შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

14 თებერვალი ( თავი 6)


3-08-2016, 03:06
ავტორი mashaa
ნანახია 1 254

სანდრო ბენდელიანი, 22 წლის. ჰყავს უფროსი ძმა ალექსანდრე, რომელიც დაოჯახებულია, პატარა ძმისშვილი ანასტასია 4 წლის.უმცროსი და ანა 20 წლის. 19 წლამდე ფეხბურთს აქტიურად
მისდევდა, თუმცა ტრამვის გამო იძულებული გახდა თავი დაენებებინა, მას შემდეგ მუშაობს ინჟინრად მამამისის სამშენებლო კომპანიაში.
იმ ღამით დარჩენა ვთხოვე.არ დაგვიძინია, აივანზე ვისხედით და ერთმანეთის შესახებ ვუყვებოდით.
რამდენიმე დღემ უინტერესოდ ჩაიარა. ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის გოგებს შევხვდებოდი ან სანდრო მომაკითხავდა და სადმე გავდიოდით ხოლმე.
თებერვალიც მიილია. ჩემები ჩამოვიდნენ სოფლიდან. აქვე დასრულდა ჩემი ვნებივრობაც.სწავლაც მეწყებოდა უკვე.მარტის პირველი კვირა იყო, ორშაბათი დღე, სასწავლებლიდან ვბრუნდებოდი,
სანდრომ მომაკითხა და პირდაპირ კაფეშიი წამიყვანა, საადაც მისი მეგობრები დამხვდნენ, დღემდე არავის ვიცნობდი მისიანებს, ვფიქრობდი რომ ამის დროც მოვიდოდი და თვითონვე დაგაწყვეტდა
ამას და აი დადგა ეს დღეც.
- გაიცანი ბაჩო, რატი, გიო, თამუნა და მაგდა ( სანდრო)
მომეწონა მათთან ყოფნა, კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. შემდეგ სახლში წამომიყვანა.გადიოდა დღეები და ვგრძნობდი რომ სანდროს უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი, სახლშიც
ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა დედაჩემს ჩემი უეცარი გადასხვაფერება, არაფერს მეკითხებოდა, მაგრამ ვხვდებოდი რომ აინტერესებდა.
- დეე რაღაც მინდა რომ გითხრა. მოკლედ შეყვარებული მყავს, კარგი ბიჭია, მასაც ვუყვარვარ
დედაჩემს კმაყოფილების ღიმილი შევატყვე< ალბათ ჩემი გულწრფელი აღსარება ესიამოვნა
- ვიცი შვილო, მე რას გამომაპარებ. მთავარია ბედნიერი იყო ( გადამეხვია და სამზარეულოში გავიდა)
- მამას ჯერ არ უთხრა
- არა არ ვეტყვი. ( ისე გაეღიმა, მივხვდი რომ მამაჩემმაც იცოდა უკვე)
საღამოს მაღაზიაში ჩასვლისას სადარბაზოში სანდროს ძმა და პატარა ანასტასია შემხვდნენ, ბაღიდან მოდიოდნენ სავარაუდოდ. ერთმანეთს მივესალმეთ, ალექსანდრემ ჩაიღიმა, აშკარა იყო რომ
სანდროს მონაყოლი ექნებოდა ჩემზე.გვიან სანდრომ დამირეკა და მითხრა რომ კვირის ბოლოს კოორპერაციული საღამო ჰქონდათ და საქმეების გამო ვერ მოახერხა გამოსვლა.
მეორე დღეს სასწავლებლიდან გოგოებტან ვაპირებდი შეხვედრას. შემდეგ სანდრომ გამომიარა და სახლამდე მიმიყვანა
- კვირას კოორპერაციულია და მინდა რომ ერთად წავიდეთ ( სანდრო)
- არამგონია კარგი აზრი იყოს. შენი მშობლები, ახლობლები, თანამშრომლები იქნებიან
- ძალიან კარგი აზრია, თან ჩემებსაც ახლოდან გაიცნობ. გინდა რომ ვიღაც სხვა ამომიდგეს გვერდით? ( სანდრო)
- აარავინ სხვა ( მკაცრად შევხედე) რა თქმა უნდა წამოვალ!
ჩაეცინა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მანქანიდან გადავედი.
შაბათი დღე იყო, ხვალ სანდროს გვერდით უნდა ვიდგე, ამიტომ სასწრაფოდ მოსაფიქრებელია როგორ უნდა გამოვიყურებოდე. დილიდანვე შემოვიკრიბე გოგოები, მათ შორის დედაჩემიც.
გავვარდით მაღაზიებში, საღამომდე მოვუნდით არჩევას, საბოლოოდ კმაყოფილნი დავბრუნდით შინ.
კვირა დღე. გვიან გავიღვიძე, აბაზანა მივიღემ ვისაუზმე. ამასობაში გოგოებიც მოვიდნენ. სანდრომ დამირეკა და მითხრა 6-ზე მზად იყავი გამოგივლიო. წინ მთელი 5 საათი მქონდა. როგორც იქნა მოვიდა 6-ც.გოგოებმა არაჩვეულებრივად იმუშავეს
ნუკი სამხატროზე სწავლობდა და ასეა თუ ისე მაკიაჟი კარგად გამოსდიოდა, თმაზე დედაჩემმა იზრუნა, ალესია კი ჭკუას მარიგებდა.კაბა მუხლს ოდნავ ქვევით, ტანზე მოყვანილი, შავ-თეთრში იყო, უკან ამოღებული.მაღლებზეც შევდექი და მზად ვიყავი,
სანდროც ზუსტად 6-ზე მოვიდა. დიდი თაიგულით შემეგება, კონპლიმენტიც მივიღე, მანქანის კარი გამიღო და წავედით.
- ნუ იქნები დაძაბული ( შემატყო, რომ ვნერვიულობდი)
- ვცდილობ ( გავუღიმე)
როგორც იქნა მივედით. სანდრომ ხელი ჩამჭიდა და დარბაზში შემიყვანა. შესვლისთანავე ვიგრძენი ადამიანების დაჟინებული მზერა. ყველას აინტერესებდა ალბათ, როოგორი შეიძლება ყოფილიყო სანდროს გოგო.პირველად ალექსანდრესთან მიმიყვანა.
- გაიცანი ჩემი ძმა ალექსანდრე და მისი მეუღლე ნინო ( სანდრო)
ბიჭებმა ცოტა ხნით დაგვტოვეს. ძალიან საყვარელი და უბრალო გოგო აღმოჩნდა ნინო.კონტაკტში ადვილად შემოვიდა, ცოტა გავხალისდი. ნინომ თავი ჩემკენ გადმოხარა და ჩამჩურჩულა
- სანდროს დედა გვიახლოვდება
მოგვიახლოვდა ელეგანტურად გამოწყობილი, საშუალო სიმაღლის ქალბანოტი.
- თქვენ ალბათ მარიამი?
- დიახ
- სასიამოვოა, ვიქტორია (რუსი ყოფილა, ახლა გასაგები იყო სანდრომ რატომაც შემარქვა მაშა :დ)
ბიჭებიც შემოგვიერთდნენ. სანდრომ მკაცრად გადახედა დედამისს, ვიქტორიამ სანდროს მხარზე დაადო ხელი და წავიდა.
- სასიამოვნო ქალბატონია დედაშენი ( სანდროს გადავუჩურჩულე)
პასუხი არ გაუცია, მხოლოდ გაიღიმა.სანდრომ სხვა მაგიდაზე გადამიყვანა, თითმის ყველა ახლობელს გააცნო ჩემი თავი. მამამისი ზაზა ძალიან თავაზიანი და მხიარული კაცი აღმოჩნდა.დარბაზში დაახლოებით 50-მდე კაცი იყო, თუმცა თვალწინ
სულ ერთიდაიგივე პიროვნებას ვამჩნევდი, რომელიც არ გვშორდებოდა. ვიღაც მაღალ, ქერა გოგო იყო, შემდეგ სანროს დედასთან გადაინაცვლა. ნინომ შეამჩნია თვალი როგორ გავაყოლე, ბიჭებს ბოდიში მოუხადა და აივანზე გამიყვანა.არვიცი, მაგრამ ნინოს
ძალიან დავუახლოვდი და ანალოგიურად თვითონაც.
- კარგი მშობლები ჰყოლია სანდროს (
- ზაზა ძან მაგარი ადამიანია, დედამისზე რა გითხრა ( ნინო)
- არ ჩანს ცუდი ქალი
- ხო რავიცი ( გაეღიმა, ცოტა ხანში ისევ გააგრძელა) მე არ მოვწონდი ალექსისთვის, რა არ გააკეთა რომ დავშორებოდით. თქვენს მეზობლადაც იმიტომ გამდოვედით, რომ ყველაფერში მავიწროვებდა, აღარ შემეძლო მეტი ( ნინო)
ერთბაშად მიაყარა, ეტყობოდა რომ არც მას ეხატებოდა დიდად.
- შენი აზრით ჩემზე რა იფიქრა? ( გავუღიმე )
- ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია სანდროს უყვარდე და არ გაგიშვას ხელი.(ნინო)
- გასაგებია( მივუხვდი ნინოს პასუხს) სანდროს კარგი ურთიერთობა აქვს მშობლებთან?
- ვიკასთან დაძაბული. იყო რაღაცეები, რაც არიცი, სანდრო თავად მოგიყვება ამაზე დარწმუნებული ვარ.(ნინო)
შევატყვე ნინოს რაღაცის თქმა უნდოდა ჩემთვის, მაგრამ თავს იკავებდა
- სანდროს ბევრი გოგო ჰყოლია ჩემამდე? ( ორივეს გაგვეღიმა)
- სიყვარულით მგონი არავინ ჰყვარებია, ისე რომ ოჯახისთვის გაეცნო და ასეთი სერიოზული სახე მიეცა ურთიერთობისთის, ანუ პირველი ხარ. არ ლაპარაკობს თავის პირადულზე, ძალიან იშვიათად (ნინო)
- სანდროს და რატომ არ არის?
- ამერიკაში სწავლობს, ვერ მოახერხა ჩამოსულიყო (ნინო)
უკვე შესვლას ვაპირებდით, როცა ის ქერა გოგო მოგვიახლოვდა. ნინოს გადაეხვია
- ნინო როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ?
- არამისავს, გმადლობ.
- სანდროს ვეძებდი, შიგნით არაა და ვიფიქრე აივანზე ხომ არ გასულათქო.( მზაკვრულად გადმომხედა)
- უი ხოო, გაიცანი სანდროს შეყვარებული მარიამი ( ნინო)
ორივემ გავუღმეთ ერთმანეთ
- კარგი ჩვენ წავალთ (ნინო)
შიგნით შევედით,ნინოზე კითხვა ვერ მოვასწარი, როცა დავინახე როგორ მივვარდა ის ქერა სანდროსთან და კისერზე ჩამოეკიდა. არაფერი შევიმჩნიე, ნინოს უკან გავყევი. მაგიდას მივუახლოვდით.



№1 სტუმარი Ketis

Xox wavida taciaoba da dadzabulibaaa au didi tavi rato ar dade??

 


№2 სტუმარი Ketis

Sad xar agar deb??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent