შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 7)


2-08-2016, 13:23
ავტორი Kristy
ნანახია 2 202

თბილი დილა გათენდა. გრილი სიო აღარ ქროდა და მცხუნვარე მზის უდარდელმა სხივებმა დილიდანვე შეაწუხეს დედამიწელები. ლუკას ფეხები მოაჯირზე შემოეწყო, ხელი მის მკერდზე მძინარე გოგონასთვის მოეხვია და თვითონაც ტკბილად ეძინა საშინლად არაკომფორტულ სკამში.
- გვრიტებო! - დასჭექა საბას მუდამ მხიარულმა ხმამ და ორივე წამოყარა. - შეხედეთ, როგორ მოკალათებულან.
- ღმერთო, მთელი ღამე აქ ვიყავით? - გაიკვირვა ლიზიმ.
- ზუსტად ეგრეა! როგორ ხარ ძმა, წელში იმართები? - ხითხითებდა საბა.
- თვითონაც მთელი ღამე ტახტზე გაატარა, როგორც დატოვეთ, რა აქვს თქვენი დასაცინი?! - დაამშვიდა მეგობრები ანამ. - შემოდით, ვისაუზმოთ.
- აბა, გაიარე, - აგრძელებდა საბა. - დამანახე, როგორ მოძრაობ.
ლუკამ კისერზე წაავლო ხელი და საბა თვალის დახამხამებაში მის იღლიაში აღმოჩნდა მომწყვდეული.
- აბა, რას იტყვი, როგორ ვმოძრაობ? - საბამ თავის დახსნა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
- კარგი, კარგი, გნებდები. ხმას აღარ ვიღებ. - ლუკამ ხელი გაუშვა. - შენ რა, ვარჯიშობ?
- ცოტას, ჰო.
სახლში შევიდნენ, ყავა და ანას მომზადებული ბურგერები მიირთვეს. უცებ ანას იდეა გაუჩნდა:
- არ გინდათ, სადმე წავიდეთ?
- მაინც სად? - იკითხა გაოცებულმა საბამ.
- ქალაქგარეთ.
- ჰო, აბა ესპანეთში ვერ წავალთ.
- ნუ ხარ საძაგელი, მართლა კარგი იქნება. - ახლა ლიზის მიუბრუნდა. - წავიდეთ?
- კარგი აზრია. სადმე, სადაც ლამაზი ხედები იქნება.
- ვიცი ერთი ადგილი. - თქვა ლუკამ.
- მშვენიერია, ანუ მივდივართ. - გაუხარდა ანას. მაგიდაზე ვიღაცის ტელეფონი აბზრიალდა.
- ჩემია. - თქვა ლუკამ. - ჯანდაბა, უნდა ვუპასუხო.
- მშვიდობაა? - იკითხა ლიზიმ.
- კი, კი. სამსახურიდან რეკავენ. - თქვა ლუკამ და აივანზე გავიდა.
- სამსახურიდან? კვირას? - გაიკვირვა საბამ.
ლიზი ხედავდა, როგორ დადიოდა ლუკა აივანზე წინ და უკან და კეფას ნერვიულად ისრესდა. აშკარა იყო, რომ რაღაც მოხდა. მოსაუბრეს მალევე დაემშვიდობა და ოთახში შემობრუნდა.
- ბავშვებო, უნდა გავიქცე, ძალიან ვწუხვარ.
- სამსახურში? - ეჭვიანად იკითხა ლიზიმ. - დღეს ხომ კვირაა?!
- არასტანდარტული სამსახური მაქვს. მაპატიე, აუცილებლად უნდა წავიდე. შენ რას იზამ, დარჩები თუ გაგიყვანო?
- მე ვრჩები.
- კარგი, მოგვიანებით გნახავ. - თქვა ლუკამ და გაბუსხულ გოგონას შუბლზე აკოცა. - ანა, მადლობა მასპინძლობისთვის.
- მუდამ მზად ვარ. - ხელი დაუქნია ანამ.
- მოგზაურობა გადაიდო. - დაამატა საბამ.
ლიზი აივანზე გავიდა და უყურებდა როგორ გამოვიდა ლუკა ბინიდან, როგორ მოახტა თავის მოტოციკლს და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ეჭვიანი არ იყო (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე თვლიდა), მაგრამ ამ შემთხვევამ უამრავი კითხვა გაუჩინა: აინტერესებდა რა მოხდა, მართლა სამსახურიდან რეკავდნენ თუ ვინმე სხვა იყო და თუ სხვა იყო ვინმე, უნდოდა გაეგო, ვის გამო გაიქცა ასე სასწრაფოდ. ბრაზისა და უცნაური ეჭვიანობის გამო სული ეხუთებოდა, თითქოს შიგნიდან რაღაც ახრჩობსო და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ებრძოდა.
- ლიზი კარგად ხარ? - ჰკითხა ანამ და მეგობარი თავისკენ შემოაბრუნა.
- ჰო, მე... კარგად ვარ.
- ხომ თქვა, სანერვიულო არაფერიაო?!
- ჰო. - ჩაიბრუტყუნა ლიზიმ, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და განაგრძო: - არასტანდარტული სამსახური? რა არის ისეთი, რომ კვირას ურეკავენ და სასწრაფოდ გარბის, როცა შაბათსაც კი არ მუშაობდა, არც პარასკევს.
- ერთი ზარის გამო ასე ნუ განიცდი ლიზი. - მეგობრის დამშვიდება სცადა ანამ და თემა შეცვალა. - მოდი, ჩვენ სამნი წავიდეთ სადმე.
- გუშინ მითხრა, ჩემზე არაფერი იციო. - ისე განაგრძო ლიზიმ, თითქოს ბოლო ფრაზა საერთოდ არ გაუგონია. - მართალიც იყო, სულ რამდენიმე კვირაა ვიცნობ.
- რა? ეგ ხომ ჩვენი ჯგუფელია?!
- ჰო, მაგრამ ახლოს არ ვიცნობდი. თუმცა არც ახლა ვიცნობ.
- ისე სულ არ გავდა იმ უჩინარ ბიჭს ფსიქოლოგიის ჯგუფიდან. - გაიცინა ანამ და როცა მეგობრის სახე დაინახა, მიხვდა, რომ საქმე უფრო გააფუჭა. - ანუ ვგულისხმობ... მშვენიერი ბიჭი ყოფილა.
- ეტყობა რაღაც დასჭირდა უფროსს ლიზი. - საუბარში ჩაერია საბა და ანას ანიშნა, გაჩუმდიო. - ხდება ხოლმე. პარასკევს კი ალბათ ისვენებდა.
- ჰო. - თქვა ლიზიმ და ცოტა ხნით გაჩუმდა, მერე უცებ ადგა და კარისკენ წავიდა. - მოგვიანებით გნახავთ.
გოგონამ ტაქსი გააჩერა, მძღოლს უხალისოდ უთხრა მისამართი და შუბლით საქარე მინას მიეყრდნო. იქნებ ლუკა მართალია, იქნებ უნდა ილაპარაკონ მასზე, იქნებ მართლა რაღაც სერიოზული აქვს სათქმელი. ანა აშკარად მართალი იყო, ბიჭი უნიდან რადიკალურად განსხვავდება იმ ბიჭისგან, რომელიც სიყვარულში გამოუტყდა.
ტაქსი გაჩერდა, გოგონამ ფული მიაწოდა და კარი მიიხურა. ახლა, როცა თავისი საყვარელი მეზობლის სახლი დაინახა, გუშინდელი დღე გაახსენდა და საკუთარ თავზე გაბრაზდა. იქნებ ისიც მართალი იყო და მეგობარს უმიზეზოდ ეჩხუბა, იქნებ მართლა სჭირდება დაცვა და რჩევები. სახლში შესვლა გადაიფიქრა და მეზობლის კარებზე დააკაკუნა.
- გადაგიარა? - ცხვირაბზუებით იკითხა ქალმა, როცა კარებში ლიზი დაინახა.
- მე კი. შენ?
- მე არა! - თავი მიაბრუნა მეზობელმა. - შემოხვალ თუ ასე იდგები?
- შემოვალ. - მოეხვია გოგონა და ლოყაზე ძლიერად აკოცა.
- აბა, რა დააშავა. - იკითხა ქალმა, როცა სახლში შევიდნენ.
- საიდან იცი, რომ რამე დააშავა?
- სახეზე გაწერია ლიზი.
- ჰო, არ ვიცი... იცი, მეგობრებთან ვიყავით, რაღაც დავგეგმეთ, უცებ ტელეფონზე დაურეკეს და სასწრაფოდ გავარდა, სამსახურიდან რეკავენო.
- სად მუშაობს?
- არ ვიცი.
- კი, მაგრამ არ კითხე?
- არა.
- ლიზი ნუ სულელობ. ამბობ, მიყვარსო და მასზე არაფერი იცი.
- ცოტა ვიცი.
- ცოტა როდიდან კმარა?
- დღეს დაველაპარაკები, ყველაფერს გამოვკითხავ.
- ეგ აქამდე უნდა გაგეკეთებინა.
- კარგი, არ მინდა ამაზე საუბარი, სანამ ყველაფერი არ მეცოდინება.
- კარგი, მშვიდად დავლიოთ ყავა. სასაუბრო თემა როდიდან შემოგველია. - ორივეს გაეცინა. უცებ ტელეფონმა დარეკა.
- უცნობი ნომერია. - ჩაიბუტბუტა ლიზიმ. - გისმენთ.
- შუადღე მშვიდობის, ჩემო ქალბატონო.
- ლუკა? ჩემი ნომერი საიდან გაქვს?
- შენი FB გვერდი ვნახე, ინფორმაცია დეტალურად გაქვს შევსებული. სხვათაშორის ეგ არც ისე კარგია.
- ვითომ რატომ?
- ცუდი ხალხი ადვილად გააფუჭებს რაღაცეებს.
- აჰ.
- ჩემზე ბრაზობ?
- არა.
- ახლა მომატყუე. მაპატიე ლიზი, აუცილებლად უნდა წავსულიყვი.
- სახლში ხარ?
- მალე ვიქნები. დაგირეკე, როგორც კი გამოვედი სამსახურიდან.
- აქამდე მანდ იყავი?
- კი.
- სახლში რამდენ ხანში იქნები?
- ოც წუთში.
- მაშინ ოც წუთში გნახავ. - გოგონამ ტელეფონი გათიშა და მეგობრის ინტერესით სავსე მზერა რომ დაინახა, თქვა: - მეტი უნდა გავიგო მასზე. აუცილებლად!



№1 სტუმარი Ketis

Au dade ra gagrdzeleba ai dzaan magariaa dzan momcons netav ra saidumloa aseti

 


№2 სტუმარი Ketis

Au agr deb axal tavs

 


№3 სტუმარი Ketis

Sadaa shepirebuli axali tavi?? Au moukve dges kvelapers tu ara isev sheeshlebat laparakshi xeli

 


№4 სტუმარი Magda

როგორი კარგი იყო, აღვფრთოვანდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent