უშენოდ (სრულად)
_ დარწმუნებული ხარ? _ კი _ შვილო, დაფიქრდი მაინც, ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს... _ ხოდა მაგიტომ _ შენმა ქმარმა იცის? _ აუცილებელია გიპასუხოთ? _ გკითხე უბრალოდ... ***** ვერ გავბედე, ექთანი რომ გავიდა, ჩანთას ხელი დავავლე და გამოვიქეცი. ტელეფონი ზუზუნებდა და ამოღების თავიც არ მქონდა. ტაქსი ვერ გავაჩერე, უფრო სწორედ არ გამიჩერეს და ტროტუარზე ჩამოვჯექი. ზუკა მირეკავდა. დედას გეფიცებით, გამაკანკალა. ვერ ვუპასუხე, მაგრამ მეშინოდა რომ ინერვიულებდა და მეორე ზარზე ავიღე. _ ხო ზუკ _ რა ხმა გაქ გოგო _ არაფერი, ყელი მტკივა და... _ სად ხარ ახლა? _ რა იყო? _ ტასო, რანაირად მელაპარაკები _ რანაირად? _ ვიჩხუბებთ იცოდე, სად ხარ მეთქი _ საავადმყოფოს წინ _ მანდ რა გინდა _ წამში დასერიოზულებული ხმა უცებ გაებზარა _ გნახავ და ვილაპარაკოთ... _ ანასთან ვართ და ამოდი _ მინდა რომ მარტო ვილაპარაკოთ _ ხო, ამოდი და წავალთ სადმე _ ტელეფონი გამითიშა და ჩანთაში ჩავაგდე. თვალები ამემღვრა, ძლივს წამოვდექი და ტაქსის ხელი დავუქნიე. გამიჩერა. უკან დავჯექი და მისამართი ვუკარნახე. ერთი კი გადმომხედა რაღაცნაირად, მაგრამ ისეთი მზერით ვუპასუხე სარკიდან, იმის მერე არ შემოუხედავს. წინა კამერა ჩავრთე და ჩაწითლებული თვალების და აკანკალებული ნიკაპის დანახვაზე მეც შემეშინდა. ტელეფონმა კიდევ რომ დაიწყო ზუზუნი, ასე მეგონა გული გამისკდებოდა. დედაჩემის სახელი რომ წავიკითხე, მართლა შემეშინდა. _ გისმენ მაკა _ ტასო, რა ხმა გაქ, კარგად ხარ? _ აუ, რა გინდათ? კარგად ვარ _ ცოტა ხმამაღლა მომივიდა და მძღოლმა მეორედ გადმომხედა _ ნუ ღრიალებ გოგო _ ხოდა ნუ მაღრიალებ _ ტასო, რანაირად ლაპარაკობ, რა გჭირს _ არაფერი, მაპატიე, დღეს ანასთან ვრჩები _ ამას ახლა მეუბნები? _ როგორც ხედავ _ ტასო არ მაიძულო, ცუდი დედა გავხდე და სახლში ჩაგკეტო! _ მაკა არ ვარ შენს ხასიათზე _ ახლავე სახლში! უზრდელი! _ მაკა გთხოვ, ცუდად ვარ და იქნებ ერთხელ მაინც გამიგო _ გაგიჟდება ლევანი _ კარგად _ გავუთიშე. ტაქსის ფული გადავუხადე და მანქნიდან გადმოვედი. ზუკა მაშინვე შევნიშნე, აივანზე იდგა და ეწეოდა. რომ დამინახა, სიგარეტი ჩაწვა და ჩამომხედა. აი, ისე რომ, იქვე თუ არ დავეცემოდი უგონოდ, არ მეგონა. მაშინვე მივხვდი რომ გაბრაზებული იყო და გამახსენდა, საავადმყოფოში ის ექიმი, საიდან მეცნობოდა. ზუკას დეიდა იყო. ალბათ, დაურეკა და... გავფითრდი და სულ გავიყინე, ნაბიჯიც ვერ გადავდგი. თვალს არ მაშორებდა, მეორედ მეგონა რომ გული მართლა გამისკდებოდა და აკანკალებული შევვარდი სადარბაზოში. ჩავიკეცე და მუხლებზე დამდგარი მივეყრდენი კედელს. მართლა ვიფიქრე თავს მოვიკლავ მეთქი, მაგრამ ნერვები მომეშალა საკუთარ თავზე და წამოვდექი. ძლივს ავდიოდი კიბეებზე, ორად მეჩვენებოდა ყველაფერი. უკან გამობრუნება მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე, გაგიჟდებოდნენ ბავშვები. კარებზე დავაკაკუნე თუ არა, ეგრევე გამიღო ლიკამ და ყვირილი დაიწყო. ჩემს სახეს რო შეხედა, ეტყობა შეეშინდა და გაჩერდა. _ ტას, კარგად ხარ? მითხარი რამე, მეშინია _ ხელებს მისვამდა სახეზე და ჩამოვაღებინე. _ კარგად ვარ _ ვაიმე, რა ხმა გაქვს. თავი გტკივა? _ თავი დავუქნიე _ დაგალევინებ რამეს, შემოდი დივანზე ისხდნენ ნიკუშა, ლადო, დათა და ზუკა. ისეთი სახეები ჰქონდათ, ეგრევე მივხვდი რომ იცოდნენ ყველაფერი. ანა გამოვიდა სამზარეულოდან წყლის ჭიქით ხელში და ჩემს დანახვაზე ჭიქა დაუვარდა. _ ნორმალური ხარ შენ? _ დათა ფეხზე წამოდგა და მშვიდი ხმის შენარჩუნებას ეცადა. ამათ შორის ყველაზე მშვიდი დათა იყო და, ეს თუ აფეთქდებოდა სხვები რას მიზამდნენ, წარმომიდგენია. _ უპასუხე _ ხმამაღლა მოუვიდა ლადოს. _ ტასო, თქვი რამე _ ანერვიულდა ანა. _ რა გააკეთე ჰა? მაპატიე და უკანასკნელი გოგოსავით მოიქეცი, შენ აზროვნებ საერთოდ? _ ლადო ხმას ჩაუწიე _ გადახედა ნიკუშამ მაგრამ ისე მიყურებდა, მალე თვითონაც აღრიალდებოდა. _ რა ხმა ტო, ეს ვინ ყოფილა _ მომკლა ლადოს აგდებულმა ტონმა. თვალები ამემღვრა და ვიცოდი მალე ამეტირებოდა. _ ლადო გადი ოთახიდან _ დაუყვირა ლიკამ. ისე დაუყვირა, მეც გამაჟრიალა და ლადოს საერთოდ, ერთიანად ცხრა ფერი გადაუვიდა სახეზე. _ გადი მეთქი, გესმის? დროზე, სანამ რამე ცუდად გითხარი _ გოგო, შენც გარეკე? _ რა უფლებით უღრიალებ აბა, შენი საქმეა ეს რას იზამს? ჰა? შენი საქმეა? _ არის! და ნუ იცავ! _ ვიცავ და დავიცავ, ვერ ხედავთ ისედაც რა დღეშია? ყვირილი და საქმის გარჩევა მაგარი იცით _ აბა რა ვქნა, მოვეფერო კარგად მოიქეცი თქო? _ ლადო გადი _ არ გავალ არსად _ გაჩერდით რა _ ანამ გააჩუმა ორივე. ისეთი სიწყნარე დადგა, ვიფიქრე, დაამთავრეს მეთქი მაგრამ თურმე ახლა იწყებოდა. _ ტასო მითხარი, რატო გახდი მკვლელი? _ ნიკუშამ ისეთი ხმით მითხრა, მუხლები ამიკანკალდა და კედელს მივეყრდენი შეუმჩნევლად. ვერც ვჯდებოდი. _ ჩვენ ფეხებზე დაგ^ვიკიდე მაგრამ... _ კაი ტო, ესეთი ნაღდად არ მეგონე _ თქვი რამე _ მოთმინება დაეკარგა ანასაც. სულ ოდნავ გამეღიმა. _ ზუკა გამოხვალ? _ ვკითხე და შევხედე. ისე მიყურებდა, ცოტა აკლდა და ალბათ მართლა მომკლავდა. ლიკას გაეცინა. _ რა გაცინებს _ დაუღრინა დათამ _ ტიპს ნახევარი საათია ელაპარაკებით, უყვირით, მთელ ამბებში ხართ და ყურადღება არ მოგაქციათ, _ მოკეტე რა. ზუკა წამოდგა და ისე რომ, აღარც შემომხედა, მეორე ოთახში გავიდა. შესვლამდე ცოტა ხნით გავჩერდი, ლადოს შევხედე და _ შენგან არა, არ ვიმსახურებდი. ნატას მერე, ეგეთები არ უნდა გეთქვა ჩემთვის _ გაშეშდა და ვეღარ შემომხედა. _ და თქვენ... მაპატიეთ. ისე რო იცოდეთ, არ მომიშორებია. აი ახლა მართლა გადაუვიდათ ფერები, გაჩუმდნენ და გაკვირვებულებმა ვერაფრის თქმა ვეღარ მოახერხეს. ოთახში შესვლამდე, ნიკუშას ნათქვამი გავიგონე, "რაღაც საოცრებაა ეს გოგო"-ო და შევედი. გამოღებულ ფანჯარასთან იდგა ზუკა და სიგარეტს ეწეოდა. _ ამდენს ნუ ეწევი _ ვუთხარი და გვერდით დავუდექი. შემომხედა და სახეში მომაბოლა. _ ამაყობ ტასო? _ რით? _ რომ გამაგიჟე _ არ მინდოდა _ ბევრი რამე არ გინდოდა _ ასე ნუ მელაპარაკები _ აბა ჩემი შვილის მკვლელს როგორ ველაპარაკო? _ გული გადამიტრიალდა და ტირილი მომინდა. _ არადა მე ვოცნებობდი... ორი შვილი მინდოდა. ან მეტი, მაგრამ ორი მაინც. გოგო და ბიჭი. ან ორივე გოგო ან ორივე ბიჭი. რა აზრი აქვს, ჩემი შვილები იქნებოდნენ. იცი რა მაგარი მამა ვიქნებოდი? სულ ყველაზე მაგარი, შენც მაგარი დედა იქნებოდი. მეგონა... თურმე რა დედა, ისე მოკალი, არც გითქვამს. თქვენს გამო ტო, თქვენს გამო რას არ ვიზამდი. გაბერილი რო იქნებოდი, მაშინაც ხელით გატარებდი. ყველაფერს აგისრულებდი, აი ორსულებს ხო რაღაცეები უნდებათ ხოლმე... ღამეც ავდგებოდი და მთელს თბილისს მოვივლიდი. მერე მშობიარობის დროს, ხელს არ გაგიშვებდი, არადა მაგრად მეშინია ესეთი რაღაცეების. ყველაფერს ერთად ვიყიდდით, ერთად მოვუვლიდით, აუ მართლა მაგარი მამა ვიქნებოდი. მერე რა რომ ჯერ ცოტა პატარები ვართ. მაგ ბავშვთან ერთად გავიზრდებოდით. მერე ბაღი, სკოლა... გოგო იქნებოდა პირველი. ხანდახან სახლში რო დააგვიანებდა, ვიჩხუბებდით, მარა ჩემი გოგო იქნებოდა ტო, შევრიგდებოდით ისევ. შეყვარებული რო ეყოლებოდა, ვინერვიულებდი და კიდე ვეჩხუბებოდი. ნიკუშა მონათლავდა, ხო აზრზე ხარ _ გაჩერდა და სახეზე ხელები მოისვა _ შენ კიდე მოკალი. ჩვენი ციცქნა მოკალი. _ ზუკა _ ამეტირა. სახეზე ხელები ავიფარე და ისე დავიწყე ტირილი, მიკანკალებდა მთელი სხეული და გული ამომივარდებოდა ალბათ. მინდოდა მეთქვა რომ არ მომიკლავს და ისევ ჩემშია... _ იცი რას მივხვდი? _ .... _ აღარ მიყვარხარ _ შემომხედა და ისეთი თვალები ჰქონდა, ისეთი უემოციო, ხმაც ისეთი ცინიკური... ვეღარც ვიტირე. გავშტერდი, გამომაშტერა. _ მატყუებ _ მართლა ტასო, აღარ მიყვარხარ _ ისე თქვა, თითქოს სიტყვას გემოს უსინჯავსო და მერე სამჯერ გამიმეორა. გამეცინა, მერე ისევ ამეტირა და გასვლა დავაპირე. ხელები ამიკანკალდა. _ რატომ გადამიარე? სულში ჩამაფურთხე. ყველაზე მეტად რასაც არ ველოდი, ის გამიკეთე _ რა მნიშვნელობა აქვს. აღარ გიყვარვარ _ სიმართლე მითხარი, რატო გააკეთე _ არ შემიძლია _ ტასო, ასე არ უნდა წახვიდე. ამიხსენი _ კი არ მთხოვა, მიბრძანა. შემოვბრუნდი და საწოლზე დავჯექი. _ მომისმენ? _ როგორც ხედავ გისმენ:) _ ნაშვილები ვარ. ექვს წლამდე სხვა ოჯახში ვიზრდებოდი. დედაჩემი ბო^ზი იყო. ხო, სხეულით მოვაჭრე ბო^ზი. ამაზე არავის ვუყვები ზუკა... ვერ მიტანდა, არ ვუყვარდი და ყველა სახლში მოსულ მამაკაცს უფლებას აძლევდა... ვეცემე. რატომ გიკვირს? ასეთებიც ხდება ზუკა. ისინი უამრავ რაღაცას მაიძულებდნენ... იცი, ხანდახან როცა ეწეოდნენ, საფერფლე არ ჰქონდათ და... მერე მცემდნენ, იცინოდნენ, ერთობოდნენ. სანამ პოლიცია არ დაგვადგა თავს, ეს ყველაფერი ორი წელი გრძელდებოდა. მერე ლევანიმ და მაკამ მიშვილეს. საკუთარი შვილივით ვუყვარვარ ორივეს და დღემდე არ ვიცი, დედაჩემი სად არის. სიმართლე გითხრა არც მინდა ვიცოდე. მაგრამ მე შემეშინდა ზუკა, შემეშინდა რომ კარგი დედა არ ვიქნებოდი, შემეშინდა რომ საკმარისად არ მეყვარებოდა... მაგრამ მაინც ვერ მოვკალი. აბორტი არ გამიკეთებია ზუკა _ ვუთხარი და არ დავლოდებივარ, რას მეტყოდა, არც კი შემიხედავს მისთვის, ისე წამოვედი. ვეღარავის და ვეღარაფერს ვხედავდი ამღვრეული თვალებიდან, მარტო ის მახსოვს, ანას როგორ გამოვართვი მანქნის გასაღები. ახალი ნაყიდი მანქანა ჰყავს, მამამისმა უყიდა. რომ ჩამოვედი ვიღაც ყვიროდა ჩემს სახელს. მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი. დათა მირეკავდა. _ ჰო _ ტასო, უკან მოგყვებით. ნელა ატარე, ტასო ნელა ატარე _ ღრიალებდა მაგრამ ამჯერად შიშით. _ ტასო გესმის ჩემი? შეანელე, ტასო _ მერე ბინდი გადაეკრა ყველაფერს. აღარ მესმოდა აღარც დათას ხმა... ბოლოს ის მახსოვს, მუცელზე როგორ მოვისვი ხელი და ჩემს ციცქნას როგორ ვთხოვე გადარჩენა. ^^^ ზაფხული, 2015 წ. _ დამანებე თავი, არ წამოვალ, მეზარება _ საშინლად დაღლილი ვარ, როგორც იქნა ჩავაბარე და ახლა დაწოლის და ძილის მეტი არაფერი მინდა. _ ტასო, ჩემს თავს გაფიცებ რა. ბიჭებსაც გაუტყდებათ _ რა ვქნა მერე, ჩემზე რატომ არ ფიქრობთ? _ მეც ჩავაბარე რომ იცოდე! _ ხოდა რა აგარაკი გინდა, ამოეგდე ჩემთან, დავლიოთ ერთი-ორი ჭიქა და დავიძინოთ _ მეწყინება იცოდე, თან ახლა ანა მოვა და მაინც ძალით წაგათრევს. _ ვერ წამათრევს! _ ახლა თუ წამოხვალ, ლადოს გეფიცები, შენს ჩაცმულობაზე არასდროს ვიწუწუნებ _ ისე მითხრა, მართლა დავფიქრდი, იქნებ წავსულიყავი. _ არ გეტყვი, რომ მეზიზღება ყოველდღე კოჭებამდე კაბებს რომ იცვამ... _ განაგრძო, რადგან მიხვდა რომ უკვე წასვლას ვაპირებდი. _ არც ტვინს შეგიჭამ იმის თქმით, რომ შენნაირი მამის შვილს ასეთი მონაზნობა არ შეეფერება... _ ასე გინდა რომ წამოვიდე? _ კი _ დაიყვირა და გამეცინა. წასვლაზე მაინც დამითანხმა. ხოდა წავედით. ანამ მერე ამოვალო, თქვენ ადითო და ჩვენც ტაქსით ავედით მთაწმინდაზე. ამ ბოლო დროს ისე ძაან გაასვეცკეს მთაწმინდა. ბიჭებს ისე გაუხარდათ, ეტყობა ეგონათ რო არ ავიდოდით. მარტო ჩვენ ვიყავით, სხვა არავინ ამოუყვანიათ. _ ნაშები მერე _ ეცინებოდა ლადოს და ლიკას აღიზიანებდა. ლიკა ისეთი იყო, ყველაფერზე რო ვარდებოდა და მაგრად იჩხუბეს. ესენი სულ ჩხუბობენ, მგონია რომ საერთოდ არ უყვართ ერთმანეთი მაგრამ ლადოს რომ ლიკა უყვარს? ისე რავი, ალბათ ადამს არ უყვარდა ევა ან რა შედარებაა საერთოდ... _ მე არ მინდა დალევა, თქვენ გაილეშეთ _ ვუთხარი როგორც კი მაგიდას მიუსხდნენ. _ შენს გარეშე ერთ ჭიქასაც ვერ დავლევ _ აუ დათ, ხო იცი ნაღველი რა დღეში მაქვს _ კაი ამ ერთხელ რა მოგივა _ წუწუნებდა ლიკა და ამ დროს ანაც მოვიდა. მერე უარი მართლა ვერ ვუთხარი და მაგრად გავილეშე. _ ამ ჭიქით მეგობრობას გაუმარჯოს! _ დაიყვირა ნიკუშამ და მე ჩამეცინა. _ რა იყო გოგო, არ გაუმარჯოს? _ არა არა, გაუმარჯოს _ ისევ მეცინებოდა. ჭიქა ავიღე და წამოვდექი _ დავიწყებულ მეგობრობასაც! _ რას წუწუნებ შენ კიდე, როცა ახერხებს გირეკავს ხო? _ ანა! _ თვალები დავუბრიალე მე. _ ვისზე ამბობთ? _ იკითხა ლადომ და არ ვიცი, ალბათ სასმელმა გამათამამა, ან რავი, იქნებ ასეც იყო საჭირო. ბედი ბედია და თუ ბედია, ანუ ბედია. ავდექი და _ ზუკაზე! _ ისე გადავკარი, ყველაფერი ჩამეწვა. _ სულ რო დამიკ^იდა, მაგრამ მაინც მაგრად რომ მენატრება _ ეგრევე მიხვდნენ ბიჭები, ერთმანეთს გადახედეს და მერე გვერდით მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს. მერე მეც იქით გავიხედე. გეფიცებით ასეთი რაღაც არ მიგრძვნია, არასდროს, სკაიპი ჰქონიათ ჩართული... ზუკა მიყურებდა და ეცინებოდა. _ მეც მენატრები ტას და იმ კაცის დედა ვა^ტირე, შენნაირ გოგოს რომ დაი,კიდებს! ერთ კვირაში ჩამოვიდა. არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ გოგოებმა რომ მითხრეს, თბილისშიაო, ფაქტია გულის ცემა გამიორმაგდა და გავგიჟდი. _ და მე არ მნახა? _ შენს სანახავად რომ ჩამოვიდა, არა ხომ? _ რა სისულელეებს ლაპარაკობ ლიკა? _ არაფერსაც არ ლაპარაკობს, მართალია და ნუ იშტერებ თავს. _ აბა რატო არ მნახა? _ არც ბიჭები უნახავს ჯერ _ აბა საიდან გაიგეთ თქვენ _ ფეისბუქზე დაჩექინდა _ გაეცინა ანას და მერე მეც. _ ჩემი გულის გასახეთქად? _ არა გოგო, ტყუილად არ იტყოდა _ რავიცი, არა? _ აუ რა ქლიავი ხარ _ გაბრაზდა ლიკა და წყლის დასალევად გავიდა. _ გეფიცები სულის გაბზარვამდე მენატრება და ახლა ამას რომ ვაღიარებ, უცნაურია მაგრამ, მინდა ჩავეხუტო და მეტი არაფერი. არ მინდა სიტყვები _ რაღაცის თქმას აპირებდა, ლიკა რომ დაბრუნდა და საერთოდ, ლიკასთან ნაკლებად ვსაუბრობ ასეთ თემებზე, ალბათ იმიტომ რომ ანას უფრო ვენდობი. თუმცა რა სისულელეა, უბრალოდ ლიკა ყველაფერს აბუქებს და ასერიოზულებს და შეიძლება საჭიროცაა მაგრამ ვინ იცის... _ გოგოებო, წამომყევით რა, ბანკიდან გამოვიტან ფულს, გამომიგზავნა შოთიკომ და მერე სადმე წავიდეთ _ გვითხრა და ჩვენც წავედით, მაგრამ საფულის წაღება დამავიწყდა და შუა გზიდან უკან მოვბრუნდი. _ გინდა წამოგყვე? _ მერამდენედ მკითხა ანამ, მაგრამ არ მინდოდა თან ვიცოდი მაგრად ეზარებოდა და მარტო წავედი. თან ფეხით, (აბა ტაქსის ფული არ მქონდა) და უკვე სადარბაზოსთან მისული, მაღლა უნდა ავსულიყავი და ზუკა დავინახე, ვიღაც გოგოსთან ერთად. ისეთ ვიდზე იყო ის გოგო, ისეთი გრძელი, შოკოლადისფერი და ქერა, სადღაც გულის სიღრმეში საკუთარ თავს მინუსები დავუწერე. მერე იმ ქერამ რომ დამცინავად შემათვალიერა და ზუკას რაღაც რო უჩურჩულა და მერე ზუკამ რომ გადმომხედა და ღიმილი სახეზე მიეყინა, ხელი რო გაუშვა და ჩემსკენ წამოვიდა. გონებაშიც ვერ დავუშვებდი რომ ჩემზე იცინოდნენ, ისეთი სისწრაფით ავვარდი კიბეებზე, ვერ დამეწია და ტელეფონი მქონდა ხელში, ლიკა მირეკავდა. დამივარდა მაგრამ ვინ ჩიოდა, ლიფტში შევვარდი და ღილაკებს ერთად დავაწექი. _ ტასო დამელოდე _ დაიღრიალა და კარი რო უნდა გაჩერებულიყო, ცალი ფეხი მოახვედრა. ისე შემეშინდა, ხელი ვერ ავუშვი ღილაკს და თან ისეთი გაბრაზებული ვიყავი, ის ფეხი რომ წაცლოდა არ ვიდარდებდი. _ ფეხი გაწიე ზუკა _ დამპირდი რომ არ გაბრაზდები უაზროდ _ ფეხი ზუკა _ ტასო მომენატრე და ასე უნდა დამხვდე? _ დამცინი? _ არა რატომ? _ ფეხი გაწიე _ მკი*დია, მიდი, დავრჩე უფეხოდ _ ფეხი გაწიე მეთქი ზუკა _ ტასო მომენატრე _ ფეხი _ სადაცაა ავტირდებოდი და ჩემი ფეხიც დავახვედრე, ღილაკს ხელი უნდა ამეშვა, ორივე ერთად. ამ პრინციპით ვიყავი ყოველთვის. _ ტასო ფეხი დროზე, გაწიე, არ გადამრიო _ შენ თუ არ გაწევ, არც მე გავწევ _ ტასო! _ ხელი გავუშვი ღილაკს და ისეთი სისწრაფით გაწია ფეხი და ისე შეშინებულმა დაიყვირა ჩემი სახელი, არ ვიცი როგორ, მაგრამ ფაქტია მოვასწარი და ფეხი გამოვწიე, მერე ამეტირა და ლიფტიდან რომ გამოვედი და კიბეზე ნაბიჯების ხმა გავიგე, კარები ძლივს გავხსენი, შევვარდი და სასწრაფოდ გადავკეტე საკეტით. თან ერთხელ კი არა, სამჯერ. დააბრახუნა და მე კარებთან ჩავიკეცე. მერე გაჩერდა და მივხვდი, უბრალოდ გაჩერდა, თორემ არ წავიდოდა. ავდექი და ჯერ წყალი დავლიე, მერე საფულე ავიღე და კარები გასაღებით დავკეტე შიგნიდან, წითელი და შავი მარკერი ჩავაგდე ჩანთაში და ისეთი სიგიჟე გავაკეთე, მეც ვერ დავიჯერე მერე. აივნიდან ჩვენს ქვემოთ აივანზე ჩავძვერი. ვიღაც ბიჭი იდგა და სიგარეტს ეწეოდა, მე რომ დამინახა, ისე გაუკვირდა, ალბათ რომ არ მეტირა, სიცილი ამიტყდა და აივანზე დავხტი. _ უკაცრავად, შეიძლება თქვენი კარებიდან გავიდე? _ ჯერ კიდევ გაშტერებულმა, კარებამდე მიმაცილა და მეც ჯერ ფრთხილად ავიხედე მაღლა, ჩემს კარებთან იდგა ზუკა და ჩემს ტელეფონს ატრიალებდა ხელში, თან ვინ იცის მერამდენე ღერს ეწეოდა და მაინც, ისე მომენატრა, არ ვიცი, თავს ძლივს მოვერიე, რომ არ ჩავხუტებოდი. ძირს ჩავედი და მისი მანქანა მოვძებნე, ისევ ის აუდი ყავდა, რაც ადრე და ისევ ის ნომერი ქონდა, zt-123-tz ხოდა ავიღე მარკერი და მინაზე დიდად დავხატე ღიმილის სმაილი, :) მერე წითელი მარკერით დიდი იქსით გადავხაზე და წამოვედი. გოგოებთან არაფერი არ შევიმჩნიე, მერე ვეტყოდი ორივეს, ჯერ ისევ რიგში იდგნენ, და წუწუნებდნენ, _ ტელეფონი სად წაიღე? _ შემომხედა ლიკამ და მე რომ გამეცინა, აი ისე, ძაან მწარედ, ეგრევე მიხვდა ანა. _ ლიკა, მე აგიღებ მაგ ფულს _ ბარათი გამოვართვი და სანამ ანა რამის თქმას მოასწრებდა, ჩვენს წინ მდგარ გოგოს გვერდით დავუდექი. _ ძაან გთხოვ, დამითმე რა _ ისე შემომხედა, მივხვდი რო შანსი არ მქონდა, მაგრამ მერე რაღაც გადაულაპარაკა დაქალმა და გამატარეს. დღეს ჩემზე ჩურჩულის დღეა აშკარად:) მერე იგივე ვუთხარი იმ ბიჭს, წინ რომ იდგა და უყოყმანოდ დამთანხმდა. ფული ავიღე და უკან რომ მოვბრუნდი სიცილი ამიტყდა. _ ლიკუნ, ნაყინზე და ნამცხვარზე მპატიჟებ იცოდე _ ვუთხარი გაშტერებულს _ რა პრობლემაა _ გაეცინა და მერე კაფეში წავედით. კიდევ კარგი, საერთოდ არ იყო გადაჭედილი. ფანჯარასთან დავჯექით და რაღაცაზე ჭორაობდნენ, არ ვუსმენდი. _ ზუკა ნახე? _ სახელის გამო გამოვფიზლდი და გოგოებს დავუბრუნდი. _ კი _ რაა? _ ერთდროულად წამოიყვირეს და ისე დამაკვირდნენ, სიცილი დავიწყე. _ მოყევი დროზე! _ ოოო _ ჰე ახლა _ სადარბაზოსთან ვნახე რა _ მერე? _ ვიღაც შოკოლადისფერ უგრძეს ქერა გოგოსთან ერთად _ ხოდა, ნუ ჩერდები! _ და რაღაცაზე გაეცინათ და მე მეგონა ჩემზე... _ რატო? _ იქამდე იმ გოგომ ამათვალიერა რა, და მერე გაიცინეს. ხოდა მერე რო მომხედა ზუკამ და რო მოვხიე და შევვარდი ლიფტში. ფეხი დადო და ღილაკზე ხელი რო ამეშვა ინვალიდი დარჩებოდა _ ვაიმეე _ ხოდა მერე რაღაცეები დამიწყო და ფეხს არ სწევდა. მერე მეც დავდე ფეხი და რო გაწია, მერე მეც გავწიე და ავედი სახლში. _ წავიდა? _ არა, კარებთან იდგა. ხოდა ჩემი აივნიდან ქვემოთ აივანზე დავხტი და იქიდან წამოვედი _ რა მაგრად გაკლია _ ყველამ სიცილი ავტეხეთ და სანამ კაფეში დათა, ნიკუშა და ლადო არ შემოვიდნენ, ვერ გავჩერდით. ნაყინს დავხედე და უაზროდ დავარჭე კოვზი. _ გოგოშკებო _ ბიჭუკელებოო _ ტასო რატომ იკბინები _ გვერდით ნიკუშა მიჯდება და ჩემს ნაყინს ჭამს _ როგორ ხართ? _ თქვენგან დავიწყებული... _ არ დაიწყოთ ახლა, საქმეები გვქონდა _ დასერიოზულდა დათა და ეგრევე მივხვდი, რასაც გულისხმობდა. ძაან მეცინება. _ რა? _ ნწ, არაფერი, თქვენ და თქვენი საქმეები _ ჩვენც წავიდეთ ეგეთ საქმეებზე _ ხვდება ლიკაც და ისევ გვეცინება _ თქვენ ზედმეტად ნუ გაგვითამადებით _ რა იყო ლად, ჩვენც გვაქვს ხოლმე საქმეები _ დარწმუნებული ვარ, ასეთი არა _ რა იცი? _ წარბს უწევს ლიკა და მე და ანა უკვე სიცილისგან ცრემლებს ვიწმენდთ. მუცელი მტკივდება უკვე, მაგრამ კარები რომ იხსება და ზუკა შემოდის, უკვე სიცილისგან აღარ, ნერვიულობისგან მინდება ტირილი. _ რომელმა იკაცეთ? _ ყვირის ანა _ ხმას დაუწიე გოგო _ თვალებს უბრიალებს დათა და მაგიდას რომ უახლოვდება ზუკა სახეზე ფერები გადამდის. არ ჯდება, ფეხზე დგას და მერე იხრება, იდაყვებით ეყრდნობა მაგიდას და მიყურებს. არ ვიცი რატომ, ალბათ სიმწრით და ოდნავ ირონულადაც, მეცინება და თავს ვატრიალებ. _ რამდენი ხანი გელოდებოდი:) მე არაფერს ვეუბნები, სამაგიეროდ ანა დგება და გადის. მეც მინდა მაგრამ მაგარი სოფლელობა გამოვა და თან ის წავიდეს, მე აქ პირველმა მოვედი. _ არ მელაპარაკები? _ არც ახლა ვეუბნები არაფერს, მაგრამ ამ ორ სიტყვასაც ისე ამბობს, აი ისე რაღაცნაირად, არ ვიცი რა. _ ხო ხედავ რომ არა, დაანებე თავი და შენს შოკოლადისფერს მიხედე რა _ ენას ვერ აჩერებს ლიკა და მინდება მაგრად ვთხლიშო სახეში, იმიტომ რომ ზუკას ეცინება და ჩემსკენ იხრება. უკვე ტირილის პირას მისულს, არ მაინტერესებს არც სოფლელობა, არც ის რომ ტეხავს, ვდგები და წასვლას ვაპირებ, წინ რომ მიდგება და მაგრად მეხუტება. უკვე ვეღარ ვითმენ, ტირილს ვიწყებ და ფეხის წვერებზე აწეული ხელებს ყელზე ვხვევ. ისევ ის სუნამო ასხია, მე რომ მიყვარს და ისევ თავისი, საკუთარი, ზუკას სურნელი ასდის. ყელში ისე ვკოცნი, აჟრიალებს. _ მომენატრე _ მეც _ შევრიგდეთ? _ კი _ აღარ ვიჩხუბოთ _ აღარ დათა სიცილს იწყებს და ნიკუშაც რაღაცნაირად, ღიმილით გვიყურებს. თვალებს ვხუჭავ. _ ამათზე მაგარი? ბო^ზი ვიყო ვერც მე და ლიკუნა ვართ _ ბურტყუნებს ლადო. ^^^^ 13 აგვისტო, დაბადების დღე. ერთი კვირაში დაბადების დღე აქვს ზუკას და ჭკუაზე არ ვარ, ძაან ვემზადები. გოგოები დამცინიან, ასე საკუთარი დაბადების დღე არ გიხარიაო და ვერც გაამტყუნებ. _ ვუყიდე _ ერთი დღით ადრე, შეფუთულ საჩუქარს ვუყურებ ღიმილით და სიხარულისგან ვცეკვავ. _ ღადაობ? _ რატო? _ გოგო ეგ ისე ძვირი იყო, გახსოვს თვითონაც რო არ იყიდა? _ ერთხელ მაინც ხომ უნდა გამომადგეს რომ მინისტრი მამა მყავს, არა? _ აუ ტიპი შოკს მიიღებს მაგ საათს რო დაინახავს _ გვეცინება და დასაწოლად ვემზადებით. ნუ, რაღა დასაწოლად, თორმეტს რომ ათი წუთი დააკლდება, უნდა გავიდეთ და ზუსტად თორმეტზე რესტორანში ვიყოთ. არ ვიცი როგორ, მაგრამ ფაქტია დავითანხმე მაკა წასვლაზე და ისე მიხარია, არ ვიცი. იმას არ ვიმჩნევ რომ დაცვა მომყვება. ისედაც აშლილი ვარ ამაზე და ვიცი რომ, ტყუილად აზრი არ აქვს ახლა. _ კაი, ჩავიცვათ ახლა _ საჩუქარი არ ეყოფა და შენ რომ შორტებში და ტოპში დაგინახავს, უეჭველი ვიცი, ძააან გამოშტერდება _ აღფრთოვანებული წივის ლიკა. არ მინდა ტოპი და შორტი მაგრამ, ის შოკოლადისფერი და უგრძესი რომ დავინახე მაშინ, ზუკასთან, მივხვდი რომ ნაკლები ტანი მართლა არ მქონდა და თან რაღაც სიახლე მინდა. ჯინსის შორტს ვიცვამ, დაბალ წელიანს და შავ ტოპს. სარკეში რომ ვიყურები სირცხვილისგან მუცელზე ხელებს ვიფარებ. ანა სიცილით იგუდება. _ რა გაცინებს, ძაან უხერხულად ვარ _ მიეჩვევი შენ თავს ვფიცავარ, თან ისეთ ტანზე ხარ თბილისში ნებისმიერ მოდელს გადაუჯოკრავ _ კაი? _ დამიჯერე რა _ წავედით ვსო. მაინც ტაქსით მივდივართ, არადა დაცვა უკან მამაჩემის მანქნით მოგვყვება. ამაზე ხელახლა ვღიზიანდები მაგრამ ეგრევე ვმშვიდდები, რა დროს ესაა. რესტორანში შევდივართ და და და ეგრევე მთელი რესტორანი მე რომ მიყურებს, მინდა მიწამ ჩამყლაპოს. მართლა. თავს პირიქით, მახინჯად ვგრძნობ და საჩუქრიანი ხელი დაბლა მივარდება. _ ტასოოო, შენ გაგიმარჯოს _ ღრიალებს დათა და მეღიმება, მერე ლიკას თქმის არ იყოს გაშტერებული და გამოშტერებული ზუკასკენ მივრბივარ და მაგრად ვეხუტები. _ გილოცავ გილოცავ გილოცავ _ ვშორდები, საჩუქარს ვაძლევ და ყელში აი ისე, მე რომ ვიცი ისე ვკოცნი. ჯერ კიდევ შოკშია, ისეთი სახით მიყურებს და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. _ იდეალური მყავხარ _ გაგიმართლა მერე იმდენი სადღეგრძელო და იმდენი ჭიქა ღვინო, სათვალავი მერევა. მეორე მაგიდასთან მჯდარ ბიჭებს ვუყურებ სულ წამით და მეცინება, იმ ბიჭს რომ ვხედავ, აივნიდან. _ მოდი რა, მონატრებას გაუმარჯოს _ ჭიქას მაღლა სწევს ლადო _ სიყვარულს? _ რატომღაც აი ასე, ენას სწყდება და მაშინვე ვნანობ. _ სიყვარულს? _ ჰო, სიყვარულს _ მეთანხმება ლიკაც _ ყველაზე ღვთაებრივს და მართალს _ ეღიმება ზუკას და რატომღაც მიყურებს _ შენ რა იცი? _ მე? _ ხო, შენ რა იცი _ მე სიყვარული ვიცი გავშრი და თვალი ავარიდე. ძაან ბევრი დავლიეთ კიდევ და რაღაც წყნარ სიმღერაზე წამოვიშალეთ. რათქმაუნდა მე ზუკამ წამიყვანა:) ისე ლამაზად, თავისუფლად ვიდექით და ისე რაღაცნაირად, აი თავისუფლად ვცეკვავდით, დამეფიცება ასე დარბაზში ვერავინ იცეკვებდა. _ ასეთ ვიდზე შენს გარდა ვერავინაა _ ჩურჩულებს და ისევ იმ სუნამოს სუნი მეფრქვევა. _ კაი, ნუ მაწითლებ _ ასეთიც და ისეთიც... _ რა? _ არაფერი _ თქვი ზუკა _ ისედაც იცი, ორივემ ვიცით _ რომ? _ ნუ გააუბრალოებ ტასო _ აღიარებით გრძნობები არ უბრალოვდება არაფერი არ მითხრა და მეც გავჩუმდი, მეწყინა, არ ვიცი რის თქმას ვითხოვდი მაგრამ, მინდოდა ეთქვა. მერე რა უნდა მექნა? არც ეგ ვიცი _ საჩუქარი მოგეწონა? _ თემის შეცვლა ვცადე, სიმღერა უკვე მთავრდებოდა _ არ გამიხსნია ჯერ _ აა _ გავხსნი _ არ გახსნა ჯერ _ რატომ? _ გვეცინება ორივეს _ რავი, სახლში ნახე _ კაი, მომეწონება? _ კი _ კიდევ გვეცინება ჩემს ასეთ პირდაპირობაზე და მერე, სიმღერა რომ მთავრდება და ახალი იწყება, ის ბიჭი მოდის ჩვენთან, აი ზუსტად ის, აივნიდან. _ ვიცეკვოთ? _ ისე მეკითხება, ქაჯობას აზრი არ აქვს და თან არაფერს იზამს ერთი ცეკვა, მაგრამ ზუკას რომ ვუყურებ და მის დაძაბულ მზერას, მეყინება ყველაფერი და ყელში ნერწყვი მეჩხირება. მერე ეს ბიჭი რომ წელზე ხელებს მაწყობს და ზუკა მაგიდასთან ბრუნდება, თავს ისე უხერხულად ვგრძნობ _ მე სანდრო _ სასიამოვნოა _ სახელს ველოდებოდი _ უი, ანასტასია _ ტასო? _ არა, ანასტასია _ რატომღაც ვღიზიანდები და არ ვიმჩნევ. _ რა სახე მქონდა ალბათ იმ დღეს _ იცინის და მე სულ არ მეცინება _ ჰა? _ აივანზე რომ ჩამომიხტი _ არ მახსოვხარ _ ვითომ ვიმორცხვებ და ღიმილით ვუყურებ. _ მართლა? შენნაირი გოგონები არ იმახსოვრებენ ჩემნაირ ბიჭებს? _ რა შუაშია _ ისე, უბრალოდ _ კარგი, წავალ, მელოდებიან _ ვშორდები და მაგიდასთან ვბრუნდები, ისიც. ზუკას გვერდით ვჯდები და ვუყურებ. _ რა? _ ტასო, მე რომ იმ გოგოსთან მეცეკვა, მოგეწონებოდა? _ მოულოდნელად თავით ერთ გოგოზე მანიშნებს. _ იცეკვე მერე, მე რა _ კარგი _ აშკარად გაბრაზებული დგება და მერე ყველა გოგოს ეცეკვება, ვინც რესტორანშია. ისე ვბრაზდები, დათას ხუმრობებზეც არ მეცინება და ანას ვაქცევ ყურადღებას. _ რა გჭირს? _ არაფერი _ ზუკას გამო ხომ? _ რა შუაშია ანა? _ იმასაც ეწყინა იქ რომ მიაგდე და დადიანს ეცეკვე _ იცნობ სანდროს? _ მეღადავები? _ რა იყო? _ ზუკას მერე თითქმის ყველაზე გაჩითული ტიპია თბილისში _ კაი ხო იცი ეგეთი ლაპარაკი როგორ მაღიზიანებს. რა აზრი აქვს გაჩითულობას და მაგარ ტიპობას _ ხო იცი რო აქვს? _ არა _ კაი, იძახე ეგრე _ თვალებს მიტრიალებს და მეც თავს მანებებს. მერე ისეთი რაღაც მოხდა, აზრადაც რო ვერ გავივლებდი არადა მეგონა ყველაფერი კარგად დასრულდა და მთვრალი სანდრო რომ მეცა და მაკოცა, ჯერ გააზრებულიც არ მქონდა ყველაფერი, ძირს რომ დააგდო ზუკას მოქნეულმა ხელმა და ბიჭები რომ მოცვივდნენ, მერე ცალკე დაცვის ბიჭები და ისე შემეშინდა, გული გამისკდა ლამის. რომ გააშველეს, ზუკას სისხლიანი წარბი და საფეთქელი რომ დავინახე (არადა დათა უარეს დღეში იყო) ისე ვეცი და ნატკენ ადგილებზე კოცნა დავუწყე, აშკარად დაიბნა და ხელები მომხვია. მერე დიდი ხანი ვიდექით ასე და მე ამეტირა. _ ქალბატონო ტასო, ბრძანებაა სახლში დაგაბრუნოთ _ ზურგს უკან დაცვის ხმა და ისეთი სისწრაფით შევტრიალდი, მეც გამიკვირდა საიდან... _ რა? _ უკაცრავად... _ თქვენ მიწყვეტთ როდის წავალ სახლში? _ ისე დავუბრიალე თვალები, მართლა შეეშინდა საცოდავს, არადა რა შუაში იყო ის... ხოდა გაბრუნდა და მანქანასთან მივიდა. _ წადი სახლში და დაიძინე, მართლა გვიანია _ მეუბნება ზუკა და ღიმილით მკოცნის შუბლზე. _ არ მეძინება _ მაშინ რო ახვალ დამირეკე და ვილაპარაკოთ _ აუუ _ მიდი არ ანერვიულო შენები თორე მეორედ აღარ გამოგიშვებენ _ გვეცინება და მე ჯერ გოგონებს ვემშვიდობები, მერე ბიჭებს და ანასთან ერთად სახლში ვბრუნდები. და მაინც, რა ეცა იმ სანდროს? ღმერთო, ჩემს ქვემოთ მაინც არ ცხოვროდეს... " momecona sachukari, martla. xelidan ar movixsni. xo martla, chems minas sheni navajkacebi ar shordeba ;) " ^^^ ზამთარი. 2015 წ. ისეთი გაწამაწია იყო, ყველა ახალ წელს ელოდებოდა და ძაან გვიხაროდა, იმიტომ რომ თოვლს ველოდი და მაგრად გაასწორებდა თან. 30 ყველაზე ცუდი დღე იყო და გახსენებაც არ მინდა. ლიკასთან ვიყავით გოგოები, ხვალინდელი ღამისთვის ტანსაცმელს ვარჩევდით. _ აუ ფაცაცია გახსოვს? შარშან რა ეცვა ახალ წელს, გავგიჟდი _ კაი ისეთი რა ეცვა _ მეღადავები? მთელი თბილისი გამოშტერდა და ტიპს თავი ისე ეჭირა, ვითომ არაფერი _ მერე რა, ასე უნდოდა თვითონ და ასე ჩაიცვა. ჩემზე რო ეგრე ეთქვათ მეწყინებოდა _ შენ სხვა ხარ, რაც არ უნდა იყოს ბრენდებს იცვამდი და ვერავინ იტყოდა ლილოზე იყიდაო _ ლილოზე რომ მეყიდა, რა? ხანდახან ძაან მშლი ლიკა _ აუ ვერ ხვდები ვითომ რა _ გაბრაზდა ისიც და კარის გასაღებად წავიდა. წუთიც და ერთი გოგო ისე შემოგვივარდა ოთახში, ტირილით და ისე გაბრაზებული, ძაან შეგვეშინდა. ლიკა გაფითრებული დაჯდა და სახეზე ხელები აიფარა. _ ლიკა რომელი ხართ _ ისეთი ხმა ჰქონდა, არ ვიცოდი რაზე იყო მოსული მაგრამ ძაან შემეცოდა. _ მე ვარ... _ შენ? _ აათვალიერა და ანამ ლამის იღრიალა, ისე გაბრაზდა _ რა გაქვს შენ ისეთი, რაც მე არ მაქვს?.... _ უკაცრავად, ვერ ვხდები _ არაფერი. არაფერი არ გაქვს და მაინც როგორ დამინგრიე ცხოვრება _ მე... _ შენს გამო ლადომ აბორტი გამაკეთებინა და დამშორდა. რატომ ტირიხარ? უბრალოდ მე მაინტერესებდა რა გქონდა ისეთი, რაც მე არა... გაშტერებული ვუყურებდი ამ გოგოს და კარებში რომ ლადო და ზუკა შემოვარდნენ და უკან ნიკუშა და დათა შემოყვნენ, ლადომ რომ დაიღრიალა და ამ გოგოს ხელში წვდა ცოტა მაკლა და გავაფრენდი _ გაუშვი ლადო _ ისეთი ხმით დავუყვირე მართლა გაუშვა ხელი და აკანკალებული გოგო ძირს ჩაიკეცა _ ტასო _ ზუკა მოვიდა და დივანზე დამსვა. ლიკა შოკში იყო და ვერც ტიროდა ვერც იცინოდა, ამ გოგოს უყურებდა და თვალსაც არ ახამხამებდა. მაშინ პირველად შემეშინდა რომ ლიკა ძალიან ცუდად იყო და მაშინვე მივვარდი და ჩავეხუტე _ ლადო რა არაკაცი ხარ _ ამ სიჩუმეში განაჩენივით გაისმა ლიკას ხმა. მერე არც მახსოვს როგორ წავიდა ყველა და მათ შორის მეც გამაგდო ლიკამ და კარები მიიკეტა. ისე შემეშინდა რამე არ აეტეხა თავისთვის ლამის მის კარებთან გავათენეთ. ლადო ამ გოგოს, ნატას ეჩხუბებოდა და ისე მწარედ ლანძღავდა, პირველად მონინდა ლადო მომეკლა. როგორღაც გადავაგორეთ. 31-ში ისე უხასიათოდ ვიყავით არაფერი არ შეგვერგო და თორმეტს რომ გადაცდა ისე გამეცინა, ისე გამეცინა რომ ყველამ ინსტიქტურად სიცილი დაიწყო. მაგიდას მივუჯექით და ლადომ ხელში ჭიქა აიღო _ ლიკა, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, არავინ არ იყო ნატა. ნაშა ხომ იცი? აი ეგეთი. ხოდა... აუ მართლა მარტო ნაშა იყო. ძაან გამიტყდა და ვიცი რომ მართლა არაკაცივით მოვიქეცი მაგრამ შენი დაკარგვა არ მინდოდა. არ დაგკარგავ არასდროს რა. შენს გარეშე ვერ ვსუნთქავ, მართლა ყველაფერი ხარ და მინდა მომავალშიც სულ ჩემთან იყო. ჩემი შვილების დედად მარტო შენ წარმომიდგენიხარ და ახლა აქ ხათრით რომ მოხვედი, ისე მწყინს რავი. შემირიგდი რა ძალიან მიყვარხარ _ მერე ლიკა წამოხტა რასაც ქვია და ჩაეხუტა, ჯერ ვერ აპატია და მაინც აპატია რა. მაგაზე მაგარი წყვილი? არ ვიცი. ხასიათზე მოვედით ეგრევე და ყველაფერი დავივიწყეთ... ბევრს არ ვსამდი, აი ზუკა კი ბევრს სვამდა და ბევრს ეწეოდა და მგონი ნერვიულობდა. _ აივანზე გამომყევი რა ტას _ მითხრა და გავიდა. გავყევი და გვერდით დავუდექი. მხარზე ხელი გადამხვია და მიმიხუტა. ის სუნამო ესხა და ჩემი ნაჩუქარი საათი მაჯიდან მართლა ჩუქნის მერე არ მოეხნა. _ ტას _ ხო _ მიყვარხარ _ არ მეგონა, გული თუ არ გამისკდებოდა მაშინ და ისე ამიკანკალდა მუხლები და ისე ავნერვიულდი, ჯერ ვერც ვაცნობიერებდი მომხდარს რომ _ ცოლად გამომყვები? მერე ბედნიერება. ^^^^ ახლა დავბრუნეთ. ^^^^ _ რომელი დაურეკავთ ზუკას? _ ისევ სახლშია? _ ხო, ოთახში დარჩა _ დაურეკე რა ^^^^ _ ზუკა _ ხო _ ტასო... _ რა ტასო? _ ავარია... _ ნიკა რატო მეღადავები? _ პირველად დაუძახა ნიკა _ მამის სულს ვფიცავარ, არ გეღადავები, დროზე მოდი ^^^^ ნერვიულობდნენ და ადგილს ვერ პოულობდნენ ტიროდა ანა და ლიკა საერთოდ, ხმამაღლა კიოდა ექიმი რომ გამოვიდა. მაგ დროს ზუკაც შემოვიდა გაფითრებული და რა დასაჯერებელია მაგრამ ტიროდა. _ ბავშვი დაკარგა... თვითონ მძიმედაა და პირობას ვერ მოგცემთ რომ... _ თქვა თუ არა ანამ დაიკივლა ახლა და დათას ჩაეხუტა. _ გადარჩება _ უნდა გადარჩეს... მერე საავადმყოფოში მოვარდნენ ლევანი და მაკა. მაკა ისეთ დღეში იყო, ვერც ტიროდა და ლევანის ემუდარებოდა გადამირჩინეო. მერე... მერე იმედი გადაეწურათ ბავშვებს არა ექიმებს და აპარატი უნდა გამოვრთოთო და ზუკა ისე ეცა საწყალ კაცს და ისე დაუღრიალა მე შემეშინდა აქ, ცაში ამხელა ანგელოზ ქალს _ შენ იცი ვისზე ლაპარაკობ? ამოგალპობ იცოდე, გადაგიწვავ საავადმყოფოს _ თავს ვეღარ აკონტროლებდა და მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა. მერე კედელთან ჩაიკეცა და თავი რამდენჯერმე მიარტყა. _ ვერ გადავიტან. ^^^ და მაინც, ხანდახან ყველას გვინდება უბრალოდ გავქრეთ და ყველა ტკივილიც გაქრეს ჩვენთან ერთად. ^^^^ თვალებს ვახელ და ისევ ვხუჭავ. ყველაფერი მტკივა, მაგრამ ჩემი ციცქნა მახსენდება, ავარია და მერე ალბათ მეძინა... _ წყალი მინდა _ ხმა მაინც მაქვს და ძალიან მტკივა ყელი, როცა ვლაპარაკობ. _ გაიღვიძა _ ისე კივის ანა ეჭვი მაქვს, ჩემზე უარესად ატკივდება ყელი. პალათიშ კარი იღება და ხმაური შემოაქვთ. ღმერთო, თავი მისკდება... _ რიგ-რიგობით ! ორნი დარჩით მხოლოდ ! პირველი ანა და ლიკა რჩებიან. იმდენს მელაპარაკებიან, სიმართლე გითხრათ არც ვუსმენ და თან ტირიან... თავი მისკდება! მერე დათა, ნიკუშა და ლადო. ლადო ბოდიშებს მიხდის, ისინიც გაუთავებლად ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ და მეტი მართლა აღარ შემიძლია. მაკა და ლევანი სად არიან? არ ჩანან. მერე ზუკა შემოდის... ხელზე ისევ ჩემი ნაჩუქარი საათი და ისევ ის სუნამო და თავისი სუნი. ცუდად ვარ. თვალებს ვხუჭავ, გაქცევა მინდა სადმე შორს... წვეთოვანს გვერდით წევს და ჩემთან წვება. ცრემლები მსკდება და ცხოვრებაში პირველად მეტირება იმიტომ რომ მიყვარს. სიცოცხლეზე მეტად მიყვარს _ ტას.. მაპატიე. ჩვენი ციცქნა აღარ გვყავს... არ ვიცი, ალბათ გული გამიჩერდა სუნთქვას ვწყვეტ და რამდენჯერმე ვიმეორებ გონებაში მის სიტყვებს. მერე უფრო მეტირება მერე ვხვდები რომ მართლა ცუდად ვარ და ექიმი შემორბის, მე ვკივი, ზუკა უფრო მეტად მხვევს ხელებს და ექთანი უყვირის რომ გავიდეს. ზუკა არ გადის და უფრო მაგრად მეხუტება მეც ვეხუტები და ვკივი ვგრძნობ რომ მტკივა ძალიან მტკივა და მუცელში სიცარიელე... ექთანი ნემსს მიკეთებს და მაინც, ისევ მუცელში სიცარიელე. რამე ისეთი გამიკეთეთ რომ ჩემი ციცქნა დამიბრუნოთ, ჩემი პატარა დამიბრუნოთ რამე ისეთი გამიკეთეთ გთხოვთ. მეძინება. ^^^^ _ ჩვენ კიდევ ბევრი შვილი გვეყოლება... პირველი გოგო და მერე ბიჭი... ყველაზე მაგარი მამა ვიქნები ტო, შენ ყველაზე მაგარი დედა. ჩემი გოგო იქნება და ხანდახან ალბათ ვეჩხუბები... _ ზუკა _ ჩემო სიცოცხლევ... _ მიყვარხარ. გთხოვ, დამაბრუნე რა, აღარ დავჯდები მანქანაში და ციცქნაც... _ ტას, ყველაფერი კარგად იქნება. ^^^^ მაგრამ აღარაფერი იყო კარგად. ზუკას განქორწინება რომ მოთხოვა ტასომ, მანდ დამთავრდა. დაიღალა ზუკაც. ყოველდღე ტასოს მშვიდებით ფერებით კი არა, ტასოს ეუმოციობით დაიღალა. გაშორდა. ზუკა-მოსკოვში ტასო-ლონდონში და სიყვარული სადღაც შუაში, ვინ იცის... ისე, ეს გაქცევა მაგარი იციან... ^^^^ წვიმიანი ქალაქია ლონდონი. აქ სულ წვიმს და სულ უშენობა. მენატრები. გეფიცები, მთელს ჩემს სიცოცხლეს გავცვლიდი შენს ერთ ჩახუტებაში. აქ მინდა იყო, მაგრამ არ ხარ. ალბათ უშენობა წვიმს. რა იქნება მოხვიდე? რა იქნება მიპოვო? მენატრები. ^^^^ შევცდი, ასე ადვილად რომ დაგტოვე. ვნანობ იცი? შენს გარეშე ყველაფერმა აზრი დაკარგა. ხანდახან წარმოვიდგენ რომ აქ ხარ და ყველაფერი ისევ ისე ფერადდება. მენატრები და მიყვარხარ. შენს ნაჩუქარ საათს მაინც არ ვიშორებ. ^^^^^ გუშინ ბევრი დავლიე. იცი, მოწევაც დავიწყე... არ მოგეწონებოდა. დღეში იმდენ ღერს ვეწევი, რამდენჯერაც ვიტირე უშენობა. მიპოვე გთხოვ. ^^^ _ რა? ამას ახლა მეუბნები? _ ვკივი და მზად ვარ სკაიპიდან გავუხტე ანას _ აბა როდის მეთქვა? _ ეცინება ანას _ აუ ყველა ყველა და შენ და დათას... ვერასდროს _ რას ვიზამთ, ხდება _ კაი ეხლა, ნუ ასერიოზულებ _ აუ მაპატიე რა _ რა გაპატიო? _ მეჯვარედ შენ ვერა... _ ხო არ გაგიჟდი, მოგკლავ გეფიცები, ასე მალე დამივიწყე? _ აუ რეებს მეუბნები, კაი რა _ აბა რა იყო? _ დათას მეჯვარე ზუკაა... და მაგ პონტში რა. _ მეღადავები? ანა, აღარ აქვს აზრი არაფერს _ მაგის გამო კინაღამ უარი ვუთხარი ცოლობაზე დათას, ახლაც გაბრაზებული ვარ _ კაი დაიკიდე. _ მოკლედ გელოდები რა _ ხვალვე ავიღებ ბილეთს! ^^^^ ზუსტად ქორწილის დღეს ჩავფრინდი და თან ვისთან ერთად? სანდრო დადიანთან ერთად. შემთხვევით შემხვდა ლონდონში, როგორც ხდება ხოლმე და... მოკლედ. სანდრო მეუბნებოდა, ისეთ ვიდზე ხარ დაშოკავ ყველასო და გვეცინებოდა. ჯვრისწერაზე არ ვიყავი... ეგრევე საქორწინო დარბაზში მივედით და რომ შევედით არ ვიცი რამდენი, მაგრამ დაახლოებით შვიდასი წყვილი თვალი ჩვენ გვიყურებდა და ისე დავიძაბე, ნაბიჯი ვეღარ გადავდგი. მერე სანდრომ გამომაფხიზლა ისევ და გამოქცეულ ანას ჩავეხუტე, უზარმაზარი კაბა ეცვა და ისე ტიროდა, მაკიაჟი გაიფუჭა. ჩვენები ყველა ერთად ისხდნენ და მეც ყველას ჩამოვუარე, ლიკამ კივილი დაიწყო და უზარმაზარ მუცელზე ხელი მოისვა. გამიხარდა და მაინც რაღაც ისე ჩამწყდა გულში, თვალები ამემღვრა. დავიხარე და მუცელზე ვაკოცე. ტირილი დაიწყო და მომეხვია, მლანძღეს და მაგიდას მივუჯექით. სანდროც ჩემს გვერდით დაჯდა და ისეთი სახით შეხედეს, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა. _ ეს სანდრო დადიანი... ჩემი შეყვარებული _ დავიჩურჩულე და ყველა ერთდროულად ისე დაიძაბა და ისე უცებ მივხვი რომ უკანასკნელი სულელი ვიყავი და ისე უცებ დავბრუნდი რეალობაში, თბილისში და საერთოდ, რატომ ვზივარ სანდროს გვერდით? ღმერთო ჩემო... ზუკას ვხედავ. აქეთ მოდის და გვერდით ვიღაც უგრძესი უქერავესი და უშოკოლადისფრესი უდგას და პირველად ვიგრძენი თავი მასზე უკეთესად და ისე ამაყად გამეღიმა, ზუკას გაეცინა. მეც გამეცინა, არადა რა გვაცინებდა. არცერთ ცეკვაზე არ ავმდგარვარ არც ზუკა. შუა ქორწილში გაიპარნენ ნეფე დედოფალი და ჩვენც წავედით. ქორწილი იყო მაგარი, მაგრამ მე ისე რა გავერთე. ალბათ... არ ვიცი. რომ გამოვედით, ისე უცებ შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს და ისე უცებ დამავლო ხელი სანდრომ და ჩამტენა მანქანაში... _ რა გჭირს სან? _ არაფერი. ^^^ ღამის ორზრ გამოვედი და სასეირნოდ დავყევი. ისევ ისეთია თბილისი, ზუსტად ისეთი. ნახევრად ჩამქრალი ლამპიონები და ისევ ისე გამეცინა, ჩემს სადარბაზოსთან აუდი რომ დავინახე. zk-123-kz და მინაზე სმაილი და წითელი იქსი... _ ტასო _ ზუკა? აქ რა გინდა? _ როგორ ხარ? _ არ ვიცი. შენ? _ არც მე. _ ბევრი ლაპარაკის გარეშე რა _ რას გულისხმობ? _ ხომ იცი რომ მაინც ერთად უნდა ვიყოთ _ საიდან მოიტანე? _ აი იქ, მაღლა დაწერეს _ შენ რა იცი _ უკვე მეცინება _ შენც იცი _ სიგიჟეა ახლა რასაც ვაკეთებთ _ სიგიჟე დაშორება იყო _ ზუკა... _ მიყვარხარ _ ისევ ისე? _ არა _ ვიცი, უფრო მეტად. მეც _ ამიტომ მიყვარდი, ასეთი მიხვედილი რომ იყავი _ და ესენი? _ ვინ ესენი? _ სანდრო და შოკოლადისფერი _ ნაშაა _ შეყვარებულია _ შენ გჯერა მაგის? _ ასე ავდგეთ და წავიდეთ? _ ხო. _ წავიდეთ. ^^^ და მაინც, თუ ბედია, ბედია რა, იმიტომ რომ ბედია და ესეც ბედია. ^^^ ისევ ის სუნამო ესხა, მაჯაზე ტასოს ნაჩუქარი საათი. ეღიმებოდა. _ თანახმა ვარ _ თანახმა ვარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.