არ შეიძლება! 2 თავი
სოფელში მალე ჩავედით, ვიგრძენი, რომ ვიღაცას ხელში აყვანილი მივყავდი სახლისკენ, ეგრევე მივხვდი რომ შაკო იქნებოდა და გავინაბე მის მკლავებში. - მომეცი მე წავიყვან უთხრა აჩიმ და შემეხო რომ მის მკლავებში გადამენავლა - არა, იყოს მე ავიყვან - უთხრა შაკომ და კიბეზე ასვლა დააპირა, როცა აჩიმ მოაბრუნა - შაკო ძველუ დრო აღარ არი, დათუნა ძმაკაცია შენი, არგინდა ის რაც წარსულში დატოვე - გამაფრთხილებელი და ხმადაბალინიყო მისი ტონი. - ნუ გეშინია, არაფერი პირადული, დაიკოა ჩემი, ეგ ადრე იყო უთხრა შაკომ და კიბეებს აუყვა. გული ჩამწყდა ამ სიტყვების გაგონებაზე მაგრამ მეც არვიცი რატომ. ჯერ არაფერზე მქონდა პასუხი. გარდა იმისა რომ, ეს ბიჭი მინდოდა ძალიან. დიდხანს არ წავიდა რომ დამაწვინა, ვგრძნობდი როგორ მიყურებდა და მეც უტუხად არ ვახელდი თვალებს. როცა კარის ხმა გავიგე, წამოვფრინდი, მივხვდი რომ წავიდა და სარკესთან ჩემ თავს დავუწყე ყურება. მეცინებოდა რადგან მომწონდა მისი ესეთი საქციელი და ვხვდებოდი რომ ცუდ თამაშს ვიწყებდი და ამას კარგი არაფერი მოყვებოდა.. საათს რომ დავხედე 5 იყო, ფეხსახმელი გავიხადე და დავიძინე. დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა - ქეეთ გიო ვარ, ადექი რა 10 საათია უნდა წავიდეთ ბაკურიანში, სანამ შენ მოწეარიგდები გათენდება - სხვები გააღვიძე - ვასწავლე ჭკუა ჩემი ჩახლეჩილი ხმით - გოგო ადექიიი ყველას ღვიძაავს შენა გარდაა- გავიგე შაკოს ხმა და თვალები ვჭყიტე. კარები გავაღე და ჩემს წინ ასვეტილი ბიჭები დავინახე - აუ რა ლაამაზი ხარ პირდაუბანელი- გამეკრიჭა გიო და თავზე წამომარტყა - აბა რა ხდება სად მივდივართ ამიხსენით- ვკითხე მათ და ოთახში მოვბრუნდი რომ სააბაზანოში შევსულიყავი - დაბლა ჩადი ამას მე გამოვაფხიზლებ- უთხრა შაკომ გიორგის და გავიგე როგორ შემოვიდა ოთახში და როფორ მიიკეტა კარი - ოოოჰ, დიდო შალვა, აბა გისმენთ, თავი გამოვყე სააბაზანოდან კბილების ხეხვით გართულმა და გავეკრიჭე დიდის ამბით - იცი? ადრე ბავშვობაში, სულ მუდამ, რაც გიცნობ ესეთი ხარ, შეიძლება მაშინ რომარ გამეშვი ეხლა ჩემი გრქმოდა, მაგრამ როგორც მაშინ მითხარი ბავშვი ვიყავი და ეხლაც ბავშვი ვარ შენთან შედარებით, მაგრამ ასაკზე კიარ არი საქმე, იმდენად ჩამოყალიბებულიხარ, ისეთი მანერები და ქცევები გაქვს რომ ყველას შეშყრდება შენი. მუდამ ლამაზი იყავი და ეხლა საეერთოდ. სხვანაირი ქეთუშა ხარ და არვიცი ეს გამიხარდეს თუ არა, მაგრამ ფაქტი ერთია რომ შენი ჩემი დათუნას და ხარ და ვალდებული ვარ ჩემიც იყო. - შაკო რეება იძახი? გაოგნებული ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რისი თქმა სურდა. - არაფერს, წავალ ანას ვეტყვი ბარგი ამოგიტანოს- მითრა და სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან, მე კი დამტოვა გაოცებული. სანამ ანა ბარგს ამომიტანდა ვფიქრობდი და ვხვდებოდი , რომ ძალიან მინდოდა დაბლა ჩასულს შაკოს ნახვა , რადგან მაინტერესებდა როგორ შემომხედავდა, ან საერთოდ როგორ იურთიერთებდა ჩემთან, თუ ისევ ჩვეულებრივად იქნებოდა და იმლაპარაკს არაფრად ჩააგდებდა, არ შეიმჩნევდა.. ანაც მოვიდა ბარგი მომაწოდა, ტანსაცმელებში ქექვა დავიწყე, მუქი ჯინსი, ადიდას ბოტები და შავი როლინგი ჩავიცი, თმა შუაზე გადავიყე, კონტური რა თქმა უნდა არ დამიწყებია და დაბლა ჩავედი.. - დილამშვიდობისა, როგორ ხართ პატარებო? მივესალმე ყველას და მაგიდასთან ადგილი დავიკავე. - პატარა თუ ვინმე არი, ეს მხოლო შენ ხარ- გამომძახა ირაკლიმ სამზარეულოდან და ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა. -შაკუნა სად გვყავს? - ვიკითხე და ვცდილობდი ბუნებრივად გამეღიმა, რომ რამე არ დამტყობოდა. - ნინიას დასახვედრად წავიდა, შეჭამა დღეში ათჯერ ურეკავდა , წამოვალ ბაკურიანშიო- მითრა ზურამ და ჩემს რეაქციას დაელოდა - თან შენთვის ბოდიშის მოხდა უნდა, წინააღმდეგი ხომარ ხარ ქეთუშ რო წამოვიდეს ? - მკითხა აჩიმ - მოვიდეს, ბოდიშის გარეშე - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. ჩემს ოთახში ავედი და ჩავიჯეტე, ვხვდებოდი რომ განვიცდიდი ამ გოგოს არსებობას, მაგრამ არც არავის უთქვამს რომ შაკოს შეყვარებულია და ეს მამშვიდებს. დამეძინა ამდენი ფიქრისგან და კარზე კაკუნი რომ არა არც გამეღვიძებოდა კაი ხანს. ავდექი და ძლივს მივედი კარამდე, თვალებს ვიფშვნეტდი, რომ გამეხილა და მოვფხიზლებულიყავი. ზღურბლზე შაკო იდგა - მაპატიე ქეთ, გაგაღვიძე? -არაუშავს- ვუპასუხე ცივად და გაცინება ვცადე ამის გადასაფარად -ნინია ჩამოვიდა, იმედია წინააღმდეგი არ ხარ - გამომცდელი თვალებით მიყურებდა ქვევიდან. - არანაირად- მოვუჭერი მოკლედ - მადლობა, იმედია შეეწყობით, ეხლა კი ჩაალაგე გავდივართ- მითხრა და ლოყაზე მომითათუნა ხელი. კარი ისე მაგრად მივარტყი, აშკარად მიხვდებოდა რომ მაგრად გავბრაზდი, მაგრამ მაგრად მეკიდა. ძალით ვალაგებდი რაც ამოღებული მქონდა და ვილანძღებოდი ჩემი თავის მიმარულებით, რომ ესეთი შტერი ვიყავი და რა მანერვიულებდა ამ "შესანიშნავ" წყვილზე. არა რა ქეთა, დებილი ხარ, ლენჩი და ამფიბია! ვინ გეკითხება ან რატო გადარდებს ვიღაცა ნინიასა და შენი ძმის ძმაკაცის ურთიერთობა? დაიკიდე და გაერთე რა, შევძახე ჩემს თავს და შევეცადე გამეღიმა მეტი სტიმულისთვის. - მე თქვენთან ვჯდები, განვუცხადე დათოს და გიოს -დაჯექი მერე რას გვაშინებ სიცილით მითხრა ბიჭებმა და თმა ამიბურდეს. - ნინის დაქალი გადავსვათ შაკოსთან, მე და თქვენი ტურფები კი დავეტევით უკან ვუთხარი ბიჭებს და გოგოებს გადავხედე რამე პრობლემა ხომარ ქონდათ - როგორც გინდა ქეთუშ - მითხრეს ერთხმად და მანქანაში გავნთავსდით, თუმცა არასდროს დამავიწყდება შაკოს თვალები, რომლებიც დაჟინებით მიმზერდნენ და ნაძალადევად მიღიმოდნენ.. მთელი გზა სიცილ-კისკისით გავიარეთ, მალევე გავიდა დრო და ბაკურიანშიც მალევე ვიყავით. ბიჭებს კოტეჯი ქონდათ აღებული, და რადგან ისინი 10 იყვნენ და ჩვენ მხოლოდ 5ნი, გადაწყდა რომ გოგონები ერთ ოთახში დავიძინებდით და ბიჭები მოგვარდებოდნენ.. სულ სამი საძინებელიიყო, ასე რომ ყველა ოთახში 5 ადამიანი ვიწექით. რომ გავიგე ნინიასთან ერთად ოთახში უნდა მეცხოვრა მთელი 1 კვირა ლამის დეპრესია დამეწყო, მაგრამ თავს მოვერიე და ჩემს თავს შთავაგონე რომ ის არ არსებობდა. ყველა კარგად მოვთავსდით, დროს კარგად ვატარებდით, ხშირად ვხედავდი შაკოს ნაწყენ თვალებს ჩემსკენ მომართულს და მიხუტებულ ნინას მასზე, რაც ჭკუიდან მშლიდა. თავს ვერეოდი და მხიარულად ვიყავი, ვცდილობდინარაფერი შემემჩნია და სულ გავურბოდი შაკოს. ყველასთან თბილი ვიყავი , შაკოსანაც კი, მაგრამ მაინც ვარიდებდი მასთან კონტაქტს თავს, ვცდილობდი სულ გარეთ ვყოფილიყავი და სახლში მაშინ შემოვსულიყავი როცა ნინიას ეძინა და თავისი ბრტყელი ლაპარაკით ტვინს არ შეჭამდა. იმ ღამესაც ეგრე მოვიქეცი, რომ მოვედი ყველას ეძინა, მაგრად ციოდა გარეთ და სუ გაყინული ვიყავი, ეგრევე დავწექი და მალევე დამეძინა. დილას კი კოშმარი დღე გამითენდა. -აააააააააააააააა- ვღრიალებ ბოლო ხმაზე და თავზე ხელს ვიჭერ, ყველა წამოფრინდა , ბიჭები შემოცვივდნენ და რომ დამინახეს გაგიჟდნენ - ვაიმე ქეთი, რა ქენი? რატო შეიჭერი თმა, სულ გააფრინე? - ყვიროდა ჩემიმძმა - მე არ მიქნიაა, ვიღაცამ მომაჭრა, ეხლა მხრამდეც კი ააღარ მაქვს- დავიწყე უაზრიდ ტირილი. ყველა მე მიყურებდა და გულის სიღრმეში ყველამ იცოდა რომ ეს იმ გველის გაკეთებული იყო, მაგრამ ხელს ვერ დავადებდი ეგრე მარტივად. პიჟამოებით წამოვფრინდი, თვალები დასიებული მქონდა და ჯერ კიდევ ვერ ვწყვეტდი ტირილს - ვინც ეს გამიკეთა, მაგრად, ძალიან მაგრად ვანანებ და ღერა-ღერა დავათხრი თმას, ვინც არუნდა იყოს გავიგებ, და მწარედ მოვთხოვ პასუხს- მკაცრად ვთქვი და ოთახიდან გავედი. პირველ სართულზე ჩავედი და საწყობში დავიმალე რომ არმინდოდა ვინმესთან მეჩხუბა.. მესმოდა როგორ მეძებდბენ და მეძახდნენ მე კი ვიჯექი და გულამოსკვნილი ვტიროდი, ყველაფრის გამო.. ემოციებისგან დაცლა მინდოდა.. რამდენიმე საათში, საწყობის კარი გაიღო და დავიმალე, არმინდოდა ვინმეს შევემჩნიე. საწყობში შაკო და ნინია შემოვიდა - ეს რატომ გააკეთე? სულ გააფრინე? ხმადაბლა ჩხუბობდა შაკო - შენ არ თქვი ლამაზი თმა აქვსო? ხოდა ეხლა აღარ ექნება, მეზიზღება ეგ მახინჯი- მესმოდა ნინიას ხმა - ჩაალაგე და წადი, მე შენ მეზიზღები , ავადმყოფი ხარ, არ გაპატიებ ასე რომ ატკინე- ხელს უჭერდა შაკო - გიყვარს! იცოდა დათოს ვეტყვი არ გაგახარებ!- ემუქრებოდა ნინია - ავად ხარ, დათუნას და ჩემი დაა, არანორმალურო, ვერ გაგიშვებ რადგან მაინც არმინდა შენზე იეჭვონ , ორ დღეს დარჩები და მერე რამეს მოიმიზეზებ, შენი დანახვა არმინდა - უთხრა შაკომ და გავიდა. ნახევარი საათის მერე მეც გავედი, როცა მიხვდი რომ არავინ იყო პირველ სართულზე, მაღლა ავედი, ყველა მომცვინდა და მეკითხებოდა სად ვიყავი, მე კი ვუთხარი რომ დაღლილი ვიყავი და დასვენება მინდოდა. გავიგე როგორ შემოვიდა გოგოები ოთახში, ყველას რომ დაეძინა, მაკრატლით ხელში ნინიასთან მივედი და თმა სულ ავუჯინე, იმ ღამეს უბედნიერესი მეძინა.. - მოგკლავ გველო , ვერ გიტან თავზე დამახტა ნინია და მძინარეს ცემა დამიწყო - ნაგავო ხელი გამიშვი, შეშლილო- არ დავაკელი მეც და აჯიღნულ თმაში ვეცი - იცოდე მოგკლავ და დავისვენებ, გველო! რატომ გამიკეთე ეს?- ღრიალებდა ბოლო ხმაზე. ამ დროს ოთახში ბიჭები შემოვიდნენ და ნინია ამაცალეს ზემოდან, დრო ვიხელთე და წამოვფრინდი, სულ დამავიწყდა რომ ტრუსით და მაიკით მეძინა, ნინიასკებ გავიქეცი და სახეში ვუთავაზე, იმას დათო აკავბდა და მე შაკო. ვგრძნობდუ როგორ მიჭერდა ხელებს და დამშვიდებისკენ მომიწოდებდა, ცრემლები თავისით მომდიოდა - მომაშორე ხელები- ვუღრიალე შაკოს და დავუსხლტი, ჩანთებს ვეცი და ნივთების ჩალაგება დავიწყე - 2 დღეში ეს აქედან თუარ წავა , მე წავალ, თან ისე რომ, არასდროა ცხოვრებაში არ წამოვალ თქვენთან ერთად არსად- ვთქვი და ზურგჩანთა მოვიკიდე , მანამდე კი ვინმე ადგილს გამიცვლის და მე ბიჭებთან დავწვები რომელიმე ოთახში- ცრემლები მოვიწმინდე და ოთახიდან გავედი - წამოდი, ჩემს ოთახში დაწექი, დათოც მანდ წევს- მითხრა შაკომ და ოთახში შემიყვანა - და შენ ? - ვკითხე ისე რომ ტირილი არ შემიწყვიტავს. - მე გაგიცვლი ადგილს, იქეთ გადადავალ- მითრა და ალაგება დაიწყო. - არავუთარ შემთხვევაში არ დავუშვებ რომ ჩემს თვალწინ იმ გველთან ერთად ერთ ოთახში იწვე- ვუთხარი და მისკენ გავექანე, მთელი ძალით მოვხვიე ხელები და ავქვითინდი -ჩუუ, ნუ ტირი, არ წავალ, დათო გადავა იმათთან, მე ვეტყვი, არ იტირო- მამშვიდებდა შაკო და თან თავზე მკოცნიდა, ხელები კი მაგრად მოეხვია ჩემთვის და ვგრძნოვდი რომ ამას ჩემგან ნამდვულად არ ელოდა. ბავშვებო ესეც მეორე თავი, გთხოვთ რამე შენიშვნა თუ გაქვთ მითხარით და გამოვასწორებ. პირველად ვწერ და შეცდომევისთვისაც ბოდიშს გიხდით ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.