შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე...


31-07-2016, 17:00
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 881

თავი 8
**********
პირველმა სამუშაო დღეებმა თაკოსთვის მშვიდად ჩაიარა. ძალიან ნერვიულობდა. მაგრამ ბავშვებმა ადვილად მიიღეს და მოეწონათ ახალი მასწავლებელი. განსაკუთრებით ერთი ბავშვი მიეჩვია.პირველივე დღიდან უკან აედევდა და სულ თაკო დეიდას ძახილით დასდევდა უკან. სადაც არ უნდა ყოფილიყო მაინც მასთან უნდოდა ყოფნა. სამი წლის იყო ტასო. ანგელოზს ჰგავდა. თავისის ცისფერ თვალებს შეანათებდა თუ არა მაშინვე უნდოდა რომ მოჰფერებოდა და ჩაჰხუტებოდა. ტასუნაც ამით სარგებლობდა და თაკო აძინებდა, აჭმევდა. თუ ვერ იცლიდა მისთვის ჭირვეულობდა და იძულებული იყო მაინც მისთვის მიექცია ყურადღება. ერთ დღეს საინტერესო რამ მოხდა რამაც თაკოზე ძლიან იმოქმედა.
-თაკო დეიდა მე ეს ფია არ მინდა.-გაუბუტა ის
-რატომ საყვარელო?
-არ მიყვარს. დედასაც არ უყვარდა
-შენ რა იცი რომ დედას არ უყვარს?საჭმელი ყველას უყვარს და ყველამ უნდა ჭამოს. შენც უნდა ჭამო რომ დიდი გოგო გაიზარდო
-არ მინდა.
-გინდა დედას დავურკოთ და ვკითხოთ?
-დედა ცაში გაფრინდა.მამამ მითხრა.
თაკომ უხერხულად იგრძნო თავი და ძალიან შეწუხდა ამ ამბით
-კაგი მაშინ მამას დავურეკოთ.
-არა მამას ახლა არ სცალია. მუშაობს
-აბა ბაღში ვის მოყავხარ ტასუნა?
-ბებიას ან მამას. მაგრამ მერე მიდის სამუშაოზე.
-კარგი მოდი მაშინ ასე მოვიქცეთ, მითხარი რა გინდა და მოგიტან.
-ჰამბურგერი მინდა
-აქ რომ არ გვაქვს?
-მინდააა.-ბავშვი ატირდა
-კარგი დამელოდე,წავალ რამეს მოვიფიქრებ და ვეცდები მოგიტანო
თაკო ბაღის დირექტორთან წავიდა და ბავშვის მდგომარეობა აუხსნა.
-ვიცი ჩემო კარგო რომ ძალიან გიყვარს ბავშვები და ტასუნა განსაკუთრებით მოგეჯაჭვა, მაგრამ გამონაკლისს ვერ დავუშვებ. ბავშვის მშობლის თანხმობის გარეშე მას ვერ წაიყვან
-მაშინ მამამისს დავურეკავ და ნებართვას ვთხოვ.
-კარგი.-დასთანხმდა ცოტა ყოყმანის შემდეგ. საბუთებში ქექვა დაიწყო .გახარებულმა მაშინვე აკრიფა ნომერი. როგორც კი კაბინეტი დატოვა
-გამარჯობათ მე თქვენი შვილის მასწავლებელი ვარ
-ტასუნა ხომ კარგადაა?-აღელდა უცებ ტელეფონის მეორე ბოლოში მამაკაცი
-კი კი კარგადაა. უბრალოდ მას ჰამბურგერი მოუნდა და ტირის და შეიძლება რომ გავიყვანო ქალაქში საჭმელად?
-მადლობა ღმერთს რომ ცუდი არაფერია. კარგით თანახმა ვარ.წაიყვანეთ და მეც იქ მოვალ. დღეს შემაგვიანდა სამსახურიდან გამოსვლა და მანდ მოსვლას მაინც ვერ მოვასწრებ.
-კარგით ნახვამდის. მისამართს მობილურზე მოგწერთ
თაკო დაემშვიდობა და გახარებული წავიდა ტასუნასთან ახალი ამბის შესატყობინებლად....
************

კიდევ ერთი დღე დასრულდა პაციენტების მიღებაში. გაემზადა შინ წასავლელად და საავადმყოფოდან გავიდა.მობილურს დახედა. ალექსი ისევ არ ჩანდა. ნერვიულობამ ისევ აიტანა. შენობიდან რომ გამოვიდა მისი სახელი მოესმა. ხმა ნაცნობი იყო და გული შეუფრთხიალდა. სწრაფად მოტრიალდა. მის წინ ალექსი იდგა წითელი ვარდებით ხელში და საყვარლად უღიმოდა
-ალექს.-იყვირა მან და მისკენ გაიქცა. ხელები გაშალა და მთელი არსებით ჩაეხუტა.
-როგორ მომენატრე ჩემო სიხარულო
-ასეთი სითამამე უკვე მომწონს. ხშირად უნდა წავიდე ხოლმე.
-ასე წასვლა აღარ გაბედო იცოდე. ძალიან ბევრი ვინერვიულე. იმედია ამიხსნი რა მოხდა. მოიცადე სახეზე რა გჭირს?თვალი რატომ გაქვს ჩალურჯებული? გვიან შეამჩნია ქეთიმ
-არაფერი ისეთი ერთი მეც მომხვდა.- გაეცინა მას.- გამომართვი ეს ყვავილები. დამაყენე ასე თინეიჯერი ბიჭივით
-ძალიან ლამაზია მადლობა
-წამო სადმე დავსხდეთ და მოგიყვები რა მოხდა.მანქანა იქით გავაჩერე...
რამდენიმე წუთში კაფეში ისხდნენ და საუბრებდნენ
-მოულოდნელად გამოცხადდა განგაში. სპეცოპერაციაზე უნდა გავსულიყავით. ინფორმაცია მივიღეთ საზღვარზე ნარკოტიკი გადააქვთო და შენი გაფრთხილება ვერ მოვასწარი. დაახლოებით ათი დღე ვიყავით იქ. ტყეში ხან გვციოდა, ხან გვშიოდა, გვწყუროდა. მაგრამ ასეთია ჩვენი სამუშაო. თავიდან გვიჭირდა, ახლა შევეგუეთ და ვიტანთ ყველაირ პირობებს. მერე შეტაკებაც მოგვიხდა მათთან...დანარჩენს ვერ მოგიყვები საიდუმლოა და ოპერაციიის დეტალებია....
-ჩემი მამაცი. მე კიდევ რა არ ვიფიქრე.
-რამდენი თბილი სიტყვა მითხარი რაც აქამდე არ გითქვამს ჩემთვის, ხშირად მოგანატრებ იცოდე თავს
-არა.არა ისედაც გეტყვი ოღონდ ისევ არ წახვიდე.
-ვეცდები რომ გაუფრთხილებლად აღარ წავიდე, მაგრამ იცოდე თუ ასეთუ შემთხვევა განმეორდა იცოდე რომ ოპერაციაზე ვარ...
-კარგი
-მიყვარხარ სიგიჯემდე მიყვარხარ. და ძალიან მომენატრე. მოდი კიდევ ერთხელ ჩაგეხუტო.- ალექსმა მაგრად მოხვია ხელები და მკერდზე მიიხუტა
***************
დედობა უდიდესი რამაა ქალის ცხოვრებაში. ეს ყველა ქალში დევს გენეტიკურად.როცა დედა ხარ ხვდები რომ შვილის გამო ყველაფერს დათმობ, ყველას დაუპირისპირდები, ყველანაირ განსაცდელს აიტან ოღონდ ის იყოს ბედნიერი. ასე იყი თაკოც. მასში განსაკუთრებულად იყო მოზღვავებული ბავშვებისადმი სიყვარული და ალბათ ამან იქონია გავლენა პროფესიას როცა ირჩევდა. ბედნიერებას ანიჭებდა იმის შეგრძნება რომ ტასუნა ბედნიერი იყო...
ტასუნა მადიანად შეექცეოდა ჰამბურგერს და ბედნერებისგან სახე უბრწყინავდა. თაკოსთან თავს მშვიდად გრძნობდა. მერე თამაში მოუნდა და სათამაშო მოედანზე გაიქცა. შორიდან უყურებდა და სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა....
-გამარჯობათ,- მოესმა უცებ მამაკაცის ხმა. თითქოს ეცნო, მაგრამ უცებ ვერ აღიდგინა საიდან.როცა მოიხედა მის წინ გიორგი იდგა.
-გამარჯობა. ნუთუ შენ ხარ ტასუნას მამა და შენ გელაპარაკე?
-ესეგი შენ ხარ ის თაკო დეიდა ჩემი გოგო რომ სულ ახსენებს.
-კი. რა პატარაა ეს სამყარო.ჩამოჯექი ტასუნა ბავშვებთან თამაშობს
-სანამ ტასო ჩვენთვის მოიცლის ყავა ხომ არ დაგველია ან ჩაი?
-არ მინდა შეგაწუხოთ ან მოგაცდინოთ.
-არა პირიქით. შვილისთვის დრო ისედაც ცოტა მაქვს. ახლა მცალია და გამიხარდება თუ ცოტა ხანს ჩვენთან ერთად გაატარებ
-კარგი მაშინ ყავა.
გიორგი რამდენიმე წუთში ყავით და ნამცხვრით დაბრუნდა. ამასობაში ტასუნამაც შეამჩნია მამა და მისკენ გამოიქცა
-მამაა. მოხვედიი
-მოვედი შვილო. მან ბავშვი ხელში აიყვანა და გულში ჩაიხუტა. თაკო უყურებდა და გული სიხარულით ევსებოდა. ბავშვი მამაზე ჭკუას კარგავდა.
-მამა იცი რა გემრიელი ჰამბურგერი მაჭამა თაკო დეიდამ?
-მადლობა თუ გადაუხადე?
-არა. მადლობა თაკო დეიდა.- მიუბრუნდა მას
-არაფერს ჩემო ლამაზო. გაუცინა თაკომ
-მამა ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ რააა. ვითამაშებ ბავშვებთან
-კარგი დავრჩეთ...ტასუნა ისევ სათამაშოდ გაიქცა. მათ კი საუბარი განაგრძეს
-განიცდის უდედობას ძალიან. ახლა შენში დაინახა ის და ასე ამიტომაა
-უხერხულად ვიგრძენი თავი როცა ეს გავიგე.
-ხო მაგრამ ახლა შევეჩვიე. მან მომცა ამის ძალა. რომ დაიღუპა თავიდან შოკში ვიყავი. არავინ და არაფერი არ მაინტერესბდა.
-თუ არ გინდა ამაზე არ ვილაპარაკოთ.
-არა ხომ გითხარი მივეჩვიე-თქო.
-როგორ დაიღუპა?
-ავარია მოხდა. ტასუნა გადარჩა. ის კი ადგილზე დაიღუპა. მაშინ ჩვენი გოგო ორი თვის იყო. მანქანას კარგად ვერ მართვდა. ვუთხარი არ დაჯდე საჭესთან-თქო მაგრამ აიჩემა. იმ დღეს მივლინებიდან ვბრუნდებოდი. ჩემს დასახვედრად მოდიოდა...
-მადლობა ღმერთს რომ შვილი მაინც გადარჩა. ეს შვებას არ მოგიტანს მაგრამ ცხოვრების გაგრძელებაში დაგეხმარება. ტასუნას მარტო ზრდი?
-არა დედაჩემი მეხმარება და ჩემი მეუღლის მშობლებიც. ეს ერთადერთი იმედი დარჩათ ცხოვრებაში. მის გარდა სხვა შვილი არ ჰყავდათ.
-საშინელებაა ცხოვრება მაგრამ უნდა გაუძლო და ტასუნას გამო ეცადო ძლიერი იყო..
-მამა. მამააა გეხევწები წამოდით რააა ჩემთან ერთAდ იტამშეთ. ნახეთ სხვა ბავშვებსაც ეთამაშებიან თავის მშობლები.-მოირბინა ტასომ მათთან
-შვილო ჯერ უნდა ვკითხოთ თაკო დეიდას ამდენი დრო თუ აქვს?
-ხომ წამოხვალ თაკო დეიდა?
-კარგი წავიდეთ ჩემო ლამაზო...
ბავშვმა ორივეს ხელი ჩაჰკიდა და ბედნიერი სახით წავიდა სათამაშო მოედნისკენ
*************
განშორება -ორ შეყვარებული ადამიანს მუდამ უჭირს. ეს ის მდგომარეობაა როცა გინდა რომ სულ მასთან იყო და ყოველი წამით დატკბე. ქეთის და ალექსის დამშვიდობება მუდამ სევდიანი იყო. მიუხედავად იმისა რომ უკვე გვიანი იყო მაინც არ უნდოდა ქეთის სახლში წასვლა.
-ყოველთვის მიჭირს შენი დატოვება.
-მეც, მაგრამ არაუშავს ცოტა მოივითმინოთ და მალე ერთად ვიქნებით.
-ჩემი ბედნიერება ხარ შენ, სულ, სულ მენატრები. მაშინაც კი როცა ჩემთან ხარ.
-ახლავე წაგიყვან ჩემთან.
-ალექს, ნუ ხუმრობ.
-ეს ხუმრობა არაა. მე ახლავე დავქორწინდებოდი შენზე, მაგრამ რადგან შენ გინდა რომ ცოტა მოვიცადოთ იყოს ასე. იცოდე დიდი დრო არ გაქვს სჯობს მალე დაელაპარაკო ჩემზე შენს მშობლებს.
-კარგი ვეცდები. ზამთარში შვებულება მაქვს იქამდე დავიცადოთ.
-ჯარგი. ახლა კი წადი ჩემო სიხარულო.გვიანია. ხვალ ადრე უნდა ადგე.
ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ქეთი სადარბაზოში გაუჩინარდა. ეგონა ეკას ეძინა. ამიტომ ფრთხილად შევიდა სახლში. მას არ ეძინა. მისაღებში იჯდა ჩამქრალ ოთახში და მას ელოდა
-სად ხარ გოგო ამდენ ხანს?
-ალექსი ვნახე.-სახე გაუპო ღიმილმა
-ეს ძალიან კარგია, მაგრამ შენი მშობლები ჩამოვიდნენ. დიდხანს გელოდნენ. მე ვუთხარი ქეთი გვიან დაბრუნდება ან შეიძლება დილით მოვიდეს-თქო.რაღაც ხდება. საეჭვოდ ბევრ კითხვას მისვამდნენ
-მოიცა ერთი რა უნდა ხდებოდეს.
-არ ვიცი. მკითხეს შეყვარებული არ ჰყავსო და ასეთი რაღაცეები. რამე ხო არ გაიგეს ალექსზე?
-წამოდი ოთაში იქ ვილაპარაკოთ. არ გაიღვიძონ.ყველაფერი მომიყევი და ალექსზეც გეტყვი ყველაფერს...
გოგოები ოთახში განმარტოვდნენ და თითქმის ჩურჩულებდნენ ისე საუბრობდენენ. შუაღამეს გადასცდა როცა დასაძინებლად დაწვნენ. არც ერთს არ ეძინა. ორივე ფიქრებს წაეღო....
დილით გვიან გაეღვიძა ქეთის. მშობლებს მოესიყვარულა. აღფრთოვანებით უყვებოდა საავააადმყოფოზე. პრაქტიკებზე. პაციენტებზე როგორ დიდი სითბო და მადლიერება მოდიოდა მათგან.
-შვილო ეს კარგია და მიხარია შენი წარმატებები, მაგრამ შენ უკვე პატარა აღარ ხარ. დროა ოჯახზეც იფიქრო
-ვიცი მამა. ცოტა დამრჩა.როცა დამოუკიდებლად მუშაობა შემეძლება მაშინ ოჯახზეც ვიფიქრებ
-შვილო მერე დრო გაგეპარება. იქნებ დროა დაფიქრდე. გათხოვება ხელს არ შეგიშლის შენი საქმე გააგრძელო
-ჯერ არ მინდა მამა და არც ამ თემაზე ლაპარაკი მსიამოვნებს
-შვილო ხომ იცი რამდენი კარგი ბიჭია შენ ირგვლივ. რამდენი ოცნებობს შენს ცოლად მოყვანაზე. მაგალითად დათო. რა კარგი ადამიანია. წესიერი, ბავშვობიდანვე იცნობთ ერთმანეთს
-დედაა.-გააწყვეტინა ქეთიმ -არ მოხდება ეგ არა. თქვენს არჩეულ ბიჭს ცოლად არ გავყვები. თუ მაინცდამაინც გინდათ დამელოდეთ და მალე ყველაფერს გადავწყვიტავ. ახლა ამ თემაზე საუბარი არ მინდა
ქეთის თვითონაც გაუკვირდა, როცა მშობლების წინაშე ხმას აუწია. ეს პირველად მოხდა. მაგრამ ახლა ასე იყო საჭირო.სიყვარულს იცავდა. ახლა არ უნდა დაეთმო.სიტუაცია ეკამ განმუხტა
-ქეთი გვაგვიანდება წამოდი. დღეს ოპერაცია გაქვს დილით. ხო იცი ?
-მოვდივარ ეკა. მშობლებს დაემშვიდობა და სახლიდან გავიდნენ. გზაში ორივე ჩუმად იყო.მერე ისევ ეკამ ჰკითხა
-რა მოხდა?
-არაფერი
-მე მიმალავ?
-უნდათ რომ გავთხოვდე. ამის დრო მოვიდა თურმე
-კარგი რაა.ამიტომ ეჩხუბე?
-არა ამიტომ არა.
--აბა რა ხდება ადამინო. ნუ გადამრიე
-სასიძო უკვე შეარჩიეს დათო. უნდათ რომ მას გავყვე.
-თაკოს ძმა? ეს ხომ სისულელეა. თქვენ არ გეკითხებიან?იქნება მასაც არ უნდა?
-მას უნდა ზუსტად და ვხვდები საიდან მოდის ეს ყველაფერი
-კიდევ რამეს მიმალავ?
-გახსოვს ის დღე როცა ალექსი გავიცანით? იმ დღეს დათომ სიყვარული ამიხსნა.მითხრა რომ ჩემზე დაქორწინება უნდა. მე ვუთხარი არ მიყვარხარ და არც არასოდეს შეგიყვარებ-ტქო. მერე დამემუქრა ჩემსას მაინც მივაღწევო. და ვხვდები ახლა საიდან მოდის ეს ყველაფერი
-კარგი დამშვიდდი. ყველაფერი მოგვარდება
-არ მინდა ალექსმა გაიგოს. ისედაც რამდენჯერმე იჩხუბეს და ახლა სიტუაცია გამწვავდება
-მისმინე მეგობარო. ცოტა მოითმინე და თუ სიტუაცია არ დალაგდა და შენმა მშობლებმა ამ თემაზე საუბარი კიდევ გააგრძელეს ალექსს უთხარი და გააცანი.ისედაც გადაწყვეტილი გაქვთ დაქორწინება და რაღას ელოდები.
-სხვა რა გზაა ასე მოვიქცევი...
**************
რაც დრო გადიოდა ტასუნა უფრო მეტად იცვლებოდა. უფრო კონტაქტური და მხიარული გახდა. ბავშვებთან თამაში დაიწყო. ყველასთან გაიხსნა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ არც მასწავლებლებს, არც მამამისს და ბებია ბაბუებს. სიხარულისგან აღარ იცოდნენ რა ექნათ. დილით გიორგიმ მიიყვანა ბაღში. იცოდა რომ ეს თაკოს დამსახურება იყო და მისთვის თან მადლობაც უნდოდოდა გადაეხადა და თან მიზეზიც ჰქონდა ნახავდა.
თაკო კარში იდგა და ბავშვებს ესალმებოდა. ტასუნამ რომ დაინახა გაიქცა და ჩაეხუტა.
-გამარჯობა თაკო დეიდა. როგორ ხარ?ძალიან მომენატრე
-მეც მომენატრე ჩემო პატარა. როგორ დაისვენე?
-კარგად მამამ ატრაქციონებზე წამოყვანა, მერე ნაყინიც მივირთვით.. ჩაარაკრაკა ბავშვმა.
-გაიქეცი ეხლა ბავშვებთან და მეც მალე მოვალ.-როგორი გახარებულია
-ხო ნეტავ გენახა როგორი ბედნიერი იყო. ცხოვრება მიხარია მის ბედნიერ სახეს რომ ვხედავ
-მიხარია ძალიან. ასეც უნდა იყოს
-თაკო იცი შემდეგ შაბათს ქალაქგარეთ მივდივართ ჩემს აგარაკზე და გამიხარდება თუ წამოხვალ შენც.
-იცით ეს უხერხულია.
-არ არის უხერხული დამიჯერე.
-ხალხი ამას ცუდად გაიგებს. შენი ოჯახის წევრები რას იფიქრებენ.
-არავინ არაფერს არ იფიქრებს. მე ყველაფერი გარკვეული მაქვს და შესაბამისად მაქვს უფლება როგორც მინდა ისე ვიცხოვორო.
-კარგი.თანახმა ვარ, მხოლოდ ტასუნას გამო
-აბა შაბათამდე. ხო მართლა იქ ძალიან ცივა და თბილი ტანსაცმელი წამოიღე.
-კარგი გაეღიმა თაკოს და დაემშვიდობა.....
**********
მთელმა კვირამ მშვიდად განვლო. გოგოების ცხოვრებაში სიმშვიდე იყო. ისეთი სიმშიდე ქარიშხლის წინ რომ იცის ხოლმე. ყველა თავის საქმეებს დაბრუნებოდა და ისეთი გადატვირთული კვირა იყო ერთმანეთისთვის ვერც კი მოიცალეს.
როგორც იქნა გათენდა შაბათი დილა. ქეთიმ და ეკამ გვიანობამდე ძილი გადაწყვიტეს, შუადღე ხდებოდა როცა ტელეფონის ზარმა იქაურობა აიკლო.
-რა ხდება ამ დილაადრიანად?
-დილა აღარა უკვე შუადღეა ჩემო სიხარულო.
-მართლა?მე კიდევ როგორ გავითიშე .
-აბა ჩქარა ეხლა წამოხტი მოემზადე ჩემო პატარა და ერთ ძალიან კარგ ადგილზე მივდივართ.
-აუუ სად მივდივართ?საბოლოოდ გამოფხიზლდა ქეთი
-სიუპრიზია. ადექი, ადექი. ეკაც გააღვიძე და მალე გამოგივლით. დროებით მიყვარხარ.
-ეკაა გაიღვიძე, ადექი მეგობარო სადღაც მივდივართ. ალექსმა დარეკა
-მერე მე რატო მაღვიძებ თქვენ თუ მიდიხართ?
-მარტო ჩვენ არა, შენც მდიხარ და ამიტომ. ადექი ადექი......
დაახლოებით ერთ საათში გოგოები ალექსის მანქანაში ისხდნენ. სად მიდიოდნენ არც ერთმა არ იცოდა. რამდეჯერმე ჰკითხეს, მაგრამ პასუხი არ გასცა. მალე ქალაქგარეთ გავიდნენ. მიხვდნენ რომ სადღაც აგარკზე მიდიოდნენ. ცოტა კიდევ იარეს და ტყეში ჩაფლული სახლებიც გამოჩნდა. ეზოში რამდენიმე მანქანა იდგა. სახლიდან მუსიკის ხმა ისმოდა.
-გადმოდით. მოვედით.
-სად ვართ? აქ რა ხდება ალექს?
-ხომ გთხარი სიუპრიზია-თქო.-ის მათ წინ გაუძღვა და სახლში შევიდნენ. გოგოების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა იქ მყოფები დაინახეს. ერთმანეთს გადახედეს და სიხარულისგან იკივლეს ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent