შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

14 თებერვალი ( თავი 3)


31-07-2016, 01:15
ავტორი mashaa
ნანახია 1 376

ვუყურებ ნუკის გაოცებულ სახეს. მისი გაოცებაც გასაგებია ჩემთვის. ნამდვილად, შეუძლებელია არ აღნიშნო რომ უდაოდ სიმპათიურია. მაღალი, შავგრემანი, მისი თვალ-წარბი, ტუჩი,
სახის ნაკვეთები ყველაფერი იდეალურია. რაც ყველაზე ძალიან მხიბლავს, ეს არის მისი მრავლისმეტყველი და დამატყვევებელი გამოხედვა.თვალები? თვალებზე არაფერს ვამბობ. მწვანეა,სწორედ ისეთია
როგორზეც მხოლოდ შეიძლება მეოცნება. მაგრამ ფიზიკურობა მეორეხარისხოვანია.გვიახლოვდება
- რით შემიძლია დაგეხმაროთ? ( უცნობი)
- ვერაფირით დაგვეხმარები, რადგან უკვე არ გვჭირდება
- ყველაფრით ( ბოდავს გაშეშებული ნუკი)
- მგონი მანქანა გაგიფუჭდათ არა? (უცნობი)
- კი, უფრო სწორად უკვე არა
- გასაგებია, როგორც გნებავთ ( უცნობი)
ირგვლივ მიმოიხედა, ისევ ჩაიცინა და წავიდა. მისი ეს ღიმილი მაგიჟებს.
- თავში ავარდნილი! ნუკი იქნებ მოხვიდე გონს?
- რატო გააქციე ნორმალური ხარ? ( ნუკი)
- ეს ის იყო ვისზეც გიყვებოდით გუშინ.
- ნამდვილად? ხომ არ გეშლება? არარსებობს ( ნუკი)
- დავიბენი. გუშინდელზე არაფერი თქვა, ეს თუ არა ვინ იყო მაშინ?
- ამას მერეც გავარკვევთ, ახლა რა ვქნათ?( ნუკი)
- ვინმე გაგვიჩერებს და დაგვეხმარება.
გაგვიჩერეს კიდეც. აღმოჩნდა რომ მანქანას ზეთი აკლდა და ამიტომაც არ იქოქებოდა, ამიტომ ვერ დაგვეხმარნენ. ისევ აჩერებს ჩვენთვის უკვე ნაცნობი მანქანა და გადმოდის ისევ ის,
თან ხელში რაღაც უჭირავს.გვიახლოვდება
- მანქანის ზეთია ჩავაამატებ და ყველაფერი რიგზე იქნება ( უცნობი)
- საიდან იცი?
- შევამჩნიე წასვლისას მაჩვენებელი წითელს ანათებდა ( უცნობი)
- მადლობთ ბატონო.. (ნუკი)
- სანდრო, ბატონოს გარეშე (უცნობი)
- სასიამოვნოა, ნუკი ( ნუკი)
- უკაცრავად შემოგეჭერით, იქნებ წავიდეთ ნუკი, ისედაც დიდი ხანია გაჩერებულები ვართ
- კეთილი მგზავრობა ( სანდრო)
როგორც იქნა დავიძარით. მთელი გზა ვფიქრობდი მასზე,გუშინდელზე. როგორც იქნა ჩავაღწიეთ. 4 დღე დავრჩით მხოლოდ.ისეთი არაფერი მომხდარა, კარგად დავისვენეთ, ალესიამ ვერ
მოახერხა ცამოსვლა, თუმცა მაინც გავერთეთ.
22 თებერვალი. უკვე თბილისში ვართ. ჩემები თვის ბოლომდე არ ჩამოდიან, ანუ წინ კიდევ 6 დღე მაქვს.საღამოა, გოგოებს ველოდები, ამიტომ გადავწყვიტე რამე გემრიელი მომემზადებინა. გოგოებიც მოვიდნენ, ცემი ბლინებიც დააგემოვნეს, ცოტა ხანი
დაყვეს და წავიდნენ. დაახლოებით 10 წუთში კარზე ისევ კაკუნია.
- ალბათ რაღაც დაავიწტდათ
ვაღებ კარს და ვხედავ სანდროს.ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა.
- შეენ? აქ რა გინდაა?
- წყალი, გაზიანი წყალი მინდა ( სანდრო)
- არ გეჩვენება რომ უკვე სასაცილოა ეს ყველაფერი?
- გეთანხმები, მართალი ხარ. არ შემომიშვებ? ( სანდრო)
- რა თქმა უნდა არა. რა გინდა? ან რა იცი მე სად ვცხოვრობ?
- ადამიანი როცა მიკიდებს და მაიგნორებს საშინლად მაცოფებს ეს ფაქტი. გახსოვს ალბათ ის დღე 14 თებერვალი, მოგილოცე და შენ დამიკიდე. მეორე დღეს შემთხვევით შეგხვდი და მაშინ გამოგედევნე ( სანდრო)
- არამგონია პირველი ვიყო და ყველას ასე ედევნები მერე?
- არა ყველას არა, მხოლოდ შენისთანებს? ( სანდრო)
- ამით რისი თქმა გინდა?
მიახლოვდება, კარის ზღურბლის გადმოდის.ვგრძნობ რომ გული საშინლად მიცემს. წინ მიდგება, ისე ახლო რომ უკვე მეხება კიდეც.უკან ვდგამ ნაბიჯს. იღიმის. არა, ჩემზე ზემოქმედებს მისი მანერები. ფაქტი ის არის რომ მისი ღიმილი
მატყვევებს და ყველაფერს მავიწყებს..
- დაფიქრდი და მიხვდები.
- ვინ გგონივარ?( ვბრაზდები)
- გვიანია, კარი კარგად ჩაკეტე. ისევ შევხვდებით ( სანდრო)
მომიახლოვდა, სადაცაა მაკოცებს კიდეც და უცებ ჩერდება, ბრუნდება და მიდის.კარს სწრაფად ვკეტავ. გაურკვევლობაში ვარ,ოთახში იქეთ-აქეთ დავდივარ.მინდა კარგი ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის, თავში ცუდი იდეები მომდის, რაც უფრო მაშინებს.
ასეთი რამ არასოდეს დამმართნია. მართალია არავინ მყვარებია, მაგრამ იყო რამდენიმე ვისაც ვუყვარდი და დღემდეც ვუყვარვარ ერთს. მეც ბევრი მომწონებია, მაგრამ ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რომელსაც ვერ ვხვდები რა სახელი დავარქვა.გამორჩეული
არაფრით ვარ.ჩვეულებრივი როგორც ყველა. საშუალო სიმაღლის, ღია ყავისფერი თმით და თაფლისფერი თვალებით. არც ქერა ვარ და არც ცისფერთვალება, როგორც ბიჭების უმრავლესობას ძალიან მოსწონს.ერთი რამ მომწონს ძალიან, ჩემი გრძელი და
სწორი თმა. გამხდარი ვარ,ალბათ ესეც იმიტომ რომ ბავშვობიდან ვცეკვავ.
23 თებერვალი. 11 საათია. გოგოებს ველოდები, ყველაფერი ვუამბე. ისინი, რა თქმა უნდა, ემოციებს ვერ მალავენ, როოგორც ყოველთვის. გავდივართ სახლიდან, საჩუქრის საყიდლად.ხვალ ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეა და გადავწყვიტეთ ერთად
ვუყიდოთ რაიმე კარგი, შემდეგ კაფეშიც შევიარეთ. ბოლოს გოგოებს დავემშვიდობე და სახლისკენ წამოვედი.შორს არ ვიყავი და ამიტომ გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო.გზის ნახევარიც არ მქონდა გავლილი, როცა წვიმა წამოვიდა. არ მიყვარს წვიმა, განსაკუთრებით
ზამთარში.თავშესაფარს ვეძებ ისე მანქანა მიჩერებს. სანდროა, რომელიც გაუჩერებლად ასიგნალებს. არ ვიმჩნევ, რადგან არ მინდა მასთან ჩავჯდე მანქანაში. გადმოდის და წინ მიდგება.
- პატარა ბავშვივით რატომ იქცევი? ( სანდრო)
- მიყვარს ბავშვები და ვბაძავ ( ირონიული სიცილი )
- მე კიდევ არ მიყვარს შეწინააღმდეგება. მანქანაში ჩაჯექი, სახლამდე მიგიყვან. იცოდე არ შემეწინააღმდეგო. დროზე! ( სანდრო)
გავაბრზა ან უბრალოდ დღეს რთული დღე ჰქონდა. მივხვდი რომ უარესი იქნებოდა შექინააღმდეგება და ამიტომ დავემორჩილე.
- გაურკვევლობას ვერ ვიტან, იქნებ ამიხსნა რა გინდა?
ხმას არ მცემს
- შენ გელაპარაკები.( ვბრაზდები)
- როგორია როცა პასუხს არ გცემენ? ( სანდრო)
- გკითხე რაღაც
მანქანას აჩერებს და ჩემკენ ბრუნდება
- მაგრად მშია, ერთი კარგი რესტორანი ვიცი ( სანდრო)
- ჩემზეც გეკითხა მინდა თუ არა?
- შეწყვიტე ეს გაჯიუტება და მოიქეცი როგორც ზრდასრული. ნუთუ მართლა ვერ ხვდები რა მინდა? ( სანდრო)
- ვხვდები და მაგიტომაც მეშინია შენი. ისეთი არ ვარ, როგორიც გგონივარ, ამიტომ სხვასთან გაერთე
- ნუ გეშინია. არც მე ვარ ისეთი, როგორიც გგონივარ. უბრალოდ მომწონხარ და ვდილობ გაგიცნო. სულ ეს არის ( სანდრო)
ვერაფერი ვთქვი. სულელი ვარ, მე კიდევ მეგონა რომ ერთი რიგითი გასართობი ჭირდებოდა ჩემი სახით.
- წამოხვალ თუ მიგიყვანო სახლში? ( სანდრო)
- არა, წამოვალ!



№1 სტუმარი Ketis

Au ramagariaaaaaaaaaaaa au dade ra sagamos kidev ra gagrdzeleba kochag au mainteresebs dzaaan dzaaan

 


№2  offline წევრი mashaa

Ketis
Au ramagariaaaaaaaaaaaa au dade ra sagamos kidev ra gagrdzeleba kochag au mainteresebs dzaaan dzaaan

შევეცდები სწრაფად დავდო უფრო დიდი თავებით, მიხარია რომ მოგეწონა :)))

 


№3 სტუმარი ketis

Ki namdvilad kaia da banaluri araa aris am saitze randenime istoria da ramdenime avtoru xart romelsac dzaan magari istoriebi gakvt da vgijdebi tkvenzeeeee. Carmatebebei da gagvaxare sheni kargi istoriit geli

 


№4  offline წევრი mashaa

ketis
Ki namdvilad kaia da banaluri araa aris am saitze randenime istoria da ramdenime avtoru xart romelsac dzaan magari istoriebi gakvt da vgijdebi tkvenzeeeee. Carmatebebei da gagvaxare sheni kargi istoriit geli

დიდი მადლობა, ვეცდები იმედები გავამართლო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent