შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრის შეყვარებული (თავი 1,2)


29-07-2016, 12:26
ნანახია 2 605

-კარგი რა სად არიან აქამდე?
-მოვლენ.დათო შემპირდა რომ აუცილებლად მოვა.
-საიდან იცნობ?
-ფეისბუკზე გავიცანი
-ყოჩაღ!ამდენი ხანი ფეისბუკზე გაცნობილ ტიპს ველოდებით!
-ხომ გითხარი მოვა.
-ხუთ წუთში თუ არ მოვიდა მივდივარ!
-კარგი მარიამ.
მე და ქეთი ვლაპარაკობდით როდესაც შევამჩნიე ჩვენსკენ მომავალი ორი ბიჭი.ერთი დაბალი და შავგვრემანი იყო,ხოლო მეორე ოდნავ მაღალი, ღია ყავისფერი თმით,თაფლისფერი თვალებით და პათარა გაბუშტული ცხვირით.აშკარად ეს მაღალი უფრო სიმპათიური იყო.“ღმერთო ჩემო რა გემრიელიააა, მმმმმ“ ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც ქეთიმ მითხრა:
-აი ხო გეუბნებოდი მოვა თქო.
-ხოოო და დათო რომელია?
-აი ის ოდნავ მაგალი როაა
ბიჭები მოგვიახლოვდნენ,ქეთიმ დათო გადაკოცნა და ჩემსკენ მოტრიალდა.
-დათ გაიცანი ეს მარიამია.
-სასიამოვნოა მარიამ შენი გაცნობა
-მადლობთ ჩემთვისაც.
-ეს ჩემი ძმაკაცი გიოა
ეს ვიღაც გიორგი დაფეთებული თრითინასავით მიყურებდა.რა იყო გოგო არ უნახია!მე ხომ ჩვეულებრივი გოგო ვიყავი,ყავისფერი თმითა და თვალებით არაფერი განსხვავებული არც მაღალი და გამხდარი ვიყავი არც ქერათმიანი და დიდი მკერდით.
მოკლედ შუა ზამთარში ქეთიმ გაკვეთილები გამაცდენინა რომ ეს ორი იდიოტი მენახა.როდესაც ბიჭებმა ყავაზე დაგვპატჟეს ქეთი არ წაყვა და სახლში გამომაქცია ტეხავსო.თითქოს ფეისბუკზე პირველი მიწერა და ინიციატივის აღება არ ტეხავდა! :დ
საღამოს როდესაც გაკვეთილები ვისწავლე,ფეისბუკზე შევედი.და ქეთის მესიჯი მხვდება
-მარრრ
-რა იყო?
-ხვალ გაკვეთილების მერე კაფეში დაგვპატიჟა დათომ,ხომ წამოხვალ?
-არა არ მცალიააა
-კარგი რა გთხოვ მარტო ვერ წავალ
-კარგი ჰო
-მიყავრხარ
-მეც :*
-გოგო ის ბიჭი ხო სიმპათიური იყო?
-ვინ გიო?
-ხოო
-გაგიჯდი?
-არააა,მომეწონა
-:დ და დათო?
-არა გოგო გაგიჟდი შენთვის.
-მე კი არა შენ გაგიჟდი!არც იფიქრო.კარგად.
დილით გავიღვიძე სკოლაში მაგვიანდებოდა.სასწრაფოდ ჩავიცვი და სახლიდან გავვარდი.პირველ გაკვეთილზე 10 წუთით დავაგვიანე.მასწავლებელს არც დავუნახივარ ისე შევიპარე კლასში და დავჯექი.
-დღეს ხომ მივდივართ? -ჩურჩულით მკითხა ქეთიმ.
-ჰო ჰო მივდივართ ახლა დამაცადე გაკვეთილის მოსმენა.
გაკვეთილების დამთავრების თანავე სკოლასთან დაგვხვდნენ დათო და გიო და კაფისკენ წავედით.მე და გიო ჩუმად მივდიოდით,როცა კაფეში შევედით და დავსხედით დათო ჩემს წინ დაჯდა და საყვარლად მიგიმოდა.სანამ შეკვეთას ველოდებოდით დათო და ქეთი ლაპარაკობდნენ როცა უეცრად გიორგიმ მითხრა
-ფეისბუკზე ენას არ აჩერებდი, ლაპარაკის საშვალებას არ მაძლევდი და ახლა რა ჩუმად ხარ?
-ვინ მეეე იმხელა ხმაზე ვკითხე რო დათო მოტრიალდა და გაოცებულმა შემომხედა.
-ჰო წუხელ თერთმეტ საათზე.
აჰამ ახლა მივხვდი რაშიცი იყო საქმე წუხელ 11 სათზე გათიშული მეძინა.
-11 ხო ნეტა მე გწერდი თუ სხაა!!!!!!.ხმა ამიკანკალდა ქეთის შევხედე, წამოვდექი და გავედი კაფიდან.

***
გული საშინლად მტკიოდა ქეთიმ ასეთი რაღაც უკვე მეორედ გამიკეთა,მაგრამ ყველაფრის მუხედავად ვენდე და ჩემი ფეისბუკის პაროლი ისევ მივეცი.რამდენიმე თვე გავიდა და იგივე მოხდა.
ქუჩაში მივდიოდი ტირილით გული საშინლად მტკიოდა,თან ცივი ნიავი სახეში მირტყავდა და ცრემლებს ლოყაზე მიყინავდა.ისე გამოვიქეცი,რომ კაშნე და ქუდი იქ დამრჩა.საშინლად ციოდა დეკემბრის 10 რიცხვი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ციოდა თოვლი ჯერ არ იყო.დაბნეული არც კი ვიცი სად მივდიოდი უბრალოდ გზას მივყვებოდი და ვტიროდი,მან ხომ იცოდა რომ არ მომწონდა მასეთი რამ ჯერ არ მსურდა ვინმეს გაცნობა რადგან მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობდი.ოთხი წლის უკან როცა 12 წლის ვიყავი პირველად შემიყვარდა,მაშინ მომატყუეს და მას შემდეგ სიყვარულზე ან ვინმესთან ურთიერთობაზე არც კი მიფიქრია.ქეთიმ ეს შესანიშნავად იცოდა მაგრამ რა ემართებოდა ვერ ვხვდებოდი.
როცა გზა დამთავრდა სტადიონის შესასვლელთან აღმოვჩნდი,ჩავედი და იქვე სკამზე დავჯექი,ვფიქრობდი რა ხდებოდა ჩემს თავს ნუთუ ასე აუცილებელი იყო ვინმეს შევხვედროდი,დავლაპარაკებოდი,გამეცნო და შემეყვარა? ნუთუ ესაა ცხოვრებაში მთავარი? ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ჩემს წინ მიწაზე ჩრდილი დავინახე.ქეთი ჩემს წინ ჩაიკეცა და თვალებში შემომხედა.
-მარ მაპატიე ძალიან გთხოვ
-შემეშვი რა
-კარგი რა ხომ იცი რომ შენთვის გავაკეთე
-რა გააკეთე ჩემთვის ნორმალური ხარ გოგო?!
თავს ვეღარ ვიკავებდი და ბოლო ხმაზე ვუყვიროდი. სკამიდან წამოვხტი ქეთიც ფეხზე წამოდგა და ერთმანეთს ვუყვიროდით.
-შენც იცი რომ გჭირდება ვინმე ვინც გვერდით გეყოლება
-მყავს მეგობრები!!!!
-მე მეგობრებზე არ გეუბნევი
-ბოდიში მაგრამ შეყვარებული არ მჭირდება
-გჭირდება!
-ქეთი მე შენნაერი არ ვარ! მე სწავლა მინდა მომავალზე ვფიქრობ მინდა წარმატებული ვიყო! შენ კიდე პირიქით შეყავრებული და ბიჭები ხელს გიშლიან სწავლაში.გინახია სერთოდ შენი ნიშნები? 6 მაღალი ნიშანი არ გყავს!მხოლოდ ის გინდა რომ ბიჭებს მოწონდე მეტი არაფერი!! -ეგრე ხომ მარიამ კარგი! ანუ შენი თქმით ვარ
-მე ეგ არ მითქვამს!
-არ გითქვამს მაგრამ ეგრე გამოგივიდა
- ისაა ვინც სხეულს ფულზე ყიდის! და თუ მათ ადარებ თავს ყოჩაღ!
ქეთი გაბრაზებული გაიქცა.სკამზე დავჯექი, ფეხები მაღლა ავაწყვე ნიკაპით დავეყრდენი და ისევ ტირილი დავიწყე.საერთოდ ტირილი ერთადერთი რამაა რაც კარგად გამომდის.ქეთის ძალიან ვაწყენინე მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ის ნელნელა ჭაობში იძირებოდა და ამას შორიდან ვერ ვუყურებდი დიდი ხანია ამის თქმა მინდოდა მაგრამ ვერ ვახერხებდი და დღეს ამოხეთქა ყველაფერმ. ჩემი ტკივილი სულ დამავიწყდა,დამავიწყდა ქეთის საქციელი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როოგრ იყო? ძალიან ხომ არ ვატკინე გული ჩემი სიტყვებით?მაპატიებდა ამ სიტყვებს ოდესმე? დღეს პარასკევია ორი დღე ვერ ვნახავდი ნეტავ როგორ იქნებოდა?
ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე როცა გვერძე ვიღაც მომიჯდა.მე ქეთი მეგონა სკამიდან წამოვხტი და ბოდიშების მოხდა დავიწყე,უეცრად შევხედე და სკამზე მოწყვეტიდ დავეცი და ისევ ტირილი ამიტყდა...

სალამი ხალხნო იმედია მოგწონთ ჩემი მოთხრობა :* ველოდები თქვენს შეფასებას :*



№1  offline წევრი Stay Strong Baby

Dzaan patara tavebia :/

 


№2  offline წევრი რიტა

ძალიან პატარა თავებია შეეცადე გაზარდო. მე მომწონს და მაინტერესებს შემდეგ რა მოხდება ამიტომ გააგრძელე. წარმატებები...

 


რიტა
ძალიან პატარა თავებია შეეცადე გაზარდო. მე მომწონს და მაინტერესებს შემდეგ რა მოხდება ამიტომ გააგრძელე. წარმატებები...

აუცილებლად გავზრდი თავებს :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent