უშენოდ(16,17)
მიშკა---- ბექასთან ვართ გუდაურში. შემეშინდა ბავშვის წამოყვანა, გადაწყვეტილი მქონდა დარჩენა ,მაგრამ ანაბელმა ჩანთა რომ დამიდო წინ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა საუბარს. გამახარა მისმა გადაწყვეტილებამ. სულ ცოტა ხნის წინ მოვაგვარე საქმე და ის ნაბიჭვრ.. უკვე ციხეში არიან თავიანთი საქმიანობის გამო.რომლის გარჩევაას არ ვაპირებ. მთავარია რომ საკადრისად ეზღოთ,მართალია პირველი კვირა საავადმყოფოში გაატარეს საწოლებზე ხელბორკილებით მიბმულებმა მრავლობითი მოტეხილობით და კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ვიღაც დაუნდობელი არსება სახლობდა ჩემში და მაშინ ჩანდა როცა საქმე ჩემს საყვარელ ადამიანებს ეხებოდა. ბოლოს ასეთ მდგომარეობაში ერთი ბიჭი ჩავაგდე ,რომელსაც ჩემი დის მოტყუება და შეცდენა უნდოდა. საშინლად ატკინა გული ,მადლობა ღმერთს დროზე ჩავერიე.ისე ვიყავი გაცოფებული ბიჭებმა ძლივს მომაშორეს იმ ნაბიჭ... ალბათ ეს გვაქ ყველას საერთოდ , მიუხედავად იმისა რომ რეალურად სხვადასხვანაირი ხასიათი გვაქვს ბექას მწარე ხუმრობები, ალექსის დასტოინი გამომეტყველება, დაჩის მკაცრი ქცევა და ჩემი გარდამავალი ხასიათი ერთს მალავს გაბრაზებულები ყველანი ველურები ვხვდებით,უკონტროლო და სასტიკი. ისევ ერთმანეთს თუ დავამშვიდებთ თორემ სხვა საშუალება არ გვაქვს. ახლა ახალი ეტაპი დაიწყო ყველას ცხოვრებაში, გვიყვარს . მართალია დაჩიმ პირველად იწვნია სიყვარულის ძალა და უკვე დიდი ხანია ლიზაზე აბოდებს, მაგრამ ახლა ერტად რომ არიან სულ სხვა ადამიანს ვხედავ . ბედნიერს, მშვიდს და თავისუფალს. ბექა გადარეულ მაკოს შეხვდა და ერთად საოოცარ ტანდემს ქმნიან. ეგ ორი სიგიჟემდე მიყვარს , სიხარულს ასხივებენ ალექსს ბავშვობიდან ,მგონი დაბადებიდან ჩვენი ნატა უყვარს. ჩვენი ფერია , რომელიც ჩვენს თვალწინ გაიზარდა, ერთად ვიზრდებოდით . კატოს გაზრდილები რომ ვართ არ გვეტყობა?-ყველა ვაფრენთ ცოტ-ცოტას. თავიდანვე ყველაფერი ნათელი იყო, დასტოინი ალექსი კონტროლს კარგავდა , გიჟდებოდა, უხაროდა თუ ანათებდა ყველაფრის მიზეზი ნატა იყო. მასთან იყო თითქმის ყველა ემოცია დაკავშირებული . ეს ის წყვილია რომელსაც ბანალური სიტყვები და სიყვარულის ახსნები არ სჭირდებათ. უბრალოდ უყვართ თავდავიწყებით. რეზიკო კი დაბორიალებს მარტო ,მაგრამ თავის მეორე ნახევარს აუცილებლად იპოვნის დარწმუნებული ვარ. ჯერ მეგონა ჩემი მეზობელი ჩაუვარდა გულში,მართლა კარგი გოგოა ,მაგრამ მერე მივხვდი რომ უბრალოდ ყველას გვინდოდა ეს . მართლა ამოვიჩემეთ მისი მარტოობა,ისე თიტქოს უკვე 40 მიღწეული იყოს და შინაბერობსი საშიშროება ემუქრებოდეს. რა ენაღვლება ,ჩვენ რომ ჩვენს გოგონებთან ვართ და ვცდილობთ არაფერი მოვაკლოთ ის თავისუფლად გულაობს , ხან ვისთანაა ხან ვისთან . მგონი ყველაზე რთული მაინც ჩემი მდგომარეობაა. ადრე მეგონა,როგორც კი გავიაზრებდი რომ მიყვარდა მაშინვე ავუხსნიდი სიყვარულს. დროს არ დავკარგავდი და ვიბრძოლებდი მისთვის. ახლა კი მეშინია თითოეული სიტყვის, მიახლოების , იმის რომ თავს ვერ შევიკავებ და ვატკენ. არ მინდა ავრიო, არ მინდა უხერხულად იგრძნოს თავი .ვიცი რაც გამოიარა ,ისიც ვიცი რომ შესაძლოა ნდობა არ ჰქონდეს ,მაგრამ მე ხომ სხვა ვარ . ვგრძნობ , შინაგანად ვხვდები რომ ისიც იგივეს გრძნობს, უბრალოდ ეშინია და სწორედ ამის შიში მაქვს მეც .როგორ უნდა გავაკეთო ყველაფერი ისე რომ თავისუფლად იგრძნოს თავი და გრძნობებს გასაქანი მისცეს. მართალია დიდი სახლი აქვს ბექას მაგრამ მთლად ცალ-ცალკეც ვერ დავიძნებდით. შემეძლო ბიჭებთან შევსულიყავი ,მაგრამ მასინ ანაბელთან უნდა ყოფილიყო რომელიმე გოგო , გოგონები უკვე დანაწილებულები იყვნენ ოთახებში და მე მომიხდა მასთან შესვლა. სულის შემხუთველი იყო იგივე ოთახში ძილი,ასე ახლოს და ამავე დროს შორს.როცა გინდა ჩაეხუტო,მოეფერო მისი სურნელით გაბრუვდე , მისი კანის სასიამოვნო არომატი შეიგრძნო და არ შეგიძლია უფრო რთულია. ლინდა ატირდა და ინსტიქტურად წამოვდექი .ხელში რომ ავიყვანე და გაჩუმდა მერე გავახილე თვალები. ანაბელი ჩემს წინ იდგა,როგორც ჩანს მე დავასწარი აყვანა და მძინარემ ვერ გავიაზრე რომ ისიც იქ იყო -შია ... -ა ხო მაპატიე უბრალოდ გაუცნობიერებლად მომივიდა- ფრთხილად გადავუწვინე ბავშვი . მე იდიოტი კი ვერ მივხვდი რა უნდა ეჭმია ისევ ვუყურებდი. უხერხულად რომ ამომხედა ანაბელმა მერე შევბრუნდი . რა ჯანდაბა მემართება , სულ გამოვშტერდი. აზროვნების უნარიც დამიკარგე ანაბელ... ვეღარ დავიძინე. კედლისკენ ვიყავი გადაბრუნებული და ვუსმენდი სიჩუმეში გაჟღერებულ მის მშვიდ სუნთქვას. ფრთხილად გადავბრუნდი და მძინარეს გავხედე, შორიდან ყურებამ ვერ დამაკმაყოფილა. ავდექი და მის საწოლთან ჩავიმუხლე .ძილისგან აწითლებული ღაწვები, დაბუშტული სისხლისფერი ტუჩები, თეთრი ქათქათა კანი ,რომელსაც საუცხოო სურნელი აქვს. ყელი რომლის კოცნის სურვილიც სისხლს მიდუღებს, გამოკვეთილი ლავიწი და გრძელი მკლავები, თხელი გამოყვანილი თითები , ნაზი და ლამაზი . საწოლს მივეყრდენი, თავი ჩამოვდე და სუნთქვაც კი შევიკარი რომ არ გამეღვძებინა. დიდხანს ვუყრებდი, არ შევხებივარ უბრალოდ ვუყურებდი .ნელ-ნელა დამიმძიმდა ქუთუთოები და ისე ჩამეძინა ვერაფერი გავიაზრე. დილით ყველაზე ბედნიერი დილა მქონდა,მისმა თბილმა თითებმა გამაღვიძეს . ფრთხილად რომ მიუყვებოდნენ სახის კონტურს .ცხვირზე შემეხო, შემდეგ ტუჩებზე გადავიდა ისე გამაკანკალა მეგონა მიხვდებოდა რომ არ მეძინა ,მაგრამ მეეჭვება გაეგო. სახეზე მეფრქვეოდა მისი სუნთქვა ,მე კი აღარ ვსუნთქავდი. გაოცებული ვიყავი,სასიამოვნოდ გაკვირვებული და კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ამას ანაბელი აკეთებდა. კოცნაზე პრეტენზიაც არ მქონია,მისი უბრალო შეხებაც კი ნეტარება იყო ,მაგრამ დაიხარა და მაკოცა .ლოყაზე ,ტუჩთან ძალიან ახლოს . როგორ მინდოდა თვალები იმ წამს გამეხილა,მაგრამ მივხვდი შერცხვებოდა და თავს ვაიძულე რამდენიმე წამიც გაეძლო. უკან დაიხია , ფრთხილად დავაშორე წამწამები ერთმანეთს , ლოყა ხელისგულზე ედო და თვალები დახუჭული ჰქონდა. ისე წამოვდექი თითქოს არცერთს არაფერი გაგვიგია. ლინდას გაეღვიძა და პაწუწა ხელებს არხევდა . გამეღიმა -პრინცესა გაიღვიძე ? -დავიხარე და ხელზე ვაკოცე -ჩემი პაწაწინა გოგო ,იცი როგორ მიყვარხარ?- მიყურებდა და საყვარლად მიღიმოდა - ძალიან მიყვარხართ . ოთახში აღარ დავრჩენილვარ, ავიღე ტანსაცმელი და სააბაზანოში გავედი . რიგი დადგება მალე და სჯობს მოვასწრო . ბექა დამხვდა დერეფანში. ფუსფუსებს ბიჭი -დილამშვიდობის მიშკაა -დილამშვიდობის... როგორ მიდის საქმე? -წუხელ ქეთო ჩამოვიდა ... ის გადარეულიც მოვიდა და ერთ ოთახში ძინავთ . -ვაა ჩამოვიდა? კაია იქნებ შერიგდნენ. ნუციკოს კი ვნახავ ,მოგვიანებით თორე ახლა გავაღვიძებ ქეთოს -წავედი ახლა ათასი საქმე მაქ .ყველა ყველაფერზე მე მეძახის და დამრჩა მაკო ისე სააბაზანოს კარი ჩაკეტილი დამხვდა. კედელს მივეყუდე ,თუმცა დიდხანს ლოდინი არ დამჭირდა მალევე გამოვიდა იოანე. ამ ბიჭს ძილი არ შეუძლია მგონი. -დილამშვიდობის -დილამშვიდობის იოანე -ნეტავ იცის ქეთო რომ ჩამოვიდა? თავად გაიგოს თუ არ იცის . ასე სჯობს . სააბაზანოში შევედი და როგორც იქნა გამოვფხიზლდი,წყალი რო არ არსებობდეს რა გვეშველებოდა.. ^^^ ლიზა--- მე და ნატას ერთ ოთახში გვეძინა . ერთ დიდ საწოლზე . თუმცა ნატა არ უნდა იყოს ახლა გვერდით, აშკარად არ აქვს ასეთი მძიმე ხელი, არც ასე ჩამეხუტებოდა ,მითუმეტეს დაჩის სურნელით არ იქნებოდა გაჟღინთული. ოხ დაჩი! რომ არ შემოგორებულიყავი აქ ისე ხო ვერ მოისვენებდი რა. რატო ვერ გავიგე როდის შემოიპარა ეს მაიმუნი, ნატა ნეტავ ალექსთან გავიდა? აბა სად წავიდოდა,მეც მააგრი ვარ. რა დროს ესაა ჩემი ბიჭი , ძინავს ხო? თვალებს ვახელ და ვუყურებ, ისეთი კარგია მინდა ჩავკოცნო. რაღა მინდა ბარემ ავასრულებ აქ არ მყავს? ჯერ ნაზავ ვკოცნიდი ,მერე ხმაურით დავუკოცნე მთელი სახე . ყელზეც გადავედი ,აქ უკვე სველი კოცნა დავუტოვე და ჩემს წელზე ხელიც დაიჭიმა. ისე უცებ აღმოვჩნდი მის ქვემოთ ერთი ამოსუნთქვა მოვახერხე და კი დაეწაფა ჩემს ტუჩებს. -რამდენჯერ უნდა გითხრა ... ნუ ცუღლუტობ - ოხვრით მითხრა როცა ვუკბინე და უფრო ამიკრა სხეულზე- დილაუთენია რომ ასე მაღვიძებ რომ დაგსაჯო არ გეშინია?-ნიკაპზე მაკოცა და ყელს ჩაუყვა, საძილე არტერიაზე დამიტოვა კოცნის კვალი, ერთიანად მოვდუნდი. ღმერთო რა ცუღლუტი გავხიდ ეს 17 წლის გოგო. - საოცრება ხარ შენ..მხოლოდ ჩემი, ჩემი, ჩემიი- მკოცნიდა და ლუღლუღებდა .თითები მაისურის ქვეშ რომ შეაცურა მეგონა ეკლები მქონდა ტანზე. მხოლოდ წელზე დაატარებდა თითებს, მერე მუცელზე გადმოვიდა,მე კი გამაგიჯა და თვითონ როგორ იყო არ მინდა წარმოვიდგინო. მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში, საწოლზე გადაწვა და მეც თან გამიყოლა -დილამშვიდობის- სიცილით ვუთხარი და მის გამომეტყველებაზე უფრო ავკისკისდდი -ნამდვილად ჩემი გადარევა გინდა... როდის გაიზრდები რო გაჩვენო წამება და თამაში -ასე რომ მიყურებ მაშინებ -უნდა გეშინოდეს,... ჭკუიდან გადაგიყვან,წინასწარ შეეგუე მაგ ფაქტს. ახლა გაჩვევ ნელ-ნელა -ზურგიდან ამეკრო და ყუის ძირში მაკოცა,მერე ბიბილოზე ჩამასო კბილები და იქაც მაკოცა -თუ არ შემოგადნი მანამ ხელში ...-ეს რომ ვთქვი გაიცინა .მხარზე მკოცნიდა -ხოო მაგის უნდა გეშინოდეს-თითები ფეხზე აასრიალა და შორტის ბოლოზე გადაატარა.ეს მართლა გამაგიჟებს მე . თან ისე რომაა თითქოს არაფერი განსაკუთრებული. -პატარა ვარ მე ,ცოტა შემიბრალე -პატარა უნდა ადგეს ახლა ..გვიანია გავედით ვისაუზმოთ და მერე შეგეჯიბრები ერთი რა იცი -მე პროფესიონალებმა მასწავლეს გენაცვალე .. რვა წლის ვიყავი პირველად რო დავესვი მთიდან -დაგაგორეს გოგო? -იდიოტოო- ხელი მივარტყი მუცელზე აფხუკუნებულს -კაი ტო რვა წლის? -ხო ! -ნუ მებუტებიიი ბუუუს- უკნიდან ჩამეხუტა და ისევ მაკოცა. არა გავგიჯდები ,სად შემიძლია ამდენი -რომ დაგამარცხებ ნახავ.. გადი ახლა გამოვიცვლი -მეც უნდა გამოვიცვალო.. წავედი - მოწყვეტით მაკოცა და წავიდა. როგორც იქნა მოვწესრიგდი და ჩავედი ქვემოთ. ბიჭებს ეძინათ, გოგონები ფუსფუსებდნენ. არმოჩნდა რომ წუხელ ულოთიათ ამ გიჟებს. მოიცა ის ახლა ნაბახუსევზეა? ასეთი მეორე დღე თუ აქ ყოჩაღ მაგას. ოჰ დათვრა ბიჭი და მომიცუცქდა, საზიზღარი ეს. ისე ლოთები არიან სულ არ ეტყობათ არაფერი. ^^^ ნატა--- შუაღამით შემოვიდა ვიღაც ოთახში, საბანი მომაშორა და ხელში ამიტაცა. კივილი რომ უნდა დამეწყო ალექსი დავინახე და გავჩუმდი -სად მიგყავარ... -ჩშ .. - ტუჩები სასაცილოდ გამოსწია და ოტახიდან გამიყვანა. დაჩი რო დავინახე კართან ატუზული მერე მივხვდი რაც ხდებოდა. ალქსმა თავის ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამსვა -ახლა მე გავალ გამოვიცვლი და მოვალ - თავზე მაკოცა და წავიდა. მგონი ნასვამია სასმელის სუნი ვიგრძენი. საწოლში შევწექი, არ გამიპროტესტებია რა თქმა უნდა. მალე მოვიდა, მაისური და ნაცრისფერი შარვალი ეცვა. მგონი გამოფხიზლდა ,ალბათ წყალს შეეყუდა. საწოლზე ამობობღდდა, მერე ბალიშზე დაეცა და ბოლოს მხარზე თავი დამადო, მერე რაღაც არ მოეწონა და ქვემოთ ჩაცოცდდა,მუცელზე დამადო თავი ,ხელები მომხვია და მაკოცა -ალექს.. -მომეფერე რა თმაზე ... -რო არ გიყვარს -სხვა რო მეხება მაშინ... - ჩემი ხელი აიღო და მაკოცა.თვალები მინაბა და კიდევ მაკოცა ხელის გულზე. ისე ამეწვა მეგონა შანთს მადებდა . შემდეგ გამიშვა და მეც მის თმებში ავხლართე თითები, ფაფუკ ,მოკლე თმაში დავატარებდი თითებს,მერე სახეზე გადავედი ,შუბლზე, ყბებზე, წარბებზე გადავატარე თითი და ცხვირზე გადავედი .არ ეძინა ,უბრალოდ თვალები ჰქონდა დახუჭული, ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა როცა ტუჩზე შევეხე . მალევე გადავედი ნიკაპზე ,თუმცა არ მოეწონა და ისევ ტუჩებთან გადაიტანა ჩემი ხელი,ამჯერად თვალები გაახილა და თუთები დამიკოცნა . მერე ისე რომ ჩემი ხელი არ გაუშვია ისევ უკან დაბრუნდა . ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა . რამდენიმე წუთში მის მკერდზე მედო თავი და სიზმრების სამყაროში ვმოგზაურობდი,ის კი ჩემს თმებში დაატარებდა თითებს და უფრო მიხანგრძლივებდა სიმშვიდის შეგრძნებას... დილით ცოტა უხერხულ მდგომარეობაში გამეღვიძა, რა ვქნა მიყვარს ტრიალი და კიდეც აღმოვჩნდი მასზე მოქცეული მთელი სხეულით. ხელები მხრებზე მეწყო , სახე მის ყელში , ფეხები მის ფეხებში ახლართული . მას წელზე ჰქონდა ხელი მოხვეული, მეორე საბანზე ედო .ალბათ ვიშორებდი საბანს და ასე დაიჭირა. ლოყები ამიფერადდა ალბათ... თავი ნელა ავწიე და საწყლად ავაფახუნე თვალები რომ შემომხედა. იმდენად ახლოს ვიყავი სუნტქვა მეკვროდა. სულ მგონია რომ მაკოცებს, მაგრამ ყოველთვის თავს იკავებს. ახლაც ლოყაზე მომაწება ტუჩები და მერე ცხვირის წვერი გამიხახუნა კანზე -არ წახვიდე რა.. ასე იყავი - ძილისგან დაბოხებული ხმა , როგორ მიყვარს მისი ტემბრი .ინსტიქტურად დავემორჩილე და ისევ ისე დავდე თავი . ყელზე ძარღვები დაებერა ,თითები თმაში შემიცურა და თავი უკან გადასწია - ყელს თუ მოშორდები უმჯობესი იქნება - რაღაცნაირი ხმა ჰქონდა , მზერაც განსხვავებული ქვემოთ ჩავცოცდი და მკერდზე დავადე თავი .მაგრამა რ მომეწონა იქ . ისევ ავიწიე ყელში ვაკოცე გამობერილ ცისფერ ძარღვზე და როცა შევამჩნიე მისი კანის დახორკვლა ,კმაყოფილი დავბრუნდი უკან -მეძინება ... -მე ვეღარ დავიძნებ და იძინე შენ მაინც- ამოიოხრა და მეორე ხელიც საბნის ქვეშ ჩამოიტანა, წელზე რომ დამადო მივხვდი პენუარი აკეცილი იყო. ჯანდაბა ... ეს როგორ ვერ შევამჩნიე, იმდენი ვიწრიალე მუცლამდე ავიდა პენუარი ? კანზე მისი ხელის შეხებამ ეკლები დამაყარა. გამაკანკალა , უცებ მოვიშორე ხელი და მეორე მხარეს გადავწექი, დარცხვენილმა გავისწორე პენუარი და მისი ჩაღიმება დავაიგნორე -სად მიდიხარ -მე... წავალ რა -არაა ჯერ დაჩი გამოსული და იმათ მიუწვები? -ნუ იცინი ეგრე ... -როგორ ვიცინი... საერთოდ არ ვიცნი -ალექს ნუ დამცინი თორე გაგებუტები -კიდე მე უნდა გამებუტო? მაინც რას წრიალებ გოგო ამდენს... სულ ასე ხარ ბავშვობიდან, ერთხელ ხო გადამაგდე საწოლიდან ,იმედია მომავალშიც ეგრე არ იზამ -მაშინ ხუთს გვეძინა ერთად -ჩემი მორცხვი გოგოო...- ჩამეხუტა ზურგიდან და ახურებულ ლოყაზე მაკოცა- ვგიჟდები შენს წითელ ლოყებზე -მთელი ლოყა დამიკოცნა ,თან იღიმოდა -ალექსანდრეეე-ტუჩები დავბრიცე და სახე ბალიშში ჩავმალე -ნუ შვები ეგრე ტუჩებს რა... ზედმეტად მაცდური ხდები ... ძალიან , უსაზღვროდ მიმზიდველი ფისუნია - მოშიშვლებულ მხარზე მაკოცა.მეგონა მეჩვენებოდა , მისი ეს ხრინწიანი ტემბრი.პირველი იყო ,ადრე მსგავსი შინაარსის წინადადება არასდროს უთქვამს, ყოველთვის ერიდებოდა ... სულ ავირიე ხან მის კოცნაზე ვვოცნებობ ,ხანაც მრცხვენია და ვიმალები სირაქლემასავით... თავი ჩემს ყელში ჩამალა, მეგონა დავდნებოდი,მისი ცხელი ,ხშირი სუნტქვა კანზე მეფრქვეოდა, ტუჩებიც მწვავდნენ, არ უკოცნია მაგრამ არ ჰქონდა მნიშვნელობა .მგონი სუნთქვა შევწყვიტე -ალექს... უნდა წავიდე- ღმერთო რა სულელი ვარ. ნამდვილი სულელი ბავშვი . ამის ტქმა კიდე რა იყო .უარესი დამემართა და მართლა ვინატრე ჩავვარდნილიყავი სადმე ჯურღმულში ,, რეზიმ რო შემოგლიჯა კარი -თავი მისკდება ტო რა დავლიეთ ამდენი... რამე არ გაქვთ ამ დილასაც რო გადავკრა და გამოვფხ... ნატა? - ისე უცებ ჭყიტა თვალები და გამოფხიზლდა თიტქოს წამის წინ გათიშული არ მოდიოდა- წესით დაჩის უნდა ვხედავდე აქ მე ხო ? დაჩი დავაწვინეთ მანდ და არა ნატა - მე არ მიყურებდა ალექსს უბრიალებდა თვალებს . -ოთახი აერია დაჩის და ნატა შევიფარე ... რას მიბღვერ ნეტა .პირველად ძინავს ჩემს გვერდით -ათი წლის აღარ ხარ ! -ნატა გავა და მერე მელაპარაკე ... -მე... წავალ -მანდ დარჩი ....ის წავა. შემოვარდა გიჟივით აქ - ალექსმა თვალები დახუჭა და საბანზე დაემხო ზემოდან , ისე რომ ისევ მუცელზე დამადო თავი . მეგონა რეზი გაგიჟდებოდა, ამაგდებდა იქედან და წამიყვანდა. თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, ისევ ალექსს შეხედა და წავიდა. მოიცა მართლა წავიდა? აქ დამტოვა და წავიდა? რა ილაპარაკეს ასეთი ამათ . -თავი მტკივა ცოტა... -წამალი გინდა? -კი წამალი მინდა -ჩანთაში მაქ და მოგიტან -არ გინდა არაფრის მოტანა ... ერთი მაკოცე - არც განძრეულა ისევ მის პროფილს ვხედავდი ,თავი ჩემს ფეხებზე ედო და მათზე მოხვეული ხელი მოაშორა, ლოყაზე მიიდო საჩვენებელი თითი .რომ არ ვაკოცე უკმაყოფილოდ გაახილა თვალები- სულ არ გეცოდები ხო? -ეგ გიშველის? -ლოყაზე რო არ გაკოცებს საყვარელი ქალი ... გულს მტკენ -ალექსანდრე როგორ საუბრობ ხოლმე სხვა მგონიხარ -და მაინც არ მაკოცე - წამოჯდა და შეკრული წარბებით მიყურებდა -ალექს -მასე რომ მეძახი გულიც მტკივდება და გაჩუმდი მაინც .-ისე მიყურებდა სულ გავითიშე, მის ზღვისფერ თვალებში დავცურავდი , მერე მისი სახე ხელებში მოვიქციე,მისკენ მივიწიე და ძალიან ნაზად ,ხანგრძილივად შევახე ტუჩები მის ლოყას. შემდეგ იქ ვაკოცე სადაც უყვარს თვალთან ახლოს ,ბოლოს მე სადაც მიყვარს ცხვირის წვერზე და ბოლოს გავიწიე .ისე მიყურებდა მეგონა მთელს სამყაროს მის თვალებში ვხედავდი .ერთი ხელის მოსმით დამისვა მუხლებზე და ჩამეხუტა. მისი გულისცემა მესმოდა, ჩქარი და რიტმული .სუნთქვაც გახშირებული ჰქონდა, ამავე დროს ღრმა. უფრო ცხელი მეჩვენა, ან მე მწვავდა უფრო ძლიერ... ^^^ მე და ქეთა ერთად რომ ჩავედით მისაღებში ოვაციები გაისმა . -გვეღირსააააააა- სალომე ჩამოგვეკიდა ყელზე და ორივეს გვაკოცა- სიძე როგორ გამახარე შენ ხო არ იცი -სალომე -რა სალომე ტყუიილს ვამბობ -გილოცავთ ხალხო -ამდენი გვრიტის დანახვა რა ბედნიერებაა- კატო მიეხუტა რატის და მეორე ხელით რეზი მისწოა ტავისკენ -შენ როდის გეშველება დე? -მე ჯერ არა ! -კარგი დედა იგულავე შენ და მერე რო დაბერდები გამოიჭირო იქნებ ვინმე მოხუცი ქალი -გეყოფა ,შეეშვი აცადე რა გაატაროს დრო -აუ ჯიგარი ხარ მამა ... კიდევ ათასი კომენტარი გააკეთეს. მერე ვისაუზმეთ ,მოვემზადეთ და ერთად წავედით სასეირნოდ. გოგონები ერთად მოდიოდნენ და ჭორაობდნენ. სალომე რაღაცას ყვებოდა და კისკისებდა ყველა -აუ რა გასწორებულში ვარ იმენა რა... - ვაკო გაიკრიჭა- ეს ცოლს შეურიგდა, ლიკუნა ჩემთან გადმოვიდა, ნიაკო ფეხმძიმედაა და შენ და ქეთო ერთად ხართ . სიძე ჯიგარია - დაჩის გადაწვდა და იმასაც ჩაეცინა- ლიზიკოსთან რო შეიპარა წუხელ ოტახში მაგაზე თვალს ვხუჭავთ ... -უცებ შეეცვალა გამომეტყველება დაჩის და მე გამომხედა ისე ვითომ დავხვრეტდდი -კაი შე ჩემა ნუ აშინებ ბიჭს- აკომ წაუთაქა და გაიცინა მერე -კაი ხო რა იყო .. მე რო ვიპარებოდი ლიკუნასთან ისე უნდა . რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმაზე სხვას ვერ გავკიცხავთ ნაღდად ხო ალექს?- მოკლედ ყიფო ფორმაშია... მე და არღვლიანი ვიცინოდით. ბიჭები სიმწრით იცინოდნენ, და ერთმანეთს უყურებდნენ ‘“ამან როგორ გაიგო“ მზერით -გეყოფა ! -კაი სვანო შენ რადგან მეუბნები ვდუმდები ...-მომიყვანეთ ბავშვი ტო იმ გადარეულს რო ყავს -გადარეული მე მიწოდა?- ბექამ შეიცხადა ხელში ლილე რომ ეჭირა და რაღაცას ეჭორავებოდა -მგონი ქო... იცე მივალ ლა ვაკო ნათლიაჩთან თოლე მელე გამებუტება კაქი -აუ იმენა დამკერა ტიპმა.. რა კაი ხარ გოგო შენ- ჩაკოცნა ბავშვი და მერე მიუყვანა ვაკოს-იცოდე მერე ჩემთან მოხვალ -კაქი ბექა ბიძია -ბიძია ვინაა არ ვარ მე ბიძია -მართაია ლილე , ეს ისეა დიდი თორე ჭკუა შენნაირი აქ ზუსტად- დაჩიმ ისე სერიოზულად უთხრა გვეგონა რაღაც მაგარს ეუბნებოდა . ბექამ უცებ შეცვალა მზერა და შეუბღვირა -არ მოუსმინო ამათ, უბრალოდ შურთ ასეთი სიმპატიური და საყვარელი რო ვარ - რა გეშველება -ვაიგნორებ საერთოდ თქვენს ხმას- ბექამ არხეინად განაგრძო გზა. მე კი ქეთოს ვუყურებდი ,გოგონები აშკარად ჩვენზე ეკითხებოდნენ ის კი ვერ აჩუმებდა მათ და მორცხვად მიაბიჯებდა . სალომეს ვინ გადაურჩება ... ბიჭებმა ბათუ გაიტყუეს და მეც გავყევი. ამდენნი ხანია ვაკვირდები როგორ უყურებს შორიდან ნუცას, ის კი საერთოდ ვერ ამჩნევს. ემალება ეს და რას შეამჩნევს. ჩვენ რომ გავიცანით ეს ისე აორთქლდა ვერც დაინახავდა გოგო. მერე გაგვახსენდა მისი ნუცა და უკვე გეგმა გვქონდა მისი გატყუების. -აბა გისმენთ -რას მისმენთ.. -ეს ნუცა ის ნუცაა? - პირდაპირ აჯახა სვანმა -ხო ! -ესაა ის გადარეული გოგო? სულ გაგიჯებულხარ შენ. როგორი სერიოზული და კარგი გოგოა შენ კიდე ალქაჯიო -გეფიცები არაფერი მმიტყუებია, რა გავაკეთო ეტყობა მე არ დავევასე. სულ არ მინდა ახლა მაგასთან კამათი ,ხო იცი ვერ ვიტან გოგოს რო ვეჩხუბები. მოგვიანებით გავიცნობ და მასთანაც ჩვეულებრივ ურთიერთობას დავამყარებ. ასე აჯობებს ,იმ დღეს აშკარად ისე მივადექი ვითომ უბრალოდ ნაშა ავაგდე მისი სახით და რა თქმა უნდა გაბრაზდა -ეგრე სჯობს ... -უბრალო ნაცნობად არამგონია გადაიქცეს -აუ სვანო გეყოფა რა -კარგი ! ვნახავთ ყველაფერს მე არსად მეჩქარება. -ხოდა ვნახავთ ... ^^^ ბიჭებთან ერთად სასეირნოდ გავედი, ძალიან ციოდა ამიტომ ლინდა გარეთ ვერ გაგვყავდა. ანაბელი სახლში დარჩა. ცოტა გავერთე და მალევე დავბრუნდი უკან. ბელსი ბავშვტან ერთად სამზარეულოში იყო და ფაფას ამზადებდა. -დე მოგწონს აქ? მე ძალიან მიყვარს მთა, თოვლი და ეს სიცივის შეგრძნებაც ისე მსიამოვნებს ...მე და შენ მგონი ერთნაირად ვფიქრობთ ხო... ერთი რაღაცეები მოგვწონს. რა სულელი ვარ ჯერ რა ვიცი შენ რა მოგწონს ,მარტო ერთი ვიცი მიშო შენც გიყვარს -კიდე ვის ვუყვარვარ ?- ჩემი ხმა რომ გაიგო ჯამი დაუვარდა.უცებ გამოვართვი ბავშვი- ჩშ არ შეგეშინდეს პატარავ ... -ბავშვს ვაკოცე და მკერდზე მივიკარი -აბა ვის ვუყვარვარ კიდე?- არ ვაოირებ ამ შანსის დაკარგვას, არც რომანტიკულ სიტუაციას ველოდები და ვერც შევქმნი. ზედმეტად უხეში ვარ მაგ სისულელეებისთვის, ჩემგან იმდენად ხელოვნური იქნება მოფიქრებასაც ვერ დავიწყებ . გაფართოებული თვალებით მიყურებდა, დაიბნა და აწითლდა. ჯაბი მაგიდაზე დააბრუნდა და იატაკის მოწმენდა დაიწყო.ისე უცებ აკეტებდა ყველაფერს სასაცილო იყო . ბავშვთან ერთად გავედი. ისიც კიბეზე მიდიოდა ,რომ გამოეცვალა ზედა ჰქონდა დასვრილი. მეც შევედი რამდენიმე წუთში, უკვე ახალი ზედა ეცვა და ნერვიულად დადიოდა ოტახში. ბავშვი საწოლზე დავაწვინე და გავხედე-კიდე დიდხანს ივლი ასე? -მე უბრალოდ ...შენ ,მე და შენ ანუ ჩვენ მიშოო -ხო მიშო ვარ მე ვარ შენა ანბელიხ არ .ჩემი მზეთუნახავი რომლის თავიც ღმერთმა გამომიგზავნა ამ პატარა ანგელოზთან ერთად . რომელიც არ ვიცი აღიარებს თუ არა მაგრამ მე უნდა ვუთხრა რომ ძალიან მიყვარს, რომ ვერც მხოლოდ მეგობრობას დავჯერდები,ვერც ვერასდროს გავუშვებ, ვერც ვერასდროს დავივიწყებ და იმის ნებასაც ვერ მივცემ ჩემს გარეშე დაიწყოს ახალი ცხოვრება. ძალიან მიყვარხარ და მინდა დარჩენილი დღეები შენს გვერდით გავატარო, ლინდა მინდა ჩემს თვალწინ გაიზარდოს,მინდა თქვენზე ვიზრუნო და მინდა ლინდას და-ძმა ჩემი შვილები იყვნენ. მხოლოდ შენ მჭირდები ,როგორც ქალი სხვა არავინ მინდა და არც არასდროს მენდომება იმიტომ რომ შენ ის ერთი ცალი ხარ ,ჩემი მეორე ნახევარი რომელსაც ვერავინ შეცვლის -თვალებამღვრეული მიცქერდა. ჩავეხუტე ,მისი აცახცახებული სხეული გულს მითბობდა. როგორც იქნა ვუთხარი რისი ტქმაც მსურდა, და რისი გამოთქმაც შემეძლო იმ საოცარი გრძნობიდან, რომლის ბოლომდე ახსნაც შეუძლებელია. -მიყვარხარ- ძლივს გასაგონად თქვა მაგრამ მაინც გავიგე თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე- მეშინია მიშო ... -ჩემი? ნუთუ არ მენდობი და გგონია რომ მე.. -არა ,არა შენ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად გენდობი .საკუთარი თავის მეშინია... არ მინდა გატკინო არ მინდა ...მე რომ ვერ შევძლო? მე არ ვარ შენი შესაფერისი შენ უკეთესს იმსახურებ,შენ საუკეთესოს იმსახურებ და არა .. -ეგ აღარასდროს თქვა გაიგე>? აღარასდროს თორე გავგიჟდები. შენ ხარ ჩემთვის საუკეთესო, შენ ხარ ,შენ და სხვა არავინ. კარგად დაიმახსოვრე ეგ და არც კი გაიფიქრო რომ ვინმე შეგედრება - ვეღარ მოვითმინე ,მისმა ცრემლებმა კიდევ ერთხელ მატკინა გული. კოცნით ამოვუშრე ცრემლები და მის მსუყე ვარდისფერ ბაგეებს წავეტანე. თავიდან ნაზად დავიწყე,მაგრამ როგორც კი ამყვა იმხელა სურვილი მქონდა, იმდენად ვერ ვკმაყოფილდებოდი მეც არ ვიცი რა მინდოდა. სხეულზე ავიკარი და მთელი გრძნობით დავუკოცნე ბაგეები . როცა კოცნა შევწყვიტე და მის აწითლებულ ლოყებს წავაწყდი სიცილი მომინდა, ის ხო ისევ პატარაა ჩემი პატარა გოგო 19 წლისაა და ჯერ კიდევ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს თავისუფლად, სულ სხვისი ბრძანების გათვალისწინება უწევდა. არაფერი მითქვამს გულში ჩავიკარი და ხელები მოვხვიე -ჩემი მხსნელი ხარ... ჩემი უფრთო ანგელოზი -ნუ გადამრევ ახლა მე და ანგელოზი? -ხო შენ ჩემი ანგელოზი ხარ .. მარტო ჩემი -მიმისაკუთრა უცებ -ნუ დამცინი... -ტუჩების წვალებას შეეშვი და კი არ დაგცინი ვიცინი -რა საზიზღარი ხარ- მუცელზე ხელი მომარტყა და პერანგში ჩაძვრა ცხვირით -ჩემს ყელს თუ არ შეეშვები გეფიცები თავს ვერ შევიკავებ -მე უბრალოდ ძალიან მომწონს შენი სურნელი -ჩემი რა შანელის -ნწ შენია... მხოლდო შენი -კარგი - დავეთანხმე და მის თმებში თითების ტარეში განვაგრძე, ყველანაირად მაგიჯებს ეს ქალი, ყველაფერი მიყვარს მისი თითოეული უჯრედი მიყვარს... ^^^ ტყეში მივსეირნობდი გოგონებთან ერთად ვირაცამ ხელი რომ ცამავლო და სადღაც წამიყვანა ჩვეულებრივად ენა ჩამივარდა . -ყოჩაღ შენ..ვინმემ რო მოგიტაცოს არ იყვირებ? -ვიცოდი რო შენ იყავი -ხოო?- წელზე მომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა-როგორ მიხვდი? -ჟრუანტელი მარტო შენი შეხებისას მივლის - სიმართლე ვუთხარი და ყელზე მოვხვიე ხელები, ვერ დაველოდები როდის მაკოცებს,მინდა და უნდა ვაკოცო . ტუჩები მის ტუჩებს მივაწებე და ჩაეცინა -აღარ ხუმრობ შენ ... ასე გენატრებოდი პატარავ -ნუ ლაპარაკობ მაკოცე ! -ოხ როგორი მკაცრი ხარ- ჩაილაპარაკა და ისე მეძგერა ტუჩებზე მეგონა მომაჭამდა, რა მინდოდა ვერ დავეტიე ჩემთვის? ძალა გამომაცალა ერთიანად, მეგონა ჩავადნებოდი ხელში.კიდევ კარგი ხელი მაგრად ჰქონდა მოხვეული თორე მოვადენდი ზღართან ისე გამომეცალა ძალა ფეხებში. ყელზე ჩამოვეკიდე და ავყევი კოცნაში,კვნესა ვერ შევიკავე ქვედა ტუჩზე რომ მიკბინა. რომელიღაც ხეს მიმაყრდნო და ნიკაპზე დამიტოვა სველი კოცნის კვალი, შემდეგ ყელზე გადავიდა და საგრძნობლად ამიჩქარდა სუნტქვა. თითებს სად დავაცოცებდი არ ვიცი ხან ყელზე მქონდა ხან თავზე ხანაც ბეჭებს მივუყვებოდი და აშკარად ვბრაზდებოდი , ქურთუკი მიშლიდა ხელს. -მარტო შენ შეგიძლია კონტროლი დამაკარგვინო -ბედნიერი ვარ - ამოვისუნთქე და ტუჩები გავილოკე - ყველაზე კარგი ხარ ... -ბევრისთვის გიკოცნია ჩემს გარდა- გაბრუებული ისევ რომ ვკოცნიდი მის ბაგეებს სულ ვერ ვიაზრებდი რა მკიტხა და რა ვუპასუხე -არავისთვის მიკოცნია შენს გარდა მაგრამ მე ეგ არ მიგულისხმია შენ უბრ... -მოიცა რა? - უცებ გაწია თავი და დავინახე როგორ უბრწყინავდა თვალები,ისევ ისე ფერი ჰქონდა“ იოანეს ფერი“ -რაა- მეამიტი მზერა.. ღმერთო რა იდიოტი ვარ .. ასე როგორ მაშტერებს ეს ბიჭი ეს რამ მათქმევინა ახლა . ლოყები მიხურს,ლოყები კი არა ამ ყინვაში მთელი სახე მიხურს . ისიც ისე მიყურებს კმაყოფილებისგან გაბადრული და გაბრწყინებული სულ მაგიჟებს. კი არ იცის როგორ მიყვარს მისი ღიმილი - ჩემი გოგო ხარ შენ.. მხოლოდ ჩემი ქეთუსია - ღმერთო რატომ შეუძლია ასე მომაკვდინებელი ღიმილი ამ კაცს? რა უნდა? საკმარისი არ არის მისი ტვალები? მისი გამომეტყველება? მზერა? ეს ღიმილი რაღატომ აქვს ასეთი კარგი აუცილებლად უნდა გამიცერდეს გული და ჩავაკვდე ხელში? მთელი სახე დამიკოცნა და ზღვაზე მეგონა თავი ისე დამცხა, პირდაპირ რას მიშვება ... არა მაავადებს, ჩვეულებრივად იოანეთი ვარ ავად. -გეყოფა რა ... თორემ ცუდად ვარ -ცუდად რატო ხარ ჩემი მოფერება არ მოგწონს? -არ მომწონს კი არა მაგიჟებს.. არა არც მაგიჯებს მიყვარს.. არც მიყვარს ცუდად მხდის ,ცუდად და თუ არ გინდა აქვე განვუტევო სული ამტყეში ნუღა უკრავ ჩემს ნერვებზე -ნერვებზე? -იოანეე ეგ გიტხარი მეე? -მე მინდა მოგეფერო თუ არ გაკოცე კიდე გული გამიცერდება და სჯობს შენს „ნერვებზე დავუკრა“ ვიდრე გული გამიცერდეს ხო?- ისე ვყავარ ცახუტებული სუნთქვა აღარ შემიძლია. -აუუ იოანეე -ჩშ ... გიკრძალავ საუბარს -რა არ ..- ისევ მაკოცა, ისევ გავითშე და მერე კი ჩავძვერი სირცხვილისგან მიწაში ბათუს ხმა რომ გავიგე -გვრიტებო მივდივართ ჩვენ და დარჩებით თქვენ თუ წამოხვალთ? რა ვიცი თუ ვინმემ არ გამოგაფხიზლათ არ შემოგარამდეთ -ბათუუუ -უიმეე დათვი ყოფილა სადღაც და მიღრენს წავედი მე გავიქეცი- უცებ მოტყდა და წავიდა. მე კი დრო ვიხელთე და გავიქეცი იქედან. გოგონებთან მივედი და უცებ ჩამოვეკიდე ჩემს დას მხარზე -რაო რომეომ ჩაგკოცნა და აღარ გაქ ძალა ხო? -სალომე რატომ ხარ ასეთი ბოროტი? -მართალია სალო ნუ ხარა ასეთი ბოროტი თავისი გასაჭირი აქ რა იცი შენ რა ძნელია ტავის კონტროლი - მეგიმ ჩაიცინა და თვალი ჩაუკრა ჩემს ბოროტ დას -აბაა ნუ იტყვი , ხანდახან ჭკუიდან გადავყავარ ვაკოს ,სულ მავიწყდება გაბრაზებული რომ ვარ და ლამის ჩავადნი ხელებში. გვიან მახსენდება სად ვარ რას ვაკეთებ და ბოლოს მაიცნ ხახამშრალს ვტოვებ -რა ბოროტი გოგოები ხართ რა .. აწვალებთ ჩემ ბიჭებს - მეგიმ დაგვიბრიალა ტვალები ,მერე კი გადაიკისკისა-ისე მე ვის რას ვეუბნები აკო კინაღამ შევიწირე ქორწილამდე. -არადა ქორწილამდე უფრო მაგარია ... მეტად ემოციურია დამიჯერეთ. ნუ მე ორივე მაქ გამოცდილი - კატო მოგვეპარა ჩემსა და ნატას შორის ჩადგა და ისე თქვა ეს ყველაფერი სიცილი ვერ შევიკავეთ -შვილს მაგას არ უნდა ეუბნებოდე კატო- სალომემ უთხრა და ააწითლა ნატა -ოჰ ამას ისეთი შეყვარებული ჰყავს ჯერ ეს ხო არ შეაწუხებს და მერე მეორეც რო გაგიჟდეს და გადაირიოს ქორწილამდე თითის დამკარებელი არ არის. ამდენი წელია უყვარს დამიბერდა გოგო და ნაკოცნი არ აქვს ჯერ -დედა ... -ახლა არ მითხრა შენ საიდან იციო ! სულ გამაგიჟებს ეს ახალი თაობა -ისე ნუ ამბობ თითქოს შენ და მამა ხვდებოდით ერთმანეთს ხშირად -შვილო მე და მამაშენი ვწყვიტავდით ერთმანეთს და რო მაკოცა როგორც იქნა მერე კი მომიტაცა და ლამის მთელს ქვეყანაში დამეძებდნენ ჩემები . -აუ დეიდა ნუ აგიჟებ ამ ბავშვებს რა -ნუციკო შენნაირი შინაბერები არ არიან ესენი და რაღატო უნდა იმტვრიონ თავი და დაიტანჯონ? -შინაბერა არა? მეტი მეკუთნის არ უნდა შემერიგებინეთ შენ და რატი ... -ოხ ნუცა .. როგორი ჯიუტი ხარ ,მე რას გეუბნები შენ რას მეუბნები . ოღონდ აიცილოს სალაპარაკო ტემა და რას არ გააკეთებს, თვალებსაც კი იბრმავებს ისე თითქოს ვერავის ხედავს ... უიი მართლა ბათუუუ ჩემო საყვარელო - უცებ შებრუნდა უკან და დავინახე როგორ დაკარგა ფერი ნუცამ , მეგონა მოკლავდა კატოს -გისმენ კატო -ჩემო საყვარელო შენთვის ჩემი დისშვილი არ გამიცნია ... ახლა გაგაცნობ მერე არ გადამავიწყდეს - გაიცინა და ბიჭს წინ დაუყენა ნუცა= გაიცანი ნუცა გიგაური ,ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი დისშვილი -სასიამოვნოა -ჩემთვისაც , ძალიან - ბათუმ გაუღიმა და ხელი გაუწოდა. დავინახე როგორ ჩაიცინეს ბიჭებმა და უკეთ დავაკვირდი წყვილს . აქ რაღაც ხდება, არ გეგონოთ სულ მელანდებოდეს წყვილები,მაგრამ აშკარად რაღაც ამბავია -დეიდა წავედით რა .. მცივა უკვე -ჩაგეცვა მერე თბილი მოსაცმელი ვის ეპრანჭებოდი ნეტავ -დეიდა ... ხომ იცი რომ ვერ ვიტან ზედმეტ სამოსს -იარე აბა შიშველმა ... -როგორც კი ბათუ ბიჭებთან მივიდა მაშინვე შეუღრინა ნუცამ -რას ნიშნავდა ეს .. მე და შენ რაზე შევთანხმდით კატო? -ახლა ვარ კატო? წეხან კი დამაბერე და დამიძახე ოცჯერ დეიდა ... დეიდა უიმეე მუდო რა ბიჭია პირდაპირ ცასაყლაპია, რა სხეული, რა თვალები, ტუჩები პირდაპირ მოსაჭმელი -ნეტა ახლა გისმენდეს რატი -იცის მაგან შვილის ტოლა ბიჭებზე რომ არ უნდა იეჭვიანოს და მე მხოლოდ მისი ტუჩები მიყვარს -დედაა -ამას რა უტყდება ნეტა ის გამაგებინა.. ვის გავხარ შვილო ასეთი მორცხვი გავგიჟდები სადაცაა . გარეგნულად რო არ მგავდე ანალიზს გავიკეთებდი,იქნებ საავადმყოფოში შეეცვალათ -ვაიმე დეიდა გააგიჟე ბავშვი და რა ქნას .. შენ ვინ გაგიწევს კონკურენციას სიგიჟეების კეთებაში -დისშვილიც ასეთი უნდა.. დედაშენივით მწარე ხარ რა ..ის კი გათხოვდა 20 და შენ რა დაგემარტა დაბერდი ქალი - 26 ვარ კატო -რაღა დარჩა 27 ხდები 31 ში -ვაა მართლა? -ხო .. იმიტო წამომათრია დაბადების დღეს ,ტან ახალი წლის ღამეს მარტო ხო არ იქნებიო . -მაგარია აბა ავღნიშნავთ - ტაში შემოჰკრა მაკომ -ამას ოღონდ აქეიფე და არ უნდა არაფერი ბექაა მეორე- სალომემ ჩაიფხუკუნა და მიიღო კიდეც -ფისუნია შენ რას შვები ? მე რომ არ ვიყავი ალექსმა ხო არ იმაიმუნა -ნუ მეძახი ეგრე რა დედა - ხო მაპატიე <შენ მხოლოდ ალექსის ფისო ხარ. ისე რა ფისო შენ ხარ , კლანჭი შენ არ გაქ და ეშმაკობის თავი . ეტყობა ის ბიჭი პოტენციალს ხედავს შენში ჰა? -დედა გეყოფა რაა -ვაიმე რა საყვარელიხ არ გოგო შენ... როგორი უწითლდება ლოყები . ეჰ ეგრე როდის მემართებოდა აღარც მახსოვს. ეგრე რო მომდიოდეს ბექას ხელში მოვკვდებოდი- მაკო აკისკისდდა . კი მივაღწიეთ სახლში ამდენ ლაპარაკში . მერე დავისვენეთ და დავიწყეთ ვახშმის მზადება. ყველა სხვადასხვა რაღაცას ვაკეტებდით,იმდენი ვართ საჭმელი ბლომად კი გვჭირდება. მაგიდას ვაწყობდით და თვალებს ვაცეცებდი,იოანე არ ცანდა. ზემოტ ავედი არ იყო,ვიკითხე არ იცოდნენ სად იყო ,ლამის გავგიჟდი. რაღა დარჩა ახალ წლამდე ის კიდე არ არის, ნუთუ წავიდა. იქნებ რამე მოხდა, არც მპასუხობს . შეიძლება გავგიჟდე. ღმერთო ერთხელ მაინც რომ შემერგოს ბედნიერება რამე დაშავდება? -რა გჭირს შენ -იოანე არ არის .. წავიდა -საქმე ჰქონდა ალბათ რა იყო -ლიზამაც არ იცის ..არავინ იცის სად არის -არ ნერვიულობენ ე.ი საშიში არაფერია -ხო მაგრამ.. -მოისვენე რა . წამო სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობთ წამოდი -არ მინდა რა-გვიყურე მაინც და იკაიფე რა -ვინები თამაშობ -ბავშვები .. ანუ მე , მაკო, ბექა, ბათუ , ნუცა -ბათუ და ნუცა ბავშვები არიან? -ცალ-ცალკე დავკერე არ იციან რო ორივე თამაშობს -საზიზღარი ბავშვი ხარ სალომე -ვიციიიი მოკლედ ასე. რამდენიმე წუთში ვიჯექი სავარძელში და ვუყურებდი მაგიდის ირგვლივ შეკრებილებს. მხოლოდ მე ვიყავი მაყურებელი. სხვები გასულები იყვნენ ... პირდაპირ შედეგებს გაგაცნობთ ... ე. ი ბექამ აღიარა რომ ეშინოდა მორიელების, მაკომ წიწაკიანი წვენი დალია მხოლოდ ორი ყლიპუ მერე კი სად დარბოდა ღმერთმა უწყის. ბევრი ვიახლისე ამაზე და მერე იმაზეც თუ როგორ დასდევდა ახარხარებულ ბექას. ბოლოს განაგრძეს ბათუმ თქვა „ პირველად რომ დავინახე ნუცა გავიფიქრე რომ მაგარი ქალი იყო“ . შემდეგ კი ნუცა ადგა და დიდი ორჭოფობის შემდეგ კმაყოფილებით აღსავსე ბათუს აკოცა ,როცა ყველას გვეგონა ტუჩებში აკოცებდა ტუჩს საკმაოდ ასცდა და ყელში აკოცა . არ გაუპროტესტებია არავის. ნუცამ რაღაც ჩასჩურჩულა ყურში სანამ მოშორდებოდა და დაჩის ჩაეცინა ,მაგრამ ვერ გავიგე რა . უკვე საღამოა , რამდენიმე საათი როგორღაც გადამატანინეს . შემდეგ უკვე გიჟს ვგავდი ამ საათის განმავლობაშიც ვრეკავდი უშედეგოდ . ბოლოს ტელეფონი რომ უნდა მომეფრიალებინა ქვემოთ ჩამიყვანა ნუცამ -რა ხდება? -სალომეს პრობლემა აქვს მგონი- მითხრა და გავიგე კიდეც მისი ხმა -არა ბექა ჩემს გვერდით არ დაიძინებს ეგ გორილა! ხომ ჰყავს რუსკა ხოდა დაიძინოს იმასთან ერთად -რუსკა გოგონებთან შედის -იცი ამდენს ტყუილად წიკვინებ მაინც არ ვარ თანახმა შენს გვერდით კი არა საერთოდ ოთახში ძილზეც- აქამდე ჩუმად მყოფი ბერდოს ამეტყველდა და უკან შებრუნდა განრისხებული სალომე. როგორ ახერხებს ეს ბიჭი საათების განმავლობაში ცანცარა სალომეს, ერთ წუთში ბოროტ არსებად ქცევას -ალექს თანახმა ხარ ?- არასდროს რო არ უკითხავს ბოლო იმედს მოეჭიდა. ჩემმა ძმამ მშვიდად გახედა ორივეს -რა თქმა უნდა თანახმა ვარ ... ბექაა აქ უფროსი -რაააა? აქამდე ბიჭი ახლოს რო მოდიოდა იმაზ ეგიჯდებოდი და ამასთან ოთახში მაწვენ? -ეგ და შენ ჩხუბობთ და იმ ბიჭებს მეეჭვება ჩხუბი სდომოდათ .. ან მე ვერ გამიგია ჩხუბი რა არის -კარგი ჯანდაბას -ასე უცებ ნებდები? დასუსტდდი მგონი- ბერდოს ხმამ ისევ მიიქცია მისი ყურადღება .ისევ გაიხედა გაოგნდა როცა წამოდგა ბიჭი- მე და რუსკა სასტუმროში დავრჩებით ,არ მინდა ვინმე შევაწუხო -რა წესია ჩვენთან ჩამოხვედი და სასტუმროში უნდა იყო ? -არაუშავს ... დღის განმავლობაში თქვენთან ვიქნები -აქედან შორსაა სასტუმრო -მოვალ როგორმე ...კაი რა ბექა არ გაგიტყდეს ძმურად -სალომეე- ბექა შებრუნდა და რამდენიმე წამი უყურებდა . ვიცი რასაც თხოვდა, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი თუ დათანხმდებოდა,ღრმად ამოისუნთქა და გახედა ბიჭს -დარჩით ... მე ვიქნები შენს ოთახში ბექას ხათრით -რა არა... არ მინდა მე -გეშინია მგონი ხო - სალომემ ისიც კი დაივიწყა როგორ სთხოვა ფაქტობრივად დარცენა და ისევ ირონიაზე გადავიდა. - მართალია უნდა გეშინოდეს მე ხო ვჭამ ხალხს -რუსკა შენი ბარგი შეიტანე უკვე ოთახში? -ვრჩებით?- ლამის სიცილით უთხრა რუსკამ მაგრამ ტუჩებს მოუყარა როგორღაც თავი- დარწმუნებული ხარ? -რუსკაა ... შენს ოთახში წადი პატარავ , დაისვენე . მე კი ჩემს ოთახს ვნახავ თქვენის ნებართვით - ჩემოდანი ხელში ბუმბულივით აიტაცა და ბექას გაჰყვა რომელიც უკვე კმაყოფილი მიაბოტებდა -მოგკლავ .. მაყაშვილო დაგმარხავ რა იყო ეს ჰა? როგორ მიშვებ მაგასთან ერტად ოთახში რო მომახრჩოს ღამით, რომ მოვიდეს და ბალიშით გამგუდოს... ან იქნებ დანა დამარტყას უარესი მეორეს ფანჯრიდან რო მისროლოს ? აივანი აქვს სახლს.. მაინცადამაინც ჩემს ოტახს. ხო ვიყავი გოგოებთან ქეთა რატო მომეცი გადაბარგების უფლება? ან მაინცადამაინც ტახტი რატომაა ხო შევაგდებდი იმას იქ. მარა იქ რას შევუშვებდი ადგილი რომ გავუცვალო გვანცას? რო ავბარგდე ისევ -ძლივს ამოლაგდი არ შემშალო ახლა -ქეთა შენც ჩემს წინააღმდეგ ხარ? -გეყოფა გოდება ... მგონი მართლა გეშინია შენ იმ ბიჭის -ალექსანდრე რანაირი ძმა ხარ შენ... ნატას ვეტყვი ცოლად არ გამოგყვეს შენ სისხლსა და ხორცს იმეტებ და ცოლს რას უზამ -ნუ სულელობ რა ..ოდესმე დაჭკვიანდი -რა მინდოდა რა ..სააბაზანოს გამო გადავედი . შესულიყო ბექა მარა მაგან ბიჭებთან ერთად თუ არ დაიძინა მაკოს ვერ მოასვენებს და ცდუნებას სძლია და მე რა ვქნა- სანამ გვერდით ჩამიარა გავიგე როგორ ჩაიბურდღუნა და წავიდა. -ამათ ერთმანეთი მოსწონთ და იცხუბეს თუ სულ ასე ჩხუბობენ -სულ ასე ჩხუბობენ ნუცა და აღარ შემიძლია უკვე -ჩხუბშიც არის რაღაც სასიამოვნო ... -ნუ იტყვი - ბათუ გამოვიდა ოთახიდან და ნუცას გაუღიმა. -რას შვება ის -დალაგდნენ ... ერთად იქნებიან ოთახში -კაი ტო ღადაობ? დახოცავენ ერთმანეთს..შენმა დამ ჩემს ძმას რამე არ დაუშაოს იცოდე - ისე უთხრა ალექსს ყველას გაგვეცინა -ნუ ღელავ ფეხით არ შეეხება -გენდო? -სხვა რა გზა გაქვს -არა მართლა დახოცავენ ერთმანეთს . მე და ნუციკო რო ვიყოთ ერთ ოთახში ეგ ჯობია . ისე იოანე სად არის? -არ ვიცით... დმოისვენე შენ- სვანი შემოვიდა, აკო და ვაკოც უკან მოჰყვნენ.თვალით ანიშნეს რაღაც ბათუს და ერთად დასხდნენ დივანზე -ბერდო ჩამოვიდა? -ხო ბერდო და რუსკა -ვაა მაგარია და სალომე სად არის ამ დროს -ერთ ოთახში არიან -ღადაობ შე ჩემა? -ეს რეაქცია ჰქონდა ყველას. მე კი მთელი ღამე გავათენე. ბოლოს ჩამეძინა . ^^^ Salo--- მდგომარეობიდან ისე გამოუყვანიხართ რომ საკუთარი თავი უსუსურად გიგრძვნიათ? მე დამემართა ეს . მთელი ცხოვრება სხვის ნერვებზე ვთამაშობდი ,არ არსებობდა ადამიანი რომელიც მოთმინებას დამიკარგავდა და ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდა ის გორილა, ის ნეარდენტალელი , ტყიური სვანი მეგრელის გვარით . არა როგორ შეიძლება ადამიანი იყოს მეგრელი და ასეთი ჯმუხი და ხისთავიანი. არადა როგორ მიყვარდა სვანები ... დამატებით თავსატეხად დადებული ნიძლავი მაქვს. არასდროს წამიგია და ახლა სულაც არ ვაპირებ პარიზში იმათ გაშვებას . რამდენი „პირველად“ ვთქვი ,მაგრამ რა ვქნა მართლა პირველად დავინტერესდდი ვირაცის შეყვარებულით და ლამის გავგიჟდი რუსკასთან რომ დავინახე ბერდო. არადა ვერც ვუჩალიჩებ იმ გოგოს რამეს ,მომწონს რაღაცნაირად თბილი და საყვარელი გოგოა. სინდისიც მაწუხებს და მაჩერებს , მგონი მართლა ძალიან უყვართ ერთმანეთი და მერე როგორ მოვისვენო რომ დავაშორებ, თან რისთვის უბრალო ნიძლავისთვის. თავი საშინელი ადამიანი მგონია... გადავიფიქრე კიდეც მისთვის თავის შეყვარება უბრალოდ გაბრაზება მინდოდა . ტარაკნები რომ შევუშვი მის საწოლში ვერც კი ვიფიქრებდი ასე თუ გაცოფდებოდა, აღმოჩნდა რომ ეშინოდა ამ გოლიათს პატარა ტარაკანის და იმხელა ხმაზე იღრიალა თავიდან სიცილი კი დავიწყე ,მაგრამ მაჯაში რომ მწვდა და წამათრია სასაცილოდ ნამდვილად აღარ მქონდა საქმე. შემეშინდა... ძალიან შემეშინდა, ისე მიაქროლებდა მანქანას ღვედიც ძლივს შევიკარი, გაქვავებული სახით წელს ზემოთ შიშველი , შორტით იჯდა მანქანაში შუა ნოემბერში და საერთოდ ვერაფერს გრძნობდა. საჭეს იყო ჩაფრენილი,ყველა ძარღვი დაებერა, ყბები დაეჭიმა, ნამდვილ ნადირს გავდა .იმ დროს ის მგელი იყო მე კი ერთი საცოდავი ბატკანი ,რომელიც სიკვდილს ელის. არ ვიცი სად ვიყავით, ან ეს ტყე სად ნახა ,მაგრამ ვგრძნობდი როგორ მებინდებოდა თვალები , მაქსიმალურად ვცდილობდი ცრემლების შეკავებას, კანკალის დათრგუნვას , მაგრამ ვერ მოვახერხე. ხელებს რომ დავხედე ისე მიცახცახებდა მაგრად შევკარი მუშტი ,თუმცა აზრი არ ჰქონდა. სადღაც გააჩერდა ,ისე უცებ გადავიდა გონს ვერ მოვედი . მკლავში მსწვდა და გადამსვა ...ბნელოდა, შუაგულ ტყეშვი ვიყავი,მციოდა მეც ხომ დასაძინებლად ვემზადებოდი სახლის ფუმფულა ჩუსტები და ხალათი მეცვა .იმ წამს სიცივე არ მიგრძვნია ,მერე მივხვდი. იმ წამს მხოლოდ მეშინოდა, მისი თვალების ,იქედან მომზირალი მგლის მეშინოდა გაავებული რომ ღრიალებდა და კარგს არაფერს მაუწყებდა. ვიცოდი სიტყვა რომ მეთქვა იმ წამსვე ავზლუქუნდებოდი, ამას გაჩუმება მერჩივნა. გავჩუმდი, ენაჩავარდნილი ვუსმენდი მის ღრიალს, ვიტანდი ტკივილს მისი ხელები რომ მაყენებდნენ , ალბათ სულ დამილურჯდებოდა მკლავები . ბოლო სიტყვები რაც გონებამ შემდეგ გაიაზრა და არც გამქრალა „შენნაირი გიჟი ტყეში უნდა იყოს...“ სულ რამდენიმე წუთი ..ისევ უღხრან ტყეში ვარ,ისევ ბნელა, მცივა, ქარი სხეულს მიყინავს,მდგომარეობა გულსა და სულს. განადგურებული ვარ, შეურაცხყოფილი, დაჩაგრული სუსტი უძლური ქალი ,რომელმაც ძინააღმდეგობის გაწევა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ვერ შეძლო. აღარ ვიცი საკუთარი ტავი მძულდეს ამ სისუსტისთვის თუ ის ვინც ამ დღეში ჩამაგდო. სასოცარკვეთილი რომ ვკიოდი ამას მხოლოდ ამშინ მივხვდი ყელის წვა რომ ვიგრძენი. ხმა დამეკარგა ... თვალები დავხუჭე და გონებას ვაიძულე რეალობის სწორად აღქმა . ხელისგულების წვაც ვიგრძენი, სიცივეც , ისიც თუ როგორ გამალებით მიცემდა გული, შიშისგან როგორ ვთრთოდი . ცრემლებით დასველებული სახე, ყელის წვა, თვალების ტკივილი და მარტოოობა. შიში ...შიშს ვერ ვაქრობდი . მერე დავფიქრდი, მივხვდი რომ ასე არ წავიდოდა... გაბრაზება გადაუვლიდა სადღაც შუა გზაში და დაბრუნდებოდა ,იქნებ აქ იყო და მიყურებდა . -ნადირო...ველურო მეზიზღები ... იცი როგორ ვერ გიტან? მეზიზღები ყველაფრისთვის . განსაკუთრებით ამ წუთებისთვის და იცოდე ,გეფიცები აქედან სწრაფად თუ არ წამიყვან გაგანადგურებ. აქედან მაინც გავაღწევ ხომ იცი და ბოლოს მოგიღებ შე ცხოველო . ჯანდაბა როგორ შეგიძლია ჩემი აქ დატოვება ... როგორ - ვერ შევძელი ისევ ცრემლები წამომივიდა,ისევ გავტყდი. მუცლებზე დავეცი , სახე ხელებში ცავრგე და ავქვითინდი ისე როგორც არასდროს. ფეხის ხმა გავიგე, თავს ვარწმუნებდი რომ ის იყო , ისევშემეშინდა , მეტად ,უფრო ძლიერად .იმის რომ ბერდო არ იქნებოდა და სხვა ვინმე იქნებოდა ვინც რამეს დამიშავებდა. სანამ სწრაფაი ნაბიჯით მომავალმა ხელში ამიტაცა და სხეულზე ამიკრა ათასი რამ ვიფიქრე. ასეთი რამ გაგიგიათ? ისევ მის მკლავებში დავმშვიდდი. ისევ იქ ვიგრძენი თავი გადარჩენილად. ისევ ვკანკალებდი. უკანა სავარძელზე დაჯდა ჩემთან ერთად, ხელს არ მიშვებდა,მისი გულისცემა მესმოდა, გაყინული იყო ,სულ მთლად გაყინული და მაინც ცემს მკლავებზე დაატარებდა ხელებს რომ როგორმე გავეთქბე. მანქანაში ცართულმა გათბობამ სისხლის მიმოქცევა აღადგინა, სხეული გათბა ,მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა,მე ისევ გაყინული ვიყავი. ცრემლები მოდიოდა ,მაგრამ აღარ იყო ეს ტირილი. როგორც კი აღადგინა ტვინმა გათიშული სფეროები ,მაშინვე თავის დახსნა ვსცადე,არ მიშვებდა -გამიშვი! ახლავე -სალო... -ნუ მეძახი ეგრე.. საერთოდ არ ახსენო ჩემი სახელი... საერთოდ აღარ გამეკარო ახოს ! ხელი გამიშვი და სახლში დამაბრუნე -მე მართ... -არაფერი თქვა ! საერთოდ არაფერი , უკვე ბოლომდე შევიცანი ბერდო გუგავა ,არაფრის ჩვენება აღარაა საჭირო შენი ძალის დასამტკიცებლად, დარწმუნებული ვარ კიდევ რომ ეცადო ამას ცოცხალი აღარ ვიქნები მაგ მცდელობის შემდეგ!- არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ ვეუბნებოდი . წინ გადავედი ღვედი შევიკარი და ფანჯარაში გავიხედე. არაფერი გვითქვამს, ან რა იყო სათქმელი, ვიცოდი მიყურებდა , არ გამიხედავს . ჯიქურ მივშტერებოდი გზას და როგორც კი მივედით სახლში მაშინვე გადავედი. მადლობა ღმერთს არავის არაფერი უკითხავს. ლიზასაც კი,რომელიც გაოცებული მიყურებდა. სააბაზანოში შევიმალე და იქ განვაგრძე ტირილი , წყლის ჭავლის ქვეშ. დავმარცხდი? არ ვიცი. იქნებ უფრო მოვიკრიბე ძალა, იქნება მით იარაღი ცავიგდე ხელში რითაც დავიმორჩილებდი ბერდოს...არაფერი ვიცი, უფრო სწორად იმ წუთებში არაფერი ვიცოდი ერთის გარდა ,ბერდომ ფეხქვეშ გამთელა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მას შემდეგ გამიკვირდა მაგრამ თავს მარიდებდა,თიტქოს იმედები გამიცრუვდა. მინდოდა ესარგებლა თავისი ძალით,მინდოდა ეჩვენებინდა რომ თავისი ქცევით კმაყოფილი იყო ახლა კი პირიქით იყო, სინანულს ვხედავდი მის თვალებში, ტკივილს და ბოდიშს .ვაიგნორებდი, გვერდს ვუვლიდი ,არ ველაპარაკებოდი იშვიათი აუცილებლობის გარდა ისიც რამდენიმე სიტყვას მივუგდებდი და მორჩა.ასე გავაგრძელე მანამ სანამ გუდაურში არ წავედი,მეგონა არ მოდიოდა და მშვიდად ვიყავი, მაგრმ ვინ დამაცადა.მოვეწყვე ჩემს ნებაზე,იმ ოთახსი რომელშიც მინდოდა და სადაც ყველაზე დიდი საწოლი იდგა, მათი დაშორება შეიძლებოდა მაგრამ მე შევაერთე და კომფორტულად ვიკოტრიალე ერთი ღამით. ოტახს თავისი სააბაზანო ჰქონდა და ამით ვიღებდი ყველაზე დიდ სიამოვნებას, რო რამე და აივანიც იყო გავიდოდი პლედით და ფინჯანი ჩაით . ავიწყვე გეგმები , მიხარია ცხოვრება და ვიგებ რომ ის ველური ჩემთან ერთად იქნება ოთახში, გავგიჯდი და გავდავირიე მაგრამ არავინ მომისმინა. ბოლოს ბექამ ისე სემომხედა მივხვდი უხერხულად იგრძნობდა თავს მის წინაშე რომ წასულიყვნენ... ერთი არ მესმის უკან რატომ არ დამაბრუნეს და წყვილი ერთ ოტახში რატომ არ დაბინავდა, პირველად დაიძნებდნენ ერთად თუ რა.. არ მესმის იმ გოგოსი,როგორც არ უნდა ვჩხუბობდეთ დავიჯერო იმდენად ენდობა ბერდოს რომ სხვა გოგოს უწვენს გვერდით? თუ მე ვგონივარ იმდენად შეუხედავი რო ბერდოს ვერ ვაცდუნებ... მგონი ამ ამბავმა წამაქეზა ... ახლა ოთახში შევდივარ .. წესით ამობარგებული უნდა იყოს ის . ვხედავ როგორ აჩოცებს საწოლს მეორე კედლისკენ . სულ ცოტათი დაუშორებია ერთმანეთთან -საინტერესოა... მგონი მართლა გეშინია ჩემი... იქნებ გგონია იქ რომ დამტოვე მგელმა მიკბინა და ახლა მაქცია ვარ -ჩემს პროვოცირებას ნუ ცდილობ... არ წამოვეგები შენს ანკესზე -თავი თევზი თუ გგონია ცუდია ... თავს იმდაბლებ? -იქნებ გაჩუმდე ... მადროვო ამობარგება და მშვიდად ყოფნა -რაიმე მელოდიაც ხომ არ ვიღიღინო განწყობა რომ შეგიქმნა- არ ამყვა. დამაიგნორა და განაგრძო საქმე. თითქმის მიწეული ჰქონდა საწოლი რომ გაჩერდა ამოიოხრა თიტქოს განაჩენი მიიღო და წამში დააბრუნა უკან . გამეღიმა, ვერ გავიგე რა ჯანდაბა მეტაკა მაგრამ გამეღიმა. არ გამოუხედავს. საწოლზე წამოვგორდი , ვუყურებდი როგორ ალაგებდა თავის ნივთებს ერთ-ერთ კარადაში და რატომ მქონდ აკმაყოფილი სახე მაინც ვერ ვხვდები . შემდეგ რაღაცეები აიღო და სააბაზანოში შევიდა. მგონი უკვე დაღამ.. დაღამდა კი არა თორმეტი საათია . იმიტო მეძინებოდა? არ გამიკვირდ ამეთქი თვალები რატო მეხუჭება. ახლავე გამოვიცვლი და დავიძნებ. სწრაფად წამოვდექი ჩემი პენუარი ავიღე ,ტანსაცმელი მოვიშორე იქვე სკამზე მივაფინე და პენუარი მოვირგე . მაგ დროს გაიღო კარო და გამოვიდა ვაჟბატონი. მაისურსა და შარვალში გამოწყობილი. ჯანდაბა ამას და ამის სიმპატიურობას . მოიცა ამ ხისთავიანმა შემათვალიერა თუ ისე მინდა გამოვიწვიო მასში ემოცია უკვე მეჩვენება... როგორცაა ახლა ზედაც არ მიყურებს, შეწვა საწოლში მოხვია ხელი ბალიშს ჩაიხუტა ჩემი ყოფილი ბალიში და გაყუჩდა. ოთახი გადავჭერი ,ჭუქი ცავაქრე და მეც დავწექი საწოლში . ხომ შორს იყო, ხო არ ჰქონდა მნიშვნელობა მიდგმულ საწოლებს და მაინც ორივე კიდეში ვიწექით, მაინც ვიწვოდი, თითქოს ღუმელთან ვიყავი . ვერ ვისვენებდი , იმდენჯერ დავტრიალდი მისგან განსხვავებით ,მგონი თავბრუ მეხვევა. ალბათ დიდხანს გავაგრძელებდი უცებ მაჯაში რომ არ ესტაცა ხელი , საწოლზე მიმაწყება ფაქტიურად, ხელები ტავთან გამიკავა და ნახევარი ტანით ზემოდან დამაწვა,თითქოს შევძლებდი გაქცევას -შეწყვიტე ! -არც მალადო მშვიდად ყოფნა -სენ ნორმალური ხარ? ესაა მშვიდად ყოფნა? ათასჯერ დატრიალდი -არ შემიძლია ისე -შეძლებ ! -ვერ შევძლებ.. შეგიძლია წაბრძანდე მოთმენა თუ არ შეგიძლია -მე ყველაფრის მოთმენა შემიძლია -მე არა, ტკივილს და ჩალურჯებებს ვერ ვითმენ -მაპატიე არ მინდოდა ტკენა - უცებ გამიშვა და მეგონა დათვი იქცა პატარა ახალშობილ ბელად - უკან დაიხია და მაჯებზე დამაკვირდა -ძალიან გატკინე -უარესიც გაგიკეთებია- ისევ მოვშხამე და ზურგი ვაქციე. რამდენიმე წამი მგონი არც სუნთქავდა,გაშეშებული იყო იგივე პოზაში. შემდეგ გულაღმა გადაწვა საწოლზე ,თავის მხარეს . ჭერს უყურებდა, ვიცი არ ეძინა . საშინელი ღამე იყო, ვერც მე შევტოკდი,რომ გადავბრუნებულიყავი ხომ შევასკდებოდი ,ვერც ისე დავწექი როგორც მინდოდა. ბოლოს თავისით მიმელულა თვალები ტვინმა რომ ვეღარ გაუძლო. ... ^^^ მგონი შევიშალე... პირველივე დღიდან მაბნევს, მაფორიაქებს, ათას სურვილს აღმძრავს ყველაზე გარყვნილიდან დაწყებული მკვლელობის და დახრჩობის სურვილით დასრულებული . თავიდავკარგე ჩვეულებრივად, ვეღარ ვაკონტროლებ ჩემს ქცევას, ვეღარ ვახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას,მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად ნაკლებად ვიმჩნევ. ადრე ისედაც ვერავინ მაფორიაქებდა , შინაგანადაც ასეთი ცივი ვიყავი , ახლა კი საკუთარ თავს ვერ ვცნობ. ბრაზი მიჩნდება , ზოგჯერ მინდა შემოვსცხო ერთი მაგრად რომ გამოვიფხიზლო თავი მაგრამ როგორ. წარმოგიდგენიათ? იმ დომენდე დავეცი რომ ჩემს საკუთარ ძმაზე ვიეჭიანე ,იმდენად ვიეჭვიანე რომ მასთან ჩხუბიც კი მომინდა იმ ფლირტის გამო სალომეს რომ გაუბა. კიდევ კარგი თავი შევიკავე და მერე დაკვირვების შედეგად დავასკვენი რომ თამაშობდა. გავბრაზდი და ნამდვილად ავფეთქდი -რას თამაშობ ბათუ ვერ ვხვდები. რა გინდა? -რას ვთამაშობ ხო არ გაგიჟდი შენ -ნუ ცდილობ მომატყუო... სულაც არ მოგწონს სალომე როგორც ქალი -დიდი ამბავი მერე -რაა? ახლა არ მითხრა ... შენ სულ ხო არ გაუბერე .არ გაბედო იცოდე, ისიც შენ სათამაშოდ რომ აქციო მოგკლავ - ისე გავცოფდი და ვწვდი საყელოში აზრზეც ვერ მოვედი . ჯერ მიყურებდა ,მერე ახარხარდა და ჩემი ხელები მოიშორა -ღმერთო შენ გაიხარე... ღმერთო ჩემი გახარებისთვის ძღვენი უნდა მოგიძღვნა ... ვაიმეე არ მჯერა შე მართლა ხისთავიანო გორილა , ერთუჯრედიანი ხო არ ხარ ბიჯო რა თოჯინად ვაქციო პედოფილი ხო არ ვარ 18 წლის ბავშვს ვეცალიჩო თან ფაქტობრივი ძმაკაცის დას და თან ჩემი ძმის მომავალ ცოლთან რო ნაფლირტავები ვიყო სირცხვილია მამენტს -ერთუჯრედიანი და ქალზე დახამებული არსება თვითონ ხარ, მერე მეორეც ერთხელ ყოფილხარ 18 და 19 წლის გოგოსთან თუ ორჯერ . მოიცა რა მომავალი ცოლი შენ სულ ხო არ გაუბერე - ბოლოს ისე ვიღრიალე ფანჯრებმა ზანზარი დაიწყეს ,ის კი სიევ იცინოდა -აბა ერთ წამს დაფიქრი, მე შენს საკუთარ ძმას მემუქრები და რისთვის იმისთვის რომ მასთან არ მქონდეს რამე თორე სულ არ დაინტერესდდებოდი მისი ბედით რომ არ მოგწონდეს . ეჭვიანობ შე ტვინგამორეცხილო -რა სისულელეა უბრალოდ მე ... უბრალოდ -უბრალოდ ..უბრალოდ რას მოიფიქრებ გენიოსო აბა მითხარი გისმენ -შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.. კიდევ კარგი აქ არ გადმოვედი თორე გამისკდებოდა გული და რაღა ეშველება ჩვენს მშობლებს შენს იმედზე რომ მოუწიოთ ყოფნა -ოხ ოხ ოხ როგორ იცის ხოლმე შხამის ნთხევა.. მე შვილიშვილებს მაინც ვაჩუქებ და შენ ამ ტემპით თუ გააგრძელე მერე შენს კაცურ ღირსებას სათანადო მოშაობაც აღარ შეეძლება -შენს უხამს ხუმრობებს პასუხის ღირსადაც არ ვთვლი ... უბრალოდ გული მერევე შენს საუბარზე -ღმერთო ეს ვინაა ... როგორ მეცოდება ის გოგო შენს ხელში ისევ თვითონ თუ იზამს რამეს თორე მოგიწევს ვაჟიშვილად სიკვდილი -როგორ დამღალე ღმერთო.. ამ აფსურდული თემების განხილვით, სარკასტული ხუმრობებით და საერთოდ შენ! რას ჩამოხვედი ყოფილიყავი იქ ! - უკვე ნერვი აღარ მქონდა ავდექი და წამოვედი . სახლში გაბრაზებული შევედი, ძლივს ვიკავებდი თავს, იმის გააზრება რომ მასზე ვეჭვიანობდი, რომ ჩემთვის რაღაცას ნიშნავდა ეს თავხედი გოგო მაცოფებდა. საძინებელში შევედი, გადავივლე, დავმშვიდდი შორტი ამოვისვი, საწოლს მივუახლოვდი და თიტქმის დავვარდი მოწყვეტთ ჩემი თეთრი ზეწარი მთლიანად მოფენილი იყო ტარაკნებით... ბავშვობიდან მეშინია , ჩემი ძმის დამსახურებით სულ პატარა ვიყავი ბუტერბროდში რომ ჩამისვა და თიტქმის პირში გავაქანე. ისე შემეშინდა იმდენად ამაზრზრენი იყო ჩემთვის დღეს უკვე ფობია მაქვს ტარაკნების. სრულიად უკონტროლო გავხდი, ერთმანეთს დაეწყო დღის განვითარებული მოვლენები და ცხოვრებაში პირველად ჩავიდინე ისეთი რამ რასაც თავს ვერასდროს ვაპატიებ, რაც არ უნდა მოხდეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს დიდი ჩირქი , არაკაცული ქცევა ,რომელსაც ბოლო დონის ნაძირალაც არ იკადრებს . ვერც კი ვიაზრებდი რას ვუპირებდი სალომეს, უბრალოდ მივათრევდი, შემდეგ მანქანას ვმართავდი და კიდევ კარგი არაფერი უთქვამს თორემ მოვკლავდი ალბათ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ საკუთარი თავისტვის დამეჯერებინა ,ის არაფერს ნიშნავდა ჩემთვის, სიევე მოვექცეოდი როგორც ნებისმიერ სხვას. მაგრამ ის ვერ ვიფიქრე რომ სხვას ასე ვერ გავიმეტებდი, სხვას მხოლდო სიტყვებს ვაკმრებდი , აღარასდროს დავეკონტაქტებოდი ის კი შუაგულ ტყეში დავტოვე ... ჯანდაბა ! მე ის იქ დავტოვე! ტვინმა ფუნქციონირება რომ დაიწყო და ეს გავიგე ისევე დიდი სიჩქარით მოვაბრუნე ტყეში მანქანა როგორც წამოვედი . ტყეში სვლა უჭირდა მანქანას და შორიახლოს დავტოვე, ფეხით გავიქეცი იმ ტოტებს შორის უფრო ჩქარა წავიდოდი... მისი ხმა მესმოდა ,როგორ მლანძღავდა, როგორ ტიროდა და კიოდა შეშინებული. მეგონა გულს მაცლიდნენ, უნდა გამხარებოდა მისი ასე ნახვა? არ ვიცი მე მტკიოდა ,მისი თითოეული ცრემლი მტკიოდა და იმხელა ჭრილობა დამიტოვა ვერასდროს შევიხორცებ , ჩემს სინდისს ყოველთვის მოუწევს ამ ტკივილის ატანა. ხელში რომ ავიყვანე სულ გათოშილი იყო. მაგრად ვიკრავდი გულში და მეშინოდა, მისი სიჩუმისაც მეშინოდა. როგორ მინდოდა ეყვირა, ეკივლა, ისევ ეთქვა რომ ვძულდი, რომ უკანასკნელი არაკაცი ვიყავი ,მაგრამ დუმდა და ეს დუმილი უფრო მაგიჟებდა. მანქანაში გათბობა შევძელი.... მინდოდა ბოდიშის მოხდა, აზრი არ ჰქონდა ვიცოდი მაგრამ მაინც მინდოდა რამე მეთქვა , ვერ შევძელი . რამდენიმე სიტყვა მითხრა და ვეღარაფერი ვუთხარი , არ მქონდა სალაპარაკოდ საქმე... სახლში რომ მივიყვანე იმ დღის შემდეგ ვცდილობ არ შევხვდე ხშირად, პირველად ვემალები ადამიანს . ვიცი ვერ დავმალავ ამ ჩემს სინანულს , ვერც ტკივილს და არ მინდა ეს დაინახოს. უბრალოდ ისევ მინდა შორს ვიყო მისგან, ველოდები რომ გამიქრება მისი ნახვის სურვილი,მისი ხმის გაგონება აღარ მომინდება, არც სიცილის დანახვა . მისი გაბრაზებული სახეც ხომ უნდა გადამიყვარდეს ოდესმე, არც ის თვალები უნდა მენატრებოდნენ სხვივს რომ ასხივებს ... მეშინია და გავურბი -დიდხანს უნდა გააგრძელო ასე? -რუსკა ნუ შემჭამე გეყოფა რა შენ მაინც ნუ მიმატებ -ნუ გიმატებ კი არა ბათუ მართალია -რაშია მართალი -ხისთავიანი ხარ , ერთუჯრედიანი რომელიც ვერ ხვდება როგორ უყვარს ის გადარეული და რას უშვება საერთოდ -შენ მაინც ციი რა გავუკეთე ,... სიყვარულის გამოვლინება იყო ალბათ ხო? -კარგი რა გაგაბრაზა და სამაგიერო გადაუხადე, თან ისევ შენ წამოიყვანე უკან, გაათბე და დააბრუნე სახლში -ნუ გამაგიჟებ რუსკა გევედრები ... ვერაფერს მეტყვი ისეთს რაც გადამარწმუნებს -რატომ აეჭვიანებ ... კარგი შენ არ ეჭვიანობ , იმას რატო აეჭვიანებ , რაში გჭირდება -რა სისულელეა - რატომ არ უთხარი ვინ ვიყავი და რატო ჰგონია რომ საყვარლები ვართ თუ რაღაც . მითხარი რატომ გიკრთოდა კმაყოფილების სხივი თვალებში როცა ამ ფაქტის გამო ბრაზდებოდა -არავითარი სხივი არ მიკრთებოდა.. რაში მჭირდება იმ გადარეულის ეჭვიანობა და საერთოდ ვინმე რატო უნდა ვაეჭვიანო იდიოტი ვარ? -მართლა იდიოტი მგონიხარ ხანდახან ... ამ ბოლო დროს ჩლუნგდები მგონი ნათლი . ნუ დადიხარ წინ და უკან . გეუბნები ჩაალაგე ბარგი და წავიდეთ გუდაურში -არა ! -კარგი მაშინ ეგდე აქ მარტო.. მეც არ მოვალ შენთან... ჩემებთან წავალ სახლში. შენ კიდე დატკბი სიმყუდროვით და აქედან იოცნებე სალომეზე, მერე საკუთარ ტავს გაუბრაზდი ამის გამო ,მერე ისევ მოერევა გონებას გული და დაიწყებ ისევ და ისევ და ისევ სალომეზე ფიქრს . ბოლოს რას გააკეთებ თავს რომ ვერ მოერევი -შენც წამოხვალ! -მე რა მინდა იქ .. რა სისულელეა... სირცხვილია ,ისედაც იმდენი იქნებიან.. არა! -რატო არ გინდა არასდროს მათთან მისვლა... კარგი ხალხი არიან არ მითხრა ტყუილად ვერ ვეწყობიო- უცებ მივუბრუნდი და თვალების ცეცება რომ დაიწყო კუთხეში მივიმწყვდიე -ნუ მიყურებ ასე.. არ მაქ მიზეზი, შენ შენ საქმეს მიხედე გამშორდი .. -მითხარი ! მითხარი და მე ჩაგილაგებ ბარგს -არ მჭირდება შენი ცალაგება ... შემეში ადამიანო არ მაქ მიზეზი უბრალოდ მრცხვენია, ასე მგონია ვაწუხებ იმათ . ბევრნი არიან ჩემთვის საწოლიც არ იყოს შეიძლება -ისეთი გოგონები არიან გამოგიძებნიან ადგილს და მიგაწვენენ სადმე -ნუ მიყურებ ასე ! -რუსუდააააააან მითხარი მიზეზი -ჯანდაბა ! ჯანდაბა შენს თავს რეზი მომწონს და რომ ვხვდები და არ ვადარდებ და არ ვაინტერესებ და საერთოდ ვერ მამჩნევს ჭკუიდან გადავდივარ, ცუდად ვხვდები საერთოდ სუნტქვა მეკვრის და არ შემიძლია ვერ გავიწამებ თავს-ერთია მოსუნტქვით მომაყარა და მობუზულმა დახუჭა თვალები ვითომ რამეს ვეტყოდი. მე მართლა შოკი მივიღე, ყველაფერი შენი ბრალია სალომე, ისე გამომათაყვანე ისიც კი ვერ გავიგე ცემს გოგოს რომ მოსწონდა ხეცურიანი. რამდენიმე წუთი დუმილის შემდეგ თვალები გაახილა - არაფერს მეტყვი? -რა გინდა რომ გითხრა... ბარგი გაქ გასამზადებელი,სახლში წადი მოდიხარ. მე თუ არ მაძლევ აქ ყოფნის უფლებას თავად იმალები? -ერთი და იგივე არ არის -პრობლემებს თავად ვქმნით -ჩემივე სიტყვებით მეთამაშები? არ გეცოდები? არ მინდა გთხოვ... არ შეუძლია ცემს ერთციდა გულს იმ ბიჭის ცქერა -უნდა ისწავლო გენაცვალე ყველაფრის მოთმენა ... ან ბრძოლა -რომელი ბრძოლა რა უნდა გავაკეთო მე ისეთი იმან რო შემამჩნიოს -არ ვიცი იცი? ბიჭისთვის თავია რასდროს მომიწონებაია -დამცინე ხო . მეტი მეკუთნის - ბუზღუნით წავიდა სახლიდან. რამდენიმე საათში ,გზაშიც რომ მეწუწუნა და ათასჯერ მთხოვა გააჩერე მანქანა უკან ვბრუნდებიო , მივაღწიეთ როგორც იქნა . საღამო იყო უკვე . სახლშ ყველანი არ ჩანდნენ, მისაღებში ვიყავი, ზოგი ვნახე . რუსკას შეხვდნენ თბილად და ეს მახარებდა, არ მინდოდა ცუდად ყოფილიყო ჩემი გოგო. მაგრამ ცუდად მე გავხდი ბექამ რომ მითხრა სალომეს ოტახში დაიძნებო . მეგონა ტვინში სისხლი ცამექცა, თავში რარაც მძიმე დამეცა. როგორ მინდოდა იმდენი ეყვირა იმ გადარეულს , ჩხუბის დროსაც რომ მაგიჟებდა , რომ გადაეფიქრებინა ბექას. არ გამოვიდა, დავთანხმდი. მეც არ მჯერა როგორ დავთანხმდი, პირდაპპირ ცდუნების მორევში შევდივარ საიდანაც გამოსავალს ვერ ვხედავ, მაზოხისტი ვარ მგონი. საწოლები შეერთებული რომდ ავინახე იქედან რომ დაიწყო ვეღარ გავჩერდი. სისულელეს სისულელეზე ვაკეთებდი, კონტროლი დავკარგე. საწოლები არ დავაშორე, არადა მკლავდა მასთან სიახლოვე, ერთი ხელის მოსმით შემეძლო მისი ცახუტება ,მისი თმის და კანის სურნელის შეგრძნება, მაგრამ არ შემეძლო. ძლივს შევიკავე თავი იმ მოკლე პენუარით რომ დავინახე ,ისე იდგა ვითომ ყველაფერი დაფარული ჰქონდა არადა დამიჯერეთ ჩემნაირ კაცსაც კი აგიჯებდა, აქამდე მეგონა შიშველი ქალის დანახვისასაც შევიკავებდი თავს თუ არ მინდოდა მასთან ყოფნა, ახლა კი ჩემი თავი მაგიჟებდა . ისევ ვერ ვცნობ საკუთარ თავს, ისე იმატა ტემპერატურამ მგონი მათრობს , ამ დისტანციიდანაც კი. მეგონა დაძინებას მაინც შევძლებდი ,მაგრამ იმდენი იტრიალა სულ სემშალა. მერე ისე ახლოს ვიყავი მის კოცნას არაფერი მერჩივნა,მინდოდა სიცხისგან დაწითლებული ტუჩები დამეკოცნა,ისე ახლოს ვიყავი ...მადლობა ღმერთს თავი შევიკავე, ისევ თვითონ დამანარცხა მიწაზე . ჩემი დანაშაულით სარგებლობდა, სათამაშოდ იყენებს და მეც მისი სათამაშო ვხვდები ავტომატურად. რომ მითხრა ხელს მტკენო ლამის დავუჩოგე ბოდიშის მოსახდელად და დავუკოცნე ხელები, მერე ის ღამე გამახსენა და ზურგი მაქცია... ვერ დავიძინე. საერთოდ ვერ მოვხუჭე თვალი, აღარ ტრიალებდა ,არადა მინდოდა მისი სახე მაინც დამენახა . შემდეგ ღრმა და მშვიდი გაუხდა ძლი, გვიან ჩაეძინა . რამდენიმე წუთში აკრუტუნდა, ხელების ფათური დაიწყო ,პატარა ბავშვივით და ერთი წამი დასჭირდა ჩვენს შორის მანძილის დასაფარად. ჩემი სურვილის ასასრულებლად,რომელსაც ამდენი ხანი ვებრძოდი . მეხვეოდა, ნახევარი ტანით ამეკრო ,ტუჩებს აცმაცუნებდა.მერე გაჩერდა . ცხვირი ყელზე გამიხახუნა, გაეღიმა და მაისურში ჩამალა სახე. ტკბილად ეძინა,კომფორტულად აშკარად მსოწონდა ასე მე კი ,მე ვეღარც ვსუნთქავდი,მთელი სხეული დამეჭიმა, არარც ვიცი რას ვგრძნობდი , მგონი ვერც ვერაფერს ვგრძნობდი სულ გავიყინე , მერე ისევ გავცხელდი. მერე გავბრაზდი. ისევ ეს ფრაზა ტრიალებს ტვინში“რას მმართებს ეს გოგო“ არ ვიცი ასე დაჭიმული და დაძაბული რამდენ ხანს ვიყავი,ის აშკარად აღარ აპირებდა შეტოკებას, ხელები ჩემს მხრებზე ეწყო,თავი მკერდზე ედო სიე რომ საძილე არტერიას ეხებოდა ,მაისურის ყელში ჩამძვრალიც იყო ,შემშალა. ამოსუნთქვისაც მეშინოდა ,არ მინდოდა გაღვიძებოდა და წასულიყო. თითქოს ნაღმთან ყოფნა მინდოდა,რომელიც ნაფლეთებად მაქცევდა ,მაგრამ მაინც არ მინდოდა მოშორება. ძლივს დავმშვიდდი,მოვდუნდი . საბანი გავასწორე და მხარზე მოვხვიე ხელი. მარცხენა ხელით სახეზე ჩამოყრილი თმა მოვაშორე, მისი სურნელის აღქმა მოახდინა ტვინმა და გამაჟრჟოლა. ამ დროს ოდნავ შეირხა , არც კი ვიცი როგორ იწვა ფაქტია მისი მარჯვენა ფეხი მუხლში მოხარა და მუცელზე დამადო .ჩვეულებრივად შებოჭილი ვყავარ. რომ არ ვიცოდე სძინავს,ვიფიქრებდი განგებ მიკეთებდა . იმედია დილით გაპარვას შევძლებ უხერხული სიტუაციები ნამდვილად არ მჭირდება, რა სიტუაციებიც გვაქ ისიც საკმარისია. რატომ არ შეგვიძლია ადამიანებს მთელი ღამე გავათენოთ , რატოოომ?! ჩამეძინა... სალომეს წამოკივლებამ გამაღვიძა ,თან ხელზე მირტყამდა, ხეზე რომელიც აზრზე არ ვარ მის შიშველ ფეხზე როგორ აღმოჩნდა, საბნის ზემოთ არ მედო? ვინ მაცადა ფიქრი და გამოფხიზლება -ხელი მომაშორე გორილა... იცოდე გავგიჟდები . ჯანდაბა შენს თავს... ჯანდაბა იმათ კიდე შენს გვერდით ძილი რომ მომიხდა ... აააააა გაიღვიძე მართლა ჯანდაბა ! ბექა ოდესმე დაგსჯი ამისთვის ! უცებ მოვაშორე ხელები და თვალებიც გავახილე. იმ წამსვე მომშორდა და საწოლის ბოლოში იყო იმავე წამში. ლოყებაწითლებული და თვალებგაფართოებული. ჯანდაბა ! -აღარ დაგინახო ჩემთან მოახლოებული და საერთოდ ..ოოოხ ნერვები აღარ მყფნის გული მიწუხს უკვე- აღარ იცოდა რას ლაპარაკობდა. რაღაც უნდა მეტქვა რაც გააბრაზებდა , ამ სიტუაციას სიბრაზე სჯობდა -ვიღაც მეუბნებოდა გუშინ გეშინია და იმტომ სწევ საწოლსო და მგონი საკუთარ ტავზე ამბობდი - სწრაფად წამოვდექი და წავედი... რომ დავბრუნდი ოთახში აღარ იყო... ^^^ ბათუ--- საძინებელში ვარ იოანესთან ერთად და ვუყურებ როგორ ცქმუტავს. მეცინება, ვიცი ქეთასთან უნდა გასვლა. -გავიდე და გამოვუშვა? -არ წამოვა ... თან ნუცასთან ხო არ დარჩები -კაი შე ჩემა არ გითხარი? ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქ იმ გოგოსთან -სისულელეს არ ჩაიდენ? -იოანე -კარგი ხო .. მე გავალ და ნუცას გამოვუშვებ . იცოდე ... - ნერვებს მიშლი უკვე და ვბრაზდები -კაი ხო - უცებ წამოდგა,მაისური გადაიცვა და გავარდა. ჯერ ვიფიქრე დავიზინებთქო, საწოლში კი ვიწექი უკვე...არ დამეძინა, ცოტა შეაგვიანდა ნუცას. რატომ ველოდი ვერ ვხვდები ,მეზობელ საწოლში უნდა დაწოლილიყო და დაეძინა უბრალოდ ,მაგრამ მაინც ვერ მოვხუჭე თვალი. გავიგე სახელურის ხმა, ფრთხილად ჩამოსწია და ჩუმად შემოვიდა. მაინც ვერ მოვახერხე თვალის არიდება..მოკლე ხალათი ეცვა , ფეხშიშველი იყო მისი გრძელი ფეხების შესწავლამ გამართო და მერე კი მომიხდა თამაში მის თვალებს რომ წავაწყდი -არ გძინავს? მე კიდე მოვიპარები - ხო არ დამეძინა ... ერთად დატოვე გვრიტები? -ხო - გაიცინა. სიცილიც როგორი სხვანაირი აქვს, ქალური და მომხიბვლელი- ქეთო უარზე იყო ,მაგრამ რომ გამოვეპარე სხვა გზა აღარ დარჩა. იმედია ყოველ ღამით ასე არ იქნება - ასეთი ცუდი მეზობელი ვჩანვარ? -არა მე ეგ არ მიგულისხმია ... -კაი დაიკიდე არაფერია ,გასაგებია ისევ ვერ მპატიობ იმ პირველ შეხვედრას და არ მენდობი -ვაღიაროთ რომ არც ისე კარგად გამოავლინე თავი -არც შენ ყოფილხარ შაქარყინული -ვერ ვიტან როცა მაწუხებენ და ცდილობენ ისე შემაბან როგორც რიგით უტვინო ქალი და შენს წორედ ამას გეგმავდი -ლამაზი ხარ - რას ვრუტუნებ რა დროს ეს აღიარება იყო ახლა,ვითომა რ იცის ლამაზი როა. 14 წლის ბავშვი ხარ ბათუ? ყოჩაღ შენ რა ყოჩაღ . თან რო გადმომხედა და ჩაიცინა, დამცინი! მეტი მეკუთნის - ვიცი, გმადლობ -თავმდაბალო ... ბიჭი ვცდილობ დავათბო ურთიერთობა ჩვენი საერთო მეგობრების ხათრით და -ვიღაცის გამო აწყობილი ურთიერთობის არ მჯერა - მინიშნებსებს მაძლევს, უნდა ვაღიარო რომ მე მინდა მასთან ურთიერთობა თუ რა უნდა. მე ვერ ვხვდები რა მინდა და შენ რა გითხრა ნეტა.. -ანუ გჯერა რომ ჩვენ გამოგვივა- ისევ ჩაიცინა . გამაგიჟებს ეს მე , მოვაკბეჩ იმ მსუყე ტუჩებს . ტუჩებიიი კი არა მარწყვია ჩვეულებრივად... -გააჩნია რა ურთიერთობას გულისხმობ -ვიცი მეგობრული გოგო ხარ -ნამდვილად ვერ შეგედავები ... -გეძინება? - უცებ წამოვჯექი და გავხედე დუმილის სემდეგ -არა ... -არც მე - უცებ წამოვდექი და სიე გადავტანტალდი მის ლოგინზე სულ არ მახსოვდა ერთი მუხლამდე შორტი რო მეცვა საცოდავად. თუმცა რატო უნდა დავიმალო ვერ გავიგე გადაყლაპოს ნერწყვი რა დაუშავდება . ამ ტუჩზე კბენას არ დავვიწყებ ... არ შეიმჩნიო ბათუუუ -რას აკეთებ- საწოლზე რომ ავედი და ჩაწევა ვაიძულე თვალები გაუფართოვდა. დაიბენით ქალბატონო, ძალიან მომწონს ეს გარემოება ... -ვილაპარაკოთ...არაცვეულებრივი ღამეა საუბრისთვის . ზაფხული რო იყოს ეზოში გავიდოდით მაგრამ აშკარად არ ღირს- გარეთ გავიხედე, თოვდა -გიყვარს თოვლი? -კი ძალიან , თუმცა ხშირად ზღვაზე უფრო დავდივარ -ხო მეც ეგრე ვარ , თუმცა იქ მიყვარს სადაც მეგობრები არიან -დიდი ხანია იცნობ იოანეს და ბიჭებს? -საკმაოდ ... არც მახსოვს როდის გავიცანი- რა რთული ყოფილა ასე ახლოს იყო და ნორმალურად ვერ ეხებოდე. ერთი მხარით ვეხები და ისიც ზედმეტიაემოციურად-რაღაცას გკითხავ შეიძლება? -ისედაც მეკითხებოდი ბათუ - როგორ მიყურებს, მეც დებილივით მეღიმება -იქ რა გინდოდა? ვინმესთან იყავი მისული? კომპანიაში -გასაუბრებაზე ვიყავი ... ახლა უკვე იქ ვმუშაობ . კომპანიის ახალი ადვოკატი ვარ -კი მაგრამ ... გასაუბრება არ ჰქონდა შევუთანხმდით ახალ ადვოკატს და ჩამოგვყავსო ბიძაცემმა... ანუ ის შენ ხარ? - არა ეს ქალი ბოლოს მომიღებს, ხომ გეუბნებით მეშინია მე ჭკვიანი ქალის, იმიტომ მეშინია რომ იმდენად მიზიდავს ჭკვიანი ქალი ვიცი შემიყვარდება . თან მასზე იმდენი მელაპარაკა ბიძაჩემმა იმ დღეს სახელი მაინც ეთქვა რა არ დავკარგავდ ერთ თვეს. დამშვიდდი ბატუ, რა სუსულელეა არც იცნობ წესიერად რა სიყვარულზე ლაპარაკობ -ადვოკატი მე ვარ იქ და ალბათ ჩემზე გესაუბრა -რამდენი წლის ხარ ... იმიტო გეკითხები რომ პატარა ჩანხარ ამხელა გამოცდილებისთვის -26 ვარ ჯერ კიდევ ... ადრე დავასრულე კოლეჯი და უნიშიც შესაბამისად მალე ჩავირიცხე ასე რომ საკმაოდ ბევრი პროცესი მაქვს ჩატარებული და მოგებული ... ალბათ შენზე მიყვებოდა ბიძაშენი ბერდო აშკარად არის კომპანიის მმართველი -რა მოგიყვა... კარგს არაფერს გეტყოდა მაგის ამბავი რო ვიცი -ტყუილი არაფერი უთქვამს და კარგი იყო თუ ცუდი ეგ მე ვიცი -რა იყო ახლა ეს... მე გულახდილად გელაპარაკები და შენ ერთი ორი სიტყვით იფარგლები? -შენ მართა დადაქალება ხო არ გინდა ? კარგი დაქალი იქნები -დაქალი? -ისე წამოვიძახე სიცილი აუტყდა. არა ნაზი სიცილი ნამდვილად არ აქვს . არც ეს იქნება მთლად დალაგებული ხო ვიცი მე . გული მიგრძნობს , უარესი შენთვის. შენ კიდე გაჩერდი მეორე მე ხარ ალტერეგოო თუ ჯანდაბა ! -კარგი ხო არ ვიდაქალოთ ... წადი ახლა დავიძინებ. მინდა ნორმალურად გავერთო ხვალ -მაგდებ? პირველად მაგდებს ქალი საწოლიდან , პირდაპირ შეურაცხყოფილი ვარ -დამაინტერესებელი ვერაფერი შემომტავაზე ასე რომ -ნუ გამომიწვევ ისე იცოდე მაინც- უცებ მივიწიე ახლოს, შეკრთა და დადუმდა. მეჭიკჭიკება გოგო , შენ გაჩვენებ მე როგორ უნდა გაგიჟება . არა მაინც როგორი ლამაზი თვალები აქვს ყავისფერი და რაღაცნაირად განსხვავებული. რა მემართება ჩვეულებრივი ყავისფერი თვალები აქვს... ვის ვატყუებ ? ჩემს თავს? წაეთრიე წადი იმ შენს საწოლში გაგდებს ვერ ხედავ? იჯექი ახლა ასე ახლოს მასთან, არც კოცნას აპირებ ,სხვას ხო მითუმეტეს არაფერს. მართლა რა მჭირს ასეთ გოგოსთან ერთად ვარ ერთ ოთახში,უკვე ერთ საწოლში და არაფერზე მიფიქრია , მცდელობა ხო ზედმეტია. არა ბათუ არ ხარ შენ კარგად ... საწოლში დავბრუნდი, საბანში გავეხვიე ,ძილინებისა ვუსურვე და დავიძინე კიდეც. თუმცა ინსტიქტრუად გადავბრუნდი მისკენ , ჯერ შევხედე და მერე დავიძინე. სიზმარშიც არ მომასვენებს გული მიგრძნობს. ^^^ ქეთა--- მეძინა როცა ჩემს ტუჩებს იოანეს ბაგეები შეერწყა.. იმის გააზრება რომ ის ჩემთან იყო,კარგად იყო და დაბრუნდა საოცრება აღმოცნდა. უცებ წამოვვარდი და რასაც ჰქვია შემოვეხვიე სხეულზე. ფეხები წელზე შემოვახვიე და მთელი სახე დავუკოცნე -მოხვედი .. არ წასულხარ.. კარგად ხარ როგორ მომენატრა. აღარ წახვიდე ასე გაუფრთხილებლად. სად იყავი? რატო არ მპასუხობდი, ვისთან ერტად იყავი? -საყვარელი მყავს მასთან ვიყავი და ვერ გიპასუხე -საზიზღარო ../ გაგებუტე მე შენ! - ჩემი პატარა ვინ არისოო ვინოოო -იოანეე მართლა სად იყავი -საქმე მქონდა რაღაც... მობილური დამიჯდა და იმიტო ვერ გიასუხე -გადიოდა და არ იღებდი’ -ეგ თავიდან აბა ახლა ნახე ?- გათიშული მობილური მომაწოდა, არც მიფიქრია შემოწმება. ისედაც ხო მჯეროდა მისი.- მომწყდა წელი -აიტან.. უნდა აიტანო ჩემო სიცოცხლე -როგორი ტკბილი ხარ ... ასე იცის მონატრებამ ხო?- ყელს მიკოცნიდა, საწოლზე მიმაწვინა და მერე გამახსენდა ნუცა რომ უნდა ყოფილიყო ოთახში -ნუ გესინია ნუციკო გავუშვი უკვე ... -აქ დარჩები? -აჰაა- ტავი არც აუწევია,ისევ ყელს მიკოცნიდა ლავიწყზე გადავიდა , მხარზე, მადნობს -არა ! აქ არ დარჩები..ნუცას ასე ვერ შევაწუხებ რატო უნდ.. -ჩშ... დამაჯერე რო მოგენატრე თორე სულ ისე წავალ- ისევ ტუჩებისკენ წამოვიდა, ნიკაპზე ოდნავ ჩამასო კბილები და შემდეგ ტუჩებსშორის მოიქცია ქვედა ტუჩი . -იოანეე - ისე წამოვიიკნავლე მისი სახელი გაეღიმა. უფრო კომფორტლად მოთავსდდა ,თიტები ჩემს მოშიშვლებულ ფეხებზე აასრიალა და გული ისე ამიფართხალდა მგონი გაფრენა უნდა...-გაჩ.. -ჩშ...მოდუნდი და მადროვე მოგეფერო - პენუარის ჭრილს გაჰყვა ტუჩებით, მკერდზე მეხებოდა და ჭკუიდან გადავყავდი მის ნაზ, ხანგრძლივ,ნელ კოცნას . მერჩივნა უფრო სწრაფად გაეკეტებინა ,უფრო მიჩენდა სურვილს და ეს სურვილი სულაც არ მინდოდა იქ იმ სიტუაციაში ამესრულებინა,როცა ნებისმიერს შეეძლო ოთახში სემოვარდნა. ვიცი ისევ პატარა ბავშვივით ვიქცევი,ეს არაა ნრომალური როცა სურვილს უკუვაგდებ რაღაც სისულელის გამო,მაგრამ რა ვქნა ასეთი ვარ -იოანე ...იოო გეყოფა - რომ მივხვდი მეტს ვერ გავუძლებდი, ზემოდან მოვექეცი, ხელები თავთან გავუკავე, ვითომ შემეძლო რამე, თვითონ დაჰყვა ჩემს ნებას , რომ ვაკოცე ისე გააჟრჟოლა მეც გადმომედო მუხტი . კიდევ კარგი მხოლოდ ტუჩები ვიკმარე. შემდეგ კომფორტულად მოვთავსდდი ჩავეხუტე და ყელში ვაკოცე ერთი - დავიძნოთ ახლა, თუ არ გაკმაყოფილებს შეგიძლია გახვიდე და მისაღებში დივანზე დაიძინო -რა მკაცრი ხარ ... ვერ გაგტეხ ვერანაირად -ნუ დამცინი ისე თითქოს შენ გქონდეს დიდი ნებისყოფა -არც უნდა მქონდეს -გეყოფა რა - მის მაისურში ჩავიმალე ,ავწითლდი და აბა რა მექნა. -ჩემი ბროწეული გოგო ხარ შენ... სულ წითლდები -ლოყები დამიკოცნა მერე მაგრად ამიკრა სხეულზე და ასე დავიძინეთ. ^^^ მიშო... არ მინდოდა მისი დაჩქარება, არც აფორიაქება უბრალოდ ვერ მოვითმინე ბევრი ვიტრიალე საწოლში. ბოლოს წამოვდექი და სანამ გადავიფიქრებდი უკვე მის გვერდით ვიწექი. ხელი მოვხვიე და ვაკოცე -მიშოო.. -დავიძინოთ -კომფორტულად მოვეწყვე, მის თმაში ცავმალე სახე და ასეთი სასიამოვნო შეგრძნებით პირველად დავიძინე. ისიც გატრუნული იწვა და რამდენიმე წუთში სიზმრების სამყაროში იყო.. აი ჩემი ბედნიერება ... დილით პირველს გამეღვიძა, ფრთხილად წამოვდექი . შევეცადე ნელა მომეწია ჩემი საწოლი და როგორც იქნა მოვახერხე. შემდეგ ბავშვი ავიყვანე და შუაში ჩავაწვინე. ჩემი ტკბილი გოგო , ვუყურებდი ორივეს და მეღიმებოდა. ორივეს ერტნაირი სიმშვიდით ძინავს. ლინდამ გაიღვიძა ხელებით მიაგნო დედიკოს მკერდს და პაწაწუნა ცხვირი გაუხახუნა . იმ წამსვე გაეღვიძა ანაბელს , საწოლები რომ დაინახა გაეღიმა -დილამშვიდობის - დილამშვიდობის- გადავიწიე და ვაკოცე , ლოყები უწითლდება ყოველი კოცნის შემდეგ და ეს ფაქტი უფრო მაგიჟებს . ბავშვი მკერდზე მიიკრა , ქალბატონი ჭამდა ,მე კი დედიკოს ჩავეხუტე და ყელში ვაკოცე,მინდება და რა გავაკეთო ვერ ვითმენ მისი კანის სეხება მინდა, მინდა სულ უფრო მეტი ... - ბავშვი რომ გავასეირნოთ არ შეიძლება? ახლოს წავიყვანოთ...მინდა ერთად გავიდეთ -თოვა რომ შეწყყდება გავიდეთ... -ჩემი ციცქნა რა ხმებს გამოსცემს ჭამის დროს ასე მგონია მათლაფიდან ჭამს . მხარზე ვაკოცე და ტუჩებდანამულ ბავშვს დავხედე ,დანაყრებული რომ მიყურებდა. რძე ტუჩებზე ეცხო , ისეთი საყვარელია ამ დროს მინდა ჩავკოცნო . როდის გაიზრდება დიდი რომ ნორმალურად მოფერება შევძლო, ჯერ ისევ პატარაა და მეშინია რამე არ ვატკინო. -დედას ღორმუცელაა ეს ... ფუმფულა გოგო იქნება -შენი შვილი მეეჭვება ფუმფულა იყოს ... -შენ ვისზე რას ამბობ ... -საკმაოდ მაქ ძალა და მგონი ღიპიან კაცს ვჯობივარ -ნუ მიყურებ ეგრე .. ვწითლდები -მიყვარს რო წითლდები- ლოყაზე ვაკოცე და მერე ყელზე გადავედი - რო იტრუნები კაია მარა მთლად ისეც ნუ იზამ ბავშვი რომ დაგივარდეს -ტუტოცო - ხელი მომარტყა და ბავშვი გულზე მიიხუტა -ჰმ შენ ახლა მუბნები მაგას და მერე ხო გაგიჟდები -რა.. მიშოოო -მეც მიყვარხარ- მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებში და წავედი. დერეფანში ალექსს გადავაწყდი ნატას ოთახიდან გამოდიოდა. მოკლედ ესენი არ ისვენებენ რა ...რეზიმ როგორ შეუშვა მიკვირას -ბარემ გაცვალეთ ოთახები რაღას წვალობთ -რა ვიცი ტო დამაწყდა ნერვები ... -სიდედრ-სიმამრის გიტყდება ? -ოჰ აჭიკჭიკდა ბიჭი,მოგიყვანა ბელუსამ ხასიათზე ხო ... მე რა მეშველება -შენი ბრალია ისევ პატარა გგონია ის გოგო -პატარაა მიშო,პატარა -ვინ არის პატარა? -რეზი გამოვიდა ოთახიდან ის ბექასთან ერთადაა. ვატყობ ამათაც მოუწევთ საძინებლების გაცვლა. აქამდე მარტო იძინებდა მაკოსთან არავინ იყო და ახლა რუსკაა ...ნუ მოკლედ რა არეულები არიან რა ... -შენი და -ამათ ხო დამრალეს ..გაგატან ცოლად და დავისვენებთ ყველა -ეს არ არის ნორმალური -მაგარი ზმები ხართ ტქვენ რა. ამან მისი და ბერდოსთან შეუშვა .. ამან ცოლად გაგატანო .გაგიჟდით თქვენ ყველანი -ეგ კაი გამახსენე უნდა დავხედო ერთი ხო არიან ცოცხლები . -არ ჭირდება დახედვა.. ქვემოთაა სალო უკვე ცოცხალი და საღ-სალამათი -გაჭრას იქნებ და შერიგდნენ ან რა ვციი ისე აღარ იჩხუბონ -მეეჭვება დიდიხანს გაძლონ-ჩემთვსი ჩავილაპარაკე მაგრამ მაშინვე გამომხედა- რა იყო? კაი ახლა ვითომ ვერ ხვდები -იმედია ახლა არ მიხვდებიან ისინიც თორე სულ არ მიდნა ჩემი და მის გევრდიტ იწვეს -არც მე მინდა მარა ვინ მიჯერებს -ოჰ დერეფანში აბირჟავებთ ძმებო? - დაჩი გამოვიდა,ლიზიკოც მოჰყვა უკან -რძალო შე ძველო - ჩავეხუტე და შუბლზე ვაკოცე -ბიჭებოოო -გაგვიცინა მე კი ჩამეხუტა -მართლა რას ჩამოდექით აქ ტო.. ჩამოდით ძირს, ბექულიუსი დაქრის უკვე -აბა ვინ მახსენა? -ვინ გახსენა კი არა სად გარბიხარ მოდი შენ აქ - მაკო მოჰყვებოდა უკან. ბექა კიბის თავში იჯდა და გაიქცა დერეფნის ბოლოს -დედა ვის შევუვარდე ახლა ოთახში რო წავასწრო ვინმეს ხო გამისკდა გული ბავშვს - გარბოდა და თან იცინოდა -ბექაააააააააააააააააა -აუ კაი რა მაკუნკულა ცუნცულა კუსკუსა კნუტუნა და კრუტუნა რამ გაგაბრაზა გოგომ უბრალოდ მომწერა მომენატრეო -რა მოენატრა ისიც -ნუ ახლა რა ვქნა რა ჩემი ბრალია ეგ -შენი ბრალი არაა? აბა ვისია -მისი ... ხო ყველაფერი მისი ბრალია აბა რა მინდოდა ახლა იმ ჩერცეტ გოგოსთან პროსტა მაგარი საჯდომი ჰქონდა და - ხმა მესმოდა საიდანღაც და ვიცინოდით ერთხმად. მერე ეზოსი დავინახე როგორ გაუქანა გუნდა მაკომ და პირდაპი ცააგდო თოვლში . -მაკუნა კაი რა მაკოოო ჩემო მაკუნაა -ნუ მეძახი ეგრე.. საერთოდ ნუ მელაპარაკები . -არ იტირო არ იტირო ჩემ თავს გაფიცებ, გავგიჯდები ახლა მეგონა უბრალოდ იეჭვიანებდი ..მაკოოო მართლა არ ვყოფილვარ მაგასთან შენს მერე ვაფშე არავისთან ვყოფილვარ გეფიცები - ჩაეხუტა და მთელი სახე დაუკოცნა- შენი ბიჭი ვარ მე -მატყუებ... -არ გატყუებ გეფიცები ჩემო პატარავ ... ჩემი პანტერა არ იტირო გთხოვ- მლაშე სითხით დანამული ტუჩები დაუკოცნა და გულში ჩაიკრა -მართლა მეუბნები ? -აუ მაკო მაბრაზებ -იცოდე მოგკლავ ან უარესს -რა უარესს არ გადამრიო ახლა ...- უცებ მოშორდა და შეიცხადა. -ისე შეგეშინდა აპირებდი მგონი ღალატს... იცოდე ყველაფერს წაგაჭრი და წაგატეხავ რიტაც სხვა ქალს შეეხები -მაშინებ ცქნაფოოო ასე არ შეიძლება ჩიტუნია ,სუსტი გული აქ შენს ფისუნიას და მერე რა გეშველება შენ ჰა -გეყოფათ ახლა შემოდით სახლში გაიყინებით -მოვდივართ ხო ... - ხელში აიყვანა მაკო და გაიქცა სახლისკენ- ზემოთ ავალთ ჩვენ და მერე მოვალთ -კარგი ბატონო ბექა... საუზმეს გავამზადებთ და იმედია ინებებთ ჩამობრძანებას- კატომ გასძახა სიცილით და გოგონები შეყარა სამზარეულოში . -ლილეეე სად წახვედი - აკოს ხმა გავიგეთ და შემოტანტალდა კიდეც ლილე ტრუსის ამარა საყვარელი კისკისა გოგო. მაშინვე აიყვანა არღვლიანმა -საით ქალბატონო? -მე ბათუცან მიდივალ -ბათუს ძნავს ჯერ ...მოკლედ ერტი ჭკუის ხალხი ერთმანეთს უგებს რა -სვანო დაგბეგვავ ერთხელაც რა .. აქ ვარ პატარავ - ბავშვი გამოართვა იმ წამსვე ბათუმ ,როგორც კი შემოვიდა- როგორ ხარ ქალბატონო? --მე კაგათ ჩენ -მეც კარგად . ოღონდ ახლა ოთახში უნდა დაგაბრუნო კარგი? ჩაიცვი და მერე ერთად გავისეირნოთ -დედიკომ და მამიკომ ველ გაგაცეილნებთ ალ გვცალიაო -მე და შენ გავისეირნოთ. ვისაუზმოთ ჯერ და მერე კარგი? -კაქი.. აბა ჩავიცვამ და მელე წავიდეთ ხო -ჩემი ჭკვიანი... ვის დაემსგავსე დედიკოს? -ბავშვი მომიყვანე უარესად ნუ გააგიჟებ -რა მაკადრე ბატონო აკაკი როგორ შეიძლება ,მე და სიგიჟე? - დადიოდა ასე ბავშვთან ერთად. ნუცა იჯდა და გაღიმებული უყურებდა. ^^^ ბექა.... ჩემმა ყოფილმა მომწერა , შეტყობინება მაკომ ნახა ისიც მე ვუთხარი ნახე ერთი ვინ მწერსთქო, რა მინდოდა მოეწერა და მერ ევნახავდი. იმას რაღაც უხამსი ჰქონდა მოწერილი და გაგიჟდა მაკო. ეს მინდოდა ახლა მე? ისედაც სულ მგონია რომ ნანობს ჩემთან რომ იყო....ამ ქალებს ვერაფერი გავუგე რა ,ერთი რაღაც როგორ შეიძლება თან გიხაროდეს თან გწყინდეს, მოგწონდეს და ამავე დროს ნერვებს გიშლიდეს -მაკოო მაინც მებუტები? -სააბაზანოდან გამოსულს ჩავეხუტე და მხარზე ვაკოცე -არა ბექა არ გებუტები...არც გიბრაზდები -აბა? - ვკოცნიდი და ისე ველაპარაკებოდი. თავს ვერ ვიკავებ უბრალოდ ისეთი ხავერდოვანი კანი აქვს,ისეთი სურნელოვანი წყლის წვეთები ჯერ კიდევ არ შეშრობია ბოლომდე კანს, მაგიჯებს ის ფაქტო რომ თიტეოულ შეხებაზე აკანკალებს და კანი ეხორკლება. კმაყოფილებისგან ვბედნიერდები . თითები პირსახოცის ბოლოსთან გადავჩერე და ფეხს ავუყევი,შეკრთა -არაფერი ...უბრალოდ ბექა გეყოს -არ მეყოფა... ხო იცი არასდროს მეყოფი - ჩემსკენ სემოვაბრუნე და საწოლისკენ წავიყვანე. მისი ტუჩები ღვინოსავით მათრობელაა, ჟანგბადთან ერთად მოძრაობს სისხლში და მათრობს მისი თითოეული უჯრედი მაგიჟებს. -გთხოვ გაჩერდი ... -მინდიხარ ...- გათიშული ვუკოცნიდი სხეულს, პირსახოცი მოვაშორე სხეულიდან და მისი შიშველი ფიგურა შევათვალიერე, უფრო იმატა სურვილმა, ჟინი გაძიერდა...მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ არ ნანობდა, რომ უნდოდა ისევ ჩემთან ყოფნა ,მინდოდა ისევე ჰქონოდა სურვილი როგორც მე .შევწყვიტე , გვერდით გადავწექი დაპირსახოცი ისევ ცემი ხელით შევუკარი - მინდიხარ ,მაგრამ ვერაფერს დაგაძალებ. ერთადერთი მინდა მითხრა ყველაფერი რაც გაწუხებს და რასაც ფიქრობ. მიყვარხარ მაკო , რა გავაკეთო რომ დაგიმტკიცო მითხარი .მართლა აღარ ვიცი რა გავაკეთო მაბნევ ძალიან თან - ლოყაზე ჩამოვუსვი ხელი და თვალებში ჩავხედე-მგონია რომ იმ ღამეს ნანობ და არ ვიცი ეს ფაქტი მაგიჟებს - ავდექი და იატაკზე დაგდებული პერანგი ავიღე . ღილების შეკვრა დავიწყე -ჩავალ მე ,მოწესრიგდი და ჩამოდი .თუ გინდა არ გადმოვალ ისევ ამოვალაგებ ამათ -ბექააა მოიცადე - ჯერ მიყურებდა მერე გაიცინა და უცებ წამოვარდა. ყელზე მომხვია ხელები, კარი გადაკეტა და შეკრული ღილები თავიდან გახსნა. ხელები გულ მკერდზე აასრიალა და ეკლები დამაყარა კანზე. ეს გოგო გადამრევს... რომ მოვშორდი ახლა ისევ უნდ აგდამრიოს? ტუჩებზე დამაცხრა და მერე რაღა გამაჩერებდა. საწოლზე დავაგდე და ზემოდან მოვექეცი-მიყვარხარ გადარეულო... მაგიჟებ, მინდიხარ - ზემოდან მომექცა და ტუჩებით ჩაუყვა ყელიდან მუცლამდე, ჭკუიდან მშლის ! შარვლის ღილები გახსნა.......... ჩემს მკერდზე ედო თავი ... ძალა გამომაცალა , ახლა მიღიმის და თითებით რაღაც ფიგურებს ხაზავს ჩემს პრესზე,სულ უნდა გადამრიოს -გააჩერე გოგო თითები...შემომაკვდები -სიკვდილს რო ინატრებს ადამიანი -სულ გატუტუცდი შენ -შენი ბრალია - ჩემსკენ გადმოიწია და სხეულზე ამეკრა - არასდროს იფიქრო რომ ვნანობ ... არაფერს ვინანებ შენთან რაც არის დაკავშირებული, მეც არ ვიცი შენნაირი გადარეული რამ შემაყვარა ასე მალე და ასე ძლიერად მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემგან ვერ განთავისუფლდები ვერასდროს -სასიამოვნო ტყვეობა მელის აშკარად -აჰააამ- გაიცინა და მაკოცა -მიყვარხარ.. მიყვარხარ... მიყვარხაააააააააააარ -გიჟი მერე მე ვარ -გიჟს შია ძალიან. წავიდეთ თორე არაფერიდ დარჩება. მერე ბარგი გაქვს გადასატანი შენს ოთახში ... -არის ქალბატონო .. აირია მთელი სახლი..ვინ სად არის ღმერთმა უწყის. ეს ფარული ამბები მაგიჯებს. თავიდან მაინც ყოფილიყვნენ ერთად რო დაიწყეს გოგონები ერთად, ბიჭები ერთადო. კი მეუბნებოდა კატო მარა დავუჯერე? ^^^ ბათუ... საუზმის შემდეგ ქალბატონი ლილე მოემზადა ,მეც ჩავიცვი თბილად და სახლიდან ვაპირებდით უკვე გასვლას ნუცა რომ გამოჩნდა -თქვენც გადიხართ? -დიაქ . ჩენც მოდიქალ ცუცა? -წამოვიდე თქვენთან ერთად? გავიგე ბათუსთან არავის უშვებ -ნუცა ჩაიცუცქა და პატარას ლოყაზე აკოცა -ჩენ წამოდი ... ჩენ და ბათუ ელთად მომწონქალთ- ჭკვიანი ეს ბავშვითქო ვამბობ რა -დიდი პატივია - გაიცინა და ბავშვს ხელი ჩაკიდა. ისიც ხტუნავდა და მისკდებოდა გული არ დაცემულიყო. -ლილე ცოტა დავისვენოთ რა -ასე მალე იღლები? - უბრალოდ თქვა მარა მე რა გამაჩუმებდა -შეგიძლია გამომცადო ,არ ვარ წინააღმდეგი- არა რა მართალია ნიკო რომ მეუბნება ეგ შენი უზრდელი თავი დაგღუპავსო ,არ დავუჯერე სვანს და კი მივიღე სამაგიერო. ისე გამომხედა გაბრაზებულმა მეგონა ჩამგუდავდა თოვლში -მეეჭვება დიდად შემეცვალოს წარმდოგენა - ოხ , ესეც კაი მწარეა რა . ტყუილად ვინერვიულე ამდენი. თუმცა კი გაბრაზდა, ნეტა შერცხვა და იმიტო გაწითლდა თუ გაბრაზდა და იმიტო. იტეხე ახლა თავი ბათუ ! -მე ბევლც ლო დავბივალ დედიკოც უკილც ლოგოლ ალ იგლებიო - ლილემ რომ ჩაილაპარაკა ამაზე ორივეს გაგვეცინა -აბრაზებ ხო დედიკოს- ხელში ავიყანე და ლოყები დავუკოცნე. ჩემი ტკბილი გოგოა ეს -ცოტაც ... აქლა მამიკო ლო დაბუნდა აგალ ვაწალებ -მამაშენი გააგიჟო ჯობს ... დედაშენი არა -რას ასწავლი ბავშვს -მადროვე შენ -ტყუილია პატარავ. არცერთი გააბრაზო, დედიკო და მამიკო ყველაზე კარგია ... შენ -მადროვე ველაპარაკები ბავშვს .- უცაბ მოვხვია ხელი და უკან გაწევა მინდოდა მაგრამ კი გავაჩერე ხელები მის წელზე ... - მოკლედ პატარავ სახლში რო მივალთ მამიკოს უთხარი პატარა ძამიკო მინდა და მომიყვანეთთქო ...ოღონდ არ უთხრა მე რომ გითხარი თორე აღარ მოგიყვანს -არ მინდა და -დაიკოც არ გინდა/ გეთამაშება ბევრს -დაიკო კი მინდა ძამიკო ალ მინდა..ბაქჩი ლო დავდივალ ბიჩები მაბაძებენ და ალ მინდა -ბაღში მეც ვაწვალებდი გოგოებს.. თმებს ვაწიწიკნიდი და სარჭებს ვაძრობდი.. მერეც ვაწვალებდი მარა ხერხები შევცვალე -ღმერთო რა უტაქტო ხარ ...გამიშვი ხელი და ყურთან ნუ ჩურჩულებ მესმის მშვენივრად -მეგონა ისე დაიბენი აღარ გესმოდა -მეგონა სულელური წარმოდგენები არ გექნებოდა საკუთარ თავზე , შევცდი -ლატო ლაპალაკობთ ასე ალეულად გისმენთ ამდენი ქანია და ველაფელი გავიგე -პატარავ სახლში დავბრუნდეთ თორემ აცივდა უკვე-ნუცამ ხელში აიყვანა ბავშვი და წავიდა.მეც უკან გავყევი,სხვა რა გზა მქონდა. ისეთ რარაცეებს მეუბნება მიჭირს ხოლმე პასუხის გაცემა თან არ მინდა ზედმეტად უხეში ან ცემთვის დამახასიათებელი ვულგარული პასუხი მივუგო. ^^^ სალო... მთელი დღე თავს ვარიდებ, დილას ისეთ უხერხულ პოზაში გავიღვიძე და საერთოდ არ ვიცოდი სად ჩავმალულიყავი სირცხვილისგან ნერვზე დამარტყა ისევ...მართალიც იყო რა მატლიკინებდა გაეწია საწოლი და მიკუჭულიყო თავისთვის კუთხეში.ახლა რომ ვუთხრა განგებ არ გაიწევა. ჩემი ოთახის სააბაზანოშიც არ შევედი გარეთ გავვარდი და მას მერე თუ სადმე დავინახე ყველგან გვერდი ავუარე. მეგონა სახლში არ იყო, სწრაფად წავედი რომ ამაღამ მაინც დამეძინა ნორმალურად. ოთახის კარი სწრაფად მივხურე და შუბლი მივაყრდენი,იმდენი ვირბინე ვეღარ ვსუნთქავ -ჯანდაბა შენს თავს გორილა -რა გჭირს სალომე? -აააააააააა -სალომე ... -რა ჯანდაბა გინდა აქ შიშველს - უკან რომ შევბრუნდი ვაჟბატონი პირსახოცშემოხვეული დამხვდა, სულ სველი იყო . ისე შემეშინდა თავიდან მერე მომეწონა ისეთ ფორმაში იყო და მოკლედ გავაფრენ მალე -რამე ნახე ტყეში თუ რა გჭირს...მგონია მარტო ვარ სახლში, შემომივარდი ნარბენი თუ რა ვიცი ისე სუნტქავ ეჭვი მიჩნდება მტელი გუდაური შემოირბინე , მერე კივი და ახლა მე აგიხსნა ჩვენს ოთახში რას ვაკეთებ? -ნერვებს მიშლი ადამიანო ...რატო მაგიჟებ? - შევბრუნდი ისევ უკან და მისკენ წავედი - ჯერ ეს ერთი როგორ არ ვიკივლო შიშველი ტარზანი რომმმხვდები ოტახში, მგონია რომ აქ არ ხარ. დავრბივარ დილიდან რო შენ არ შეგეჩეხო და გამიხეთქე გული რა არის გაუგებარი აქ -რატომ დარბიხარ? - სიცილი დაიწყო....რა? იცინის? მართლა იცინის? ახლა გავგიჟდები -იმიტომ დავრბივარ რო სულ მგონია რამეს დამიშავებ დაისვენე ახლა? მითუმეტეს ამ მტაში ,ისევ რომ გაბრაზდე ჩემს სიტყვებზე ,დამავლო ხელი და წამათრიო სადღაც ამ ყინვაში ხო გამისკდა გული და მივეყინე სადღაც მთის წვერზე -შეეშვი ამ ხელების სავსავს. გაჩერდი და შეეშვი ერთხელ და სამუდამოდ , არ შეგიძლია დაივიწყო ის ღამე? -არა ! - გვერდი ავუარე და შევიკეტე სააბაზანოში. უცებ გავიხადე და დავდექი წყლის ქვეშ. უკვე თითის ბალიშები დანაოჭებული მქონდა წყლის ცხელი ჭავლისგან, მივხვდი რომ გასვლის დრო იყო. გადმოვედი და ერთი პირსახოცის გარდა არაფერი მქონდა. ისევ იმ ტანსაცმელს ხო არ ჩავიცმევდი. იდიოტმა ისე გამაღიზიანა სულ დამავიწყდა პიჟამას შემოტანა . მოვიხვიე პირსახოცი ,მკერდთან შევკარი და გავედი . იწვა და რომ გავედი გამომხედა. მაქსიმალურად ვეცადე დამევიწყებინა ჩემი მდგომარეობა,მაგრამ ვგრძნობდი როგორ გამომაყოლა თვალი და აღარ ვიცოდი რა მექნა. როგორც იქნა ავიღე რაც მინდოდა და გავედი ისევ უკან.იდიოტი , აშკარად მიყურებდა. სველი თმა დავიწანი და გავედი. ზურგი ვაქციე, ბალიშზე კომფორტულად დავდე თავი და ვეცადე დაძინებას . გადატრიალდა და სანათი ჩააქრო ,მერე ჩემკენ გადმობრუნდა. ახლოს იყო, მისი ღრმა სუნთქვა მესმოდა -თმა სველი გაქვს? -ხო რა იყო -გაგიჟდი? - წამოჯდა და თმიდან სამაგრი მომხსნა -რას აკეთებ.. დამიბრუნე სამაგრი . -თმა უნდა გაიშალო გაცივდები ... -ვითომ ძალიან გაინტერესებს -ერთ ოტახში უნდა ვიყოთ და ეგღა მაკლია გადმომდო ვირუსი - ხელი მომხვია მისკენ ზურგით შემაბრუნა და თმებში თიტები შემიცურა. ფრთხილად ჩამოშალა თმა, ზედმეტად ნელაც კი. ერთი ხელი მუცელზე ჰქონდა მოხვეული ასე მაჩერებდა -გამიშვი იდიოტო ... -გაჩერდი-მეთქი -უფრო მიმწია თავისკენ .თმა უკვე გაშლილი იყო ვერ გავიგე რა უნდოდა. ,ლამის გული გამისკდა ზურგიდან რომ ამეკრო და ჩემი თმა მუჭში მოიქცია . მეორე ხელი რომელიც მუცელზე ჰქონდა მოხვეული მოუდუნდა ... არ ვიცი ,ვერ აღგიწერთ რა დამემართა, გავვოცდი, თან რაღაც აუხსნელ სიამოვნებას ვგრძნობდი,მისგან წამოსული ცხელი ტალღა მათბობდა და ჟრუანტელს მგვრიდა. მეორე ხელიც მომხვია და თავი ჩემს ყელში ჩამალა ,სველი თმა კანზე მომეკრო , გამაკანკალა - გორილა.... -მაპატიე რა გთხოვ. ვერ ვფიქრობდი რას ვაკეთებდი,მართლა არ მინდოდა ...-იფიქრე სალომე ...იფიქრე მიზეზი იპოვე .მისი ხმა ...მისი სიტყვები .ბიჭები ბარში წავიდნენ... სვამდნენ ახლა გოგონებიც მათთან მიდიოდნენ,იმიტომ არ იყვნენ სახლში, იმიტო არ უნდა ყოფილიყო ესეც სახლში. ალბათ მოასწრო დათრობა და ადრე წამოვიდა, ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი რომ არ არის შხაპის დამსახურებაა ,ისე კი არ გამოფხიზლებულა ბოლომდე, ახლა მესმის ამხელა წინადადებებს რატომ მეუბნებოდა.... -ხელი გამიშვი... არ მომეკარო იცოდე !- მოვიშორე მისი ტორები, ვისარგებლე იმით რომ მოდუნებული იყო და უკან დავიხიე-შენი მოსმენა არ მინდა ... არ მაინტერესებს არაფერი . შენი ბოდიში ევრაფერს შეცვლის. მთვრალი ხარ ახლა და რომ გამოფხიზლდები მერე განვაგრძოთ..თუმცა რა უნდა განვაგრძოთ გასარჩევი არც არაფერია ჩვეულებრივი ველური ხარ !- მაქსიმალურად ვეცადე სათქმელი მეთქვა და თან არ გამებრაზებინა. მე რა ვიცი იქნებ მართლა წამიყვანოს ტყეში და დამაგდოს ამ ყინვაში... ვხედავდი როგორ შეეცვალა გამომეტყველება, ისევ დაეჭიმა სხეული.თვალებში წყვდიადი დავინახე ,თითქოს მთლიანად აემღვრა .სულ არ ვიყავი კმაყოფილი ამ ამბით ... -გეშინია? ჩემი გეშინია? - ხმა უფრო დაუბოხდა... შევხედე ჩემს ხელბს და ვკანკალებდი. საწოლის კუთხეში ვიყავი -მე... არ მინდა ლაპარაკი. ასე თუ ვერ ახერხებ დაძინებას მე წავალ ..მაინც არ არიან სახლში დივანზე დავწვები - წამოვდექი და წასვლა დავაპირე .მართლა მინდოდა გავცლოდი,არ ვიცი მეშინოდა თუ არა ,უბრალოდ წასვლა მინდოდა ,მისგან შორს ,რაც შეიძლება შორს -მოიცადე ! ხუთი წუთი მომეცი და მე წავალ -არა მე... -სალომე ... -კარგი - ისევ უკან დავბრუნდი ... რამდენიმე წუთში მოვეგე გონს... ოთახში აღარ იყო მართლა წავიდა. ფანჯარასთან მივვარდი, როგორ გავუშვი მთვრალი იყო. ჯანდაბა იდიოტი ვარ ნამდვილი გიჟი . ჩემი ტავის გარდა არაფერზე ვფიქრობ ... დავინახე როგორ ცაჯდა მანქანაში და ისეთი სიჩქარით წავიდა გული გამისკდა. თეთრ თოვლში ჩავი ჯიპი მიიკვლევდა გზას და გული გასკდომას ლამობდა... მთელი ღამე ფანჯარასთან გავატარე, სავარძელში ვიჯექი და ველოდი მის გამოჩენას. დანარჩენები გვიან მოვიდნენ.თავიანთ ოთახებში გადანაწილდნენ, ბერდო არ ჩანდა. ერთადერთი გზა რუსკას ნახვა იყო. არ მინდოა მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. სწრაფად გავიარე გზა ,მისი ოტახის კარი შევაღე იმ იმედით რომ არ ეძინა.მგონი ის არც არსად წასულა, მარტო იწვა ოთახში და მშვიდად ეძინა -რუსკაა..რუსკა გაიღვიძე რა გთხოვ -რა ხდება? სალო? -რუსკა შენ.. ხომ არ იცი ბერდო სად არის? -შენთანა რ არის? ოთახში? -არა ის წავიდა.. გთხოვ დაურეკე რა -როდის წავიდა? ფეხითაა? -არა. მანქანით წავიდა დაურეკე რა გთხოვ რუსკამ მშვიდად აიღო მობილური შეფხიზლდა უკვე და დარეკა . ჯერ არ პასუხობდა, შემდეგ მგონი აიღო -ბერდიშ სად ხარ? -როგორ მინდოდა ხმის გაგება მაგრამ არ მესმოდა- მალე მოხვალ? არაფერი ისე ..მანქანა რომ ვერ დავინახე მეთქი სალომე ხო არ გაუტაციათქო - ვაიმე ეს გოგო მიყვარს... კიდევ კარგი არ უთხრა !- კარგი ხო .. მალე მოდი... -რაო ...კარგადაა ხო? მალე მოვა? -მანქანით გავედიო . აქვე ვარ და მალე მოვალო. მგონი მთვრალი იყო და იკამათეთ? ზოგადად არ სვამს და -რას ვერ ვხვდები იცი? რატო უნდა ეძინოს შენს სეყვარებულს ჩემს გვერდით ..-უცებ ავფეთქდი და გავვარდი. რას ვერჩი იმ გოგოს ,მადლობაც არ ვუთხარი,თუმცა მადლობა რისთვსი გადავუხადო თავისი შეყვარებული იპოვნა. საწოლში შევწექი, მაინც ევრ დავიძნე. უკვე დილის 6 იყო ,კარი რომ გაიღო და შემოვიდა. ქურთუკი და ფეხსაცმელი გაიხადა. ფაქტიურად ხმაც არ ისმოდა ისე მოძრაობდა. სააბაზანოში შევიდა. მალე გამოვიდა , ფანჯარასთან მდგომ სავარძელში ჩაჯდა, იმდენად ახლოს იდგა ის სავარძელი საწოლთან პირდაპირ მე მიყურებდა. ვგრძნობდი მიყურებდა , ჩამეძინა. მაინც ვერ გავძელი და ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე სავარძელში ეძინა, თავი უკან ჰქონდა გადაწეული და შეჭმუხვნილ წარბებზე ემჩნეოდა რა არაკომფორტულად იწვა. სულ ჩემი ბრალია... ვუყურებდი,ისე უცებ გაიღვიძა და გასწორდა ვერ მოვასწარი რეაგირება. თვალებში მიყურებდა,მეც დაბნეული ვიყავი,აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი -როდის დაბრუნდი? -დიდი ხნის წინ... საწოლში ვერ მოვისვენე და აქ დავჯექი.ჩამთვლიმა- არა რა ტყუილიც არ გამოსდის, ბოდავს რაღაცას,რომ არ ვიცოდე სიმართლე მაინც ემჩნევა რომ იტყუება,თვალებში აღარ მიყურებდა და თითებს ათამაშებდა მუხლზე -საწოლში იგივე ტანსაცმლით იწექი რითაც წახვედი ხო? -დავლიე და გახდა დამეზარა ..შენ უნდა ჩაგაბარო განმარტება? მე ხომ მთვრალი ვიყავი წუხელ და ჩემთან საუბარსაც კი არ ჰქონდა აზრი ,ჭკუა მომეკითხებოდა? -სიტყვებით თამაში გამოგდის ჭკუის კოლოფო !- სხვა არაფერი მითქვამს, მშვიდად გადავბრუნდი და დავიძინე . ამჯერად გათიშულს დამეძინა... ^^^ რუსკა... თავიდანვე არ მომწონდა გუდაურში წასვლის იდეა.. ვიცოდი რაღაც შემემთხვეოდა. ზოგადად ვერიდები ურთიერთობებს, ვერასდროს ვერავის ვენდობი. ერთადერთი ბერდო მყავს , ის ყველაფერია ჩემთვის . რომ ვუთხარი წადითქო ვერც კი ვიფიქრებდი მეც თუ წამიყვანდა. წასვლა რატომ არ მინდოდა? ხეცურიანის გამო. მე ამათგან განსხვავებით არავინ მყავს, ერთი 17 წლის გოგო ვარ რომელმაც თუ არ ისწავლა ცხოვრება დაენგრევა, არ არგებს ბიჭების დევნა, სიყვარულზე ფიქრი და სულ სადღაც სიარული. არაფრისთვის მცალია, ახლა უბრალოდ ვისვენებ სანამ წლის ყველაზე რტული ნაწილი დაიწყება. მეორე სემესტრიდან გაორმაგებული ძალებით უნდა ვიმეცადინო. დედაჩემი დღეს და ღამეს აერთიანებს რომ შეაგროვოს რეპეტიტორების ფული, ამასთან ათასი პრობლემა იქმნება. ის სოფელშია ,სვანეთში მე კი აქ და ზოგჯერ ვნანობ.იქნებ მხოლოდ ახირება გამომივიდეს ,მაინც ვერ შევძლო სათანადო ქულების მირება. ერთი ზუსტად ვიცი სწავლის თანხის გადახდას ვერ შევძლებთ ... ამ ყველაფრის ფონზე არაფერი მჭირდება რაც საფიქრალს და სადარდებელს შემიცვლის. რეზი როდის მომეწონა? სკოლაში გოგონები საუბრობდნენ გატაცებით. ჩემს ირგვლივ ისხდნენ და მეც ჩავერთე საუბარში . მერე მობილური ამიფრიალეს სადაც უსიმპატიურესი ბიჭის ფოტო იყო. მისმა ზღვისფერმა თვალებმა გონება ამიბნია,თუმცა მალევე დავივიწყე. მესმოდა გოგონების საუბრები . შემდეგ აღმოვაჩინე რომ სწორედ რეზის ხუთეულზე საუბრობდნენ. რაც ჩამოვიდნენ საქართველოში იმ დღიდან დაიწყეს წორების შეთხზვა, ალექსის შეყვარებულად ვიღაც ქერას აცხადებდნენ,ერთხელ როცა უკვე ვიცნობდი მათ განვუცხადე რომ არ იყო ეს გოგო მისი შეყვარებული. მერე დამაცდენინეს რომ ვიცნობდი და ლამის თავი დავიმარხე. შემდეგ დავარწმუნე რომ მხოლოდ ერთხელ მყავდა ისინი ნანახი ,რომ ყველა დაკავებული იყო რეზის გარდა და რამდენიმე გაბუტული დარჩა. აი რეზიზე გაგიჟებული რამდენიმე გოგო კი სიხარულისგან ბრწყინავდა. ერთხელ ერთ-ერთმა თქვა რომ კლუბში გაიცნო რეზი და ამით ძალიან ამაყობდა,თიტქოს საოცრება ჩაედინოს. როცა შევხვდი და გავიცანი ბერდოს წყალობით , წამიერად გულისცემაც კი შემიწყდა, როცა გამიღიმა ჩამოვდნი ჩვეულებრივად. ვინ იცის რად დამიჯდა თავის შეკავება ,ვიცი არაფერი შეუმჩნევიათ, მე როგორც ბერდოს შეყვარებულს ისე მიყურებდნენ გოგონები, ბიჭები კი უბრალოდ თბილად მხვდებოდნენ. რეზისგან მისალმებას და ღიმილს ვირებდი მხოლოდ და ესეც მაბნევდა. ორი დღეა აქ ვარ ,აქაურობა მომწონს. გოგონებიც , მათთან კარგად ვატარებ დროს მანამ სანამ არ გამოჩნდება თავისი ხავერდოვანი ხმით და მომნუსხველი ღიმილით. ყოველთვის მეგონა რომ არცერთ ადამიანზე ვიტყოდი „უნაკლოა“ თურმე უნდა შეგიყვარდეს და მისი ყველა ნაკლი ქრება ,ავტომატურად ხდება ის ერთადერთი,უნაკლო, საოცრება მხოლოდ შენთვის შექმნილი რომ გგონია, მხოლოდ მისტვის გაჩენილად რომ მიგაჩნია თავი და როცა ამას ვფიქრობ უკანასკნელი ძალაც მეკარგება საკუთარ თავთან ბრძოლაში.. ბედნიერია ყველა ვისაც შეუძლია აღიაროს საკუთარ თავთან და შემდეგ ყველასთან რომ უყვარს. საკუთარ თავთან აღიარება დამიჯერეთ უფრო ძნელია, მე ახლაც მგონია რომ ვაზვიადებ და უბრალოდ იმდენაც მცირეა ( არ არსებობს) ჩემი გამოცდილება მსგავს საკითხში,მგონია რომ გატაცებაა და უბრალოდ მომწონს. მერე რაღაც იმოქმედებს ჩემზე , შესაძლოა ეჭიანობა იყოს, ან ის რომ ვერ მამჩნევს როგორ მტკივა გული, ან ის რომ ასე ახლოს ვარ სურვილი მკლავს ერთხელ მაინც ჩავეხუტო ,მის მკლავებში მოვექცე და ეს სრუვილები და აზრები რომ ჩნდება ვხვდები რომ თავს ვიტყუებ ... მე ის მიყვარს ! საძინებელში ვიყავი, საწოლს ვასწორებდი, მაკომ ბარგი ბექასთან გადაიტანა და მარტო დავრჩი ,არადა მაგრად ვხალისობდი მის გვერდით. საწოლები ახლოს დგას,პატარა ოთახია და ფაქტობრივად თამაშიც სეგვეძლო ერთმანეთის საწოლზე გადასვლის გარეშე. თუმცა არც მარტო ყოფნაა ცუდი. კარი ვიღაცამ შემოგლიჯა და ლამის გამისკდა გული -ბერდო? რა გინდა აქ -მიშველე რამე თორე შევიშლები -სად იყავი წუხე. მოისვენე ერთ ადგილას. მთვრალი იყავი რომ მელაპარაკე? -ახლაც ვარ . დავლიე გჯერა? გავილეშე წუხელ, ჯერ ცოტა დავლიე გონზე ვიყავი, შხაპმა მშველა და უფრო გამოვფხიზლდი,მერე სალომეს ველაპარაკე მივხვდი რა ნაძირალა ვარ ,არაკაცი , მართლა ველური უგულო და სასტიკი . მერე წავედი და გავილეშე გესმის? რა დონემდე დავეცი? გაბრაზებული, პრობლემას სასმელით შევხვდი. -დიდი ამბავი ერთხელ დათვერი -დალევა კი არაა საქმე ... უძლურებაა ,ამაზე დიდი უძლურება რა გინდა რომ ვერაფერი გავაკეთე დავთვერი -პირველ რიგში თავბრუდამეხვა და გაცერდი, მოდი აქ დაჯექი- საწოლზე დავსვი და გვერდით დავუჯექი ,მისი ხელებს ჩავავლე და გავაჩერე- ხელებიც გააჩერე დაგტყდა თითები. კარგია ახლა ტვინს ჟანგბადი მიაწოდე ნორმალურად, იაზროვნე და მიხვდი რომ ჩვეულებრივი ადამიანივით იქცევი. არაფერი გაგიკეთებია ისეთი რაც გამოუსწორებელია . მიხვდი რომ უშეცდომოდ ვერ იცხოვრებ, მთავარია როგორ სეცდომას უშვებ და რას აკეთებ ამ შეცდომის გამოსასწორებლად. შენ ინანიებ, მიხვდი რომ დააშავე, ბოდიშს მოუხდი, სალომესთან არ გაჭრის მაგრამ როგორმე გამოისყიდი, შესაბამისად ყველაფერი მოგვარდება . აღარ თქვა რომ ნაძირალა ,არაკაცი და გულქვა ხარ. შენ ბერდო გუგავა ხარ ყველაზე კარგი ბიჭი ამქვეყნად, ჩემი საყვარელი ნათლია ყველაზე დიდი გულით ყველაზე სწორი კაცი მთელი დედამიწის ზურგზე . კიდე თუ იტყვი ცუდს რამეს საკუტარ თავზე იცოდე ხმას აღარ გაგცემ... - ბოლოს დავტკბი ,დავთბი და ჩავეხუტე- ძალიან მიყვარხარ გუგავა -შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა...ჩემი პატარა გოგო ხარ შენ ,ყველაზე კარგი შენ ხარ - გულზე მიმიხუტა და თავზე მაკოცა . მასთან დაცულად ვარ ,ის იყო სულ ჩემი მფარველი,ყველგან და ყოველთვის.მართლა ნამდვილი ნათლიაა ,ყველაზე კარგი და არ ვაჭარბებ . მის მკლავებში გატრუნული ვიწექი , თმებზე მეფერებოდა როგორც ყოველთვის,იცის როგორ მამშვიდებს და თვითონაც უყვარს .კარი გაიღო, არც გამიხედავს ვინ იყო სანამ ხმა არ გავიგე -უკაცრავად ... მოგვიანებით მოვალ -ის იყო? რა უნდოდა... -არ ვიცი , დამშვიდდი შენ. ყოველ დანახვაზე ასე თუ დაგემართა დაიწვები დამიჯერე -რა დამემართა უბრალოდ ვიკითხე -აფორიაქდი, ტემბრიც კი შეგეცვალა და კიდე რა გითხრა სხვანაირად იხედები მგონი. ჩემი გოგო მართლა შეყვარებულია... ბათუ რო ვიყო გირჩევდი რამეს,მაგრამ რა ვქნა გზას ვერ გასწავლი სიყვარულის არაფერი გამეგება -გეტყობა რო არ გაგეგება, გოგოს ეჩხუბება იმასაც ვერ ხვდება როგორ უყვარს იმ გოგოს -რა სისულელეა -სისულელე არ იქნებოდა გამთენიისას შემოვარდნილი სალომე რომ გენახა, დაწითლებული თვალებით, პლედმოხვეული,მოშორებაც დავიწყებია, თმები არეული ჰქონდა და ისეთიშ ეშინებული იყო ლამის მეც ავნერვიულდი -რომ დამირეკე მაშინ ის იყო აქ? -ხო რომეო აბა მე მეძინა და დამესიზმრებოდა რომ წახვედი? იმდენი კითხვა მომაყარა როგორააო,სადააო, მალე ხო მოვაო. კარგად ხო არისო მოკლედ პანიკაში იყო. ასკარად გელოდა თან . მერ ებოლოს მომალანძღა შეყვარებული შენია და ჩემტან რატო უნდა იწვესო და გავარდა -რა სულელი ვარ იმიტო ჩაიცინა იმ ჩემს ტყუილზე? ე.ი იცოდა როდის შევედი,ისიც რომ ჩამეძინა და ისიც რო მის გევრდით არ დავწოლილვარ -ეგ ყველაფერი მე არ ვიცი დასკვნის გამოტანა და ამოხსნა ამოცანის შენი საქმეა ... -წამო გავისეირნოთ, დანარცენები გასულები არიან უკვე. ჩვენ მარტო ვიბოდიალოთ,მე და შენ.თან მომიყვები რაღაც-რაღაცეებს ქალბატონო -არის ბატონო- გავიცინე და სწრაფად წამოვხტი საწოლიდან.მოვემზადეთ და ღამემდე ვბოდიალობდით . გვიან სევედით სახლში, ყველანი მისაღებში იყვნენ ,ნუ თითქმის.აბა იმდენი ვართ ვერც ვიგებ ვინ სად არის . რაღაცას თამაშობდნენ და იცინოდნენ. გოგონები სუფრას სლიდნენ. მეც გავედი სამზარეულოში და დავეხმარე. შემდეგ ერთად ვივახშმეთ, ცოტა დალიეს ბიჭებმა, ვიცინეთ,ვილაპარაკეთ. ამათ ხელში ნამდვილად ვერ მოიწყენ. ვუყურებდი ამდენ ბედნიერ წყვილს და მიხაროდა მათი ამბავი.მინდოდა ბერდო და სალომეც დაზავებულიყვნენ და ლამის მათი ბავშვიც წარმოვიდგინე. რა ვქნა მინდა ჩემი ბიჭი ბედნიერი იყოს, ვიცი რომ სალომე უყვარს და შესაბამისად მხოლოდ მასთან იქნება ბედნიერი,არააქ მნიშვნელობა ნერვებს მოუშლიან ერთმანეთს,იჩხუბებენ თუ სიამტკბილობაში გალევენ დროს,მათ ერთმანეთი უყვართ და აქ ყველა პრობლემა გვარდება. მეოცნებე ბავშვი ვარ? შეიძლება მაგრამ მირჩევნია ამის მჯეროდეს. გვიან ავედი საძინებელში ,მანამდე სააბაზანოში ვიყავ ჩემი საყვარელი პიჟამა ჩავიცვი, ხალათიც მოვიცვი და გავკუსკუსდი საძინებელში. დერეფანში არავინ შემხვედრია. საწოლში დავწექი,უკანასკნელი სინათლის წყარო ოთახში გამოვრთე და დავიძინე. უკვე კარგა ხნის ჩაძინებული ვიყავი კარი რომ გაიღო და ვიღაც დაიძრა მეზობელი საწოლისკენ,შემდეგ ტანსაცმლის ხმაც მომესმა აი ისეთი რომ იხდიან . ქამრის ხმაც გავარჩიე და ტვინმა განგაშის ზარი გამოსცა .თვალის აგხელა და წამოჯდომა ერთი იყო, წამსვე ავანთე სანათი და როგორც კი რეზი დავინახე მაშინვე გამიფართოვდა თვალები. შავი შარვალი ნახევრად ჰქონდა ამოცმული , ზემოთ შიშველი იყო და გაკვირვებული მიყურებდა.. -შენ... აქ კი მარგამ მძინავს ისევ თუ რა ხდება - ჩემთვის ვბუტბუტებდი,თან თვალს ვერ ვაშორებდი, დაიფარა სხეული სამოსით დაჯდა საწოლზე ,მე კი ისევ ვუყურებდი, ბოლოს ლოყაზე შემოვირტყი ხელი და ამაზე წარბები აწკიპა, ალბათ სულელი ვგონივარ- არ ყოფილა სიზმარი -მე ბექასთან ხომ ვიყავი ოთახში მაკო რომ გადმოვიდა მე აქ მომიხდა გადმოსახლება იმათ გამო. დღეს დილას შემოვედი რომ მეტქვა მაგრამ არ გეცალა . ბარგი გადმოვიტანე მოგვიანებით და მეგონა ნახავდი -ანუ აქ.. შენ აქ მანდ დარჩები? დაიძინებ? -მაგ სანათს თუ ჩააქრობ დამეძინება აუცილებლად -ისევ ისე მიყურებდა, ვერ იგებდა რატომ ვბოდიალობდი ამდენს, ასე გაუგებრად და საერთოდ ამ გამომეტყველებით რომ ვიჯექი რა მინდოდა ამქვეყნად. -ახლავე - მაშინვე ჩავაქრე. მანაც კომფორტული პოზა შეარჩია და რამდენიმე წუთში მშვიდად ეძინა. მე კი ადგილზე მიყინული ვუყურებდი და აღარ ვიცოდი რომელი კედლისთვის მერტყა თავი . ბოლოს წამოვდექი და გიჟივით შევუვარდი ოთახში ბერდოს . ერთ საწოლში რომ იწვნენ ზურგშექცევით გამიკვირდა,მაგრამ არ მეცალა მაგისთვის. პირდაპირ მივვარდი და შევანჯღრიე -ბერდო გაიღვიძე... -რუსკა? რა ხდება? -გაიღვიძე ადამიანო და გამომყევი საქმე მაქვს გთხოვ -მოვდივარ ,რას მთხოვ - უცებ წამოდგა სალომეს გადახედა რომელმაც გამოიღვიძა მაშინვე და გამომყვა. - აბა ? -რეზი გადმოვიდა ჩემ ოთახში... რამე გააკეთე, რამე იღონე ოთახი გაუცვალე უთხარი ვერ დაიძინებ რუსკას ოთახშითქო, სალომეს ვერარ ვუძლებთქო და მე გადმოვალ მანდტქო ..გევედრები გემუდარები ვერ გავძლებ იქ . მე არ შემიძლია მართლა, გული გამისკდება -ხვალ 31 დეკემბერია .მხოლოდ ხვალინდელი ღამე და წავალთ. გთხოვ რა ნუღა ამაბარგებ ... -კარგი ... მე წავალ იცოდე აუცილებლად წავალ შენ მერეც დარჩი თუ გინდა. მაპატიე არ უნდა მეთქვა ეს სისულელე, მასთან ყოფნის შანსს ვერ წაგართმევ. ბოდიში რა -ნუ სულელობ. თუ პრობლემაა ამაღამვე წავიდეთ სასტუმროში ... არაფერსააქ მნიშვნელობა შენ თუ ცუდად იგრძნობ ტავს -არა არ ვარ ცუდად ,მართლა.უბრალოდ კიდევ სოკირებული ვარ და მაგსი გამაო . მიდი დაიძინე შენ-უცებ ვაკოცე ლოყაზე და ჩემ ოთახში დავბრუნდი. ის ღამე როგორღაც გადავიტანე, რეზის მშვიდად ეძინა ორჯერ იცვალა გვერდი ბოლოს მუცელზე დაწვა , ხელები ბალიშის ქვეშ ედო, თავი კედლისკენ ჰქონდა შებრუნებული... ^^^ სალომე... მეორე საღამოა უკვე.ისევ ერთად უნდა დავიძინოთ .ნეტა ამჯერად რა მოხდება, რაღაც საოცარს ველი... ჯერ მასზე შემოხვეულს გამეღვიძა,მერე არ მიძინია ვეჩხუბე, მთვრალი იყო ახლა კი მთელი დღეა არ მინახავს. ოთახში რომ შევედი იმ წამს დაწვა საწოლში, მე კი მოვწესრიგდი და გვიან დავწექი. უკვე ეძინა, დაღლილობამ იმოქმედა, ორივეს ზურგშექცევით გვეძინა, კიდეზე გაწეულს,შუაში ორი კაცი ჩაეტეოდა... გავცოფდი,შუაღამეს რუსკა შემოვარდა და წაიყვანა. მალე კი დაბრუნდა მაგრამ უკვე გაბრაზებული ვიყავი -მოხვედი? -ხო აბა სად წავიდოდი -რა იყო ცოტა ხნით ვერ დარჩი? სადმე წასულიყავით ამ შუაღამით შეყვარებული რო გაგიყვანს საძნებლიდან და ხუთ წუთში ბრუნდები ნორმალურია? _შენ რა რომ დავრენილიყავი ან რო დავბრუნდი -მართალია მაგრად არ მადარდებ ,მაგრამ კომფორტულად გავწვებოდი საწოლზე -შენი სალტოები მინახავს... იმედია კიდევ არ შემომეხვევი, მე რა ისევ შენ იკითხო თორე. კივილის დროს ხმა ჩაგივარდება -გაორმაგებული ძალებით მიტევ?- მისკენ მივიწიე და თვალები დავაწვრილე -არ ვაპირებ რაიმე განსაკუთრებულის ჩადენას ... -ხოო? არადა როგორ გიყვარს უეცარი გამოხტომები. კიდევ კარგი ვიცი ვინც ხარ და რისი გაკეთება შეგიძლია- უცებ მოვშორდი,მოვშხამე და ზურგი ვაქციე -არადა საეტრთოდ არ იცი რისი გაკეთება შემიძლია- ჩემს ყურთან ჩაიჩურჩულა და მაკოცა. რაააააააააააააააა? მაკოცა? ეს რა იყო მომეჩვენა? სისულელეა რა მომეჩვენა . ანუ რა იგულისხმა არ იცი რისი გაკეთებაც შემიძლიაო... ეს ,.. კი მაგრამ ახლა უნდა ასე მეთამაშოს?ჩემს ძველ თამაშს იხსენებს -ზოგადი შეხედულებიდან გამომდინარე შემიძლია წარმოვიდგინო -ნუ წარმოიდგენ ისეთ რამეს რაზეც ფანტაზია არ გეყოფა ... ნუ ეცდები ტყუილად.დავიძნოთ ახლა თორე ძილი მომერია რაღა დაგიმალო შენს გვერდით თუ ჩუმად ხარ სულ მეძინება - ეს საზიზღარი , მეგრელი გახდა უცებ და ახლებურად ეშმაკურად მიტევს. კარგი ამ ერთხელ გადავაბიჯებ ჩემს ზღვარს . -დავიძინოთ რა თქმა უნდა - რამდენიმე წუთი მშვიდად ვიწექი,მაინც ველოდი როდის ჩაიძინებდა,მაგრამ არ იძინებს კარგი ნუ დაიძინებს. გადავბრუნდი და ისევ ისე დავწექი როგორც პირველ დილას ვიყავი. ჯერ გააჟრჟოლა, შემდეგ ხელები დაეჭიმა და თვალები გაახილა- ძილშიც ხო ხელს არ შემიშლი არა? -მკერდზე ნიკაპით დავეყრდენი და ისე ავხედე .შემდეგ ავცოცდი უფრო ზემოთ და მის ყელში ჩავმალე სახე- სხვათაშორის არ მეგონა საჭირო ფუნქცია თუ აღმოგაჩნდებოდა -ისე ვუთხარი მის ყურს ტუჩებით ვეხებოდი.სუნთქვა გაუხშირდა, გულისცემა ყურში ჩამესმოდა ,ვერ ვხვდები როგორ გავძელი მხოლოდ სასიამოვნო ტალღები მივლიდნენ სხეულში. მგონი მართლა მომწონს ასე წოლა“როგორ არ მოგეწონება,ისეთი სხეული აქვს, ისეთი თბილია და სურნელზე აღარაფერს ვამბობ.შენ ხო ის გიზიდავს და გაგიჟებს“ ,“რა სისულელეა ალტერეგო ხარ თუ ვიღაც ენა ჩაიგდო სჯობს, უბრალოდ ვიძნებ და მორჩა არაფერი არ მომწონს ამის მე „ მშვიდად ვიყავი სანამ ხელები არ მომხვია. რაღა ხელი ჩამმალა თავის მკლავებში და ეგ იყო . ერთი ხელი ისე მომხვია ცოტაც და საჯდომზე გადავიდოდა, უზრდელი მეზობელ ოთახში შეყვარებული ჰყავს და მე მიფათურებს ხელებს.არა რა ხელებს მიფათურებს მე ავეკარი სხეულზე, მე ვარ უთავმოყვარეო გოგოს ამპლუაში და კიდე იმას ვადანაშაულებ. -დავიძინოთ - ხმაზე არაფერი ეტყობა არადა ხო ვიცი როგორ აქვს სხეული დაჭიმული. თვალები დახუჭა და თავი გვერდით გადასწია. ასე უფრო მადისაღმძვრელად ჩანდა მისი ყელი, როგორ მინდოდა მეკოცნა მის ცისფერ ვენებს გავყოლოდი ტუჩებით და შემდეგ ...ღმერთო რა ჯანდაბაზე ვფიქრობ ,მგონი გავგიჟდი. დამშვიდდი სალო,ყველაფერი შენი ასაკის გამოა იმიტომ ხარ ასე ანუ არ შეგიძლია ემოციის კონტროლი ... ჯანდაბა როგორ ვაკონტროლო ემოცია როცა ერთ საწოლში ვწევარ ბიჭთან ერთად რომელიც ნერვებს რომ არ მიშლიდეს ისეთი გარეგნობა აქვს გამაბრუებდა ... თვალები დავხუჭე,თვლა დავიწყე და ნელ-ნელა დავმშვიდდი . შემდეგ ძილმა შემიტყუა და გადავეშვი სიზმრების სამყაროში. ღამით ხმამ გამომაფხიზლა, მგონი გარეთ ქარბუქი იყო. ტოტების ხმა ისმოდა , ქარი ტრიალებდა და ფიფქებს ფანტავდა . თვალები ფართოდ გავახილე და უფრო გამიფართოვდა როცა ბერდოს სახეს წავაწყდი . გვერდი შეუცვლია ყმაწვილს,ახლა პირისპირ ვიწექით, ხელები ისევ მოხვეული ჰქონდა ჩემთვის და არ მიშვებდა,ისე ახლოს იყო ცოტაც და ვაკოცებდი. უკან გადავწიე თავი და მისი ხელის მოშორება ვსცადე . შეიშმუშნა და უფრო ახლოს მოიწია. -მოისვენე -გამიშვი ადგომა მინდა -სად მიდიხარ- თვალები ჭყიტა დახელი ზემოთ ააცოცა. -მინდა გავიხედო გარეთ.მგონი აქ ჩავრჩებით და სულაც არ მინდა ეგ - მის ხელს ჩავებღაუჭე და მოვიშორე. შორტი გავისწორე და ფანჯარასთან მივედი ,მინა დაორთქლილი იყო დავწმინდე და წამოვიკივლე-ჯანდაბა რამხელა თოვლია... ახალ წელს კი არა ძველით ახალწელსაც აქ მოგვიწევს ყოფნა ... ნახე როგორ თოვს ქარიც რომ ემატება -დამშვიდდი..დიდი თოვლი სულაა აქ . შეწყდება და წახვალ ! -კიდევ მოთოვს ცუდი ამინდებია პროგნოზის მიხედვით -აქ მზეს და ზღვას ელოდი რომ მოდიოდი? -ცინიკოსობას შეეშვი -საწოლში დაბრუნდი და დაიძინე ! -შემეშვი - ხალათი მოვიცვი და წავედი. მწყუროდა და სამზარეულოში შევედი .კიდევ კარგი მარაგი გვაქვს თორე შიმშილით მოვკვდებით. თან დღეს უამრავი რამე უნდა მოვამზადოთ ახალი წელია ...როგორ მიყვარს . სახლიც უნდა მოვრთოთ...მოკლედ კარგად გავერთობი .ისე აწი მე ვერ დავიძინებ,ნაძისხე და მოსართავები ვიცი სადაც არის და რომ დავიწყო რა დაშავდება? ხუთი საათია . წვენი დავლიე და ზემოთ ავედი. ბერდოს ბალიში მოექცია ტორებში და კარისკენ იხედებოდა. როცა დამინახა ტანსაცმელით ხელში წამოჯდა -რას აკეთებ -რატო არ იძნებ შენ.. ძიძა ხარ თუ თანამცხოვრები - სწრაფად შევედი სააბაზანოში.მოვწესრიგდი. სპორტული შარვალი, მაისური და ჟაკეტი ცავიცვი . თმა კოსად შევიკარი და გავედი. მობილური ავიღე, ყურსასმენები და წავედი. ისეთი სიმშვიდე იყო ყველგან,მხოლოდ სიმღერის ხმა მესმოდა ისიც მხოლოდ მე . სწრაფად გამოვიტანე ნაძვისხის ყუთი, სათამაშოები და მოსართავები . საკმაოდ დიდი ყუთი იყო და ძლივს მივახოხებდი იატაკზე. ვიღაცამ ხელი რომ გაამაშვებინა და ყუთი ააფრიალა. -აქ რა გინდა გორილა -არ მაქ უფლება იქ წავიდე სადაც მსურს?- ყუთი მისაღებში გაიტანა . და სანამ მე გაოცებული ვიდექი დანარჩენებიც იქ დააწყო. ხალიჩაზე დაჯდა და ნაძვისხის აწყობა დაიწყო . - არ მოხვალ? გამომხედა წარბებაწეულმა.მაშინვე მასთან მივედი და მივაწოდე ნაწილები. თანდათან იზრდებოდა ნაძვის ხის სიმაღლე. ბოლოს სავარძელზე შედგა და ბოლო ნაწილიც დაამაგრა -კარგიაა . ახლა მორთვა დავიწყოთ - ტაში შემოვკარი და წვიმა შემოვახვიე ბერდოს. ერთი მეც მოვიხვიე და დავიწყე ნათურების ამოღება. -ჯერ ოთახს მივხედავ მერე ნაძვს . სულ ხტუნვა-ხტუნვით შემოვიარე ოთახი ნათურები დავამაგრე კიბეზე, ძალიან ლამაზი იყო. ასევე კარზე . ბუხარზე დეკორატიული წინდები დავკიდე ,გეგონებოდატ შიგ კანფეტები ეწყო. ასევე სხვადასხვა ფიგურები ირმების და კლაუსების. ელფებიც ვიპოვე ... რასაც ვერ მივსწვდი ბერდო დავიხმარე . სკამზე ვიდექი რომ ავყირავდი და პირდაპირ მის მკლავებში აღმოვჩნდი,კისკისი არ შემიწყვეტია,თან ჩუმად ვიცინოდი რომ არ გამეღვიძებინა დანარცენები . -დამსვი ახლა რას მიყურებ გორილა -იქ ზემოთ გაკეთებას არ აპირებ -ხელით მანიშნა და ისე უცებ ამწია მაღლა ინსტიქტურად დავეყრდენი მხრებზე. ხელი საჯდომის ქვემოთ ჰქონდა მოხვეულიდა ისე ვეჭირე თავი მუცელზე ჰქნდა მოდებული. წვიმა ავაცალე და დავამაგრე ისე გადავიხარე ძლივს დამიჭირა, რა მატრიალებდა არ ვიცი ,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი არ დავუვარდებოდი. -ისე სულ არ ხარ ბუმბული და ხერხემალი მტკივა -გაუძელი ცოტაც ჩემო კარგო ასე უცებ დანებება არ შეიძლება - წამოწითლებულ სახეზე დავხედე და გავუღიმე მოვიკეცე და ლოყაზე ვაკოცე- აზრზე არ ვარ რამ მომაფიქრა ეს ,რომ გავიაზრე რაც ვქენი უცებ გავსწორდი და კიდევ ერთ ადგილას დავამაგრე წვიმა რომ არ ჩამოვარდნილიყო. -მორჩა დამსვი .-ისე ჩამომწია დაბლა ჩამოყვა სხეულს ხელებითაც და ცხვირითაც.ბოლოს რომ დავდექი მყარად ზემდოან დამყურებდა და ისე ახლოს იყო სუნთქვა შემეკრა. სწრაფად გავიწიე უკან და ოთახს მოვავლე თვალი ...-ლამაზია არა? -კი ძალიან ლამაზია... ყოჩაღ -ჯერ სად ხარ მტავარი დარჩა- ერთი ყუთი რომელშიც სათამაშოები ეწყო მივაჩოჩე ნაძისხესთან და შემდეგ დოინჯშემოყრილმა გავხედე- არ მეხმარები? -ა ხო მოვალ- უხერხულად ჩაიცინა თიტქოს რაღაცაში გამოვიჭირე, არადა სულ არ ვაპირებდი იმაზეყურადღების გამახვილებას რომ მიყურებდა თან გაღიმებული მიყურებდა. თან ეს ღიმილი საშინლად უხდება და თან შეიძლება შევიშალო. მოკლედ დავიწყეთ მორთვა ... რამდენმეჯერ ვიკამათეთ ბოლოს მან გაიმარჯვა და ის სათამაშოები იქ დავკიდეთ სადაც თვითონ სურდა. სამაგიეროდ ბანტებით მე მოვრთე , ზემოთ ისევ ვერ მივსწვდი და ქვემოდან ავხედე ბერდოს -რა? -ამიყვანე -არც იფიქრო კდიე მტკივა წელი ... -საზიზღარო არ ვარ მე მსუქანი -რა მნიშვნელობა აქ მაღალი ხარ და მაინც მძიმე ხარ .ერთი მომავალი ეკონომისტი ვარ სპორცმენი კი არა რო გატრიალო ხელში ჰანტელივით - უცებ მიაყარა წარბებეშეკრულმა, აშკარად შეუძლია დამიჭიროს და სისულელეს იფიქრებს ახლა.მიზეზს ვერ ვხვდები ,მაგრამ არ ვაპირებ დანებებას. გვერდი ავუარე, სავარძელზე ავედი და ზურგზე ავაბობღდი -რა ჯანდ... -ჩშ.. ტყუილად ხარ გორილა? ცოტა ხნით გამიძლებ ,თან ასე ძალა გადანაწილებული იქნება და ხელებით დაჭერა არ მოგიწევს -მუცელზე მოვხვიე ფეხები ,ხელები ყელზე -თუ არ მომაშორებ ხელებს ყელიდან დავიხრჩობი და ავტომატურად დავვარდები ძირს -ვაიმე მაპატიე ... -მივხვდი მართლა ვუჭერდი, ყელი გაუწითლდა . გადავიწიე და დავაკვირდი კანს,შემდეგ თიტები გადავატარე გაწითლებულს -ბოდიში ინსტიქტურად მომივიდა -სწრაფად გააკეთე რისთვისაც დაჯექი მანდ - ჩაახველა და გვერდზე გაიხედა. თავი ავწიე მისი მხრიდან ერთი ხელი მისი მკერდის გასწვრივ მქონდა მოხვეული მეორეთი სათამაშოებს ვკიდებდი. ბანტების დამაგრებაც განვაგრძე. ხელი ჩემს ფეხებზე ჰქონდა მოხვეული .,მეორეთი მაწოდებდა სათამაშოებს და რამდენჯერაც დაიხარა მეგონა დავვარდებოდი . სიცილი ამიტყდა რომ წარმოვიდგინე როგორ ვიყავი .სულ გაგიჟდა ამაზე, უკვე დაცვარული ჰქონდა სახე .მართლა მარტივი ხო არაა ამდენი ხანი ასე ვყავდე. თან რაღაცნაირად იყურებდა,ვერ გავიგე მისი მზერა რას ნშნავს. მოკლედ ნელა ვაკეთებდი საქმეს და დიდი დრო გავიდა. ბოლოს ვარსკვლავი დავამაგრე და უკეთ მივეკარი ზურგიდან-შეგიძლია დამსვა -როგორც იქნა.. რაჭველი ხო არ ხარ შენ .ასე ნელა როგორ აკეთებდი ვერ გავიგე, განგებ მაწვალე ხო? -არა უბრალოდ მე.. მეშინოდა არ დაგვარდნოდი - დავიბენი როცა წინ გადამიყვანა .მასთან სიახლოვე მაგიჟებს. სისულელე იყო,ასე ახლოს არ უნდა მივსულიყავი . ან როგორ შემოვაჯექი ზურგზე, გადარეული ვარ. საერთოდ არ ვფიქრობ არაფერზე. მის საფეთქელთან გაბრწყინებულმა წვეთმა თვალი მომჭრა,ნელა მიუყვებოდა სახეს და ყელში ჩაიმალა, ლამის გავყევი უკან ტუჩებით. ასეთ მდგომარეობაში უფრო მიმზიდველი იყო ... -დავასრულეთ -რვა ხდება ..მალე გაიღვძებენ ისინიც .ზურგი მაქცია ჩვეული გამომეტყველებით და წავიდა. მე კი დავრჩი შუა ოტახსი და ვუყურებდი ჩვენს შემოქმედებას. ცარიელი ყუთები უკან გავიტანე და ავანთე ყველა ნატურა. აი მესმის საახალწლო განწყობა. სულ ვიწყებდი სახლის მორთვას მაგრამ არასდროს ვასრულებდი ბოლომდე, მბეზრდებოდა და ვუტოვებდი ჩემებს, დღეს პირველად მივიყვანე საქმე ბოლომდე. სამზარეულოში გავედი, ყავა გავიმზადე და დივანზე ჩამოვჯექი. მალე პირველი წყვილი გამოვიდა, რა თქმა უნდა აკო და მეგი იყვნენ,ლილე ადრე იღვძებს . -ვაუუუ რა ლამაზია... ეს ხომ წუხელ არ იყო შენ გააკეთე? -ხო უფრო სწორად მე და გორილამ -ლა ლამაძიააა ჩენ ნამდვილი სააქალწლო ფელია ქალ ..ის კიდე ჩენი ელფიააა- ბერდოზე გვანიშნა ყველას პატარა ქალბატონმა. უკვე ჩაცმული და მოწესრიგებული იდგა კარში და მიყურებდა -დილამშვიდობის -ძალიან მოგვეწონა ყველაფერი -ეს ვინ გააკეთა?- კიბიდან სიმოდა ხმა. მერე მისაღებში შემოვარდა ბიჭები იყვნენ ნიკო, იოანე და ვაკო -სალომეს და ბერდოს შემოქმედებაა -ყოჩაღ ბავშვებო -სანტა გვეწვია თუ რა მაფიააა ეე- ბექას ხმა გავიგე სიცილით შემოიჭრა და თვალები დააწვრილა -ვინ მორტო ჩემი სახლი ახლავე აღიაროს -იმათ - ხელით ანიშნეს ისევ -ვინ იმათ კაცო ორმა ერთად? თ ცალ- ცალკე -ერთად ბექა... აუ დავიღალე და თქვენის ნებართვით გავალ მერე ჩამოვალ და დაგეხმარბეით გოგონებო - კარში სანამ შემოვიდოდნენ გაოცებული ნატა, კატო და ქეთა მანამ გავედი და კიბე ავირბინე . საწოლზე დავვარდი,ახლა მივხვდი გორილას გაუსწორებია, ჩემი პიჟამა დაკეცილი იდო ბოლოში .ძალიან კარგი , ისედაც ძალაგამოცლილი ვარ. ხელები და ფეხები გავჩაჩხე და თავი ფანჯრისკენ გავაბრუნე, ისევ თოვდა . ამდენი ხანია თოვს , მართლა ვეღარ გავალთ გარეთ,ყველაფერი დაფარულია, მანქანებიც კი. უკვე თამაშობენ ბავსვები , ხმა ისმის ქუჩიდან, კისკისის და ჟრუამულის. ვიღაცეები სახლებს წმენდენ ...მოკლედ გაიღვძა უკვე ყველამ. მე კი მშია და ჩემი კუჭი საოცარ ხმებს გამოსცემს -გაიწიე რა -ოო მეზარება- საწყლად ავხედე ბერდოს . სიიც დაიხარა და ხელით გამაჩოცა, დაეცა საწოლზე და ამოისუნტქა- რას უთხარი ბერდოსთან ერტად გავაკეთეო! -დამეხმარე და აბა არ მეთქვა -რა დაგეხმარე ორი სატამაშო დავკიდე და დაგიჭირე.იმათ კიდე შემჭამეს ! ჩემი ძმა ტვინს ბურღავს ვეღარ გცნობო . სახლში არასდროს მოგირთია ნაძვისხე და რა გაგიკეთა სალომემ რით გაიძლა მითხარიო -მართლა არ მოგირთია? -ეგ გიტხარი ახლა მე გოგო? -ნუ ყვირი ველურო ! უთხარი მერე აღარ გითხრან არაფერი და დამშვიდდებიან -კი როგორ არა! -გოგონები რას შვებიან -ჯერ იღვძებენ . ვისაუზმებთო და მერე დავიწყებთ მზადებასოო.იმდენი ხართ როგორ დაგიტევთ სამზარეულო არ ვიცი -სხვაგან გავალთ მერე რა პრობლემააა ... ისევ თოვს -ხო -როგორ ხარ ასე მშვიდადი... სახლიდან ვერ გახვალ/სცადე? იმხელა თოვლია ჩაეფლობი შიგნით -აბა ვიკივლო თუ რა გავაკეთო -ნერვებს მიშლი -ვერ გიტან დაგავიწყდა- ჩაიფრუტუნა და ზურგი მაქცია -არ დამავიწყდა... უბრალოდ დამასწარი ხოდა ვერ გიტან -არც მე მეხატები გულზე -ხოდა ძალიან კარგი მშვიდად ვიქნები - ისე ზერელედ ვლაპარაკობდით ,ნაკლებად ვგავდით იმ ხალხს ვისაც ერთმანეთი სძულდა . უბრალოდ წამოსროლილი სიტყვები იყო და სხვა არაფერი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.