შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

14 თებერვალი ( თავი 4)


1-08-2016, 00:37
ავტორი mashaa
ნანახია 1 197

მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია.ღიმილი მეკვროდა სახეზე, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა სანდროს. 10 წუთის წინ მინდოდა გავცლოდი და არასოდეს
დამენახა. ახლა? ახლა კი მინდა რომ ყოველთვის მას ვხედავდე და სხვას არავის. ვხვდები რომ მიყვარდება, ან უკვე მიყვარს და მეშინია ამის გაცნობიერება.მეშინია
რომ იე არ შემიყვარდეს, რომ უიმისოდ სუნთქვაც კი გამიჭირდეს.რომ მიმატოვოს? ალბათ ვერ გადავიტან, რადგან თუ შევიყვარებ სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ
ნაადრევია. როგორც იქნა მივედით. სანდრომ მანქანის კარი გამიღო.
- თავაზიანი ყოფილხარ ზოგჯერ ( გვეღიმება ორივეს)
- შენც შეგძლებია ჩუმად ყოფნა ზოგჯერ მაინც ( ირონია, თუმცა ესეც სასიამოვნო იყო)
შიგნით შევედით. გარემომ, ირგვლივ არსებულმა სიმყუდროვებ შთაბეჭდილება მაშინვე მოახდინა ჩემზე. კარგია რომ გემოვნება ემთხვევა. არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები.ადგილზე
მოვკალათდით. ერთი ძალიან საყვარელი გოგონა გვემსახურებოდა, შევამჩნიე სანდროს გამოხედვა. გამეცინა
- ეჭვიც არ მეპარებოდა
- ვერ მიგიხვდი? ( სანდრო)
- ბაბნიკიც ყოფილხარ
- კი ვიყავი, სანამ ერთს შევხვდებოდი ( სანდრო)
- და ახლაც ხარ? შენმა გამოხედვამ უკვე დაადასტურა
იცინის, ბრაზი უკვე მახრჩობს
- გასაგებია ( სანდრო)
- რა არის გასაგები?
- ზუსტად ეგ მინდოდა და გავარკვიე კიდეც ( სანდრო)
- ანუ?
- მაინტერესებდა შენი რეაქცია და დამოკიდებულება ოდნავ მაინც თუ გაინტერესებ. უკვე გავარკვიე. მადლობა საყვარელ გოგონას ( იღიმება)
- საძაგელო ( ორივე ვიცინივართ)
კერძი დავაგემოვნეთ, ველოდებით დესერტს. სანდრომ სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და კოლოფი მაგიდაზე დადო.ალბათ ჰგონია რომ ვეწევი და მოვთხოვ, მაგრამ შეცდა.
თავში ერთი ზრი მომივიდა. ჩვენც გამოვცადოთ სანდრიკო.
- ერთი ღერი მომაწოდე რაა?
- კი ბატონო ( სანდრო )
გამიკვირდა, ამას არ მოველოდი. მეგონა იმ კატეგორის მიეკუთვნებოდა " სიგარეტზე გართულება რომ აქვთ ხოლმე". ეს ყველაფერი კარგი და შარში რომ ვარ? ნაპასის დარტყმაც არ
ვიცი როგორ უნდა.რა თქმა უნდა, სიგარეტი გამოვართვი. მომიკიდა. ფაქტია რომ არამწეველს ვგავარ, ვერც სიგარეტს ვიჩერებ პირში და ნაპასზე საუბარი ზედმეტია, სიგარეტი
ჩაიწვა თავისით. სასაცილოა ნამდვილად. მიყურებს, ვხვდები რომ მიხვდა ყველაფერს, მაგრამ არაფერს ამბობს. ბოლოს ალბათ შევეცოდე.
- კარგი მორჩი წვალებას. გასწავლი მერე ( სანდრო)
- მასწავლი?
- ხო გასწავლი ხრიკებს , როგორ უნდა მომატყუო ხოლმე ( იცინის)
- ჰაჰა ძან სასაცილოა( მეც მეცინება)
დესერტიც მივირთვით და დავტოვეთ რესტორანი.მიყურებს და ეღიმება.
- რას იღიმი?
- უკვე მესამედ შეგხვდი. ერთად ვისადილეთ კიდეც და შენი სახელი ახლაც არ ვიცი. ( სანდრო)
- მარიამი
- ანუ მაშაც შეიძლება ( სანდრო)
- არა მარიამი!
- ჩემთვის მაშა იქნები ( სანდრო)
- კარგი ასე იყოს სანდრინიო
- რა სანდრინიო დამცინი ამხელა კაცს? ( სანდრო)
- ცხოვრება ხანმოკლეა, ჩვენც ვიღადავოთ რა გვენაღვლება ( ვიცინივარ)
ისევ ეღიმება. სახლმადეც მოვედი. სანდროს დავემშვიდობა. არაფერი უთქვამს, ისე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. გული დამწყდა. განა ასეთი ცუდი მოსასმენია " სანდრინიო"? მე
მომწონს. არამგონია ამაზე გაბრაზებულიყო. სახლში ავედი. წყალი გადავივლე.ცოტა გიტარაზეც დავუკარი, ფილმსაც ვუყურე და ამასობაში დაძინების დროც მოვიდა.
24 თებერვალი. დილის 11 საათია. კარზე კაკუნმა გამაღვიძა. ვაღებ კარს სანდროა. ახალგაღვიძებული, პიჟამოში, თვალებდასიებული დაახლოებით წარმომიდგენია ჩემი თავი.მისი
ღიმილიც ამაზე მეტყველებს.
- რა გაძინებს 11-მდე ახალგაზრდა გოგოს? ( სანდრო)
- ახალგაზრდა რომ ვარ მაგიტომაც მძინავს, აბა ბაბუები და ბებიები 7-ზე დგებიან. რა ხდება ამ დილაუთენია? ( ორივეს გვეღიმება)
- 7-ზე რომ ამდგარიყავი წყალი არ ჩამოვიდოდა ქვევით. გადაკეტე სანამ ჩამონგრეულა ჭერი?( სანდრო)
- რა წყალი, რა ჭერი? ( დავიბენი)
- შენს მეზობლად გადმოვედი, ქვედა სართულზე. ( თვალს მიკრავს )
- ღადაობ ალბათ ხომ?
- არა, შენს სიახლოვეს მინდა ყოფნა. თან როგოც მიხვდი მარტო ხშირად რჩები სახლში, ამიტომ მე გაგაკონტროლებ
- ეს უკვე მეტისმეტია ( ვბრაზდები)
- კარგი დამშვიდდი, ვხუმრობ. ჩემი ძმა გადმოვიდა ოჯახით და მეც ვეხმარები რაღაცეების ამოტანაში. ისე წყალი მართლა გადასაკეტია შენთავსფიცავარ (თვალს მიკრავს და ჰაეროვან
კოცნას მიგზავნის)
- ნუ იმაჭები გოგოსავით, არ გიხდება ( ორივე ვიცინივართ)
წყალი გადავკეტე, სანდროც გავისტუმრე. გოგოებს დავურეკე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდნენ და მოსვლა არჩიეს. დაახლოებით ნახევარ საათში
გოგოებიც მოვიდნენ. გაუჩერებლად ვლაპარაკობდით. ჩამოჰკრა 3-მა საათმაც და გაგვახსენდა რომ დღეს ნატუკას დაბადების დღე იყო. სწრაფად წამოვვარდით მდივანიდან და დავიწყეთ ფიქრი რა
ჩაგვეცვა. 7-ზე მზად უნდა ვყოფილიყავით. აქამდე ყოველთვის ვიკავებდი თავს გამომწვევი ტანისამოსის ცაცმის, ან მაღლებზე დადგომის. თუმცა უკვე გადავწყვიტე, რომ შემეცვალა ჩემი სტილი, უკვე
ამის დროც იყო. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი სანდრო იყო. მინდოდა ისეთი ვყოფილიყავი, როგორი გოგოც მას შეეფერებოდა. დახვეწილი, ელეგანტური და თავაზიანი, ეს იყო ჩემი მიზანი.
მოკლედ მზადებაც დაიწყო.



№1 სტუმარი Ketis

Vaime ramGairaaa rogor gelodi ar ici ikneb sagmos dado kidev ra dzaan patara iko es tavi da

 


№2 სტუმარი Ketis

Au ar deb axal tavs?? Gtxov dade ra

 


№3  offline წევრი mashaa

Ketis
Au ar deb axal tavs?? Gtxov dade ra

ატვირთულია ახალი თავიც :დ იმედია მოგეწონება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent