შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეიძლება ! თავი 3


2-08-2016, 00:01
ავტორი ketusha
ნანახია 1 679

მეორე დღე კარგად დაიწყო, ვიდექი ფანჯარასთან და ვხედავდი როგორ მიდიოდი ნინია სახლიდან, თავის ბარგს ტაქსში აწყობდა და აშკარად არიყო კმაყოფილი იმით, რომ ყველას ეძინა და არავინ შეიწუხა თავი მისი გაცილებით.
აბაზანაში შევედი , მოვწესრიგდი, ყველა ჩავკოცნე გულიანად, მათ შორის ისიც, და გარეთ გამოვედი. ისე საყვარლად ეძინა ყველას , რომ უცებ რაღაცნაირი სითბო ჩამეღვარა გულში. როგორ მიყვარს ეს ბავშვები, რა თბილები არიან.. ფიქრებში ვიყავი გართული, როცა სალონს მივუახლოვდი და შევედი.
- გამარჯობათ, თმის ერთ სიგრძეზე შესწორება მინდა თუ შეიძლება- მივმართე იქვე მდგარ გოგონას და გავუღიმე.
-დაბრძანდით ეხლავე- მითხრა მან და სკამზე მიმითითა
შემჭრა, დამვარცხნა. სარკეში რომ ჩავიხედე აშკარად კმაყოფილი ვიყავი და მივხვდი რომ თურმე თმა ადრე უნდა შემეჭრა, რადგან ძალიან მიხდებოდა და თან შემცვალა. გარეთ თოვდა და სახლისკენ გზა ნელა გავაგრძელე. სახლში რომ მივედი 12 საათი იყო, ყველას ეღვიძა და გაგიჯებულები იყვნენ, არც მე და არც ნინია რომარ დავხვდით სახლში, ეგონათ რომ ისევ ვიჩხუბეთ და სადღაც გავიქეცი.
- კარგით რა, რა პანიკაში ხართ, წავიდა ის ქალბატონი დილით, დავინახე როგორ მიდიოდა, მე კი აღარ მეძინებოდა და სალონში წავედი- გავიჯგიმე და ქუდი მოვიხადე.
- ვაა ქეთუუშ, რა ლამაზი ხარ ეე- მითხრა აჩიმ და გიომ და დამატრიალეს, რომ კარგად დავენახე
- მადლობა- ვუთხარი და ქედი მოვიხარე მათ წინაშე
- ო რა ცანცარა ხარ- მითხრა შაკომ და ფეხზე წამოდგა- ეხლა დაგიჭერ და მაგრად დაგერხა - მიტხრა და ჩემსკენ დაიძრა
მეც ინტიქტურად გავიქეცი, პირდაპირ ეზოს მივაშურე და კივილი დავიწყე, არვიცი რა მაკივლებდა მაგრამ ესე მეგონა მონსტრი მომსდევდა და უნდა გადავრჩენილიყავი. ძაალიან მაგრად თოვდა და დაღმართზე ჩავრბოდი, ეზოდან გამოვედი და დაბლა გავემართე მთელი ძალით.
- გაჩერდი თორემ თუ დაგიჭირე უარსი მოხდება- მიყვიროდა შაკო და მომსდევდა მთელი ძალით
- არააა, დამიჭირე, ამის თქმა და თოვლში დაგორება ერთი იყო. მთელი დაღმართი გორვით ჩავიარე და ვგრძნობდი როგორ მეხუთებოდა სული ამდენი თოვლისგან.
-გოგო, გოგო გაახილე თვალები, რა დებილიხარ სად მირბოდი- მსუბუქად მირტყამდა შაკო ხელებს
- შაკუნა- ვთქვი სლაბად და შევეცადე თვალები გამეხილა
- აქ ვარ პატარავ აქ- მიხუტებდა შაკო და მამშვიდებდა.
-კარგად ვარ , კარგად - ვთქვი და ადგომა დავაპირე. შაკომ ხელი გამომიწოდა და ამაყენა.
- ზოგჯერ რა კეთილი ხარ სულელო- ვუთხარი და მივეხუტე
გამიღიმა და სახლისკენ ნელა წავედით, სანამ შევიდოდით შაკომ შემომხედა და მითხრა
-დათუჩას და რომ არ იყო შენზე უკეთეს გოგოს ვერსად ვნახავდი, ვნანობ ბავშვობაში ჩადენილ შეცდომას, მართლა ანგელოზი ხარ - მითხრა და შუბლზე მაკოცა. მე კი მხოლოდ გავუღიმე და ჩავთვალე რომ მეტი არაფერი არუნდა მეთქვა, ეს სავსებით ბევრისმთქმელი იყო ჩემთვის და ვიცოდი აწე რაც უნდა მექნა, მაგრამ ვიცოდი რომ შაკოს მაგარ შარში გავხვევდი. კიბეები ავირბინე და ოთახში შევედი, გადავივლე, გავთბი და ჩამეძინა. საღამოს გამეღვიძა, სახლში ისეთი სიჩუმე იყო შემეშინდა ხო კარგად არიან თქო.ტელეფონი ავიღე და დათუჩას დავურეკე
- დათუ , სად ხართ? სახლში სიჩუმეა
-ქეთუ გარეთ გამოვედით გასართობად, მარტო ხარ სახლში, ყველანი აქ ვართ, გიკაკუნეთ და ვერ გაგაღვიძეთ, ერთ საათში დავბრუნდებით- მითხრა დათუნამ და გამითიშა.
რაღაც უნდა გამეკეთებინა, ჩემოდანი ამოვყარე, ტანსაცმელები დავალაგე, ყველაზე მეტად ჩემი ლურჯი კაბა მიყვარდა, მოტკეცილი, გვერდში ახსნილი, თხელი ნაქსოვით და ყელით, რომელიც კოჩებამდე იყო, გავამზადე რადგან მომინდა ეგ ჩამეცვა, თმა დავისწორე, ბათინკებიც ჩავიცვი და გარეთ გასეირნება გადავწყვიტე. კარები არ დამიკეტავს , რადგან შორს წასვლას არ ვაპირებდი და ვიცოდი რომ ისინიც მალევე მოვიდოდნენ. კიბეებზე ჩავედი და ეზოში ბურთი დავინახე, აქამდე არ შემიმჩნევია ბურთი თუ გვქონდა. კარები გავაკეთე და გადავწყვიტე "პენლები" დამერტყა "კარებში", ასე ვერთობოდი სანამ ეზოში ვიღაც უცხო ბიჭი არ შემოვიდა და გაოცებული არ მიყურებდა, ბოლოს მივხვდი რომ ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა და მე ვკითხე
- გისმენთ? დაკარგეთ რამე?
- დიახ, აი ის- მითხრა და ბურთზე მიმანიშნა
- უკაცრავად, არ ვიცოდი თქვენი თუ იყო, მეგონა ჩვენი ეზოს ბურთი იყო.
- არაუშავს- მითხრა მან და ჩემსკენ უფრო ახლოს მოიწია- მე ალეკო- მითხრა და ხელი გამომიწოდა
- სასიამოვნოა,ქეთი- გავუწოდე მეც და ჩამოვართვი
- აქ მარტო ხართ?- საეჭვოდ მიყურებდა და მათვალიერებდა დაახლოებით 2 მეტრო ბიჭი , რომელიც 3 ჩემხელა მაინც იქნებოდა
- არა, ძმასთან და მეგობრებთან ერთად.. გასულები არიან- დავამატე მე
- ჩვენც სამეგობროთი ვართ, ბიჭები მხოლოდ, გვესტუმრეთ- მითხრა და კიდევ ამათვალიერა
- შევეცდები- ვუთხარი თავაზიანად და სახლში შესვლა გადავწყვიტე
- ქეთეევაან- მომმართა ოფიციალურად
- გისმენ- შევბრუნდი გაოცებული
- ძალიან ლამაზი ხარ- თვალი ჩამიკრა ალეკომ და დავინახე ეზოს შემოსასვლელში როგორ იდგნენ ბიჭები და ამ სიტყვებს ისმენდნენ
- კიი ნამდვილად ლამაზია და ძმაც თავისნაირი ყავს- გამოეყო ბავშვებს დათო და მისკენ წავიდა. აშკარად არ ელოდა ალეკო და შეცბა, მაგრამ არ დაბნეულა
- ძალიან სასიამოვმნოა, ალეკო- ხელი გაუწოდა დათუნას, აი აქვე ვცხოვრობთ, გამისწორდება თუ გვესტუმრებით- შეეცადე ალეკო თავაზიანობა გამოეჩინა
- აუცილებლად- უთხრა დათუნამ და ყველა სახლისკენ დაიძრა
- უკაცრავად, ეხლა უნდა დავისვენოთ, ბედნიერად და დროებით- დაემშვიდობა აჩი და ყველანი სახლში შევედით.
სახლში შესული არ ვიყავი ყველამ ჩხუბი დამიწყო, გარეთ რა გინდოდა , რას დაბოდიალობ და რას იპრანჭებიო, იმდენად შემომიტიეს რომ ბოდიშის მოხდა მომიწია და დავპირდი რომ მათ გარეშე გარეთ არ გავიდოდი. გვიან ჯოკერის თამაში დავიწყეთ, მე აჩი ნინი და დათუნა ვიუყით, ბევრი ვიცინით და ვიხალისეთ, რა თქმა უნდა მეც წავაგე და აჩისაც წავაგებინე, არასდროს ვიცოდი ჯოკრის თამაში და არც ეხლა გამოვირჩეოდი.
- აბა ფილმის ყურება ვის უნდა? - შემოვიდა გიო ოთახში
- აუ მეე- წამოვფრინდი ფეხზე , - ოღონდ საშინელება- გამაფრთხილებლად დავუქნიე გიოს ხელი
- ზუსტად მაგას ვაპირებდით, წამო მე შაკო შენ ირაკლი ანა და ზუკა ვართ, თუ კიდევ უნდა ვინმეს შემოგვიერთდით, დიდ ოთახში ვართ სიბნელეშიიი- სპეციალურად გამოკვეთა ბოლო სიტყვები რომ შემშინებოდა.
მთელი ფილმის მანძილზე გიოსა და ზუკას შუაში ვიჯექი და ისე მაშინებდნენ არცერთი წამით არ მისიამოვნებია, ისინი უფრო საშინელებებს აკეტებდნენ ვიდრე ფილმში და მათი უფრო მეშინოდა ვიდრე ფილმის.
- კარგი რაა, გთხოვ, მეშინია ისედაც, რა მოგივიდათ- ვუთხარი გიოსა და ზუკას და საწყალი თაველბით გადავხედე
-აქეთ გადმოდი მერე , რას უზიხარ მაგ ზომბებს შუაში მითხრა შაკომ და მის გვერდით დაატყაპუნა ხელი
- ზუსტადაც რომ გადმოვალ, ამ საზიზღრებტან არაფერი მესაქმება, ავდექი და ენა დავუგდე მათ , შემდეგ კი შაკოს გვერდით დავიჭირე ადგილი და მხარზე მივეხუტე.
- თავიდანვე აქ დამჯდარიყავი- მითხრა შაკომ ჩუმად და თავი დამადო
- მინდოდა მაგრამ არ გამოდიოდა- ნამიოკი ჩავურტყი მე
- რა არ გამოდიოდა? მეც ისე ვარ როგორც ისინი, რას გულისხმობ- შემხედა გაოცებულმა
- ეგ ვიცი - არ გავტყდი მე, უბრალოდ იმათმა აქ დაჯექიო და მე ვერ დავიჩემებდი შენთან დაჯდომას.
- უნდა დაგეჩემებინა, უცხო არ ვარ- მითხრა და გამიღიმა ისე რომ ლამის გულზე წამივიდა
- გაკოცებ იცოდე ეგრე ნუ იღიმები საზიზღარო- ვუთხარი გამაფრთხილებლად
- ნუ მეჩურჩულები, თორე სხვანაირად გაიგებენ და არარი ლამაზი- თვალი ჩამიკრა შაკომ
- კაი- ვუთხარი და მოვშორდი, რადგან არ მესიამოვნა მისი ესეთი ნათქვამი, აშკარა იყო რომ ერიდებოდა ბიჭებს და გულის სიღრმეში არცვამტყუნებდი ამ საქციელისთვის.
15 წუთიც არ იყო გასული ავდექი და ოთახისკენ წამოვედი, მომეშხამა ხასიათი , რადგან შინაგანად ვგრძნობდი რომ შაკოს თითოეული სიტყვა ჩემტვის ბევრს ნიშნავდა, და რომ არასწორად ვიქცეოდი , როცა ვეპრანჭებოდი, მითუმეტეს როცა ჩემი ძმის ძმაკაცი იყო, ამასთანავე ჩემზე პატარა და პლიუს რომ მას არანაირი გრძნობა არ ქონდა ჩემს მიმართ. კიბეებზე ავდიოდი როცა მთლიან სახლში სინათლე ჩაქვრა და გიოსაც მეტი რა უნდოდა, დაიწყო უაზრო ხმების გამოცემა
-უუ, მოვედი, შეგჭამთ- ყვიროდა ის და აჩიც მხარს უბამდა. მე კი შიშისგან ვერ ვექანებოდი და არც ტელეფონი მქონდა რომ გამენათებინა. წამიერად ვიგრძენი რომ უკნიდან ვიღაც მომეხუტა, კივილს ვაპირებდი როცა პირზე ხელი ამაფარა და პირველ სართულზე სარდაფი შემიყვანა, ტირილი დავიწყე რადგან არვიცოდი რა მეფიქრა მაგრამ წამში დავმშვიდდი როცა მისი ხმა გავიგე
- მე ვარ, არ იკივლო- მითხრა შაკომ
- სულ გააფრინე? რას აკეთებ? გამისკდა გული- შევეპასუხე ჩუმად და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი
- ეხლა რაღაცას ვიზამ და მინდა დარწმუნებული ვიყო რომ შენც გინდა, რადგან ძალიან არასწორია ეს საქციელი- მიხსნიდა შაკო და უარესად მიჩქარდებოდა გული.
- რა ხდება? - ვკითხე გაოცებულმა და მივხვდი რასაც გულისხმობდა
- მეტი არ შემიძლია, მაგრამ ამას ვერავინ ვერასდროს გაიგებს- მითრა და ტუჩებზე ძალიან ნაზად შემეხო. არვიცი იმ წუთას რა დამემართა მაგრამ ვიგრძენი რომ ფეხები მეკეცებოდა, თვალებს ვერ ვახელდი და მთლიან ტანში სასიამოვნოდ დადიოდნენ ჭიანჭველები. ტუჩები რომ შემიშვა თავზე მაკოცა
- მაპატიე, ეს აღარ განმეორდება, არასწორი ვარ, არასწორად ვიქცევი, არ ვარ კარგი ძმაკაცი, მაგრამ ზუსტად ვიცი ეს რომ არ მექნა იმაზე უბედური ვიქნებოდი ვიდრე ეხლა ვარ, შენ არ ხარ ჩემი და ქეთი, არც არასდროს იყავი და ვერც იქნები - მითხრა შაკომ და მიმიხუტა
-რამეს გრძნობ ჩემს მიმართ? - დავსვი სულელური შეკითხვა
- დიდ რამეს- მაგრამ სახელს ვერ დავარქმევ ამ გრძნობას, არ მინდა ყველაფერი გავაფუჭო - მითხრა მან და თავზე კოცნას არ წყვეტდა
- რა იცოდი რომ დათუნას არ ვეტყოდი?
- არც ეხლა ვიცი, მაგრამ მირჩევნია გამერისკა, თუ ეტყვი, მაშინ ჩემი და დათუნას და არამარტო დათუნას ძმაკაცობა დამთავრდება, მაგრამ ეგ შენი გადასაწყვეტია, ეს მომენტი ყველაფრად მიღირდა მითხრა ისევ შაკუნამ და ტუჩები ისევ მომადო, მაგრამ ამჯერად კისერზე.

-სინათლე მოვიდაააააა- გავიგე ხმა ნინის და იმ წამსვე მოვშორდი შაკოს, შეშინებული გავხედე და თვალებით ვეუბნებოდი ეხლა რა ვქნათ მეთქი.
- აქ იყავი, ჯერ მე გავალ და მერე გამოდი, შევეცდები ესენი ზემოთ ავიყვანო. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გასვლის დროს სანამ წავიდოდა მოვაბრუნე
- შაკო
- გისმენ ქეთ- ხელს არ მიშვებდა ისე მეუბნებოდა
- ეს უნდა დავივიწყოთ?
- მოგვიანებით დაგელაპარაკები ყველაფერზე, ეხლა უნდა გავიდეთ აქედან. წავედი მითხრა და თვალებზე მაკოცა.
10 წუთის შემდეგ მეც გავედი
- სად იყავი გოგო შენ ნორმალური ხარ? - მომვარდა ჩემი ძმა
- ეზოში გავედი სად ვიქნებოდი- შევუტიე მეც
- რა ეზოში ჩაბნელებული იყო ყველაფერი , გააფრინე ?- აყვა გიორგიც
- ოო ნუ დაიწყებთ, მთავარია მოვედი-ვთქვი და მოვეხვიე ყველას
- გვიანია დავწვეთ და ხვალ რაღაცეების მოსატანად წავიდეთ, არაყიც არ გვაწყენდა , ცოტას დავთვრებით და გავერთობით- თქვა ზუკამ
- თანახმა ვაართ - ვთქვი ყველას მაგივრად.
შაკოს არ ვუყურებდი, არასდროს შემეძლო ემოციების დამალვა და არ მინდოდა რამე სხვანაირად შემტყობოდა, ამიტომ თავს ვარიდებდი და ვიკავებდი როგორც შემეძლო. თითონ კი ძალიან თავისუფლად იყო, აშკარად ეტყობოდა რომ ბედნიერი იყო და იღიმოდა.
- რას იკრიჭები შენ ?- ვკითხე ხმამაღლა და მასთანმივედი
- მგონი ამას ნინიას გაგდება გაუსწორდა - დაასკვნა აჩიმ და მე გამომხედა, მე კი შევეცადე ბუნებრივი ვყოფილიყავი და მეგობრის პოზიცია დამეჭირა
- მაგის მოშორება ვის არ გაუხარდებოდა - თქვა დათუჩამ და ყველამ ერთად ავხარხარდით.
- ისე გახსოვვს? - დაიწყო აჩიმ, პატარაობაში ქეთის და შაკუნას ერთმანეთი რო ევასებოდა? - იკითხა და მე და შაკოს გამოგვხედა , რომელსაც ხელი გადახვეული ქონდა და ბუნებრივად ვიქცეოდით ორივე, თითქოსდა არაფერი მომხდარაო.
- ეგღა მაკლია ეხლა ეს ჩემი სიძე იყოს- კიდევ კაი რო შეეშვი ამ მახინჯს - მიანიშნა ჩემზე დათომ და სიცილი ატეხეს
- კიდევ კაი თორე ეხლა ჩემი ძმა ხოარ იქნებოდი?- კითხა შაკომ და პასუხს დაელოდა
- ღადაობ ? რაღაც ბავშვურ სისულელეს ნუ გავიხსენებთ, ჩემი ძმა ხარ და ქეთუშას ისე განდობ როგორც ნებისმიერს, რა სისულელეა - ამის თქმა და შაკოს სახის წაშლა ერთი იყო მაგრამ არ შეიმჩნია და რა თქმა უნდა დათუნას დაეთანხმა.



შუქი ისევ წავიდა , რის გამოც მოგვიწია , რომ დავწოლილიყავით, თან დაღლილი ვიყავი, არ შემერგო წინა დღეები იმ ქალბატონის გამო და დასვენება მინდოდა. ოთახში ავედი, ტელეფონს ვანათებდი და ისე ვეძებდი პიჟამოებს ( გოგონებთან ვიწექი უკვე), როცა ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა :
"ყველას ძინავს, სარდაფში 15 წუთში, მინდა გელაპარაკო"
ეგრევე მივხვდი ვინც იქნებოდა, ჩავიცვი და გავუყევი კიბეებს. ტელეფონს ვანათებდი კარი რომ გავაღე. შაკო უკვე იქ იდგა და მელოდებოდა. კარგად ვაცნობიერებდი რასაც ვაკეთებდი და ვხვდებოდი რომ შარში ვაგდებდი საკუთარ თავს და პირველ რიგში შაკოს, ამიტომ რამე უნდა მეღონა, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი, მასთან ყოფნა მინდოდა და რომარ შემხებოდა, რომარ მომფერებოდა არ შემეძლო. მიუხედავად იმისა რომ სულ ერთხელ მაკოცა, ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ეს ბიჭი, მთელი ჩემი არსებით მიყვარდა! დიდი ხანია მიყვარდა ! ძალიან დიდი.....



№1  offline წევრი ketusha

ello1997
Shakoze arasworic ra. Vafshe araferi ar amartlebs. Saertod araferi. Sardafshi chatyieba da ambebi. Magari arasworia tipi.

movlenebs win nu gauswrebt, arasworad iqceva namdvilad amas mec avgnishnav , shemdegi tavi dzalian saintereso iqneba . madlobt rom kitxulobt :*

 


№2 სტუმარი hipo

eloo nu iqnebi babulika tu qali xar :D :D :D imena kochebs dagixvritaav gogoo da aeee temebi gaushva:D rodis gveshvelebaa xd chem daikos xeli bichoo :D gaagzele egre mainteresebs dzaan magari xar

 


№3  offline წევრი ketusha

hipo
eloo nu iqnebi babulika tu qali xar :D :D :D imena kochebs dagixvritaav gogoo da aeee temebi gaushva:D rodis gveshvelebaa xd chem daikos xeli bichoo :D gaagzele egre mainteresebs dzaan magari xar

ugrmesi madloba rom kitxulob , mamxneveb dzalian :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent