შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერეთელი (თავი მეორე)


5-08-2016, 11:24
ავტორი 5th Angel
ნანახია 2 711

წერეთელი (თავი მეორე)
მონატრება დროითი კი არა სივრცითი ფენომენია,შესაძლოა ადამიანი მთელი თვე ვერ ნახო,მაგრამ თუკი ის სადმე წავა და მასთან შეხვედრის ალბათობა ნულს გაუტოლდება,პირველივე დღეს მოგენატრება.
***
გუშინდელ წვიმასთან შედარებით, მეორე დღეს კარგი ამინდი იყო.
ნაცივარი,განაცრისფერებული ღრუბლები სადღაც გამქრალიყვნენ.
ოთახში ვიყავი.
სურათებს ვათვალიერებდი..
მე და ნიკუშა.
ნიკუშა და მე.
ჩვენ, და მონატრებული შავი სობრანიე..
სიგარეტი გავხსენი. ერთი ღერი ამოვაძვრინე და კვლავ გადავეშვი უსასრულობის მორევში..
მონატრებაზე საშინელი არაფერია..
თურმე, სიგარეტი კი არა, მონატრება კლავს!
***
აუზის ამბის მერე, გაშტერებული დავდიოდი.
ვერ ვიჯერებდი, რაც წერეთელმა მითხრა.. გოგოებს რო მოვუყევი, თქვენზე პელე წყვილი არ იქნებაო, მითხრეს.
გავგიჟდი.
ავიფოფრე.
ხო იცით, გოგოების ამბავი.
თან მეშინოდა, არც ვიცი რისი..
მერე სალუკას დაბადების დღე იყო, არჩვაძესი.
სრულწლოვანი ხდებოდა იმ დღეს და გადაწყვიტა გრანდიოზულად აეღნიშნა.. ყველა დაგვპატიჟა, სამეგობრო და იმის იქითაც.
საერთო წრე გვყავდა მეთქი, ამათზე ვთქვი. რა თქმა უნდა, ნიკაც და დანარჩენებიც მოვიდოდნენ.
ვიცოდი..
თან მინდოდა წასვლა, თან არა.
ბოლოს გოგოებმა დამითანხმეს. საჩუქარი ავარჩიეთ და სალუკასთან წავედით.
ყველა ერთად..
წერეთელიც იქ იყო, და მისი შავი სობრანიეც.
როგორც კი თვალი მოვკარი, უხერხულობისგან მთლად ავჭარხლდი.
ჩემსკენ მოდიოდა..
დავიძაბე.
მოვიდა. ლოყაზე მაკოცა.
ძაან ლამაზი ხარ-ო, მითხრა. უარესად გავწითლდი. მერე შეამჩნია და წითელი სახეც გიხდებაო.
დამცინა.
გავბრაზდი. მერე ვაჩემ დაუძახა და გავიდა..
მაგიდას მივუჯექით ყველა.. ვსვამდით, ვერთობოდით.
ნიკა ჩემს წინ იჯდა. თვალს არ მაშორებდა. არც მას აშორებდნენ გოგოები თვალს.
მერე ვიღაც გოგოსთან დაიწყო ცეკვა. ამაზე საერთოდ ავიშალე. ტვინში სისხლმა ამასხა. ხარხარის და სიცილ-კისკისის გაგონებისას.
ფეხზე ავდექი და გასვლას ვაპირებდი უკვე. მაჯაში რო მწვდა.
-გამიშვი, მტკივა!
შევუღრინე.
-რა იყო, პრინცესა, ხო არ ეჭვიანობ?
თმაზე ნაზად მომეფერა.
უარყოფას და სისულელეების ტლიკინს, აზრი არ ქონდა.
ხელი გამიშვი-თქო, ვუთხარი და გარეთ გავედი.
გამომყვა!
სკამზე ჩამოვჯექი, ისიც მოვიდა.
რა გინდა-მეთქი, სასხვათაშორისოდ ვკითხე.
ჩემი პრინცესა, ჩემთან უნდა იყოსო, მითხრა და ჩამეხუტა. ეს იყო და ეს..
უკვე გაფრენილი მქონდა მეც, და მაგასაც..
***
იმ დღის მერე ერთად ვიყავით. მე და წერეთელი. მთელი თბილისი ჩვენზე ლაპარაკობდა.
ჭორები დადიოდა, სასწაული!
ზოგს მოვწონდი, ზოგი მლანძღავდა. შურიან ადამიანებს რა დალევს..
ვმწარდებოდი და ნერვები მეშლებოდა, მარა ნიკუშა მეუბნებოდა, ყველა დაიკიდე, მიყვარხარ და ამას ვერავინ წაგვართმევსო.
და მეც ვლბებოდი ხოლმე..
მიყვარდა, ვუყვარდი და ესეც გვყოფნიდა. ყველანაირი გადამეტების გარეშე!
***
29 სექტემბერს დაბადების დღე მქონდა.
წინა ღამით მოვიდა. ჩამოდიო, მითხრა და მეც სწრაფად ჩავექანე ეზოში.
ჯიპს მიყუდებულიყო, სობრანიეს ეწეოდა.
სათვალეები ეკეთა, და მე რო ვაჩუქე ის საათი.
სუნი ქონდა, სასწაული! ჰერმესი ესხა, და ჰერმესის მაისური ეცვა..
ჰერმესის ბიჭი იყო. უკაცრავად!
ჰერმესის კი არა, ჩემი.
შემეშალა.
სწრაფად გავექანე და ისე ჩავეხუტე, მეგონა გავჭყლიტავდი.
მერე მანქანაში ჩავჯექით.
-ჩემი საოცრება ხარ!
მითხრა და ხელი მომიჭირა. გავუღიმე, თავი არაჩვეულებრივად ვიგრძენი.
-შენ ჩემი, მარტო ჩემი..
ლოყაზე ვაკოცე.
-მასწავლე რა!
მუდარით სავსე თვალებით ვუთხარი.
გამომხედა.
გაეცინა.
ისევ გაიხედა.
მეგონა არაო, მეტყოდა.
მანქანა გააჩერა. გადმოვიდა.
დაჯექიო, მითხრა და გვერდით მომიჯდა.
იმ დღეს სასწაულად ვგრძნობდი თავს. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ყველაზე!
***
-ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!
***
იმ ღამეს, საქმე მაქვსო, მითხრა და სახლში დამტოვა. მეწყინა. არაფერი ვუთხარი.
არმინდოდა მისი ზედმეტად შეწუხება. ისედაც სულ ჩემთან იყო..
ნერვებმოშლილი ავედი სახლში. დედაჩემმა რა იყო შვილო, ხო კარგად ხარო..
ოთახში შევედი და ანის დავურეკე.
-ჩემ დაბადების დღეზე აქ არ იქნება.
მოწყენილმა ვუთხარი.
-კაი რა, ისედაც სუ შენთან არაა? იქნებ რა საქმე აქვს..
-მე ვარ ყველაზე დიდი საქმე!
ვუპასუხე და ტელეფონი დავკიდე..
ღამის თორმეტ საათზე, გრუხუნის ხმამ გამაღვიძა.
აივანზე გავვარდი და ლამის, იქვე მომეკეცა ფეხები. იმდენი ფოიერვერკი იყო, ყველა ერთმანეთზე ლამაზი.
"გილოცავ პრინცესა, მიყვარხარ"
ქვემოთ ნიკა იდგა. დემე, ვაჩე, დათუნა და რამდენიმე ბიჭი.
მუხლები მომეკეცა, ვეღარაფერს ვგრძნობდი.
გავვარდი, რაც მეცვა იმით, არც დამიხედავს.
ჩავეხუტე, და ვაკოცე.
მაშინ ვაკცოე პირველად, რადგან მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ვუყვარდი და სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა!
სულში იყო, გულს ასაზრდოვებდა.
მერე ბიჭებმაც მომილოცეს.
-დაგვიქალდა რძალი!
სიცილით თქვა დემემ და ჩამეხუტა.
გავიცინე.
მთელი უბანი და ჩვენ!
ზოგი ვიდეოებს იღებდა, ზოგი ბედნიერი სახით იდგა აივანზე.
მერე..
მერე იყო შოკი!
-გილოცავ, ჩემო პრინცესა! სულ მწვანეზე გეაროს-ო.
მითხრა ნიკამ და სადარბაზოსთან თეთრი რეინჯ როვერი მოცურდა. ზუსტად ნიკასნაირი, ოღონდ თეთრი.
აი აქ, უკვე მართლა გავჭედე.
ხელები პირზე ავიფარე და სიხარულისგან ბოლო ხმაზე მოვრთე ტირილი.
-კაი დამშვიდდი პატარავ, თუ ასე იტირებდი სულა არ მოვიდოდიო.
სიცილით მითხრა.
არაფერი მესმოდა.
მარტო ვგრძნობდი, სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას!
ისევ ჩავეხუტე, ოღონდ ახლა სულ სხვანაირად. ვგრძნობდი რომ გულები ერთად ფეთქავდნენ. და ეს მიხაროდა..



***
მადლობა ყველას! love



№1  offline წევრი ალექსისი

მადლობა შენ გული გამითბე ამ პატარა და სიყვარულით სავსე ისტორიით <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaimee ra sayverlebi ariaaan <3

 


№3  offline წევრი SillyGirl

თბილი და ტკბილი ისტორიაა
რაღაცნაირად წერ სასიამოვნოდ
და მომწონს წაკითხვა
ველი შემდეგ თავს <3

 


№4  offline წევრი mimimimo

ტკბილი იყო.

 


№5  offline წევრი tatushki1995

Dzalian tbili tavi iyoo kargia ese gaagrdzele

 


№6  offline წევრი 5th Angel

მადლობა ყველას, ბავშვებო. მიყვარხართ! love

 


№7  offline წევრი (((end)))

დროზეეე დადე შემდეგი თავი,თორე მოგკლავვვვ wink ჩათვალე,რომ შენი ერთგული მკითხველი გავხდიი love

 


№8  offline წევრი 5th Angel

nia12nia
დროზეეე დადე შემდეგი თავი,თორე მოგკლავვვვ wink ჩათვალე,რომ შენი ერთგული მკითხველი გავხდიი love


მადლობა დიდი! დაწერილი მაქვს უკვე, ავტვირთავ ხვალ, აუცილებლად. love

 


№9  offline წევრი isterichka123

Kaia gaagrdzele

 


№10  offline წევრი Mogwai.

ძალიან ძალიან მაგარი იყო.. ძალიან მომწონს სიუჟეტი და თვითონ შენი წერის სტილიც.
პერსონაჟებზე აღარაფერს ვამბობ.
ნიცა და ნიკა, ძალიან უხდებიან ერთმანეთს.
ყოჩაღ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent