეს.... მე სიყვარულს არ ვუშლი არავის. მე ამას ადრეც ვხვდებოდი, მაგრამ მეგონა, ამას ვერ შეძლებდით, ასე ვერ დაახლოვდებოდით.
-იცი, ის ალექისს სიკვდილის შემდეგ.....აქ უკვე ავფეთქდი.
-არ მინდა, დათო, არ მინდაა მაგათზე არაფრის გაგება. საერთოდ არ მინდა მაგათთან საერთო არაფერი, არ მაინტერესებს რა იყო ალექსის სიკვდილის შემდეგ. მაგიდაზე მდგარ ლარნაკს ხელი ვკარი და ნამსხვრევებად ვაქციე.
-გაინტერესებს თუ არაა, უნდა მომისმინო, მე ინდა გითხრა როგორ დავაახლოვდით და მივედით ამ აზრზე, რომ შენთანაც სუფთა მქონდეს სინდისი.
-მე ვინ ვარ, რომ რამე მითხრა?! იმდენად მწარეთ მოხვდა ეს დათოს გულზე, რომ მაჯაში ხელი წამავლო და ტკივილისგან კვნესა აღმომხდა.
-შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის და ჩემში, შენი ოჯახი ჩემიცაა და ეს კარგად დაიმახსოვრე. მე ნინოს თუ შევირთავ ცოლად არ მინდა შენ დაგკარგო. მას მე ალექსის სიკვდილის შემდეგ დავუახლოვდი, მან სმა დაიწყოო, მე ის ბევრჯერ საშინელ მდგომარეობაში ვნახე, ის მამამის ეჩხუბა შენს გამო, მან კი გამწარებულ გულზე ყველა ანგარიში დაუბლოკა, ის სმის გამო ვეღარც მუშაობდა, ღია ცის ქვეშ დარჩა, ზურამ ყველას აუკრძალა მისი დახმარება. მე ეს ვერ ავიტანე, კარგად იცი ნინოს მიმართ სიმპათია დიიდი ხნის წინ მქონდა ჯერ კიდევ. მე დახმარების ხელი გავუწიე, საავადმყოფოში გადავსახლდი სახლში იშვიათად მივდიდი,რომ უხერხულობა არ ეგრძნო, მერე ალკოჰოლიკთა ცენტრში დავაწვინე, ვუმკურნალე, მერე ჩემს სახლში დავასახლე კვლავ, და მერე რამდენიმე თვეში წავიდა დედამისს შეურიგდა თუმცა, მე მივხვდი, რომ იმაზე მეტად მიყვარდა ვიდრე მეგონა, შევეჩვიე და მისით დავიწყე ცხოვრება. მერე აღმოჩნდა რომ ისიც ამ მდგომარეობაში იყო, ამიტომ ამ გადაწყვეტილებამდე მივედით! თუმცა მერწმუნე მე შენთან დადებული პირობა ერთჯერაც არ გამიტეხია, მან არაფერი იცის დღემდე!...
-და ვერც გაიგებს! არ მინდა ეს ვინმემ იცოდეს! გირგის ხსოვნას და მამაჩემისას გაფიცებ არ უთხრა! თუ გინდა ისევ ისე ახლოს ვიყოთ როგორც ადრე არაფერი თქვაა, ჩათვალე, მე მკვდარი ვარ, არც შვილები მყავს და არაფერი უთხრა ნინოს, გემუდარები!
-კი, მაგრამ ის...
-არავითარი, მაგრამ! გემუდარები არ უთხრა, თუ მართლა ყველაფერს ვნიშნავ შენთვის არ უთხრა! დამივიწყე მეც და ბავშვებიც, ბოლოჯერ ჩამიკარი ძ₾იერად გულში და წადი! გაოცებული მიყურა ცოტა ხანს, ბოლოს ჩამიკრა მაგრად გულში და სახე დამიკოცნა,თუმცა ვერ მელეოდა.
-ჩემგან ვერასდროს ვერ გაიგებს ნინუც სიმართლეს ნინო, და საერთოდ ნაკააშიძეები!
გპირდები!
-ბედნიერი იყავი დათო! შენ ამას იმსახურებ! დიდი მაადლობა ყველაფრისთვის! შენ ჩემი გიოს სურნელი აგდის, საოცარი ადამიანი ხარ! თითის წვერებზე ავიწიე შუბლზე ვაკოცე და გავუშვი, ჩემი ერთადერთი საყდენი გავუშვი.
******************************************8 *************************************
კიდევ 2 თვე გავიდაა, ჩემი პატარარები მაბედნიერებდნენ, თუმცა შემექმნა ფინანსური პრობლემები, კიდევ ჯამრთელობის, გიჟს დავემსგავსეე, თანაც დავტოვე ბერლინი და ახლა იტალიაში ვცხოვრობ ჩემს ბიჭებთან ერთად, რომში პატარა თუმცა სუფთა ბინა ავიღე და აქ გადმოვსახლდი. ბავშები დავაძინე და დასვენებას ვაპირებდი კარზე ზარის ხმა, რომ გავიგე,არავის ველოდი, შიშით გავიხედე სათვალთვალოში და ელდა მეცა. დედაჩემი იყო.
-დედააა?! აქ რა გინდა? კითხვების კორიანტელი დავაყარე და თან გულში ვიხუტებდი.
-აბა ასე სადამდე უნდა ვყოფლიყავი შორს?! შენ ბავშვები და ის სითბო მომენატრა ასე ძლიერ რომ მიყვარს, ოჯახის. თვალცრემლიანმა ამომხედა და გული დამეთუთქა.
-მაინც არ უნდა ჩამოსულიყავი, ვინმე რომ გამოგყოლოდაა....
-ჩემი უშიშარი შვილი სადააა, რა გაგიკეთეს ასეთი, როგორ მოგკლეს ასე.... დუმილი მიიღო ჩემგან, შემდეგ კი ისევ განაგრძო.
რას დამსგავსებულხარ ნინია...საერთოდ არ გძინავს ხომ?! მარტო როგორ აუდიხარ სამ ბავშვს დედი? სახეზე დამისვა მისი ყველაზე თბილი და სანატრელი ხელი.
-არ ვიცი დეე, მაგრამ ჯერ ჯერობით ავუდივარ ყველაფერს. მე ხომ დედა ვარ, დედას კი ყველაფერი შეუძ₾ია.
-ეს ასვლაა დეე, ამ შავებში გამოწყობილი გიჟს გევხარ, სახე, თვალები, თმაა, ხელები რას გიგავს..... გული მტკივა, რომ გიყურებ! როგორ დამეტანჯე! ჩემს დაწყევლი ბედს ვწყევლიდი და შენ უარესი გგრგებია წილად, ჩემო საბრალო.
-მე შვილები მყავს დედი! ვითომ სანუგეშო რამე ვთქვი...
-მეც მყავდით! მაგრამ ეს სიმარტოვე რა ძნელია ვიცი! ახლა კიდევ შეგიძლია, მაგრამ დაღლილი ხარ ვხდები, დაღლილობის და სტრესის პიკი გაქვს, ცოტა ხანში ვეღარ შეძლებ, რთულია სამი ბავშვით მარტო ყოფნა.... დამიჯერე...
-დედი, დედიიიი! სახეზე ხელები ჩამოვისვი, ფეხზე წამოვდექი, მერე მუხლებზე დავეცი და კალთაში ჩავუდე თავი დედაჩემს, ისე, როგორც ბავშვობაში, არ მინდოდა მისთვის ჩემი ტკივილები გრძნობები, შიშები და დაღლილობები გამემხილა.
ღმერთი მაინც ხომ არ დამტოვებს მარტო, დედი! ეს ვთქვი და მისი მზერიდან მივხვდი, რომ ის ამ ყველა ტკივილს და გრძნობას, უთქმელადაც ხვდებოდა.
არ ვიცი რამდენხანს ვიყავი ასე, მის კალთაში თავ-ჩადებული.
-დეეე, დავიძინებ, ძაალიან ცოტახანს დავიძინებ, მაგრამ ეს ამ წელიწად-ნახევარში ყველაზე მშვიდი ძილი იქნება, რადგან არ შემეშინდება რადგან აქ მყავხარ!
მაკოცა ისე, როგორც ბავშვობაში.
-წადი დაიძინე და არაფერზე იღელვო შვილო!
თავი დადებული არ მქონდა ბალიშზე, ამდენ თვიანმა დაღლილობა, რომ თავისი ქნა და ჩამეძინა, თანაც ისე ძაალიან ღრმად, რომ მეორე საღამომდე არაფერი გამიგია, რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ.
*********************************** ********************************************
-მერე რას აპირებ, ამ პრობლემების მოსაგვარებლად რა ღონეს ხმარობ? დედაჩემმა ორი დღის მერე დამისვა ის შეკითხვა რომელიც ასე აწუხებდა.
-ვიმუშავებ! ყველაზე უაზრო რამ ვთქვი.
-შენ კარგად ხარ შვილო?! სად იმუშავებ, სამი შვილით ხელში როგორ იმუშავებ? ჯერ გიორგის, რომ სკოლაში ატარებ, პატარებსაც ხედავ და თან ამეცადინებ, ის მიკვირს და კიდევ იმუშავებ, რათა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოო?!
-აბა არ ვიცი დედა, რა ვქნა არა! ვიკივლეე ხმამაღლა.
-მიიღე ჩემი და ნიკუშას დახმარება.
-არ მინდა ვიცი არც თქვენ ხართ სახარბიელო მდგომარეობაში ამ ეტაპზე, აქციების ფასი დაეცაა, ნიკას კი თავის ცხოვრება აქვს და მას ხელის შეწყობა უნდა. მან უნდა ისწავლოს და არა ის, რომ კომპანიაში იმუშაოს. მიშამაც შემომთავაზა დახმარება, მაგრამ ვერც იმისას მივიღებ, მინდა იმ ფულით მან და ნიკამ მისი კომპანიაა გადაარჩინონ. დუმდა დედაჩემი კარგა ხნის შემდეგ კი ეს მითხრა.
-დაბრუნდი საქართველოში და წადი შენს უნივერსიტეტში, შენი ლექტორები გელოდებიან. ბავშვებს ბევრი რამ უნდათ და ჭირდებათ ეს გაიითვალისწინე.
-ვერ დავბრუნდები ვერაა! ამოვიკნავლე.
-რატომ? გეშინიაა?! რატომ გეშინია შენ ხომ დამნაშავე არ ხარ ნინო?! ჩამოდი შენ ქვეყანაში, მუშაობა დაიწყეე, არ მგონიაა კარგახანს გაიგოს ვინმემ რომ შენი დაბრუნდი, ამასობაში დაიწყე საქმის ძიებაა, სიმართლე ააფარე სახეში ნაკააშიძეებს, ამოისუნთქეე მშვიდად და დაიწყე ახალი ცხოვრება!
ვუსმენდი დედაჩემს და მინდოდაა, ეს ყველაფერი სიზმარი, ყოფილიყო, თუმცა ვაი რომ რეალობა იყო, დიდი და მწარე რეალობა!
************************************* ****************************
უკვე ერთი წლისები ხდებოდნენ ჩემი ალექსი და გეგაა! გიორგიც საოცრად გაიზარდა... გაიზარდა ჩემი ფინანსური პრობლემებიც,მეტიც უკიდურესობამდე მივიდა, ეს 6 თვეც ჩემი სამკაულები გავყიდე და იმ ფულით ვცხოვრობდით. ვეღარ ავუდიოდი სამი ბავშვის მოვლას ერთად, პატარები უკვე ფეხს ეტანებოდნენ, გიოს სკოლა და ყველაფერში ავირიეე, ფიზიკურად საოცრად დავსუსტდი. სარკის წინ ვიჯექი იმ საღამოს.
ჩეემს თავს ვაკვირდებოდი და ვხედავდი, რომ ძველი ნინუცასგან არაფერი დარჩენილიყო, სრულიად გამოცვლილიყო ის.
სამ მძინარე ბავშვს გადავხედე, მერე ჩემს თავს შევხედე სარკეში კიდევ ერთჯერ ამდენი ხნის მერე, შემდეგ თვალები მაგრად დავხუჭე, ღრმად რამდენჯერმე ჩავისუნთქ -ამოვისუთქე და ტელეფონს დავწვდი. რამდენიმე ზარი გავიდა, რამდენიმე წამის შემდეგ კი სანატრელი ხმა გავიგე.
-შენ მართალი იყავი, სიმართლეს უნდა გავარკვიო!....


იცით რა მოხდა ძვირფაო მკითხველოო?! უამრავი შეტყობინება მივიღე დღეს ფბ-ზე, ახალი თავის თაობაზე, ნაშუადღებს კი რამდენიმე მკითხველმა მომწერა, რომ ლინკი, რომელიც მითითებუი მქონდა ფბ-ის სტატუსზე, არასწორია! მერე საიტზეც უამრავი შეტყობინება ვნახე მკითხველებისგან, რომლებიც მწერდნენ, რომ ჩემს ნიკს ვერ პოულონდნენ ახალი 34-ე თავისას, მერე მეც შემოვედი ახალი 35-ე თავი უნდა დამემატებინა თან და მინდოდა ეს ყველაფერი "დიდ ხუმრობად" ჩამეთვალა, ჩემი უსაყვარლესი და უთბილესი მკითხველის მხრიდან, როდესაც, ჰოი საოცრებავ და 34-ე თავი წაშლილი დამხვდა, მართლაც, რომ! თვალებს არ ვუჯერებდი, თუმცა წაშლილია და ფაქტს ვერსად გავექცევი. არ მესმის ეს ვის რაში დაჭირდა, თანაც უკვე მეორეჯერ?!
მე ჩემი მკითხველი მყვას, სხვებს თავისი, მე არავის არ ვლანძღავ და ვავიწროვებ, სხვებისგან განსხვავებით! რა უნდა "გარკვეულ საზოგადოებას" ჩემგან ვერ ვხვდები?! ჯერ ჩემი ლანძღვა არ იკმარეს, ახლა, ახალი სტილის "თამაში" მოიფიქრეს!
არ ვიცი რა გავაკეთო?!, ალბათ უნდა შევწყვიტო ამ საიტზე მოღვაწეობა და ეს დაასვენებთ, გაახარებთ და დაამშვიდებთ "გარკვეულ საზოგადოებას"! უბრალოდ დავიღალე ყველაფრით.
ჩემო საყვარელო მკითხველო თქვენი დიდი ხათრით და სიყვარულით ამ ისტორიას დავასრულებ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ძაალიან ადრე დაგპირდით ამ ყოველივეს, თუმცა ამ ისტორიის დასრულების შემდეგ რა იქნება, ალბათ თქვენც ხვდებით....
უკვე მეორედ გიტვირთავთ 34-ე თავს ისტორიისა, ისიამოვნეთ. <3
მე გიხდით ბოდიშს ამ ყოველივესთვის.
ესაა პირველი და ვიმედოვნებ უკანასკნელი, ხმამაღლა ნათქვამი, ჩემი აზრი, ამ მარაზმზე და ცოტა უხეშადაც.
ასეთი სტილის "განცხადებები" მე ზოგადად არ მახასითებს, ესეც კარგად იცით თქვენ ჩემო ტკბილებო <3 თუმცა, ბევრი მოვითმინე და ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, თუმცა უკვე ამ ყოველივეს მოთმენა შეუძლებელია.
ძაალიან მიყვარხართ ჩემო შოკოლადებო, თქვენ ჩემი სტიმულები ხართ! <3
თქვენი ალექსანდრა.



№1 სტუმარი qeta

სხვა ისტორიებიც წაიშალა, მარტო შენი არა.

 


№2  offline წევრი aNuGi

chemic caishala :* ar inerviulo :*
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგია ველი შემდეგს

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

საოცრად კარგიი ხაარ <3 აბა შენ იციი ველი შემდეგს <3

 


№5 სტუმარი mtvaro svani

vaime gexvecebi ogond ar shecyvito cera es istoria daamtavre.ise velodebi xolme imdens vnerviulob vtirivar am gogos sacodaobit meti ar sheizleba.rom ar daamtavro gavafren icode.ar daigviano ra gtxoooooov.umagresia zalian zalian da sauketeso xar shen vidac ra unda is tqvas es asea.

 


№6  offline მოდერი aleqsandra

აჰა,სხვებისიც თუ წაიშალა,ცოტას დავმშვიდდები angry

natia-natia
ძალიან კარგია ველი შემდეგს

ჩემო ლამაზო love

uchveulo
საოცრად კარგიი ხაარ <3 აბა შენ იციი ველი შემდეგს <3

საოცარი, გოგო შენ ხარ, ჩემო თბილოო love

mtvaro svani
vaime gexvecebi ogond ar shecyvito cera es istoria daamtavre.ise velodebi xolme imdens vnerviulob vtirivar am gogos sacodaobit meti ar sheizleba.rom ar daamtavro gavafren icode.ar daigviano ra gtxoooooov.umagresia zalian zalian da sauketeso xar shen vidac ra unda is tqvas es asea.

ჩემო ემოციურო,შოკოლადოოოო love smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent