არ შეიძლება ! თავი 4
ტელეფონი მივანათე და დავინახე, როგორ იჯდა შაკო და თავი ხელებში ქონდა ჩარგული, რომ ამომხედა, გავშრი, ტელეფონის შუქზეც კი ნათლად ჩანდა, რომ თვალები ჩაწითლებოდა და დასიებოდა. -რა ხდება ? - ვკითხე შეშინებულმა და მისკენ წავედი - სალაპარკო მაქვს- დაიწყო მძიმედ -მშვიდობაა?- ვეკითხებოდი ნერვიულად და არ ვაცლიდი ლაპარაკის დაწყებას - ქეთი- თბილად მომხვდა ჩემი სახელი ყურებში - გისმენ შაკო , რა ხდება? ღამის 3 საათია, მე და შენ კი საწყობში ვდგავართ უსინათლოში და რაღაცეებს ვბურღუნებთ - ესე აღარ შეიძლება- თვალებში შემხედა მან - როგორ ესე? - გამოვკვეთე ბოლო სიტყვა და არ გავაგრძელებინე დასრულება - აი ესე, გუშინს მერე ცუდად ვარ, მოსვენება დავკარგე, არასწორად მოვიქეცი, არუნდა მეკოცნა, ეგ ხომ შენს იცი გულის სიღრმეში, მაგრამ ვერ მამტყუნებ და ამას შენებურად ახურდავებ, რადგან შენც გრძობ ჩემს მიმართ რაღაცას, თუმცა ჩემზე უკეთ შენ იცი რომ ეს არ შეიძლება- მძიმედ თქვა ბოლო სიტყვები და წამოდგა - რისი თქმა გინდა?- ვიშტერებდი თავს - იმის რომ მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით და დამალობანას თამაში კარგი იდეა არაა, შენ დათუნას და ხარ, ჩემი საუკეთესო ძმაკაცის და ველდებული ვარ პატივი გცე , როგორც მის და ასევე ჩემს დას- ამბობდა შაკო. - და შენ გინდა თქვა რომ მე და ვარ შენი?- უაზრობებს ვლაპარაკობდი ვხვდებოდი, მაგრამ აზრი აღარ მომეკითხებოდა. - არ ხარ არა და ზუსტად ეგ არი უბედურება, არ ღირს ქეთ, ხომ იცი დათო არასდროს დაგვთანხმდება, შენ რომ სხვა იყო, შენ რომ სხვისი და იყო ვერავინ დამიშლის, ვერავინ მაიძულებს რომ შეგეშვა. მაგრამ შენ არ ხარ არც სხვისი და არც უცხო, ეს არასწორი საქციელია, არაკაცული ქმედებაა , რომელსაც გამართლება არ აქვს და არც არასდროს ექნება, ოდესმე დათუნას რომ გაეკეთებინა ეგრე ჩემი დეიდაშვილისთვისაც კი, არ ვაპატიებდი, სამუდამოდ მომიხდებოდა მისი დაკრგვა და მე სწორედ იმას ვაკეთებ რაც არ შეიძლება. შენ თავს ვფიცავარ, ჩემთვის უძვირფასესი ხარ, ყოველთვის ეგრე იყო, ხომ იცი იმის შემდეგ არც არავინ მყოლია, ნინიაც კი გართობის მიზნით მყავდა, იმდენს მეჩიჩინება ბიჭები რომ მიტყდებოდა და მაგიტო გავიჩინე, ჩემს გვერდით გოგო არასდროს უნახავთ- დაასრულა შაკომ და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა - და მე რა უნდა ვქნა? ისე მოვიქცე თითქოს არაფერი მომხდარა? და ამის სათქმელად ჩამომიყვანე აქ? გინდა დავივიწყო ის რაც გააკეთე? ეგრე იყოს, დავივიწყებ, არ შევიმჩნევ არაფერს და ისე ვიქნები როგორც სხვებთან, შევეცდები მაინც- დავამატე ბოლო წინადადება. - ეგრე ჯობია- თქვა და ისევ დაჯდა იმაზე პოზაში რა პოზაშიც თავიდანვე იჯდა - რაღაც მაინტერესებს-ვუთხარი გასვლის წინ - მკითხე- მითხრა ისე თავი არც აუწევია - ოდესმე გიყვარდი?- ეჭვნარევი იყო ჩემი ხმა და შევატყვე რომ ტირილს ვაპირებდი - არ გიპასუხებ-მითხრა მტკიცედ და ადგა. პირველი მე გამოვედი, კიბეებს ავუყევი და ჩუმად შევედი ოთახში, ბალიშში თავი ჩავრგე და ტირილი დავიწყე, ვხვდებოდი რომ შაკო სიმართლეს მეუბნებოდა, მაგრამ ახლა მის "არ გიპასუხე"-ზე უფრო მტკიოდა გული, ვიდრე მის ნათქვამებზე. ვხვდებოდი , რომ ერთად ვერასდროს ვიქნებოდით და ვცდილობდი ამ აზრს შევგუებულიყავი, მაგრამ ძალიან რთულია, როცა 20 წლის ხარ და აცნობიერებ, რომ 13 წლიდან სხვა გიყვარდა და ის შენს ცხოვრებაში ეხლა დაბრუნდა. მიუხედავად იმისა რომ შაკო ჩემზე 1 წლით პატარა იყო, და ყველა ვინც აქ იმყოფებოდა, დამეფიცება რომ არავის ქონდა ბავშვური აღნაგობა და პირიქით, ფეხბურთის და ამდენი ვარჯიშის გამო, სხეული ყველას გამკვრივებული და ნავარჯიშები ჰქონდა.მაღლები და შავგრემნები იყვნენ. ერთი სიტყვით რომ ვთქვა ყველა სიმპატიური იყო, დათუჩა კი ყველასგან გამოირჩეოდა, მაგრამ არა იმიტო რომ ჩემი ძმა იყო, საშინლად სიმპატიური და მამაკაცური თვისებების მატარებელი გახლდათ ჩემი ძმა. შაკო სხვანაირია, მაღალია, სხეული ძალიან დაკუნთული არ აქვს, თვალის ჭრილი ვიწრო აქვს თვალები კი შავი და ღრმა. ცხვირი კურნოსა და ტუჩები ძალიან ლამაზი, საშუალო ზომის. თმა დაბალზე აქვს და ვერასდროს იტყოდით , რომ ის 19წლის იყო. არც თვისებები ქონდა ბავშვური, ყოველთვის კარგი და შეკრული სამეგობრო იყვნენ და არ მინდოდა, მთელი გულით არ მინდოდა მათი დაშლის მიზეზი მე ვყოფილიყავი. მთელი ღამე არ მეძინა, თეთრად გავათენე ტირილში, საათს რომ დავხედე 6 ხდებოდა, გავიგე როგორ ადგა ანა (გიოს შეყვარებული) და ჩემი ლოგინისკენ წამოვიდა. თავიდან მეგონა მთვარეულიათქო და ტელეფონი მივანათე, მერე მივხვდი რომ ეღვიძა - ჩააქრა , მეტკინა თვალები ქეთუ- მითხრა ჩუმად და გადამხადა საბანი - მშვიდობაა? რამე ხოარ გტკივა?- ვკითხე შეშინებულმა და წამოვჯექი - შემოგიწვები- მომიჭრა მოკლედ და საბნის ქვეშ შემოძრა - გეშინია ? - ვკითხე და შემეცადა დამეცინა - მე არა- მითხრა და ხელები მომხვია - აბა ვის?- შევბრუნდი მისკენ - შენ- მომიჭრა მოკლედ - მე რისი?- გული ამიჩქარდა ვიფიქრე რამე ხოარ გაიგოთქო -გტკივა და მაგის, გავიგე როგორ ტიროდი, ვინ არი?- მკითხა თვალმოუშორებლად - არავინ მუცელი მტკივა- მოვიმიზეზე მე და თავი დავხარე. - 15 წლის ვარ ვიცი, მაგრამ ვხვდები ადამიანი მუცლის ტკივილის და ვიღაცის გამო როდის ტირის, არ მითხრა თუარ გინდა, უბრალოდ იცოდე რომ ყველაზე კარგი გოგო ხარ ვისაც კი ვიცნობ, არინერვიულო არ ღირს- დამარიგა დიდი ქალივით და ჩამეხუტა. არვიცი როდის დაგვეძინა მე და ანას მაგრამ იმას მივხვდი რომ საშინლად მცხელოდა, უზარმაზარი საბნის ქვეშ ჩახუტებულები ვიწექით და აშკრად ვრძნობდი , რომ ვიღაც გვიურებდა მაგრამ თვალების გახელა არ შემეძლოიმდენად მივყავდი ძილს, თუმცა გიორგის საშინელმა ღრიალმა გამომაფხიზლა, თან ბოლომდე. - მღალაატობ გოგო?- თავზე დაგვადგა გიორგი და ანას უყვიროდა - ამათ შეხედეთ რა- ამბობდა ბიჭები და ყველა მე და ანას გვიყურებდა - რა ამაზრზენები ხართ, დაგვაძინეეთ- დავიწყე წუწუნი მე ისე რომ თვალი არც გამიხელია. ანა უკვე წამომჯდარი იყო და გიოს ეხუტებოდა, შემირიგდი გთხოვ არ გღალატობო. - შეგცივდათ ღამე?- იკითხა გიომ და გამომცდელად გადმოგვხედა - არა, ქეთუშა ტიროდა და გადმოვწექი- გულახდილად უპასუხა ანამ. აიი სად დამერხა, გავიფიქრე გულში და თვალები ვჭყიტე, საწოლზე წამოვჯექი და დავინახე ყველა ჩვენს ოთახში იყო და ლოგინებზე იჯდნენ, შაკოც იქ იყო და შევატყვე როგორ წაერთვა სახე ანას ნათქვამზე. - რა გატურებდა?- მომიახლოვდა ჩემი ძმა და საწოლზე წამოჯდა - მუცელი მტკიოდა, ეტყობა მოვიწამლე- სასწრაფოდ ვცადე თავის გამართლება - ჰოო მუცელი სტკიოდა, გავიგე და გადმოვწექი- მხარი ამიბა ანამ და მიხვდა რომ არუნდა ეთქვა სიმართლე - მერე ვერ გაგვაღვიძე გოგო?- გამიჯავრდა გიორგი - მალევე გამიარა, ანამ გამათბო, ჩამეხუტა, ეს რა თბილი გოგო გყავს გიო- მივეხუტე ანას და ლოყაზე ვაკოცე, მანაც ხელები მომხვია და მიმიხუტა - ოპ ოპ ოპ, ეგეთებს არ ვიყოთ- ცანცარებდა გიო და ყველას გვეცინებოდა - ნინი შენ ჩემს ოთახში გადმოხვალ, საშიშია ამათთან- დაასკვნა ჩემმა ძმამ და ყველა ერთიანად ავხარხარდით. თვალები შაკოსკენ გამირბოდნენ, იღიმოდა და მივხვდი რომ ვერ იყო კარგად, მაგრამ მე არ უნდა შემემჩნია არაფერი, თუ ორივე ცუდად ვიქნებოდით საეჭვო იქნებოდა, ეს კი არ მაწყობდა არანაირად, მითუმეტეს მაშინ , როცა არ დაწყებული "რაღაც" დამთავრდა. ცოტა ხანში დაბლა ჩავედი, მოვწესრიგდით და მაგიდასთან დავსხედით, საჭმელი წაღებული გვქონდა და სანამ გათავდებოდა მანამდე არ გვიწევდა გაკეთება. დასვენებულები ვიყავით, ჭამას რომ მოვრჩით სუფრა ავალაგეთ გოგონებმა, ბიჭებმა სასმელს მოვიტანთ და გავერთოთ ცოტაო და წავიდნენ მაღაზიებში. სანამ ბიჭები მაღაზიაში იყვნენ ალეკო გადმოვიდა, ჩვენს მეზობლად რომ ისვენებდა - როგორ ხართ ? - გვკითხა ყველას და ბოლოს მზერა ჩემზე გააჩერა -კარგად ვართ- მოვუჭერი მე და ნაკლებად მინდოდა ეხლა ჩემი ძმა შემოსულიყო სახლშიდა ეს სცენა დაენახა - მოკლედ, საღამოს გვესტუმრეთ , გამისწორდება ძაან, ბიჭებსაც უთხარი, მითხრა ალეკომ და თვალი ჩამიკრა - არამგონია გვეცალოს, მაგრამ დიდი მადლობა, გადავცემ- ვუთხარი და კარისკენ გავყევი რომ გამეცილებინა. - მეჩვენება თუ თავს მარიდებ?- შემობრუნდა ალეკო და ახლოს მოიწია ჩემსკენ - რატომ არუნდა მოგარიდო? ჩემთვის უცხო ხარ, გოგონები ვართ მხოლოდ და მოდიხარ სახლში დაუკითხავად, ეს თავხედობაა- ავწიე ცალი წარბი - მე - ვა - სე - ბი ! - დამიმარცვლა სიტყვები - არაუშავს, გადაგევასები მალე- მოვბოდე რაღაც - რატომ?- დაინტერესდა ალეკო და შემომხედა, ბეჭედი შენ არ გიკეთია, ზნაჩიტ ქმარი არ გყავს და შეყვარებული არამგონია რომ გყავდეს, და რომც გყავდეს აქ არ გეყოლება, ძმასთან ერთდ ხარ ეგ უკვე ვიცი- მითხრა ნიშნის მოგებით. - ვინმეს უთქვამს შენთვის ? რომ საზიზღარი, ამაზრზენი და უზრდელი ტიპი ხარ?- ვეღარ შევიკავე თავი და ავფეთქდი - არა მაგრამ ეხლა მეცოდინება ჩემო დედოფალო, მიმიხუტა ახლოს და ხელი მაგრად მომიჭირა - გამიშვი, მეტკინა და წადი, მოვლენ ბიჭები და არ მინდა აქ იყო და საერთოდ აღარ გადმოხვიდე, ვერ გიტან ბოლო ბოლო შეიგნე და მიხვდი- ვლაპარკობდი დაძაბული, როცა ეზოში მანქანა შემოვიდა, ალეკომ როგორც კი დაინახა ბიჭები ხელი შემიშვა და გასასვლელისკენ წავიდა. ხელი დამიქნია და მომაძახა მესტუმრეთო. თავხედი, უზრდელი და უტიფარი - გავიფიქრე გულში და კბილები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე , უცებ მანქანიდან შაკო გადმოხტა და ჩემსკენ წამოვიდა, ბიწებიც უკან მოხვა და ყველას შაკომ დაასწრო ჩხუბი. - რა უნდოდა მაგ ..ვარს? - გაღიზიანებული იყო - არაფერი- მოკლლედ ვუპასუხე - არაფერი კიარა მაგას მოუ... დედის ..კს - დაიწყო ღრიალი - დაწტნარდი შაკო- გვერდუთ მოუდგა აჩი, აწე კარები დაკეტეთ ,კიდევ თუ შემოვა იცოდე მაგრად დაერხევა- გამაფრთხილა აჩიმ და შაკოზე მანიშნა, ვხვდებოდი რომ აჩი ყველაფერს ხვდებოდა და შაკოს გვერდიდან არ შორდებოდა, არვიცი მხარს უჭერდა თუ არა, არც ის ვიცი საქციელს რამდენად უწონებდა , მაგრამ აშკარა იყო რომ აჩი გვერდით ედგა მას და ცდილობდა როგორმე დახმარებოდა შაკოს, მაგრამ რისგან ეხმარებოდა და ათავისუფლებდა ამის პასუხი მეც არ მქონდა, ვიცოდი რომ რაღაცას გღძნობდა მაგრამ რას ზუსტად არვიცოდი და ამას ჩემს სახელს ვერ დავარქმევდი, ვერ ვიტყოდი რომ შაკოს ესე ყოფნის მიზეზი მე ვიყავი და არა სხვა ვინმე ან რამე. -ქეთო ჭკვიანად იყავი, არ მინდა ამ ახალ წელს და დასვენებას ჩხუბი, ვცდილობ შეგარგოთ და ჩვენც შევირგოთ, მინდა რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, ნუ მაიძულებ ვინმე შემომაკვდეს- მითხრა ჩემმა ძმამ მშვიდად, თავზე ხელი გადამისვა, მერე შაკოს გადახვია ხელი და ყველა ერთად სახლში შევიდა. სუფრა გავაწყვეთ, ყველა მაგიდას მივუჯექით და დალევა დავიწყეთ, მე ცოტას ვსვამდი რადგან მწენდა და არ მინდოდა რომ გავლეწილიყავი. ბიჭები კარგად სვამდნენ, არც გოგოები ჩამოუვარდებოდნენ, მხოლოდ ანა არ სვამდა, არ შემიძლიაო და უარესად გამხდისო მოიმიზეზა და თავი აარიდა დალევას. ბევრი ვიცინეთ იმ საღამოს, ბევრი ანეგდოტი თუ ამბავი მოვისმინეთ, ბავშვობას ვიხსნებდით და ვესიყვარულებოდით ერთმანეთს, არც შაკო იყო ნაკლებ დღეში, გამომხედავდა და ჰაროვან კოცნას გამომიგზავნიდა, საკმაოდ ბუნებრივად იქცეოდა და თითქოს ისევ დაგვითბა ურთიერთობა, ვიცოდი რომ ესეც იქნებოდა, რადგან არუნდოდა ჩემთან ცუდად ყოფნა მარტო იმიტომ რომ დათუნას და ვიყავი და ყველას ვუყვარდი, მიუხედავად იმისა რომ 20 წლის ვიყავი, გულუბრწყვილოს და მეამიტს მეძახდნენ, ყველა თავის დასავეთ აღმიწვამდა და მე ამით ისე ვამაყობდი , რომ არასდროს მითქვამს ერთი ძმა მყავს მეთქი. - ამ ჭიქით აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს- ფეხზე ადგა შაკო და სადღეგრძელო თქვა - რა არ აგიხდა შეჩ..ემა? - შეეკითხა დათუნამ და მე დავიძაბე, სიმთვრალეში არაფერი წამოცდეს თორე დღესვე მოვკვდებითთქო - იცი რა დათუ ?? - ახლოს მივიდა შაკო და ხელი გადახვია ჩემს ძმას- აი ადამიანის გარეშე რო ვერ სუნთქავ და რო ხვდები რომ მის გარეშე ცარიელი ხარ, აი იმას რო ვერ აისრულებ და რო ხვდები რომ არასდროს იქნება შენი- ეგ მტანჯავს- ამოიოხრა შაკომ - ფეხბურთელს არასდროს შეეძლო ბევრის დალევა და რომ არ ვსვამთ მაგრად მოგვეკიდა- ჩაეჩრა აჩი ლაპარაკში - და ვინარი ეგეთი მერე ? მოვაგვაროთ- შეაგულიანა დათუნამ - არ მოგვარდება - მოუჭრა შაკომ და ჭიქა მიიყუდა - მოუგვარებელი არაფერია, მარტო იმას არ ეშველება ვინც ამ ქვეყნიდან წავიდა- მხარზე ხელი დაადო დათუნამ და მაგრად აკოცა შაკოს. წინ რომ გავიხედე ანას თვალებს წავაწყდი, ეგრევე მიხვდა რაშიც იყო საქმე და თვალს არ მაშორებდა, გიორგი ეჯდა გვერდით და ვერც მანიშნებდა ვერაფერს რომ არავინ მიმხვდარიყო რამეს. შაკომ მაგიდას მოუარე და ჩემს გვერდით დაჯდა, ხელი გადამხვია და თავი დამადო - აუუ ამაზე მაგარი ქალი არსად არ დადის- თქვა შაკომ და თავზე ხელი გადამისვა, ისე დავიძაბე თითოეული ნაკვთი მტკიოდა - ბაზარი არაა- გადმოჯდა აჩიც ჩემსკენ და მანაც იგივე გაიმეორა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და აჩი რატომ აფარებდა ხელს მაგრამ ვიცოდი რომ ამას გამართლება აუცილებლად ექნებოდა -ჩემი ქეთუშა- მაგრად მაკოცა ლოყაზე შაკომ და აქედან აჩიმაც აუბა მხარე - მოკლედ, ყველას ჩემი და უყვარს და მე არავის - დაიბრიცა ჩემი ძმა და ამის დანახვაზე ყველას ხარხარი აგვიტყდა ფეხზე წამოვდექით და ყველამ ერთიანად თავზე დავახტით ჩემს ძმას, ლამის გაიგუდა იმდენი ვკოცნეთ. შემდეგ ბევრი ვიცეკვეთ, მანამდე არ დაამთავრეს სმა სანამ ბოლომდე არ გაითიშნენ და არ მიეყარნენ იატაკებზე. მე და ანამ ავდექით და დალაგება დავიწყეთ, ყველაფერი დავასუფთავეთ და ოთახში ავედით, ნინი და სალომე( მისი დაქალი) ძლივს ამოვიტანეთ და დავყარეთ ლოგინებზე. - ქეთი, შემოგიწვები ცოტა ხნით არ მეძინება- მითხრა ანამ. - გინდა რამე მკითხო ? - ვკითხე ანას და მისკენ შევტრიალდი - შენ თუ არ გინდა რომ მომიყვე არა- მითხრა და ლოყაზე მაკოცა - შენ გიოსთანაც ესეთი თბილი თუ ხარ, მოგიკლავს ეგ ბიჭი და ეგაა- ვუთხარი სიცილით და მეც ვაკოცე გემრიელად - ქეთ, უყვარხარ- მითხრა გადაწყვეტილად -საიდან მოიტანე ანა, რა სისულელეა- მივხვდი ვისზეც მეუბნებოდა - შენ თავს ვფიცავარ ეგრეა, პირველივე დღიდან ვხვდებოდი რომ სხვსნაირი დამოკიდებულება ქონდა და სულ ვაკვირდებოდი, გუშინაც მივხვდი ეგ რომ იყო მაგრამ ზუსტად არვიცოდი და არაფერი ვთქვი, ეხლა კი ზუსტად ვიცი რასაც ვიძახი- ჩამოაყალიბა ანამ - რაიცი ანა, შენ ისიც კი არ იცი როგორი ურთიერთობა გვქონდა ან საერთოდ რა მოხდა ჩვენ შორის - ვიცი, იმ დღეს აჩიმ ხო თქვა ბავშვობის ამბავი- გაიხსენა ანამ - კი მაგრამ ხომარ იცი რის გამო დავშორდით- ვკითხე მე - ხოდა ეხლა მითხარი- დაინტერესდა ანა - კარგი რა ან, მე 13 ის ვიყავი ის 12ის იყო, ბავშვები ვიყავით და არ მიყვარხარო მითხრა- მოკლედ მოვუყევი ანას - მაშინ რაიცოდა მაგან სიყვარული, შეიძლება უყვარდი კიდეც და ვერ მიხვდა მაგ ბატმა- გაეცინა ანას - შეიძლება მაგრამ მაგაზე ფიქრი გვიანია, ანა, ხომ იცი რომ არავისთან არუნდა წამოგცდეს?- ვკითხე ზედმეტად სერიოზულად -არ გჭირდება მაგის შეხსენება, ფრთხილად იყავი შენც არ დაგეტყოს გრძნობები- მითხრა და წარბები მაღლა აზიდა ანუკამ. დიდხანს ვილაპარაკეთ მე და ანამ და შემპირდა რომ არავის ეტყოდა, მჯეროდა ამ ბავშვის და ვიცოდი რომ მისი ბავშვობის მიუხედავად შემეძლო მასზე ნდობა და გულის გადაშლა. მეორე დღეს ფრთხილად ავდექი, ქვევით ჩავედი ძალიან ციოდა და ბუხრის დანთება მინდოდა, ბიჭების ოთახი გავიარე და ხმა გავიგე როგორ ახველებდა ვიღაც ძალიან მაგრად, გავჩერდი და მოვუსმინე, მეგონა მალე შეწყდებოდა მაგრამ არ გაჩერებულა, შემდეგ ოთახის კარი შევაღე და მძინარე დათუნა , გიო და აჩი დავინახე, ხველა კი აბაზანიდან გამოდიოდა, ფრთხილად მივედი და მივუკაკუნე - ზუკა შენ ხარ? კარგად ხარ?- ვკითხე დაბალი ხმით - ქეთ შაკო ვარ, ცუდად ვარ- გამომძახა მისუსტებული ხმით - გამიღე კარი- ვუთხარი სწრაფად და როგორც კი საკეტის ხმა გავიგე შევედი, შაკო იატაკზე იჯდა, სულ გაწითლებული იყო და გულს ერეოდა. მივედი თავი დავუჭირე და წყლით სახე მოვბანე, ცოტა ხანში დამშვიდდა. - ეხლა უკეთ ხარ?- ვკითხე და კარებისკენ წავედი - კი, სად მიდიხარ? - ბიჭებს ვეტყვი აფთიაქში წავიდნენ, აშკარად სიცხე გაქვს, თერმომეტრი და წამლები გვჭირდება - არარი საჭირო მართლა კარგად ვარ- თქვა და ადგომა სცადა მაგრამ ვერ მოახერხა და ისევ დაჯდა. მივედი და ძლივს ავაყენე, მხარზე ხელი გადამხვიე და გავიყვანე ოთახში, შესვლისთანავე ხმამაღლა დავიძახე - ბიჭებო, გაიღვიძეთ, შაკო ვერ გვყავს კარგად- გავაკეთე განცხადება და შაკოს თავის ლოგინამდე მივათრევდი. - რა ხდება ეე? - წამოყო აჩიმ თავი და რომ დაინახა შაკო " მიმქონდა" ეგრევე წამოფრინდა და მოვარდა, ხელი გადაახვევინა და ძლივს მიიყვანა საწოლამდე - რა ხდება შაკუნ?- თავი წამოყო დათუნამ და გიომ - მოიწამლა და სიცხეც აქვს, აფთიაქში წახვალთ? მე წავალ თუ გინდა მაგრამ არვიცი სად არის, მანამდე ამას მიხედეთ - არ დამტოვო რა, დარჩი გთხოვ- ამოიღნავლა შაკომ - მართალია, ჯობია ქეთი დარჩეს, მიდი ამოიცვით და გავიდეთ ჩვენ, რა მოვიტანოტ მანამდე დაწერე- მითხრა აჩიმ და თვალებში შემხედა - სიცხის დამწევი, თერმომეტრი და სპირტი, ბამბაც წამოაყოლეთ და ბინტი- ნელნელა ვაწყობდი აზრებს - დაჭრილი ვარ თუ სიცხე მაქვს - თქვა შაკომ და ყველას გაგვეცინა ბიჭები წავიდნენ, 1 საათი შაკოსთან ვიყავი,ხელს არ მიშვებდა და წყლის მოსატანადაც კი არ მიშვებდა, ცოტა ხანში ანამ გაიღვიძა და მესმოდა როგორ მეძებდა ოთახებში, გავძახე რომ შაკოსთან ვიყავი და იქ შემოვიდა, თავთან დაუჯდა და შაკოს გამხნევება დაიწყო - შააკუ, კარგად იქნეი შენ თავს ვფიცავარ, გუშინ ბევრი დალიე, თან აურიე შენ, ხოიცი რა მაგრად მევასები- ტრიპაჩობდა ანა რაზეც გულიანად გვეცინებოდა - ვიცი ანუ ვიცი, მაგრად მიყვარხარ ჩემი გიოშკას საცოლე ხარ შენ- უთხრა შაკუნამ და თავზე აკოცა ანას - შაა, რა ლამაზია არა ქეთი ? - შემობრუნდა ჩემსკენ ანუკა - ულამაზესი- მოკლედ უთხრა შაკომ. - მაგარი წყვილი ხართ თქვენ თავს ვფიცავარ- ფეხზე წამოხტა ანამ და ცეკვა დაიწყო - რეებს ბოდავ შენც სიცხე გაქვს მგონი- თვალები დავუბრიალე ანას - ამანაც იცის ? - სიცილი აუტყდა შაკოს - ამანაც? სხვამ ვინ იცის? - გაშტერებული ვუყურებდი - იცი შენ ვინც- თვალებში შემატყდა შაკუნა - აჩი?- კითხვა დავუსვი - კი - და რას ამბობს?- დავინტერესდით მე და ანა - აჩი არაფერს, რას უნდა ამბობდეს, ლექციები მიტარა, მარა ესმის ჩემი, არ მამართლებს მაგრამ ესმის- დააყოლა შაკომ. - ანუ აჩის ესმის და სხვა ვერ გაგიგებს?- ნამიოკი ჩაურტყა ანამ - შეიძლება სხვამაც გამიგოს, მაგრამ აჩის გამოუცდია ეგ და იცის რასაც ნიშნავს როცა მაგრად გტკივა- ხელი მომიჭირა შაკომ და მთელს ტანში სითბო ვიგრძენი მისი შეხებისას ბიჭები მალე მოვიდნენ, მე და ანა არ მოვშორებივართ, სიცხის დამწევი დავალევინე, ჩაის ვასმევდით ბევრს და სითხეებს, არ ვაყენებდით საწოლიდან, ყველანი იმ ოთახში ვიყავით, მარტო არ ვტოვებდით. საღამოს გამოვედით და ბიჭები დავტოვეთ, დათუნამ მითხრა ტელეფონს მიაქციე ყურადღება თუ რამე დაგირეკავ და ეგრევე მოდიო. გოგოებმა ვჭამეთ მივალაგეთ ქვემოთ სართული, ვითამაშეთ , გავერთეთ, თოვლში ვიგუნდავეთ გარეთ და სახლში გაყინულები შევედით. 2 საათი იყო ოთახში ვიყავი სოციალურ ქსელზე რაღაცებს ვათვალიერებდი დათუნამ ზარი რომ გამომიშვა, ეგრევე წამოვფრინდი და ოთახში შევედი, მაღალი სიცხე ჰქონდა შაკოს, დათუნა გავუშვი და ნემსი მოვატანინე, მანამდე ტაბლეტები დავალევინე , სპირტი წყალში გავაზავე და მთელს ტანზე ვუსმევდი, ისე ვნერვიულობდი სულ ოფლად დავიღვარე, მეშინოდა ესე რომ ვხედავდი და ტირილი მინდოდა მაგრამ ეხლა რომ მეტირა შემოვაკვდებოდი ამათ. თავი შევიკავე და ნემსი გავამზადე - არ გამიკეთო- სუსტად თქვა შაკომ - გააფრინე? მაღალი სიცხე გაქვს, გადაბრუნდი- ვუბრძნე შაკოს - მიტყდება - ამომხედა დარცხვენილმა - კაი შე..მა, სხვა ხო არაა რა გჭირს ხელი დაადო დათომ თავზე, მთელი ტანი სპირტში ამოგისვარა რა გიტყდება სულელო- თავზე აკოცა და ხელი დაუჭირა- თუ გეშინია ეგ სხვა საქმეა- სიცილი დაიწყო დათუნამ - დათუ დააკავე და დავარჭობ- ავყევი მეც. დათუნას შაკოს ხელი ეჭირა , ნემსი გავუკეთე და უკვე ნახევარ საათში კარგად იყო შაკო, ფეხზეც წამოდგა ცოტას გავივლიო თორე დავბრუ მეხვევაო. მალევე დაწვა, დათუნამ მითხრა გიო გადავა შენს ლოგინში და შენ აქ დაწექი მეშინია არ აუწიოს კიდეო. კარგი მეთქი და იმ ღამეს მე და გიომ ადგილები გავცვალეთ. ტკბილად მეძინა, ღამე ვიგრძენი ვიღაცამ როგორ გადამაფარა, ავხედე და შაკო იყო - როგორ ხარ?- ვკითხე ჩუმად - კარგად კარგად, დაიძინე მითხრა მზრუნველად და საბანი ჩამაფარა..! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.