შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის შეთქმულება -5, 6-


5-08-2016, 18:25
ავტორი sopiko
ნანახია 1 759

[თავი 5 და თავი 6]
პოლიციელიები დანაშაულის ადგილას ჯერ კიდევ ტრიალებენ. მათთვის რაიმეს კითხვას აზრი არ აქვს. კონფიდენციალურობის დაცვა მათ საქმიანობაში უმთავრესია, მაგრამ აი, ცნობისმოყვარე გამვლელი კი შესანიშნავი კანდიდატურაა. ერთი მელოტი კაცი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრულ არეს დატრიალებს. სისხლის გუბე მიწაზე გადათხაპნილია. ეტყობა სისხლისგან დაიცალა და ამით გარდაიცვალა. კაცთან მივდივარ და თვალით ვანიშნებ, რომ არაფერი თქვას. გვერდით გამომყავს და ისიც კითხვებს მაყრის.
-რა მოხდა? დავაშავე რამე? მე.. უბრალოდ ვუყურებდი.-ხელებს იქნევს ის თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
-არაფერი დაგიშავებია. მეც ერთი ჩვეულებრივი გამვლელი ვარ.-ვამშვიდებ აღელვებულს.-მაინტერესებს მოკლულის მანქანა სადაა?
-ა, მანქანა?-დაძაბული გამომეტყველება უქრება კაცს.-მოშორებითაა. მისი შემოწმება უკვე დაასრულეს პოლიციელებმა.
-ძალიან კარგი. შეიძლება ვნახო?
-ყვითელი ლენტი იქაურობასაც შემოახვიეს, მაგრამ ჯერჯერობით მანქანას არავინ ყარაულობს. აქეთ შეგროვილი იყო ხალხი. ცენტრიდანაც მოაწყდნენ და იმ პოლიციელებმაც აქ გადმოინაცვლეს.-მიხსნის ის.
-კარგი, მადლობა.-მადლობას ვუხდი და წასასვლელად ვემზადები.
-მეც რომ წამოვიდე, შეიძლება?-მადევნებს კაცი.
-წამოდი.-უარი რომ ვუთხრა, დაეჭვდება და შეიძლება პოლიციელებთანაც ჩამიშვას, ამიტომ ვეთანხმები.
გურამის ვერცხლისფერი ტოიოტა ხის ქვეშ აყენია. ყვითელი ლენტის ქვეშ ვძვრები, ახალი ნაცნობი კი იქიდან მიყურებს. მანქანა ჩაკეტილი არაა. ამ მკვლელობას აშკარად არ ეკიდებიან ისე, როგორც მნიშვნელოვანს. იტყვიან, რომ მკველი ვერ იპოვეს და საქმეს დახურავენ. იქნებ მე შევძლო ამისთვის ხელის შეშლა? ყოველ შემთხვევაში უნდა ვეცადო.
მაგნიტოფონის ქვეშ რომ პატარაა უჯრაა, ვაღებ და შიგნით ხელს ვაფათურებ. გარედან უფრო დიდი ჩანს, არადა როგორი პატარაა. შიგნით არაფერი დევს ან პოლიციელები რას დატოვებდნენ. ის-ის არის უჯრის დახურვას ვაპირებ, რომ თითში რაღაც მერჭობა. ხელს უჯრიდან ვიღებ და ნატკენ თითს ვათვალიერებ. გამიფხაჭნია, მაგრამ რით? უჯრას კვლავ ვუსმევ თითს და მილიმეტრებით ამობურცულ ადგილს ფრჩხილებით ზემოთ ვწევ. ევრიკა! ესეც შენი პატარა უჯრა. თურმე მისი ძირი მეორე უჯრის დასაფარებელი ყოფილა. თითი რომ არ გამფხაჭნოდა, ვერაფერს შევამჩნევდი, რადგან ხელის გასმით არაფერი იგრძნობა, უჯრა კი ბოლომდე გარეთ არ გამოდის.
ქაღალდში გახვეულ შეკვრას ვიღებ და მასზე შემოხვეული თასმის გახსნის შემდეგ სახტად ვრჩები. ხელში ეფის სურათები მიჭირავს. რა თქმა უნდა, ჩარჩოების გარეშე. ეს რიღას ნიშანია? ქურდი გურამი იყო? შეიძლება უკან დაბრუნების შემდეგ მითვალთვალებდა კიდეც.
ამ კაცს რა უნდოდა ჩემს სახლში? მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ იქნებ ეფი იცნობდა? ამის ზუსტად თქმა არ შემიძლია. ლიანა რომ ცოცხალი იყოს, მასთან წავიდოდი და ვკითხავდი. აბსულუტურად ყველაფერი იცოდა ეფის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ ეს მხოლოდ სურვილია. მე გურამს მადლობაც კი გადავუხადე... შევწუხდი, როცა გავიგე, რომ მოკვდა... რა უკუღმართია მთელი ეს ცხოვრება! ახლა რომ შემეძლოს, ცემაში ამოვხდიდი სულს და მაინც ვათქმევინებდი, თუ სადაა ეფი და რა უნდოდა მისგან, მაგრამ მკვდარია... იმ ქვეყნად გამექცა, თუმცა არა საკუთარი ნებით. ვიღაცას არ უნდოდა, რომ სიმართლე გამეგო. გურამისთან პირდაპირი ისრითაა დაკავშირებული ლილიანა. ისაა ყველაფრის სათავეში? ეს მშიშარა და გულუბრყვილო ქალი? თუ თავი მომაჩვენა, ვითომ ასეთი იყო? *უკნა! მე კი ნდობაზე ვლაპარაკობდი... რა მარაზმია!
-რაიმე ნახეთ? ახლავე შევატყობინოთ პოლიციელეებს.-ჩემს ხელში ‘’ნადავლს’’ რომ ხედავს კაცი, უხარია და პოლიციელებთან გაქცევამდე არაფერი უკლია. მე ხომ სამართალდამცველები გეგმაში არ მყავდა. ამ სულელს რა მოვუხერხო?
-არა, არ არის საჭირო. უბრალო ფოტოებია.-მანქანიდან გადმოვდივარ და კარებ ვაჯახუნებ.
-მაგრამ მათ თქვეს, რომ გამომძიებლებს ყველაფერი გამოადგებათ.-აშკარად არ ელოდა ის ჩემს ასეთ პასუხს.
-მეც გამომძიებელი ვარ და ვიცი, რომ ეს არაფერში გამოადგებათ.-დამაჯერებლად ვცრუობ, ფოტოების შეკვრას კი მალულად ვაგდებ მანქანის ქვეშ.-წავიდეთ.
კაცი ჭოჭმანით მთანხმდება და ორივე მთავარი გზისკენ ვიღებთ გეზს.
-საფულე!-შუა გზაში ჯიბეს ვისინჯავ და ვყვირი.-მგონი იქ, სადღაც საფულე დამივარდა.
-მანქანასთან? რომ ნახონ, მიხვდებიან, თქვენ რომ იქ იყავით. თქვენ ხომ არ იტყვით, რომ მეც გახლდით თან?-შემცბარი მეკითხება კაცი. აჰა, ეშინია. ეს კარგია.
-ნუ გეშინიათ. მე წავალ და საფულეს მოვიტან. თქვენ სახლში წადით.
-დიდად პატივსაცემი პიროვნება ბრძანდებით! დიდი მადლობა.-მეგობრულად მიღიმის ის და ბანცალით მიდის წინ.
მანქანასთან ვბრუნდები და სურათებს მიწიდან ვიღებ. ზუსტად ის ფოტოებია, რომლებიც კედელზე მეკიდა. შეცდომა დაუშვებელია. უკან გამობრუნებას ვაპირებ, კისერზე რაღაც ცივს რომ ვგრძნობ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს რაღაც პისტოლეტის ლულაა, რომელიც სიკვდილს მიქადის.
-მომეცი ფოტოები.-სულ სხვანაირი, უფრო დაბოხებული ხმით ბრძანებს ‘’ცნობისმოყვარე გამვლელი’’ და ის რომაა, ამას იმ ადეკოლონის სურნელით ვხვდები, პერანგის საყელოზე რომ აქვს მისხურებული.
-კარგი მსახიობი ხარ.-კბილების ღრჭიალით ვაძლევ ფოტოებს და ვფიქრობ, რგოორ უნდა დავიხსნა თავი. მე ეფის ვჭირდები. ის მელოდება. არ მაქვს უფლება, ასე უბრალოდ მოვკვდე.
-გმადლობ.-როხროხებს ის და ხელს მკრავს, წინ წადიო.-უკან გამოხედვა არ გაბედო, თორემ გესვრი. იარე.
მის ბრძანებას ამჯერადაც ვასრულებ. სულ მალე შავ ჯიპს ვხედავ და ვხვდები, რომ ეს ავტომობილი ‘’კარგ მსახიობს’’ ეკუთვნის. მანქანიდან ორი შავნიღაბიანი კაცი გადმოდის. მანქანაში მტენიან, მელოტი კი საჭესთან ჯდება.
-აბა, ნახვამდის უთხარი სიცოცხლეს.-მხიარულად მეუბნება და მანქანას ძრავს.

მცირეხნიანი მგზავრობის შემდეგ ბნელ, ნესტაინ სარდაფში ვყოფ თავს. ერთ ფანჯარასაც კი ვერ ნახავ აქ. ბიჭი, რომელსაც ჩემი ხელები უჭირავს და სარდაფის სიღრმეში შეყვავარ, დიდად ღონიერი არ ჩანს. წინაამღდეგობის გაწევა რომ მ,ოვინდომო, გვერდით მოვისვრი, მაგრამ გარეთ მეორე დამხვდება, მერე ვინ იცის, კიდევ რამდენი დგას მოშორებით და მოკლედ აჯობებს ჯერჯერობით დავემორჩილო. სიბნელე გვეხმარება, რომ სინათლე ვიპოვოთ. ხოდა მეც რამეს მოვიფიქრებ.
სკამზე მორჩილად ვჯდები, ბიჭი კი ხელებს მის საზურგეზე მიბამს. მწარედ მეცინება. თურმე ეფი ცდებოდა. ადამიანის ამოცნობა სულ არ შემიძლია. ამავე დროს თავს რომ ვარწმუნებდი, ადამიანებს ენდე_მეთქი, სისულელე ყოფილა. აგერ ვენდე და ყულფშიც ჩემივე შეცდომის გამო გავყავი თავი.
-ახლა რას მიპირებთ?-სანამ გავიდოდეს, ბიჭს ვეკითხები.
-ეს მე არ ვიცი. უფროსი მოიფიქრებს.-ბურტყუნებს ის.
-მოიფიქრებს? მის მოფიქრებაზეა ის საკითხი, მე მოვკვდები თუ ვიცოცხლებ?-ყბა მეჭიმება.-გამიშვით. ჩემს საძებნელად არავინ მოვა, ეს მე უნდა ვიპოვო სხვა.
-ალბათ იმ ლამაზ ქალს გულისხმობ, არა? ქერა თმა რომ აქვს და სვირინგი წვიმის წვეთების.
-შენ საიდან იცი, ჰა? შენ საიდან იცნობ ეფის? თქვე ნ*******ო, რა უქენით ეფის? ვგრძნობდი, რომ ასე ახლოს იყო... ვგრძნობდი... ვგრძნობდი...-ხელებს ისეთი სიძლიერით ვიქნევ, რომ სკამი ყირავდება და მეც იატაკზე ვვარდები.-ა********! გაუშვით ეფი... მე ხომ აქ ვარ! გაუშვით!
-დამშვიდდი, დამშვიდდი... შენი ეფი ცოცხალია!-საზიზღრად ხარხარებს ბიჭი.-თუ დაგვეხმარები, აუცილებლად გავუშვებთ, თუმცა არ ვიცი, რამდენად საღსალამათს...
-არ გაცოცხლებთ! მოგკლავთ!-ღრიალს ვაგრძელებ, მაგრამ უცებ ვხვდები, რომ ამით ვერაფერს მივაღწევ.-გთხოვთ, გაუშვით... მე ყველაფერზე თანახმა ვარ.
ყველაფერზე თანახმა ვარ... ყველაფერზე... ერთი რაღაცის გარდა... იმას ვერ დავუშვებ, რომ ერთხელ მაინც არ ვნახო ეფი... ოჰ, რამდენი რამე მინდა ვუთხრა... გულში უნდა ჩავიკრა და პატიება ვთხოვო... იმასაც შევეხვეწები, რომ არ დამივიწყოს... რომ მუდამ ვახსოვდე... და კიდევ იცით, რას? რომ სინათლე უჩემოდ ეძებოს. თვალები ცრემლებით მევსება. პირველად ვტირი ათი წლის შემდეგ. არც მაშინ ამტირებია, ეფი რომ დაიკარგა, რადგან მჯეროდა, რომ ვიპოვიდი და მერე დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიცხოვრებდით ბედნიერად, ახლა კი არჩევანი უნდა გავაკეთო... ან მე, ან ის! და ეს არჩევანი როგორც ძალიან მარტივი, ისე ძალიან რთულია...
-ხოდა კითხვებზე გვიპასუხე.-ქუხილივით გაისმის სარდაფში მელოტის სიტყვები. ცრემლებს მუჭებით ვიწმენდ და ძალაგამოცლილი, დანებებული თვალს თვალში ვუყრი მას.
-შენი ცოლის, ეფის მეგობარი ლიანა მებონიძე იყო, ხო?
-დიახ.
კაცი სკამს იდგამს და ჩემ წინ ჯდება.
თავი დაკითხვაზე მგონია.
-ამ ქალმა, როგორც ვიცი, თავი მოიკლა.
-დიახ.
-მისი ცხედარი იპოვეს?
-ვერა, მხოლოდ მისი კაბა, რომელიც იმ დღეს ეცვა. კაბაზე მისი სისხლი იყო. ეს ექსპერტებმა დაამტკიცეს. სისხლდენა სანამ წყალში ჩახტებოდა, სავარაუდოდ მანამდე დაემართა.
-გასაგებია. თუ იცი, მისი ქმარი სადაა ახლა?
-ქმარი? მას ქმარი არ ჰყავდა.-მიკვირს, მაგრამ ემოციებს ვეღარ გამოვხატავ.
-კარგი, საყვარელი.
-საყვარელი თუ ჰყავდა, ესეც არ ვიცოდი.
-მჯერა. რატომღაც შენი მჯერა.-გულმოწყალედ მიღიმის.-ეფის ეცოდინებოდა, არა?
-კი, ეფიმ ყველაფერი იცოდა... არა, არ ეცოდინებოდა!-ვიაზრებ, რატომ მეკითხება ამას და მაშინვე ვცვლი პასუხს.
-წადი და უთხარი იმ მწვანეთვალებას, რომ მისმა ძვირფასმა ქმარმა ის თქვა, რასაც დიდის ამბით უარყოფს.-გვერდით მდგომ ბიჭს ეუბნება მელოტი და ისიც მყის გადის ვიწრო დერეფნით.
-არა, ეს ასე არ არის... დაუძახე! შემოაბრუნე!-კვლავ ვლამობ სკამიდან ადგომას, მაგრამ არაფერი გამომდის.
ეფი, არ მაპატიო...
შენს ქმარს არასდროს აპატიო ის, რაც მის გამო გადაიტანე!
-აღარაფერზე გიპასუხებთ. მორჩა. ჩემგან ვეღარაფერს გაიგებთ.-ამით ვცდილობ მის დაშინებას.
-აღარაფერი მაინტერესებს.-სარკატულად ამბობს ის და სარდაფიდან გადის.
გამომიყენა. აღარ ვჭირდები. ეფისაც ამგვარადვე მოექცევა, როცა კი ის ალაპარაკდება. იქნებ ასე მაინც გადარჩეს ეფი? რა სისულელეა! ტყუილი იმედები! ეფის ისინი ცოცხლად არ გაუშვებენ... არავითარ შემთხვევაში.
მე ის ვიპოვე და ახლა უნდა ვიხსნა!

-6-
-საპირფარეშოში მინდა.-ვბურდღუნებ სარდაფში შემობრუნებული ბიჭის გასაგონად.
-კამფეტებიც ხომ არ გინდა?-დაცინვით მეპასუხება ის.
-ვერ შევიკავებ. ფსიტის სუნი ძალიან მოგწონს?-სახეს ვჭყანავ, რომ მასზე შესაბამისი გავლენა მოვახდინო.
-წავალ, ვკითხავ.-კარისკენ იძვრება.
-იმასაც ხომ არ ეკითხები, წყალი მინდა და უნდა დავლიოო?-ვცდილობ მის წაქეზებას.
-გაჩუმდი.-თვალებს მიბრიალებს. რაღაცაზეა ნაწყენი უფროსზე. ეს დამეხმარება. ადვილად შევაცდენ.
-ა, შენ ხომ მისი გეშინია... ბოდიში.-მიბმულ ხელებს, როგორც შემიძლია, მაღლა ვწევ.
-აეთრიე და ვნახოთ, ვის ვისი ეშინია.-თოკებს მიხსნის და ფეხზე მაყენებს.-იარე.
დიდი სიამოვნებით მივაბიჯებ, გასვლისას კი იდაყვს ვიქნევ და ყბაში ვარტყამ. ზუსტად ასე მქონდა გამიზნული. ახლა ხმამაღლა ყვირილსაც ვეღარ შეძლებს, რადგან სავარაუდოდ ყბის ძვალი გაებზარა და ტკივილი ყველაფერს დაჯაბნის.
-ვნახოთ.-მის გასაგონად ვამბობ და ოდნავ გამოღებული კარებიდან ვიხედები. ბედმა გამიღიმა, ეს რომ შემოვიდა. საკუთარი თავისთვის უნდოდა რაღაცების დამტკიცება და აი, რა მიიღო. არა უშავს, სამაგიეროდ მისდა უნებურად კეთილი საქმე გააკეთა. ეფი სადღაც აქ უნდა იყოს. ის ბიჭი რომ გავიდა, მელოტმა რაღაც რომ დააბარა ეფისთან, მალე შემობრუნდა. ძალიან მალე. არც ძრავის დაქოქვის ხმა გამიგია. კედელს მიკრული ნელ-ნელა გვერდით მივცოცავ და ბოლოს ხეებს ვაფარებ თავს.
-სად უნდა იყოს... სად უნდა იყოს...-ვბუტბუტებ და სწორედ ამ დროს ვხედავ პირბადიან ქალს, რომელიც საბარგულის ფანჯრიდან შემომცქერის და ხელებს მინას ურტყამს.
-ეფი!-ამდენი ხნის მერე პირველად ვეძახი მას და გასაქცევად ვემზადები, მაგრამ მანქანა იძვრება და წინ იჭრება.
-არა! ეფი!-ახლა უკვე ვღრიალებ, ღრიალი კი ტირილში გადამდის. ვხედავ, როგორ გამორბიან ჩემკენ ვიღაცები და თანახმა ვარ, რაც უნდათ, ის მიქნან... მაგრამ ეფი? ის შველას მთხოვდა. არა, ამას ასე ვერ დავტოვებ. მაქვს შესაძლებლობა, რომ სინათლე დავაბრუნო. მზის სხივი ჩემს ცხოვრებამდე ისევ მოვაწვდინო. საპირისპირო მხარეს გავრბივარ. ფეხებში ხან რა მედება, ხან რა. ხელებით ვიშორებ ხეების ტოტებს. ფილტვები ქოშინისგან მტკივა, მაგრამ არ ვჩერდები. უკნიდან ბალახების გათელვის ხმა აღარ მესმის, მაგრამ მაინც ვერ გავრისკავ. შესაძლებელია სადმე იყვნენ ჩაფასაფრებულები.
ვიპოვე და დავკარგე! ეს უკვე მეორედ!
მესამედ ყველაფერი დასრულდება!
და დასასრული აუცილებლად ბედნიერი იქნება!

მუხლები რომ მეკეცება და ერთი ნაბიჯის გადადგმაც აღარ შემიძლია, ვჩერდები და საღი გონებით ვცდილობ სიტუაციაში გარკვევას. ისინი აუცილებლად მომძებნიან. არ დაუშვებენ, რომ მე მათ გეგმებს ხელი შევუშალო. არ შევარჩენ იმას, რაც გააკეთეს. ეფის თითოეული ცრემლისთვის ვაზღვევინებ. ისეთ დღეში ჩავაგდებ ყოველ მათგანს, რომ შემეხვეწებიან, მოგვკალიო. სულ რომ სამუდამო პატიმრობისთვის განწირული გავხდე, სულ რომ ჩამოხრჩობა და დახვრეტა მომესაჯოს, ამას მაინც გავაკეთებ, რადგან ყოველთვის, როცა ეფი ატირდება და მეტყვის, ის დღეები გამახსენდაო, მე ჩავიხუტო და იმით დავამშვიდო, რომ იმ ადამიანებმა უარესი განიცადეს. რომ მიხვდნენ, რამხელა შეცდომა დაუშვეს, მას რომ ხელი დააკარეს, მაგრამ მანამდე... მანამდე დიდი ბრძოლა გაჩაღდება... ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამ ბრძოლაში მე უნდა გავიმარჯვო.
ფოტოები იმედგაცრუებულმა გამომართვა იმ მელოტმა, ესე იგი ეგონა სხვა რაღაც აღმოვაჩინე. მაინც რა? ჩარჩოები უკვე გურამის მკვლელის ხელშია. ანუ ორი ადამიანი ეძებს იმას, რაც რომელიღაცაში იყო. სურათები ისედაც გვედო სახლის სხვადასხვა კუთხეში, უბრალოდ ეფის გაუჩინარების მერე მე ერთად მოვაგროვე. არასდროს ამომიღია ფოტოები ჩარჩოდან. ვთქვათ, ეფის სურათის უკან კიდევ რაღაც იდო... რაიმე საბუთი ან თუნდაც პატარა ფლეშკა... ყველაფერი შესაძლებელია. აი, რას ეძებდნენ ჩემს სახლში. გურამი მელოტის კაცი არ ყოფილა, რადგან ის, რაც იპოვა, ფურცელაძემ თავის დამქირავებელს მისცა. ისმება კითხვა: ვინაა ეს დამქირავებელი? ლილიანა? არა, ისიც ეფისავით გაქრა, ისიც ვიღაცამ გააქრო... ან შეეშინდა და იმიტომ დატოვა სახლი. მოხუცის ამბავიც არაა მთლად სარწმუნო. როგორ თუ ამ სახლში დიდი ხანია არავინ ცხოვრობს? იქნებ ლილიანაც ჩემსავით შემთხვევით აღმოჩნდა იქ? იქნებ იმ ღამით კიდევ რაღაც მოხდა?
ფიქრები უფრო მღლის. გზაზე გავდივარ და ქალაქისკენ მიმავალ მანქანას ხელს ვუქნევ. ბედი მიღიმებს და ავტომობილი ჩემს ფეხებთან ჩერდება.
ეფი ცოცხალია!
მეც ცოცხალი ვარ!
და შეგვიძლია ვიცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად!
აი, რის გააზრებამ მომიტანა შვება...
ეს ხდება ჩემი სტიმული და ძალა იმისთვის, რომ შეგვიძლია შეგვძლებიად ვაქციო.
...გვიან ღამით, როგორც კი დათი ჩემს სახლს ტოვებს, მაშინვე ვიწყებ მზადებას ხვალინდელი დღისთვის. ხვალ თბილისის ყველა სასტუმრო უნდა მოვიარო, რომლებიც ჩვენს სახლთან ახლოსაა და 99 ნომერი შევამოწმო. მჯერა, რომ რომელიმეში ან ეფი იქნება, ან ისეთი რამ, რითაც ეფის ვიპოვი.
საწოლში ვწვები და თვალებს ვხუჭავ. ვცდილობ წარმოვიდგინო ის კადრი, ეფი რომ დავინახე და გავაშეშო. აი, ფანჯარას მოკრული ის... შიშით და სიხარულით გადიდრონებული თვალები.. სიყვარულით სავსე მზერა... მინას მოჭ....ტილი გრძელი თითები... უფრო მეტი შემართებით ვივსები, რათა წარმოდგენებში არ ვტკბებოდე მისი ნახვით... ის ჩემთან უნდა იყოს ყოველ განთიადს და დაღამებისას... ჩემთან უნდა იყოს სხეულითაც, გულითაც და სულითაც...
იქნება! აუცილებლად იქნება!...

უკვე სამ სასტუმროში ვიყავი და სამივემ იმედი გამიცრუა. ორიღა დამრჩა. როგორ მინდა უფრო მეტი იყოს, რომ დიდი შანსი მქონდეს მისი პოვნის. უიმედობას იმედგაცრუება მირჩევნია. მირჩევნია იმედით ვკვდებოდე, ვიდრე უიმედობით. მეჩვენება, რომ ეფიც მანქანაში ზის, ჩემ გვერდით და მამხნევებს. მეუბნება რომ ცოტაც და ვიპოვი. ცოტაც და ერთად ვიქნებით. მისკენ არ ვიხედები, რადგან ვიცი, გაქრება. მისი ხმა კი ის მანათობელი ბურთია, მულტფილმებში მთავარ გმირებს მშველელად რომ მოევლინებათ ხოლმე.
სასტუმროს ადმინისტრატორთან მივდივარ და ვეკითხები, ოთხმოცდამეცხრამეტე ნომერი დაკავებულია თუ არა. მისი თქმით ეს ნომერი თავისუფალია და შემიძლია დავიკავო. ოთახის დათვალიერებას ვთხოვ და ისიც პერსონალთან ერთად მეშვიდე სართულზე მიშვებს.
ჩვეულებრივი ოთახია. ფანჯრებზე თეთრი ფარდებია ჩამოფარებული. კედელთან საწოლი დგას ლამაზი, ლურჯი გადასაფარებლით, მის მოპირდაპირე მხარეს კი პლაზმური ტელევოზირია ჩამოკიდული. პატარა ტუმბოები, ცისფერი ხალიჩა და სააბაზანოში შესასვლელი კარები, ისეთი არაფერია, რომ ეჭვი გამიჩნდეს. თანმხლებ ბიჭს ვითხოვ და ტუმბოების უჯრებს ვაღებ. ვეჭვობ, აქაც ორმაგი უჯრის მაგალითი განმეორდება, მაგრამ ამათი ზედაპირი სრულიად სწორია და უჯრაც ბოლომდე იწევა წინ. მაშ, რა შეიძლება იყოს? სააბაზანოშიც შევდივარ, ტელევიზორის უკანაც ვიხედები, მაგრამ არაფერია... ვერაფერს ვპოულობ.
იგივე მეორდება მეხუთე სასტუმროშიც.
თავჩაქინდრული სასტუმროდან გამოსვლას ვაპირებ, შემოსასვლელთან ვიღაც რომ მაჩერებს. ახალგაზრდა გოგონაა. დამლაგებლის სამოსი აცვია.
-აი, ეს იმ ქალმა გამომატანა.-მარჯვენა მხარეს მახედებს, მაგრამ იქ აღარავინ დგას. გოგონაც ოცდება, მაგრამ მხრებს იჩეჩს, ხელში რაღაც ფურცელს მაჩეჩებს და ჩემი თვალთახედვიდან ქრება.
-მოიცადე.-ვცდილობ მის შეჩერებას, მაგრამ უკვე გვიანია.
აკურატულად დაკეცილ ფურცელს ვშლი და წერილს სულმოუთქმელად ვკითხულობ:
‘’მცდარ გზას ადგახარ, კოსტა... ასე გეძახდა ეფი, ხო? ის იმათ ჰყავთ. სასტუმროში რა გესაქმება? ამ სისულელეებს თავი ანებე... ეფი შენ გელოდება! თბილისის ზღვაზე წადი, გაუქმებული კაფე რომაა ‘’დელფინი’’, იქ მიდი და ყველაფერს გაიგებ.’’
‘’ეს მახეა!’’-მიელებს გონებაში, მაგრამ მე ხომ იმედგაცრუება მერჩივნა უიმედობას...
ხოდა თბილისის ზღვაზე მივდივარ.


^^^
ანუ ახლა რა ხდება... :დ
გუშინ დილის ცხრა საათზე დავდე მეხუთე თავი, მაგრამ საიტი განახლდა თუ რაღაც და ამ განახლების პროცესში რამდენიმე ისტორია წაიშალა, მათ შორის ჩემიც. გარკვეული დრო იდო და შეიძლება ვინმემ მოასწრო კიდეც წაკითხვა, მაგრამ დღეს მაინც ესეც დავდე და კიდევ პლიუს ერთი თავიც... ფაქტობრივად შემდეგი უკვე დასასრული იქნება და თქვენც დაისვენებთ და მეც! აღარც დაბნეულები იქნებით...
ახლა ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს, თქვენი შეფასებაა და კიდევ ის, თუ რა პასუხებს გამცემთ ჩემს კითხვებზე... ანდაც ერთი თეორემა ჩამოაყალიბეთ, თუ რა ამბავი ტრიალებს ამ ვაი დეტექტივში :დ
1. როგორ ფიქრობთ, ის ბიჭი, რომლის დახმარებითაც კოსტა გამოიქცა, მართლა ასეთი დებილი იყო თუ განგებ მისცა გაპარვის შანსი კოსტას?
2. დათისა და ლიკოზე რას ფიქრობთ?
3. თქვენი აზრით, სად გაქრა ლილიანა? იმ დღის მერე არ გამოჩენილა.
4. ვინ არის ის მეორე ''კაცი'', ვინც ის იპოვა, რაც ჩარჩოში იყო?
5. ვინ მიწერა წერილი კოსტას?
6. რატომ არ აღმოჩნდა ეფი არც ერთ სასტუმროში?
სულ ესაა!
უბრალოდ ძალიან უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kostas werili lianam mica ase mgonia.imedia bolo tavshi gagvarkvev yvelafershi
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Klio

ლიანასგანაა წერილი რომელიც გადარჩა ასევე ის კაციც ლიანას მოგზავნილი იყო ვინც ფოტოები მოიპარა ჩარჩოიანად, სავარაუდოდ ის კაცი კოსტას გამტაცებლებმა მოკლეს.. დათი და თავისი ცოლი რაღაცას მალავენ.. ეფი არც უნდა ყოფილიყო სასტუმროში ეს სავარაუდოდ ლიანას თავშესაფარი უფრო იყო ან შეიძლება ლიკასგან მიიღო გაფრთხილება კოსტამ.. ახლა ავირიე და მგონია, რომ მელრე ადამიანი ვინც ამ საქმეშა ჩრთული ლიანას ქმარია და ისიც ეებს ეფის ლიანასთან ერთად... და ის წერილი ახლა უკვე ლიკასი მგონია..

ჰო ბიჭს რაც შეეხება ის ჩემი აზრით მეორე კაცის მხარესაა ანუ აქ ჩანერგილი ჯაშუშია..

 


№3  offline წევრი Ignifex

გამიხარდა რომ დაგინახე :D
ხოო...
არაფერია გამორიცხული. რაღაც მომენტში ლიკოშიც მეპარება ეჭვი,ლიანაშიც,ყველაში,მოკლედ.
სანამ არ გვეტყვი რა ხდება,არაფერი გვეშველება :D
გელი ❤

 


№4  offline მოდერი ლილიანა

დაღლილი ვარ,მაგრამ ისრ მაინტერესებდა წაუკითხავად ვერ დავიძინებდი.ძალიან კარგად წერ დეტექტივებს,ყოჩაღ.კითხვრბს ახლა ვერ ვუპასუხებ ამდენს ვეღარ ქაჩავს ტვინი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline მოდერი sopiko

La-Na
Kostas werili lianam mica ase mgonia.imedia bolo tavshi gagvarkvev yvelafershi

ჰმ, სწორად მსჯელობ feel
Klio
ლიანასგანაა წერილი რომელიც გადარჩა ასევე ის კაციც ლიანას მოგზავნილი იყო ვინც ფოტოები მოიპარა ჩარჩოიანად, სავარაუდოდ ის კაცი კოსტას გამტაცებლებმა მოკლეს.. დათი და თავისი ცოლი რაღაცას მალავენ.. ეფი არც უნდა ყოფილიყო სასტუმროში ეს სავარაუდოდ ლიანას თავშესაფარი უფრო იყო ან შეიძლება ლიკასგან მიიღო გაფრთხილება კოსტამ.. ახლა ავირიე და მგონია, რომ მელრე ადამიანი ვინც ამ საქმეშა ჩრთული ლიანას ქმარია და ისიც ეებს ეფის ლიანასთან ერთად... და ის წერილი ახლა უკვე ლიკასი მგონია..

ჰო ბიჭს რაც შეეხება ის ჩემი აზრით მეორე კაცის მხარესაა ანუ აქ ჩანერგილი ჯაშუშია..

რაღაცები შეესაბამება სიმართლეს, რაღაცები არა...
ვნახოოთ lol
Ignifex
გამიხარდა რომ დაგინახე :D
ხოო...
არაფერია გამორიცხული. რაღაც მომენტში ლიკოშიც მეპარება ეჭვი,ლიანაშიც,ყველაში,მოკლედ.
სანამ არ გვეტყვი რა ხდება,არაფერი გვეშველება :D
გელი ❤

რა ეჭვიანი ხარ, გოო? :დდდ
ქეთი, მახარებ love
ლილიანა
დაღლილი ვარ,მაგრამ ისრ მაინტერესებდა წაუკითხავად ვერ დავიძინებდი.ძალიან კარგად წერ დეტექტივებს,ყოჩაღ.კითხვრბს ახლა ვერ ვუპასუხებ ამდენს ვეღარ ქაჩავს ტვინი

გმადლობ, ლილი love
არა უშავს, რომ დავასრულებ, მერე მითხარი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent