წერეთელი (თავი მეოთხე)
წერეთელი (თავი მეოთხე) როცა გიყვარს, აღმოაჩენ საკუთარ თავში ისეთ სიმდიდრეს, იმდენ სინაზეს და ალერსს, არც კი გჯერა რომ ასეთი სიყვარული შეგიძლია. *** ივნისი მთავრდებოდა. ნიკამ რო გამოიარა, ჩამოდი მომენატრეო. ორი დღე არ მყავდა ნანახი და გიჟს ვგავდი. ჩავედი. შევახტი და ლამის სული შევუხუთე, ისე ვუჭერდი ხელებს. -თუ დამახრჩობ აღარ გეყოლები! სიცილით მითხრა ნიკამ. -ერთი კვირა თავისუფალი ვარ-ბედნიერმა დაქოქა მანქანა.-მე, შენ დემემ და ანიმ ჩემთან რო გავგაზოთ წყნეთის აგარაკზე, არ გინდა? -აუ, რა კარგი იქნება! სასმელები და რაღაცეები ვიყიდოთ. დავეთანხმე. -ხო, პროსტა შენ არ დალევ. წარბ აწეულმა შევხედე. -კაი ხო, რას მებღვრიები, ერთ ჭიქას დაგალევინებ. დამცინოდა. -ტვალეტში რო შევიდე, ეგეც შენ ხო არ გკითხო? ტუჩები გავბუსხე. - აბა რა-ჩაეცინა.-უჩემოდ არ უნდა შეხვიდე! წარბები ეშმაკურად აათამაშა. -ოხ წერეთელი, რა სულ მაგაზე ფიქრობ შენ.. თავში ფაქიზად წამოვარტყი. -შენ გვერდით სხვა რაზე ვიფიქრო აბა, ყიფშიძე! მაცდურად თქვა და ფეხზე ხელი მომიჭირა. ისეთი იყო, ყოველი გაღიმების დროს, თავიდან მიყვარდებოდა.. *** -აუ რა ძერსკი მყავხარ, ტოო.. მაგარი იქნება! -ხო, თან ვიცოდი, რო გევასებოდა, სპეციალურად გავაჩალიჩე ეგრე.. -ძმა ხარ ნიკუშ, ძმა! ხელი მხარზე დაარტყა დემემ. -რამდენი ბოთლი ჰენესი წამოვიღო?! რეინჯ-როვერი გუდვილთან გაჩერდა. -რამდენიც მანქანაში დაეტევა.. ხელით საბარგულზე ანიშნა. გიჟი ხარ წერეთელოო, მიაძახა ამაღლობელმა და მანქანიდან გადავიდა. *** სიყვარული გულუბრყვილო ნაკადულია, რომელიც მოლის ყვავილების და კენჭების მიერ გაკეთებულ სიცარიელეზე მიჩხრიალებს, მაგრამ აი ის ღელე მდინარედ იქცევა, თავის ბუნებას და სახეს იცვლის ყოველი ახალი შენაკადის შემდეგ, ბოლოს უსაზღვრო ოკეანეს ერთვის, სადაც უსრულო ჭკუის ადამიანები მხოლოდ ერთფეროვნებას ხედავენ ხოლო დიდი სულის ადამიანები, დაუსრულებელ ჭვრეტაში არიან ჩაფლული. *** -ვინები მივდივართ? -მე შენ, დემე და ნიკუშა. ვუპასუხე და ჩემოდანში ბოლო ნივთი ჩავდე. -კაია, გავერთობით ცოტას! თქვა ანიმ და მანქანიდან გადავიდა. თხუთმეტ წუთში ისევ თეთრ რეინჯ-როვერში იჯდა. -რა ხარ ასეთი სწრაფი! სიცილით ვუთხარი. -ერთ სულიერს კი არ ვგავარ.. საკუთარ თავზე მიმითითა და მუსიკას ბოლო ხმაზე აუწია. ცეკვა დაიწყო. მეც მას მივბაძე, ცალი ხელით საჭეს ვმართავდი, ცალით ვცეკვავდი. ტელეფონზე ნიკამ დამირეკა. მანქანა დატოვე და ჩემით წავიდეთო. დიდხანს კი ვეწუწუნე, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა. - რა გოიმი ხარ, გეთქვა ჩემით წამოვალ-თქო. ყველაფერზე ასე მალე დათანხმება შეიძლება? ვახ.. - კაი რაა, რა მნიშვნელობა აქვს. ისე, საწყალი შენი შეყვარებული.. სიცილით ვუთხარი და თავში წამოსული ხელი სწრაფად ავირიდე. *** -შენ თმის დავარცხნა არ გასწავლეს? -რას ერჩი ჩემ თმას ტოო. ესეთი მაქვს და რა ვქნა. ნიცა რა უნდა შენ დაქალს? მიხედე რა. ნიკას და ნიცას ეცინებოდათ. ანი გაბრაზებული იჯდა უკანა სავარძელზე. -შენ მასწავლი ეხლა, როგორ მივხედო ჩემ თავს! -დიახაც, გასწავლი და დაიმახსოვრე. ორივე უკიდურესად შორს იჯდა ერთმანეთისგან. ერთს ტუჩები ქონდა გაბუსხული, მეორე წარბებშეკრული აბოლებდა რვა ნომერ კენტს. -დავიხრჩვი, თუ შეიძლება გადააგდე, ან გადადი და ისე მოწიე! -სწერვა! ჩაილაპარაკა დემეტრემ და სიგარეტის კვამლი პირდაპირ სახეზე მიაბოლა. -სხვა დროს დაიმახსოვრებ, როგორ უნდა მელაპარაკო! -თავხედს და უზრდელს ვაბშე რატო უნდა ველაპარაკო, ამიხსნი? -აუ გააჩუმე ესენი რა! ვედრებით სავსე თვალებით შეხედა ნიცამ წერეთელს. ნიკას ეცინებოდა, მაგრამ იცოდა ძმაკაცის ამბავი. ერთი ეშმაკურად გადახედა ნიცას, და ნიცამაც წამში დაწვა, რაც ხდებოდა. ორივე იცინოდა, უკანა მგზავრები კი მთელი გზა ერთმანეთს ჭამდნენ.. ყიფშიძემ იცოდა საკუთარი დაქალის სიამაყის ამბავი, იცოდა, და ეშინოდა იმის, რომ სიყვარულისთვის ამაყი იყო, და ეს პრობლემებს შეუქმნიდა. ზედმეტად ამაყიც, კი! იქ ამბავი იყო, დედა შვილს ვერ იპოვნიდა. პირველივე დღესვე ისე დათვრნენ, საკუთარ ოთახებს ვეღარ აგნებდნენ. ნიკამ ყველაზე მეტად მიყვარხარო, სიცოცხლეს მირჩევნიხარ და სულ ჩემთან უნდა იყოო. ნიცასაც მეტი რა უნდოდა, დაფრინავდა მეცხრე ცაზე. დემეტრე ხანდახან წაიუხეშებდა ხოლმე ხმალაძის მიმართებაში. მერე გაუვლიდა და ისეთ რამეს ეტყოდა, ანიც რაღაცნაირად ექცეოდა, გაურკვევლად. -აუ რამე ვქნათ,რა. წუწუნებდა ნია და ცარიელ და ახალ ქილებს, აქეთ-იქით დაარბენინებდა. -ხო რა, რძალო! მართალია ბოვშვი. ჩაიხარხარა დემემ. -ნეტა რა გეშველებათ, ან ერთს და ან მეორეს. -შენ რო არ ჩაგვაშხამო რამე, არა? დემეტრემ წარბები შეჭმუხა. -არა! არ დათმო ხმალაძემ. -აუ კარგით რა, პატარა ბავშვებივით რატო იქცევით,ტოო.. ნიკამ მე გამომხედა. თვალი ჩავუკარი. -წითელი ყვითელი შავი, გინდათ? -კაი რა რძალო, ჭკვიანი ბოვში მეგონე. ვგავარ ეხლა მე, ბაღის მოსწავლეს? -რატო, ძაან კაი იდეაა. ოღონდ დაგასწარით, მე წესებს ვცვლი! წითელი არის კოცნა, ყვითელი არის გარტყმა, შავი იყოს კოცნა და გარტყმა, ოღონდ ტრაკზე! და ლურჯი ტუჩებში კოცნაო. -ტრაკზე და ტუჩებში არა იქ, ვერაა ეს. თვალები დაუქაჩა ნიცამ. ნიკას გაეცინა. -თორე არ დამირტყია რა,*ლეზე ! ავხურდი. ფერები შემეცვალა. დემეტრეს თვალი ჩაუკრა. ხმალაძემ გააპროტესტა, მაგრამ მერე ნიცაც დათანხმდა და სამი ერთზე რას გააწყობდა?! *** პირველი ნიცა იყო. -ბრისლი მიაუ? -ბრისლი. -ბრისლი მიაუ? -მიაუ. -წითელი, ყვითელი შავი? -წითელი. ვუპასუხე. -დემეს აკოცე.-თქვა ნიკამ.-ლოყაზე..-დააყოლა. დემემ გაიცინა, რა გაეჭვიანებს ო და რო ვაკოცე, საყვარლად მიჩქმიტა. რა საყვარელი რძალუკა მყავსო. ნიკას ჩავეხუტე. ხომ არაფერი, მაგრამ თავს ისე ბედნიერად ვგრძნობდი. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.. პირველად ცხოვრებაში.. მიხაროდა რომ ისინი მყავდა, და მიხაროდა რომ ბედნიერად ვატარებდი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წუთებს! იცით? ბევრს ნიშნავს, როდესაც ის, რასაც მთელი ცხოვრება ოცნებობდით, აგისრულდა. თან ლამაზი ზღაპარივით. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ზღაპარში კი არა, რეალობაში ვიყავი.. მერე დემე იყო. ანი და დემე.. მე და ნიკუშამ ჩავაწყვეთ.. ლურჯიო, რო თქვა დემემ, ხმალაძე სულ მთლად გაწითლდა. ალბათ რო მდგარიყო, წაიქცეოდა. ბიჭისთვის ტუჩებში კი არა, შეყვარებულიც არასდროს ყოლია. არადა გოგო იყო, საოცრება. ათასჯერ მჯობდა. ოღონდ ხასიათით ვერა.(იცინის) -ოპაა.. მე და ნიკამ ერთდროულად გადავიხარხარეთ. -ჰმ, დდდდმმმ... ფილმის საუნდტრეკს გააჯავრა ნიკამ. -შანსი არ არი, არ ვაკოცებ ამას. თავი გააქნია ხმალაძემ. -შენ ვინ გეკითხება რო? ისეთი თვალებით შემომხედა, მეგონა იქვე მომკლავდა. -დროზეთ ეხლა ჰე, დაღამდა. მხარი ამიბა წერეთელმა. დემეტრე ოდნავ გვერძე მიიწია, ისე ნელა და ფაქიზად აკოცა, თავი მართლა ზღაპარში მეგონა. ვიცოდი ხმალაძეს რაც დაემართებოდა. სულ აწითლდა, აჭარხლდა. მე და ნიკამ ხმამაღალი შეძახილებით გავავსეთ იაქურობა. -თანამედროვე რომეო და ჯულიეტა! სიცილით ვთქვი. -მაგ საცოდაობას ნუ მადარებ! სიცილით მითხრა ანიმ და სახეზე ფერები გადაუვიდა. შემდეგი ნიკა იყო. შავიო და რა თქმა უნდა მე ვიყავი.. მე და ნიკუშა. აი, სად დამერხა-თქო და მოვემზადე სიკვდილისთვის. -აუ კაი რა ნიკუშ, გთხოვ! ტუჩები საყვარლად ავათამაშე. -გადაიკუზე, შენით გირჩევნია. სიცილით მითხრა. რა გზა მქონდა. იმხელა დამარტყა, მარცხენა ფეხს ვეღარ ვამოძრავებდი. მერე არ გაკოცებთქო და ჩქარა, თუ არ გინდა ღამე უარესი გიქნაო. ლოყაზე უნდა მეკოცნა, თავი სწრაფად გამოწია და ტუჩებზე შემეხო. მესიამოვნა. -ოპა,ოპა! კაით ეხლა, ჩემი თევზებისთვის პორნოს ყურება აკრძალულია! თქვა დემემ და აკვარიუმს ხელი ააფარა. ყველას გაგვეცინა. ნიკას თავი დავადე და თმებზე დამიწყო მოფერება. გავირინდე, თავი უსასრულობაში მეგონა, და იმის იქეთაც! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.