შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთევან ჩივაძე გამომყევი ცოლად (სრულად)


3-08-2016, 13:06
ავტორი sophiaa
ნანახია 5 045

მე ქეთა ჩივაძე ჩვეულებრივი გოგო ვარ, ჩვეულებრივი ცხოვრებით. არც მდიდარი ვარ, არც პოპულარული. ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობ მიმტანად. აგვისტოში 19 წლის ვხდები. თსუში ვსწავლობ.
-ქეთა ამანათი მოიტანეს შენთვის
ამანათი? საინტერრსოა ვინ გამომიგზავნა, მე არაფერი გამომიწერია და არც მიყიდია.
-გამარჯობათ ქეთევან ჩივაძე ხართ?
-დიახ მე ვარ
-აი ეს ყუთი გამომართვით და ხელი მომიწერეთ
ხელი მოვუწერე. ყუთი ძალიან დიდი აღმოჩნდა, გადაგდება დავაპირე მაგრამ გადავიფიქრე. სანამ ყუთს ვხსნიდი მობილურზე დაფარული ნომრით ვიღაცამ დამირეკა
-ქეთა მოგეწონა საჩუქარი?
ხმა იმდენად ბოხი და სასიამოვნო იყო რომ ჟრუანტელმა დამიარა.
-ვინ ბრძანდებით?
-ამას მნიშვნელობა აქვს? გთხოვ მალე გახსენი ყუთი
ყუთში ძალიან დიდი დათუნია იჯდა. ძალიან საყვარელი იყო
-დიდი მადლობა ძალიან საყვარელია მაგრამ რატომ გამომიგზავნეთ?
-იმიტომ რომ შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ. არ მკითხო ვინ ვარ, ამას მაშინ გაიგებ როდესაც დრო მოვა.
ბოხი ხმის პატრონმა ტელეფონი გამითიშა. ნეტავ ვინ იყო? ალბათ ნაცნიობია, იცის რა მქვია, სად ვმუშაობ ალბათ ნანახიც ვყავარ. სახლში ჩემი დათუნიით დაბნეული წავედი
-ქეთა შენ ხარ?
-კი მე ვარ დეე, ასე ადრე რატომ დაბრუნდი?
დედაჩემი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ქალია. მე და ჩემს დას აბსოლიტურად ყველაფერს გვისრულებს. 20 წლის და მყავს თეკლა ტყუპებივით გავიზარდეთ. თეკლა როდესაც 15 წლის იყო თავის კლასელს გაჰყვა ცოლად. ახლა 4 წლის უსაყვარლესი ბიჭუნა ყავს ანდრია. მისი მეუღლე ცოტნე კი ნარკომანია. მე და დედამ გადავწყვიტეთ რომ დედას ხელფასი მათთვის მიგვეცა. ამიტომ მე მუშაობის დაწყება მომიხდა.
-ქეთა დე მოდი ჭამე რა
-აუ დედიკო არ მშია, დავიღალე წავალ დავწვები რაა
მოვატყუე. დაღლილი საერთოდ არ ვარ, უბრალოდ მინდოდა დავწოლილიყავი და იმ უცნობზე მეფიქრა. მობილურზე მესიჯი მოვიდა
„ქეთ ძვირფასო, მინდა ტკბილი ძილი გისურვო, იმედია დათუნია მოგწონს, დამიჯერე ეს უბრალოდ დასაწყისია. ძილინებისა პატარავ“.
თან გაოცებული ვიყავი და თან ნასიამოვნები. იქნებ მანიაკია? ან პირიქით ძალიან კარგი ბიჭია? ჯანდაბას გადავწყვიტე მისთვის მესიჯი მიმეწერა
„დიდი მადლობა, დათუნია ძალიან მომეწონა. უბრალოდ ის არ მომწონს შენს ვინაობას რომ არ მიმხელ. იმედია მალე შევხვდებით ერთმანეთს და გაგიცნობ.ძილინებისა“
ძალიან მომწონს ეს იდუმალი თაყვანისმცემელი. მაგარი გრძნობაა. უცნობზე ფიქრში ჩამეძინა. მართლაც ისე ტკბილად მეძინა რომ კინაღამ სამსახურში დავაგვიანე.
-დედაა მაგვიანდებაა
-მოიცა ქეთა ყვავილები მოგართვეს.
მაგიდაზე ულამაზესი ღია ვარდისფერი ვარდების თაიგული დამხვდა. ზედ პატაა ბარათით
„ყველაზე ლამაზ გოგოს მსოფლიოში“
-ქეთა ვინ გიგზავნის ყვავილებს?
-არ ვიცი დეე
სახლიდან გიჟივით გამოვიქეცი. გზაში ლამის მანქანამ დამარტყა. ძლივს გადავრჩი. კიდევ კაი დღეს ქორწილი იყო ეს ძალიან მარტივია. მე მხოლოდ გაშლა მევალება. შუა სამუშაო პროცესში ვიყავი რლდესაც მობილურმა დამირეკა
-ქეთა ძალიან მანერვიულე. გთხოვ გზაზე რომ გადახვალ ფრთხილად იყავი.
-დამინახე?
-მე შენ ყოველთვის გხედავ პატარავ, აქეთ-იქით ნუ იხედები ვერ დამინახავ
-ვინ ხარ? გთხოვ მითხარი?
-ამის გაგება ასე ძალიან გინდა?
-რათქმაუნდა მინდა
-ცოტაც მოითმინე კარგი?
მითხრა და გათიშა. ღმერთო ჩემო ვინაა ეს? რა უნდა ჩემგან? დაბნეული ვმუშაობდი. საღამოს უფროსმა დამიძახა
-ქეთა საქმე მაქ შენთან
ჩემი უფროსი 30 წლის ბიჭია ლაშა ჰქვია. ძალიან მომეწონებოდა ცოლი რომ არ ყავდეს.
-რაღაც უნდა გთხოვო
-გისმენ ლაშა
-არ გინდა არ საღამოს სადმე გავისეირნოთ?
-ლაშა მაპატიე მაგრამ არ მცალია, ხომ იცი დღეს ქორწილია
-სამსახური მოიცლის, ქეთა მართლა მომწონხარ და მინდა უფრო დავახლოვდეთ
-არ გამოვა, მაპატიე მაგრამ მე არ მომწონხარ
ფუუ იდიოტი ეს. ჩემთან ურთიერთობა მოუნდა ბიჭს. ჯერ ის ვიღაც უცნობი არ მყოფნიდა ახლა ეს იდიოტი დამემატა. საღამომდე დრო ძალიან გაიწელა
-ქეთაა ვიღაც ბიჭი გკითხულობ, ასე თქვა მიხვდება ვინც ვარ
ის უცნობი ტიპი იქნება უეჭველი, სასწრაფოდ დარბაზისკენ წავედი. უეცრად კარებში მუქ ლურჯ მაისურში ჩაცმული ბიჭო გავიდა.დარწმუნებული ვარ ის იყო. მაგიდაზე წითელი ვარდები და კონვერტი იდო. კონვერტში წერილი დამხვდა
„პატარავ შენს უფროსს უთხარი დაწყნარდეს თორემ ისე ვცემ თავის სახელი არ ემახსოვრება. შენ ჩემი ხარ და არავის არ აქვს უფლება ზედმეტი გითხრას. იმედია ახალი საჩუქარი მოგეწონება და არ გამიბრაზდები, დროებით. მიყვარხარ“
ფურცელს შოკირებული ვუყურებდი. ვინ იყო ეს ბიჭი? რატომ არ მეუბნება ვინ არის? რა უნდა ჩემგან? არა აშკარად არ არის ნორმალური. შეუძლებელია ჩემნაირი გოგო მოსწონებოდა. არც ლამაზი ვარ, არც ქერა. უბრალო მუქთმიანი და მწვანეთვალება გოგო ვარ. სახლში მალევე წავედი. დედას ალბათ უნდა მოვუყვე რაც ხდება
-დედააა, დეე მოვედიი
-ქეთა რაღაც პატარა ყუთი და ლურჯი ვარდები მოგართვეს. შენს ოთახში შევიტანე. არ აპირებ მომიყვე ვინ გიგზავნის ამ საჩუქრებს?
-დედა დამიჯერე რომ ვიცოდე აუცილებლად გეტყოდი
ჩემს ოთახში შევედი. ულამაზესი ლურჯი ვარდები დამხვდა და ბანტით შეკრულო პატარა ყუთი. ყუთში ჩვეულებრივი გასაღები და ფურცელი იდო
„ქეთა ვიცი რომ გამიბრაზდები მაგრამ გთხოვ მიიღე ჩემგან ეს საჩუქარი. მისამართი ქვევით წერია. ძალიან გამიხარდება თუ იქ გნახავ, მიყვარხარ“
გამოვშტერდი. სრული სიტყვის მნიშვნელობით გამოვშტერდი. ვიღაც უცნობმა სახლი მაჩუქა. ღმერთო ოღონდ გავიგო ვინ არის. არ ვოცოდი რა მექნა ამიტომ ავდექი და იმ სახლში წავედი. ულამაზესი აღმოჩნდა. ძირითადად მუქ ფერებში. ასეთი ლამაზი სახლი ჯერ არსად მინახავს. მობილურის ხმაზე მივხვდი რომ ის რეკავდა
-ქეთა მოგეწონა?
-ძალიან, ძალიან მომეწონა უღრმესი მადლობა, ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებ
-იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ, თუ ამ საჩუქარს მიიღებდი რაღაც უნდა მეთქვა და თუ არ მიიღებდი თავს განებებდი
-რა უნდა გეთქვა?
-ქეთა მე შაკო მქვია, კარგად თუ დაფიქრდები გაგახსენდები. არაერთხელ შევხვდრილვართ ერთმანეთს. მოკლედ ახლა მისამართს მოგწერ თუ აქ მოხვალ ცოლობას გთხოვ
-რააა? მე შენ არ გიცნობ ცოლად როგორ გამოგყვე?
-დამიჯერე იმაზე კარგად მიცნობ ვიდრე წარმოგიდგენია. გადაწყვიტე კის მეტყვი თუ არას. დაიმახსოვრე ძალიან ძალიან მიყვარხარ ქეთა.
შაკო...... ვინ არის შაკო? თითქოს მახსენდებოდა მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებდი. გადავწყვიტე მივსულიყავი. ალბათ უარს ვეყტოდი. რესტორანი სახლთან ახლოს იყო. იქ რომ მივედი იქაურობა ვარდებით იყო მორთული. შეუძლებელია ეს სილამაზე აღწერო. დარბაზის შუაგულში კლასიკურად ჩაცმული ბიჭი იდგა. როგორც კი შევხედე მივხვდი........
2010 წლის აგვისტო. მაშინ 13 წლის ვიყავი და მშობლებთან ერთად ბათუმში ვისვენებდი. ჩვენს გვერდით ერთი ბიჭო ცხოვრობდა შაკო. 17 წლის იყო. საღამოობით ეზოში გავდიოდით და ჯოკერს ვთამაშობდით. იმდენად დავახლოვდით რომ ბოლოს სიყვარული ამიხსნა. ერთი თვე იქ ვიყავი. ძალიან მაგრად ვერთობოდით, ძალიან მიყვარდა და ძალიან ვუყვარდი. ბოლოს ისე მოხდა რომ თურქეთში მოუწია წასვლა საცხოვრებლად. ზუსტად 1 წელი 3 თვე და 16 დღე ვიყავით შეყვარებულები. ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი მისი წასვლა იყო. წავლის წინ შემხვდა და მითხრა
„ქეთა პირობას გაძლევ რპცა დავბრუნდები იქნება ეს 1 თვეში თუ 20 წელიწადში. აუცილებლად დავქორწინდებით, პირობას გაძლევ მე იქ იმდენ ფულს ვიშოვი რომ მე შენ და ჩვენმა შვილებმა მთელი ცხოვრება ბედნიერად ვიცხოვროთ“
მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ის კი დაბრუნდა და პირობა აასრულა. მისკენ წავედი ახლა ზუსტად ვიცოდი პასუხი
-ქეთევან ჩივაძე გამომყვები ცოლად?
მისი ხმა ისევ ისეთი იყო. როგორ ვერ ვიცანი ტელეფონში? ვერასდროს წარმოვისგწნდი თუ ის იქნებოდა
-თანახმა ვარ, შალვა კიკნაძე
მისკენ წავედი და მოვეხვიე. ახლა მივხვდი როგორ მომნატრებია ჩემი ბიჭი
-ისე მე შალვა კი არა შაკო ვარ
-ვერასდროს ვერ იტანდი მაგ სახელს
-შენ კი ქეთინოს რომ გეძახდი მაგას ვერ იტანდი
-აი ხომ ხედავ? შალვა და ქეთინო ერთად არიან. გახსოვს ერთმა მოხუცმა ქალმა გვითხრა თქვენ აუცილებლად დაქორწინდებით, ღმერთი თქვენს დაშორებას არ დაუშვებსო
-ჩემო ქეთა მართალი აღმოჩნდა ის მოხუცი, ძალიან ძალიან მიყვარხარ
-მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ



№1 სტუმარი o.k

Zgapruli siyvarulis istoriaaaaaa<3

 


№2  offline წევრი KGB

Dzalian banaluria
Argeckinos

 


№3  offline წევრი Hela

ვუიმე რა კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent