უსასრულობაშიც შენ მეყვარები! (3)
თავი 3 ბოლო ერთი საათია უკვე, რაც ფანჯრის რაფაზე ვზივარ და ერთ წერტილს მივშტერებივარ. რა იქნება შემდეგ? რა მოხდება?? ვინ ვიქნებით? ამ კითხვეზე პასუხი არ მაქვს.... მიკვირს ცხოვრების გასიებულ სტომაქში რამდენი უბედურება ეტევა?! ნუთუ? არის ვინმე ბედნიერი? თუ მხოლოდ მე ვფიქრობ ასე... დავიღალე, უამრავი კითხვა მაქვს , მაგრამ პასუხი არცერთზე ... ყველაფერს ახსნა მოეძებნება, მაგრამ ამას არა !... მეშინია, არა იმის რაც მოხდება, არამემდ მეშინია ცხოვრების გამოცდას თუ გავუძლებ...შემდეგ რა იყო?... ფარისევლური ღიმილი, უემოციოდ ჩავლილი წუთები, დადგმული სპექტაკლი, იმდენად კარგად განვასახიერებდით ჩვენს როლებს , რომ გრემის ღირსია. მხოლოდ ახლო სანათესაო, მხოლოდ მეგობრები, ისიც ძირითადად დემეტრეს მხრიდან. ჩემი ხელის მომკიდე სალომე იყო, დემეტრე როგორც ყოველთვის სერიოზული , წარბებშეკრული, დინჯი და თავდაჭერილი. მშობლები? მგონი მხოლოდ ეს ერთი მხარე იყო ბედნიერი, თითქოს ვგძნობდი, რომ მთელ ქორწილში დაძაბულობა იყო გაბატონებული. ჩემს ამ მწუხარებას ბუნებაც უერთდებოდა, შემოდგომა... ფერადი ფოთლები, რომლებიც სადღაც წყვდიადში იკარგებიან, როგორც მე დავკარგე ჩემი თავი, მზის კიდევ უფრო მკვეთრი, ოქროსფერი სხივები და ბოლოს კოცნა იყო , ემოცია? საშინლად ამაღელვებელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო, ამოუხსენელი გრძნობები გამოიწვია ჩემში... ვიწრო წრეში ავღნიშნეთ ჩვენი ,,ბედნიერი“ შეუღლება და ბოლოს სახლი, არა ჩემი , არამედ დემეტრესი... შიშის შეგრძნება , სიცარიელე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მშობლებს უზღვავი სითბო არ გამოუხატიათ, მაინც დამწყდა გული, ბავშვობის ადგილის მიტოვების... იცით რააა? მივხვდი, რომ სრულიად ახალი ცხოვრება იწყებოდა... -შენი ოთახი ჩემს გვერდითაა! მტკიცე ხმით თქვა და კარებში გაუჩინარდა... ერთი ღრმად ამოვისუნთქე და ჩემს ახალ ოთახში შევედი... უკმარისობის გრძნობა გამიჩნდა, დავიცალე, გრძნობები შემომაწვა, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინა, ეს შავ-თეთრი კედლები. ვგრძნობ, რომ სამუდამო კვალს დატოვებენ ჩემს გულში, ყველანაირ გრძნობას შემიცვლის და ვხვდები, რომ დიდ დაღს დაასვამს მთელ ცხოვრებას...აბაზანს მივაშურე დღევანდელი დღის ემოცია წყალს გავატანე, მაგრამ გულში აღბეჭდილს უშველის რამე?! არამგონია...სკოლა დასამთვრებელი მაქვს, მასწავლებლები, საკმაოდ რთული დღეები მელის წინ.... დილით ადრე გამეღვიძა, სასწრაფოდ ჩავიტარე დილის პროცედურები და სამზარეულოში გავედი, ჩემთვის სასიამოვნო შეგრძნებაა ამ სახლის დიასახლისი რომ მქვია, ეგოისტურად მებედნიერება... არ ვიცი დემეტრეს როგორ საჭმელები უყვარს და ამიტომ რაც მე მომწონს ის მოვამზადე ,იმედია კმაყოფილი იქნება. მომზადებას რომ მოვრჩი დემეტრეც გამოჩნდა ხედვის არეშე , სუნთქვა შემეკვრა მის ესეთ ფორმაზე... შავი ოდნავ მოტკეცილი კლასიჯური შარვალი და თეთრი პერანგი, ბოლო სამი ღილი შეხნილი ქონდა, თავს იწონებდა მისი ნავარჯიშები სხეული ამ პერანგში, ჯანდაბა ასეთი რამ ბავშვებისთვის არ შეიძლება... ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამომიყვანა.. -მე მხოლოდ ყავას დავლევ! გული დამწყდა , როგორი შემართებით მოვამზადე ყველაფერი და ამან მხოლოდ ყავას დავლევო, ვერ ხედავს მაინც როგორ გავისარჯე? გაუნათლებელი ხეპრეე.. -როგორი გინდა უშაქრო თუ შაქრიანი? -უშაქრო მალევე გავუმზადე და წინ დავუდქი, ვხედავდი მთელი ეს დრო თვალებით როგორ მჭამდა, მაგრამ ოსტატურად ვიშორებდი მის მზერას... -სკოლაში მიდიხარ? -კი! მოკლედ მოვუჭერი, არ მქონდა საუბრის გაგრძელების სურვილი -მე წაგიყვან! -მადლობა , მაგრამ ჩემითაც შემიძლია -შენ ჩემი ცოლი ხარ და ვალდებული ვარ წაგიყვანო, მორჩეს ამაზე საუბარი, როცა გათავისუფლდები დამირეკე და წამოგიყვან... არ გამიცია პასუხი, რას არ მივცემდი რომ ეს ყველაფერი ვალდებულება არ ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზამთ, ვგრძნობ რომ ეს ყვეფერი კარგად არ დასრულდება. ჩემი ტანში ჟრუანტელი, ელექტროშოკები, ჯანდაბა, მის ყველა მოქმედებას ვიცნობ მილიონ კაცში, ეს რა შარში გავყავი თავი... ყველაზე მეტად არ მინდა რამე ვიგრძნო მის მიმართ, რადგან ეს გრძნობა გამანადგურებს, მიწასთან გამასწორებს, მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ!.... მალევე მოვრჩით’.. -მანქანაში დაგელოდები! ისევ ეს მბრძანებლური ტონი.. უცებ ავალაგე სუფრა დავრეცხე და საწდეზე დავტოვე, ჯინსის მოსაცმელი და ჩანთა ავიღე, სახლი დავკეტე და დაბლა ჩავედი.. მანქანა დაძრა და გზას დიდი სისწრაფით მოწყდა. 10 წუთში სკოლასთან ვიყავი, მანქანიდან გადავედი და ვგრძნობდი უაზროდ მოშტერებულ ათას წყვილ თვალს, ვერ გავიაზრე ეს ყურადღება როგორ დავიმსახურე, მე ხომ ვერავინ მამჩნევდა, მაგრამ ამ გაოცებისგან დემეტრეს შეხებამ გამომიყვანა რომელმაც ტკბილად მაკოცა ტუჩებში და წარმატებული დღე მისურვა, აი რატომ მომშტერებოდა ხალხი ესეთი თვალებით, უკაცრავად მე არა დემტრეს.... ,,რა იდიოტი არსება ხარ“ საკუთარი ალტერეგრო რა მაგრად მამხნევებს, სრულიად პირღია შევედი სკოლაში, ბრბოში შექმნილი დერეფანი გავიარე და კლასამდე ძლივს მივაღწიე, ვგრძნობდი მათ ჩურჩლს და გადალაპარაკებს , მსგავსი ფრაზები ხვდებოდა ჩემს ყურთა სმენას... ,,ღმერთო რა ტიპი იყო“ ,,გოგო ეგ იცი ვინაა?, დემეტრე არღვლიანი“ ,,რა სიმპატიურია ღმერთო“ და მსგავსი ფრაზებით უკვე ყურები გამომეჭედა... ძლივს დამთავრდა სკოლის საათები და მასწავლებლებთან წავედი, საშინლად დაღლილი ვარ მოგეხსენებათ აბიტურიენტობა არც ისე ადვილია, მითუმეტეს როცა სკოლას ამთავრებ და სრულიად ახალ ეტაპზე გადადიხარ, თუმცა ჩემთვის ამ ეტაბებმა რაღაც ძაან ადრე მოიყარეს თავი... დემეტრეს შეგნებულად არ დავურეკე, უნდა გაიგოს რომ ყოველთვის მის ნებაზე არ იქნება ყველაფერი, მთელი ეს დრო ტელეფონი გამორთული მქონდა, ვიცოდი დარეკავდა და მის მბრძანებლურ ტონს ვეღარ გავუძლებდი.. საღამოს 10 საათი იყო როცა ინგლისურიდან გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და სახლისკენ ავიღე გეზი. 15 წუთში უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავი. საკეტს გასაღები მოვარგე და შევედი... პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი და მოწყვეტით დავეცი ლოგინზე... რამდენიმე წუთში ქვემოდან ხმაური მომესმა , რასაც თან დემეტრეს ნერვიული ლაპარაკი ემატებოდა. და შიგადაშიგ გინებაც.. -ხო ბიჭო დღეს ტელეფონი გამორთული ქონდა, და ვერ ვპოულობ მთელი თბილისი გადავატრიალე, ჯანდაბა სად წავიდა?! ამის დედაც... -დემეტრე რა მოხდა ვინ დაიკარგა? გაოცებულმა ამომხედა და ტელეფონი მექანიკურად გათიშა -შენ გოგო ნორმანული ხარ, მთელი ეს დრო შენს ძებნაში ვარ და შენ ესე მშვიდად როგორ ხარ, შენ გეძებ შენ!!!! ბოლო ხმაზე ღრიალებდა. ინსტიქტურად ხელები ყურებისკენ წავიღე , თვალები ამიცრემლიანდა და ყელში მობჯენილი უზარმაზარი ბურთი ვერაფრით ვერ გადავაგორე და გასაქანი მივეცი, მის წინ ავტირდი, სულიერად გავტყდი, როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და არაადამიანური ხმით დავიწყე ლაპარაკი, უფრო ყვირილი.... -შენი თავი ვინ გგონია ? არ მოგცემ ასეთი ტონით ლაპარაკის უფლებას , ყოველთვის ყველაფერი შენს ჭკუაზე ვერ იქნება, გაიგე ეს! მეც არანაკლებ ვუყვირე აკანკალებული ხმით და კიბეები ავირბინე. - და მაგის გამო გოგო ტელეფონი უნდა გამორთო? შენ ნორმანული ხარ ?! ბავშვი ხარ ბავშვი! გაიზარდე არ არსებობს პრიცესები და პრინცები. შეუშვი მაგ პატარა ტვინში! -თავი დამანებე, შემეშვი... იდიოტო, პირუტყვო გორილააა, ჯანდაბაშიც წასულხარ მათხოვარო და კარები მთელი ძალით მივაჯახუნეე, მეეჭვება კედელი ბზარების გარეშე თუ გადარჩა? -ამის დედაც, ერთი მწარეთ შეიგინა და ისევ ის კარები გაიხურა , რომლითაც რამდენიმე წუთის წინ სახლში შემოვიდა. ანერვიულებული დავემხვე წიგნებთან, მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა....... * * * ამ ინციდენტის შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა, საგრძნობლად შეიცვალა დემეტრე, სახლში უფრო გვიან ბრუნდებოდა, შეგნებულად მარიდებდა თვალს, არც მე ვიჩენდი განსაკუთრებულ ყურადღებას. არც დილით ვამზადებდი რაიმეს. პირდაპირ სკოლაში გავრბოდი, იქედან მასწავლებლებთან და ბოლოს სახლი. ეს იყო ჩემი დღის გრაფიკი... მთელი მარცხენა მხარე დიდ ტკივილს განიცდიდა, ზოგჯერ ისე გავიდოდა დღე ან კვირა, რომ მისი მნახველიც კი არ ვიყავი, მთელი ეს ,,განშორების“ დრო ცუდად აისახებოდა ჩემზე . მტკიოდა ძალიან, მაგრამ მისი შეძულება არ შემეძლო, როცა მთლიანად მისი სიყვარულით ვიყავი გაჟღენთილი. დიახ, მე დემეტრე არღვლიანი მთელი ჩემი არსებით მიყვარდა.... ცამდე და ცის იქით, უსასრულობაშიც ის მიყვარდაა.. იცით, როგორია სიყვარული ?! მერწმუნეთ ,ვისაც ეს არ გამოგიცდიათ ,მხოლოდ სიტყვები ვერაფერს გახდება თქვენში, ყველამ უნდა განიცადოს ეს... არ ვიძნებდი სანამ ის არ მოვიდოდა, სანამ არ ვიგრძნობდი მისი მძიმე ნაბიჯებით როგორ ჩაუვლიდა ჩემს ოთხს, მანამ არ ვიძინებდი სანამ სუნთქვის ხმა მესმოდა ჩემი ოთახის კარიდან, და მანამ არ ვხუჭავდი თვალებს სანამ ოთახის კარის ხმას არ გავიგონებდი... უკვე ზამთარი იყო...ცივი, თეთრი და სუფთა, იმ გრძნობასავით, რომელსაც ჩემი გული ატარებდა, თუმცა თბილისში ერთი ფიფქიც კი არ გადმოვარდნილა, ნამდვილად ჯადოსნურ ღამეს ელოდება, ვგრძნობ, რომ ახალი წლის ღამეს ითოვებს... მალე არდადეგები დაიწყება და ძალიან მიხარია, ეს რამდენიმე დღიანი დასვენება, ძალიან გადაღლილი ვიყავი, ყველაფრისგან დაღლილი. დილით ჩვეულებრივი რუტინით დავიწყე. აბაზანაში შევედი, ვიბანავე.., შავი შარვალი და თეთრი სვიტრი გადავიცვი ,თავზე კი თეთრი ქუდი დავიფარე და დაბლა ჩავედი.... სამზარეულოში მივდიოდი, როდესაც მისაღებში ლეპტოფთან მჯდომი დემეტრე დავინახე , რომელიც ყავას სვამდა, თან სიგარეტს ეწეოდა, სასიამოვნო შეგრძნებამ დამიარე მთელს სხეულში, როგორ მომნატრებია მისი ხილვა, გულმა ცეკვა დაიწყო, ნერვულმა იმპულსება კი უაზრო ხტომები... როგორ მიყვარს, თვალებში უდიდესი სითბო ჩამიდგა.... ჩემი დემე, მთელი ეს დრო როგორ გავძელი მის გარეშე, მასთან არაფერი შევიმჩნიე, არც მისი იქ ჯდომა და სამზარეულოში შევედი, აკანკალებულმა დავისხი ყავა, ნაბიჯების ხმა გავიგონე, ვგრძნობდი რომ სამზარეულოში მოდიოდა, უხმოდ შემოვიდა ჭიქა ნიჟარაში ჩადო და გასვლა დააპირაა, როდესაც შემოტრიალდა და მე მომმართა -როდიდან გეწყება არდადეგები? -ხვალიდან! მოჩვენებითი სიმშვიდით ვუთხარი, აბა მკითხეთ ამას თუ სიმშივიდე ერქვა, იმ მომენტში მეგონა ამერიკულ მთებზე თუ ვიჯექი, მისი ხმა, მამაკაცური, ბოხი , აი ისეთი ხმა მხოლოდ დემეტრეს რომ აქვს. ,,დემესებური“ მისი ბაგეები ყველა სიტყვას როგორი გაწონასწრებული სიმშვიდით იძახის... -კარგია, მასწავლებლებსაც ამთავრებ? -კი , ისინიც მითხოვენ -მეგობრებმა ბაკურიანში წასვლა გადავწყვიტეთ,2 კვირით, სალომეს იდეაა და ძალიან უნდა შენც იქ იყო, არამარტო მას არამედ სხვებსაც, ამიტომ ბარგი ჩაალაგე და თუ არ შეწუხდები ჩემიც, უბრალოდ დღეს კომპანიაში ძალიან ბერი საქმე მაქვს და გვიანობამდე შევყვები და ვერ ვასწრებ უბრალოდ! -კარგი მხოლოდ ეს ვუთხარი და მანაც მსუბუქად გამიღიმა და სამზარეულო დატოვა... ნეტა დემეტრე იმ სხვებში შენც თუ შედიხარ? შენც გინდა რომ მე იქ ვიყო? იმედი მაქვს , რომ კი... ჭიქები ამოვრეცხე და სკოლაში წავედი... ჩვეულებრივად გავიდა ეს დღეც... საღამოს ბარგის ჩალაგება დავიწყე, ჯერ ჩემი ჩავალაგე შემდეგ კი დემტრეს ოთახში შევედი.. ღმერთო მისი სურნელი მთელ ოთახში იყო.. სუნამოს სუნი... გარდერობთან მივედი, პერანგებიდან ერთ-ერთი საკიდიდან ჩამოვხსენი და ინსტიქტურად ცხვირთან მივიტანე, მისი სურნელი ღრამდ შევისუნთქე და შემდეგ გულში ჩავიკარი... მალევე გამოვედი ოცნებების სამყაროდან და ტანსაცმლის ჩალაგებას შევუდექი.. როდესაც დავამთავრე, ჩემს ჩემოდანს მივუდგი გვერდით... უკვე ძალიან გვიანი იყო... დალოდება ვარჩიე... საჭმელი გავუმზადე, ვიცოდი რომ ძალიან დაღლილი და მშიერი მოვიდოდა, შემდეგ კი ტელევიზორს მივუჯექი და რაღაც ფილმი გადიოდა და მას ვუყურებდი... ისე შევყევი ყურებას რომ საკმაოდ დიდი დრო გასულა, კარების გაღების ხმაც გაისმა და დემეტრე სახლში შემოვიდა, გაუკვირდა ჩემი იქ დანახვა.. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა.. მანტო გაიხადა და იქვე საკიდზე დაკიდა და მისაღებისკენ წამოვიდა -არ გშია? მე დავარღვი ეს სიჩუმე -მაჭმევ? ძალიან მშია -კი ეხლავე გავამზადებ სუფრას.. და ენერგიულად წამოვდექი .. ვგრძნობდი როგორი დაღლილი იყო.. მალევე გავამზადე და დემეს გავძახე -მზადაა? -მოვდივარ! სპორტული შარვლით და მაისურით იყო... სუფრას მიუჯდა და მადიანად დაიწყო ჭამა -შენ არ გშია? -არა ვჭამე უკვე -კარგი როგორც გინდა.. ვაკვირდებოდი მის თითოეულ მოქმედებას და საუკონოდ ვიმახსოვრებდი, ზრდილობის გამო მეც ჩამოვჯექი და მხოლოდ წვენი დავლიე. მალევე მორჩა მეც მივალაგე სამზარეულო და დასაწალოდად წავედი.. როდესაც კიბეებზე ავდიოდი დემეტრემ დამიძახა -ხვალ დილით 7-ზე გავდივართ და ტკბილი ძილი -ტკბილი ძილი დემეტრე .. და გზა განვაგრძე... უაზროდ კმაყოფილმა და ბედნიერმა ტკბილად დავიძინე.... * * * დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა... მოვემზადე და დაბლა ჩავედი, სადაც დემეტრე მიცდიდაა.. -წავედით? -კი სახლში ყველაფერი შევამოწმე და ისე გავიხურე კარები. ჩემოდნები მანქანის საბარგულში ჩააწყო.. და მძღოლის ადგილს მიუჯდა მე კი მის გვერდით დავიკავე ადგილი... გზად სალომეს და ბავშვებს გავუარეთ და ასე გადავნაწილდით მანქანაში: მე, სალომე და აკო, დემტრესთან ვიჯექით, ქეთა, ტასო და სანდრო, ნიკოს მანქანაში.. მე აკოს გავუცვალე ადგილი და უკან სალოსთან გადავჯექი.. თუმცა ბოლოს ჩამეძინა, რადგან ძილი მაკლდა წინა ღამის ნათევს... არ მახსოვს როგორ ჩავედით ბაკურიანში. მხოლოდ ძლიერი ხელის შეხება მახსოვს, ვიგრძენი როგორ ამიყვანა ხელში, არ გამიპროტესეტებია და არც გამოღვიძება ვცადე, პირიქით კომფორტულად მოვეწყვე მის მკლავებში. ხელები კისერზე შემოვხვიე და გავიტრუნე.. გავიგე კიბეებზე როგორ ამიყვანა ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა, ლოგინზე დამაწვინა და თავზე მაკოცა... შემდეგ კი კარები გაიხურა.... არ ვიცი რამდენხანს მეძინა, საათს რომ შევხედე საღამოს ექვს უჩვენებდა.. ავდექი, ლოგინი გადავასწორე და დაბლა ჩავედი,ყველა მისაღებში იყო... -გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო? საყვარლკად მკითხა აკომ -კიი და გავიცინე -შენი აზრიც გვითარი რა, ამ საღამოს რა ვჭამოთ, ვერ გადავწყვიტეთ საყვალრად აბუზღუნდა ქეთა - ამმ.. იცით ხინკალი გავაკეთოთ და ის ვჭამოთ, თან დამესიზმრა და...ყველას მოვავლე თვალი -ვა მაგარი აზრია ისე, აღტაცებულმა დაიძახა სანდრომ -მაგრამ პროდუქტები? ჭოჭმანით დავიწყე -ნუ ღელავ პატარა ქალბატონო, სანამ შენ გეძინა გენაცვალე, დავიპყარით მთელი სავაჭრო ცენტრი, პატარა შეჯიბრიც მოვაწყვეთ, მაგრამ ბოლოს დაცვამ გამოგვყარა დანანებით ჩაილაპარა ბოლო სიტყვები ნიკომ -შენი ბრალია და მიტომ უკმაყოფილოდ გაიბუსხა ტასო -კარგი გვეყოს, ხომ ვიჩხუბეთ , და აღარ გვინდა ისევ მაგაზე კამათი, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად მყოფმა დემეტრემ ხმა ამოიღო -ყველას ბრალი იყო, ის ნუშის თხილი არ უნდა დაგვებნია და საყვალად ჩაიხითხითა -ეეე მეც მინდოდა და საყვარლად გავბუსხე ტუჩები... დავინახე ამაზე დემტრემ როგორ დაისველა ენით ტუჩები -კაი წადით, გააკეთეთ გოგონებო ხინკალი , ჩვენ ბუხარს შეშას შევუკეთებთ და საღამოს ჩავუჯდეთ , ყველა სვამს, ბაბუაჩემის ღვინო წამოვიღე , იმენა დედას გტირობს სამ ჭიქაში, სანდრომ თქვა და ფეხზე წამოიმართა -ანუ ჩვენც ვსვამთ გოგონებო, და ტაში შემოკრა სალომ ამ იდეიით აღტაცებულმა... სამზარეულოში გავედით და ხინკლის კეთებას შევუდექით. მაცივრისკენ მივტრიალდი, როცა რაღაც გადამეყარე თავზე, თვალებიდან როცა გამოვიხედე დავინახე ფქვილი როგორ მეყარა თავზე და გოგონები დამცინოდნენ .... სალომე სიცილით ძირს ხოხავდა -გაიქეცი სალომე შემომაკვდები და ფქვილიან ჯამს ხელი დავავლე და მეც მას გავეკიდე. -ააა მიშველეთ, მომკლავს, სალომე განწირული კიოდა -ვერ გადამირჩები როგორ გაბედე -კრუგს ვურტყავდით მდივანს, სადავ ბიჭები იჯდნენ და ჩვენს ამ ბავშვურობაზე გულიანად იცინოდნენ, თვით იმ ორანგუტანგის ჩათვლით... სა;ლო ხან დემეს, ხან აკოს, ხან, ნიკოს, ხანაც რას აღარ ამოეფარებოდა და უკვე როცა მიზანში მყავდა დაჭერილი, ისკუპა და დემეტრეს უკან ამოყო თავი მე კიდევ ინსტიტქურად მომზადებული ფქვილიანი ჯამი დემეტრეს ჩამოვაცვი თავზე... როცა გავიაზრე თუ რა გავაკეთე, ხელები პირზე ავიფარე და უაზროდ დავიწყე ლუღლუღი -მე მაპატიე... უცებ გადმოხტა შენს უკან და ინერცია ვერ შევიკავე, ეს იდიოტი კი მთელი ამ დროის განმავლობაში იღიმოდა და ჩემს ამ დაბენულობაზე იცინოდა.. მე კი ახნას ვცდილობდი , რომ შემთვევით დამემართა -კარგი არაუშავს , ხდება ხოლმე დანარჩენები კი გულიანად იცინოდნენ და უფრო მეტად დემეტრეს დაცინოდნენ -ვა დემუსია რა ფითქინა ხარ, არ გინდა ამ ღამით სუსიმუსები გავაკეთოთ ქალივით აწრიპინდა აკო და კარგი მუჯლუგუნიც მიიღო დემტრესგან -წადი შენი შე პიტარასტო, გაიტანეთ ეს ინდივიდი აქედან თორე მოვკლავ, და მის გრძელ თითს საყვარლად იშვერდა აკოსკენ... ბევრი ვიცინეთ მის ამ ჟესტზე, შემდეგ მოვწესრიგიდით და დაწყებული საქმე დავამთავრეთ... საღამოს კი ნამდვილი ქართული სუფრა გავშალეთ... და წავიდა სმა, მართლაც რომ ,,ჩაფსმამდე“ იმ განსხვავებით , რომ მე არ ვსვამდი, ცხოვრებაში არ გამისინჯავს ალკოჰოლი და არც ვაპირებდი, ბევრი კი მეხვეწეს მაგრამ რა ვქნა... -ამდენ მთვრალ ხალხ ხომ გჭირდებათ პატრონი არა? და გავღიმე -დემეტრე ეს ბავშვი ჩვენ რაღაც ძაან გაგვითამამდა თქვა ნიკომ და გადაიხარხარაა... ყველა გულიანად იცინოდა სუფრასთან... დემეტრეც სვამდა , ყველანი საშინლად დათვრენ, ერთმანეთს ვეღარ ცნობდენ -უი სანდრო კულილები როდის აქეთ გაქვს? ქეთას სანდროს და აკო ერთმანეტში აერია. ჯერ გოგონები ძლივს ავიტანე მათ ოთახამდე, ბიჭები კი მდივანზეც კარგად მოკალათდნენ.... დემეტრე ეწეოდა, ისიც ძალიან მთვრალი იყო.. ,მისი ერთი ხელი კისერზე გადავიდე ხოლო ჩემი წელზე მოვხვიე და კიბეებს შევუყევი.. თან საყვარლად ბუტბუტებდა რაღაცას, ძლივს ავიყვანე ოთახამდე და ლოგინზე დაწოლის დროს ინერციით ორივე ზედ აღმოვჩნდით... გულის ცემა საგრძნობლად ამიჩქარდა.. პირისპირ ვუყურებდით ერთმანეთს, ერთმანეთის თვალებში ვმოგზაურობდით , შემდეგ დემეტრე დაიხარა და მის ტუჩები ჩემსაც შეაგება, ალკოჰოლის, სიგარეტის გემო ერთიანად ვიგრძენი, რასაც მენთოლის გემოც დაჰკრავდა, საოცარი ნაზავი იყო... ძალიან ფრთხილად მკოცნიდა... მუცელში მთელი დინოზავრები დარბოდნენ, ჯერ ერთი ხოლო შემდეგ მეორე ტუჩი დამიკოცნა და ბოლოს ეს კოცნა მომთხოვნიც გახდა , მეც ავყევი. ბედნიერებისგან დავფრინავდი, მან მე ამ წუთებში ფრთები შემასხა, როგორი სასიამოვნოა მთვრალი დემეტრეც კი... ფრთხილად მომშორდა და თვალებში მიყურებდა -იცი რა ლამაზი ხარ? დაბოხებული ხმით დაიწყო საუბარი, იცი რომ ციცინათელასავით ანათებ, მზესავით ასხივებ, ჩემი პატარა ნეკა, ჩემი ხარ შენ, დარჩები ჩემთან... გულმა ტანგოს ცეკვა დაიწყო, მაგრამ ის მთვრალია და ვერ ხვდება რას ლაპარაკობს -დემე მთვრალი ხარ, გთხოვ, გამატარე სუფრა უნდა ავალაგო, და წამოწევა ვცადე, მაგრამ ვერ ავდექი.., -მე სიმთვრალეშიც ვიცი რას ვლაპარაკობ -გთხოვ გამატარე.. ნეტა იცოდეს იმ მომენტში როგორ არ მინდოდა ადგომა და ამ ლამაზი წამის გაფუჭება, თუნდაც სიცრუე ყოფილიყო, უნდოდა გულს დაეჯერებინა ყველა ეს სიტყვა, მაგრამ ის მთვრალი იყო, და ვერ აანალიზებდა რას ლაპარაკობდა... -ერთ თხოვნას შემისრულებ? -რა თხოვნას? -ამაღამ ჩემთან დაწექი , პირობას გაძლევ არ შეგეხები უბრალოდ დაწექი -კარგი. ეს ვუთხარი და ოთახი დავტოვე... ყველაფერი შეძლებისდაგვარად მივალაგე ძალიან გვიანი იყო, როცა კიბეებს ისევ ავუყევი... მეგონა დემეტრეს ეძინებოდა, თუმცა აქაც მწარედ შევცდი, მას ეღვიძა და მე მელოდებოდა... ერთი გამიღიმა და თვალებით მადლობა გადამიხადა მას სურვილი რომ შევუსრულე. აბაზანაში შევედი ჩემი პენუარი გადავიცვა და ლოგინსკენ წავედი... ჩემი ბალიში კარგად ავაფუნფულე და საჩქაროდ შევწექი საბნის ქვეშ. კიდისკენ მივიწიე, თუმცა დემე ჩემსკენ გადმობრუნდა, მისი ცხელი სხეულის შეხებამ ჟრუანტელი მომგვარა ...ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორე კი თავ ქვეშ ამომიდო, მისი თავი ჩემს ყელში ჩარგო და დაიძინა... მე კი დამტოვა ასე აფორიქებული. და გულამოვარდნილი.... ბავშვებო დადებული იყო ეს თავი მაგრამ წაიშალა , ამიტომ ისევ ხელახლა ავტვირთე , 2 დღეა საშინლად ვწვალლობ, არ ვიცი რა ხდება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.