შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი-ანი (7)


28-07-2016, 23:25
ნანახია 3 095

***
-რა ქენი გოგოოოოოოო????-გაოცებულმა შეჰყვირა მაშომ,-სრულ ჭკუაზე ხარ?
-კარგი რა ისედაც ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს!
-ყველა ყველა და კაკი ნიჟარაძე?! სრულ ჭკუაზე ხარ?!
-აუ, იძახე ეხლა სრულ ჭკუაზე ხარო და რას გამოასწორებ? მართლა მეუხერხულება რა.. ჩემი თავის გამკვირვებია როგორ გავბედე და როგორ ვაკოცე.
-მეც ძალიან გამკვირვებია შენი თავის საიდან ამხელა ამბიცია?!-ჩაიხითხითა მაშომ
-ნუ, ღადაობ რა..-უპასუხა გაბრაზებულმა ანუკამ და ბალიში ესროლა მეგობარს.
-რას აპირებ?
-ვაფშე აღარ გამოვალ ოთახიდან!
- ჰა,ჰა,ჰა! გამეცინა მაგრა.. შენი სიტყვების გჯერა?
-კი, რატო არა?
-სამაგიეროდ მე არა მჯერავს!-ხელები გადაიჯვარედინა მაშომ და შეხედა მეგობარს გამომცელად.
-ნუ, კაი სამზარულოში გავალ წყალი რომ მომინდება და აბაზანაში კიდე..
-ვაიმე, ალიოოოოოო! დედამიწაზე ვართ. რას იმალები ვაფშე? რა დააშავე ეგეთი კაცი მოკალი თუ ძროხა გაიტანე მანქანით? აკოცე რა..!
-მაშო, რა მალე იცვლი აზრებს. წეღან ამბობდი როგორ გაბედეო და ეხლა მერე რა მოხდა?! მგონი შენ არ ხარ სრულ ჭკუაზე.
-ხო,აბრუნე და ატრიალე კასეტასავით ჩემი ტერმინები!
-ზოგჯერ დიდი სურვილი მაქვს მიგახრჩო ხოლმე!-უთხრა ანუკამ და მაშოსკენ გადახოხდა, რომელიც ლოგინზე გაწოლილიყო,-მაგრამ შენ რომ არ ყოფილიყავი აზრზე ხარ რა ნაცრისფერი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ფისო?
-ისეთი, როგორიც თბილისია?
-ჰო, ალბათ ეგეთი.
-მმმ.. არააა.. თბილისი აჭრელდა. ოღონდ ისე აჭრელდა რომ ცოტა პრობლემებშია გემოვნება.. კაი, რაც არის ჩემო გაბედულო მოდი, გულში ჩაგიკრა!-უთხრა მაშომ და ჩაეხუტა საყვარელ მეგობარს.
-მომშორდი ტელეფონი მირეკავს.-უთხრა ანუკამ და მაშოს ხელებიდან დახსნა სცადა.
-აუ, იმენა დაქალთან ჩახუტებას არ გაცდიან რა. ვინ არის ეგ უვარგისი ვეჩხუბო!-წამოხტა მაშო და მიირბინა ანუკას ტელეფონთან. დახედა და უკმაყოფილომ მიაწოდა ტელეფონი:
-ამას ხო ისედაც ვეჩხუბები..- ანუკას გაეცინა და უპასუხა საყვარელ ძმას.
-მოკლედ მაშო! საღამოს მიდიხარ წყნეთში!
-რატო ვითომ?
-იმიტომ, რომ მე ვერ წამოვალ!
-და ვისთან? სად? როგორ? როდის? რანაირად? რომელზე? რატო? ამ შეკითხვებზე პასუხს მოვითხოვ!
-კაკისთან წყნეთში, დღეს. წეღან გიორგიმ რო დარეკა შენ და მაშინკას გამოგივლით სამსახურის მერე ვიცი მანდააო ეგო და კაკისთან ავდივართ ჩვენებიო. ამიტომ! გადაწყვეტილია, რომ მე არ მოვდივარ!
-შენ შოკში ხარ, ხო? მე რა ჯანდაბა მინდა აბა კაკისთან?!
-გინდა რა.. დაქალობაში მიდი რა!
-ხო, უთხარი შენს ძმას წამოვალთო?
-ხოდა, უცებ ცუდად გავხდები და აღარ წამოვალ. მიდი რა, ამ ერთხელ გთხოვ!
-ჯანდაბას! ოღონდ რამე ჩამაცვი თორემ ცოცხი მაკლია მეეზოვის და ნამდვილი ვეძმა ვარ..-უპასუხა მაშომ და ცხვირაბზუებულმა გახედა ანუკას დიდ კარადას. დიდხანს არჩევდნენ გოგოები რა უნდა ჩაეცვა მაშოს. მაშოც თავისებურად დიზაინერის თვალით აფასებდა ყველაფერს. ერთი-ორი კი დაუწუნა ანუკას ეს რა გიყიდია მე შენ გემოვნებიანი მეგონეო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ანუკა ამას სერიოზულად არ აღიქვამდა. მაშომ თეთრი პერანგი, შავი შარვალი და კლასიკური კედები მოირგო. მხრებზე თხელი მოსაცმელი გადაიკიდა, თმები გაიშალა და ფაქტობრივად უკვე მზად იყო.

-ვაიმე, ანნა ლაკირბაია! არ დამიფასდეს ერთი ეს მსხვერპლშეწირვა და ისეთ დღეში ჩაგაგდებ მტერს, რომ არ ვუსურვებ!
-ო, კარგი რა! რა წუწუნა გოგო ხარ შენ კიდევ. მადლობა მითხარი, რომ ჩემს ძმასთან უფრო მეტ დროს გაატარებ რა,-ჩაეცინა ანუკას და კარადის კარს ამოეფარა.
-ანნა! კიდევ ერთხელ იქნება მსგავსი რეპლიკა და ამ ტანსაცმლიანად მივდივარ სახლში!-უპასუხა გაბრაზებულმა მაშომ და სამზარეულოსკენ გაპაკუნდა.

მოსაღამოვდა და გიორგიმაც არ დააგვიანა. როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ ანუკა გიორგის ხალათში გახვეული დახვდა.

-ე, რა გჭირს?
-აუ, გიო მე ვერ წამოვალ რა.. მისკდება თავი შემხედე პროსტა რას ვგავარ!-ვითომ ძლივს ძლივობით უთხრა ანუკამ.
-დალიე რა წამალი და წავიდეთ. დაგელოდები ერთი საათი..
-აუ, არა ღადაობ? იმენა ერთ საათში ხო იცი არ გამივლის. შაკიკმა ეგრე იცის.
-რამ?
-შაკიკი - განმეორებადი, მწვავე თავისტკივილებია, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ცალმხრივია და პულსირებადი. მათი ხანგრძლივობაა 4 საათიდან 72 საათამდე,-დააკვალიანა გიორგიმ მაშო.
-ვაუ, მაშინკა რა ყოჩაღი გოგო ყოფილხარ შენ!-სახე გაებადრა გიორგის,-კაი, ანუ რა ვქნათ? მაგრა მიტეხავ ანუკ შენ თავს ვფიცავარ!
-კაი, გიო რა! ხო იცი მეც ძალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ ხო ხედავ ძლივს გელაპარკაები ეხლა. წადით თქვენ ოღონდ მიმიხედე ამ გოგოს და არ დაიკარგოთ მალე ჩამოდით!-უთხრა ანუკამ და გალასლასდა თავისი ოთახისკენ. გიორგიმაც ნიშნისმოგებით გადახედა მაშოს:
-ძლივს არ დავრჩით მარტო?
-აუტანელი..-ჩაიბურტყუნა მაშომ და წამოხტა სკამიდან, გასასვლელიდან მიაძახა,-მანქანასთან გელოდები და დროზე ჩამოეტიე!

გააცილა თუ არა ძმა და დაქალი ანუკამ მაშინვე გაიხადა ხალათი, მოწესრიგდა და მისაღებში ჩაფიქრებული დაჯდა. რა ექნა მარტო დარჩენილს თბილისში? ჯერ რა თქმა უნდა სოფო და ილია მოიკითხა, რომლებიც ილიას მივლინებით წასულები იყვნენ ყაზბეგში. ცოტახანს ინტერნეტში იქექა, ცოტაც იმღერა, იცეკვა და ბოლოს გადაწყვიტა გარეთ გასულიყო. ბოლოს და ბოლოს უკვე კარგა ხნის ასულები იქნებოდნენ წყნეთში და შესაბამისად ვერავინ დაინახავდა თბილისში. ჩაიცვა და კიბეები კუნტრუშით ჩაირბინა.

-გამარჯობა, ნათელა და იზა ბებო.-მიესალმა უბნის ჭორიკნებს ანუკა.
-მშვიდობა მოგცეს ღმერთმა! როგორ დამშვენებულხარ გოგო,-უთხრა ნათელამ.
-მადლობა, ნათელა ბებო.
-არავინ მოგვტაცოს შენი თავი.!
-კარგით რა! მე ვინ მომიტაცებს?
-შენი ძმის ტვინი და ფიქრები ხო გაიტაცა იმ მეტიჩარა გოგომ,-გაიცინა იზამ.
-რა გინდა ქალო?! ქალი კი უნდა იყოს მეტიჩარა! მშვენიერი გოგოა. კარგი სარძლო გვყავს,-გაუწყრა მეგობარს ნათელა.
-თქვენ პირს შაქარი,-გაეცინა ანუკას,-დროებით, აბა!
-ფრთხილად იარე ანუკა ბებო. არავინ მოგვტაცოს შენი თავი ჯერ არსად არ გაგიშვებთ,-უთხრა ღიმილით ნათელამ და გააცილა ანუკა ლოცვით.

„რა უცნაური ქალია ეს ნათელა. დაჟე იზამ და ნათელამაც კი დააფიქსირეს გიორგი და მაშო ერთმანეთის გრძნობებში და რა აუღებელი ციხესიმაგრეებივით იქცევიან?! ან რას აიჩემა არ მოგიტაცონ, არ მოგიტაცონო თვალი რომ მეცეს?“-აღშფოთდა ანუკა და პირველივე ხისკენ მიირბინა და სამჯერ დააკაკუნა. თავის საქციელზე თვითონვე გაეცინა და სიცილით გაუყვა საყვარელი სანაყინისკენ გზას.

უკვე ორი საათი იყო გასული რაც გიორგი და მაშო წავიდნენ და ჯერ-ჯერობით არც ერთი არ ჩანდა. მაშოც კი არ ჩანდა სასოწარკვეთილი მესიჯებით, რომლითაც შველას ითხოვდა გიორგისგან, რაც ძალიან გაუკვირდა ანუკას. იყიდა შავი მოცხარისა და შოკოლადის ნაყინი და სანაყინიდან ბედნიერი გამოვიდა. საკმაოდ გრილოდა, მაგრამ იმდენად ესიამოვნა გრილი ჰაერი და ნაყინი ერთად სულ არ ფიქრობდა მეორე დღეს ყელის ტკივილსა თუ სიცხეზე. სეირნობით სახლის ეზოში შეუხვია და ის-ის იყო უნდა შესულიყო სადარბაზოში, რომ გაისმა მანქანის საბურავების წუილის ხმა. უკან მოიხედა და მანქანა ზუსტად მის ფეხებთან იყო გაჩერებული. ერთიანად კანკალმა აიტანა, ჯერ ნათელასა და იზას სიტყვები გაახსენდა და მერე იმის შეეშინდა, რომ მომკვდარიყო. ფიქრებიდან მანქანიდან გადმოსულმა ცინიკურმა სახემ გამოიყვანა.

-კაკი?!
-გამარჯობა ანი.
-აქ რა გინდა?
-ჩაჯექი.-მშვიდად უთხრა კაკიმ.
-სახლში ავდივარ.
-სახლში კი არ ადიხარ მანქანაში ჯდები..-ისევ მშვიდი და კატეგორიული იყო კაკი.
-არა, ცუდად ვარ და უნდა ავიდე სახლში წამოვწვე.
-შაკიკის შენ არაფერი გეტყობა, თუ ინდივიდუალურად აქვს ყველას შაკიკი?-ცინიკურად ჰკითხა კაკიმ ანუკას.
-გამიარა შაკიკმა და გამოვედი გარეთ, არ შეიძლება?
-ასე მალე რომ გადიოდეს შაკიკი მთელ მსოფლიოს ეშველებოდა, ანი. აღარ გამამეორებინო და ჩაჯექი მანქანაში..-მშვიდად უთხრა ანუკას კაკიმ.
-აღარ გამამეორებინო სახლში ავდივარ!-უთხრა ანუკამ და სადარბაზოსკენ შეტრიალდა.
-ანი!-დაიყვირა კაკიმ. ანუკა მაშინვე შემოტრიალდა და დაინახა სახე გაბზარული კაკი,- თუ არ გინდა შენმა ჭორიკანა მეზობლებმა ხვალიდან შენზეც იჭორაონ მინიმუმ ერთი თვე უნდა ჩაჯდე.
-ეს მუქარა და იძულება რა პონტია? წესიერად გეთქვა,-უთხრა ანუკამ და მანქანისკენ გაემართა. კარი გააღო და ჩაჯდა კი არა დაებერტყა სავარძელში.
-წესიერი ლაპარაკი არ ჭრის მგონი შენთან,-კმაყოფილმა თქვა კაკიმ და დაქოქა მანქანა.
-მოიცა, სად მიდიხარ?
-იქ, სადაც ეხლა უნდა იყო შენ.!-ცივად უპასუხა ანუკას კაკიმ ისე რომ არც შეუხედავს.
-მე სადაც უნდა ვიყო კარგად ვიცი, მაგრამ იძულებით სხვაგან ვარ ამჯერად.-ჩაილაპარაკა ანუკამ.
-რას იზამ ეგ დამალვა დიდხანს არ გამოგივიდოდა ისედაც.
-მე ვიმალებოდი?!-ისე შეიცხადა ანუკამ, ვითომ ეგრე არ ყოფილიყოს.
-არა, მე.-გაეცინა ანუკას რეაქციაზე კაკის.
-საიდან მოიტანე? დასამალი რა მჭირდა? ან ვისგან..
-რატო გევასებათ ამ გოგოებს თავის გასულელება?
-მოიცა, შენ მე სულელი გგონივარ?-აღშფოთდა ანუკა.
-არა, არ მგონიხარ უბრალოდ მის როლს თამაშობ ამ წუთას.-დარწმუნებით უპასუხა კაკიმ და ვაკე-საბურთალოდან ბაგებისკენ გადაუხვია მანქანა.
-რავიცი ორი როლი ზოგიერთებისგან განსხვავებით მე არ მაქვს მორგებული, დესპოტო.
-ნუ, ადარებ ერთმანეთს. იცი რა მითხარი? დიდხანს აპირებდი დამალვას?
-ო, კარგი რა!-უპასუხა ანუკამ და გზას გახედა.
-ნუ, უყურებ გზას შემიძლია გავაჩერო მანქანა ჩემ განკარგულებაში ხართ ორივე და იქამდე გელაპარაკო სადამდეც მომინდება!
-რა გინდა ვერ გავიგე? არ გემალებოდი ვაფშე! უბრალოდ თავი მტკიოდა და ვერ წამოვიდოდი ნამდვილად..!
-რა ცვალებადი ხარ, ანი.. არადა შენი ტუჩები სხვა რამეს ამბობდა..-უთხრა კაკიმ და ჭარხალივით აწითლებულ გოგოს გადახედა.
-ის..ის.. აუ, დამანებე რა თავი..-უპასუხა ანუკამ და თავი
ფანჯრისკენ გაატრიალა.

კინაღამ ატირდა ანუკა.
ამბობენ კინაღამ არ ითვლებაო, მაგრამ კინაღამ-საც ხომ აქვს თავისი დანიშნულება?
კინაღამ გული ამოუვარდა ნერვიულობისგან.
კინაღამ დაუშინა მუშტები ასეთი შერცხვენისთვის.
კინაღამ მიწა გაუსკდა იქვე.

გაეღიმა კაკის.
ანუკას ბავშვურობაზე გაეღიმა.
არ უნანია, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო ანუკა.
წრფელი ემოცია დაინახა.
ბავშვები ხომ ყველაზე გულრწრფელები არიან.

-მაპატიე,-უთხრა კაკიმ ანუკას და ხელზე ხელი დაადო და აკოცა.
აკოცა და კინაღამ, ისევ კინაღამ გაზი და ტორმუზი აერია ერთმანეთში.
კინაღამ მოწყდა რეალობას.

წყნეთამდე ხმა არ ამოუღია არც ერთს, მაგრამ ხელებით გადასცემდნენ სათქმელს. როგორ არ უნდოდათ, რომ გაეშვათ ხელი ერთმანეთისთვის.
მანქანიდან უხმოდ და გაშტერებულები გადმოვიდნენ. კაკიმ უხმოდ გაუღო სახლის კარი, საიდანაც ხმაური გამოდიოდა. სახლში შესულებს ოვაციებით შეხვდნენ ანუკას, მაშო კი დამნაშავესავით უყურებდა.

-აუ, რა გოგო ხარ პროსტა რო მოხვედი!-სიხარულით ჩაეხუტა ლიზი.
-გაგიარა არა შაკიკმა?-ჰკითხა გიორგიმ და გაუღიმა.
-არა, ისევ მტკივა თავი,-მშვიდად უპასუხა ანუკამ ძმას და მაშოს გვერდით დაიკავა ადგილი.
-ანჩ,-მიმართა მაშომ ანუკას. ანჩ-ს მარტო მაშინ ეძახდა მაშო, როცა თავს დამნაშავედ გრძნობდა ან რაღაც აუცილებალდ უნდა ეთხოვა.
-ხო, მაშ..-უთხრა ისე, რომ კაკისთვის არ მოუშორებია თვალი.
-ბოდიში რა ვერ გაგაფრთხილე. რომ ამოვედით და კაკიმ ვერ დაგინახა იმენა ისტერიკა დაიმართა კინაღამ და არც ვიცოდი შენთან თუ წამოვიდა მაღაზიაში გავალო და მერე გიოს დაურეკა თბილისისკენ წავედი ბარემ ანუკასაც გამოვიყოლებო და გიომ კიდე ტელეფონი წამართვა..
-რატო წაგართვა?
-მიშომ მომწერა და დაინახა და ეხლა ჯიბეში უდევს,-უპასუხა მაშომ და წამებში სახე აეშალა. წარბაწეულმა გახედა გიორგის.
-მაინც არ დაგიბრუნებ,-თვალი ჩაუკრა გიორგიმ და მეგობრებს მიუბრუნდა.
-მეგობრებო, სმენა და გაგონება იყოს თუ შეიძლება!-ფეხზე წამოდგა ბაჩო,-მოკლედ ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ რა.. ჩემთან სამსახურში ერთმა გოგომ დაიწყო მუშაობა, რომელიც ისე ნერვიულობდა პირველ დღეს მდუღარე ყავა გადამაქცია, ხელშეკრულებები გადაყარა, ლიფტში გაიჭედა და კიდევ ვინ მოსთვლის რა. ოღონდ ეს ყველაფერი პირველ დღეს! ვიმეორებ! სამსახურის პირველივე დღეს დაემართა.. ძალიან მაგარი გოგოა და რაც მთავარია უბრალო და კეთილი.. გულწრფელი.. ამხელა კაცი ვარ და ესე ბავშვურად და იდიოტივით არასოდეს დავმდგარვარ და სისულელეები არ გამიკეთებია. სწორად მიხვდით, მე ეს გოგო სიგიჟემდე შემიყვარდა! განსაკუთრებული არაფერი.. არანაირი სტატუსით არ ვსარგებლობთ და არც აფიშირებას ვუკეთებთ ჩვენს გრძნობას.. „სიყვარულსა მალვა უნდა“ დაახლოებით ასე გამოგვივიდა, მაგრამ აღარ მინდა რომ ასე იყოს და მინდა ყველამ გაიგოს, როგორ მიყვარს და რომ ერთი წამითაც კი არ შემიძლია მის გარეშე ცხოვრება. მინდა, რომ გავიღვიძებ პირველი ის დავინახო და დაძინებისას მას ვუყურო მძინარეს..-თქვა ბაჩომ და ღრმად ჩაისუნთქა,-ლიზა, გამომყევი რა ცოლად!-თქვა ბაჩომ და ბეჭედი აათამაშა ხელში. უცებ სიჩუმემ დაისადგურა და ყველამ ლიზას გახედა, რომელსაც ხელები ჰქონდა სახეზე აფარებული და ერთიანად კანკალებდა.
-ლიზუ..-ხელები ჩამოაშორებინა ანუკამ ლიზას. სულ ჩაწითლებოდა ლიზას ცისფერი თვალები, რომლებიც საოცრად აციმციმებულიყვნენ.
-ლიზა ჟორდანია რას იტყვი გაჰყვები ბაჩო მხეიძეს?-იკითხა კაკიმ,-თქვი, თორემ დავივიწყებ რომ სამსახურში არ ვართ!-ლიზამ ყველას გადახედა და ბოლოს ბაჩოს, რომელიც პასუხის მოლოდინში ცახცახებდა და გათეთრებულიყო.
-მე... მე...-ამოილუღლუღა ლიზამ და გაუღიმა ბაჩოს.
-მოდი, ყველამ ერთხმად დავიყვიროთ, კი!-თქვა კაკიმ და ყველამ ერთდროუალდ წამოიძახა კი. ლიზა კი ბაჩოს ეხუტებოდა და მხარს უნამავდა.

სათითაოდ დალოცეს წყვილი მეგობრებმა. უკვე გვიანი ღამე იყო მაშოს თითქმის სავარძელში ეძინა და წამოსვლა გადაწყვიტეს. კაკიმ გამოაცილა ანუკა, მაშო და გიორგი.

-ვა, ბაჩუკი ნახე,ტო.. დაგვასწრო იმენა..-გაეცინა გიორგის.
-არაუშავს, რიგი დავიცვათ,-უპასუხა კაკიმ.
-რის მიხედვით გააჩნია. ასაკობრივად თუ უნდა დავიცვათ დარჩა მაშო 10 წელი გაუთხოვარი,-უთხრა სიცილით გიორგიმ კაკის.
-ანუკა?
-რა ანუკა?-ადგილზე გაიყინა ანუკა.
-ნუ, ანუკას ჩემი აზრით მალე მოუწევს რიგი,-სიცილით თქვა გიორგიმ და მხარზე ხელი დაკრა კაკის.
-აფრენთ ხო?-გაბრაზდა ანუკა.
-ისე ხო ღირდა ამოსვლად,ანუკ?-ჰკითხა გიორგიმ.
-კი, ნამდვილად.
-ჯიგარი ხარ კაკი რო ამოიყვანე. ვერაფრით წამოვიყვანე რა..
-ხო, აბა ხომ არ დააკლდებოდა ამ სცენას.
-მარტო მაგიტო არის კარგი რო ამოვედი, არა?-ცინიკურად იკითხა ანუკამ.
-ხო, აბა ჩვენ კი ვნახულობთ ყოველდღე ერთმანეთს და ამ სანახაობასაც ვნახავდით,-უპასუხა კაკიმ და გაუღიმა.
-აუ, დაეგდეთ მანქანაში რა! დამეძინა ხალხი არ ხართ?-დაიზმუილა მაშომ.
-წავედით ძმაო. ხვალამდე,-უთხრა გიორგიმ და გადაკოცნა მეგობარი.
-მშვიდობით კაკი!-გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში ანუკა.

არა, როგორ აკადრა მარტო მაგიტო ამოგიყვანე რომ ხელის თხოვნას დასწრებოდიო? რა უნამუსო ბიჭია! თან როგორ ეთამაშა ნერვებზე? არა, ანუკა ამდენს ვერ გაუძლებს. ვსო! ბოლოა და აუცილებლად, აარიდებს თავს. აღარასოდეს ნახავს!

-Butia bavshvi xar..-მისწერა კაკიმ. აფეთქდა, გაგიჟდა, გადაირია. ჰაერი აღარ ეყო. რამდენს უბედავს მთელი საღამოა? არა, აშკარად დასცინის.
-ras vizamt bavshvebi butiebi vart da vinc ar aris butia imas etamashe!-კმაყოფილმა გაიღიმა და ნიშნისმოგებით გადახედა თბილისის ხედს.
-shemdegi shen xar.
-batono?
-titis zoma gaarkvie ;)
-iumori gaqvs saswauli.
-ar vxumrob. Me gitxari.
-naxvamdis, kaki.
-rom mixval gamagebine.

აი, ისე გააგებინა ანუკამ კაკის, როგორც ჩვენ გაგვაგებინა რომ სახლში ავიდა. სანამ მაშო დააბინავა ოთახში და სანამ გიორგის ხუმრობებს და სამომავლო გეგმებს უსმინა არც გახსენებია ტელეფონის არსებობის შესახებ, რომელიც სკდებოდა მესიჯებად და ზარებად. გადათიშული შევიდა ოთახში და შეუწვა მთლიან ლოგინზე გადაწოლილ მაშოს. უკვე ძილბურანში იყო, რომ ტელეფონმა დაურეკა. კაკი ურეკავდა, იფიქრა არ ვუპასუხებო, მაგრამ ვერ მოითმინა.

-მძინავს სხვათაშორის.
-სხვათაშორის ქვემოთ ვარ.
-ავადმყოფი ხარ?
-ეგრე გამოდის.
-მძინავს კაკი.
-ჩამოდი 2 წუთით რა..
-აუ, კარგი რა.
-სულ ნუ წუწუნებ და ჩამოდი..-უთხრა კაკიმ და გაუთიშა ტელეფონი. როგორ ეზარებოდა, მაგრამ გულს ქვემოთ უნდოდა კაკისთან. მოწესრიგდა და ჩავიდა. უკვე თენდებოდა კაკი კი სადარბაზოსთან ბოლთას სცემდა. დაინახა თუ არა ანუკა მანქანას მიეყრდნო და ერთი ღრმად ჩაისუნთქა.

-რა ხდება?-უთხრა ანუკამ და გვერდზე დაუდგა.
-არაფერი.
-არაფრის გამო ჩამომიყვანე?!-აღშფოთდა ანუკა.
-შენ იცი, რომ არაფერი ბევრ რამეს ნიშნავს? ზუსტად მაგ არაფერში შედის ყველაფერი..
-მეძინება რა.. ვერ ვაზროვნებ..-თქვა ანუკამ და დაამთქნარა.
-კიდევ ერთხელ, კიდევ..-ჩაიბუტბუტა კაკიმ თავისთვის.
-რა? ავედი რა კაკი..-უთხრა ანუკამ და ერთი ნაბიჯი გადადგა სადარბაზოსკენ, რომ მკლავში ხელი ჩაავლო კაკიმ და შემოაბრუნა. ვერც კი გაიაზრა ისე უცებ იგრძნო კაკის ცხელი ტუჩები, რომლებიც მომთხოვნად უკოცნიდნენ ჯერ ზედას, მერე კი ქვედა ტუჩს. ანუკაც აჰყვა კოცნაში და თმებში ხელი შეუცურა.. რამდენ ხანს კოცნიდნენ ერთმანეთს არც ერთმა არ იციან. საუკუნედ ეჩვენებოდათ, მაგრამ ეს საუკუნეც არ ეთმობოდათ..
-ადი,-უთხრა კაკიმ ანუკას და ცხვირზე აკოცა. ანუკაც გაშტერებული შემოტრიალდა და სადარბაზოში გაუჩინარდა.
- ჩემი-ანი.. მარტო ჩემი-ანი..-ჩაილაპარაკა კაკიმ თავისთვის და გაუჩინარდა რიჟრაჟზე.



№1 სტუმარი Ketis

Au magariaaaa dzaaan

 


№2 სტუმარი Ketis

Au dzaaaaan momcons dzaan da es biji ra sakvareliaaa dade dges kidev ra axali tavi gtxov

 


№3 სტუმარი papastatekulosi

როგორ მიყვააააარს შენი წერის სტილი და როგორ მიხარია რომ ეს ისტორია გააგრძელე (ცოტა დიდი პაუზა გამოგივიდა,მეტი აღარ ქნა რა ეგრე :D) ადრეც გითხარი ეხლაც გავიმეორებ,თავიდან არ მომწონდა ეს ისტორია რაღაცა მძიმედ მომეჩვენა,მაგრამ მერე თანდათან ისე "დაიქოქა" რო ეხლა ძალიან მომწონს. შენს სტილზე ხომ ვგიჟდები,მაგრამ იცოდე რო შენი მთავარი იარაღია თათას და მაშოსნაირი პერსონაჟები,ნუ რაღათქმაუნდა, თავიანთ რომეოებთან ერთად. მოკლედ ასე გააგრძელე რა ჩემი საყვარელი მწერალი ხარ ამ საიტზე შენ! <3 <3 <3

 


№4  offline წევრი ელენა ილდანი

papastatekulosi
როგორ მიყვააააარს შენი წერის სტილი და როგორ მიხარია რომ ეს ისტორია გააგრძელე (ცოტა დიდი პაუზა გამოგივიდა,მეტი აღარ ქნა რა ეგრე :D) ადრეც გითხარი ეხლაც გავიმეორებ,თავიდან არ მომწონდა ეს ისტორია რაღაცა მძიმედ მომეჩვენა,მაგრამ მერე თანდათან ისე "დაიქოქა" რო ეხლა ძალიან მომწონს. შენს სტილზე ხომ ვგიჟდები,მაგრამ იცოდე რო შენი მთავარი იარაღია თათას და მაშოსნაირი პერსონაჟები,ნუ რაღათქმაუნდა, თავიანთ რომეოებთან ერთად. მოკლედ ასე გააგრძელე რა ჩემი საყვარელი მწერალი ხარ ამ საიტზე შენ! <3 <3 <3



დიდი მადლობა შენ ასეთი დამოკიდებულებისთვის! სერიოზული პრობლემა მქონდა და ნუ, დღემდე მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები ხშირად ავტვირთოდა უკეთესი თავები შემოგთავაზოთ:)

Ketis
Au dzaaaaan momcons dzaan da es biji ra sakvareliaaa dade dges kidev ra axali tavi gtxov



ვერ შეგპირდები, რომ ყოველ დღე დავდებ მაგრმ ვეცდები მაინც!:)
მადლობა შენ:):*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent