შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის შეთქმულება -3-


31-07-2016, 14:13
ავტორი sopiko
ნანახია 1 841

[თავი 3]
და მაინც... რა არის ეს ეგოიზმი! მეტი მინდოდა! მე სულ მასთან მინდოდა! არ ვკმაყოფილდებოდი იმით, რაც ღმერთმა ჩემთვის გაიმეტა... თანახმა ვიყავი ყველაფერზე, ოღონდ გამოჩენილიყო! ოღონდ დაბრუნებულიყო, ოღონდ კვლავ მოერგო ჩემი გულის კარებისთვის გასაღები! მინდოდა ისევ დამენახა ყოველ დილით მის თმებში მტვრის მოლეკულები... ისევ შემძლებოდა მის მკერდში თავის ჩარგვა...
-მიყვარხარ...-ისე წარმოვთქვამ, თითქოს აქ იყოს და ჩემი ესმოდეს.
სიბნელეში თვალებს ვაცეცებ, მაგრამ ვერ ვხედავ.
უბრალოდ ვგრძნობ.
ვგრძნობ!
ვგრძნობ!
ვგრძნობ!
გრძნობა ხომ სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია?
ხოდა დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!
ვიპოვი! აუცილებლად ვიპოვი და ეს იქნება თუნდაც მილიონი წლის შემდეგ...
კიბეებზე ჩაფიქრებული ჩავდივარ და ერთ-ერთ საფეხურზე რაღაც რბილს ვადგამ ფეხს. ხელს დაბლა ვაფათურებ და ნაჭერს ხელში ვიღებ. ხო, ნაჭერია. ყოველ შემთხვევაში შეხებით ვასკვნი, რომ ისაა. აქ მაინც აღარაფერი ჩანს. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ დაბლა, რომ ვნახო, რა არის. ჩემდა გასაკვირად შუქი აღარც იმ ოთახში ანთია, მე რომ უნდა დამეძინა. ჯიბის ფარნით ვანათებ და ხელში შავი პირბადე მრჩება. გაკვირვებული ვიჩეჩ მხრებს. დავიჯერო ლილიანასია? კი, მაგრამ რაში სჭირდება სახის დამალვა? ეჭვების მესამე შემოტევა მეწყება. თავს ვაქნევ ფიქრების გასაფანტად, გასასვლელ კარებს ვაღებ და სახლიდან გასული იმ გზას ვადგები, რომელიც ჩემს მანქანასთან მიმიყვანს. უბეში პირბადეს ვიჩურთავ და იმ ხელს, რომელშიც ის მეჭირა, მეორე ხელით ვიზილავ.

დილით რომელიღაც მძღოლი გაჩერებული ავტომობილის დანახვაზე მანქანას გვერდით მიჩერებს და დახმარებას მთავაზობს. მე საჭეს ვუჯდები, ის კი მანქანას აწვება და ძრავაც იქოქება. მადლობას ვუხდი და ქალაქისკენ ვაგრძელებ გზას. პირბადე ისევ უბეში მიდევს და ვიცი, რომ ჩემი შფოთვა ამის გამოწვეულია. კითხვები არ მასვენებს, თუმცა ლილიანას სახლში არასდიდებით აღარ ვაპირებ მისვლას.

სახლში რომ მივდივარ და მობილურს დამტენზე ვაერთებ, უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება მხვდება. რვა ზარი დათისგანაა და კიდევ ორი შეტყობინება. ჩემს მშობლებსაც რამდენიმე ზარი თავის თავზე აუღიათ. მათთან ურთიერთობა არ მაქვს მას შემდეგ, რაც სიბნელე ჩამოწვა ჩემს ცხოვრებაში. არასოდეს მოსწონდათ ეფი. იმის გამო, რომ ჩემზე რვა წლით პატარა იყო, მეუბნებოდნენ, ცოტა ხანიც და გაგექცევაო. ეფი რომ გაქრა, მამამ ნიშნისმოგებით გამომხედა და რას გეუბნებოდიო, ხელი ჩაიქნია. მერე ისე მსახიობურად ამოიოხრა, მაშინვე მივხვდი, რაზეც მიმანიშნა და საყელოში ვწვდი. დავახრჩობდი, დათის რომ არ შეეშალა ხელი ჩემთვის. მე ისე მტკიოდა და ის იმაზე ფიქრობდა, რომ გაიმარჯვა... რომ მისი ვარაუდი გამართლდა... მეგონა ხელს გადამხვევდა და იმედს მომცემდა. მეტყოდა, ნუ ღელავ, შვილო, მე ყველაფერს გავაკეთებ ეფის მოსაძებნადო, მაგრამ არა! აი, აქედან დაიწყო იმედგაცრუებების სერია...
დათის ვურეკავ და ყველაფერს მოკლედ ვუყვები. ვფიქრობ, დედასთან გადავრეკო თუ არა. ბოლოს მაინც ვკრეფ ნომერს და ერთ ზარს მასთანაც ვანხორციელებ. მართლა აღელვებული ჩანს. მას მხოლოდ იმას ვეუბნები, რომ კარგად ვარ და ახლახან მოვედი სახლში და აღარ ვკონკრეტდები. მგონი დედისთვის ესეც საკმარისია.
მაჯის საათს დავყურებ. უკვე შუადღის სამი საათია. გუშინდელის მერე არაფერი მიჭამია. სამზარეულოში გავდივარ და ტოსტერში ბუტერბროდებს ვდებ. უწინ არ ვიცოდი, რა იყო სამზარეულო. არასოდეს მომსვლია აზრად, რომ სანამ ჩემი ცოლი ადგებოდა, მანამდე გამღვიძებოდა და მისთვის სურპრიზი მომეწყო თუნდაც დამწვარი საუზმის სახით. ყოველთვის, როცა ვიღვიძებდი და ხელს გვერდით საწოლზე ვაცურებდი, მას ვერ ვპოულობდი იმიტომ, რომ უკვე სამზარეულოში იყო და ღიღინით მიმზადებდა საუზმეს. მე რომ სამსახურში მივდიოდი, ის ახალ-ახალ რეცეპტებს კითხულობდა, რომ ჩემთვის რაიმე განსხვავებული დაეხვედრებინა და გავეხარებინე. მეგონა სულ ასე იქნებოდა, ამიტომ არასდროს გადამიხდია მისთვის მადლობა. ახლა ვხვდები, რომ თურმე სიყვარულისთვისაც მადლობელი უნდა იყო. მით უმეტეს მაშინ, თუ ეფის უყვარხარ...
მწვანე ღილაკი ინთება და ტოსტები თეფშზე გადმომაქვს. ისე მშია, გაციებას აღარ ველოდები, პირსაც ვიმდუღრავ და იმის გამო, რომ ტოსტს ნორმალურად ხელს ვერ ვკიდებ, შარვალსაც ვივსრი. ჯანდაბა!
საძინებელში შევდივარ ტანსაცმლის გამოსაცვლელად და კარის გაღებისთანავე გული მიჩერდება. ფოტოები! სად გაქრა ფოტოები? მას შემდეგ საძინებლის კედლები ეფის სურათებით მქონდა მოფენილი, ახლა კი არც ერთი კიდია აქ... ეს რას ნიშნავს? ვის რაში სჭირდებოდა მისთვის ასეთი წვრილმანი და ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი რამ? ჩემს სახლში ვიღაც იყო, მაგრამ დღეს რომ მოვედი, ამის არაფერი ეტყობოდა. არაფერია შეცვლილი გარდა დაცარიელებული კედლებისა. უხილავი ხელი ყელში მიჭერს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაცამ ეფიში მოაფათურა ხელი. იმ უკვდავ მოგონებებში. ხელს ვიქნევ და კომოდიდან ყველაფერს ვყრი, რაც ზედ დევს. რაღაც ტყდება, მაგრამ არ მაინტერესებს ეს რაა. კუთხეში ვიკეცები და თავს ხელებში ვრგავ. სიმწრისგან ვერ ვგრძნობ, რომ ხელიც გამიჭრა. მხოლოდ სისხლს ვხედავ. ახლა ეფი რომ აქ იყოს... ახლა რომ აქ იყოს, მოვიდოდა, ერთს შეკივლებდა, მერე კი დოლბანდით შემიხვევდა ნატკენ ადგილს. ყველაზე დიდი უბედურება იცით რაა? ის, რომ აქ არ არის! ჩემთან არ არის, მაგრამ სადღაც ხომ იქნება? კი, აუცილებლად იქნება და მე მას ვიპოვი! მასაც, სურათებსააც და ჩემს ბედნიერებასაც!

-ვის რაში სჭირდებოდა ეფემიას ფოტოები? ახლა რაღაცას გეტყვი და არ გაგიტყდეს რა... შენ ხომ არ წაგიღია სადმე და ხომ არ დაგავიწყდა?-შეპარვით მეკითხება ძმაკაცი და თან ჩემკენ იხრება.
-ჯერ არ გავგიჟებულვარ, დათი. ფოტოები ჩემს გარდა კიდევ ვიღაცას სჭირდებოდა ეს ვიღაცა არსებობს! დამეხმარები მის მოძებნაში?-იმედით შევყურებ შავ, ჭროღა თვალებში და გული გამალებით მიცემს. გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს, ოღონდ ჩემი წესებით.
-რა თქმა უნდა.-დაუფიქრებლად მიჭერს მომუშტულ ხელზე ხელს დათი.-ახლავე წავიდეთ გიგისთან.
-არა, ამჯერად პოლიციას ამ საქმეში არ ჩავრევთ. შენც იცი, რამდენი ხანი იძიებდნენ, იძიებდნენ და ვერაფერი მოიძიეს. მართალია შეიძლება ამ ფოტოების მოპარვამ რამეს ნათელი მოფინოს, მაგრამ სჯობს ისე ვიმოქმედოთ, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ და არა მათი მითითებებით. მე მგონი ამან უფრო შეგვიშალა ხელი და კვალიც გაცივდა. მართალია ახლა უფრო რთულად იქნება საქმე, მაგრამ ეფის აუცილებლად ვიპოვი. მართლა ვგრძნობ, რომ ცოცხალია. იცი, რა ცხოვლად? იმედი მომეცა და ამ იმედით ვიბრძოლებ. იქნები ჩემ გვერდით?
დათი უსიტყვოდ მადებს ბეჭზე ხელს და ფეხზე დგება. ეტყობა, რომ რაღაცის თქმა უნდა და ყოყმანობს. შინაგანად ვემზადები. გული მიგრძნობს, რომ საქმე ისევ და ისევ ეფის ეხება.
-ეფემია გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე ჩვენთან იყო. მე და ლიკო ჯერ კიდევ ვიწექით. ცხრა საათი იყო ალბათ. მაგ დროს წახვიდოდი შენ სამსახურში და ანუ ის შენ შემდეგ წამოვიდა. ვიფიქრე, რამ მოხდა_მეთქი და ავნერვიულდი, თან ეფემიას ისეთი ფერი ედო... მე არაფერი მითხრა. ლიკოსთან ერთად ოთახში შეიკეტა და რომ გამოვიდა, ეგრევე წავიდა. ლიკოს ვკითხე, რა ხდება-მეთქი, მაგრამ მითხრა, მხოლოდ ერთს გთხოვ, კონსტანტინეს ამის შესახებ არაფერი უთხრაო, ხომ იცი, რომ ეფემია ცუდს არაფერს ჩაიდენსო. ეს მის ოჯახს ეხებაო. სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ იმის შემდე, რაც ეფემია გაქრა, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. იქნებ რა სჭირდა იმ დღეს... იქნებ რომ მეთქვა... რომ მეთქვა...
-რა?-ყვირილით ვდგები და გამძვინვარებულმა დათის რომ არ დავუშავო რამე, მაგიდას ვატრიალებ.-ამის დედაც... როგორ მომატყუე? ეს როგორ დამიმალე? ერთი წელი გავიდა და მაინც არ მითხარი? ასე ს*****დ როგორ მომექეცი?
-ისევ და ისევ ლიკოს გამო. მითხრა, რომ ეფემია აუცილებლად გამოჩნდებოდა და მისი საიდუმლო რომ გავთქვა, მერე როგორ შევხედო თვალებშიო.-თავს ქინდრავს დათი და ოხრავს.
-და მე როგორ მიყურებდი? ლიკოს რცხვენოდა და შენ არა, დათი? ეფემიას დახმარება სჭირდებოდა, თქვენ კი არ მომეცით საშუალება დავხმარებოდი... მე... მაპატიე.-ძალაგამოცლილი სავარძელში ვეშვები. მთელი სხეული მიკანკალებს. იმის გაფიქრებაზე, რომ ამდენი რამე შემეძლო და ვერ/არ გავაკეთე, უსუსურობის გრძნობას მიბადებს. თითქოს ინვალიდის ეტლში ვზივარ, ჩემ წინ ვიღაც შველას ითხოვს, მაგრამ მე არ შემიძლია ადგომა და მისთვის ხელის გაწვდენა.
-ახლაც არაა გვიანი, დამიჯერე. აი, მოვა ლიკო და ყველაფერს მოგვიყვება. მოვლენები ერთმანეთზე მიეწყობა და ეფემიას აუცილებლად ვიპოვით. აი, ნახავ.-მხარზე ხელს მსუბუქად მადებს მეგობარი და მე მის უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. თავს ვწევ და თვალებით მადლობას ვუხდი.

^^^
აი, ვგიჟდები მე თქვენზე!
ისეთი ტკბილები ხართ, რომ დაგვიანებას საკუთარი თავი არ მანებებს.
დამალულ ამბებს ნელ-ნელა ფარდა ეხდება...
ისევ კითხვები მაქვს:
1. თქვენი აზრით, ეფის გაუჩინარების შემდეგ რატომ არ ისურვა ლიკომ, რომ კოსტასთვის იმ დღეზე მოეყოლა?
2. დათა რატომ დათანხმდა მას, როცა ხედავდა, როგორ ტკიოდა მის ძმაკაცს?
3. რატომ და ვინ მოიპარა ფოტოები?
ველი თქვენს შეფასებებს პასუხებთან ერთად!
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი Ignifex

როგორ გიპასუხო,როცა ვერ ვხვდები :D ალბათ ეფიმ გააფრთხილა ლიკო,არ ვიცი. ფოტოები იქნებ თვითონ ეფიმ წაიღო,რააააავიცი :D აი,დათა რატომ დათანხმდა ვერ ვხვდები,ღრმად ენდობა ალბათ :D
მოკლედ,ისევ შენ გვიპასუხო ჯობს:დდდ გელი ❤

 


№2  offline მოდერი sopiko

Ignifex
როგორ გიპასუხო,როცა ვერ ვხვდები :D ალბათ ეფიმ გააფრთხილა ლიკო,არ ვიცი. ფოტოები იქნებ თვითონ ეფიმ წაიღო,რააააავიცი :D აი,დათა რატომ დათანხმდა ვერ ვხვდები,ღრმად ენდობა ალბათ :D
მოკლედ,ისევ შენ გვიპასუხო ჯობს:დდდ გელი ❤

ესე იგი შენც გრძნობ, რომ ეფი ცოცხალია? lol
მართალი ხარ love ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent