ჯანდაბა (9)
-ხმას დაუწიე!-მშვიდათ ვუთხარი და წარბებ აწეულმა მივაჩერდი. -სულ გაგიჟდი? რანაირად იქცევი საერთოდ? მთელი ღამე მასთან იყავი არა? -დამიყვირა. -ვალდებული არვარ რამე აგიხსნა!-გავბრაზდი მეც.-ნუ გავიწყდება,რომ ჩემს სახლში ხარ! -ფეხებზე სად ვარ! იმ პიდ@რასტ მაიმუნს კიდევ, მოვუვლი. ნახავ! ახვ@რი! არამზადა!-ბრაზისგან სახე აუწითლდა.მეგონა სუნთქვას შეწყვეტდა.- ნ@ბიჭვარი! ერთხელ კიდევ თუ მოგიახლოვდება, გეფიცები... -რა?-დავუყვირე-თუ მომიახლოვდება რა, ნიკოლოზ? -ნახავ რასაც ვიზამ!-ზიზღით ამათვალიერა.გასასვლელისკენ გაბრუნდა,ალბათ გავიდოდა,მე უკვე ვერაფერს ვარჩევდი.თვალები დამებინდა და ყველაფერი ერთმმანეთში აითქვიფა.ვგრძნობდი თითები,როგორ მეკრუნჩხებოდა და მთელი სხეული ნელ-ნელა იჭიმებოდა.მეგონა ორად გავიხლიჩებოდა.კბილებით ტუჩს ვიკვნეტდი ტკივილის გასაძლებად.ბედის ირონიაა.ბედნიერ დღეს ყოველთვის ნიკუშა ონიანით ან შოკით ვამთავრებ! -დამშვიდდი...ახლავე... ახლავე ვიპოვი...-მესმოდა შორიდან. -აი,მოდი. მოდი პატარავ! ღმერთოჩემო! შეჭამე!- პირი ძალით გამაღებინეს და რაღაცა ჩამაყარეს.ტკბილი იყო და უზომოდ გემრიელი.შაქარი! -ფუ ამის!-ამოიოხრა ონიანმა და თმა ყურზე გადამიწია. -ცოცხალი ვარ!-ვაცნობე და იატაკზე წამოვჯექი.მუხლზე წითელი სითხე მაწვეთავდა.თითი ტუჩზე მოვისვი და სისხლის დანახვაზე ხმადაბლა შევიკურთხე. -ნემსი არ გაგიკეთებია ხომ?-ამოიბუზღუნა უკვე მშვიდი ტონით და მისი მაისურის ბოლო ტუჩზე მომადო,სისხლის მოსაწმენდათ.თავი გავიქნიე უარის ნიშნად და თვალებში ჩავხედე.უცნაურად მიყურებდა.ბრაზი სადღაც გამქრალიყო და მის ადგილს ახლა სიყვარულის მსგავსი გრძნობა იკავებდა.ნეტავ ისევ პატარები ვიყოთ.ისევ ძველებურად შემეძლოს მისთვის გულის გადაშლა... -სულელი ხარ.მართალია ხშირად მინახიხარ ასეთ მდგომარეობაში,მაგრამ მაინც შემაშინე-ამოიგმინა და ცერა თითი ლოყაზე მომისვა.გავშეშდი. -არ მინდა სხვა გეკარებოდეს!იმის წარმოდგენაც მზარავს,როცა ვფიქრობ ჩემს აქ არ ყოფნაში ვინმე გყავდა,ან გეხებოდა...-საწყლად თქვა.პულსის ცვლა ვიგრძენი,როცა შუბლი შუბლზე მომადო.თვალები დავხუჭე საშინელების მოლოდინში.ვიცოდი რაც მოხდებოდა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი ამის შესაჩერებლად. -მაშინ...მართლა მიყვარდი! და ახლაც მიყვარხარ!-მხრები აიჩეჩა,ისე რომ წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის თვალი.ლოყები ამიხურდა.თავს უხერხულად ვგრძნობდი.მინდოდა გამეგდო ჩემი სახლიდან,მაგრამ არ შემეძლო მისთვის ტკივილის მიყენება.თითქოს თვალწინ ისევ ის პატარა,გამხდარი ბიჭი მედგა,ჩემი მშობლების დაშორების შემდეგ სულ ჩემთან,რომ იყო და მამშვიდებდა. -წადი რა გთხოვ-შევეხვეწე და თვალი ავარიდე-არ გინდა...-სიტყვა ვეღარ დავასრულე.წამის მეოთხედში ხელი კეფაზე შემომიცურა და ტუჩებზე მომაწება მისი ცხელი ბაგეები. 888 აღარ მახსოვს,როდის წავიდა.მხოლოდ მისი ნათქვამი ჩამრჩა გონებაში.სანამ შენ არ მთხოვ აღარასოდეს მოგეკარებიო.იმის მერე გაქვავებული,გაუნძრევლად ვზივარ იატაკზე და ბავშვობას ვიხსენებ. ფიქრებიდან მაღვიძარას ყურის წამღებმა ხმამ გამომარკვია,რომელიც მაუწყებდა,რომ უკვე 7 საათი იყო. სწრაფად წამოვდექი,ყველაფერი გავიხადე და შხაპი მივიღე.ცხელი წყალი დამეხმარა დღეს მომხდარი და საერთოდ ონიანი ჯანდაბაში მომესროლა ცოტახნით და დავმშვიდებულიყავი.თმა,რომ შევიშრე მხოლოდ მაშინ დავფიქრდი რა ჩამეცვა. -განსხვავებულად ჩაიცვიო-შევახსენე ჩემს თავს მწვანე კულულიანის ნათქვამი და გარდერობის კარი გამოვაღე.ერთადერთი რაც თვალში მომხვდა ეს პანდას კომბინიზონი იყო,რომელსაც დედაჩემი იცვამდა ხოლმე ,,ჰელოუვინზე“. -შესანიშნავია!-წამოვიძახე და სწრაფად ამოვიცვი,სქელი,შავთეთრი პანდას კაპიუშონიანი კომბინიზონი.მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,თმა წინ გადმოვიყარე და ქუდი დავიხურე.ფუმფულა სათამაშოს ვგავდი და საშინლად მომწონდა. -რა შტერი ვარ! ღმერთო ჩემო! 888 ,,გარეთ გელოდები“-როგორც კი შრეკის შეტყობინება მომივიდა მაშინვე წამოვდექი და საჭირო ნივთები ავიღე.უკვე ბნელოდა.კარი ჩავკეტე და გარეთ გავედი.მწვანე თმიანი მანქანას მიყრდნობოდა და ტელეფონში თამაშობდა,რაღაცას. -გამარჯობა-ჩავახველე ყურადღების მისაქცევად და მხოლოდ მაშინ ავათვალიერე.ნერწყვი ძვლივს გადავყლაპე მის დანახვაზე.საოცრად გამოიყურებოდა, და უჩვეულოდ.პიჯაკი და შარვალი ეცვა,პერანგზე ჰალსთუხიც გაეკეთებინა.იდეალურად გამოიყურებოდა. -გამარ...ჯობაა?-სიტყვა გაუწდა,როცა შემომხედა.დავინახე,როგორ აუწითლდა სახე,ბოლოს ვეღარ მოითმინა და სიცილიდან ორად მოიკეცა.-ღმერთო მიშველე!-ხმამაღლა ხარხარებდა. -ო,არა-ამოვიოხრე და მეც ჩავიხითხითე-როცა თქვი ,,განსხვავებულიო“ ფორმას არ გულისხმობდი არა?-გავიცინე და ჩემს თავს ზემოდან დავხედე. -მოვკვდები.ჯანდაბა! საყვარელი ხარ!-სიცილით მითხრა და ხელი პანდას ყურებს გადაუსვა-მართლა გიხდება!არა სერიოზულად-ცრემლები მოიწმინდა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა. -ნუ დამცინი-ენა გამოვუყავი და გავუღიმე-წავალ გამოვიცვლი.2 წუთში დავბრუნდები-უკან შევბრუნდი,სახლისკენ გაქცევას ვაპირებდი მაგრამ მაჯაზე მომხვია თითები და წასვლის საშუალება არ მომცა. -გეცვას ეს. -გაგიჟდი?-გავიცინე-ასე ვერსად წამოვალ.არც იფიქრო! -გთხოვ რა.სხვისი აზრი რაში გაინტერესებს.უბრალოდ გეცვას.მე მომწონს.მართლა მომწონს-გულწრფელად მითხრა და გამიღიმა.მისმა ღრმულებმა ლოყებზე, ისევ მაიძულეს უარი არ მეთქვა. -კაარგი.მაგრამ ვშიშობ ხალხს გიჟი ვეგონები-თვალები გადავატრიალე.აქამდე არასდროს გამიკეთებია ისეთი,რამ რაც ხალხს გააღიზიანებდა და ჩემზე ლაპარაკს დაწყებინებდა. -ნუ დარდობ მაგაზე! შეიძლება ჩაგეხუტო? ისეთი ფაფუკი და ფუმფულა ჩანხარ მართლა პანდა მგონიხარ-ჩაიხითხითა და საყვარლად გამომხედა.მე კი ხელები გავშალე.როგორც კი მომეხვია მაშინვე დავმშვიდდი და სანთელივით ჩამომდნარმა,ლამის მკერდზე მივეწებე. -კარგი.წავიდეთ თორემ დავიგვიანებთ!-მალე მომშორდა,პიჯაკი შეისწორა და მანქანის კარი გამიღო -მის!-ხელით მანიშნა,რომ დავმჯდარიყავი. -რა უცნაური საყურებელია ჯენტლმენი შრეკი-სიცილით ამოვილაპარაკე მის გასაგონად. -უარს ნუ მათქმევინებ ამ ექსპერიმენტზე-გამაფრთხილა და მანქანა სწრაფად მოწყვიტა ადგილს. 888 -ჯანდაბა! რა სიგიჟეა აქ ამ ფორმით შემოსვლა-ვუჩურჩულე მწვანე კულულიანს,როცა რომელიღაც პრესტიჟულ რესტორანში შევდიოდით.უაზროდ განათებულ ოთახში შესვლისთანავე ყველას მზერამ ჩვენკენ გადმოინაცვლა. -უბრალოდ მე მიყურე და გამიღიმე-მირჩია შრეკმა.მალე ოფიციანტიც მოგვიახლოვდა. -თქვენი მაგიდისკენ წამობრძანდით-თავაზიანად გვითხრა და ღიმილით გაგვიძღვა ფანჯარასთან მდგარ ორკაციან მაგიდისკენ. -სანამ რამეს შეუკვეთავდეთ,რამე დასალევს ხომარ მიირთმევთ? -დიახ.ორი ჭიქა თეთრი ღვინო თუ შეიძლება-გრაციოზულობით დაუკრა თავი მწვანე თმიანმა და მე შემომხედა. -კიდევ კარგი,მართლა ასეთი არ ხარ-გამოვუტყდი და თვალები გადავატრიალე. -ჰო,მეც მიხარია. -იცი ეს ადგილიც არ მომწონს.მდიდარი და აუტანელი ხალხით არის სავსე. -მეგონა მოგეწონებოდა.ყველა გოგო ხომ ამაზე ოცნებობს?-გაოცებული ჩანდა.კბილით ტუჩის პირსინგს ეთამაშებოდა/ -მე ნამდვილად,არა!-თავი გავიქნიე ცოტა არ იყოს ნაწყენმა.რატომ ფიქრობს,რომ მდიდრული ადგილები და ძვირიანი რესტორნები მომწონს?! -კარგია-გამიღიმა.თვალი წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის.მეც არ შემეძლო განზე გახედვა.-ლამაზი ხარ ამ ტანსაცმელში-მომეჩვენა თითქოს წამოსცდა მაგრამ არ შეიმჩნია. -ამდენი კომპლიმენტი ამ ექსპერიმენტის ნაწილია არა?-გავიცინე და ღვინო მოვსვი. -არვიცი-ჩაიცინა.მე კი თავი გავიქნიე. 888 -ვერ ვიჯერებ! ორი დღეა სამსახურში არ ვყოფილვარ-ვთქვი სიჩუმის დასარღვევად და ჩემი სალათი გავსინჯე-საოცრებაა!-მივუთითე. -სალათი და საოცრება?-ტუჩი აიბზუა მწვანე კულილიანმა და ღვინო მოწრუპა. -თუ არ გჯერა გასინჯე-ენა გამოვუყავი.არ მოველოდი,როცა პირი გააღო და მანიშნა მეჭამა მისთვის. -ო,არა! სერიოზულად?-თვალებ დაწვრილებულმა შევხედე.ეშმაკურად იღიმოდა და თავს მიქნევდა-ჩემი ჩანგლით. -ჰოო,ჩემი ხორციანია! -ჯანდაბა! ენა უნდა მოვიჭრა-ჩავიხითხითე და სალათის ფურცლები სახესთანთან ახლოს მივუტანე. -ჯერ ცხვირით არ ვჭამ ისე მე-სასაცილოდ მითხრა,პირი ჩანგალს გაუთანასწორა და ჩქარა შეჭამა. -ადვილია-დავემანჭე და ჭამა განვაგრძე. -ვიცეკვოთ?-მითხრა მოულოდნელად.მის სიტყვებზე საჭმელი კისერში გამეჩხირა და ხველება ამიტყდა. -ასეთ ფორმაში?-საწყლად ავხედე. -ჰოო.გთხოვ-წამოდგა და ზემოდან დამხედა.თვალები გადავატრიალე,ჩემი ხელი მის გამოწვდილ ხელს დავადე და მოცეკვავეებისკენ წავედი.მწვანე კულულიანი წელზე მომეხვია, მე კი უნებურად კისერზე შემოვაჭდე მკლავები. -თავი ფილმში მგონია-ჩაიხითითა.ნელა ვირხეოდით,მუსიკის რითმის შესაბამისად.შრეკის სუნთქვას კისერში ვგრძნობდი და სიამოვნებისგან ვდუმდი.მისი სურნელის კიდევ ერთხელ შეგრძნებისას თვალები დავხუჭე და ბოლომდე მივენდე... -იცი?-ყურში მიჩურჩულა. -რა?-ძვლივს წარმოვთქვი და მისი მწვანე კულული თითზე დავიხვიე... ================================================ დააკომენტარეთ და დღეს დავდებ. მიყვარხაართ <3 პ.ს. ფოტო საშინელებაა ვიცი :დ არ შეიმჩნიოთ :დ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.