ჩემი-ანი (8)
*** როგორ ტკიოდა თავი და თვალებიც დამძიმებული ჰქონდა. არადა, არც ესეთი ბომბა არ იყო ვისკი, რომელიც გუშინ დალია ბიჭებთან ერთად. თან მენთოლის სუნი ცხვირს უწვავდა. მენთოლი?-სწრაფად დააჭყიტა თვალები გიორგიმ და კინაღამ ცრემლები წამოუვიდა. მთელი სახე კბილის პასტით ჰქონდა გალამაზებული. გულში გვარიანად შეიკურთხა და ლოგინზე წამოჯდა. მთელი ლოგინი კბილის პასტით იყო მოხატული, თითებზეც კი გოგონები რომ ვიხატავთ ხნით ისეთი ორნამენტები ჰქონდა. სხვა ვინ იზრუნებდა გიორგის გალამაზებაზე თუ არა, მაშო! -მაშო.....!-დაიღრიალა ბოლო ხმაზე და წამოხტა ლოგინიდან. ფეხი დაადგა თუ არა იატაკზე რაღაც ჰაეროვანი იგრძნო. იატაკზე საპარსი ქაფი დაუსხამს მაშოს თან იმდენი რომ მთლიანად დაფარული ჰქონდა ფეხის თითები. -მაშო..!-მეორედ დაიღრიალა გიორგიმ და სარკისაკენ გადადგა ერთი ნაბიჯი. სარკეში ჩაიხედა თუ არა გული გაუსკდა. მთელ სახეზე კბილის პასტა ესვა, ტუჩებზე წითელი პომადა და ცხვირი შავი ფანქრით ჰქონდა გაფერადებული. მაშინვე კოჭლობით გაიქცა გოგოების ოთახისკენ და დაუკითხავად შევარდა ოთახში. მივარდა მძინარე მაშოს, ხელში აიტაცა და გაარბებინა ოთახიდან. -დამსვი ავადმყოფო! -ავადმყოფი მე ვარ თუ შენ? რას ვგავარ, გოგო! -შენი უკანალის გარდა ვერაფერს ვხედავ! თუ დამსვამ დაგინახავ!-შეუღრინა მაშომ. გიორგიმაც მაშინვე ჩამოსვა მაშო და წინ დაიყენა. სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა ოთახში. მაშომ უყურა რამდენიმე წამს და ისეთი სიცილი აუტყდა, რომ აბაზანიდან კივილით გამოვარდა ანუკა რა ხდებაო. გიორგის დანახვაზე ანუკასაც აუტყდა სიცილი. გამწარებული გიორგი ხან ერთს უყურებდა, ხან-მეორეს. -გიუშ, რა სიმპათიური ხარ!-უთხრა ანუკამ და გააგრძელა სიცილი. -ვაფშე არ არის სასაცილო! თვალები მეწვის,-დაიღრინა გიორგიმ. -ცრემლები რატო არ მოგდის?-იკითხა მაშომ, როცა გული იჯერა სიცილით. -რა გამიკეთე ეს, ტო.. -მე? -აბა, ანუკა?!-შეუბრუნდა დას გიორგი. -შენ ხო არ გაგიჟდი? გათიშულს მეძინა..! -რა კარგი მსახიობი ხარ, მაშო.-უთხრა გიორგიმ ხელი ჩაავლო და სწრაფად სააბაზანოში შეარბენინა მაშო. კარები შიგნიდან დაკეტა და მიუბრუნდა შეშინებულ გოგოს. -რა.. რა გინდა? -ეხლავე გაჩვენებ!-ცივად უთხრა გიორგიმ და კარადა გამოხსნა. საპარსი ქაფი გადმოიღო და ხელზე დაისხა,- შენ არაფერ შუაში ხარ, არა? -რა გინდა ვერ გავიგე?!-არ დაუთმო მაშომ. -აღიარე, მაშო! -არაფერსაც არ ვაღიარებ! -თუ არ აღიარებ ძვირად დაგიჯდება, მარიამ! -იქნებ ბიჭები იყვნენ ამოსულები და იმათმა გააკეთეს? მაინც და მაინც მე რატო?-სახე მოღუშა მაშომ. -არა, ხო?!-უთხრა გიორგიმ და ხელზე დასხმული ქაფი პირდაპირ სახეში შეაზილა მაშოს. -აუ, შენ ნორმალური ხარ? დამაყრის! -მე არ დამაყრის ეს მენთოლიანი კბილის პასტა რომ წამისვი სახეზე? -შენ ბიჭი ხარ და აიტან! -ანუ, შენ წამისვი ხო? -მე ეგ არ მითქვამს! -მაშო,-წარბი აწია გიორგიმ და მეორე ქაფი მოამზადა. -ფანტაზია ვერ გიქაჩავს!-ამის თქმა იყო და ქაფის მეორე პორცია მოხვდა მაშოს სახეში. -ავადმყოფო!-დაუყვირა მაშომ და ეცა გიორგის. გიორგი არ უშვებდა ქაფს და არც მაშო თმობდა. ქაფი კი ხან სად ესხმებოდა, ხან სად. მთელი აბაზანა საპარსი ქაფით იყო დასვრილი. -კარი გააღეთ!-მეორე მხრიდან ანუკა ყვიროდა. -არ გვცალია შენთვის!-დაუყვირა გიორგიმ. -ანუკ, მიშველე იდიოტია შენი ძმა! -იდიოტი, ხო?!-გიორგიმ ხელი დაავლო მაშოს და ცივი შხაპის ქვეშ დააყენა მაშო. სანამ მაშო კანკალმა არ აიტანა გიორგი ვერ მიხვდა რას აკეთებდა. სწრაფად მოუშვა ცხელი წყალი და შეხტა მასთან. -ბოდიში, რა.. -გადი!-დაიღრიალა მაშომ. -ბოდიში, რა..-ჩაეხუტა გიორგი.-მაპატიე, ძალიან გადავაჭარბე. -გადი, გთხოვ..-ამოილუღლუღა მაშომ. -ამის დედაც..-ერთი შეიგინა გიორგი, სწრაფად გახსნა კარი და გავარდა სააბაზანოდან. კარებში სახე წაშლილი ანუკა შეეგება. -ვაიმე, მაში..-გაგიჟდა მაშოს დანახვაზე ანუკა, რომელიც ტიროდა და სულ კანკალებდა. -გიორგი, ნორმალური ხარ? ესე რამ გაგამწარა?!-დაუყვირა თავის ძმას. მაშომ ცხელი წყალი გადაივლო, თბილი სპორტულები ჩაიცვა და ჩაწვა ლოგინში. -სულელია ამხელა ბიჭი..-ჩაიფრუტუნა ანუკამ. -სულელი მე ვარ ეგ კი არა. არ ვიცოდი ესეთი რეაქცია რო ექნებოდა? რა უნდა ამ ეშმაკს რას მებრძვის?!-დაიწუწუნა მაშომ. -კაი, რა! პროსტა სიცხე რომ გქონდეს მოვკლავ ჩემი ხელით. -ღირსიც ვიქნები სიცხე რომ მქონდეს. რა მინდა რას დავცანცარებ?! დაეგდე გოგო და დაიძინე რო ეტენები უაზროდ..! -ისე, რამ მოგაფიქრა შენ თუ არანორმალური არ ხარ?-გაეცინა ანუკას. -ისე ხვრინავდა ერთი ფიქრი ვიფიქრე „შპილკას“ გავუკეთებ ცხვირზეთქო, მარა მერე შემეცოდა რომ მომკვდარიყო რა მეშველებოდა მერე? ხოდა, რამე ხო უნდა მექნა და ამიტომ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ილიასი ხო არ იყო ეგ ქაფი? -არა, გიორგისი იყო. -ეგ წვერს მაინც არ იპარსავს და ვადა გაუვიდოდა,-გაეცინა მაშოს და გაეხვია საბანში. გვერდზე ოთახში გიორგი წინ და უკან დადიოდა. თავს ვერ პატიობდა, რომ ასეთი რაღაც ჩაიდინა. არადა, უარესებს არ უკეთებდნენ ერთმანეთს გუდაურში ზბორებზე რომ დადიოდა? უარესებს დაჟე! ინგლისური მარილით დაწყებული, საძილე აბებით დამთავრებული. მაგრამ საქმე მაშოში იყო.. ალბათ, შენთვის ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანი რომაა მისგანაც ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად უდგები და ეს აგიჟებდა ზუსტად. დღითი დღე რწმუნდებოდა, რომ ის ბავშვობის გატაცება ზრდასრულ ასაკში ზრდასრულ გრძნობად ყალიბდებოდა. თან როგორი დაუცველი იყო მაშო? რამ მოაშვებინა ცივი წყალი! სულ გაგიჟდა ეს ბიჭი.. თურმე, როგორ აფრენს როცა ბრაზდება. კიდევ კარგი შემდეგში გააკონტროლებს ემოციებს.. მაგრამ მაშოსთან აღარასოდეს! აღარასოდეს გაბარზდება და ზედმეტად აღარ მოიქცევა. მაშოსთან დაალაგებს ურთიერთობას და მერე ყველაფერიც დალაგდება. -ძალიან მაინტერესებს რაზე ფიქრობდი!-ფიქრი ანუკამ შეაწყვეტინა, რომელიც ხელებგადაჯვარედინებული იდგა კარებში. -აუ, ანუკ შენ თავს ვფიცავარ ისე გავბაზდი.. არ მინდა რა ამაზე ლაპარაკი. მაგარი დავაშავე ვიცი! ბოდიში მოვუხადე და კიდევ მოვუხდი..! -წავიდა მაშო! -მოიცა, რას ჰქვია წავიდა?-გაოცდა გიორგი. -სახლში წავიდა, გიორგი. ისე დეგენერატივით მოიქეცი რომ წავიდა სახლში. ილოცე, კარგად იყოს დღეს თორემ მართლა ვერ გადამირჩები!-უთხრა ანუკამ და გაბრაზებულმა კარები გაიხურა. გიორგიმაც მაშინვე აკრიფა მაშოს ნომერი. -ალო, მაშო. -რა გინდა? -კარგი, ტო. მიბრაზდები? -არა, საქციელს გიქებ! -კაი, რა. ბოდიში ხო მოგიხადე. -როგორ ფიქრობ ამ ქაჯობას ბოდიში უშველის?! -არ უშველის, მაგრამ შენ ხომ კარგი გოგო ხარ მაპატიე რა.. წესიერად მაინც დამელაპარაკე! -გიორგი, შენთან ხომ 3 სურვილი მაქვს?! -კი,-გაებადრა სახე გიორგის. -ხოდა, მომისმინე! აორთქლდი ჩემი ცხოვრებიდან და აღარასოდეს გამცე ხმა! მომიწევს შენი ნახვა, მაგრამ არ მიცნობ არ გიცნობ!-უთხრა მაშომ და ტელეფონი დაუკიდა. დარჩა გიორგი გაშეშებული ერთ ადგილას. დაახეთქა ტელეფონი ძირს და სააბაზანოში გავარდა. მოწესრიგდა, ანუკას გასძახა გავდივარო და გავარდა სახლიდან. თავის საყვარელ ადგილას წავიდა. მივიწყებული ჰქონდა ეს ბარი, დიდიხანია რაც არ ყოფილა. -ვა, ძმაო! რა სიურპიზია!-მიესალმა მონატრებულ მეგობარს ბარმენი. -რეზი, როგორ ხარ? -შენგან დავიწყებული. სად დაიკარგე, ტო? -რავი, საქმეები და საქმეები. ხო გესმის,არა? -მესმის, ძაან ოფისის კაცი გახდი შენ უკვე,-გაეღიმა რეზის.-დღეს რას დალევ? -ჩვენებურს,-უთხრა გიორგიმ. რეზიმაც ვისკი-კოლა გაუკეთა და მისკენ გაასრიალა. -აბა, რა ხდება შენთან? რა სახე ჩამოგტირის.. -ბიჭო, რავი.. მაგარი სულელი ვარ ხო იცი. -გოგოს თემაში ხარ?-ჩაეღიმა რეზის. -ბარმენები ეგრევე ხვდებით ხო ყველაფერს? -გინდა გამოვიცნო? -მიდი,-უთხრა გიორგიმ და მოსვა სასმელი. -მაშოს თემაა,ხო? -როგორც ყოველთვის ას პროცენტიანი ხარ,-გაეცინა გიორგის. -რა ვერ დალაგდი მაგ გოგოსთან? -შენც დაიღალე,ხო? დღეს იმენა გავამწარე და ალბათ, დიდხანს ვერ შემოვირიგებ. ესე მითხრა აორთქლდი ჩემი ცხოვრებიდანო! -და მერე შენ მაგას აპირებ? -ისეთი გამწარებულია სხვა რა გზა მაქვს?-აიჩეჩა მხრები გიორგიმ. -შენ შეიშალე მგონი. ჩაიხედე შენს გულში და თუ გული გეტყვის, რომ არ უნდა დანებდე არ დანებდე. როცა ადამიანს რაღაც უნდა იმას აუცილებლად მიაღწევს, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს. მით უმეტეს, სიყვარული ისეთი თემაა ყველაზე მეტად სჭირდება ბრძოლა. რაც უფრო მეტად იბრძოლებ უფრო სერიოზულ შედეგს დადებ!-თვალი ჩაუკრა რეზიმ. -რას მთავაზობ? -დაურეკე ბიჭებს მოვიდნენ. დღეს მე გეპატიჟებით სასმელზე.. თავის ოთახში იწვა მაშო პლედშემოფარებული და უყურებდა საყვარელ სერიალს. არა, ძალიან არ იყო გიორგიზე გაბრაზებული. ხვდებოდა, რომ იმსახურებდა მაგრამ ასეთ რაღაცას ნამდვილად არ მოელოდა. რაღაც მხრივ მოწონდა ეს ურთიერთობა ძალიან მრავალფეროვანი იყო და რაღაც მხრივ უკვე დაიღალა. ამდენი წელი ერთსა და იმავეთი. თან ეს ოჯახის შორეული ნათესავები რომ ეკითხებოდნენ „აღარ თხოვდები? ვაიმე, კიდე გაუთხოვარი ხარ?“ ჭკუიდან გადადიოდა. არადა, მიშოც ძალიან კარგი ბიჭი იყო. ბანკში მუშაობდა, თავისი ხელფასით იყიდა მანქანა, სახლი და ნელ-ნელა აშენებდა საკუთარ ცხოვრებას. წლებია უკვე მაშო უყვარდა და მის გამო ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ მაშოს გული არ მისდიოდა. ეგრეა რა.. აკრძალულისკენ ყოველთვის მიგდის გული და ყოველთვის გაინტერესებს. მშვენიერი ბიჭი „ეძლეოდა“ თან ისე უყვარდა, რომ მთას შეძრავდა თავისი სიყვარულით ალბათ. მაგრამ მაშოს მაინც და მაინც ცანცარა, უპრესპექტივო (ურთიერთობაში) და მოგულავე გიორგი ურჩევნოდა. გულის ამბავია რა.. ტვინიც კი უძლურია ბოლოს გულთან ბრძოლაში და საერთოდაც! გულით გაგიჟებულები უფრო არიან ვიდრე გონებით. -მაშო, კარები გამიღე რა..-დაუძახა დედამისმა. -აუ, დე ვწევარ და შემო ღიაა! -ვერ ვაღებ და გააღე,-ზოზინით ადგა მაშო და ოთახის კარი გაუღო და დაინახა უდიდესი დათუნია. -ეს რა არის? -შენია,-გაეცინა ნანას, რომელიც არ ჩანდა დათუნიას უკან,-შემომატანინე მეტკინა წელი ამის შემოტანით,-მართლაც უშველებელი დათვი იყო. თეთრი ფერის და წითელი ბანტით ყელზე. -ეს თუ კიდე მიშოა არ ვიცი მე რა!-ხელები გაშალა ნანამ,-უთავმოყვარეო შენ იქნები და არა ის ბიჭი! -ო, კარგი ნანუკა რა! -მიდი, ნახე წერილიც ახლავს თან,-უთხრა ნანამ და ინტერესით ჩამოუჯდა მაშოს გვერდზე. -აუ, დედა! ნუ, ხარ ესეთი ცნობისმოყვარე! მაცადე, წავიკითხო!-უთხრა მაშომ და კონვერტი გახსნა და ფურცელი ამოიღო: „მაშინკა, ჩემი მაშინკა ხარ ხო იცი? ბოდიში რა.. მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო.. ძალიან გადავაჭარბე. იმედი მაქვს, მაპატიებ. ხო მართლა აორთქლებას რაც შეეხება ეგ ერთი წამითაც აღარ გაიფიქრო მეორედ! ფიზიკურად არ გამომივა..!“- გაეღიმა. თან როგორ გაეღიმა. გაუხარდა ისე, რომ ეგონა დედამიწაზე არ იმყოფებოდა. ესიამოვნა თან ისე, რომ პეპლებმა მაშინვე გამონახეს გზა მუცელში საფრენად. -ვინ არის დე? მიშოა?-იკითხა ინტერესით ნანამ. -არა ნანუკა. სხვა არის. -აუ, რამე გამოვტოვე? -არა, დე არაფერი. პირიქით ყველაფრის მოწმე ხარ, შენ!-უთხრა მაშომ და მოწყვეტით აკოცა დედას ლოყაზე,-აუ, დე დამტოვე რა! ანუკას უნდა დავურეკო და გპირდები მოგიყვები აუცილებლად!-როგორც კი ნანა გავიდა ოთახიდან მაშინვე გადაუღო სურათი დათვს და გაუგზავნა ანუკას. ანუკამაც არ დააყოვნა და დაურეკა მეგობარს. -ღადაობ,ხო? ჩემმა ძმამ? -არა, შენ თავს ვფიცავარ. ძაან მეცინება. -რა გაცინებს გოგო?! მე ისე მიხარია.. -რა გიხარია? გაჩუქებ თუ გინდა ამ დათვს.. -რა მიხარია და ის, რომ მალე ჩამირძალდება ჩემი უდაქალესი და..-გაიცინა ანუკამ. -აუ, მე მეგონა შენი ძმის წესიერი ნაბიჯი გაგიხარდა. მარა მაგ ბიჭს არ ეშველება არაფერი,-გაეცინა მაშოს. ბევრი ილაპარაკეს და ბოლოს გაღიმებულმა გათიშა ტელეფონი. ღიმილით გადახედა თეთრ დათვს, რომელიც ლოგინზე თავისთვის იჯდა და მაშინვე მოუძებნა დანიშნულება. ეს დათვი მისი ბალიში გახდებოდა. მაშო ცინცაბაძე რის მაშო იყო თუ არ ეკბინა და მისწერა გიორგის მესიჯი: -didi madloba, dzalian kargi jesti iyo shengan, magram es imas ar nishnavs rom am materialurit momisyidi! Gitxari da aortqldi!-კმაყოფილმა გააგზავნა მესიჯი და ჩაეხუტა დათვს. დიდხანს იყო ჩახუტებული ახალ ბალიშზე და ეფერებოდა ფუმფულას, რომელსაც მოფერებით ფუმფუ დაარქვა. ეზოდან რაღაც ხმაური ამოდიოდა, მანქანის სიგნალები, სიმღერები. ძალიან ცნობისმოყვარე იყო მაშო და ყველა გაჩხაკუნებაზე იყურებოდა ფანჯარაში. ამჯერადაც არ დააყოვნა და მაშინვე გაიხედა. გაიხედა და იქვე გაშეშდა. კიდევ ერთხელ გაეღიმა. კიდევ ერთხელ გულმა დაიწყო ჩქარა ფეთქვა. ქვემოთ გიორგი,რეზი, კაკი, ირაკლი და ბაჩო იდგნენ და უმღეროდნენ მომღერლებთან ერთად მაშოს. მანქანები კი ასიგნალებდნენ და აწიოკებდნენ მთელ ეზოს. უცებ საიდანღაც ამწე მოვიდა, გიორგი აძვრა და მისკენ გამოიწია. იცოდა, ეშინოდა გიორგის სიმაღლის და სახეზეც ეტყობოდა. -მაშო,-დაუძახა გიორგიმ მაშოს,-ბოდიში რა.. მაპატიებ? -გიორგი, გაგიჟდი? სიმაღლის ხო გეშინია? -ეხლა ჩემი სიმაღლისადმი შიში უფრო მნიშვნელოვანია თუ ის რომ შენ მაპატიო, როგორ ფიქრობ?-გაეცინა გიორგის. -ნუ, რავიცი.. -აბა, მე ვიცი? მაპატიე? -ისე, ისეთი არაფერი გაგიკეთებია რომ არ მეპატიებინა..-გაუღიმა მაშომ. ამწედან ფანჯარაში გადმოიწია გიორგი და ჩაეხუტა მაშოს. -ჯიგარი ხარ.. იმენა ვინერვიულე რა.. -შემოდი, რა. -ფანჯრიდან? -ხო,-გაეცინა მაშოს. -არა, სხვა დროს მოვალ. რაც მთავარია მაპატიე და იმედი მაქვს, აღარ მომთხოვ აორთქლებას! და 3 სურვილი ძალაში რჩება..-გაუცინა გიორგიმ. -კარგი, ჰო..-ასევე გაეცინა მაშოს. ამწემ დაიწყო გიორგის ქვემოთ ჩაწევა. მაშო ხელს უქნევდა და სულელივით იღიმოდა და გიორგიც ანალოგიურად. -მაშინკაააააა... ჩემი მაშინკა ხააარ შეენ! მიყვარხაააარ!-დაიღრიალა გიორგიმ,- იმენაა ჩემი და ხააააარ! აი, ამ დროს გაჩერდა გული. აი, ამ დროს დაკარგა ყველაფერმა აზრი. აი, ამ დროს დათვი სათამაშოდ გადაიქცა და დაკარგა ბალიშის ფუნქცია. აი, ამ დროს ყველაფერი გახდა ნული. *** ესეც შემდეგი თავი:) იმედი მაქვს მოგეწონებათ:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.