შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (II თავი)


1-08-2016, 22:35
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 253

ბავშვობაში პატარა ანგელოზს ჰგავდა, დიდი და ხშირი ოქროსფერი კულულებით და თეთრი ფრიალა კაბით, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ბაღში დაბაჯბაჯებდა თავისი პატარა ფეხებით და ხშირად ანადგურებდა ახლად დარგული ყვავილების კვლებს, რის გამოც ხშირად საყვედურობდნენ. ის კი ანცად გაიცინებდა და დასამალად აგაიქცეოდა, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ დედას და მამას პრინცესას სერიოზულად არავინ დატუქსავდა და ამით სარგებლობდა კიდეც. ნათიას და შალვას პირველი და ერთადერთი შვილი იყო და შესაბამისად მზე და მთვარეც მასზე ამოსდიოდათ მის მშობლებს. ნანუც ყველგან თან დაჰყვებოდა, უყურადღებოდ არავინ ტოვებდა. მშობლების ასეთი ყურადღება და შიში მის მიმართ ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ, შვილი წლების განმავლობაში არ ჰყავდათ. თავიდან თითქმის ყველა ექიმმა იმედი გადაუწურათ, თუმცა ხანგრძლივი ძებნის შემდეგ გერმანიაში მიაკვლიეს ერთ-ერთ ექიმს, რომელმაც სულ მცირედი იმედი მისცათ, ამიტომ ამ ამბით გახარებულებმა სასწრაფოდ მკურნალობა დაიწყეს. შედეგმა დააგვიანა, თუმცა წლების შემდეგ მაინც იჩინა თავი. ასე დაიბადა სალომე, რომელმაც ერისთვების ოჯახს უდიდესი სიხარული მიანიჭა. იმ ამბავს შუგუებულმა მშობლებმა, რომ მეორე შვილის გაჩენა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ სალომეთი დაიწყეს ცხოვრება, ამიტომ შესაბამისად მასაც დედას და მამას სიცოცხლეს ეძახდნენ. მართლაც მათი სიცოცხლე და ერთადერთი საზრუნავი იყო სალომე. ნათესავები ხშირად საყვედურობდნენ გადამეტებული ყურადღების გამო, თუმცა ამას არად არ აგდებდნენ. წლები გადიოდა და სალომე იზრდებოდა. ამასობაშ ოჯახში სიტუაციაც იძაბებოდა, რას შალვას სამშენებლო ბიზნესით იყო გამოწვეული. უამრავი მტერი ჰყავდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე მთავარი კი მის მეზობლად ცხოვრობდა. მერაბ ქავთარაძე მთელს ქალაქში ცნობილი ბიზნესმენი იყო უამრავ სფეროს ფლობდა, თუმცა მისი არქიტექტორული კომპანია დიდი გავლენითა და რეპუტაციით სარგებლობდა. მთავარი მეტოქე კი ისევ შალვა იყო. ურთიერთობის დაძაბვა მათ შრის ერთ-ერთმა ტენდერმა გამოიწვია, სადაც ორივე მათგანი იღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ კი შალვამ გაიმარჯვა. ამას კი მერაბის შანტაჟით მიაღწია. არ უნდოდა წარმატებისთვის ასე მიეღწია, თუმცა ეს პროექტი მისი კომპანიისთვის წარმატებისკენ მიმავალ ფართო გზას გახსნიდა, ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, შედეგებზე კი არ დაფიქრებულა. ერთმანეთისთვის დაუძნებელ მტრებად იქცნენ. დრო გადიოდა და შალვა პროექტთან დაკავშრებით პრობლემები არ ელეოდა. ამის მთავარი მიზეზი კი მერაბი იყო. სწორედ ამიტომ ძლივს მიიღო გადაწყვეტილება და შანტაჟსას გამოყენებული მასალები გამოაქვეყნა. მერაბი კი ოთხი წლით გაუშვეს ციხეში. ამით ერისთავების ოჯახში პრობლემები შედარებით მოგვარდა, როგორც იქნა სიმშვიდემ დაისადგურა. თუმცა მუდმივი არაფერია და არც ეს სიმშვიდე აღმოჩნდა მუდმივი.
წლები გადიოდა, სალომე კი ნელ-ნელა იზრდებოდა, ოქროსფერი კულულები, სწორი, ღია წაბლისფერი თმით შეეცვალა. უკვე გამართულად, თავისუფლად ლაპარაკობდა. სკოლაში შესვლის დღე მისი ოჯახისთვის უბედნიერესი იყო. უამრავი ფოტო გადაუღეს სამახსოვროდ. მასწავლებლები კი მუდამ აქებდნენ ბეჯით მოსწავლეს.
გავიდა კიდევ ერთი წელი და მოხდა ის, რამაც მათ ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა და რადიკალურად შეცვალა იგი. მერაბი ციხიდან გამოვიდა. ხასიათი უფრო დამძმებოდა, გაუხეშებულიყო და შურისძიების წყურვილი კლავდა. კარგად ახსოვდა მისი ცოლის აწყლიანებული თვალები, როდესაც განაჩენი გამოუტანეს. ეკას სასამართლოში გული წაუვიდა. გონს საავალმყოფოში მოვიდა და სამწუხარო ამბავი ამცნეს, რომ ნერვიულობის ფონზე მუცელი მოეშლა. მეორე შვილს ელოდა, რომელიც სავარაუდოდ ნანატრი გოგონა უნდა ყოფილიყო. მერაბმა ეს ამბავი ციხეში გაიგო და მაშინვე დაიწყო შურისძების გეგმების დაწყობა. და აი ხალა უკვე განთავისუფლებული მათ აღსრულებას შეუდგა. დაბინდული გონებით გადაწყვიტა შლვასთვის ის წაერთმია, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ასეთს კი როგორც მიგეხსენებათ მისი შვილი-სალომე წარმოადგენდა. ,,კბილი-კბილის წილ’’- ამ პრინციპით მოქმედებდა და არაფერზე არ ფიქრობდა. არც იმაზე თუ რამდენად საშინლად იქცეოდა, არც მის ოჯახზე, არც მომავალზე.
სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო სალომე, სახლის წინ, ბაღში თამაშით ირთობდა თავს, ცისფერი ფარფატა კაბა ეცვა, გაშლილი, გრძელი თმები კი, ჰაერში უფრიალებდა. მოღრუბლული ამინდი იყო. მაისი იდგა, და როგორც მას ჩვევია, კოკისპირულ წვიმას აპირებდა, დილის მხიარული, მზიანი ამინდის შემდეგ. ქუჩაზე სიმშვიდე მეფობდა. აქა-იქ თუ დაიყეფებდა გვერდითა მეზობლის ძაღლი, რომელიც სალომეს სტუმრობდა და მასთან ერთად თამაშობდა მუდამ. ქარიან დღეს ნაცრისფერი იერი გადაჰკრავდა. ქუჩის ბოლოში შავი ჯიპი გამოჩნდა, რომელიც ნელი სვლით მოდიოდა ტროტუარის გასწვრივ. შალვა ერისთავის სახლთან კიდევ უფრო შეანელა სვლა. ეზოში სალომეს და ლაიკას გარდა არავინ ჩანდა, რაც ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდებოდა. ,,გამიმართლა’’ მერაბს ფიქრებში ბოროტულად გაეღიმა. მანქანის კარი გაიღო და შიგნიდან შავებში ჩაცმული ორი მამაკაცი გადმოვიდა და სალომეს ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა. გოგონამ გაკვირვებულმა შეანათა დიდი ცისფერი თვალები.
-თქვენ ვინ ხართ? -გაკვირვებული მზერა მიაპყრო.
ამ დროს სახლის კარი გაიღო და ზღურბლზე ნათია გამოჩნდა. სალომესთან ორი უცხო მამაკაცი რომ დაინახა შიშმა აიტანა და მათკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა. კაცებმა მაშინვე შეამჩნიეს მათკენ შეშფოთებული სახით მომავალი ქალი; სალომეს სასწრაფოდ დაავლეს ხელი და მანქანისკენ გააქანეს; შიგნით შესვეს და სწრაფად მოსწყვიტეს მანქანა ადგილს. ქუჩა მუხრუჭების დამაყრუებელმა ჭრიალმა მოიცვა. ნათია კი ამ დროს გაფითრებული გამორბოდა იმ ადგილისკენ, სადაც ორიოდე წუთის წინ სალომე იდგა და სასოწარკვეთილი მის სახელს გაჰკიოდა.
-სალომეე... სად მიგყავთ ჩემი შვილი... სალომეე. იმ ადგილას მისული კი, სადაც ადრე მანქანა იდგა, გაჩერდა და გაოგნებულმა გზას დაუწყო ყურება. ყველაფერი რამოდენიმე წამში მოხდა და ვითარების სიმძაფრე ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა შეგრძნობილი. ორიოდე წამში გამოერკვა, სასწრაფოდა სახლში შევარდა და შალვას დაურეკა. ყველაფერი მოუყვა და პოლიციაშიც დარეკა, თუმცა უკვე იცოდა ეს გატაცება ვისი მოწყობილიც იქნებოდა. სახლში უქმად ვერ იჯდებოდა, ამიტომ სასწრაფოდ მერაბის სახლს მიადგა. ნერვიულად რეკავდა ზარს, თან მისი შვილის სახელს გაჰყვიროდა. კარი გაკვირვებულდა მოსამსახურემ გაუღო და ისიც მაშინვე შევარდა. მთელს სახლში გაჰყვიროდა, რომ არავის არ აცოცხლებდა, თუ მის შვილის რამე დაემართებოდა. ხმაურზე ახალგაზრდა ქალი და ცხრაოდე წლის ბიჭი გამოჩნდა.
-აქ რას აკეთებ?! არ გეყოთ ის რაც ჩემს ოჯახს დაუშავეთ?! კიდევ რაღა გინდათ?! - განრისხებუილ შეჰყურებდა ეკა ნათიას.
-სად არის ჩემი შვილი?! სად არის სალომე?! მერაბმა წაიყვანა ვიცი. ოდესმე მოოგვცემთ თვისუფლად სუნთქვის საშუალებას?! სალომეს რამე რომ დაუშავოს გეფიცებით არავის არ გაცოცხლებთ თქვენი ოჯახიდან. დამიბრუნეთ ჩემი შვილი! -კვლავ გაჰკიოდა ნათია.
-მე არაფერი ვიცი ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ მერაბიც არაფერ შუაშია. აქ სულ ტყუილად მოხვედი.- მკაცრად უპასუხა ეკამ.
-ნუთუ სულ არ გეცოდები? -ახლა უკვე მუხლებზე დამხობილი ნათია ქვითინებდა - შენც ხომ დედა ხარ, შენც ხომ დაკარგე შვილი. გემუდარები ამ ტკივილისთვის ნუ გამიმეტებ. გთხოვ ის მაინც მითხარი სად შიძლება წაეყვანა. ნუ წამართმევთ ერთადერთ შვილს. - ცრემლებად იღვრებოდა ნათია.
ეკამ მის ამ მდგომარეობას რომ შეხედა, წარსულის ჭრილობამ შეახსენა თვი. ვერ შეძლებდა კიდევ ერთი დედისთვის შვილის დაკარგვის ნება მიეცა. დილიდანვე შეამჩნია მერაბის უცნაური საქციელი, მათ შორის ისიც თუ როგორ აიღო წყნეთის ძველი აგარაკის გასაღები, რომელსაც უკვე წლებია არავინ სტუმრობდა. ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირა და მიხვდა ეს საქმე მისი ქმრის გაკეთებული რომ იყო.
-წყნეთში, მისამართი ამ ფურცელზე წერია. და ნათიას პატარა ყვითელი ფურცლის ნაგლეჯი გაუწოდა.
-გმადლობ ეკა, გმადლობ!-სასწრაფოდ გამოგლიჯა ფურცელი ხელიდან და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა. უკან დაბრუნდა. არც პოლიცია და არც მისი ქმარი ჯერ მოსულები არ იყვნენ. მის მანქანაში ჩაჯდა და წყნეთის გზას დაადგა. სწრაფად ატარებდა და კინაღამ რამდენჯერმე ავარიაც მოუვიდა. ბოლოს როგორც იქნა მიაღწია დანიშნულების ადგილს. შავი ჯიპიც იქვე იდგა. ღვედი შეიხსნა და მანქანიდან გადმოვიდა. სახლს სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა.
ამასობაშ მერაბს ბავშვი უკვე მიეყვანა და ცალკე ოთახში გამოეკეტა. მცველად მისი ორი დამქაში მიუჩინა და გააფრთხილა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაეშვათ გარეთ. თავად კი უკან დაბრუნდა. გზაში ფიქრობდა თუ რა მოემოქმედებინა. ბავშვის გატაცების შესახებ გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღო და შედეგებზე არ უფიქრია, ახლა კი გეგმებს აწყობდა, თუ როგორ გამოიყენებდა მომავალში შექმნილ ვითარებას სათავისოდ. თუმცა რაც არ უნდა იყოს ბავშვისთვის რამის დაშავებას არ გეგმავდა.
ნათია სახლთან შედგა, პირდაპირ შეჭრა არასწორი გამოსავალი იქნებოდა, რადგან სალომეს ასე თავისუფლად არავინ გაატანდა. ამიტომ სახლს მეორე მხრიდან შემოუარა, თან დროდადრო ფანჯრებში იხედებოდა და ვითარებას ზვერავდა. ერთ-ერთ ოთახში საწოლის კუთხეში მიყუჟულ სალომეს მოჰკრა თვალი, რომრლიც შეშინებული საცოდავად ტიროდა და დედას ეძახდა.
-აქ ვარ ჩემო პრინცესა, ნუ გეშინია. -ჩურჩულით მიმართა პატარას.
-დედ...გახარებული წამოძახებას აპირებდა, მაგრამ ნათიამ ხელით ანიშნა რომ გაჩუმებულიყო. ნახევრად ღია ფანჯარას ძლიერად დაეჯაჯგურა და ბოლომდე გააღო. დაჟანგებულმა ანჯამებმა ჭრიალი გაიღო. ორივეს შეეშნდა, რომ არავინ შემოსულიყო,თუმცა საბედნიეროდ მათ მოლოდინი არ გამართლდა.
-აქ მოდი ჩემო პატარავ.
-ახლავე დე.. -სალომე საწოლიდან გადმობობღდა და ფანჯარასთან მივიდა. ნათიამ ხელი იღლიებში ამოსდო და ზემოთ ასწია, რომ ფანჯარაზე გადაეყვანა. ძლივს გადაბობღდა ფანჯარაზე და დედას გახარებული მოეხვია.
-ძალიან შემეშინდა დეე.
-მარტო აღარასოდეს დაგტოვებ ჩემო პატარა. - ნათიაც აკანკალებული ხელებით იხუტებდა შვილს. -სასწრაფოდ წავიდეთ აქედან.- ხელი დაავლო და აჩქარებული ნაბიჯით გაემართა მანქანისკენ.
-არ გაინძრე და ბავშვი უკან დააბრუნე.-კარში ორი ახმახი გამოჩნდა. და იარაღი დაუმიზნეს.
-ჩემს შვილს აქედან ნებისმიერ ფასად წავიყვან. სალო, მანქანაში დაჯექი.
-აქედან არავინ არ წავა-თქო.- კვლავ გაიმეორა ერთ-ერთმა მათგანმა
ნათიას კი მათი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და კვლავ მანქანისკენ შებრუნდა. ამ დროს ჰაერში გამაყრუებელი გასროლის ხმა გაისმა. თითქოს ყველაფერი გაშეშდა. ნათია მოწყვეტით დაეცა მწვანე ბალახზე, რომელიც ნელ-ნელა წითლად იღებებოდა. შეშინებული სალომე კი მანქანიდან გადმოვიდა და დედას მივარდა.
-დეე... დედა, გამოფხიზლდი, თვალები გაახილე გთხოვ. დედა ადექი. დეეე ძალიან გთხოვ გამოფხიზლდი. - ტიროდა თან ნათიას უგონო სხეულს ძლიერად ანჯღრევდა. სასოწარკვეთილი იყო, რადგან მის ერთადერთ და საყვარელ დედიკოს ვერაფერს ვერ შველიდა.
-რა გააკეთე ბიჭო, ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდება. რა აუცილებელი იყო მოგეკლა?!-ერთ-ერთმა მათგანმა მაორეს შეუღრინა და სასწრაფოდ ბავშვისკენ გაემართა. სალოსთვის ჩასავლებად გაშვერილი ხელი ჰაერში გაუშეშდა, როდესაც სირენების ხმა გაისმა.
-ძაღლები მოდიან. სწრაფად წავედით აქედან. - ჯიპისკენ გაემართნენ, ჩასხდნენ და ადგილს მოსწყვიტეს მანქანა. სახლის წინ კი მწვანე მდელოზე დატოვეს ცისფერთვალება პატარა ანგელოზი დედის უსულო სისხლიან სხეულთან ერთად.
შემდეგ კი რაც მოხდა ბუნდოვნად ახსოვთ სალომესაც და შალვასაც გასვენების დღემდე.
მერაბი ისევ დააპატიმრეს. ნათიას მკვლელებიც დიდი ძებნის შემდეგ იპოვეს და სასამართლოზე ერთად წარსდგნენ. მერაბს და მის ერთ-ერთ ფამქაშს არასრულწლოვანის გატაცებისთვის ათ წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ნათიას მკვლელს კი ოც წლიანი პატიმრობა აკმარეს.
ნათიას სიკვდილმა შალვა სრულიად გაანადგურა. ყველაფრის ინტერესი დაუკარგა ამ ცხოვრებაში, მათ შორის შვილისაც კი. მეტიც, ნათიას სიკვდილში სალომესაც ადანაშაულებდა, რადგან მის დასახსნელად რომ არ წასულიყო ახლა ცოცხალი იქნებოდაო. შვილის მიმართ საოცრად გაცივდა და აგრესიული გახდა. ქვეცნობიერად იცოდა სიმართლე; იცოდა რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო, თუმცა სინდისის ქეჯნის ასარიდებლად, ხელების სხვისთვის შეწმენდა გადაწყვიტა, ამ შემთხვევაში კი ეს სხვა სალომე აღმოჩნდა, რომლისთვისაც დედის გარდაცველება, თან მის თვალწინ, ძალიან მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. ამას თან დაერთო მამის განადგურებული და მისკენ რისხვით მიმართული მზერა. ერთადერთი შემწე მის სახლში ნანუ იყო, თუმცა ისიც ბოლომდე ვერ შველოდა სალომეს ტკივილს და ეს შეუძლებელიც იყო. შალვას გადაწყვეტილებასაც მისი სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებაც მშვიდად შეხვდა, რადგან იმ სახლში გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ყველა კუთხე-კუნჭული დედას ახსენებდა, ყველაფერს დედის სურნელი ასდიოდა. სრულიად მშვიდად ცაალაგებინა ბარგი აცრემლებულ ნანუს და მომდევნო ათი წლით გაიხურა ამ სახლის კარები.
სკოლა-პანსიონიც დიდი სიმპატიებით არ სარგებლობდა მის თვალში, რადგან მასწავლებლები ყველა შემთხვევას ეძებდნენ, რათა საკუთარი გავლენა და ძალა-უფლება გამოევლინათ ბავშვების მიმართ. არც ბავშვები გამოირჩეოდნენ დიდი გულკეთლობით და მეგობრულობით სალომეს მიმართ. ყველა აგდებით უყურებდა. წლიდან-წლამდე პანსიონში ცხოვრობდა. არდადეგებზეც კი არ ჩადიოდა სახლში, არც მშობლები აკითხევდა, ამიტომ ბავშვები უპატრონოს ეძახდნენ. ამაზე თავიდან ძალიან ბრაზდებოდა და საჩხუბრადაც იწევდა, თუმცა ბოლოს შეეჩვია და დიდ ყურედღებას აღარ აქცევდა სხვის აზრს. ანტისოციალური გახდა და საკუთას თავში ჩაიკეტა. მთელ თავისუფალ დროს ბიბლიოთეკაში ატარებდა და კითხულობდა. ერთი მეგობარიც კი არ ჰყავდა. ამიტომ გადაწყვეტილებაც გამოპარვის შესახებ ადვილად მიიღო. იქ არაფერი აკავებდა. დრო იყო საკუთარი ცხოვრება ნებით თუ ძალით დაებრუნებინა.


*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*

ეს ჩემი პირველი ისტორიაა, იმედია კომენტარებს არ დაიშურებთ winked



№1 სტუმარი ემი

ორივე თავი ერთად წავიკითხე...

სიუჟეტი მომეწონა... ეს ორი თავი მაინც შესავალი იყო, წარსულის აღწერა და წერის ეს სტილიც მოუხდა...

ველოდები შემდეგს ... love

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

საინტერესო დასაწყისია გამორჩეული , გააგრძელე და არ დააგვიანო.

 


№3  offline წევრი Firefly

ძალიან საინტერესოა გააგრძეელე და მალე დადეშემდეგი თავი
--------------------
M.T

 


№4  offline წევრი ბაბუაწვერა

ემი
ორივე თავი ერთად წავიკითხე...

სიუჟეტი მომეწონა... ეს ორი თავი მაინც შესავალი იყო, წარსულის აღწერა და წერის ეს სტილიც მოუხდა...

ველოდები შემდეგს ... love

lalita
საინტერესო დასაწყისია გამორჩეული , გააგრძელე და არ დააგვიანო.

Firefly
ძალიან საინტერესოა გააგრძეელე და მალე დადეშემდეგი თავი


დიდი მადლობა შეფასებისთვის feel შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent