უშენოდ(დასასრული)
იოანე ერთი წლის წინ მარტო ვიყავი . სამსახურსა და სახლს შორის დავდიოდი, ჩემი ძმაკაცები და ოჯახი მყავდა,მაგრამ მაინც ვგრძნობდი მარტოობას. გული იყო ცარიელი და ალბათ მაგიტომ. ერთი წლის წინ ჩემი ლიზიკო ერთი პატარა გოგო იყო. მხოლოდ ჩემი გოგო ახლა კი დაჩის საცოლეა . გულის სიღრმეში საშინელი ეჭვიანი ვარ. მენატრება ის დრო სულ ჩემთან რომ იყო, ზოგჯერ ვერ ვიჯერებ რომ გაიზარდა და აღარ ჭირდება ჩემი დახმარება.დამოუკიდებელი გოგოა ,უკვე სტუდენტი და შეუძლია თავად გაუმკლავდეს ყველაფერს.ის ხო ჩემი ძლიერი გოგოა . ცხრა თვე გავიდა ... ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა . ბიჭებს ამერიკაში დაბრუნება მოუხდათ , მცირე ხნიანი განშორება ძნელი აღმოჩნდა. ჩემი ნათლული დაიბადა ,ყველაზე მაგარი გოგოა და როგორც ცნობილ ძიძას არღვლიანი ხშირად მიტოვებს. მეც სხვა რა მინდა მთელი დღე მშვენივრად ვატარებ დროს მასთან ერთად. ქეთო სულ სამსახურშია, ექიმის პროფესია შემძულდა უარესად, მიკვირს მამა როგორ უძლებდა დედა სულ სამსახურში რომ იყო... ახალი ამბავია კიდევ ,მეგი მეორეს ელოდება სამი თვის ფეხმძიმეა და აკუნა ჭკუაზე არ არის სიხარულისგან დაფრინავს. ლილეც გახარებულია ,თუმცა ვერ იგებს რატომ იგვიანებს წერო ამდენ ხანს ,მაგრამ ელოდება . ვაკო და ლიკუნა ერთად ცხოვრობენ, მშვიდად და ბედნიერად. გატყუებთ,როგორ შეიძლება ყიფიანთან მშვიდად იცხოვრო ,გადამირია ლიკუნა . ხან რაზე კამათობენ ხან რაზე, ნუ ბოლოს მაინც ორივე თმობს და მთავარი მაინც ვაკოს სიგიჟეებია . ერთად არიან და მნიშვნელოვანი კონფლიქტი არ ჰქონიათ ... ბათუ და ნუცა ერთად არიან. სტაბილურად ,მხოლოდ კინკლავით შემოიფარგლებიან. როგორ შეიძლება ბათუმ ნერვები არ დაგაწყვიტოსზოგჯერ ისეთ რამეს იტყვის ცეცხლს უკიდებს ნუცას,არც ის აკლებს და არიან ასე. ერთად ცხოვრებაზე კიდე არ ფიქრობენ, ის ცოლობას არ სთხოვს და მოკლედ რა ... მიშკა და ანაბელი ამერიკაში წავიდნენ. ანაბელს ისედაც არ სურდა აქ ყოფნა და მიშკასთვისაც უფრო კომფორტული იქ ყოფნა იყო . მისმა ოჯახმა კარგად მიიღო რძალი. ხელიც მოაწერეს და რამდენიმე კვირაში შევიტყვეთ რომ მიშკა მალე მამა გახდებოდა. ყველას გაგვიკვირდა , მაგრამ ღვთის ნებაა ყველაფერი. ორივე ძალიან ბედნიერია,ლინდა დიდი გოგოა უკვე ცოტაც და გაივლის, სკაიპით რომ ვსაუბრობთ რაღაც სიტყვებსაც იძახის . ანაბელი ორ კვირაში ელოდება , ბიჭს ელიან ... ნატა და ალექსიც დაბრუნდნენ...ალექსს საქმეები აქვს. ნატა მშობლებს გაჰყვა და სწავლა განაგრძო ჩვეულებრივად . როგორც ყოველთვის უპრობლემოდ ცხოვრობენ, ალექსს და ნატას ხო საერთოდ არ შეუძლიათ კამათი . სამაგიეროდ რატიმ და კატომ იჩხუბეს ათასჯერ და შვილების დასაწყნარებელი გახდნენ. რეზი და რუსკა კი აქეთ არიან. რეზი აქ მართავს კომპანიას , რუსკა სწავლობს, როგორც შეთანხმდნენ უბრალოდ ტკბებიან ერთად ყოფნით და თან განაგრძობენ თავიანთ პროფესიულ წინსვლას... გადარეული მაკო და ბექა ივლისში გაიპარნენ. ვერავინ უკავშირდებოდათ მთელი თვით.მხოლოდ ის ვიცოდით რომ ერთად იყვნენ. ახლახანს დაბრუნდნენ და დღემდე არ ვიცი სად იყვნენ. ორივე დამტკბარი და გაბრუებული კი მოძრაობს და მთავარი ეგ არის. ლიზიკო და დაჩი ... ეს ჩემი და ისე მართავს ამ ბიჭს თიტქოს და ისევ თავის ფორმაშია დაჩი. ასეთი მაგარი თუ იყო ჩემი და რას ვიფიქრებდი. ერთს რომ გადაატრიალებს თვალებს ყველაფერი მზად ყოფნაშია. მხოლოდ დაჩის გარჩევებს და ძველბიჭობას ვერ მოუღო ბოლო. აქ უკვე მართლა დაჩი განაგებს თავის საქმეს და ცარევის უფლებას არასდროს მისცემს. ვფიქრობ არც უნდა ჩაერიოს ,რადგან არ ღირს ურთიერთობის დაძაბვა ამ ყველაფრის გამო . თუმცა რთული იყო ლიზას ნახვა მაშინ როცა დაჩი სასტიკად იყო ნაცემი , არაფერი მითქვამს ლიზა გაბრაზებული იყო ,ბოლოს მაინც წავიდა სანახავად და შერიგდნენ. თუმცა ის მაინც დაჩი ჟორჟოლიანია და არაფერი შეცვლის. მე ისეთი მომწონს სიძედ როგორიც არის და ისიც მაკმაყოფილებს რომ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ და ჩემს დას გააბედნიერებს ... სალომე წავიდა....აი ასე ადგა და წავიდა . ბიჭებთან ერთად დაბრუნდა ამერიკაში თავის მშობლების სახლში. არ ვიცი მიზეზი და არც მიკითხავს, საჭირო რომ ყოფილიყო ჩემი ჩარევა და რაიმეს გაკეთება შემძლებოდა აუცილებლად მეცოდინებოდა. ვფიქრობ მხოლოდ ერთეულებმა იციან და ისინიც არაფერს ამბობენ . ფაქტი ერთია ბერდი წავიდა ! ახლა უკვე იწყება სწავლა უნიში და ისევ არ დაბრუნებულა , სვანეთშია და მგონი იქ დარცენას აპირებს კიდევ დიდხანს. ბათუ არწმუნებდა მაგრამ ვერაფერი შეასმინა, ბოლოს შეეშვა ქეთო შვებულებას იღებს და ვინაიდან ინფორმაციას ვფლობ მისთვის სიურპრიზი მაქვს მომზადებული. უფრო სწორად ჩვენთვის. ისიც წასული იყო ბოლო რამდენიმე თვე , აქ როცა იყო მაინც ვერ ვიცლიდით ერთმანეთისთვის, ხან რა გვიშლიდა ხელს ხან რა . ახლა კი არ ვაპირებ საერთოდ ვინმეს შევატყობინო ჩვენი ადგილსამყოფელი, წავიყვან ჩემს გოგოს და დიდხანს არ წამოვალ იქედან. ნივთები უკვე ჩავალაგე და ახლა ქალბატონს დავადგები. მართალია ჯერ დილის შვიდი საათია მაგრამ დროულად მინდა გავშორდე აქაურობას -სად მიდიხარ? -მამა? ასე ადრე სად იყავი? -ვერ დავიძინე და ვიფიქრე ვირბენთქო ,მაგრამ მალევე დავიღალე სიბერემ მომიკაკუნა -კაი რა მა რა დროს შენი სიბერეა - მხარზე დავარტყი ხელი და გავუღიმე - ქეთა მინდა წავიყვანო ... არ ვიცი რამდენი ხნით არც ის ვიცი დარჩება დიდხანს თუ არა -როგორც იქნა მოიფიქრე... როგორ უძლებ მის გარეშე ყოფნას ვერ ვხვდები . შენს ადგილას დიდი ხნის დავლებული მექნებოდა ხელი -არ გვცალია არასდროს და რა მექნა -უნდა მოიცალო შვილო, ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა 80 წლის ასაკშიც კი იტყვი რომ ვერაფერი მოასწარი ასე თუ ელოდე შენ დროს...საქმე სულ ექნება ნორმალურ ადამიანს ...მიდი წადი ახლა - მოვეხვიე და სწრაფად წავედი. სახლთან მივედი და კოდი ავკრიფე. პირდაპირ მეორე სართულზე ავედი, ქალბატონის ოთახის კარი ფრთხილად გავაღე და შევედი .მუცელზე, ვარსკვლავის ფორმაში იწვა, თმა სულ არეოდა, სახე კარისკენ ჰქონდა შემობრუნებული, ბალიშის ქვეშ ჰქონდა ერთი ხელი და ტუჩები ისე ჰქონდა დაბუშტული უკვე მასთან ვარ. საწოლზე ნახევრი ტანით დავწექი, ხელი მოვხვიე და ტუჩებს დავეწაფე -მმ იოანეე... რა გინდა აქ?- ზემოდან მომექცა ,თვალებს ისევ არ ახელდა ,მკოცნიდა და იღიმოდა -შენ მინდიხარ მე მარტო -თაბაგარო აქ რა გინდა ამ დროს !- უცებ გამოფხიზლდა გასწორდა , მუცელზე მეჯდა, ხელებით მკერდზე მეყრდნობოდა და ზემოდან დამყურებდა გაავებული -ღმერთო ამდენ ხანს როგორ არ წაგიყვანე სადმე და მოგაშორე აქაურობას- ყელზე შევუცურე ხელი და ჩემსკენ დავქაჩე ისევ მოძებნეს ტუჩებმა საერთო წერტილი - მივდივართ -სად მივდივართ?- მკოცნიდა და თან საუბრობდა -სადღაც... ბარგი ჩაალაგე უცებ -კარგი რა სულ ცოტა ხანს დამაძინე -მანქანაში დაიძინე - უცებ გადავსვი საჯდომზე მივარტყი ხელი ,მიყვარს რომ იბუსხება მერე -სად გაქ ჩანთა?- გარდერობში შევედი ჩანთა გადმოვიღე და გავხედე- მოხვალ თუ მე ჩაგილაგო ..იცოდე კარგს არაფერს ჩაგილაგებ -უზრდელი ხარ იოანე . ან როგორ აგნებ ამათ - ხელიდან ლიფი გამომგლიჯა -რატო წამართვი რა კარგი ფერი ჰქონდა ..მიყვარს შინდისფერი - ზურგიდან ავეკარი და ყელში ვაკოცე -ასე ჩავალაგო? -მოახერხებ ...იჩქარეე როგორც იქნა ჩაალაგა. მოწესრიგდა, სარაფანი გადაიცვა და ჩამოვიდა. -სად მიგყავარ არ მეტყვი? -შორს არა ... -დაძინებას ხო მოვასწრებ... აბა კარგად - გაიცინა და უკან გადაბობღდა . სავარძელზე გაწვა და მალევე დაიძინა . სულ ბავშვივით იქცევა ამხელა ქალი , როგორ ბზეკს ამ ტუჩებს ,ამას თუ ვუყურე შევასკდები რამეს ,მაგრამ მაინც როგორი მადისაღმძვრელია . მანქანა ეზოში შევიყვანე და გავაჩერე. ქალბატონმა არ გაიღვძა , ამიტომ ხელში ავიყვანე მას შემდეგ რაც კარი გავაღე და საძნებლისკენ წავიყვანე -პირდაპირ ლოგინში რო მიგყავარ ხოლმე მაშინებ -იარე აბა - ისე უცებ გავუშვი ხელი პირდაპირ იატაკზე დაჯდა - არასდროს ეცადო ჩემს ნერვებზე დაკვრას... მე სპეციალისტი ვარ სიცოცხლე- გაბრაზებულ ქალბატონთან ჩავიმუხლე და ვაკოცე - ხო და კიდევ მეშინიაო აღარ უნდა მითხრა არ გითქვამს აქამდე მარა 9 თვეა ერთად ვართ ... აქედან სულ ცოტა დრო გქონდა ჩემთვის და საერთოდ მარტო რომ ვყოფილიყავით არასდროს და რა გაშინებს? -საზიზღარი ხარ იცი? -ვიცი -ასე რომ იცინი რომ ვითიშები ეგეც იცი ხო? ასე რომ მკოცნი გაბრაზება რომ გადამივლის ეგეც იცი?- წამოიწია ,სხეულზე შემომეხვია და ისე მეძგერა ავაზა მონაგონი იყო . ყოჩაღ მე რა კოცნაში კი დავახელოვნე ამ 9 თვეში აბა მეტი „საგანი“ არ დამამატებინეს და რა მექნა ამ ერთზე „ვამეცადინე“ .. ხო სად გავჩერდი? ხელები საჯდომზე მოვხვიე (რომ არ დამვარდნოდა რა) ტუჩზე რომ მიკბინა ამ გადარეულმა ერთი ამოვიოხრე და მეც ვუკბინე- როგორ მაგიჟებ ასე... რას ვაკეთებ -საოცრებას ... კოცნა ისწავლე ხედავ? -უზრდელო- თან მეჩხუბებოდა თან მკოცნიდა - რატო ხარ ასეთი კარგი? - ნიკაპზე მაკოცა მერე ყბაზე და ბოლოს ყელზე გადავიდა.იცის როგორ უნდა გამომიწვიოს, ეს თვიტშემოქმედებაა . რომ მივხვდი ვეღარ გავუძლებდი ისევ ტუჩებთან დავაბრუნე და მერე დავსვი -სახლი გვაქ დასალაგებელი ქალბატონო.. კი ვიცი როგორი სასურველი და გასაგიჟებელი ვარ მაგრამ ... მტვერია ბევრი -როგორ შეგიძლია ასე მშვიდად დამტოვო -შენ თუ შეგიძლია მე ვერ შევძლებ?- თვალი ჩავუკარი და გავედი. ჩანთები ავიღე , და ქალბატონს ლოყაზე ვაკოცე- მიდი ჩემო პატარავ პროდუქტები შემოიტანე და სამზარეულოში დაალაგე მერე დაგასაჩუქრებ -ბოროტო -ბუზღუნა და საყვარელი ბავშვი რომ მყავს ერთიო ვინ არისოოო? -აუუუ რატო ვერ გშორდები შე საზიზღარო როგორ მოქმედებ ასე , ნერვებს მიშლი და ვერ გეჩხუბები . -მაგიტო ვარ სხვებისგან განსხვავებული ჩემო სიცოცხლე, აბა სხვებს კლავ და მეც რო ეგრე მეჩხუბო ხო დავჩმორდები? -გადარეული ხარ... როგორ მეგონე სერიოზული ნეტა ტვინი სად მაქ- ბუზღუნით წავიდა და მანქანიდან პარკები ამოიღო . ცხვირაბზეკილი, წარბებშეკრული დადიოდა, საკმაოდ ცხელოდა და სულ აწითლდა. სანამ ბარგი შევიტანე საძინებელში და რაღაც-რაღაცეები მივალაგე ქალბატონს მოუსწრია სამზარეულოს ათვისება უკვე კარგს ხასიათზე მყოფი ფუსფუსებდა და ხილს თლიდა . უკნიდან მივეპარე და ყელში ვაკოცე -ჩემი ტკბილი ვინ არისოო -მე - პატარა ბავშვია ახლა ეს აბა ვინ არის. ტუჩები გაუშტა და საკოცნელად მოაბრუნდა - დავიწყოთ დალაგება? ერთად -იყენებ ხო ჩემს ცოდნას -აბა როგორ... მეც ხო უნდა დამეხმარო არა? -დაგეხმარო რა შენ სახლის საქმეები არ იცი ...არაფერი გეხერხება კოცნაც მე გასწავლე.. საერთოდ როგორ გთხოვე ცოლობა ჰა?- მოკლედ სანამ არ მეჩხუბება მართლა მანამდე არ მოვისვენებ . სულ გადავირიე როგორ ვცანცარებ -მაგას არ ვიძახი მეც? ნეტა რა ჯადო გაგიკეთე ასეთ ბიჭს.. მე ხო პროფესიონალი ავრ ჩემი საქმის შენ სახლში იფუსფუსე დიდი გამოცდილების მქონევ ,ნიჭიერო და მე ფულს შემოვიტან ოჯახში... არაფერს მოგაკლებ -ოხ ! არარ ხუმრობ შენ .. ცელქობაც ისწავლე? -უკაცრავად რა სახლი უნდა მივალაგო - თეძოს რხევით გამშორდა,თან ეშმაკურად იღიმოდა ,ჩემი მაიმუნია ეს ,რო ცელქობს უფრო მომწონს წინ დავიდეთ ყველა საჭირო ნივთი და ერთმანეთს გადავხედეთ. ხელთათმანები მოვირგეთ და ერთმანეთს გადავხედეთ . ქალბატონმა სიმღერა ჩართო ისეთი თავისთავად აცეკვდა სხეული -ვიწყებთ ...- წამოიძახა და მარათონი დავიწყეთ. ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა. ასე განმიცხადა მე უკეთესად ვალაგებო შენ ორი ოთახი დაალაგე მე ორს მივხედავო .ვინც უფრო მალე დაასრულებს ერთი სურვილი ექნებაო . ასე დავრბოდეით აქეთ იქით , ნეტა ვინმეს დავენახეთ მოკვდებოდა სიცილით. ბოლოს ამ ცეკვა-თამაშის, კისკისის სირბილის და ხტუნვის შემდეგ , დივანზე დავეცით,ორივე დაცვარულები აწითლებულები და გათანგულები -დავიქანცე -დაასრულე? -რა თქმა უნდა ... მოიცა შენ აქ იყავი ანუ ჩემამდე მოასწარი? - უცებ წამოჯდა გაბრაზებული -სპეციალისტი ვარ მე ყველა საქმეში ქალბატონო..სურვილს მერე გეტყვი . სააბაზანოში პირველი რა თქმა უნდა .. -მე შევდივარ.გიყვარვარ და შემიბრალებ - დამასწრო და გავარდა -არაა არავითარ შემთხვევაში ვიწვი გოგო მე უფრო - გავეკიდე და დავიჭირე. ისე აფართხალდა დამისხლტა მაინც გავაჩერე- არ გაგივა ქალბატონო მოდი აქ -ოო გამიში ...ნახე რას ვგავარ ნუ მეხები სულ სველი ვარ -მე ხო რას ამბობ სხვა მდგომარეობა მაქ ..შენს აწითლებულ ლოყებზე რო ვგიჟდები იცი?- ტუჩები მივაწებე ღაწვზე და გავიცინე -ხოო?- უცებ გაჩერდა და მეც მომიდუნდა ხელები-მე კიდე შხაპზე ვგიჟდები ..გმადლობ რომ დამითმე- უცებ დამისხლტა ხელიდან და უკვე კარი მომიხურა -შე პატარა გაიძვერავ ... -დამელოდე ჩემო სიცოცხლე ერთ ორ საათშ გამოვალ -იცოდე შემოვალ .. ერთად ვიბანაოთ არ გინდა? -იოცნებე.. დიდხანს მოგიხდება ლოდინი -ვნახოთ...არც კი იცი რას კარგავ -აღარ მესმიიის- წყლის ხმა გამოდიოდა და ისიც გაჩუმდა. მე კი მოვიშორე მაისური და ისე დავწექი საწოლზე .აბა რა მექნა. ბოლოს მომბეზრდა ლოდინი 15 წუთში მივხვდი რო ვერ გავძლებდი. ავიღე ნივტები და ეზოში გავედი , ონკანს მილი შევუერთე მაღლა დავამაგრე და მის ქვეშ დავდექი . კიდევ კარგი ჩქარა მოდიოდა წყალი,მთელი სიჩქარით . რამდენიმე წამსი ამოვისუნთქე . სახეზე ჩამოვისვი ხელი და თვალები გავახილე ,ვირაც გოგო მიყურებდა მეზობელი სახლის აივნიდან. სკამზე იჯდა ფეხები აივნის მოაჯირზე ჰქონდა შემოწყობილი რაღაც წვენს წრუპავდა და მიყურებდა . რომ გავხედე გამიღიმა და ურცხვად განაგრძო ჩემი თვალიერება . სულ არ მადარდებდა ეგ ამბავი , პირსახოცი ავიღე და ყელზე მოვიხვიე . აქ გამსრალებას აზრი არ ჰქონდა.ისედაც შორტით ვიდექი მაინც უნდა შევსულიყავი სააბაზანოში მაგრამ ქეთა გამოსვლამდე კარგი აზრი იყო? უიი გამოსულა უკვე და გაბრაზებული მიყურებს. რატო? ჩემკენ დაიძრა, უმოკლესი შორტი და მაისური აცვია , ყელზე მეხვევა სველ სხეულზე მეკვრის და ტუჩებზე მაცხრება -კიდევ ერთხელ ვიღაც ქალის თვალწინ დადგები ამ ფორმაში და მკვლელი გეყოლება საცოლე- კოცნის დროს მითხრა და უფრო ვნებიანი გახდა. ეჭვიანობის გამო გააკეთა? არ მადარდებს, გასაგიჟებლად მკოცნიდა ... -სჯობს შევიდეთ ...ასე უცებ როგორ გამოხვედი -არ ვაპირებდი ..უბრალოდ ამ მხარეს აქვს ფანჯარა აბაზანას და შემთხვევით დავინახე ვიღაც გოგო როგორ დაჟინებით ცქერდა ნახევრად შიშველ ჩემს კაცს -რა მკაცრი და უხეში ხარ, მესაკუთრეც მგონი ეჭვიანობა საფუძვლიანად გცვლის -ნუ გამომცდი იოანე! ნაზი ფერია არ ვიქნები დამიჯერე . ძალიან მომსივდა ან აფორიაქების ფონზე. მომზადებას დავიწყებ ,მიდი შენ მოწესრიგდი ..დაასველე მთელი სახლი -შენი ბრალია... ვერ მითხარი ვიჩქარებო? -აბაზანიდან გამოსვლამდე რო არ დაგელოდება კაცი იმას რა უნდა ველაპარაკო -ოხ ნახა მიზეზი ... სწრაფად მოვწესრიგდი და სამზარეულოში მოფუსფუსე ქალბატონს წინ გადავეღობე -ასე ნუ მიყურებ...გაბრაზებული ვარ მართლა -ბავშვი ხარ ,მართლა - გავუცინე და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე,გაჭრა. მზერა ტუჩზე გადმოიტანა და თვალები ნაპერწკლებით აევსო .. აი ასე მეც უნდა გადაგრიო თორე მარტო ვგრძნობ თავს -ის გოგო რომ გიყურებდა ხომ დაინახე ... რაღას დარჩი იქ -თან მიყურებდა თან ლაპარაკობდა- არაა დანაშაული უნდა გამოისყიდო ,აუცილებლად თან- ამას არ ველოდი, მართლა გავაგიჟე მგონი . ხელი მკრა გულ მკერდზე და კარადას მიმაბჯინა, თვითონ ყელზე მომხვია ხელები და ტუჩებს მოუახლოვდა, სუნთქვა შემეკრა მოლოდინსი და კი არ მაკოცა კბილებში მოიქცია ჩემი ქვედა ტუჩი მიკბინა, მერე მაკოცა და ენის წვერი გადამისვა . გამაკანკალა .ისე უცებ მივახეთქე კედელს მგონი ვატკინე, მაგრამ იმ წამს ვერ ვფიქრობდი. ზედმეტად მიმზიდველია ხომ ვამბობ, ძნელია თავის შეკავება, ვეღარ ვაკონტროლებ ქმედებებს ... -დამეწვააა- უცებ წამოიკივლა და დამტოვა მაგიდაზე დაყრდნობილი . აქ როდის აღმოვჩნდით ნეტა ..კედელთან არ მყავდა? აჰ ცუდადაა ჩემი საქმე. ქეთას კარტოფილი დაეწვა და ბუზღუნებდა -შენი ბრალია ... ახლა შენ მოამზადებ რამეს იცოდე ძალიან მშია …- მაგიდაზე შემოსკუპდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და მობილური მოიმარჯვა . -რგორ გიყვარს ჩემი გაწამება ... ვის ურეკავ -სალოს -როგორაა? -კარგად . ცუდად როდისაა რო? -რა ვიცი ბერდი არ არის კარგად და ვიფიქრე .. -მაგათ საქმეს ნურც იკითხავ.. მეც ვერაფერი გავიგე სიმართლე გითხრა, ერთი ვიცი ეს ისევ მშობლებთანაა და ერთობა დაქალებთან. -გიჟები არიან... -გეთანხმები ..აი აიღო .როგორ ხართ ქალბატონო მაყაშვილო? -ოოო დიდი დედოფალო ქეტევან ,თავად როგორ ბრძანდებით -ბორჯომში ვარ იოსთან ერთად -ოჰ გულაობ გოგონი? მომიკითხე და უთხარი რო მომენატრა -ამასაც ენატრები ... არ მოდიხარ აქეთ? -დედაა შეუძლოდ ხო იცი , დაველოდები ცოტას და მერე ალბათ... ან არ ვიცი . სხვა რა ხდება მაქეთ? როგორ მოხდა მარტოები რომ ხართ? იცელქეთ უკვე? -სალომეე -უიმეე კიდე არა? როდის გეღირსება გოგო -სალომე რა დღესი ხარ შენ? -მართლა ბავშვი ხარ ..არაფერი გეშველება შენ -შენ ვსი რას ეუბნები..ნუ გამახსენებინებ ახლა -შემეშვი..წ ავედი მე აუზზე მივდივართ და უნდა გავერთოო -ვიცი რო არ მოიწყენ ..გკოცნი აბა და მომიკითხე ყველა -აკოცე ჩემგან იოს -კარგი - გაიცინა და მობილური გადადო. ... საუზმე როგორღაც მივირთვით. შემდეგ სასეირნოდ წავედით,ბევრი ვიბოდიალეთ. საღამოს დაღლილები მივესვენეთ საწოლზე. მივხვდი რომ მიყურებდა,თან თიტებს არ აჩერებდა და ჩემს მუცელზე რაღაც ფიგურას ხაზავდა. თვალები ვჭყიტე და სწრაფად მოვექეცი ზემოდან -რატომ ცუღლუტებ ქალბატონო? -იოანეეე წავიდეთ რა სადმე... -სად -რავი სადმე ვიბოდიალოთ ისე არ შეიძლება? ცოტა თუ არ გავერთე მართლა მოხუცი მგონია თავი -მმ თუ მაკოცებ წაგიყვან ერთ კარგ ადგილ- თქმა არ დამაცადა ისე მაკოცა -წავედით? -რა განწყობა გაქ ქეთევან? გინდა იცელქო? -ხო მინდა ვიცელქოთ - ენა გამომიყო და საწოლიდან წამოფრინდა. უცებ მოვემზადეთ და წავედით. ვიცოდი ერთი კარგი ადგილი სასტუმროს ბარი ჰქონდა და იქ შეიძლებოდა ღამის კარგად გატარება -შენ ასეთი ადგილებიც თუ იცოდი არ მეგონა -დავიჯერო მართლა წმინდანი გგონივარ? -ჩემს გაოცებას სულ ახერხებ შენ.. ბოლომდე ვერავინ ამოგიცნობს -არც საკუთარ შესაძლებლობებს ვიცნობ ბოლომდე.. არც არავინ იცის ეგ - ბართან დავსხედით -რას ინებებთ? -ორმაგი ვისკი ყინულით-სანამ რამეს ვიტყოდი ქეთამ დაასწრო. გაკვირვებულმა რომ გავხედე გამიცინა- მარტო ერთს დავლევ ხო იცი უბრალოდ სიამოვნებისთვის ვსვამ -რას მიხსნი არაფერი მითქვამს -კარგად გიცნობ ..ვიცი გიკივრს -წინსვლაა -ისევ გახსოვს? კარგი რა - გაბუშტა ტუჩები და ჭიქის ზედაპირს დააცქერდა. მეც იგივე შევუკვეთე იმ განსხვავებით რომ ბოლომდე დავცალე, ის კი ნელ-ნელა წრუპავდა. საუბარს შევყევით,როგორც ყოველთვის. შემდეგ წამოდგა და ხელი გამომიწოდა, განათება შეეცვალათ და კლუბური განწყობა იგრძნობოდა. ახალგაზრდები ცეკვავდნენ,ჩვენც შევერიეთ ბრბოს. იმდენად მოხდენილი იყო მისი თითოეული მოძრაობა გულისცემა მიჩქარდებოდა. ხელები თეძოებზე მოვხვიე და ავყევი. სხეულზე მყავდა აკრული და მელოდიის ცეცხლოვან რიტმზე მეტად ის მაბრუებდა. არც სასმელს შეეძლო ეგეთი მოქმედება,მხოლოდ ქალია მათრობელა. ყველაზე ძლიერი ,ვისი თრობაც მხოლოდ სისხლში კი არა მთელს ორგანიზმში აღწევს და შეუძლებელია თავის დახსნა. შემდეგ შებრუნდა და ზურგიდან ავეკარი,ხელები მუცელზე მოვხვიე და ყელში ვაკოცე, ეს არ უნდა მექნა ურესად გავხდი, მერე ერთ კოცნას ვერ დავჯერდი, ვცეკვავდით და პარალელურად მოღერილ ყელს ვუკოცნიდი, თიტქოს მიზიდულობის ძალა ჰქონდა და მაგნიტივით მიჭერდა, ვერ მოვშორდი. მელოდია იცვლებოდა, განათებაც, ზოგჯერ ვერც ვერაფერს ვხედავდი,თუმცა მის გარდა არც არაფერი მადარდებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თიტქოს ორი ჭიქის ნაცვლად ოცი დავლიე და ცოტა მაკლდა გათიშვამდე. დაქანცულები დავუბრუნდით ჩვენს ადგილს,უკვე გასაგრილებლად, გამშრალ ყელში ჩავუშვით თითო ჭიქა, კოცნით დამაჯილდოვა ,თვალები საოცრად უბრწყინავს, იღიმის და მგონი საერთოდ ვერ ვმოქმედებ მასზე..ეს არ მაწყობს,მხოლოდ ჩემი გაგიჟება არ შეიძლება . ხელი ჩავკიდე და თავის ჭიქიანად გავიყვანე მოცეკვავეთა ცენტრში . ხელი მოვხვიე და სხეულზე ავიკარი ტუჩებს ალკოჰოლის მათრობელა გემო ერეოდა და ახლა არყით დანამულ მთვრალ ალუბალს ჰგავდა. ვკოცნიდი მთელი ვნებით,ისიც მყვებოდა მივხვდი რომ ჩემსავით უჭირდა თავის შეკავება... განცდა როცა ვერ კმაყოფილდები.. მეტი გინდა ,ეგოისტურად გინდა მთლიანად შთანთქო ყველასგან დაფარულად მხოლოდ შენ შეგეძლოს მისი დანახვა, შეგზნება, მოსმენა .... გავგიჟდი? ვერ გეტყვით/...... გამთენიისას წავედით სახლისაკენ. მანქანას საკმაოდ ჩქარა ვმართავდი, ეს უფრო მომწონდა, სასიამოვნო იყო გრილი ჰაერის ნაკადი.. ქეთას თმებს ურევდა ქარი,თავი უკან ჰქონდა გადაწეული,თვალები დაეხუჭა და ჩემს ხელზე დაატარებდა თითებს. ეზოში რომ შევედით გამომხედა -უკვე მოვედით? -მოგეწონა ? -ძალიან... ყველაზე მაგარი ღამეა . ასე ჩქარა თუ ატარებდი ვერ წარმოვიდგენდი -მოგწონთ ექიმო სიჩქარე? -ადრენალინის გამოყოფა მიყვარს , ძალიან - სახლში შევედით ისე მიყურებდა ყველაფერი იკითხებოდა მის თვალებში :გრძნობაც და სურვილიც . არც კი ვიცი რატომ ვიკავებდი თავს, ზედმეტად ფაქიზი იყო ჩემთვის და მგონი მეშინოდა ,იმის მეშინოდა რომ მზად არ იქნებოდა? არ ვიცი ვერ გეტყვით. ამ ფაქტს ვერ ვხვსნი. -თბილისში რომ ჩავალთ ერთ ადგილს გაჩვენებ ..მოგეწონება დარწმუნებული ვარ ... ერთი მალული ჰობი მაქვს მხოლოდ ლიზამ იცის ამის შესახებ და ბიჭებმა -შესანიშნავი ხუთეული -გაიცინა და სამზარეულოში შევიდა. წვენი დაისხა და დალია- ხომ არ გინდა/ -არაა -დაიღალე? მე რაღაცნაირად ვარ ,თითქოს კუნთების ტკივილიც არ მაწუხებს კიდევ ეიფორიაში ვარ -დავინახე როგორ დახედა მობილურს..არ ვიცი რა დაინახა გაიცინა და ჩემკენ წამოვიდა . ისე მიყურებდა მეგონა თვალებით მჭამდა... რამდენჯერ შემიხედავს მისთვის იგივე მზერით. -ასე რატომ მიღიმი ქალბატონო? -მიზეზი მაქვს-სხეულზე ამეკრა და ზედა ტუჩის სესწავლა დაიწყო.ისე მკოცნიდა ვერ ვადროვე,თიტქოს ჯერ არ გამოსული ემოცია უკან დაბრუნდა, ისევ იგივე თრობას ვგრძნობდი . რამდენიმე წამი იყო საჭირო ..მხოლოდ რამდენიმე წამი მისი ცხელი ტუჩების შეხება და ყველაფერი გაქრა..ინსტიქტს მივენდე,სურვილმა იმძლავრა, ამდენი ხნის ნაგროვებმა , დასაკუთრების სურვილმა . ვნება , ყველაზე დიდი ცეცხლი რომელიც არ განადგურებს,პირიქით გაძლიერებს . ყველა კუნთი დამეჭიმა როცა გახსნილ პერანგსი შეაცურა ხელი და მისი თითები კანზე შემეხო, პერანგი მომაშორა და თითები მხრებზე გადაიტანა. კაბის შესაკრავთან გაჩერებული ხელი სწრაფად ავამოძრავე, მარტივი მოძრაობით მოვაშორე კაბა სხეულიდან და ნახევრად შიშველი სხეული თვალებდაბინდულმა შევათვალიერე. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ,შინაგანი თითქოს ბომბი იყო რომელიც სისხლს გიჩქარებდა, რაღაც საოცრება იყო თიტქოს პირველად ვეხებოდი ქალს..პირველად მინდოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა რას გააკეთებდა, უბრალოდ მისი ერთი შეხებაც კი მაგიჟებდა-ჩემი ქეთო..მაგიჟებ - ჩემს ქვემოთ მოქცეულ ათრთოლებულ სხეულს ვუკოცნიდი და ვნებამორეულ ბგერებში ჩემი სიტყვებიც იკვეთებოდა. მისი გლუვი კანის შეხება თითებს მიწვავდა, მთელს სხეულს მიუყვებოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა. მისი აბრჭყვიალებული თვალები, ალბათ მეც იგივე მზერა მაქვს ,არ ვიცი ფაქტი ერთია მხოლოდ მას აღვიქვამდი ,დახუჭული თვალებიტაც კი ვხედავდი, მისი სხეულის შეგრძნება კადრებს აჩენდა... მისი კვნესა უარესად მრევდა... როცა სამოსის უკანასკნელი ნაჭერიც შემოგვეძარცვა ისევ ტუჩებს დავუბრუნდი, ვგრძნობდი ვერაფერი შემაჩერებდა მაგრამ მაინც მჭირდებოდა თანხმობა .გიჟი ვარ? სხვა რა მინდოდა ისე ჩემს მკლავებში მოქცეული იყო მისი თიტები ჩემს დაცვარულ ზურგზე დასრიელებდნენ,თვალებმინაბულს თავი უკან ჰქონდა გადაწეული,გულ-მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა , ათრთოლებული,დაწითლებული ბაგეები ერთმანეთისთვის დაეშორებინა . შეკრთა, როცა უფრო ავიკარი სხეულზე, თვალები გაახილა ჩემი სახელი კიდევ ერთხელ წარმოთქვა როცა ყელსი ვაკოცე - ქეთოო... - არაფრის თქმა დამაცადა ოდნავ შეეხო ჩემს ტუჩებს და ხელები მხრებზე დამაწყო. შემდეგ ,სემდეგ ერთად მივაღწიეთ ღრუბლებს, სულ უფრო და უფრო მაღლა მივიწევდით ,არ გამომრჩენია მის თვალზე გაბრწყინებული ეული კურცხალი .არცერთი წარმოთქმული ბგერა, შეცვლილი მიმიკა და ქმედება . ეს არ იყო პირველი ჩემთვის , მაგრამ პირველი სიყვარულით დაკავება იყო ,როცა ვნებას სიყვარული უსწრებდა წინ, სიყვარული აძლიერებდა, აძლევდა ელფერს და სიყვარული ამოძრავებდა... აწითლებული ღაწვები დავუკოცნე ჩემს მკერდზე მისვენებულს და ნაზად შევეხე მის დაბურცულ ტუჩებს .თვალები დახუჭული ჰქონდა ,ჯერ კიდევ ღრმად სუნტქავდა . ბაგე ღიმილმა გაუპო, ამომხედა და ხელისგული ლოყაზე მომადო -დაბადების დღეს გილოცავ იოანე - რა? სულ გამოვშტერდი, საკუთარი დაბადების დღეც კი არ მახსოვდა. არ ავღნიშნავ არასდროს მაგრამ მახსოვდა მაინც ადრე.. ახლა კი ისე გაოცებული დავყურებ გავაკვირვე ისიც- ასე რატომ მიყურებ -არ მახსოვდა... არ ავღნიშნავ ხოლმე-გულწრფელად ვუთხარი -დღეიდან აღნიშნავ... ორიგინალურ საჩუქრებს მიიღებ ჩემგან - გაიცინა ისევ და ყელში მაკოცა- მე არ დავუშვებ რომ დაგავიწყდეს ეს დღე... შენი არ ვიცი და ჩემთვის მნიშვნელოვანია , შენ რომ არ ყოფილიყავი „უშენოდ....“ წარმოდგენაც არ მინდა -მსგავს საჩუქარს თუ მივიღებ აღაღ აქვს მნშვნელობა დამავიწყდება თუ არა - მომღიმარ ქალბატონს თვალები დავუკოცნე და მერე ლოყაზე გადავედი- შენ ხარ ჩემი ბედნიერება..ჩემი სუნთქვა ხარ ყველაფერი ხარ ,მარტო ჩემი,სულ ,სულ ჩემი - სახეს ვუკოცნიდი და ფაქტობრივად ვღიღინებდი ის კი იცინოდა -ამხელა კაცი ხარ და როგორ ცანცარებ - ჩამეხუტა ისევ და თვალები დახუჭა- მეძინება -დაიძინე ჩემო ანგელოზო - უკვე თენდებოდა, არ დამიძინია დიდხანს, ვუყურებდი და თიტებს მის სხეულზე დავასრიალებდი. ტუჩები კიდევ უფრო დაუწითლდა, ჩემს სხეულზე აკრულს მშვიდად ეძინა და ძილშიც კი დასთამაშებდა ღიმილი სახეზე... ცუდ დროს ჩამეძინა... მას გაეღვიძა უკვე და აფართხალდა . ხელები მოვხვიე და უკმაყოფილოდ ავზმუვლდი -იოანე გამიშვი რა .. იოო -ნწ ... არ გიშვებ -გთხოვ უნდა გავიდე ... -მაკოცე და წადი - თვალებია რც გამიხელია ტუჩები წინ გამოვწიე, გავიგე როგორ გაიცინა მაკოცა რა თქმა უნდა და წავიდა . მე კი ბალიშს მოვხვიე ხელები, რა დროს წოლა იყო სად წავიდა. რა იდიოტი ვარ სააბაზანოშია ალბათ, იმედია არაფერი ტკივა , ნუ ძალიან მაინც არ ტკივა კი ვეცადე მაგრამ რა ვიცი რამდენად შევძელი ფრთხილად მოქმედება . გაღვიძების დროა თაბაგარო! სწრაფად წამოვდექი შორტი ამოვიცვი ,საწოლი მოვაწესრიგე და სააბაზანოსთან მივედი .სყლის ხმა ისმოდა,აღარ შევედი .ჯობის საუზმე მოვუმზადო , რამე მსუბუქი და გემრიელი . სამზარეულოში ვეძებდი ინგრედიენტებს , ყავაც მოვამზადე სინზე დავაწყვე ყველაფერი ეზოში დავინახე გვირილები, რაღა ახლა დავინახე რა დროს გვირგვინია. რას სულელობ ანდრეა ... კაი ხო მერე გავუკეთებ გვირგვინ სხვა დროს , ახლა არ უნდა . რას დავბორიალებ, ალბათ ერთი საათი გავიდა, უკვე გამოვიდოდა , ღმერთო რა ჯანდაბა მჭირს სულ გავითიშე მგონი . მოკლედ თაბაგარო შენი გამოსწორება არ იქნება, როგორ იცი ხოლმე რომ აურევ . „ რა ავურიე ახლა ? „ არაფერი დამშვიდდი პირველი ხო არ იყო შენთვისაც. „პირველია აბა რა არი ადრე ვის ველოდებოდი დილით და ვუმზადებდი საუზმეს და საერთოდ მეყოფა ფიქრი!“ კინარამ ავყირავდი,იატაკზე წყალი დამექცა ,დამავიწყდა მოწმენდა და თავი ძლივს სევიკავე, საჭმელს ვინ დაეძებდა მოვიტეხდი რამეს. ერთ ხელში სინი მეჭირა მეორეთი წონასწორობის დაცვას ვცდილობდი , ძლივს მოვეჭიდე მაგიდის კიდეც .დავდექი მყარად და ახლა გავიგე კისკისის ხმა . კარისკნ გავიხედე და სისხლი ამიდუღდა. მოკლე ატლასის ხალათი შემოუცვამს ქალბატონს, ჩემი გათვლით შიშველ სხეულზე, დგას კარში და კისკისებ -დამცინი კიდეც? მეტის ღირსი ვარ -შეგიძლია დამსაჯო -დაგსჯი კი ,ოღონდ ისე არა როგორც შენ გაწყობს - უცებ გავმხიარულდი და ქალბატონს მზერა ავარიდე- მოგანატრებ ჩემი ტუჩების შეხებას -ამ ღამის შემდეგ ეგ სიკვდილის ტოლფასი იქნება და არა დასჯა - მომიახლოვდა ეშმაკური ღიმილით და ყელზე შემიცურა ხელი ,შემდეგ თიტები ქვემოთ ჩააცურა და ბოლოს წელზე გადავიდა - გაუძლებ ? -ღმერთმა იცის შენს დანდობას ვაპირებდი- უცებ ვუთხარი სხეულზე ავიკარი და მოწყურებული დავეწაფე მის ტუჩებს . გაიცინა და ხელები უკეთ მომხვია -მმ ჭკუიდან გადაგყავარ თაბაგარო- როცა ყელზე გადავედი თითები მხრებზე გადაიტანა და ამოიკნავლა -როდის გამიცელქდი ასეე ... -შენი სკოლაა- ნიკაპზე მომიჭირა და თავად დამიკოცნა ტუჩები . ხალათის გასახსნელად წაღებულ ხელზე დამარტყა ისე უცებ გავწიე უკან- ნწ ნწ ნუ ცუღლუტობ მშია ჯერ -მეც მშია , არ მაწუხებდა მაგრამ მომანდომე და ახლა გინდა გადამაგდო? -მოითმენ..- ისევე მოშორდა როგორც მომიახლოვდა და დამტოვა ასე გალენჩებული. არა რა ამაზე ვამბობდი ბავშვიათქო? მგონი ეს რაღაც ნაჭერიც განგებ მოიხვია , სულ შევიშალე . რა მჭირს თავის შეკავება როგორ არ უნდა შემეძლოს ,მერე რა რო მაგიჟებს... ... იმდენი მოახერხა ,მაინც თავის ნებაზე დავყავარ ორი დღეა დამაბორიალებს სადაც უნდა, მოვა გამაგიჟებს,თუ უნდა წავა თუ მე მოვახერხე და გამოვიწვიე სულ ამიდუღებს სისხლს და ხანდახან მგონია რომ ტავს ვერ შევიკავებ და რამეს ვატკენ. ისე მოვუჭირე ფეხზე ხელი თიტების კვალი აჩნდა , არ ვიცი როგორ მოხდა ეს . ვერ გავიაზრე ,მართალია გასაოცარი არაფერია ,მაგრამ არ მინდა ჯერ ველურივით მოვექცე ,არადა საშინლად ძნელია გავუმკლავდე . -სალომე ჩამოსულა- ერთ დღეს გაოცებული შემოვარდა სახლში -კარგია -რაა კარგი .. რაღაც ხდება ორი დღის წინ მითხრა არ ვაპირებ წამოსვლასო . ვერ ვარ კარგადო და ახლა მოდის? -ერთი თვე იყო წასული და რომ დაბრუნდეს რა გასაკვირია? ნუ ნერვიულობ ყველაფერზე -მითხრა თბილისში არ ვიქნები ტყუილად ნუ დაბრუნდები ჩემს გამოო -აბა სად მიდის -რომ ვკითხე ასე მითხრა მობილური გათიშული მექნება და ტყუილად არ დამირეკოო. არ ინერვიულო კარგად ვიქნებიო და სანამ რამე ვუთხაარი გამითიშა.. ღმერთო ეს ბავშვი გამაგიჟებს, ალექსი მაინც იყოს აქეთ -დამშვიდდი , მოისვენე ერთ წამს - ხელი მოვხვიე და ვაკოცე- დამშვიდდი ფისოოო , ჩშ შეეცადე იაზროვნო ნუ აღელვდები -ოო იოანეე არ შემიძლია,ვგრძნობ რაღაც სისულელეს ჩაიდენს -იქნებ კარგიცაა, არ თქვი დედა გაოცებულია ისე მშვიდადააო? იქნებ აჯობოს სისულელები ჩაიდინოს , ხომ იცი სალომე მშვიდი უფრო საშიშია -ხო ეგ ხო .. იქნებ ,იქნებ სვანეთში მიდის -ბერდოსთან?მერე მაგას რა ჯობია -დახოცავენ ერთმანეთს -არამგონია ... -ბათუს დაურეკე რა -ჯერ რას გაიგებს. ახლა თუ აგირეკა გადაფრინდება უშგულში? -მაგას ეცოდინება რამე ..დაურეკე რა გთხოოოვ -კარგი ხო ნუ მიყურებ კნუტის თვალებით ბათუს დავურეკე მაგრამ არაფერი იცოდა. ჩემს ძას ვერც მიაგნებსო ასე თქვა, სახლში არ არის სადღაც მთაშია თავის ქოხშიო . თუ მივა სახლში ჩემები დამირეკავენო . მოკლედ ქეთო როგორღაც დავამშვიდე . შემდეგ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა ორი დღე არაფერი ისმოდა სალომეზე,მე და ქეთრინი კი ვტკბებოდით ერთმანეთით... სალო --- უზომოდ ბედნიერი ვიყავი.. არაფერი მახსოვდა ბერდოს გარდა, მთელი არსებით მიყვარდა და ეს გრძნობდა მაბედნირებდა. სულ მასთან მინდოდა ,ყველაფერი მინდოდა მისგან. არ ვიცი რას ვითხოვდი , როგორ შეიძლება სულ ჩემთან ყოფილიყო. ჩემგან განსხვავებით ბეჯითი სტუდენტი იყო და წიგნებში ჩამძვრალს თავზე რომ დავახტებოდი ვაცდენდი. ვერ უძლებდა ცდუნებას და მაინც მომყვებოდა ,ათას სისულელეს ვაკეთებდით. ისევ ისეთი იყო, ვერ ვიტყვი გავამხიარულეთქო ,მაგრამ თბილი იყო . უზომოდ თბილი, მკლავებს რომ მომხვევდა სადღაც სხვაგან მივფრინავდი,სრული ნეტარება იყი მისი სურნელის , სითბოს და კანის შეგრძნება. ერთიანად ვბუსუსდებოდი მის თითოეულ შეხებაზე, ინსტიქტურად მივიწევდი მისი ტუჩებისკენ , მინდოდა ცისფერ ვენებს გავყოლოდი ტუჩებით ,რომელიც გაბრაზებულს ისე ებერებოდა თითქოს დასკდომამდე წამები რცებოდა. შეპყრობილი ვარ მისით, ეს უბრალოდ სიყვარული არ არის, უბრალოდ „მე შენ მიყვარხარ „ არ იყო . როცა მივხვდი გვიან უწევდა მეცადინეობა , შედარებით იშვიათად დამყავდა წვეულებებზე, სახეტიალოდ და ათას ადგილას . ვერც ვშორდებოდი ამიტომ მის გევრდით ვიყავი, საწოლზე გავწვებოდი და ჩემთვის ვერთობოდი, მერე უცებ წამოვვარდებოდი კალთაში ჩავუჯდებოდი და მივეხუტებოდი . ბოლოს მიეჩვია და მაინც მეცადინეობდა,თავიდან კონცენტრირებას ვერ ახერხებდა ,მომვარდებოდა ჩამეხუტებოდა სახეს დამიკოცნიდა და მერე გვიან მიდიოდა წიგნამდე. ბოლოს მგონი მეც ვისწავლე მათემატიკა,არადა როგორ ვერ ვიტანდი ამ საგანს.კოლეჯში ძლივს ვაბარებდი ხოლმე გამოცდას. ივლისი მოვიდა , დაასრულა სწავლა და ვემზადებოდი დასასვენებლად. მე უნიში ჩაბარებას არ ვაპირებდი მაგრამ მაინც გამაგდეს გამოცდებზე, ამერიკაში არ ბრუნდები და აქაურ უნიში სიარული მოგიწევსო. გამოცდების პროგრამებს გამაცნო და დამამუშავებინა ისე რომ პრობლემა არ იყო ჩაბარება პასუხებს აღარ ველოდი და მინდოდა პირდაპირ გავვარდნილიყავით ზღვაზე. -აუუ ბერდოოო წავიდეთ რა -ორ დღეში ვთავისუფლდები და წავიდეთ.ბავშვებსაც ვუთხრათ -ისინი მიდიან. ბექა და მაკო გაიპარნენ და ლიზას არ სცალია. დაჩის ჩამოსვლას ელოდება მერე წამოვლენ ისინი. სენს ძმას საქმეები აქვს, ნუცაც დაკავებულია თორე ბათუ კი მონახავდა დროს... -კარგი რადგან ეგრეა ჩვენ ორნი წავიდეთ. ამ საღამოს წამოვალ მეც იმ წვეულებაზე -მართლა? აღარ ვაპირებდი წასვლას,კლუბშია და რაღაც არ მომწონს ის ადგილი -წავიდეთ ,მე იქ არ ვიქნები? მეც მინდა განტვირთვა თორე გადავიწვები ... რას მივდიოდი რო მივდიოდი, გამოვიპრანჭე, მოკლე ფრიალა კაბა მეცვა, უზურგო ბევრი ნაკეცით , რომ ვტრიალებდი ფრიალებდა . წითელი ტუჩსაცხი ,მსუბუქი მაკიაჟი, თმები დავიხვიე ,კულულებად ჩამოვიყარე მხრებზე და მზად ვიყავი. გუგავა თვალებით მჭამდა, ისიც ისეთი სიმპათიური იყო მინდოდა მეკბიჩა იმ ტუჩებზე ,მერე ყელზე .ჯანდაბა საშინელია ზრები მაწუხებდა. ეს აზრები განუხორციელებელი იქნებოდა, როგორც ყოველთვის ბევრი რომ არ დამელია. ბერდოც სვამდა ბიჭებთან ერთად, კარგი სიტუაცია იყო, რაღაც აბებიც გაიჩითა .ბერდომ კი ამიკრძალა მაგრამ დავლიე ,აკრძალული ხილი სულ მიყვარდა. მერე უფრო მაგრად ვიყავი. ვცეკვავდით, ვხტოდი, ყელზე ევხვეოდი,ვკოცნიდი .კლუბის განათება, დაბინდული გონება და მზერა... ვიცი რომ მასთან ვიყავი და არ მეშინოდა არაფრის. შემდეგ კადრები მახსოვს, სიზმარი მეგონა .არარეალურად მეჩვენებოდა მაშინ,გონება დახშული მქონდა . აი დილით მის გვერდით რომ გავიღვიძე სასტუმროს ლუქსში სრულიად სიშველმა და გამახსენდა“ვითომდა სიზმარი“ აღარ ვიცოდი კმაყოფილი ვყოფილიყავი თუ არა. არ ვაპირებდი ქორწინებამდე თავის შეკავებას ,მაგრამ ასეც თუ მოხდებოდა არ მეგონა. ბერდომ ჩემს მერე გაიღვიძა, ისე დავიკივლე(მაინც გაოცებისგან) გაიღვიძებდა აბა რა იქნებოდა. ჩემგან განსხვავებით არ მოეწონა სიტუაცია. ალბათ ის არ მოეწონა მთვრალები რომ ვიყავით, ვერ იტანს უპასუხისმგებლო ქცევებს,მაგრამ რომ ვაკოცე დამშვიდდა და მხოლოდ ის მკითხა თუ როგორ ვიყავი და მერე კმაყოფილს ჩაეღიმა,მგონი მასაც წინა ღამე გაახსენდა . სააბაზანოში შესულს უკან მომყვა, იქ კი რაც მოხდა არც კადრად დამმახსოვრებია არც ნაწყვეტებად,ყველაფერი საღ გონებაზე შევიგრძენი და სიამოვნებისგან ორბიტებს გავშორდი,გალაქტიკაში დავქროდი და დავბყარი იქაურობა. საძინებელში რომ დავბრუნდით , ტანსაცმელებს ვიცვამდით,უფრო სწორად ვეძებდით . მე ჩემს ბიუსჰალტერს ვეძებდი დივანთან როცა შეიკურთხა -რა ხდება? -ეს ნახე... - რაღაც ფირცელი ეჭირა. მეორე ხელში ლიფიც მაგრამ ის საწოლზე დააგდო და ფურცელი მომაწოდა. როცა გავაიზრე რომ ქორწინების მოწმობა იყო ყბა ჩამომივარდა . ხელზე დავიხედე ბეჭედი არ მეკეთა ,გიჟები ვართ . ეს მხოლოდ მე თუ შეიძლება დამმართნოდა -ახლა რა იქნება?მე სტუდენტი შენ ბავშვი ...ჩვენ -ტყუილად ნუ მიხსნი ქორწინებისტვის მეც არ ვარ მზად. საერთოდ არ მინდა ეს ამბავი გახმაურდეს. ერთად ცხოვრება და ოჯახის შექმნა სხვა რამეა და არ ვართ მაგისთვის მზად.. ორი სხეული დიდ საწოლზე იყო გასხლართული, მე სააბაზანოს ხალათში ის ტრუსის ამარა.ორივე ჭერს ვუყურებდით -უპასუხისმგებლო მგონია თავი -რა შუაშია..ახლა რო ვთქვათ დავქორწინდითთქო ჩემი მშობლები გაგიჟდებიან. მერე უეჭელი ერთად უნდა ვიცხოვროთ ... არ შემიძლია ეგ მე ჯერ არ შემიძლია -ჯანდაბა... მეც რო არ მინდა ეგაა საქმე. არც ხელფასი მაქ არც შემოსავალი ჯერ არავინ ვარ .უბრალო მეოთხე კურსელი ამის დ... სე.. რამ გამთიშა ასე ტო -მესმის და მეც მაგ აზრზე ვარ- მისკენ გადავგორდი და ვაკოცე- არ გვინდა გაყრა.. რა აზრი აქ . პროსტა ისე დავტოვოთ ყველაფერი როგორც არის. ჩვენი დიდი საიდუმლო იყოს ჩემო გორილა - ყელში ვაკცოე და უცებ წამოვიწიე - კარგი? მგონი ასე აჯობებს და ნუ დაიწყებ ახლა ათასი პრობლემის ძებნას... -რა დღეში ვარ.. ცოლი მოვიყვანე და ისე უნდა ვიყო როგორც შეყვარებული -დაგავიწყდება მალე ნუ ღელავ... სხვათაშორის ბათუმშ მივდივართ ხვალ . დღეს გოგონებთან უნდა მივიდეთ საღამოს. თაფლობის თვე გამოგვივა გორილა . როგორი გემრიელი ყოფილხარ გორილაა- ჩემს საყვარელ ტუჩებს დავეწაფე და ისე ვაკოცე სულ დაავიწყდა ყველაფერი. ბოლოს დათანხმდა.. ყველაფერი ისე დარცა როგორც იყო. ბეჭდები კი აღმოაჩინა ისე . მანქანაში ეყარა. რატომ და როდის მოვიხსენი არ მახსოვს. ჩვენ ჩვენი ავიღეთ და შევინახეთ. მოწმობაც მე შევინახე. სახლში დამტოვა და წავიდა . საღამოს ჩემთან მოვიდნენ გოგონები ,ბერდოც იქ იყო . ქალბატონები მსვენეირ განწყობაზე იყვნენ. -აი ეს შენ ქალბატონო გაბარებთ ... არ გეგონოს რო არ ვასრულებთ სიტყვას- კონვერტი დამიდო თაკომ შუა საუბრის დროს -ხო რა მოვაგროვეთ ფული და ორ კაცზე ბილეთი მანდ დევს... კი ერთზე ვიყავით შეთანხმებულები მაგრამ მეეჭვება მარტო გინდოდეს წასვლა . როცა გინდა მაშინ წახვალ რა პროსტა დარეკავ კომპანიაში და ჩაწერენ რიცხვს ... სასტუმროს მერე დაგიჯავშნით -ოჰ რა სულზე მომისწარით.. ამ ზაფხულს ე.ი კარგა გავატარებთ -ეს რა კონვერტია გოგონებო?- ბერდო მოვიდა ჭიქებით ხელში და მაგიდაზე დააწყო -შენმა შეყვარებულმა ნიძლავი მოგვიგო ... დაგკერა რა და ახლა კი გაფრინდებით პარიზში და ჩვენ დავიწვებით აქ -წავედით ახლა ჩვენ .. გვეცქარება ძალიან. მერე გნახავთ - ბერდოს ხმა არ გამიგია.ისე უცებ წამოდგნენ,მეც უკან გავყევი,გავაცილე და რომ დავბრუნდი შემდეგ შევამჩნიე მისი დაბერილი ძარღვები, თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა, ისე მიყურებდა როგორც ადრე როცა ვაბრაზებდი. ჟრუანტელმა დამიარა. ხელში ეჭირა ორი ბილეტი და უყურებდა -ბერდო რა ხდება? -რა ხდება? მე მეკითხები რა ხდება? შენ მომიყევი მიდი მგონი ცუდად გავიგე , ნიძლავი დადე ჩემზე, შემაბი და მიიღე ბილეთები პარიზში. მაგარია ,სხვისი გრძNობებით თამაშო ხო? შენ ხო მაგარი გოგო ხარ და ფეხებზე გკიდია ყველაფერი . არც თავმოყვარეობა გაწუხებდა ამ ხნის მანძილზე არც აპირებდი ამის ტქმას? -ბერდო მე უბრალოდ სხვანაირად იყო არაა ისე მართლა -რა არაა ისე ნიძლავი დადე ხო? რაზე დადე ჩემს მორჯულებაზე თუ მარტო თავის შეყვარებაზე .ის ვერ აიტანე ყურადღებას რომ არ გაქცევდი? -ბერდო ხომ იცი როგორ მიყვარხარ -ახლა არაფერი ვიცი...საერთოდ არაფერი მჯერა.მხოლოდ ის რომ მეთამაშებოდი, ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაში ახლა ჩემთვის შენ კი ერთი გადარეული გოგო რომელსაც არაფერი ადარდებს გართობის გარდა, ვერც კი წარმოუდგენია როგორ შეიძლება გაანადგუროს ადამიანი ერთი ჩადენილი სისულელით. -ბერდო თამაში არ იყო.. მართლა მიყვარხარ როგორ შეგიძლია ამის თქმა -გიყვარვარ? რატომ არ მითხარი თუ გეჩხუბებოდი რამეზე. მითხარი არ მქონდა ნათქვამი რომ მტავარი სიმართლის ტქმა და ნდობა იყო ჩემთვის? შენ რა გააკეთე როდემდე აპირებდი დამალვას. მართლა თუ გიყვარდი გეთქვა და გავიგებდი, ახლა ? ახლა ყველაფერი გაუფერულდა.. დასრულდა ! ვერ ავიტან შენნაირ ადამიანთან ყოფნას . ყველაფერი გაშავდა, ჩემი ფერადი ცხოვრებაც შავ ფერებში დავიანხე. წავიდა და მხოლოდ მისი ღრიალი ისმოდა ირგვლივ, ისევ მისი სიტყვები.რომლებიც ბოლომდე არ მესმოდა, მხოლოდ ნაწილი აღვიქვი და მხოლოდ ერთი სიტყვა ტრიალებდა გონებაში“ დასრულდა!“ როგორ არ ვეცადე მაგრამ არ დამელაპარაკა. არ სჯეროდა. მეც ვბრაზდებოდი,ნდობას ითხოვდა და რა თავად მენდობოდა? არ სჯეროდა რომ მიყვარდა . მე სულელს არც კი მახსოვდა ნიძლავის შესახებ,საერთოდ არაფერი მახსოვდა. მე ხომ შემიყვარდა მთელი გულით სემიყვარდა. აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ვერც ვნახე ,ვერც ველაპარაკე. შემდეგ ალექსი მიდიოდა ამერიკაში, დედა იყო შეუძლოდ . არ ვიცი რამ წამომიარა, საღამოს ბარგი ჩალაგებული მქონდა და აეროპორტში მივდიოდი. დავცარიელდი, ვიცინოდი, ვგიჟობდი. მაგრამ სხვებისთვის.არავინ არაფერი იცოდა, არც გოგონებისთვის მითქვამს რამე, მათაც ვერ მიხვდნენ რატომ წავედი, იფიქრეს რომ სხვა დროს ვიკამათეთ. ბოლოს დავირალე და აღარც ეს მოჩვენებითი მხიარულება შემეძლო,არარც სადმე მინდოდა წასვლა. დავიღალე ! მის გარეშე სუნტქვაც კი მამძიმებს. ვერაფერს ვჭამ, სულ გამოვიფიტე. ძალა აღარ მაქვს, სულ ძილი მინდა და დედაჩემი გავაგიჟე. ბოლოს ისევ გონება ავამუშავე , ისიც იმიტომ რომ დედაჩემმა რაღაცაზე რიცხვია ხსენა რომ მეჩხუბებოდა და მერე აღაც გამიგია მისი სიტყვები. უახლოეს აფთიაქში გავვარდი და ტესტი ვიყიდე. მთელი სხეული მიკანკალებდა პასუხის მოლოდინში, გადამიცდა, გულისრევა,თავბრუსხვევა,ზოგადი სისუსტე,მოტენთილობა.... სხვა ფეხმძიმობის სიმპტომი არც კი ვიცოდი.სანამ ტესტის პასუხს არ შევხედე გონებამ ათასჯერ სემრაცხა სულელად,რომ მეჩვენებოდა მერე კი ერთი დადებითი პასუხი ,ორი , სამი და ასე თანმიმდევრობით,ყველა სახის ტესტმა დადებითი აჩვენა . რამდენიმე წამი გაშესებული ვუყურებდი იატაკზე ჩამწკრივებულ ფეხმძიმობის ტესტებს. შემდეგ ცრემლები წამომივიდა, მერე ვიცინოდი, თანდათან უფრო ხმამაღლა ვიცინოდი. მერე ვტრიალებდი და მუცელს ვეფერებოდი -აქ ხარ ...ჩემი პატარა. ჩემი ნაწილი, აქ გაიზრდები. ღმერთო ჩემი გორილას და ჩემი... დედა გავხდები? 18 ვარ და დედა გავხდები? რა მნიშვნელობა აქ მთავარია ჩემი და გუგავას შვილი , ჩვენი შვილი არის აქ და მალე დაიბადება... შემდეგ გინეკოლოგთან წავედი. უნდა მცოდნოდა რომ კარგად იყო. ერთი თვის ფეხმძიმე ვიყავი, ბავშვი კარგად იყო.მისი გულისცემა გავიგე და ყველა პრობლემა გაქრა. გონებაც გამინათდდა და ბარგი ისევ ჩავალაგე და ისევ აღმოვჩნდი აეროპორტში. ყველა გავაგიჟე,მაგრამ ვინ შემეწინააღმდეგებოდა. დამღლელი იყო მგზავრობა, ძირითადად მეძნა მაგრამ მაინც ხანგრძლივი იყო და მოვითენთე. სახლში მივედი ,იქ არავინ იყო, ქეთო ხო იოსთან ერტად ისვენებს. ძალიან კარგი მშვიდად ვიქნები . უნდა გავიგო ის გადარეული სად არის, ვინ მისცა უფლება დაკარგულიყო. რაც უფრო გვიან ვნახავ მით უფრო გვიან გაიგებს რომ მამა გახდება. „რომ არ გაუხარდეს?“-ალტერეგო გამოჩნდა - გაუხარდება , რა ტქმა უნდა გაუხარება, გაბრაზებულია მაგრამ ვიცი რომ ვუყვარვარ და გაუხარდება.-„ცოლად შეგირთო და ერთად ცხოვრება არ უნდოდა , პასუხისმგებლობა არ აიღო, ოჯახისთვის მზად არ იყო და ახლა ბავშვი როგორ წარმოგიდგენია“ - არა ,უარს არ იტყვის. უბრალოდ ვერ შეიცვლება ვერაფერი. როგორც არ უნდა იყოს გაბრაზებული ბავსვის მოშორებას არ მთხოვს , მე ხომ ვიცნობ ჩემს გორილას, გიჟდება ჩემზე და როგორც კი ბავშვზე გაიგებს სიხარულისგან გაგიჯდება“_ასე მალე არ უნდა აჯახო,შეურიგდი ჯერ და მერე უთხარი“ არ ვიცი რას გავაკეთებ მაგრამ ახლა ძილი მჭირდება. საწოლზე დავწექი და დავიძინე. დილით ვისაუზმე და ბერდოს კურსელს დავურეკე. ახლა სწავლის პერიოდი არ არის მაგრამ ეცოდინება სად არის. სწორი არცევანი იყო, ბატონი უშგულსი წასულა..გაიგე ახლა სად ცხოვრობს კონკრეტულად .ერთხელ მითხრა განაპირა სახლიაო ,შორსაა უშგულიდან მაგრამ მაინც მას მიაკუთნებენო . მოკლედ ჩავალ და როგორმე გავარკვევ. იმედია არაფერი მოხდება, წესით გზები უნდა იყოს . მოკლედ საღამოს უსგულში ვიყავი,საოცარია დგილია . მაგრამ მერე დავათვალიერებ, ახლა მხოლოდ ქმრის ნახვა მინდა. ხო ქმრის, ეს ბეჭედიც საკმაოდ ლამაზია დ ამხიდება. -უკაცრავად ხომ არ იცით გუგავები აქ სად ცხოვრობენ? -არა არ ვიცი- როგორ მძიმედ საუბრობენ . მართლა სვანია რა . რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უფრო ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, რატომღაც მასთან მისვლა გადავწყვიტე. -უკაცრავად ხომ ვერ მეტყვით გუგავები აქ სად ცხოვრობენ? -ბათუ და ბერდო გუგავები?- ბიჭმა შემათვალიერა და გამიღიმა -დიახ ..იცით? -რა თქმა უნდა ვიცი. ჩემი მეზობლები არიან -მართლა? მადლობა ღმერთს თორემ ძალიან დამღალა მგზავრობამ. მიმასწავლით? -რამდენიმე წუთში მივდივარ და წაგიყვანთ. მანქანით ვარ , მე ერეკლე ვარ ტვილდიანი ვარ -ტვილდიანი.. უცხო გვარია . სასიამოვნოა - მის ხელს ჩემი შევაგებე- სალომე მაყაშვილი -მაყაშვილი? -დიახ ,გაგიგიათ ? - ა არა . აი იქაა ჩემი მანქანა . მე ახლავე მოვალ. მაღაზიაში შევალ ,ორ წუთში აქ ვარ -კარგით დაგელოდებით მანქანასთან,არ არის პრობლემა - ჩემოდანი გავაგორე შავიჯიპისკენ და იქ გავჩერდი. მართლა მალე გამოვიდა , კარი გააღო და ჩემი ჩემოდანი მანქანაში განათავსა. -დაბრძანდი -გმადლობ- ჩავჯექი და ღვედი შევიკარი- ძალიან შორს არის? -თხუთმეტ წუთში მივალთ - მანქანა დაძრა და წავედით. -დიდი ხნით აპირებთ დარცენას? -არ ვიცი ვნახოთ... სეზონი კი არის -ხო ბევრი დამსვენებელი ჩამოდის ამ დროს.. თუმცა ისინი არ აქირავებენ სახლს -ტურისტული ვიზიტით არ ვარ ... -ბათუ აქ არ არის.. არც ბერდო -როგორ ბერდო აქ არ არის? მე მითხრეს რომ -სახლში არ არის... ისე კი უშგულშია..მეეჭვება ჩამოვიდეს -ჩამოვა ... მაგას მე მოვაგვარებ -იცნობთ მას? -რა თქმა უნდა -აბა გეცოდინებათ რომ თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეტებს... -იცით მე ყველა არ ვარ მის სურვილს რომ დავემორჩილო... თქვენ სულ აქ ცხოვრობთ? -არა ოჯახთან ერთად ჩამოვედი .მთელს ზაფხულს აქ ვატარებთ შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა. სწრაფად მიდიოდა ტან ცუდი გზა იყო და შემეშინდა, სულაც არ მაწყობდა ეს ამბავი. ბავშვი პატარაა და მოფრთხილება ჭირდება -შეგიძლიათ ცოტა ნელა იაროთ? თავი მტკივა და უფრო ცუდად ვხვდები -კი რა ტქმა უნდა.. მე მიჩვეული ვარ და ბოდიში ვეღარ გავითვალისწინე -არაუშავს... რამდენიმე წუთიც და მანქანა გააჩერა . დიდი წითელი ჭიშკარი და ქვით ნაშენები ღობე იყო. კოსკი ჩანდა ეზოში და უზარმაზარი სახლი. სვანეთია თუ მილიონერთა დასახლება -აი მოვედით ... -ესაა გუგავების სახლი? -ისინი აქ სულ ცხოვრობენ ამიტომ ისე ააგეს სახლი როგორც კომფორტი ითხოვდა. სხვებს კი ძველებური სტილი აქვთ შენარჩუნებული - მანქანიდან გადავედი. ჩანთა გადმოიღო და შესასვლელისკენ გააგორა -დაგეხმარებით -გადლობთ ყველაფრისთვის.. თქვენ რომ არა ვერ მოვაგნებდი ალბათ -რას ბრძანებთ ... სამადლობელი არაფერია . ლალი დეიდააა - უზარმაზარი მინდორი გადაიშალა ჩემს თვალწინ, ლამაზი სახლი უკან მთები მოჩანდა . აქედან როგორ წავა კაცი, ახლა მესმის რატომ ცხოვრობენ აქ . მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა როგორია მიხვიდე დედამთილ მამამთილტან და უთხრა „მე ბერდოს ცოლი ვარ“ სახლს მივუახლოვდით .იქედან კი ქალი გამოვიდა ,მართალი ვიყავი ბერდო დედას ჰგავს. ისეთი სერიოზული გამომეტყველებით გამოვიდა მგონი ცუდადაა ჩემი საქმე . ამას რომ ვუთხრა შენი სვილის ცოლი ვართქო მომკლავს ალბათ . -გამარჯობა ლალი დეიდა -გამარჯობა სვილო როგორ ხარ? -კარგად ,გმადლობთ. უშგულში თქვენი სტუმარი შემხვდა და გზა მოვასწავლე ... ახლა დაგტოვებთ . ჩემოდანს აქ დავდებ -უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ -არაფრის .. კარგად - გაგვიღიმა და წავიდა. მეშინია! ისე მიყურებს ლალი გული ამიჩქარდა -გამარჯობათ ქალბატონო ლალი იცით მე ... მე -ლალი სად ხარ?- სახლის უკანა მხრიდან კაცი გამოვიდა ,მომღიმარი სახით და ისე უციმციმებდა თვალები დავმშვიდდი . ეს თუ გადამარჩენს- გამარჯობათ გენაცვალე... ეს ლამაზი გოგო ვინ არის ცოლო? -მეც მაგის გარკვევას ვცდილობ... -ვინც არ უნდა იყოს ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავია. რა ეზოში დამდგარხართ გენაცვალე..ს ახლსი სემოდით, დღეს მცხუნვარე მზეა,დაღლილი ჩანხართ . თან ამ მძიმე ჩემოდნით -მახო ! -ხო მართალიხ არ ლალი წყალი უნდა ალბათ გოგონას - ხელი მომხვია მხრებზე და სახლისკენ წამიყვანა. ჩემოდანს თვითონ მოკიდა ხელი. ღმერთო მადლობა, ამ კაცის არსებობისთვის. სახლი შიგნიდანაც ლამაზია, მისაღებში დივანზე დავჯექი, ტავბრუსხვევას ვგრძნობ ,ახლა გონის დაკარგვის დრო არ არის. მყარად უნდა ვიდგე -ცუდად ხარ შვილო?- ლალის ხმა გავიგე- აჰა წყალი დალიე , მგონი მართლა დაიღალე. ავტობუსით იმგზავრეთ? -დიახ.. გმადლობთ. - გამოვართვი ჭიქა და ბოლომდე დავცალე, ცოტა ამოვისუნთქე- იცით ძალიან მეუხერხულება,ასე რომ მოვედი .არ მიყვარს დაუპატჟებლად სიარული , უბრალოდ გავკადნიერდი იმ მიზეზით რომ.. მე და მერდო... მე ბერდოს მე სალომე მაყაშვილი ვარ ბერდოს ცოლი - ვთქვი და ღრმად ამოვისუნტქე. ბატონი მახოც გაშრა. ცოლს გადახედა რომელსაც მუხლები მოეკვეთა და მოწყვეტით დაეცა დივანზე -ვინ ხარ? -ვერ გაიგე ლალიკო? ცოლი ვარო ც-ო-ლ-ი არ ყოფილა ის ბიჭი ყგემოვნო. გვეშველა მგონი -რა გვეშველა ... ნამდვილად ცოლი ხართ? ეს რა თამაშია. როგორ ცოლი, ჩემმა შვილმა ცოლი სეირთო და არ ვიცი? თან იქ არის განდეგილივით ტყეში, არავის გველაპარაკება და ცოლი ჰყავს? -იცით მე ვთხოვე არაფერი ეთქვა, დედა იყო შეუძლოდ და ვერ ვეტყოდი შენი შვილი გაიპარათქო. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ხომ გესმით აღარ შეგვეძლო ასე ყოფნა. ჩემი მშობლები ამერიკაში ცხოვრობენ და ხელის თქოვნის ცერემონია არ გამოვიდოდა . ვგეგმავდით ერთად ჩამოსვლას და თქმას,სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა . მე წასვლა მომიხდა და გადაიდო მოკლედ. -ლალი გილოცავ, შვილის გაბედნიერებას -ქალს მოეხვია თუმცა ლალი უნდობლად მიყურებდა, არ სჯეროდა რაც ვუთხარი. -შეგიძლიათ ბერდოს უთხრათ რომ მოვიდეს? სიურპრიზი მინდა გავუკეთო -ახლავე დავურეკავ - მობილური ამოიღო და დარეკა. არ გადიოდა , ისევ სცადა და უპასუხა , ხმა რომ გავიგე გული ისე ამიჩქარდა მეგონა გასკდებოდა- ბერდო- ისე შეიცვალა ხმა ვიცი კარგს არაფერს ეტყოდა -რა ხდება მამა? ხომ გითხარით არ დამირეკოთთქო -მნიშვნელოვანია .. ბერდო დროზე ჩამოდი რა ... ლალია შეუძლოდ აარ ვიცი რა დაემართა და ჩამოდი რა მარტო ნუ დამტოვებ- ეს კაცი ნამდვილი მსახიობია, არა ხომ ვამბობ ბერდო და მახო ასლები არიან . მამამთილს კარგად შევეწყობი ... -რა? რა სჭირს დედას -აღარ ისმის ბერდო ჩამოდი გთხოვ სახლსი ვართ ბერდო- ვაიმეე მაგიჟებს ეს კაცი..მობილური გევრდით გადადო და ჩამეხუტა- ვაიმე ვერ ვიჯერებ რომ რძალი მყავს .. ვფიქრობდი ის გიჟი დაასწრებსთქო, საერტოდ არ მეგონა მაგას ვინმე თუ მოეწონებოდა შვილო როგორ შეძელი თავის შეყვარება -სიყვარულს რას გაუგებ -მართალია - ლალიმ თქვა და წამოდა. - მართალია ვერაფერი გავიგე, არც მომწონს ეგ ამბავი მაგრამ მიხარია ჩემი შვილი თუ ბედნიერია მეც ბედნიერი ვიქნები .კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ოჯახში, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს- მომეხვია და მივხვდი რომ ბერდოს მსგავსად გული თბილი ჰქონდა. ცრემლები მოერია მაგრამ არ უტირია. მახო ცაეხუტა -ჰე აბა დატრიალდი ახლა .. ასე მშრალად ვერ დავხვდები რძალს. შეყარე ხალხი. მე ბიჭებს დავურეკავ.მთელმა რაიონმა უნდ აგაიგოს ჩემი სიხარული... -წამოდი შვილო ოთახს გაჩვენებ დაისვენე სანამ ბერდო ჩამოვა -ჩემოდანს მე წამოვიღებ მძიმე ჩანს- მახომ ხელი დაავლო ჩემოდანს და გავიდა. მეორე სართულზე ავედით, არ გაჩერებულა, მესამეზეც ავედით იქ მხოლოდ ერთი კარი იყო და იქ შეიტანა ჩემოდანი- ესაა ბერდოს სამფლობელო... როგორი სიმშვიდე სუფევს, მისი სურნელია გამეფებული. აივანი აქვს ოთახს, თხელი ნაცრისფერი ფარდები. ოთახი სამ ფერშია თეთრი, შავი და ნაცრისფერი. სიმყდროვე,სიმშვიდე და ბერდოს არსებობა იგრძნობა. -ჩვენ წავალთ, შეგიძლია მოეწყო. თავი ისე იგრძენი..თუმცა ეს ხო შენი სახლია გავიდნენ მე კი საწოლზე დავწექი, ბალიში ჩავიხუტე და თვალები დავხუჭე. ნეტავ სად არის, მალე მოვა? რას გააკეთებს .იქნებ მეჩხუბოს. რომ არ მიმიღოს? იქნებ არც აინტერესებს არაფერი და მაინც მეჩხუბოს . რას იფიქრებენ... ღმერთო დამეხმარე გთხოვ, ჩემი პატარავ გეფიცები ყველაფერს გავაკეტებ მამიკოს შემოსარიგებლად, აუცილებლად ვეტყვი შენს შესახებ,რომც არ შემირიგდეს მაინც. შენ უნდა იცოდე როგორი კარგი მამიკო გყავს... ჩამთვლიმა, ძილ-ბურანში მყოფს ცხენის ხმა შემომესმა . გულმა ისე დაიწყო ძგერა მივხვდი ის იყო. წამოვჯექი და ფანჯრიდან დავინახე. ჯერ კიდევ ცხენზე იყო ამხედრებული, ისეთი სხვანაირი იყო, უფრო ჯმუხი, უფრო მოღუშული და აღელვებული. კიბე როგორ ჩავირბინე არ ვიცი. უკვე ლალის და მიხოს ესაუბრებოდა. გაოგნებული იყო ალბათ უთხრეს შენი ცოლი ჩამოვიდაო. რომ გავვარდი სურვილის დაკმაყოფილება მინდოდა მხოლოდ. მივეჭერი და მოვეხვიე. შეკრთა,ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა, მასაც ჩემსავით აუჩქარდა გულისცემა და სუნთქვა. ხელები გაუშეშდა .მთელი ძალით ვეხვეოდი ,არ მინდოდა მოვშორებოდი, არცერთი წამით . მეშინდოა მისი ტვალების , მისი მზერის მეშინოდა. არ მინდოდა იქ სიცარიელე დამხვედროდა... -რა კარგები ხართ ბავშვებო... მაგრამ მაინც გაბრაზებული ვარ როგორ არ მითხარი.. -ხო მართალია მამა როგორ არ გვითხარია სეთი კარგი გოგო თუ გყავდა ცოლად. მე კიდე მისკდება აქ გული უცოლო დამრიცება შვილითქო ... მერ ემეტყვი იმედია ასეთი გოგო როგორ გააბრიყვე -მახო ! -რა ტყუილია? მიდი შენ დატრიალდი. აი მოდიან გოგონები. ბიჭებიც მალე მოვლენ. კარგი ამინდია ეზოში გავშალოთ სუფრა. -ხმა მესმოდა მაგრამ ისევ არ ვშორდებოდი, ხელები რომ მომხვია გავიყინე, ცრემლები წამომივიდა . მხარზე დამადო წამით ტავი ,ჩემი სურნელი შეიგრძნო ,მაგრამ მალევე მომშორდა. ხელი ჩამავლო და სადღაც წამიყვანა. მგონი თავლა იყო , ხო ცხენები იყო აქ და საშინლად გავხდი, იქ არსებულმა სუნმა გულისრევის სეგრძნება გამიჩინა.მაგრამ არ დამცალდა -აქ რა გინდა შენ! რა სპექტაკლს დგამ ამჯერად. ჩემ გარდა სათამაშო ვერ იპოვნე? ვერ დაისვენე პარიზში? თუ სხვა ნიძლავს დებ და მერე ბარემ სხვა ქვეყანაშიც წახვალ . მიპასუხე ! გგონია მოგცემ უფლებას გამაბრიყვო? -უკვე თამაშში ხარ.. გაიხედე ეზო სავსეა ხალხით. ფაქტობრივად ქორწილს მართავენ .უკვე ყველამ იცის რომ ცოლი შეირთე და ზეიმობენ. რას ეტყვი დედაშენს დავთვერი მასთან ვიწექი ცოლად მომიყვანია სრულიად შემთხვევით ,საღამოს ვეჩხუბე მისი სიყვარულია რ ვირწმუნე და დავტოვეო? არც ახსნა ვადროვე, არც ზარებს ვუპასუხე, არც სახლში დავხვდი ავდექი და ტყეში გავიქეცი ლაჩრულადო? ამას ეტყვი? მიდი უთხარი . ის უთხარი თუ გინდა რომ ცოლი არ ხარ . სხვათაშორის მოწმობა მაქ . -მაშანტაჟებ? ასე როგორ დაეცი -დაფიქრდი. მე არ მაქ პრობლემა სვანეთის ჰაერი მომიხდება.- რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავსულიყავი. მართლა ვთამაშობდი მაგრამ არა ცუდი გზით, მხოლოდ მისი დაბრუნება მინდოდა, მხოლოდ მასთან ყოფნა და ჩემი შვილის გაზრდა.ა რ მინდოდა მამის გარეშე გაზრდილიყო,არ მინდოდა მის გარეშე ყოფნა... თავლიდან გამოვედი და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი,მაგრამ ძალა ვერ მოვიკრიბე.იმოქმედა მისმა სიტყვებმა. ვეღარ გავუძელი მასთან კამათს. ფეხმძმობამ დამასუსტა,მაგრამ არაუშავს მოვიკრებ ძალებს და თავიდან მოგიპოვებ ბატონო გუგავა. -სულ არ მადარდებ . შენთან ერთად ცხოვრებას არ ვაპირებ... იმ ქალთანა რაფერი მესაქმება ვისაც გული არ აქვს და ვისთვისაც ადამიანები სათამაშოებს წარმოადგენენ. რა დოზითაც მიყვარდი იმავე დოზით შეგიძულე და გეფიცები ამ თამაშს თუ გააგრძელებ ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას. ნუ მიწვევ უარესად. არც კი იცი რა შემიძლია, დამიჯერე არ დაგინდობ ! - სუნთქვა შემეკრა,მის სილუეტს ვხედავდი,როგორ მაქცია ზურგი და წავიდა. თვალებში დამიბნელდა, მუხლები მომეკვეთა.მინდოდა დამეძახა მაგრამ ვერ შევძელი . წავიქეცი , მაგრამ ძირს არ დავვარდნილვარ ,ვიღაცამ დამიჭირა.მან ვინც ჩვენკენ მოდიოდა -სალომეე სალომე რა დაგემართა- ნაცნობი ხმა იყო . მგონი ერეკლე იყო . მისი ხმა კი ბერდოს ღრიალმა გადაფარა. მივხვდი რომ მორბოდა. მერე მისი სხეულის სითბო ვიგრძენი ,მისი თიტების შეხება სახეზე -სალომე... სალო გამოფხიზლდი სალომე .. სალომე ნუ მაშინებ გთხოვ - ტუჩები შუბლზე შემახო . მიდიოდა ,არ ვიცი სად . შემდეგ სიცარიელე ვიგრძენი, მის მკლავებში აღარ ვიყავი. საწოლზე ან დივანზე დამაწვინა . მერე გავითიშე ... გონს რომ მოვედი პირველი ბერდოს ანთებული თვლები დავინახე. შეშინებული,გაფითრებული დამყურებდა . თავი მის მუხლებზე მედო ,ჩემს თმაში ჰქონდა ხელი ახლართული. წინ კი ლალი იდგა რაღაც შუშით ხელში ..ალბათ ის იყო ასე მძაფრი სუნით,ნიშადური -სალომე... კარგად ხარ?- ვერ დაფარა ღელვა და სახეზე მომეფერა -შვილო შეგიძლია ლაპარაკი? -მე დიახ ... გმადლობთ კარგად ვარ . უბრალოდ გადავიღალე, პირდაპირ წამოვედი როგორც კი ჩამოვფრინდი და ზედმეტად ამაღელვებელი ორი დღე მქონდა. მაპატიეთ თუ შეგაშინეთ -არა რას ამბობ. სენ იყავი სვილო კარგად და რა პრობლემაა. იწექი ჯერ საჭმელს ამოგიტან და წვენს . ძალას სეგმატებს. ბერდო იქნება შენთან , მეც ვნერვიულობდი დედამთილთან შეხვედრის წინ- შუბლზე მაკოცა და ჩუმად მითხრა. ბერდო უკვე გონს იყო მოსული და იგივე მზერით მიყურებდა როგორც ადრე. -რა უთხარი ჩემს მშობლებს... -რომ ერთმანეთი გვიყვარს.. დედა იყო ცუდად და ამერიკაში წავედი ამიტომ ვერ ჩამოვედით აქ -ყოჩაღ დიდი ხანი ფიქრობდი მაგაზე? -სიმართლე ვთქვი -ხო ვაპირებდით ცამოსვლას და ქორწილზე საუბარს.. შენ ტავად არ თქვი? ახლა ვხვდები რატოა რ გინდოდა ამ ამბის გახმაურება,თურმე ვეკიდე გოგოს და დროს ელოდა არც დაკარგვა უნდოდა სათამაშოსი არც დიდხანს შენარჩუნება -საინტერესო სათამაშო ხარ... ხშირად იმეორე უფრო და დაიკნინე თავი. მერე მიტხარი რო მაგარი ხარ და იღრიალე შენი ძალის დასამტკიცებლად -გოგოო ნერვებს ნუ მაგლეჯ,ისედაც ძლივს ვითმენ რო არ მოგკლა - ისე წამოვიდა, ინსტიქტურად ავეკარი ტახტის თავს და მუცელზე მოვიხვიე ხელები - რატომ გინდა მწყობრიდან გამომიყვანო.. ხომ წამოვედი ისე რომ არაფერი დამიშავებია...მითხარი ხომ წამოვედი გინდა მაინცადამაინც გაგანადგურო? რა გინდა რა -სიმართლე უნდა დაგაჯერო პირველ რიგში - ბურტყუნით ვუთხარი და მუხლები მკერდზე მივიკარი, ხელი მოვხვიე ფეხებს და თავი დავმალე. მიყურებდა. მერე საწოლზე გადაწვა და ღღმად ამოისუნტქა -ანუ არ წახვალ... -არა! -კარგი მაშინ მოემზადე ! მალე გაიქცევი - თქვა და წავიდა. მისი მეშინოდა, იმიტომ რომ უხეშად რომ მოქცეულიყო გაბრაზებულზე ვერ გავუძლებდი შეიძლება ბავშვს მოსვლოდა რამე, მაგრამ არა ის არაფერს დამიშავებდა. ისე ინერვიულა ცემზე ვუყვარვარ, ახლა უბრალოდ საკუთარ თავს არწმუნებს რომ მართალია, რომ შეცდა და საშინელი ვარ. მის ადგილას შესაძლოა მეც ასე მოვქცეულიყავი... ცოტა ხნით ვიწექი. ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი , გამომივიდა კიდეც. ვიღაც გოგომ საჭმელი ამომიტანა და ცოტა ძალა მომემატა.შემდეგ ფანჯარასთან დავჯექი. ეზოში უამრავი ადამიანი ფუსფუსებდა, ეზოში მაგიდა დადგეს, უზარმაზარი და ახლა აწყობდნენ. იმდენი ვინმეა ვფიქრობ რთული საღამო იქნება. იმედი მაქვს ბერდო ისეთას არაფერს გააკეთებს რაცამანერვიულებს. ეზოში ლამპიონები აინთო , მივხვდი რომ გამოცვლის დრო იყო . ჩემოდნიდან კაბა ამოვიღე სედარებით დახურული, ღამით აქ ალბათ ცივა. სახლში კი არის სიცივე მაგრამ მეეჭვება იგივე ტემპერატურა იყოს ეზოში. ტანსაცმელი გავიხადე და სარკეში ცავიხედე, მუცელი არ მეტყობა, მინდა მალე დამეტყოს. უბრალოდ ვეფერებოდი მუცელს კარი რომ გაიღო და შემოვიდა. ვერ დაფარა ემოცია ,თვალებში ჭინკები უხტოდნენ -ნებისმიერი შეიძლება შემოვიდეს ამ ოთახში და ასე აპირებ დახვედრას? -არამგონია შენს ოთახში შემოსვლა ყველას შეეძლოს - მშვიდად შევბრუნდი კაბა ავიღე და გადავიცვი . ელვა ვერ შევიკარი ბოლომდე და ნერვეი მომეშალა . ყელზე ცხელი სუნტქვა ვიგრძენი,ჩემს ზურგს უკან იდგა. კანზე თითები რომ შემახო ჟრუანტელმა დამიარა საკოცნელად დაიხარა ,ვიცი უნდოდა შემხებოდა ,მაგრამ არ გააკეთა ეს. უბრალოდ ელვა შეკრა და გამეცალა. როგორ არ ვეცადე თვალი ამერიდებინა , ვერ მოვახერხე, მაინც ვუყურებდი მის განიერ მხარ ბეჭს და მახსენდებოდა როგორ ვკოცნიდი, ჩვენი პირველი ღამე გამახსენდა და ერთიანად ჩამეღვარა სხეულში ლავა. მოულოდნელად შემობრუნდა, ღილებს იკრავდა ისე გამომხედა ვიცი იცოდა რასაც ვფიქრობდი,თუ იცოდა თავი რაღატომ უნდა შემეკავებინა.ასე აღმოვჩნდი მის წინ ხელები ჯერ კიდევ შეუკრავი პერანგის შიგნით შევაცურე და მონატრებულ ტუჩებს დავეწაფე. ვკოცნიდი მაგრამ ის არაფერს აკკეთებდა, გული გამეყინა . -ასე აპირებ სამაგიეროს გადახდას? -ეს სამაგიერო არ არის ... რაც არ მაყენებს სიამონებას არასდროს ვაკეთებ ხომ იცი . მალე მოწესრიგდი და ჩამოდი .- ღილები სწრაფად შეიკრა და გავიდა. შედარებით დაბალი,კომფორტული ფეხსაცმელი მოვირგე და გარეთ გავედი . საფეხურები ნელა ჩავიარე და ღრმად ამოვისუნთქე.სახლში არეულობა იყო, ზემოთ ოთახში საერთოდ არ აღწევდა ხმა . ბერდო შევნიშნე , ერეკლეს ესაუბრებოდა და მისკენ წავედი. -აი რძალიც მოვიდა... რატომ არ მითხარი ვინ იყავი ? -არ გიკითხავს ... მადლობა რომ დამიჭირე წაქცევისას -იქვე ვიყავი კიდევ კარგი .ახლა ხომ კარგად ხარ ? -კი გმადლობ, უბრალოდ გზამ გადამღალა .თუმცა ღირდა- ბერდოს გავხედე და ხელკავი გავუკეთე, მხარზე დავადე თავი,თუმცა რეაქცია არ ჰეონია,ბოლოს ლოყაზე ვაკოცე და მხოლოდ ამან გაჭრა,უბრალოდ ვიგრძენი როგორ მოდუნდა თორემ მიმიკა არ შეუცვლია -როგორ დამიმალე ასეთი ცოლი თუ გყავდა ,გაბრაზებული ვარ ბერდიკო -ვინო?- რო ავფხუკუნდი ბოლოს სიცილი დავიწყე .ბედროს ყელსი ჩავრგე თავი და ვიცინოდი -გეყოფა -მაპატიე.. კარგი ვჩუმდები ბერდიკო არა არ სჯობს ჩემი შერქმეული სახელი შენს რეალურ სახელს მისი ყველა ცვლილებით?- თავი ავწიე და ყურში ვუჩურჩულე. ვერ მოვიტმინე და იქვე ვაკოცე -ვაიმე ეს ბიჭი შენთანაც ასეთუ უემოციოა? -სხვების თანდასწრებით მხოლოდ ,მარტო რომ ვართ არა- ისევ დავბრუნდი ძველ ადგილას ისევ ვიცინოდი ოღონს არ ვხარხარებდი. ერეკლეც იღიმოდა. ბერდომ წელზე შემიცურა ხელი და მომიჭირა,ისე გამომხედა მივხვდი რაღაცამ გააბრაზა .ვანიშნე მაგრამ არ გამინდო რა აბრაზებდა. რადგან ის არ მელაპარაკებოდა და ათასში ერთხელ ჩააგდებდა სიტყვას ერეკლეს ვებაასე, საოცარი მოსაუბრეა,კომუნიკაბელური ,გახსნილი და საკმაოდ მხიარული. -აი სად ყოფილხართ ბავშვებო ..მე კიდე დაგეძებთ . უკვე ყველაფერი მზად არის.მალე სტუმრებიც ჩამოვლენ და დავიწყოთ ქეიფი . რა კარგები ხართ ერთად - უცებ მიაყარა მახომ და მხარზე დაკრა შვილს ხელი .-ბათუ მალე ჩამოვა, მოვფრინავო ასე მითხრა -ვიინ? იმას რა უნდა არ გამაგიჟოთ ახლა -ვის რა უნდა ბიჯო ბათუს? შენს ძმას? -ისე უცებ შეეცვალა გამომეტყველება მახოს მივხვდი არც ეს იყო სულ ცანცარა- წავედი მე და ამ გამომეტყველებას ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ მოისორებ კარგი იქნება -მე გადავალ სახლში ...დედა მირეკავს და მოვალ -ერეკლე წავიდა გამიღიმა მეც გავუღიმე და კიდეც მომიშირა მაჯაზე ხელი გორილამ. ისევ სადღაც გამაქანა. ამჯერად რომელიღაც ოთახსი შევედით და ზედ კარზე მიმაკრა -რას აკეთებ ცხოველი..მტკივა -გტკივა? თურმე ტკივა ! შენ გოგო ნორმალური ხარ? არა ვიცი რომ არ ხარ მაგრამ ჩემს თვალწინ როგორ ბედავ ერეკლესთან ჟღურტულს -რა ჟღურტულს იდიოტო. შენ არ მელაპარაკები და ადამიანს უბრალოდ დაველაპარაკე დანაშავული თუ იყო არ ვიცოდი -არის ! და იცოდე დღეიდან სანამ ჩემი ცოლის სტატუსით სარგებლობ, არც ვინმეს გაუცინებ ამდენს, არც ესაუბრები ასე ტკბილად და საერთოდ ვინმე რო მოგეკაროს მოგკლავ - უცებ ამოხეთქა და გავარდა. ახლა ეს ეჭვიანობის სცენა იყო? ასეთი? სულ გაგიჟდა ეს ბიჭი . ამჯერად ეზოში იყო , მეც გავედი და დავინახე როგორ შემოვიდა მანქანები თანმიმდევრობით. ჩემი და მოვიდა, იოანე, ბათუ,ნუცა , მაგდა,თათული,თაკო ბექა და მაკო. ლიზიკოც აქ არის .აბა ბიჭები წასულები არიან ... ოჰ კიდევ ერთი მანქანა და აკუნა, ვაკუნა, ნიკუშა მოვიდნენ ცოლებითურთ . ნიკუშა ბავშვითურთ , რა პატარა და საყვარელია. ახლა ეს ხალხის მასა დაიძრა ჩვენკენ და გვილოცავენ. მეც კი დავიქანცე. ჩემი დის მზერა მაგიჟებს. ბათუ სიხარულით გაგიჟებულია , ყველას უხარია .ის კი დგას და უბრალოდ იღებს მილოცვებს.იმდენად მტკიოდა თავი ლაპარაკიც ვერ შევძელი, არც არაფერი დამიმახსოვრებია . მაგიდასთან დავსხედით. იქაურებიც იყვნენ,უამრავი გოგო ბიჭი. გამაცნეს ვიღაცეები მაგრამ არც ეგ მახსოვს, სახიდან ღიმილი არ მომიშლია. ბერდის გვერდით მაგიდის თავში დამსვეს და მეგონა წავიქცეოდი მაგიდაზე საჭმელებს რომ შევხედე. ყველაფერი სათიტაოდ სალათიდან დაწყებული წვნიანებით და ხაჭაპურით დასრულებული გულისრევის შეგრძნებას მიჩენდა. წყალი დავლიე მიყოლებით ორი ჭიქა. დაიწყეს სადრეგრძელოები, არ ვიცი მოკლედ სვამდნენ. -შენ არ დალევ? -მე არა ..ვერა დაღლილი ვარ და უცებ მომეკიდება.დათრობა არ მაწყობს- უცებ ვუთხარი და გავიღიმე. აღარ შემეძლო სახლში შევვარდი ,პირდაპირ აბაზანაში და ჩავეხუტე უნიტაზს რასაც ჰქვია. მეგონა სპაზმა მქონდა,კუჭი ამოვარდა ან არ ვიცი ცუდად ვიყავი. ვეღარ ვსუნთქავდი .ყელი მეწვოდა. ვიღაც შემოვიდა ჩემს სახელს იძახდა ,მგონი ისევ გონება დავკარგე . რომ გამოვფხიზლდი ქეთა და იოანე დავინახე.კიდევ კარგი ბერდო არ არის -გამოფხიზლდი როგორც იქნა... -რა მოხდა? -უკან გამოგყევი ლაპარაკი მინდოდა სააბაზანოში გიპოვნე და გონება დაკარგე. იოანე დამეხმარა შენს აქ მოყვანაში. ამიხსნი რა ჯანდაბა ხდება? -გავთხოვდი -არ გამაგიჟო მართლა? -გეყოფა ცინიკოსობა ჩემი მოწოდებაა შენი არა -18 ხარ სალომე 18 როგორც ვიცით დაშორებულები იყავით და როდის დაქორწინდით -ექვსი კვირის წინ ... მერე რაღაც მოხდა და ვიჩხუბეთ. ახლა კი ჩამოვედი და ხომ იცი იმის დაკარგვას ვერ ვეგუები რაც ჩემია -ასე რატომ ხარ ... ერთი თვის წინ თუ დაქორწინდით მე რატომ არ მითხარი -შეთანხმება გვქონდა -კარგი რა ქეთა ხო ხედავ ცუდადაა რა მკაცრი დედასავით ეჩხუბები . მოდი აქ , დამშვიდდი კარგადაა ყველაფერი. ბერდოს უყვარხარ,შენც გიყვარს და რამდენიც არ უნდა გეჯუჯღუნოს ეგ სვანი ხომ იცი მაინც მოარჯულებ- იოანე თავთან დამიჯდა და შუბლზე მაკოცა - საქმე ისაა რატომ ხარ ასე ცუდად ... გინდა მე გავიდე? -არა ... ეს უფრო მეჩხუბება - საწყლად ამოვიკნავლე და ჩავეხუტე სიძეს- უთხარი ახლა არ გაგიჯდეს. ყველაფერს მოგიყვებით ...- იანეს არ მოვშორებივარ ისე მოვუყევი ყველაფერი , ქეთა ლამის წაიქცა.იოანე მშვიდად მისმენდა ბოლოს სანამ ქეთა დაიწყებდა კივილს მანამ მითხრა -სწორი არჩევანი გაგიკეთებია ,იმ ამბების შემდეგ რაც მხოდა -დამნაშავედ არ ვთვლი თავს .. რომ არ დავნიძლავებოდი გოგონებს არც არაფერს გავაკეთებდი და არც შემიყვარდებოდა. შეყვარებაზე არ დავნიძლავებივარ ,მორჯულებაზე დავნიძლავდით ხომ იცი არა? -მე ხო გაფრთხილებდი არაა სწორი ეგთქო.მერე მეგონა დაივიწყე ეგ ამბავი -დავიწყებულიც მქონდა..უბრალოდ გოგონებმა მაინც მაჩუქეს საგზური -დამშვიდდი არ შეიზლება შენთვის ნერვიულობა... ისე იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ბერდო მშვიდად ყოფნას არ დაგაცლის იქნებ გეტქვა ბავშვზე . -არა ჯერ უნდა შევურიგდე..არ მინდა ბავშვის გამო გააკეთოს რამე.მინდა გაუხარდეს ბავშვის არსებობა -ხო მაგრამ .. -არავითარი მაგრამ იოანე -კარგი აბა აქ დავრჩებით და ქეთა დაგაკვირდება. თუ რამე წამალსაც მოგცემს. საავადმყოფოც არიც აქ და მოკლედ არ ინერვიულო შენ . იმედია ლიზაც არ იქნება უახლოეს მომავალში შენს მდგომარეობაში. წარმომიდგინე ბიძის ამპლუაში ... -ლიზა როგორ იქნება ამის მდგომარეობაში ამის მსგავსად გიჟი კი არ არის ... -სად წახვედი გოგო ...ქეთო? იოანე ? რა ხდება აქ? -არაფერი უბრალოდ დალაპარაკება გვინდოდა და შემოვიტყუეთ ოთახში. რა გაუკეთე ბიჯო ასეთი ამ გოგოს ასე დაღლილი როა , ეგრევე გაწვა საწოლზე -ზედმეტი ლაპარაკი ღლის ალბათ ... -ჩვენ ჩავალთ ეზოში ... - წავიდნენ. იოანე რომ არ იყოს გავგიჟდებოდი. ქეთოსაც ვერ ვეტყოდი ,ის ყველაფერზე პანიკაში ვარდება. გვერდი ვიცვალე და ზურგი ვაქციე -რა გჭირს დღეს მთელი დღეა -არაფერი უბრალოდ დასვენება მჭირდება ... -ადრე არ იყავი ასე -არ მითხრა ვნერვიულობო... -მომაკვდავი ცოლი საერთოდ არ ჭირდება -მართლა ცუდად რომ ვიყო გამაგდებ ანუ - რა ჯანდაბა გჭირს მეტყვი თუ არა .. სხვანაირი ხარ. არ მეჩხუბები ცდილობ მშვიდად იყო და მეორედ გახდი დღეს ცუდად -ნუ ყვირი რა ... გინდა გეკამათო? -ხო მინდა ... ჯანდაბა რატომ გააკეთე ეს ჩემს გარდა ვერავინ ნახე? რა გინდოდა -შენი მორჯულება მეტი არაფერი. გამაბრაზე და ამიტომ ,მერე სულ დამავიწყდა ეგ და თავისთავად შემიყვარდი.რა დავაშავე ასეთი,მე უბრალოდ მინდოდა ცოტა გახსნილი ყოფილიყავი და მეჩვენებინა შენთვის რო უხეშობის ნებას არ მოგცემდი -არ მჯერა შენი.. -ხედავ? არ მენდობი.. არც კი გჯერა და მე მეუბნები არ მენდობიო .პირველივე პრობლემაზე ზურგი მაქციე. ოდესმე გიფიქრია მე რა ვიგრძენი რომ წახვედი? ახსნის ნებაც კი არ მომეცი -არ ვაპირებ არაფრის მომსენას... აღარ მიყვარხარ და მორჩა. ალბათ არც მიყვარდი- ეს რომ თქვა მეგონა ყველაფერი,ყველა ორგანო დამისერეს , დანა დამარტყეს და ახლა სისხლისგან ვიცლებოდი. საშინლად მტკიოდა, ემბრიონის ფორმაში დავწექი და ცრემლები თავისთავად წამოვიდნენ. ნაბიჯების ხმა გავიგე და ცრემლები შევიმსრალე. ოთახში ჩემი გოგონები შემოვიდნენ . იმდენი ვისაუბრეთ, ისე გავერთე. სულ კისკისით ჩავედი ეზოში. შევუერთი სუფრის წევრებს და დავიწყე მოლლხენა. სამყაროს მოვწყდი , შუა მინდორში ბერდოსთან ერთად ვალსის ცეკვა რომ გვაიძულეს. მის მკლავებში მოქცეულს არარაფერი მახსოვდა,ერთიანად მოვდუნდი და გავიტრუნე . -ძალიან მიყვარხარ- ისე ჩუმად ვთქვი ალბათ ვერ გაიგონა, არაფერი უთქვამს ..საერთოდ არაფერი. საძინებელში გამთენიისას ავედით. ყველანი მთვრალები იყვნენ. ჩვენები დარჩნენ,თაფლობის თვეს თქვენთან ვატარებთო ბათუმ. აკო, ვაკო და ნიკო მეორე დღეს წავიდოდნენ.დანარჩენები რჩებოდნენ. ასე უფრო გამიადვილდებოდა, ბერდო ნასვამი იყო .მშვიდად მიაბიჯებდა კიბეზე. ოთახში შესვლისთანავე გაიხადა და საწოლზე დაეცა... -ვაპირებდი მეთქვა აქ არ დაიძინოთქო ,მაგრამ მთვრალები კეთილები ვხდებით .ამაღამ აქ დაწექი ,ჩემთან - თვალებდახუჭულმა დაარტყა ხელი საწოლის მეორე მხარეს და გამომხედა. გავიხადე და პენუარი მოვირგე. საწოლში დავწექი და ჩავეხუტე - მაინც არ ეშვები ჩემს მართვას... ვერც გეჩხუბები ,ჯანდაბა -ჩურჩულებდა და სახეზე მეფერებოდა. დაბინდული მზერით მიყურებდა,შემდეგ დაიხარა და მკერდზე დამადო თავი -მეც ეს „მეც“ რა იყო არ ვიცი.შემდეგ გათიშულს დაეძინა. მის თმებში ავხლართე თიტები და მანამ ვეფერებოდი სანამ დაღლილობისგან არ დამეხუჭა თვალები. დილით ვიგრძენი როგორ მაკოცა,მაგრამ თვალები არ გამიხელია,ვიცი შეიცვლიდა გამომეტყველებას -რატომ მიყვარხარ არსე ძალიან...რატომ . რა გამიკეთე ასეთი -ჩურჩულებდა და მკოცნიდა .მე რას ვგრძნობდი? მინდოდა მოვხვეოდი, მეკოცნა და მეთქვა რომ სიგიჟემდე მიყვარდა . თუმცა ესეც საკმარისი იყო. რომ გავიდა ავდექი ,თითქოს ენერგიით ავივსე, საოცარ ძალას ვგრძნობდი . სააბაზანოში შევედი ,ბიჭს აქვს თავისი სააბაზანო .დაპყრობილი აქვს მესამე სართული და ნებივრობს თურმე აქ. ისე ნეტავ სად იყო წასული? როგორ მაინტერესებს. შხაპს ვიღებდი,როცა თავბრუსხვევა ვიგრძენი. სწრაფად გადავკეტე ონკანი და გავედი. კაბინიდან. ტრუსი ჩავიცვი და პირსახოცის მოხვევა შევძელი,უკვე საგნებს ვერ ვარჩევდი . კარი გავაღე და უკვე ყველაფერი დატრიალდა. ბოლოს ცივ იატაკზე შეხება ვიგრძენი და ყველაფერი გაშავდა. არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ გამოვფხიზლდი, ან სად ვიყავი. პირველად მედიკამენტების სუნი ვიგრძენი, საწოლზე ვიწექი და როგორც ვხვდები საავადმყოფოში ვიყავი. ჩემი დის ხმა მესმოდა ვიღაცას ეუბნებოდა რომ არაფერი ეთქვა რადგან სიურპრიზად ტოვებდნენ ამ ამბავს.ისიც დასთანხმდა. შემდეგ კარის გაღების ხმა გავიგე , თვალებს ვერ ვახელდი, მერე გულისცემა ამიცქარდა .აქ იყო ჩემთან და თმაზე მეფერებოდა, შუბლზე მომაკრა ტუჩები,სულ გაყინული იყო .ასე კი მხოლოდ მაშინაა როცა ცუდად გრძნობს თავს -მალე გამოფხიზლდი თორე ასე ვერ გიყურებ... მომენატრა უკვე შენი ხმა და ლამაზი თვალები. -შენ ხო აღარ გიყვარვარ და რატო გენატრება ჩემი ხმა? -ოჰ გაიღვიძა და დაიწყო შხამის ნთხევა ... ასე მაგარი თუ ხარ რატომ ვერ მიძლებ. ყოველი კამათის შემდეგ გული მიგდის. -რა პატარა ბავსვივით იქცევი .აღიარე რომ გიყვარვარ -ვაღიარო რომ იდიოტი ვარ? -ფაქტია ხარ .. -გაიღვიძე ქალბატონო? იცი როგორ შეგვაშინე? -ქეთრინ... შენც? სხვებმაც გაიგეს? -არა მხოლოდ მე და ბერდომ. იოანემ ტანსაცმელი მოგიტანა და შეგიძლია გამოიცვალო. ბერდო იოანეა გარეთ და უთხარი რო ყველაფერი რიგზეა -კარგი დაგტოვებთ დებს მარტოს - ბერდომ თვალები გადაატრიალა და გავიდა. -ბავშვი როგორაა- მაშინვე ვკითხე და ლამის გული გამისკდა იმ წამის მოლოდინში -კარგად ნუ ღელავ. ყველა ანალიზი გავაკეთებინე, მოკლედ ყველაფერი რიგზეა. ჯანმრთელი ნაყოფია .უბრალოდ შენ გჭირდება დასვენება და შეეცადე მშვიდად იყო. კარგად იკვებო და ისეირნო.სუფთა ჰაერზე კი ხარ -დაიწყო ახლა ექიმივიტ -ვით? გინეკოლოგი ვარ მე -კარგი ხო ... ბერდოს რა უთხარით -ის რომ ემოციურმა ფონმა იმოქმედა შენზე და ამიტომ ხარ სუსტად,რომ დასვენება გჭირდება .რომ გენახა როგორ იყო იმ წამსვე გაახელდი თვალებს . იმის უფრო შემეშინდა რამე არ დამართნოდა. სულ გაფითრებული იყო ,რომ შემოგიყვანა საავადმყოფოში ისე გიკრავდა გულში და უყვიროდა ექიმებს გააგიჯა ხალხი -ჩემი საყვარელი -კი ძალიან საყვარელი იყო ისე როგორც გამძვინვარებული ლომი რომელიც ზებრას მისდევს გასაგლეჯად -მომე ტანსაცმეი დროზე წავიდეთ სახლში. მის ნერვებზე თამაშს ვიწყებ.დღეს დილიდან კარგ განწყობაზე ვარ . უნდა ვისაუზმო , საშინლად მინდა ბალი ...იქნება აქ? -ბლის ხეები არ არის და ბაზარში იქნება ალბათ..იოანეს ვაყიდინებ -ეგ რო არ გვყავდეს რა გვეშველებოდა -მე რა მეშველებოდა თორე შენ რა გენაღვლება -ჩემი წუწუნა ნუ ხარ რა. დეიდა გახდები მალე რა გაწუწუნებს. მე მაინც არ ვიცი ბავშვის მოვლა და თქვენთან მოვიყვან ბავშვს -სად ჩვენთან -მოიცა არ აპირებ იოსთან გადასვლას? =მერე ბავშვის მოვლა მე რა ვიცი.მე მხოლოდ დაბადებაში ვეხმარები -სამაგიეროდ იომ იცის -იოანე ძიძაა? -ყველაზე კარგი ... ლიზას რომ ვუყურებ საერთოდ მას რომ გავაზრდევინო ბავსვი იმასაც კი ვფიქრობ -გიჟი ხარ- მიყურებდა როგორ უცებ ვიცვამდი თან ვქოთქოთებდი,ვაკოცე რამდენჯერმე დ ა გავაგიჯე ჩემი საყვარელი დაიკო. დერეფანში გავიჭერი და აქეთიქით მოსიარულე ბერდოს ჩავეხუტე. იოანე იდგა და იცინოდა მისი შემხედვარე. -წავედით ქმარუკა -ეგრე ნუ მეძახი და საერთოდ ნუ მეხვევი -პატარა ბავშვად იქეცი ამ ერთ თვეში? -შენ კი სულ გაგიჟდი ხო? -ასეთი გიჟი ვუყვარვარ ერთ ბიჭს -უბედური შენ თუ უყვარხარ -გინდა თქვა რომ უბედური ხარ? - ისე შევიცხადე უკან მომავალმა წყვილმა ფხუკუნი კი არა ხარხარი დაიწყო. -ესენიც გაგიჟდნენ... ერთხელაც იქნება ამომივა ყელში და მოგკლავ -ალბათ კოცნით დამახრჩობ ხო? -ისე ვესაუბრებოდი სულ გავაგიჟე. მგონი თავიდან ვიწყებთ, ეს კი ძალიან მომწონს. ქეთა უცებ ცაუსკუპდა იოს მანქანაში და დავრჩით ე და ბეერდო . რა თქმა უნდა წინ დავჯექი,ღვედი მაშინვე შევიკარი და ჩემს დას მივწერე ბალტან ერთად ალუჩაც ეყიდა,ბალი კი თეთრიც მინდოდა და წითელიც . -ვის წერ ! -საყვარელს .. ამერიკაში რომ დავტოვე იმას - რა მეგონა თუ დაიჯერებდა ისე დაამუხრუჭა ცოტაც და საქარე მინას გავიტანდი თავით . -სალომე მაყაშვილო გეფიცები ერთხელ მართლა დაგახრჩობ. რაც მაშინ თავიდან გითმინე რასაც ახლა გითმენ ყველაფერს ერთად ამოვაფრქვევ და არც კი ვიცი რას გავაკეთებ -ღმერთო შენ უჩემოდ უკონტროლო გამხდარხარ . ასე არ შეიძლება დამამშვიდებელი თერაპია ხომ არ ვსცადოთ? მომენატრე ძალიან ...განსაკუთრებით სააბაზანოს სცენას გავიმეორებდი დიდი სიამოვნებით- მისკენ მივიწიე და სველი კოცნის კვალი დავუტოვე ყურთან, ყელზე გადავედი .გაჩუმდა ,მაგრამ მალევე ჩაირთო -შენ.. შენ სულ გადაირიე ხო? მე რას გეუბნები,რაზე გელაპარაკები არც მპასუხობ არც მისმენ და სრულიად სხვა რამეს მეუბნები -მართალია კოცნა სიტყვაა გარკვეულწილად.. „წინადადებებზე „ გადასვლა მინდა ძალიან .ხომ იცი მიყვარს „ლაპარაკი“ თან შენთან ერთად,მხოლოდ შენთან -სალომეე -ჩემი სახელი სიე თქვა და ძარღვები ისე დაებერა მივხვდი უკვე გაბრუებული იყო. ჯერ-ჯერობით ეყოფა -წავიდეთ ხო? დაწოლა მინდა ძალიან. ტან ლალის და მახოს ვნახავ რას იფიქრებენ ამდენ ხანს არ გაიღვიძა ჩვენმა რძალმაო -ჯანდაბა ... - რაღაც თქვა კიდევ მაგრამ ვერ გავიგე. მანქანა სწრაფად დაძრა და სახლამდე არაფერი უთქვამს. ეზოში იყვნენ ყველანი. ლალი მაგიდას შლიდა და ნუცა ეხმარებოდა. ტრიალებს მომავალი რძალი ... -ბავშვებო სად იყავით? -გავისეირნეთ დედა- ლოყაზე აკოცა ქალს და გამომხედა- წამოდი ვისაუზმოთ -იოანე და ქეთო სად არიან?- ლიზიკომ მკითხა -ცენტრში ჩავიდნენ რაღაც საქმე ჰქონდათ .მოვლენ მალე -იფერებს ჩემს რძლობას გადაიდო ფეხი ფეხზე -ბათუ მომავალი რძალი თუ მოაწონებს თავს სადედამთილოს სჯობს.მე კი ვარ უკვე კანონიერი ცოლი -მოკლედ რა როგორ მომწონხარ შენ ხო არ იცი -რო გაჩუმებს მეც მომწონს- ბერდომ ჩაილუღლუღა და წყალით სავსე მთელი ჭიქა დალია. იოანემ და ქეთამ ბალი მომიტანეს . ისე გიჟივით გამოვართვი და გავარბენინე გასარეცხად ყველას გაუკვირდა -ძალიან უყვარს და თავს ვერ იკავებს -ხო მაგრამ თეთრიც? მეგონა მხოლოდ წითელი უყვარდა...-ბერდომ ტქვა და მე გამომყვა. სამზარეულოს მაგიდაზე ვიჯექი ჯამით ხელში და ბალს გაგიჯებული ვჭამდი -რა?- ისე გავხედე გაოცებულმა შემომხედა -რას აკეთებ რა გემართება საერთოდ -აუუ გთხოვ ახლა მადროვე...ლომკა მაქ ისე მინდა ბალი . ვაიმე ალუჩა ალუჩა მინდა- უცებ ავიღე მეორე ჯამი და მჟავე ალუჩა ისე მომეწონა თვალები დავხუჭე- აუ რა კაიაა -გაგჟდი ხო? -მერამდენედ მეუბნები მაგას ... -აბა სხვა რა ვთქვა ... წავედი მე მაგიდასთან ვიქნები თუ გამოხვალ კარგი იქნება -მიბრძანდი და მოვალ .მადროვე მსვიდად ვიკვებო როგორც კი მომბეზრდა მაშინვე მაგიდასთან დავბრუნდი. კარგად დავნაყრდი, წვენიც მივირთვი.ჩემმა დამ რაღაც აბი მომცა და გულისრევას არ შევუწუხებივარ. შემდეგ აიჩემეს გავისეირნოთო. რა თქმა უნდა ბათუ იყო გიდი. ფეხით მივდიოდით. იოანე მომყვებოდა გვერდით -თუ დაიღლები მითხარი და დამეყრდენი -ნუ გეშინია ,ასე მალე არაფერი მომივა.ისეთია დგილია აქ ცუდად როგორ უნდა გახდე -სალომე იცოდე სიჯიუტე არ გაბედო -არის სიძევ ბატონო - გავუცინე და ხელკავი გავუკეთე. ქეთრინი ბათუს გვერდით იყო და ყურადღებით უსმენდა . დიდხანს ვიარეთ ,იმდენი ფოტო გადაგვიღეს მე და ბათუს ბოლოს გაღიმებაც აიძულეს, მე კოცნა წავართვი და ვიყავით ასე. სახლში რომ ვბრუნდებოდით უკვე აღარ შემეძლო ამიტომ ფეხის გადაბრუნება მოვიგონე და ბატუს ვთხოვე ხელში აყვანა. ისიც შესინდა ეგონა ვიღრძე და ამიტაცა ხელში. ისე კომფორტულად ვიმგზავრე ,არც გამიგია სახლში როგორ მივედით. ეს დღეც დასრულდა. ისევ ეზო,ისევ საოცარი ხედი. მეგობრები და ბოლოს ლიზას კივილი. ყველამ ჭიშკრისკენ გავიხედეთ და გაოცებულმა ეზოში შემოსულები რომ დავინახეთ ტვალებს არ დავუჯერეთ. ლიზა დაჩის შემოეხვია და დიდხანს კოცნიდა.ისიც აფრიალებდა ხელში. დანარჩენები ჩვენკენ წამოვიდნენ და მოგვილოცეს. მოკლედ უცებ მოიტანეს ახალი მხიარული ნოტა და ისევ გაიშალა უზარმაზარი სუფრა. ლალი გამხიარულდა,მახო ხო ისედაც ყველას სითბოთი უმზერდა. ვუყურებდი იქ მსხდომებს და მიხაროდა ,მუცელზე მივიდე ხელები და უცებ ვიგრძენი რომ ეს უნდა მეთქვა. დროის დაკარგვას აზრი არ ჰქონდა,მე ხომ ვიცოდი რომ ჩემს ჯიუტ ბიჭს ვუყვარდი და აუცილებლად შემირგდებოდა ბოლოს. წამოვდექი და სუფრისგან მოშორებით დავდექი -რა ხდება სალომე? ამჯერად რაღა მოიფიქრე- მომიახლოვდა და ჩუმად მითხრა - ნუ გამაგიჯებ ახლა .იცოდე -გიყვარვარ? ჯანდაბა მითხარი რო გიყვარვარ და სულ გეყვარები. რომ ვერასდროს დამივიწყებ და მოკვდები უჩემოდ. ისევე როგორც მე ვერ გავძლებ უშენოდ ...უშენოდ ვერ ვარსებობ,უშენოდ სუნთქვაც მიჭირს... უშენოდ არარაობა ვარ ,არავინ ვარ, არაფერი მინდა, საერთოდ არაფერი მახარებს უშენოდ ... გეფიცები მიყვარხარ მთელი არსებით და ვკვდები როცა მეუბნები რომ არ გჯერა..როცა ჩემი სისულელის გამო ბრაზდები.ხომ იცი რომ გიჟი ვარ და ეს უბრალოდ გასართობად გავაკეთე რომ შენს გრძნობებზე ტამაში არც მიფიქრია, ყველაფერი დამავიწყდა შენთან ყოფნისას ,არც კი მახსოვდა ნიძლავი . უბრალოდ შენით ვიყავი შეპყრობილი,ვარ და ვიქნები . ვიცი არ გინდოდა ჯერ ოჯახის სექმნა, არ გინდოდა ამხელა პასუხისმგებლობა, ითვალისწინებდი ჩემს ასაკს და ყველაფერს მაგრამ მე და ჩემი პატარა უშენოდ ვერ გავძლებთ და საერთოდ ეს ბავშვი აქედანვე სენ გგავს ჯერ 6 კვირისაა და უკვე მაწამებს ,სულ გამომაცალა ძალა რაც შენ ვერ დამაკელი ის მაკლებს ერთდროულად მაგიჟებს,მახარებს და ძალას მაცლის . საერთოდ არაპროგნოზირებადი გავხდი, ჯერ ამის თქმასაც არ ვაპირებდი ...საერთოდ არ ვტიროდი ადრე და ახლა ხედავ როგორი სენტიმენტალური გავხდი? ახლა ძალიან მინდა შოკოლადის ნამცხვარი მთელი ნამცხვარი და კიდევ მინდა ჩამეხუტო და აღიარო რომ გიყვარვარ,გენატრები ,გინდივარ და უჩემოდ ვერ ძლებ თორემ იცოდე გუგავა ჩვენს შვილს ვეტყვი რომ მაბრაზებდი და სულ არ გადარდებდა როგორ ვიყავი - ვიდექი ასე შუა მინდორში, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ბერდო მხოლოდ მე მიყურებდა, გამომეტყველება ეცვლებოდა გაოცებული,გაოგნებული, გაშტერებული მიცქერდა თვალები აენთო,მისი მზერა ყველაფერს მეუბნებოდა. მე ? მე ვიდექი ჯერ ვყვიროდი,მერე ჩუმად ვლაპარაკობდი, რამდენჯერმე გავიცინე და ბოლოს ცრემლები წამომივიდა და ხელებს ისე ვასავსავებდი ჰაერში მუქარის დროს შეიძლებოდა გამერტყა კიდეც სახეში. -გაჩერდი! გაჩუმდი და დამშვიდდი- ხელებში მწვდა და თავისკენ მიმიზიდა - გაიმეორე რა მითხარი -რა და მითხარი რო გიყვარ... -თავიდან ბოლომდე არა ..ის გაიმეორე რაც მაინტერესებს-თანდათან ეპარებოდა ღიმილი სახეზე,თვალეი უბრჭყვიალებდა , ხელი წელზე გადაიტანა და კომფორტულად ამიკრა სხეულზე- გაიმეორეე -მითხარი რო გიყვარვარ და მერე- სრუტუნით ვუთხარი და თვალების ფახუნით გავხედე -გადარეული ხარ ჩემი გადარეული და ამას კიდე ათობით წლის განმავლობაში გაგიმეორებ უწყვეტად.. მარტო ჩემი ხარ სალომე მაყაშვილო ჩემი ერთადერთი სიყვარული, ჩემი ბედისწერა და ღმერთო მამა გავხდები ?! ჩემი შვილის დედა ... მამა გავხდები ბავშვი გვეყოლება შენი და ჩემი ... - ჯერ მშვიდად ამბობდა მერე ხმას აუწია ,ფეხქვეშ მიწა გამომეცალა ისე ამწია და მაფრიალებდა. ყელზე მოვეხვია და მის ყელში ჩავმალე სახე. ცრემლები ისევ მომდიოდავერ ვიჯერებდი რომ ეს გავაკეთე. ყველაფერი ვუთხარი მანაც სიხარულისგან ყვირილი და სიცილი დაიწყო და ახლა მკოცნის-ჩემი გოგოო... არ იტირო ,აღარ იტირო თორე გავგიჟდები - სახეს მიკოცნიდა და მერე ცრემლიან ტუჩებს. დიდხანს ვიქნებოდი მის მკლავებში მოქცეული ჩვენს ირგვლივ მყოფებს გონს მოსვლა რომ არ დაეწყოთ. ათასი ხმა მესმოდა, ვინ რას ამბობდა არ ვიცი. ყველას ძალიან უხაროდა ,ჩემი გადარეული ძმაც კი არაფერს ამბობდა ისეთს, უხაროდა და მეხვეოდა -ბავშვმა გადაგარჩინა თორე მოგკლავდით ორივეს ... -ჩვენც გვიყვარხარ ალექსი ბიძიაა -მართლა გადარეული ხარ გოგო ყველაფერი ასე როგორ უნდა მოხდეს ბავშვი,ქორწილი, დაშორება ,შერიგება -რა ვქნა ასეთი ვარ ..ოჯახში ერთი გადარეულიც საჭიროა... შემდეგ ისევ გორილას მკლავებში აღმოვჩნდი,ისევ და ისევ ჩემს გორილასთან. მის მკლავებში მომწყვდეული ხომ საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. ... ბერდო--- ყველაფერი აირია. ერთმა ქმედებამ,ერთმა სიტყვამ,ერთმა სულელურმა გადაწყვეტილებამ არია ჩემ და სალომეს ურთიერთობა.თიტქოს ვიცოდი რომ ვერ შევძლებდი დაშორებას მაგრამ მაინც წავედი. მე ხომ ბერდია გუგავა ვარ, მეგრელი თუმცა ნამდვილი სვანი. არ შემეძო იმ დროს აზროვნება, სალომე დამნაშავე იყო,გრძნობებზე მოტამაშე და წავედი. მარტო ყოფნა მერჩივნა,თუმცა მარტო არ ვიყავი მისი სახე არ მშორდებოდა, სულ მახსენდებოდა ჩვენი ერთად გატარებული დღეები პირველი შეხვედრიდან ბოლო წამამდე . როგორც კი ვიჯერებდი რომ ვუყვარდი და ვაპირებდი მასთან წასვლას მაშინვე რაღაც მიტრიალდებოდა გონებაში და უკან ვიხევდი. როცა მამამ მითხრა ლალი ცუდადააო იმ წამსვე გავვარდი სახლში . როცა მითხრეს შენი ცოლი მოვიდაო,მეგონა ტვინში სისხლი ჩამექცა,გონს ვერ მოვედი სალომე რომ ჩამეხუტა ყველაფერი გაქრა. თუმცა ისევ სიჯიუტე ისევ და ისევ. ორი დღე გაუძლო,მაგრამ მე ვერ ვუძლებდი ჯერ მშვიდად იყო, ითმენდა,მერე ცუდად გახდა მეგონა გავგიჟდებოდი როცა დავინახე ერეკლეს მკლავებში ცასვენებული. არც კი ვიცი ვეჭვიანობდი თუ უფრო იმაზე ვდარდობიდი რომ ცუდად იყო.შემდეგ ისევ ცუდად გახდა და სულ დავიბენი.უცნაურად იქცეოდა,შემდეგ მეგონა უკან დავბრუნდით და ისევ თამაში დაიწყო. სასაუზმოდ ვიჯექით რომ წამოდგა და მოშორებით დადგა,რა არ ვიფიქრე მაგრამ საოცრებას თუ იტყოდა ვერც კი გავივლებდი გონებაში. რომ ახსენა ბავშვი მეგონა გული გამისკდებოდა. ისეთი ბედნიერება ვიგრძენი ყველაფერი გაქრა. აღარაფეირ მადარდებდა მარტო სალომე და ბავშვი,ჩემი და მისი პატარა... ახლლა ჩემს მკლავებში მოქცეული წევს და ქვემოდან მიყურებს -რომ არ მეთქვა შემირიგდებოდი მაინც? -შენი აზრით? -დიდიხანს აპირებდი სახლიდან სორს ყოფნას? -გაინტერესებს ხო სად ვიყავი -კი ძალიან.. წამიყვან? -რომ იმშობიარებ მერე ...იქ ფეხით ვერ ავალთ ცხენზე კი შენი დაჯდომა არ შეიძლება. -კარგი ხოო იისე მაინც ვისეირნოთ. ესენი კი წავლენ და -ვეტყვი რომ დარჩნენ...ზაფხულში მაინც უნდა დაისვენონ და იყვნენ აქ -დარჩებიან? -დავტოვებ! -კარგი.. -ნეტა ბიჭია თუ გოგო -შენ რომელი გინდა -არ ვიცი ... მართლა არ აქვს მნიშვნელობა. არ მიფიქრია ამაზე -მე გოგო მინდა .. -მე რომ დამემსგავსოს წარმოიდგინე -ანუ ბებიას დაემსგავსება -ლალი არ მოგწონს? -შენ ჰგავხარ ხასიათებით შენ მიყვარხარ და შენი აზრით ლალის შეძულება შემიძლია? თუმცა მახო უფრო მომწონს -ნუცამ და ლალიმ კარგად გაუგეს ერთმანეთს -ერთნაირი მსვიდები არიან აი მე მახო და ბათუ კი ერთად ვართ რა -ბავში დაარღვევს ბალანსს რომელიმე ჩვენგანს დაემსგავსება -იქნებ ორივეს ჰგავდეს -გამორიცხულია ,როგორ წარმოგიდგენია რომ მგავდეს მე და ამავე დროს შენ -სიგიჟეა..ე. ი ასე იქნება -ღმერთო ამას ვის გადამყარე -საზიზღარო ნუ გამაბრაზებ თორე ემოციებს საერთოდ ვერ ვაკონტროლებ და შეიძლება ისე ავქვითინდე ვერ გამაჩუმო -არა არ გაბედო ტირილი არ გაბედო ..- გულში ცავიკარი და ვაკოცე - დაიძინე ახლა დასვენება გჭირდება -მე შენთან ყოფნა მამშვიდებს - ყელში მაკოცა და მივხვდი თუ არ გაჩერდებოდა თავს ვერ სევიკავებდი -მოიცადე ..ნუ ცექობ არ მინდა ბავშვი შევაწუხო -რა სულელი ხარ ..ბავშვს როგორ შეაწუხებ -არა... პატარაა ჯერ -ხო მართალი მუცელი რო გამებერება და ვერ მომეკარები მერე მომეფერე -ვაიმე ისევ იბუტება ..ახლა დაგახრჩობ კოცნით- დაბუშტულ ტუჩებს დავეწაფე და სადღაც სხვა განზომილებაში გადავედი ჩემს გადარეულტან ერთად. „გორილა და გიჟი“ საოცარი სინთეზია ბავშვი მართლაც არ იქნება ნორმალური ... ბათუ--- ასეთი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ. სულ სპონტანურ ადაწყვეტილებებს ვიღებ, ცოტა კი ვიფიქრე ამჯერად მაგრამ ბევრი საფიქრალი არც არაფერი იყო ნუცა მიყვარს და მეეჭვება მის გარდა ოდესმე ვინმეს გავუნაწილო ეს გრძნობა. საოცარი ქალია, ეს საოცარი ქალი კი ჩემია .საოცარი კმაყოფილების გრძნობა მაქვს ყველაფერთან ერთად, რომ ვხედავ უარესად ვგიჟდები და რაღაც კოსმიურ გადარევამდე ვაღწევ ... არ მეგონა ოდესმე ადამიანში ყველაფერი თუ მომეწონებოდა და მითუმეტეს თუ შემიყვარდებოდა. მე ის მიყვარს ,ყველა თვისებით ყველა ნაკვთით, ქცევით აფსოლიტურად ყველაფრით . რომ მიცინის მგონია რომ იმ წამს გულებს ვისვრი თვალებიდან. მართლა ავადმყოფი ვარ ... ავადმყოფი კი არა ლამის გავგიჟდი რომ გავიგე ბერდო და სალომე დაქორწინდნენ.მგონი ვიფრინე სვანეთამდე.კიდე არ მჯეროდა, ნუცა დამცინოდა მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი . პირველი სიგიჟე რომელიც ჩემმა ჭკვიანმა ძმამ ცაიდინა და მეც კი გადამასწრო. არა ამას ვერ შევეგუები რამე უნდა ვიღონო , თუმცა ნუცა სიგიჟეზე როგორ დავითანხმო... რა დათანხმება უნდა მე რომ ვუყვარვარ მეტი ექსტრიმი რა არის... -‘ჩვენც ხო არ დავქორწინდეთ ქალბატონო? -უცნაურ ხელის თხოვნად ჩავთვალო? -იცი რომანტიკა არ მიზიდავს /.... არ იცი ჩემო ჭკვიანო ადვოკატო მე რომ ძალიან მიყვარხარ?- უფრო მივიზიდე და ტუჩები დავუკოცნე- ეს ტუჩები მიყვარს, ეს ნიკაპი, ეს ყელი მიყვარს...მკერდის შეყვარების უფლებას არ მაძლევ და ცუდი გოგო ხარ ..მაგრამ მაგასაც სევიყვარებ და კიდევ -გეყოფა ... ნუ ხარ უზრდელი -შენ კიდევ ნუ წითლდები ..არა თუ არ გაგითამამდი სულ ასეთი მორცხვი იქნები. აუცილებლად უნდა გავიპაროთ სადმე მე და შენ... -ასეთ დროს ნუ მელაპარაკები..თორემ მეშინია არ დაგთანხმდე -ხოო?მაინც რაზე შეგიძლია დამთანხმდე ისეთზე რაზეც არასდროს მეტყვი თანხმობას? -არასდროს ცუდი სიტყვაა... აბა მე რა ვიცი არასდრო -მმ ჩემი შავი შოკოლადი ხარ ... მარწყვით ტუჩები მარწყვის გაქვს - ისე მიმყავს მანქანისკენ აზრზე ვერ მოდის . ეზოში არავინაა ..თუმცა რა მინდა მანქანასთან ..ა ხო ერთი პატარა ჩანთა მაქვს იქ და ის მინდა .მე ხომ უკვე მოფიქრებული მაქვს ყველაფერი, ასეთი ჭკვიანი ბიჭი ვყავარ ნუციკოს -სად მიგყავარ ... -სიურპრიზია შოკოლადის ფილავ - ყელსი ოდნავ ვუკბინე, სანამ გადაუვლის სიწითლე და გამოფხიზლდება მე ყველაფერს მოვასწრებ. ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ქალბატონი ხელში ავიტაცე -ბათუ..ბათუ რას აკეთებ ... გაგიჟდი? ტავლაში რა გვინდა.. ან ეს ჩანთა -მანტერესებს შოკოლადს თუ ჭამენ მგლები -რა? -ხო რა იყო არ იცი როგორი ექსპერიმენტატორი ვარ? - ცხენი გამოვიყვანე,ჩემი ნავარდა როგორ მიყვარს . ქალბატონი დავსვი წინ და მეც ავედი. -მოდუნდი, ნუ გეშინია.პირველად ზიხარ ცხენზე? -ღმერთო არ გახსოვს ერთხელ გადმოვვარდი -მაშინ პატარა იყავი ... თან მე მიყურებდი და გინდოდა ჩემსკენ გადმოფრენა . -საზიზღარო არ გიყურებდი შენ..უბრალოდ ისე მიყურებდი ინსტიქტურად გადმოგხედე -ანუ მიყურებდი -რას სემოგხედე კი ვიღრძე ფეხი -მოუხერხებელი ხდებოდი რომ მიყურებდი..იბნეოდი, წითლდებოდი -ბოროტო.. ცუდო და უზრდელო -ტუჩებიი ახლა შემოგაბრუნებ იცოდე და მაგ ტუჩებს დაგიკბენ -ღმერთო რა უზრდელი ხარ... სად მიგყავარ... მართლა ტყეში მიგყავარ? ასე გვიან? -რატომ გამომყევი ხო იცი როგორი ცუდი ბიჭი ვარ -სიყვარული აბრმავებს ... -მგელი არ ვიცი და მე კი შეიძლება შეგახრამუნო -ღმერთო სად მიდიხარ .. -გითხარი და არ მიჯერებ. მგელს ვეძებ -გადარეულოო -დიახ გისმენთ ქალბატონო - მგონი გავაგიჟე. რა უნდა ექნა ცხენზე იყო შემოსკუპული და მივდიოდი ტყეში . მობილურს სინათლისტვის ვიყენებდი აბა აქ არ იჭერს და რა აზრი აქ . როგორც იქნა მივაღწიე ჩემი ძმის კოტეჯს. ერთხელ მეც გამოვიყენებ არაფერი დაუშავდება. ჩემს ბედოვლათ ძმას იმდენი მყუდრო ადგილები აქვს მოწყობილი თავისთვის ყველას ავითვისებ ნელ-ნელა. სახლთან პატარა თავლაში დავაბი ცხენი. სპეციალურად თავისი რაშისთვის აქვს ვაჟბატონს. კარი ჩავკეტე და სახლისკენ წავიყვანე ნუცა -ეს რა ადგილია -ჩემმა ძმამ და მე ავაშენეთ თინეიჯერობისას. ნუ ის იყო თინეიჯერი და რომ ამოიჩემა მეც დავეხმარე. რამდენიმე მეგობარი გვეხმარებოდა კიდე ...მოკლედ საკმაოდ კომფორტულად მოიწყო და აქ არის ხოლმე როცა მარტო ყოფნა უნდა...- კარი გავაღე და შევედი.სანთლები ავანთე და ოთახიც განათდდა.საკმაოდ კომფორტული საწოლი აქვს ჩემს ძამიკოს . კარადა, მაგიდა სკამებით, ორი სავარძელი და მეზობელ ოთახში სააბაზანო. -აქ რა გვინდა მაინც ვერ ვხვდები -მოგიტაცე -არ მეცინება საერთოდ ... -ანუ არ ხარ მთელი ცხოვრების ჩემს გვერდით გატარებისთვის მზად? უარს მეუბნები? -მე არ .. კი მაგრამ დილას..გუშინ როგორ ავირიე -კარგი თავიდან დავიწყოთ -გავიცინე და ჯიბიდან ბეჭედი ამოვიღე...ეს ახლა არ მომიმზადებია დიდი ხანია ნაყიდი მაქვს ,უბრალოდ არ ვიცოდი როგორ უნდა მეთხოვა ხელი- ცოლად გამომყვები ? გაუძლებ გადარეულ,გიჟ შენზე სიგიჟემდე შეყვარებულ კაცს აიტან სიცოცხლის ბოლომდე ?მზად ხარ უსაზღვრო ბედნიერებისთვის. სამი ბავშვისთვის და ჩემი ფანტაზიების განხორციელებასი მონაწილეობისთვის? იცოდე ამაღამ დავიწყებთ.. ხო რას ამბობენ კიდე ამ დროს -ამ ყველაფერს არ ამბობენ ბათუ- სიცილით მითხრა და თავისკენ მიმიზიდა- თანახმა ვარ გუგავა თანახმა - მაკოცა და ბეჭედიც მოვარგე ისე რომ კოცნა არ შემიწყვეტია . სხეულზე ავიკარი და კოცნა გავახანგრძლივე. შემდეგ ? ოო შემდეგ ისეთები ცავატარე აღწერა არ შეიძლება ,ჩემი გოგო მთლიანად ჩემი გახდა .. ვატყობ მეც მისი გავხდი ქალბატონი ადვიკატი იმდენად მესაკუთრეა ცოტა მაშინებს ხო იცით . ]] დილით ჩიტების ხმამ გაგვაღვიძა. აი რას ნშნავს ტყეში რომ ხარ. სანამ მზის სხივმა მოაღწია ყველაფერი ახმაურდა. ქალბატონს მუცელზე ეძონა თავი ჩემკენ ჰქონდ ამობრუნებული. ჩემი ხელი მის წელზე დაცოცავდა, შემდეგ მალებს აუყვა და ვიგრძენი როგორ დაუბუსუსდა კანი , მხარზე ვაკოცე და გზა გავიკვლიე ყელისაკენ -დილამშვიდობის გუგავას ქალბატონო -დილამშვიდობისა - გამიღიმა და ჩემი მარწყვები ისე დაწითლებულან ისე დაბუჟებულან უფრო მინდება ჩაკბეჩა . დავაგემოვნე კიდეც, დაშაქრულია ყველაფერთან ერთად -ჩემი ტკბილი მარწყვები როგორ მიყვარს -მარტო ეგ გიყვარს შენ? -ნწ უკვე ტუჩები,ყელი, შენი ოთხი ბურთი და კიდევ ბევრი რამ მიყვარს ეს ორი შხვართალა ფეხიც მიყვარს -ტუტუცო..- ტუჩები გაბუსხა და თავი ბალიშში ჩამალა -ქალბატონო ადვოკატო ნუ მემალებით ... უკვე უნდა დაივიწყოთ სიწითლე,მხოლოდ ახურებულს უნდა გქონდეთ წითელი რაწვები - მოღერებულ ყელს დავეპატრონე . ვერარ გაუძლო და სხეულზე ამეკრა, გამაჟრჟოლა .ამოვიხვნეშე და ხელი ჩვენს შორის ბარიერად ქცეულ თხელ ზეწარს ჩავჭიდე. -მოიცა ... აქ შხაპის მიღების შანსი როგორ არის -კაბინა არ არის მაგრამ გამოდგება . წყალიც თბილი წამოვა ნუ ღელავ . მიდი წადი სანამ გიშვებ - ისევ ვაკოცე და გავუშვი . ზეწარი მოიხვია და წავიდა ,პირსახოცი, საცვლები, ტანსაცმელი ვის გაახსენდა. ისევ მე და ისევ მე ... ყველაფერი ავიღე მისი ნივთებიდან და ოთახის კარი შევაღე . ზურგით იდგა ,რომ შევედი გამომხედა და ლოყები აუწითლდა -ესენი მოგიტანე .. დღეს არ შემოგიერთდდები დაგინდობ - თვალი ჩავუკარი და გამოვედი. მოვამზადე საუზმე და გამოკუსკუსდა. -სამზარეულოში ტრიალიც იცი ? -შენ კიდე არ იცი მე რეები შემიძლია რა - ვაკოცე და დავუტოვე დაჭრილი ლორი .უცებ გადავივლებ და მოვალ -სად მიდიხარ მე მიტოვებ ამას? -თანასწორობა ოჯახში..ნახევარი საქმე მე ნახევარი შენ მალე გამოვედი სააბაზანოდან და თვალები გამიფართოვდა. მხოლოდ პური ჰქონდა დაჭრილი და მიღიმოდა -ნახევარიო და იმდენი გავაკეთე რამდენიც შენ გქონდა ნაშრომი ... -რა შარში ჩავიგდე თავი ...კაი ხო არ ვიცი მომზადება დამეწვება და გააკეთე -აი ეს მომწონს ... -იურისტთან რო გექნება საქმე...პროკურორი გამიხდა ოჯახში -ჩემს სიტყვებზე ეცინებოდა . სწრაფად მოამზადა და დასკუპდა სკამზე. მალე მივირთვით . გარეთ გავიყვანე. ღამით აბა ვრ ნახა რა სილამაზე იყო ირგვლივ. -ტანსაცმელი როგის მოიპარე ოთახიდან -რა მოხერხებული ბიჭი გყავს კიდე არ იცი შენ - ჩავეხუტე და ვაოცე -არ ინერვიულებენ? -მამაჩემმა იცის და გააგებინებს ყველას საჭირო დროს -ამოვლენ? -არა ის არ ეცოდინებათ სად ვართ... -მართლა მოტაცებული გყავარ რომ არ გთანხმდებოდე ... -თავს სულ ვიზღვევ რა იცი რა ხდება -ისე ამდენ ხანს როგორ გაძლო ბერდომ მარტო -მარტო რატო მაგისნაირი ველური არსებები იქნებიან აქ და დაუძმაკაცდებოდა რომელიმეს -კარგი რა .. -ბერდო მიჩვეულია მარტო ყოფნას, ასე ურჩევნია სიმშვიდე და ჰარმონია .სასწაულია ამ თვისების მქონე კაცს სალომე რო უყვარს .მაგათი ბავშვი ღმერთო რომ წარმოვიდგენ ვგიჟდები ისე მინდა ვხედავდე და აქ მყავდეს. გადარევს ჩემს ძმას -გეთანხმები ... საკმაოდ დიდხანს ვატარე ტყეში. შემდეგ ჩანჩქერთან მივიყვანე,მართალია ზაფხულია მაგრამ სიე ცივა იქ ნამდვილად ვერ ჩავუსვებდი,უბრალოდ ნაპირთან ვიდექით და ვუყურებდით როგორ ჩაედინებოდა ხმაურიან მდინარეში.. აი ასე ,როცა რაღაც ძალიან გინდა დრო არ უნდა დაკარგო .ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა და ყოველი დღე უნდა გამოიყენო ..... ლიზა...... დაჩიმ როცა მითხრა რომ მიდიოდა მაშინ გავაცნობიერე ყველაზე დიდი პრობლემა,როგორ უნდა გვეცხოვრა მე საქართველოდან ვერ წავიდოდი,ჩემი ძმის და მამისგან შორს ყოფნას ვერ შევეგუები . ბედნიერი ვერ ვიქნები იოანეს გარეშე, დაჩი კი იქ მუშაობს, იქ ჰყავს მეგობრები ,იქ ცხოვრებასაა შეჩვეული. არ ვიცი როგორ უნდა ვაიძულო საქართველოში გადმობარგება და ყველაფრის მიტოვება. მისი მშობლებიც იქ არიან ,ალბათ წინააღმდეგები იქნებიან .ამასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს,ზოგადად პრობლემებზე საუბარი არ უყვარს,მხოლოდ იმ თემებზე მესაუბრება რაც მახარებს. პატარა ბავშვივით მექცევა რომელიც არ უნდა გააბრაზო და ანერვიულო... ახლა დროებით მიდიოდა და არც კი ვიცოდი ეს დროებით რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ერთი კვირა,ერთი თვე თუ წელი მაგრამ ვიცი რომ ორ დღესაც ვერ გავძლებ,საშინლად მომენატრება. წავიდა... ყოველ დღე ვსაუბრობდით,მწერდა, სკაიპით ველაპარაკებოდი.ყველაფერი ვიცოდი თითქმის რასაც აკეთებდა. საშინლად მენატრებოდა ,რომ ვხედავდი და სეხება არ სემეძლო გული მეკუმშებოდა. გადარეული სალომეს ამბავი რომ გავიგე ყურებს ვერ ვუჯერებდი. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ გათხოვდებოდა,ან როგორ ბერდოს ეკამათა როდის მოასწრეს ვერაფერი გავიგე. სვანეთისკენ მიმავალ გზაზე კი აღმოვჩნდი ქეთასთან და იოსთან ერთად . მთელი გზა გვრიტებს ვუცქერდი, როგორც იქნა ერთად ყოფნა ეღირსათ . ვფიქრობ მალე დაიწყებენ ერთად ცხოვრებას ... ძალიან მინდა ძმისშვილი ,ამ ტემპით თუ წავიდნენ როდის მეღირსება არ ვიცი. კარგა ხნის დაღამებული იყო გუგავებთან რომ მივედით. ეზოსი უამრავი ხალხი იყო . ჩემს გადარეულს და მის ქმარს მივულოცეთ და სუფრასთან დავსხედით. იმდენი უცხო ადამიანი იყო ცოტა უხერხულად ვგრძNობდი თავს,ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით მაფორიაქებდა იმდენად დაჟინებული იყო მისი მზერა. იქ დავრჩით , იოანე და ქეთა დიდი ხნით აპირებდნენ დარჩენას რათქმა უნდა მეც არ მითქვამს უარი. ვსაუზმობდით, როცა ეზოში მანქანა შემოვიდა ..როცა მივხვდი რომ დაჩის მანქანა იყო მაშინვე გავიქეცი. ჩემმა ბიჭმა რომ ჩამიკრა გულში მივხვდი რა იყო სიმშვიდე, ბედნიერება და ნეტარება -ჩემო ფერია როგორ მომენატრე ჩემო სიცოცხლე- მკოცნიდა და ხელს არ მიშვებდა -მეც ძალიან მომენატრე რატომ არ მითხარი თუ მოდიოდით -ტირი? კაი რა ლიზიკო რა გატირებს -გამიხარდაა -ჩემი პატარა ხარ შენ- გაბუშტულ ტუჩებში მაკოცა და ისევ ჩამეხუტა- რა ქნა ამ გიჟმა გოგომ. გადარეულია ალექსი.რომ ჩამოვედით სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა და თურმე ესენი დაქორწინდნენ -მეც არ ვიცი ჯერ ... გეთქვა რომ მოდიოდით ,იცი როგორ მენარებოდი? იმ საზიზღარმა ბექამ მითხრა კიდე ერთი თვე არ ჩამოვაო -ვაიმე პატარავ ტირილი შეწყვიტე თორე დაგსჯი -ოო ნუ დამცინიი -არ დაგცინი ..ისეთი საყვარელი ხარ მეღიმება -ხო აღარ წახვალ? -წავიდეთ დავსხდეთ... მივულოცავ ამ გადარეულებს . ჩემ გვერდით იჯდა ,ისევ დაიწყეს ქეიფი,მაგრამ ცოტა დალია . სემდეგ ხელი ცამკიდა და სადღაც წამიყვანა. -სად მივდივართ? -ნუ გეშინია გზები ვიცი... გავისეირნოთ . შენთან მარტო ყოფნა მომენატრა- ხელი მომხვია და გვერდიდან ამიკრა. მეც მხარზე დავადე თავი და გზა განვაგრძე. იმდენი ვიარეთ დაგვაღამდა. მასთან ყოფნისას დრო როგორ გადის ვერც კი ვხვდები. სახლში რომ შევედით რამდენიმე უცხო ბიჭი შევნიშნე...ჩვენებთან ერტად ისხდნენ და რარაცაზე საუბრობდნენ. გოგონებთან დავჯექი -დაგულაობენ გვრიტები ..როდის გაგვეპარეთ გოგო -შენ და ბექამ ვის უნდა უთხრათ ეგ -გადამაყოლეთ ახლა ერთთვიანი ვოიაჟი ... კიდე დიდი სიამოვნებით გავიქცეოდი მასთან ერთად ... -ოჰ წავა ახლა ოცნებებში -უიმეე მაგდა შენ რა გესმის..თათა უთხარი რამე -თათას ადროვეთ ..აღარც სიყვარული მინდა და აღას შეყვარებული -მე რომ გეუბნებოდი შეეშვი იმ იდიოტსთქო არ მიჯერებდი -მიყვარს და რა ვქნა -წამო სახლში შევიდეთ და ვიჭორაოთ ..მომენატრეეეთ-სალომემ წამოგვაგდო და სახლში შეგვყარა. თავიანთი საძინებლისკენ გაგვიძღვა-აქ სიმყუდროვეა..აივანზე დავსხდეთ , ტკბილეულს და ყავას მოვიტან.აუუ კიდე ხილი მინდა წავედი მე დასხედით და მოვალ- უცებ გავარდა ,ცოტა დააგვიანდა მაგრამ მოაღწია მაინც. -აბა მიირთვით - აიღო თეფშზე დაჭრილი ხილი ჩაიდო კალთასი და გამოგვხედა- დაიწყეთ ახლა ... მომიყევით რა ხდება თქვენსკენ -იმას ვამბობდი რომ მიყვარს და იმიტომ ვერ ვშორდები -ხო უყვარს და მერე რა რომ ნარკომანი, ველური, გაუთლელი ხეპრეა. თავისი საძმოთი და ათასი გაურკვეველი ბნელი ქცევით -მე არაფერს მიშავებს -მეტი რა უნდა დაგიშაოს ყველაფერს გიშლის ...ყველა სცემა ვისაც მოსწონდი.თან რა ბიჭები .ჯერ მეგობრები როგორები ჰყავთ,ის ერთი განსაკუთრებით საშუალო სიმაღლის გამხდარი ხელზე რომ უზარმაზარი ტატუ აქვს და საშისი მზერა ნაცრისფერი თვალები .რომ ვხედავ მეშინია -სინამდვილეში რა ხდება მე გეტყვით.თათას უყვარს ის თავისი გაგი და იმ ბიჭსაც უყვარს ,უყვარს და ის როგორია მე არ ვიცი. აი მაგდუნას კი საშინლად იზიდავს და აგიჟებს ის ნაცრისფერთვალება -თაკომ ჩამოგვიყალიბა.ყველას გვეცინებოდა მაგდა კი ნაპერწკლებს ყრიდა. იმდენი მოახერხა თაკომ დიდი საიდუმლო დააცდენინა მაგდას -რა მომწონს და მაგიჟებს.როგორ შეიძლება ის ველური ადამიანს მოეწონოს . ყველგან არის, სადაც გავივლი ვგრძნობ მომყვება სადარბაზოშიც კი დამხვდა იდიოტი . ჩავაგდებინე ენა და წავიდა. ბიჭთან ვეღარ გამივლია ნამდვილი ავადმყოფია მაგას გონია ეს როგორც დაიმონა მისმა ძმაკაცმა ისე გამიკეთებს მეც და მაგის ტკბილი ტუჩები და გასაგიჟებელი კოცნა -რაოო რაოოო- სალომემ ეგრევე დაიწყო -რა ... ამასწინათ რესტორნიდან მთვრალი გამოვედი იქ იყო და დიდი ამბავი ახლა ერთხელ მაკოცა...კაი ხო ორჯერ კარგი ნუ მიყურებთ ეგრე მეც ვაკოცე მერე რა მე ვაკოცე და ეს ცოლობას აპირებს საერთოდ -ღმერთო ჩემო სერიოზულად მოგწონთ ხო ეგ ბიჭები -ოო ნუ გადამრევ ახლა რა მომწონს. დიდი ამბავი ახლა რამდენჯერმე მახსენდება დღის განმავლობაში და დაძნებისას მგონია ისევ მკოცნის -სხვა კი არაფერია სიყვარული როცა გახსენდება გონებიდან ვერ იშორებ და გინდა ისევ შენთან იყოს ... -პატარა ვარ მე ჯერ -ყველაზე სულელური მიზეზი -კარგი ნუ აბრაზებთ. გაარკვევს დრო ყველაფერს- მე ვუთხარი და გავუღიმე დიდხანს ვსაუბრობდით.იმდენი ვიცინე სალომეს დამსახურებით. მაკო ნუ მაკო შოკია ... შემდეგ ისევ ქვემოთ ჩავედით.ბიჭბს დალევა დაეწყოთ და უკვე შემთვრალები იყვნენ. დაჩის მივუჯექი გვერდით და ჩავეხუტე . ისე გამომხედა არ მომეწონდა. დაძაბული იყო, წესით არც უნდა დაელია ამდენი ... ხელი ჩამკიდა და წამიყვანა . -რატო მივდივართ? ჯერ რა გვინდა საძნებელში...დაჩიი-სანამ არ მიხურა კარი მანამ არაფერი უთქვამს . ჯერ მიყურებდა მერე ჩამეხუტა და ბოლოს ტუჩებზე დამაცხრა . ალკოჰოლის სურნელი ერეოდა მის სუნს , ტუჩები მეტად მათრობელა ჰქონდა. ისე მკოცნიდა კვნესა აღმომხდა. უცებ მომშორდა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა -სანამ მოვიდოდი... ვინმეს რამე ხომ არ უთქვამს..ხომ არ გამოგლაპარაკებია შეუწუხებიხარ ან არ ვიცი -რაზე ამბობ -ვიცი რომ იცი ...რატომ არ მითხარი . ვიღაც ს... მოეწონე დარწმუნებული ვარ თვალს არ გაშორებდა შენ კი ვერ იტან ეგრე რო გიყურებენ რატო არ მითხარი? -მიყურებდა უბრალოდ...ჩემზე ბრაზობ? რა უნდა მეთქვა ვერ გავიგე- უკვე ცრემლები მომაწვა და ცოტა მაკლდა ტირილამდე -ჩემი ბოთე..ჩემი სულელი პატარა გოგო . ბოდიში რა შენ არ გეჩხუბები შენ რა შუაში ხარ . რა შენი ბრალია ღვთაებრივად ლამაზი რომ ხარ . უბრალოდ არ იციან რომ ჩემი ხარ და მაინც ვერ იკავებენ თავს - ტუჩებში მკოცნიდა და ლუღლუბდა.ასე მაშინ იქცევა როცა თავის შეკავებას ცდილობს. ის ხომ ძალიან უხეშია , ზოგადად ვერ იკავებს თავს ,შეუძლია ნებისმიერი ცემოს ისე რომ გონება დააკარგვინოს ,როცა თავის შეკავება უნდა ჩემი თანდასწრებით მეხუტება და მკოცნის ,თვალები დახუჭული აქვს და მთელი სხეული ეჭიმება - დაივიწყე კარგი? უბრალოდ ნასვამი ვარ და ავურიე ...მიყვარხარ ჩემო პრისნცესა - ჩემს ყელში ჩამალა სახე და მაკოცა. შემდეგ ხელი მომხვია და ისევ უკან გამიყვანა. უცხო ბიჭები იქ აღარ იყვნენ. გოგონები ალაგებდნენ, სალომე ჭამდა და ისე ასუფთავებდა თეფშებს -მოკლედ ლალიკო ერთი რძალი ბიჭთან ერთად გაიპარა მეორე იმდენს ჭამს გაგვინადგურა ოჯახი. ეს ბავში მამას ჰგავს აქედანვე მითქვამს მე და დაიმახსოვრე- სალოს ჩაეხუტა მახო და შუბლზე აკოცა -ისე ისინი სად წავიდნენ? -ეგგ არც მე მითხრეს ჩემო გოგო -ბათუ მეჯიბრება სიგიჟეების ჩადენაში ხო? -ეგრე გამოდის სანამ მე ამათ ვუყურებდი დაჩი გაქრა. ყველა ადგილზე იყო ის კი ისე წავიდა ვერ შევნიშნე. არც არავინ იცოდა სად იყო. ცუდად გავხდი. იოანე ვიპოვე საძნებელში ,ლამის შევუვარდი ქეთოს და მას -იოოო ..ბოდისი მე ხელი შეგიშალეთ? -რა იყო ბაჭი? ცუდად ხარ? რამე მოხდა? -იო იცი დაჩი წავიდა -მერე მაგაზე ნევრიულობ? არ დაიკარგება ნუ გეშინია- გაიცინა და ჩამეხუტა .მერე ყველაფერი მოვუყევი ერთი ამოსუნთქვით- არაფერი მოხდება მაინც ხო იცი დაჩი არაფერს გააკეთებს ისეთს რაც შენ აგანერვიულებს -როცა ეჭვიანობს ყველაზე მეტად მაშინ ბრაზობს.ის ბიჭი სვანია და ხო იცი თავისებურები არიან გთხოვ იპოვე რა ..გევედრები. არ მინდა სხვები ავანერვიულო -და ისე წავიდა თავის საძმოს არაფერი უთხრა? საჩხუბრად რომ წასულიყო ესენი აქ დარჩებოდნენ? - გული ცუდს მიგრძნობს გთხოვ წავიდეთ დროზე გთხოვ -ლიზიკო შენ ჩემთან დარჩი ბიჭები იპოვიან ნუ ღელავ- ქეთომ მომხვია ხელი ,იო კი წავიდა. გარეთ რომ გავედი ბიჭები აღარ იყვნენ . -სად წავიდნენ> -არ ვიცი შენ რომ გადი რაღაც მიწერეს ალექსს და წავიდნენ- ნატაც ანერვიულებული იყო -ღმერთო ახლა გავგიჟდები -იოანეც წავიდა? ის მოაგვარებს ნუ ღელავთ რა- თათამ სცადა ჩვენი დამშვიდება მაგრამ რა დაგვაწყნარებდა.... ^^^^ დაჩი.... რამდენიმე კვირაა ამერიკაში ვარ. აუცილებელი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, რაც სეიძლება მალე რომ გადავიდე საქართველოში და შევძლო ჩემს გოგოსთან მშვიდად ყოფნა. დილიდან დილამდე ვაგვარებდი საქმეს დროზე ადრე რომ დავბრუნებულიყავი. მართლაც წავედით ერთად ,სიურპრიზის მოწყობას ვგეგმავდით მაგრამ სალომ გაგვაოცა. გადარეული თურმე ბერდოს გაჰყვა. ალექსი ნატამ დაამშიდა თორემ არც კი ვიცი რას გააკეთებდა. წინააღმდეგი არ იყო უბრალოდ მალულად რომ დაქორწინდნენ ამას ვერ ეგუებოდა და ბრაზობდა. სანამ სვანეთში ჩავედით ისეთი დაქანცულები ვიყავით კი გადაუარა იმ ბრაზმაც. თან სალომ გამოაცხადა ფეხმძიმედ ვარო და ბავშვს რომ ეხება საქმე ალექსი ბუნჩულა ხდება. ჩემი გოგო რომ გამოიქცა გული ამიფართხალდა. ისე მენატრებოდა,ისე რომ ცოტაც და გავგიჟდებოდი.გულში ვიკრავდი და ისევ მენატრებოდა ასეთი გაგიგიათ? მე სულ საოცრებები მემართება . მთელი დღე მასთან გავატარე, სანამ გავიდოდით მანამ შევნიშნე ერთი ბიჭის მზერა ,მაგრამ გავატარე. ველური ხომ არ ვარ რამდენი ვინმე გამოხედავს იმდენჯერ ავენთო და დავდგა სცენები . საღამოს რომ დავბრუნდით,ბიჭები ეზოში ისხდნენ. გოგონებმა დაგვტოვეს, სუფრა გაიშალა და დალევა დაიწყეს. იმ ბიჭმა რომ იკითხა ლიზაზე სისხლი გამეყინა ,თან დააყოლა ძალიან მომწონსო. ამათ კიდე ვინმე თუ ამოიჩემეს შეუძლიათ ხელი დაავლონ და მოიტაცონ , სვანი ვარ მეც სხვა თუ არაფერი კარგად მესმის ყველაფერი. როცა გავხედე ,თვალი გამისწორა ნაგლად და მითხრა :“იმდენად მომწონს ,შეიძლება ნებისმიერი ჩამოვიტოვო მისთვის გამართულ ბრძოლაშიო“ თავი შევიკავე , რატომ? ბერდოს სახლში ჩხუბს ვერ დავიწყებდი, უპატივცემულობაა . თუმცა იმდენად ამეშალა ნერვი დავლიე, ლიზიკო რომ გამოვიდა მალევე გავიყვანე,ვერ ავიტანე როცა მან გამოხედა. ეგოისტურად მინდა ვერავინ შეხედოს ,ვერავინ გაივლოს ფიქრი მასზე ,მხოლოდ მე . შეუძლებელია ვიცი , მაგრამ არ შემიძლია მოთმენა. ჩემი გოგო ლამის ავატირე, სულელი ვარ . წავედი! სად? რა თქმა უნდა მასთან . ვეცადე მაგრამ არ შემიძლია, ასეთ დროს მგონია რომ რაღაც ცხოველი სახლობს ჩემში რომელიც მიზიდავს სასინელებისკენ. თუმცა როცა ვაკეთებ ამ საშინელებას ერთიანად ვთავისუფლდები ბრაზიც ქრება და ვმშვიდდები,სიამოვნებას ვიღებ და სწორედ ეს მაშინებს.აქამდე მომწონდა ახლა კი მაშინებს.არ მინდა ოდესმე ლიზამ მნახოს ასეთი. მარტო წავედი, არ ვიცი ბიჭებს რატომ არ ვუთხარი,ალბათ იმედი მქონდა რომ ისიც მარტო იქნებოდა,თუმცა ვერ გეტყვით რომ გამიკვირდა როცა რამდენიმე ახმახთან ერთად დავინახე. -ქალაქელი პრინციც მოვიდა... -ბევრ საუბარს ვერ ვიტან... ვატყობ არც შენ გინდა ხო? -მე მინდა ვიჩხუბოთ და გავარკვიოთ ვინ უფრო მაგარია -შენი სახის გალამაზება მინდა ძალიან,თუმცა გასარკვევი არაფერია ...ლიზა ჩემია - პირველი დარტყმა, შემდეგ გრძNობ როგორ იმატებს სურვილი, ჟინი და თანდათან ძლიერდება ადრენალინის გამოყოფა. როცა საპასუხო დარტყმას იღებ უფრო ბრაზდება შენში არსებული ცხოველი და შემდეგ ითიშები. მხოლოდ მასზე ფიქრობ,გინდა რაც შეიძლება მეტჯერ დაარტყა და მანამ ცემო სანამ არ დაიღლები . შემდეგ გბეზრდება...სვანი ძლიერი აღმოჩნდა . რომ დავაგდე ,როგორც ჩანს მობეზრდათ დასისხლიანებული ძმაკაცის ყურებდა და ერთ-ერთმა დამიჭირა. შემდეგ კიდევ ერთი ფაქტი ჩნდება ლანძღვა-გინება. ქართველებს გვაქ ეგ საკმაოდ მრავალფეროვანი რაც ნებისმიერ დარტყმას სჯობს წასაქეზებლად. სიტყვით დაკოდილი კაცი ხომ განუკურნებელია. რამდენჯერმე დამარტყა , ვერ გეტყვით რომ ტკივილს ვგრძნობდი, ადრენალინის დამსახურებაა . უკვე ვგიჟდებოდი ვიღაცამ რომ მომაშორა ბიჭი. გავთავისუფლდი,უკან კი რეზი,ალექსი და ბექა დავინახე. აი ეს კი უკვე ჩვეულებრივი თამაში იყო, საუცხოო გართობა ჩვენთვის. იცინოდნენ , ესენი ხო ჩემსავით აფრენენ. ხელში ჩავიდგე სვანი,ბრაზმა იმდენი შემაძლებინა რომ შანსი აღარ დავუტოვე . მიწაზე დავაგდე და რამდენჯერმე ზედიზედ დავარტყი. მგონი გათიშული იყო უკვე , ვიღაც მწვდა და მომაშორა -გეყოფა ... შემოგაკვდება -იოანე? აქ რა გინდა -სისულელის ჩადენისგან გიცავ.. უფრო სწორად ვცდილობ ჩემი და არ ვანერვიულო დიდხანს და თქვენი გოგონები რომ სხედან ეზოში და გული უსკდებათ ! თქვენ კიდევ შეეშვით სხვისი ქალების დევნას. თავისუფალ გოგონებს მიეჭერით ახალი წესი გაქვთ სვანებს? ლაჩრული? - ისე დაიღრიალა გამოაფხიზლა ყველა . წამოვედით ! ისე გვიყურებდა სიტყვა ვერ ვუთხარი. -იოანე -მე ნუ ამიხსნი ..ხო იცი არ მაინტრესებს ვინ გცემს ან ვის გაუერთიანებ თავ-ყბას. ჩემი და ნერვიულობს და ცუდადაა აი ეგ კი არ გეპატიება !- უცებ ჩამაგდებინა ენა და წინ წავიდა. -სახე მოვიბანოთ თორე გაგიჟდებიან ისინი.- ალექსი წყაროსთან გაჩერდა და სისხლი ჩამოვიბანეთ. უკვე ვგრძნობდი წვას, თუმცა ლიზას ნახვა ისე მეჩქარებოდა არ გამიმახვილებია ყურადღება. ეზოში რომ შევედით, გოგონები წამოვიდნენ ჩვენკენ. ლიზას თვალზე ცრემლები რომ დავინახე მივხვდი რისიც მეშინოდა. ის ამ ყველაფრის გამო ცუდად იყო, მე კი ვიღებდი სიამოვნებას და არ მადარდებდა გახეთქილი ტუჩი, წარბი და ჩალურჯებული თვალი მაგრამ მას კლავდა ეს ყველაფერი. აკანკალებული თითები რომ შემახო ჭრილობაზე გამაჟრჟოლა -დაჩიი... -ჩშ ჩემო პატარა.. მაპატიე რა.აპატიე შენს სულელ ბიჭს . -რატომ გააკეთე ეს..დაჩი გტკივა ძალიან -ძალიან მტკივა ..ესენი მტკივა მხოლოდ. გულზე დანასავით მესობა - ცრემლები შევუმშრალე, ტუჩებს მის გლუვ კანზე დავატარებდი და მლაშე სითხეს ვაქრობდი . ჩემდეგ ტუჩები დავუკოცნე და ჩავეხუტე. შყაღამეა... ლიზას ჩემს გვერდით ძინავს... შეხებისაც მეშინია, არ მინდა ძილი დავურღვიო,ისეთი ბავშვურია.ანგელოზივითაა ,არის კიდეც მხოლოდ ჩემი ანგელოზი . ცუდი ვარ? ალბათ ხო ... არ ვიმსახურებ ლიზას?...... ეგოისტი ვარ და ვიცი ვერასდროს დავთმობ . ჩემი გრძნობის გარდა ყველაფერი ბუნდოვანია .... ნატა--- ამერიკაში დავბრუნდით,მეგონა ისევ თავიდან დავიწყეთ. არასდროს იყო ჩემთან,ისევ ბჭებთან ერთად იყო..ისევ და ისევ. მეშინოდა რამე არ დამართნოდა, მეშინოდა ქალთან არ ყოფილიყო ვინმეს არ წაერთმია მისი თავი ..უმისობა მაშონებდა,მისი უმოქმედობა მაღელვებდა, იმდენად ვარ მასზე დამოკიდებული მის გარეშე სუნტქვასაც ვერ შევძლებ.თუ მეცოდინება რომ სხვასთანაა და სხვა უყვარს დაუფიქრებლად მოვიკლავ თავს. სუსტი,უგნური და გიჟი ვარ? ნამდვილად ვარ . მე არ ვგავარ ჩემს ოჯახისწევრებს,მხოლოდ გარეგნულად,ისე კი მათგან განსხვავებით სუსტი ვარ. ერთადერთი ჩემი ძალა ალექსია. მის გარეშე ვცარიელდები ... დილით მშვიდად მძნარეს დამადგა თავზე.ვიგრძენი მისი მოსვლა და გავიღვიძე -დილამშვიდობის - შუბლზე მაკოცა და გამიღიმა -აქ რა გინდა? -მომენატრე -დიდი ხნით დარჩები? -შენ არ მოგენატრე? -უნდა მოვწესრიგდე- ხელი მოვიშორე და საწოლიდან წამოვდექი. ნახევრად შიშველი ვიყავი და არ შემრცვა. მაშინ მივხვდი რომ შევიცვალე. მივხვდი რომ ხასიათითაც ვემსგავსებოდი დედას, ალბათ ახლა იყო ამის დრო . სააბაზანოდან რომ გამოვედი ალექსი სავარძელში იჯდა და კარს ისე უყურებდა თითქოს მთელი ეს დრო არც კი დაუხამხამებია წამწამები. გაოცებული იყო ,რა თქმა უნდა არ ელოდა ჩემს ასეთ ქცევას. ტანსაცმელი ავიღე და ისევ უკან დავბრუნდი. სარაფანი გადავიცვი , ნაზი და ჰაეროვანი ... -საუზმეზე დარჩები? - უინტერესო მზერით გავხედე და სულ ჩაუვარდა ენა. რაღაცის თქმას აპირებდა. წარბები შეკრა და ტუჩები მოკუმა . ასე რომ აკეთებს სისხლი მიდუღდება! უკან მომყვებოდა, სახლში არავინ იყო ჩვენს გარდა. მამა და დედა სამსახურში ჩემი ძამიკო თავის მეუღლესთან განშორებას გლოვობს. ორი კვირაა წამოვედით და კვდება. სულ არ გვენახება,სულ რუსკას ესაუბრება ან ამათთან ერთად საქმეზე დადის. ანუ მისი ყოფნა და არ ყოფნა ერთია... მოსამსახურემ ყველაფერი გაამზადა. მაგიდასთან დავსხედით. მშვიდად მივირთმევდი, ალექსი არც სეტოკებულა,მხოლოდ წყალი დალია და ჭიქა დადგა. მიყურებდა თვალის მოუშორებლად... ეს ეტაპიც გადავლახე..მაინტერესებს როდემდე აიტანს ჩვეულებრივ მოპყრობას და არა ისეთს როგორიც ჩემგან უყვარს. მეგონა ცოტას კიდევ მოიცდიდა მაგრამ ეს ხომ ალექსია , იფეთქა! -რა გჭირს ნატა? -რამე მჭირს? -მე გეკითხები და მიპასუხე ... ორი კვირაა ნორმალურად არ მინახავხარ და .. -რიტპორიკული შეკითქვა გამოდის ... -ხომ იცი რომ საქმეები მქონდა ,პირველია როცა ყოველ წუთას სენს გვერდით არ ვარ? ამის გამო მიბრაზდები? -თუ შეიძლება ნუ მეხები ..არაა საჭირო მეგობარი ამდენჯერ ჩამეხუტოს და განმარტემა მომცეს სად იყო და რას აკეთებდა. მე საქმეები მაქვს ... მაღაზიებში უნდა გავიარო მეგობრებთან ერთად . შემდეგ ანაბელს უნდა ვესტუმრო და გავდივარ. თუ გინდა დარჩი - ვინ იცის რად დამიჯდა თავის შეკავება.მისი ჩამქრალი თვალები მაგიჟებდა. ძარღვები დაებერა, ყბები დაეჭიმა. დარწმუნებულები იყავით ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო ღრიალით აიკლებდა ყველაფერს შესაძლოა მიეხრჩო კიდეც. მე კი მიცქერდა, როგორ ავიარე კიბე და მივიმალე დერეფანში. შემდეგ კარის მიჯახუნების ხმა გავიგე ,მანქანაც მოსწყდა ადგილს. წავიდა! მართლაც გასავლელი ვიყავი. მეგობრებს შევხვდი და წავედით. დიდხანს ვიბორიალეთ ,ბევრი რამ იყიდეს, მე მხოლოდ ის რაც ნამდვილად მინდოდა. პატარა ლინდას საყვარელი კაბა ვუყიდე ,რომ დავინახე მივხვდი რომ უნდა მეყიდა. ჯერ არ დაბადებული პატარასთვისაც ვიყიდე პაწაწუნა შარვალი და ზედა . ვგიჟდები ბავშვთა განყოფილებაში როცა შევდივარ. ვმშვიდდები , მიყვარს აქ ყოფნა და ტანსაცმელების დათვალიერება. გოგონებს დავემშვიდობე და მიშკასთან წავედი. ის ძალიან ხშირადაა სახლში, მაშინვე მიდის როგორც კი დროო აქვს. ოჯახის ბიჭი გახდა, ანაბელს და მას რომ ვხედავ გული მითბება. ისე უყურებენ ერთმანეთს... მიშო სულ სხვანაირი გახდა ,ანაბელთან ყოფნამ შეცვალა. ნეტავ განახათ ლინდას როგორ ეთამაშება . პატარა ცანცარა ბიჭს ემსგავსება ,ხანდახან მგონია რომ მთელი ცხოვრება სხვას ვიცნობდი . ძველი მიშო ქრებოდა ,მაშინვე როგორც კი ანაბელი ჩნდებოდა. გაბერილი ქალბატონი ორ კვირაში ელოდება. უკვე ძლივს მოძრაობს. ძიძა ეხმარება ლინდას მოვლაში... თუმცა როცა მიშოა სახლში მას ჰყავს სულ ლინდა .ისიც მშვიდდება და დამჯერე ხდება. კარზე დავაკაკუნე, მიშკამ გამიღო .ხელში ლინდა ეჭირა,ბავშვი სახეზე უტყაპუნებდა პატარა თიტებს ის კი თვალებს ხუჭავდა და იცინოდა -მადროვე ლინდა ... ვა ეს ვინ მოსულა .ჩემი გოგო ,შემო -როგორ ხართ?- ლოყაზე ვაკოცე მიშოს, პარები მივაჩეჩე და ბავშვი ავართვი-ჩემი პრინცესაა.როგორ მომენატრე იცი? ჩემი ბუშტი - ყელში ვაკოცე ისიც აკისკისდდა. მალე ერთი წლის გახდება და რაღაც სიტყვებს ამბობს, ყველას გვცნობს მაგრამ რა ქნას ვერ გველაპარაკება ჯერ. მისაღებში ისე შევედი ბავშვის კოცნა არ შემიწყვეტია თავი რომ ავწიე პირდაპირ ალექსის თვალებს შევეჩეხე.მზერა მოვარიდე და დივანზე დამჯდარ ბურთს ვაკოცე- გაბერილო როგორ ხარ? -ვეღარ ვმოძრაობ ... -გაიცინა და მანაც მაკოცა. -ცოტა დარჩა და მერე გარეთ ითამაშებს შენი ბიჭი -ხო მაგას ნუ იტყვი,ისე ხვანცალებს ასე მგონია ბურთი აქვს იქ და იმას დასდევს -მამიკოს ჰგავს რა გინდა ბავშვთან -ხო ამას რო უყვარს ფეხბურთი ისე უნდა.. ვასწავლით თამაშს-ალექსს გაეღიმა ,ბოლოს ისევ მე გამომხედა. ელოდება რეაქციას,ვერ მივართვი . მიხვდეს რასაც ვითხოვ და შემისრულოს. -ბიჭები მოვლენ მალე ... უფრო სწორად მოვიდნენ მგონი-რამდენიმე წუთში თქვა მიშკამ და ისევ წავიდა კარის გასაღებად. შემდეგ კი რეზი და დაჩი მოვიდნენ. -მოკლედ ჩვენ დავასრულეთ და წავიდეთ .. ბილეთები ვიყიდეთ ხუთზეა ფრენა ხვალ -ბრუნდებით უკვე? ანუ მშობიარობისტვის აქეთ არ იქნებით? ამას ვინ დაამშვიდებს აბა -ნუ გეშინია რძალო. შემოგყვება იქ და შენ თვითონ თუ ვერა რომელიმე ექთანს უთხარი დამამშვიდებელს მისცემს რამეს და გაჩერდება -ოო ასე ადრე რატო მიდიხართ? აბა ერთი თვე მოგვიწევს დარჩენაო? -ჩქარობენ ბელს ყველას თავისი გოგო ჰყავს სანახავი.დაჩი კედლებზე გადის და რეზი საერთოდ ამტვრევს კედლებს - გაიცინა მიშკამ და ცოლს აკოცა -მაპატიე რძალო მესამეს რო გააჩენ იქ ვიქნები გეფიცები - ჩემი ძმა იცინოდა -მეც უნდა წამოვიდე? -დარჩენა გინდა?-ისე შეიცხადა რეზიმ ალექსის მზერა არაფერი იყო - ალექსი მოდის -მერე რა ... დარჩენა მირჩევნია -როგორ გირ..- რეზის თქმა არ დასცალდა ალექსს დაურეკა ვიღაცამ .რამდენიმე სიტყვა თქვა და ისე გააფრთდდა ინსტიქტურად წამოვვარდი -რა მოხდა? -სალომე წასულა გუშინ ერთი დღით გვისწრებს. ვერ ვუკავშირდებიო დედამ . ქეთომაც არ იცის სად არის . რაც შეიძლება მალე უნდა წავიდე.ის გოგო სარს გადაეყრება გული მიგრძნობს - ისე წავიდა ვერაფერივუთხარი. მგზავრობისას მის გვერდით ვიჯექი არაფერი მითქვამს მისი ხელი მეჭირა და თავი მის მხარზე მედო. მგზავრობა დამღლელი აღმოჩნდა. თბილისში ცასულებს სიეთი ამბავი დაგვხვდა ვის ეცალა ალექსის გაბრაზებისთვის.კიდევ კარგი წამოვედი ,თორე ეს მოკლავდა იმათ. მთელი გზა რას არ ვეუბნებოდი ,ბოლოს დამშვიდდა და კდიეც ჩავაღწიეთ სვანეთამდე. საოცარი მხარეა ... მაგრამ სალომე უფრო საოცარია,ეს გოგო სულ მაოცებდა ახლა კი საერთოდ გამაგიჯა. გათხოვება და დაფეხმძმებაც კი გიჟური გამოუვიდა. ნუ რეალური ამბავი მოგვიანებით მოგვითხრო გოგონებს, მაგრამ ტავიდანვე გიჟური იყო ყველაფერი. ალექსის გვერდით ვიყავი და სულ დამავიწყდა კამათს რომ ვაპირებდი. ძილის დრომ რომ მოგვიკაკუნა აი მაშინ მივხვდი რომ უნდა დამეცვა ჩემი დამოკიდებულება. -შენ და ალექსი ერთ ოთახში იქნებით - განმიცხადა ლალიმ- ასე მითხრეს ერთად არიანო და ტყუილად უნდა გადაანაწილო სხვადასხვა საძინებელშიო- თავი იმართლა ქალმა ჩემი გამომეტყველება რომ დაინახა -მართალია ქალბატონო ლალი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის - ალექსი გამოჩნდა, მომხვია ხელი და შემსვა საძინებელში -არ მინდა მე შენთან ... -სამაგიეროდ მე მინდა- მაისურის ბოლოს დაავლო ხელი და გადაიძრო. რას აკეთებს,ასე არასდროს მოქცეულა. შიშველი მხოლოდ აუზზე და ზღვაზე მინახავს . გვერდით ისე ახლოს ჩამიარა გულმა ძგერა შეწყვიტა. როგორც ჩანს შარვალიც გაიხადა, ქამრის ხმა გავიგე .ნეტა არ იცვამს შორტს და მაისურს? -გაიხდი შენით თუ დაგეხმარო როგორც პატარას . -ყურთან მიჩურჩულა და მეგონა მეჩვენებოდა შიშველ კანზე რომ ვიგრძენი მისი ცხელი ხელის შეხება.მაისურის ქვეშ რა ესაქმებოდა,სულ დამეხორკლა კანი... -ხელი მომაშორე... თავად მოვახერხებ როგორმე-გვერდზე გავხტი და შევუბღვირე-შეტრიალდი და გამოვიცვლი- არც ამის თქმა უნდა სჭირდებოდეს ჩემს ალექსანდრეს. საწოლისკენ დაიძრა და მართლა ტრუსით დაწვა. ზურგი მაქცია, მეც სწრაფად ვიპოვე გაუხსნელ ჩემოდანში პირველივე პენუარი და გადავიცვი. სულაც არაა სახარბიელო მისი ფორმა. საწოლის კიდეში დავწექი, წამსვე გადმობრუნდა ხელი მომხვია და სხეულზე ამიკრა -ისუნთქე ..არ შეგჭამ- მხარზე მომაწება ტუჩები, თიტებს კი ხელზე დაატარებდა და კანს მიბუსუსებდა. -მეძინება ... -ვიცი...შეგიძლია დაიძნო -გამიშვი..- ვეცადე მოვშორებოდი მაგრამ მი ძლიერ მკლავებთან რას გავხდებოდი. სუნთქვას მიკრავს იმდენად მიმზიდველია. ასეთი გრძნობა ადრეც განმიცდია ,მის ყველა შეხებაზე იგივე მემართება მაგრამ ამ დოზით არასდროს. მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორც შემეძლო მის მკლავებში მომწყვდეულს.მას კი მშვიდად ეძინა მე კი მისი სუნთქვაც კი გონებას მირევდა. ბოლოს მივხვდი ამ ყველაფერს რატომაც აკეთებდა. მე ვერ ავიტან ასე მოქცევას, მე სხვანაირი ვარ არ შემიძლია ვნების გაღვივება, არ ვარ მზად და ჩემთვის ის დოზაც საკმარისია რასაც მაძლევს. მე ხომ მასთან ყველაფერი განმიცდია ,ყველაფერი მან მასწავლა . მისკენ გადავბრუნდი ,შეიშმუშნა . ხელი წელზე მომხვია და თავი მკერდზე მომაბჯინა .ისეთი მშვიდი იყო მინდოდა მეკოცა. ლოყაზე ნაზად ჩამოვუსვი თითები ,გამაჟრჟოლა. დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. გაეღვიძა,მაგრამ თვალები არ გაუხელია, ყელისკენ გადაინაცვლა და ცხვირი გამიხახუნა კანზე -დილამშვიდობის -გავისეირნოთ რა ..ადექი გთხოვ -გაღვიძებას არ მაცდი? -თავი უკან გასწოა რომ დავენახე და გამიღიმა -შემირიგდი? თუ ისევ უნდა დამაიგნორო და ის გამოიწვიო რაც არ გინდა -ოო წამო რა გთხოოვ სანამ გაიღვიძებენ -წავიდეთ- მაკოცა და გამიღიმა. მალე მოვემზადეთ და წავედით. დავხეტიალებდით დილიდან. ჯერ კიდევ არ იყო მზე კარგად ამოსული. ალექსმა კალათი გაავსო და პიკნიკიც გამოგვივიდა. მინდორზე ვიწექით და უღრუბლო ცას შევცქერდით უცებ რომ წამოდგა და მეც წამომაყენა. პლანშეტი აიღი,ეს როდის ჩადო არც კი ვიცი . რაღაც ჩართო და გამომიწოდა -იმედია ყველაფერზე პასუხს გაგცემს ეგ ვიდეო - გამიღიმა და მოშიშვლებულ მხარზე მომაკრა ტუჩები. ვიდეო ჩავრთე და გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა : მე და ალექსი ვიყავით. ალბათ ოთხი წლის ვიყავი ,გაშლილი ყვავილებიანი კაბა მეცვა ,თმები მხრებზე მეყარა .მინდორზე ვიდექი ფეხშიშველი ისე როგორც ახლა . ალექსი ჩემზე დიდი იყო ,ჩემს წინ იდგა და რაღაცას მეუბნებოდა. როგორც ჩანს დედა იღებდა ამ ყველაფერს „დე ალექსი შენი ვინ არის?“ -კატოს ხმამ გაიჟღერა და მისკენ გავიხედე „ჩემი სიკალული და ქმარია“ - ამაყად ვუთხარი და გავუღიმე . ალექსს გაეცინა და ჩემთან ჩაიმუხლა ლოყაზე მაკოცა გაწევას აპირებდა უცებ რომ ვაკოცე ტუჩებში და ავკისკისდდი. შემდეგ სხვა ბავშვები გამოჩნდნენ და ჩვენი კადრი გადაფარეს. ციდეო დასრულდა... ალბათ სასაცილო სანახავი ვიყავი, ღაწვებაწითლებული, თვალებგაფართოებული, კნუტის თვალებით ვუყურებდი ალექსს .მისი მზერა მაბნევდა,ვერ ვხვდებოდი რას აპირებდა მაგრამ გული ისე მიცემდა მეგონა გულმკერდს გააპობდა. ფრთხილად შემიცურა მარჯვენა ხელი წელზე ,მარცხენა ყელთან და ნაზად შეეხო ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს. მეგონა პეპეა ვიყავი რომელიც მინდორში დაფარფატებდა,ლამაზ ყვავილებში... მთელი გრძნობით მიკოცნიდა ტუჩებს, მე კი გაბრუებული ვიდექი და მტელი არსებით შევიგრძნობდი მის თბილ ტუჩებს. -პირველი კოცნა შენ მომპარე ქალბატონო და მეორე ჩემია- გაიცინა და ახურებულ ლოყაზე მაკოცა ისევე ტკბილად როგორც იცის,შემდეგ მთელი სახე დამიკოცნა - შენ არ იცი რად მიჯდება შენგან შორს ყოფნა,როცა ვგრძნობ რომ თავს ვეღარ შევიკავებ გავრბივარ . ვინ იცის რამდენი წელია ველოდები შენს გაზრდას,მაგრამ შენ სულ ასეთი ნაზი და ფაქიზი იქნები ჩემი ყვავილი ხარ ყველაზე სპეტაკი და ხელშეუხებელი. მაპატიე ზედმეტად თუ ვიკავებდი თავს ,მაპატიე სხვა რამ თუ გინდოდა მე ისე ვიქცეოდი როგორც გხედავდი იმის მიხედვით ვაკეთებდი ყველაფერს ,რადგან არ მინდა ოდესმე რამე დაგაძალო,ის გააკეთო რაც კომფორტს დაგირღვევს და სიამოვნებას არ მოგანიჭებს .შენ ხო ჩემი პატარა ,ჩემი ფერია ხარ არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა უბრალოდ ჩავეხუტე, მის მკლავებში ჩავიმალე. მას ხომ უსიტყოდ ესმის ჩემი,ჩვენ ის წყვილი ვართ ვისაც სიტყვები არ სჭირდება. უსიტყვოდ ,გულისცემით გვესმის ერთმანეთის, მზერით ვსაუბრობთ ,ჩვენი სუნთქვაც კი ფრაზებს გადმოსცემს.ხელი მოვხვიე და სხვა სამყაროში გადავეშვი მასთან ერთად.. რა არის უსასრულო თუ არა წამი...ჩემთვის ეს წამებია უსასრულოს ,მასთან გატარებული დრო რომელიც უსასრულობის შეგრძნებას მიქმის და ვიცი რომ არასდროს გაქრება გონებიდან თუნდაც საკუთარი სახელიც აღარ მახსოვდეს სიბერის ჟამს ეს წამები მეხსიერებაში დაილექება საუკუნოდ... ^^^ ალექსი... ავად ვარ ! ექვსი წლის ასაკში შემეყარა პირველად ეს განუკურნებელი სენი და მთელი ცხოვრება მომიწევს მასთან ერთად ვიარსებო. სენი რომელიც ტკივილს მაყენებს, მაბედნიერებს ,მაგიჟებს,უკონტროლოს მხდის,ზოგჯერ პირიქით ისე მამშვიდებს თავი პატარა ჩვილი ბავშვი მგონია რომელსაც არაფერი ადარდებს ამქვეყნად. ვნებას აღმიძრავს, ზოგჯერ ისეთ სურვილებს მიჩენს მეშინია ასრულება არ განვიზრახო დროზე ადრე ... არც კი ვიცი რამდენი გრძნობა დამატეხა თავს ,არც ის ვიცი რა გავაკეთე 18 წლის განმავლობაში მხოლოდ ამ დაავადების სახელი ვიცი ,დაავადების რომელიც კი არ მკლავს პირიქით მაცოცხლებს მისგან მოყენებული ტკივილიც კი მაძლიერებს .. ნატალია ... ხო ნატალიაა ჩემი დაავადება... თავიდან ძალიან მარტივი იყო,ბავშვურად გულუბრტყვილოდ მიყვარდა.არაფერი ვიცოდი ვერაფერს ვხვდებოდი.ისიც კი არ ვიცოდი რას ნიშნავდა მის მიმართ განცდილი გრძნობა. რატომ ვიყავი ცუდად როცა მას სიცხე ჰქონდა,რატომ ვტიროდი ჩუმად როცა რამეს იტკენდა. რატომ ვცდილობდი მის დამშვიდებას როცა ნაწყენი იყო. რატომ მენატრებოდა ასე ძალიან. მე დიდი ვიყავი, როცა მივხვდი რა იყო სიყვარული, ლტოლვა, უბრალოდ ჟინი. მეგობრობა და ყველა ურთიერტობის ფორმა და გრძNობა გავარჩიე მივხვდი რომ ის ყველაფერი იყო ჩემთვის,ყველა გრძნობა ,ყველა სურვილი,ყველა ოცნება მასთან მიდიოდა.ყველა სანუკვარი ,ლამაზი წამი მას ეკუთნოდა. დრო ..დრო ცვლიდა ყველაფერს .სიყვარული არ იკარგებოდა ძლიერდებოდა. რობლემები ჩნდებოდა თანდათან ბევრი და სხვადასხვა სახის. ყველაფერი მაშინ გართულდა როცა გაიზარდა,როცა პატარა ბავშვი ქალად იქცა.როცა მივხვდი რომ ბიჭებს მოსწონდათ,როცა გავიგე როგორ საუბრობდნენ მასზე როგორც სექსუალურ გოგოზე და მას მერე უკონტროლო გავხდი. ისედაც ხომ სულ ვჩხუბობდი როცა რამე არ მომწონდა, ჩვენ „მე ,დაჩი,მიშკა, ბექა და რეზი-განუყრელი საძმო ერთნაირად ვგიჟობდით . მაგრამ მათგან განსხვავებით ჩემს სიგიჟეს ეჭვიანობაც დაემატა. ყველაზე მომწამლავი გრძNობა რაც კონტროლს ბოლომდე გაკარგვინებს. მე სხვა ეჭვიანი ხალხისგან ის განმარჩევდა რომ ნატას ვერ ვუბრაზდებოდი,ნატა სულ სხვა იყო ... აი მისი თაყვანისმცემლები კი სარეაბილიტაციო კურსს გადიოდნენ რამდენიმე თვე .დამსხვრეული ძვლების აღსადგენად და ტრამვების მოსაშუსებლად. სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა ისე მეცემა ვინმე რომ მე მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი მქონოდა როცა უბრალო ქუჩური გარჩევისას ისევე დალეწილი ვიყავი როგორც მოწინააღმდეგეები. ალბათ ესეც ‘ეჭვიანობის“ გამო იყო. -სირთულე ჩემნაირი ბიჭისთვის ისიც იყო რომ ნატა რეზის და იყო.მერე რა რომ ყველამ ყველაფერი უთქმელად იცოდა. მე მაინც მიწევდა დამატებითი ზღვრების წარმოქმნა. ზღვარი და ბარიერი ისედაც უნდა შემექმნა ისევ საკუთარი თავის შესაჩერებლად, რადგან ნატა არავის ჰგავდა. ის ისეთი ნაზი იყო,ისეთი სუსტი,სიფრიფანა, ნამდვილი ფერია . ლამაზი პეპელა რომელსაც ნებისმიერი რამ უჩუყებდა გულს. მისი ცრემლი კი დანა იყო ,რომელიც გულს მისერავდა და ნაფლეთებად აქცევდა. ვინ იცის რამდენჯერ მქონია სურვილი ხელი დამევლო და წამეყვანა,ყველასგან და ყველაფრისგან შორს,მხოლოდ მე რომ დამენახა მისი ლურჯი თვალები,მხოლოდ მე შევხებოდი, მე მეკოცნა, მე ჩავხუტებოდი,მე გამეღვიძა დილით მის გვერდით, მე შემეგრძNო მისი ჟღალი თმის სურნელი რომელიც ჩემს ცხოვრებას ანათებდა. ჩემთვის გაეღიმა, მხოლოდ ჩემთვის და სხვა არავისთვის. ამ დროს ეგოიტობა დამჩემდა , ისევ რტული ფორმით რატომ? იმიტომ რომ ამას ლიზა ვერ იგებდა. როცა მსგავსი შემოტევა ჰქონდა ჩემს გონებას საერთოდ არ ვნახულობდი. არც ვიცი რას ვაკეთებდი ამ დროს როცა მას ვერ ვხედავდი,კარგს არაფერს. შემდეგ დაჩის შეუყვარდა. ის უფრო რთულად იყო , ნახვაც არ შეეძლო შორიდან უყვარდა. მისთვის ხელის მოკიდება და ჩახუტებაც არ შეეძლო.მე კი როცა გული ვეღარ უძლებდა გაუაზრებლად მოვხვევდი ხელს და ჩემს მკლავებში მოვაქცევდი. ის ფაქტი რომ მასაც იგივე ტემპით უცემდა გული,როგორც მე მაბედნიერებდა, მაგიჟებდა, მახარებდა და ქრებოდა ყველა ტკივილი . გულს ფრთები უჩნდებოდა და მეგონა თავად მე დავფრინავდი. საოცრებები მემართებოდა. თითქოს ორი ალექსი ცხოვრობდა ჩემში, ერთი ცხოველი და ერთი სეყვარებული ალექსი,რომელიც ხმამაღლაც ვერ დაილაპარაკებდა ნატას თანდასწრებით . რომ მებუტებოდა ეს იყო მომენტი როცა მეცინებოდა და თან მწყინდა.საკუთარ ტავზე ვბრაზობდი,მაგრამ მაინც მაზოხისტურად მიყვარდა მისი გაბუშტული ტუჩების ცქერა,რომელიც მუდამ ვარდისფერი იყო და ზოგჯერ ისე მიზიდავდა საკოცნელად ნებისყოფის ბოლომდე გამოვლენა მჭირდებოდა ველურივით რომ არ დავცხრომოდი თავს. რამდენჯერ ჩამიცხრია სურვილი სხვასთან. ამ დროს თავი მეზიზღებოდა .... ფაქტობრივად არასდროს იყო ქალი ჩემს გვერდით ,მითუმეტეს მაშინ როცა ნატა იყო ახლოს. სულ რამდენჯერმე მოხდა ,ისიც ჩემგან დამოუკიდებლად .მახსოვს როგორ დავიანხე მის თვალებში ნაცნობი გრძნობა“ეჭვიანობდა“ არ ვიცოდი მინდოდა თუ არა მისი ეჭვიანობის ჩაცხრობა. საშინლად მსიამოვნებდა ,მაგრამ მერე ვხვდებოდი რასაც გრძნობდა და მის მცირედ ტკივილსაც კი ვაქრობდი. თუმცა მებუტებოდა, უსიტყვოდ, არც ახსენებდ ავინმეს,არც მიზეზს იტყოდა. ლაპარაკი არ გვიყვარს, ზოგჯერ ეს ცუდია მაგრამ ჩვენთვის პირიქით კარგია. ჩვენ იმდენად დაგვაახლოვა ამან ფაქტობრივად სიტყვებად ვიყენებთ ყველაფერს: თვალებს, სუნთქვას,გულისცემას, მიმიკას, ჟესტს ,ქმედებას. ყველაფერი რაღაცას მეუბნება, რამდენიმე წუთი და ვიცი რა უნდა, რას გრძნობს. ზოგჯერ სიტყვა ვერ გადმოგცემს სათქმელს ისე სწორად,პირიქით ურევს ყველაფერს. დავაგვიანე? არ ვიცი არამგონია. რა მეთქვა რომ მიყვარს? სისულელეა... ეს სიტყვა არაფერია. ჩემთვის არაფერია, ჩემთვის მისი გაბრწყინებული თვალები ამბობენ ათასგზის რომ ვუყვარვარ. ჩემი თითოეული ჩასუნტქვა მისი სიყვარულია. მის გარეშე არც ეს გული იძგერდა და რა ,ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში ცავატიო? ამით ყველაფერს გავაქრობ. ჩემთვის გაქრება, ოდესმე ვეტყვი. მაგრამ უბრალოდ ვეტვი , შესაძლოა ერთ დილას ვუთხრა როცა ჩემს მკლავებსი მოქცეული გაიღვიძებს, უკვე ჩემი ცოლი იქნება და ამ დროს ოთახის კარს ჩვენ შვილები შემოაღებენ. გოგონა აუცილებლად ნატას უნდა ჰგავდეს მასსავით უნდა ბრწყინავდეს,მასსავით ალისფერი თმა უნდა ჰქონდეს. ბიჭი შეიძლება მე მგავდეს, ჩემსავით უსაზღვრო სიყვარული უნდა შეეძლოს, ჩემსავით იღბლიანი უნდა იყოს ეს გრძნობა რომ გამოსცადოს. ჩემი ყველა პლიუსი ამ გრძნობას უკავშირდება, შესაბამისად სხვა ყველაფერი ისედაც ექნება. როცა წარმოვიდგენ თავს მის ქმრად სისხლი ისე მიდუღს,ისე სწრაფად იწყებს მოძრაობას მგონია კაპილარებს დახეთქს, გული ვეღარ გაუძლებს და ნაფლეთებად იქცევა. ეს წამიერად, შემდეგ ვმშვიდდები, მომწონს მისი ქმარი რომ ვარ... კი არ მომწონს ეს რაღაც სხვაა ვბედნიერდები ,კმაყოფილების გრძნობა მაქვს, ვამაყობ საკუთარი თავით რომ ის ჩემი ცოლია. ცოტა ხანს კიდევ ვფიქრობ და აუცილებლად ვხედავ გაბერილი მუცლით,სულ წოტა ოცნებაც და უკვე ფეხებთან ატუზულ პატარა ბავშვს ვხედავ, ბავშვი ხან გოგონაა ხან ბიჭი. ზოგჯერ მეორე ბავშვიც შემორბის ოთახში ის დიდია და უმცროს დაიკოს ეხუტება. ორივენი კი გაბერილ დედიკოს . მე კი სამივეს ვეხვევი და გაბერილ მუცელზე ვკოცნი ნატას... იმედი რომ ეს ოცნება ახდება... ვხვდები რომ მეტი უნდა,უნდა ვაკოცო ,მოვეფერო. ჰგონია რომ ისე ვექცევი როგორც პატარა ბავშვს,იმას ვერ ხვდება რომ ამით საკუთარი თავისგან ვიცავ . ყურადღება გადამაქვს, ვცდილობ ისევ ბავშვად წარმოვიდგინო ჩემს ფანტაზიას გასაქნი რომ არ მივცე.იმდენად მაგიჟებს მისი თითოეული მოძრაობა ერთიანად ვიწვი ხოლმე. 18 წელი...ვაკვირდები ამ რიცხვს და ვერ ვხვდები პატარაა თუ დიდი. ჩემი და 18 წლისაა და უკვე შვილს ელოდება,მე მიხარია.ყველას უხარია არავინ ვამბობთ რომ პატარაა.არადა ასეა,მაგრამ სალომე სხვაა ,ის ყოველთვის მებრძოლი იყო . გიჟია და არაფერს უფრთხის .ნატა კი სულ სხვაა ,ის შინაგანად ჯერ კიდევ ბავშვია .ვერ დავუშვებ დავაჩქარო და ვაიძულო ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. სვანეთში რომ ჩავედით ,მივხვდი რომ დრო იყო ცვლილებების. მგონი ჩემმა გიჟმა დამ წამაქეზა. ვიდეო ყოველთვის მქონდა ,ბევრჯერ ვცადე მეჩვენებინა მაგრამ ბოლო წამს სხვა თემაზე გადამქონდა საუბარი. ახლა კი გეგმით წავედი და ავასრულე კიდეც. ჩემ თავზე მომდიოდა ბრაზი,ამდენი წელი ამ საოცრებას როგორ ვკარგავდი. ნამდვილი ნეტარებაა , მისი ტუჩები იმდენად ფაფუკი და ტკბილია მინდოდა არასდროს მოვშორებოდი.იმდენად გლუვი და გემრიელი კანი აქვს ინსტიქტურად ვუკოცნიდი სახეს და ვლუღლუღებდი. არ მეგონა თავის შეკავებას თუ შევძლებდი, ზოგადად სულ უხეში ვარ მაგრამ მასთან როგორი სურვილიც არ უნდა მქონდეს მაინც ფაქიზად ვიქცევი. ბუნებრივად გამომდის უკვე,თავიდან მიჭირდა ახლა კი მასთან უხეშობა გამიჭირდება. ისევ დავწექით მინდორზე, თავი მკერდზე დამადო,რამდენიმე წუთი ჩუმად იყო მერე კი ისე აკისკისდდა მთელს სხვანეთს ესმოდა ალბატ მისი ხმა . -რა გაცინებს .. -ის ვიდეო გამახსენდა ..ანუ რა გამოდის შენი პირველი კოცნა მე მეკუთნის- ეშმაკურად მიღიმოდა ,ნიკაპით დამეყრდნო მკერდზე და თვალების ფახუნით შემომხედა.მეც გამეცინა -ხო პირველი და უკანასკნელი შენი იქნება - ხელები მოვხვიე და ზემოდან მოვექეცი.ისევ კისკისებდა -რა მაგარი ბავშვი ვყოფილვარ... რატომ არ მაჩვენე აქამდე -ახლა უკმაყოფილო ხარ დავიჯერო?-ცხვირის წვერზე ვაკოცე .გაეცინა -ნწ ...უკმაყოფილო არ ვარ ნამდვილად- ჩემს ტუჩებს დააშტერდა და ქვედა ტუჩზე იკბინა. როგორ გინდა ახლა მისი ტუჩების დაგემოვნების შემდეგ თავი შეიკავო.ისე შეერწყა ჩვენი ბაგეები ახლა ნამდვილად ვერ ვფიქრობდი,საერთოდ ვერ ვაზროვნებდი.აღარც ნაზი ვიყავი,აღარც კბენას მოვერიდე .იმდენად ვერ ვკმაყოფილდებოდი მეც არ ვიცი რა მინდოდა. რომ ამყვა სულ გადამრია,ჩემი გამოუცდელი გოგო. კოცნას მალე ვასწავლი,დავახელოვნებ ნელ-ნელა. მერე სულ გავგიჟდები,ეს ახლა რას მიშვება და ... ჩემი გოგო მხოლოდ ჩემია... ეს იმ დღიდან ვიცი სულ პირველად რომ დავინახე პატარა საყავრელი გოგონა,რომ მიღიმოდა და ხელებს უმისამართოდ ასავსავებდა. სიცოცხლის ბოლომდე მინდა ვუცქირო მის გაზრდას, შემდეგ ცვლილებებს,მისი თითოეული ნაოჭის გაჩენა უნდა ვიცოდე,მისი ყველა ტკივილი გავიზიარო.ერთად შევქმნათ საკუთარი ბედნიერება და ბევრი სვილი გვყავდეს,შემდეგ შვილიშვილები და იმედია შვილთაშვილსაც ვნახავთ...ერთი ზუსტად ვიცი ,მისმა გულმა თუ ჩემამდე შეწყვიტა ძგერა მეც მალევე წავალ მასთან,რადგან მის გარეშე ყველაფერი ფასს დაკარგავ ,გაუფერულდება.... ^^^ ვაკო... სალომეს და ბერდოს ამბავი რომ გავიგე მგონი მეც გავგიჟდი. აქამდე ლიკუნა არ მთანხმდებოდა ცოლობაზე, სახლში გადმოვიდა და ორი თვე მაწამა,არც კი მაკოცნიებდა.მერე ისევ გამირბოდა,ჩვეულებრივად მაწამებდა. ახლა კი გადავწყვიტე ბოლო გაბრძოლება მოვახდინო. ქალბატონი სვანეთიდან თბილისის ნაცვლად ქუთაისში წავიყვანე, ჩემს ბინაში . გაუკვირდა,მაგრამ ვერაფერი მითხრა.ბარგი კი გვქონდა ,სხვა რა მჭირდებოდა.აქ არავინ შეგვაწუხებდა -დიდხანს აპირებ დარჩენას>? მეგონა დაისვენებდი და გზას გავაგრძელებდით -აქ ვრჩებით,ცოტა ხნით -აქ რა გვინდა,მერე ჩემი საქმე? ან საერთოდ როგორ კი მაგრამ -არავითარი მაგრამ,იქ იქნები სადაც გეტყვი.დაისვენე და გავისეირნოთ არ გინდა დაგათვალიერებინო ქალაქი? ბაღში გავიდეთ აქვე ,საბოდიალოს მეტი რა არი ქუთაისში -არ მინდა მე აქ ბოდიალი -ანუ ქუთაისს უარყოფ როგორც ქალაქს?-რომ არ ვასუხობ გიჟდება ხოლმე. -ყიფიანოო რა გვინდა აქ -მინდა ჩემი მშობლიური ქალქაი დაგათვალიერებინო.სხვათაშორის სულ იქ დარჩენას არ ვაპირებ, მე რომ ვმოხუცდები აქ უნდა ვიცხოვრო და მინდა შეგაჩვიო -ნუ მეხუმრები -რა იყო დედაქალაქს ვერ მოშორდები? -რა შუაშია.თემა გადაგაქ -დავისვენოთ- ხელი მოვხვიე და საძინებელში შევიყვანე. მე მეორეში გავედი, არ ჩავეხუტები დაიძინოს ისე . მოვკვდი მხოლოდ ჩახუტებით,კაცად აღარ ვარგვარ . ეს ხუმრობით მაგრამ მართლა დავიღალე უკვე ისე მინდა მასთან რომ სურვილი მკლავს. საწოლზე დავწექი,მას მერე რაც შხაპი მივიღე ,ქალბატონმა ვერ დაიძინა როგორც ველოდი და თავად გამოვიდა. გაბუსტული ტუჩებით მოდიოდა ,გვერდით დამიწვა და ჩამეხუტა -არ მინდა მარტო ძილი -ძიძა მგონია თავი -ჩამეხუტე და დავიძნოთ -ყელსი მაკოცა და გაიყუჩა -ყელში მაინც ნუ მკოცნი და მიფორიაქებ სულს... -ოოო კაი რა - სულ წითლდება.ვერ ვხვდები რა სჭირს,ვერ ვიგებ რა ხდება.ვიცი ვუყვარვარ,არც პატარაა ,არც გადმოსვლაზე უთქვამს უარი. მხოლოდ სექ... არაა მთავარი, ჯანდაბას ადრე ქორწილამდე არც კოცნიდნენ ,მაგრამ აშკარად ვგრძნობ რაღაც მიზეზი აქვს . სანამ ეძინა ვუყურებდი. ვფიქრობდი და მიზეზი ვერ ვიპოვე. საღამოს ქალაქში გავედით. ვსეირნობდით. ნაყინები და შოკოლადები ვუყიდე და ბაღში დავსხედით. ბავშვია რა ,როცა შოკოლადს ეხება საქმე ნამდვილი ბავშვია. ირგვლივ ახალგაზრდები ირეოდნენ, მიყვარს აქ ყოფნა . -გასკდები გოგო -გინდა გაჭამო? -თვალებს ნუ მიწვრილებ..ხო იცი მინდება ჩაგკოცნო -შენ მეტი არაფერი გინდება -დანაშაულია ? -არა უბრალოდ -რა გგონია რომ მართლა მხოლოდ ეგ მინდა შენგან? -არა ამას რატო მეუბნები.ხომ იცი არ ვფიქრობ ეგრე -მაშინ მითხარი რა ხდება ... -არაფერი ,მართლა- გაიცინა ,თუმცა ამით ვერ მომატყუებდა. ნაყინი აიღო და სახეზე გადამისვა. გიჟი,ნამდვილი გადარეული.მეც ამიყოლია და დამარბენინებდა ბავშვივით.კიდევ კარგი სახლი მეორე ქუცაზე იყო და გადავედი უცებ თორე ორივე ნაყინით ვიყავით მოთხვრილები. ის დღე ასე დასრულდა. შემდეგ მოწამეთაზე ავიყვანე. ბევრი სურათი გადაიღო,ძალიან მოეწონა . ბაგრატიც და შემდეგ ისევ სახლში წავედით. სავახსმოდ რესტორანში წავედით. წითელი ღვინო,სასიამოვნო გარემო.საყვარელი ქალი და სხვა რა გინდა კაცს. ვსაუბრობდით,მიღიმოდა, რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინო დავლიეთ. ფეხით წავედით სახლში,ასე მოინდომა. გარეთ გასვლის შემდეგ უფრო მოეკიდა ღვინო ,სხეულზე ამეკრა და გამიღიმა -ვიცეკვოთ რა -სად ვიცეკვოთ -აი აქ ქუჩაში -კი მაგრ.. -გთხოოვ- ხელი მომხვია და ნელა დაიწყო მოძრაობა.მისი სხეულის სიმხურვალე მაგიჟებდა, ჩემს ყელში ჩამალა სახე და ცოტა ხნის შემდეგ მაკოცა,მთელს ტანში დამაირა ელექტრონების უხვმა ნაკადმა. თითებს მის ხერხემალზე დავატარებდი. ხელზე გადავიწვინე და ვაკოცე. სემდეგ ისევ ჩამეხუტა ,ძალიან ნელა ვირხეოდით, ფაქტობრივად არც ვმოძრაობდით. მელოდიად ჩვენი გულისცემა გვქონდა და ხომ უნდა გაგვეგო . შემდეგ გაიცინა და ტრიალით ამიყვანა სადარბაზოში, მეორე სართულზე ავედით,კარი გავაღე და ამჯერად მუსიკა ჩართო. დერეფანში ვიდექით და ვცეკვავდით . შემდეგ ყელში კოცნა დამიწყო, თავი ვეღარ შევიკავე. ეს მომენტით სარგებლობა იყო? მე ასე არ ვთვლი. ვგრძნობდი რომ ერთი სურვილი გვქონდა და ამ სურვილს არაფერი ჰქონდა ცუდი . კოცნით შევიყვანე საძინებელში , ისიც მეფერებოდა და სუნტქვაგახშირებული მეკვროდა სხეულზე. სანამ საწოლზე არ მივაწვინე ნახევრად სიშველი. ყველაფერი კარგად იყო, არ ვაჩქარებდი, არც უხეშად ვექცეოდი როცა ხელისგულებით მომებჯინა მკერდზე და უკან გაიწია -არა გთხოვ.. არ შემიძლია .მაპატიე ,მაპატიე ვერ შევძლებ - გაოგნებული ვიყავი. უცებ წამოვარდა და სააბაზანოში შეიკეტა. რა თქმა უნდა გავყევი, არაფერი მადარდებდა მხოლოდ მსიი ცრემლები და სიტყვები. -ლიკა ჩემო სიცოცხლე გამიღე გთხოვ.. გთხოვ გამიღე ,დავილაპარაკოთ .არაფერი მომხდარა.უბრალოდ ჩამეხუტე და მითხარი რა ხდება ,ჩემო სიცოცხლე .მითხარი რა მოხდა,რა გამომრცა რა შემეშალა,ლიკა გთხოვ ნუ მექცევი ასე ...ლიკა - უკვე კართან ვიყავი ჩაკეცილი,რამდენიმე წუთი ვაკაკუნებდი,მხოლოდ ტირილის ხმა მესმოდა. ბოლოს საკეტის ხმა გავიგე , გამობობღდა და ჩამეხუტა. სულ ცახცახებდა -მე .. მე რაც მან მომიტაცა. მაშინ რომ წამიყვანა -ლიკა მომატყუე მაშინ? რამე დაგიშავა -ვერა ... ფიზიკურად ვერა მაგრამ ფსიქოლოგიურად,სულიერად გამანადგურა. სულ მგონია რომ ისევ ის მეხება.მაპატიე ,მაპატიე გთხოვ. მეშინოდა რომ ეს მოხდებოდა, გევედრები მაპატიე ჩემი ბრალია . შენთან როგორ უნდა მახსენდებოდეს ვერ ვხვდები ...ძალიან მინდა შენთან მართლა მინდა.ახლა ამას რომ გეუბნები სირცხვილისგან ვიწვი მაგრამ ვეღარ გავჩუმდები .თვალწინ მიდგება როგორ მახევდა კაბას,როგორ მიფათურებდა ხელებს და იცინოდა ...საშინელებაა მგონია ჭუჭყიანი ვარ და შენც გსვრი მე .. მე არ ვიცი რ აგავაკეთო მართლა არ ვიცი- არ მიყურებდა ისე ლაპარაკობდა, ჩემს მხარზე ედო თავი ,მისი ცრემლები კანს მიწვავდნენ. მეგონა გული გასკდებოდა, ძარღვები დამებერა.ის აქ რომ მყოლოდა მოვკლავდი,ნამდვილად მოვკლავდი.შევცდი რომ გავჩერდი , ბოლომდე უნდა მიმეყვანა საქმე. უნდ დამეცვა ჩემი გოგო ,მე კი ეს ვერ შევძელი. ახლა იმიტომაა ასე ცუდად. მე კი იმასაც ვერ მივხვდი,არ მეგონა თუ ემახსოვრებოდა, არ მეგონა ამხელა ტკივილს თუ გრძნობდა. როგორი კაცი ვარ,ეს როგორ შეიძლებოდა არ მცოდნოდა. ჩემ გვერდით იყო მე რაზე ვფიქრობდი და ის თურმე როგორ ცუდად იყო. გულში მაგრად ჩავიკარი და მთელი სახე დავუკოცნე, ვამშვიდებდი და ვეფერებოდი. ბოლოს იგივე პოზაში ჩაეძინა ,ცრემებით ჰქონდა სახე დანმული,ტკბილი ტუჩები მლაშე სითხით იყო სველი. საწოლში დავაწვინე და ჩავეხუტე. დილით რომ გაიღვიძა, ყველაფერი გაახსენდა და შერცხვა.ეს მაგიჟებდა,ჩემი რცხვენოდა -აქ მოდი ,სად მიიპარები. რამდენჯერ გითხარი ნუ მემალები,ჩემი ნუ გრცხვენია -როგორ არ უნდა შემრცხ.. -ხმა არ გავიგო.მაკოცე ახლა მაგრად მაკკოცე თორემ დაგსჯი -გადარეული ხარ -კოცნა? -აჰა კოცნა- უცებ მაკოცა და გაიწია -ეს კოცნა იყო გოგო? აი ეს არის კოცნა რით ვერ ისწავლე შენ კიდე რა უნიჭო ხარ - ჩემკენ მივიზიდე და ტუჩები დავუკოცნე.ისიც ამყვა, ძირს ჩავცოცდი და ზემოდან მოვექეცი,უბრალოდ ვეფერებოდი და ვტკბებოდი მისი რეაქციებით. მთელი დღე ისე გავატარეთ წინა ღამის ინციდენტი აღარც გაგვხსენებია. არ დავუშვებ დიდხანს გასტანოს ამ ყველაფერმა. გადავალახინებ ამ შის, გონებიდან ამოვუსლი ამ ფაქტს. რომანტიკოსი უნდა გავხდე ,ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური უნდა იყოს მისთვის. ისედაც არის ხოლმე ,მაგრამ ახლა განსაკუთრებით უნდა მოვზომო ყველა ქმედება. -ცაალაგე საირმეში მივდივართ .დასავლეთს გათვალიერებინებ ,ნუ ამ შემოგარენს -რამ მოგაფიქრა ახლა. კაი რა ცოტა მაქ ტანს.. -წამო ვიშოპინგოდ მაშინ . რა უნდა იქ ასვლას ორი საათი ... სასტუმროში დავრეკავ დავჯავშნი და ეგ არის . -გადაირიე მგონი შენ -ახალი ამბავი ... ქარვასლა შემოვატარე , კარგად გავერთეთ . ბოლოს კი დავადექით საირმის გზას. ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ . ახლა სულ შეცვლილი იქნება, ნუ მაშინ კი გავაგიჟე ჩემები . სასტუმროს ნომერში ავედით. უმაგრესი ადგილია, მართლა დაისვენებ ადამიანი. დაღლილები მივწექით საწოლზე და გათიშულებს დაგვეძინა. ღამით მომთხოვა ქალბატონმა გასეირნება. ლამპიონებით განათებულ ბილიკებზე დავდიოდით, რამდენიმე წყვილი იყო კიდე . წყალიც დალია ცოტა , შემდეგ ჰამაკში ჩაწვა და მომიწექი დროზეო ისე განმიცხადა ეგრევე დავემორჩილე. ლამის ჩაგვთვლიმა, სიგრილე, ორი ერთმანეთზე აკრული სხეული და საოცარი ხედი... -წავედით თორე დაგვეძინება აქ.გაცივდები -შენ მათბობ- მაკოცა და გამიცინა. ღიმილა გოგოა ეს. -არავითარ შემთხვევაში.მიჯერებ მე ,აცი ვარ აქ თუ პროპკა- ეს სისულელე ისე ვთქვი რომ დაიწყო სიცილი მთები ბანს ეუბნებოდნენ. დაანგრია კურორტი და ჩამოშალა კლდენი. მხარზე გავიდე და გავიქეცი სასტუმროდკენ.ბოლსო პირზე აიფარა ხელი რომ ვერ გაჩერდა ,სასტუმროში შესვლისას და ასე ავიყვანე ოთახამდე. მერე საწოლზე ვისროლე და ზემოდან დავახტი -ვაიმე დედააა მომკლააა -მეტის ღირსი ხარ მიდი კიდე გაიცინი მიდი- ვკოცნიდი და სიიც იცინოდა, ხელებს გვერდებში ვუხაჭუნებდი და მოიკეცა ოთხათ. მერე მეც გადამიხადა სამაგიერო.ბოლოს ბალიშებით ბრძოლა გავმართეთ,მთელი ოტახი ბუმბულებით იყო სავსე. ჩვენ ხალიცაზე ვეყარეთ.ნუ მეგდე ის ზემოდან მეწვა და იკრიჭებოდა . მერე ბევრი მაკოცა, ძალიან ბევრი.სანამ არ დაიღალა ასე იცის რომ გააფრენს. მერე მშვიდდება,იტრუნება ჩემს მკერდზე უდევს თავი ,მე კი მის ბუმბულებიან თმაში დავაცურებ თითებს. ასე ჩაგვეძინა... მეორე დღეს ხერხემალი მტკიოდა,ისე მტკიოდა ვერც წამოვდექი -დაბერდი ყიფიანის ვაჟკაცო ხედავ? -მეტის ღირსი ვარ შენგან..ვაიმე დედა გიკვდება შვილი. ეს ახლა შენი რძლობის ღირსია? ჩემნაირი ბიჭი არ გეკუთნის სენ სულ არ მივლი -ვაიმეე ჩემი მოხუცი ბიჭი ვინ არისო ვინო? -ვინაა სიმონ მოხუცი... მე? -შენ ხარ სიმონ შენ.აბა მე ჯერ კიდევ ბავშვი ვარ -გადი მიდი მოდი გადი- ხელით გადავდგი და შევედი სააბაზანოში. ჯაკუზი ავავსე და ჩავწექი -დაიხრჩე თუ რა ხდება -შემოდი შეამოწმე -მეტი საქმე არ მაქ ... -იქნებ დ მოვკვდი გოგო არ უნდა შემომხედო?- პირსახოცი მოვიხვიე და გავედი. ამათვალიერა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა რაზეც გამეცინა -არ გავხარ მკვდარს .. საერთოდ -მოხუცი ვიყავი წეხან და რა იცი როდის მეწვევა მიქელა -იხუმრე ახლა მაგაზე მთელი დღე.დიდი გადარეული ვიღაც ხარ. უი მართლა ნიკომ დაგირეკა , გადმოგცა გადარეულმა ბათუმ თურმე ნუცა მოიტაცა და კიდევ ერთი ქორწილი გველის შენ როდის დაგვაღირსებ დაგასწრო ყველამო -მერე ვერ უპასუხე? -მე რა მეპასუხა და რომ ცაიცვა არ შეგიძლია? -არ მოგწონვარ? -ნუ ხარ უზრდელი -უზრდელი კი არა სიმპატიური ვარ ...შენი სიმპატიური ბიჭიი - სხეულზე ავიკარი და ვიგრზენი როგორ თრთოდა. ხელები მკერდზე მომადო და სულ აწითლდა.მეც დავუკოცნე ის წითელი ლოყები -ჩემი ვარდისფერლოყება ...კრუსუნა კრუტუნა ფისო -გეყოფა... -კარგი მეყოფა. ჩავიცვამ და ჩავიდეთ ქვემოთ ვისაუზმოთ.მერე სილამაზის წყაროზე წავიდეთ ,მერე ტყეში ავიდეთ ზემოთ ..თუ გინდა მდინარეზე წაგიყვან -როგორც გინდა.მე ყველაფერი მომწონს აქ მოვემზადეთ და გეგმას მივყევით. ტყეში ყოფნა არ უნდოდა ამიტომ მდინარეზე წავედით, ძალიან ცივი იყო ამიტომ ბანაობა არ უნდოდა დიდ ქვაზე დაჯდა და ფეხები ჩაყო მხოლოდ. მეც მივუჯექი გვერდით და ჩავეხუტე. -რა სილამაზეა არა? მიყვარს ასეთი მშვიდი ადგილები -შენ ბიჭს რომ უყვარხარ თორე ხო წაგიყვანდა თბილისში ამ სიცხეში,აქ კი ცივა .თან საკმაოდ -მგონი იწვიმებს -ქოხია აქ და იქ შევიდეთ .თუმცა იქ ვერ გავზლებთ. ცოტა მოვიცადოთ და მერე წავიდეთ. რამდენიმე წამი და ისე უცებ აირია ამინდი , ლამის სირბილით გავიქეცით . მაინც დავსველდით. ლიკას უყვარს წვიმა და კი იცინოდა წვეტების დაცემისას. მიჭყაპუნებდა და კისკისებდა. სულ დაუსველდა გრძელი ზოლებიანი სარაფანი ,ტანზე მიეკრო და მთელს ტანზე ანცად დაცურავდნენ წვიმის წვეთები. ხელი მოვხვიე წელზე და სხეულზე მივიკარი. ფეხები მოკეცა და ასე ვატრიალებდი . ორივე ვიცინოდით , ბავშვურად ვიქცევი მგონი გადავირიე ამხელა კაცი. წვიმა მაინც გრძელდებოდა,როგორღაც მივედით სასტმრობდე.შემდეგ კი გაყინულები შევვარდით საძინებელში .კარს მივეყრდენი ,ღრმად ვსუნტქავდი.ამდენი სირბილი, ხტუნვა და ცეკვა აბა რას იზამდა. ლიკუნა კიდევ იღიმოდა. შემდეგ ხელი შემიცურა ყელზე და სხეულზე ამეკრო,მკოცნიდა და თანდათან მხდიდა პერანგს -ლიკა ...ლიკუნა -ჩშ ... მაკოცე ...-რომ ვაკოცებდი ალბატ მაგას თქმა არ უნდა ხო? იმ ღამეს დავასრულე მისი კოშმარი და საფუძველი ჩავუყარე ცხოვრების ახალ ეტაპს. იმედი მაქვს მალე მამაც გავხდები, ადრეა ჯერ ? რა ადრე 30 წლის ვარ ,თან ლიკუნასაც უნდა ბავშვები და მუშაობას ნამდვილად არ დავიზარებ... მიყვარს ეს ქალი ..... ნიკო---- დილიდან ბავშვის ხმამ გამაღვიძა. წამოვდექი და მივუყვანე ნიას. მერე ჩავეხუტე და განვაგრძე ძილი სანამ ზურგზე არ დამაწვინა ბავშვი.ისიც მირტყამდა და მაწიწკნიდა თავზე თმას. ხან ცხვირზე მომიჭირა ხან ყურზე.ქალბატონი სააბაზანოში იყო -ნიაა მეძინებააა -ნუ ღღიალებ ბავშვს შეაშინებ -სვანია ეს არ შეეშინდება.ხო ჩემო პატარავ? მამა არ უნდა შეიბრალო? ცოდო არ ვარ? დედიკო ცალკე მჩაგრავს შენ ცალკე -აბა რა გეშველება შენ -კარგი მეც მიყვარხარ -სვანო ..სვანეთში რატო არ დვარჩით? -სიურპრიზი მაქ შენთვის ...უნდა წაგიყვანო სადღაც -საად? -სხვაგან . სადაც მარტო მე შენ და ეს პარაზიტი ვიქნებით -პარაზიტი ხო? მაგას ვეტყვი მე რო გაიზრდება -ჩემი შვილი პარაზიტი იქნება თავისთავად-ჩავეხუტე და ვაკოცე- მომენატრე შენ კიდე სულ არ მაქცევ ყურადრებას იცოდე გამოჩნდება ვინმე კეთილი გოგო რომელიც მომხედავს -მოგხედავ მერე მე შენ და შენს ღირსებას. განესორებით ერთმანეთს სამუდამოდ -ასე გაგასვანე გოგო? რა იყო ვეღარ მიხუმრია -ხოდა ჩუ -მართლა რა გჭირს ...ძალიან ხარ დაბღვერილი -იცი გადავირალე.. შენ წარმოიდგინე რთულია ამხელა ბავსვის მოვლა. თან შენი გაძლება,თან სახლის მიხედვა,კიდევ დედაშენის საყვედურების მოსმენა და საერთოდ დავიღალე . ყველაფერი მტკივა,ბავში რომ ჭამს კბილი აქ უკვე მიჭერს და ძალიან მტკივა.მალამო არ მშველის შეიძლება გავგიჟდე -არ იტირო რა გთხოვ .. სულ მე მივხედავ ბავშვს.ავიყვანოთ მოსამსახურე -სამოთახიან ბინაში მოსამსახურე მააგრია... -რა მნიშვნელობა აქ ჩემო ლამაზო? -კიდევ არის რაღაც -რა - შემოვაბრუნე და ცხვირზე ვაკოცე,მერე ზედა ტუჩზე მერე ქვედაზე- რა არის? მითხარი და მოვაგვარებ -გადამიცდა ... -ჰა? ანუ კიდე შეიძლება რო ...შეიძლება ფეხმძიმედ იყო? მეორე ასეთი გვყავდეს? ან ასეთი არა ... მოიცა არ გიხარია? არ გინდა? მეორე არ გინდა? ვიცი დაიღალე ,ვიცი რთულია ჩემო სიხარულო მაგრამ ნიაა -ნუ სულელობ რა არ მინდა ..ჯერ უბრალოდ არ ვიცით პასუხი და წინასწარ გაგიჟება არ მიყვარს ხო იცი. არც ვაპირებდი თქმას უბრალოდ ძალიან ვარ ანერვიულებული. -მახსოვს მე ბოლოს როდის იყავი ეგრე და კი გვყავს ახლა ეს გოლიათი- წავალ მე და ვიყიდი ტესტს -გაგაებინე მტელს სანაცნობოს -აუუ დაიწყოო...ჯუჯღუნი.ნეტა რომელ ორსულობაში იქნები მშვიდი და თბილი ისეთი როგორიც ხარ? -მალე აღარ მიაყოლო მესამე და ჩავდგები კალაპოტში ... თუმცა მოიცა ჯერ არ ვიცით სად გარბიხარ -პასუხი მჭირდება დროულად ... რა ცოტა დროა საჭირო ახალია მბის გასაგებად და ახალი ენრგიით დასამუხტად. მეორე ბავშის მოლოდინში ვართ და პირველი ბავში ჩემი გასაზრდელია... იოანე მჭირდება, მასთან ზარები მაინც სანამ ჩამოვა თორე გავგიჟდები. საფენსაც კი ვერ ვუკეთებ სწორად. ლამის მომკლა ნიამ ... დავიძყეთ ძიძის ძებნა და მივხვდი რომ შარში ვარ.არ ყოფილა მრავალშვილიანობა მარტივი საქმე. მაინც იოანემჭირდება.არა ამ ბიჭის ასლი უნდა გავაკეტებინო და ძძად დავაწყებინო მუშაობა. ისეთი რამის გამო იწუნებდა ჩემი ცოლი ძიძებს რომ არც კი ვიცი ერთს თურმე გამოხედვა ჰქონდა ცუდი,ერთი აშკარად ეწეოდა, ერთი ზედმეტად მოხუცი იყო,ერთი ზედმეტად სექსუალური ,ერთი ზედმეტად ახალგაზრდა, ზედმეტად დიდი მკერდით,ზედმეტად დიდი ტუჩებით მოკლედ გეგონებოდათ ქალს არჩევდა ჩემთვის. ანუ ვინ გარეგნულად ლამაზი იყო ყველა გააგდო. ბოლოს საშუალო ასაკის ქალზე შეაჩერა არჩევანი, მეც მომეწონა სხვათაშორის,მსვიდი გაწონასწორებული,ზრდილი ქალი ცანდა რაც გვაწყობდა. ავიყვანეთ ძიძა და დამრცა მხოლოდ სირბილი ათას კერძზე რესტორნებში, ათასი სახის ხილზე ბაზარში და მარკეტში მოკლედ პირველთან შედარებით გაუარესებულია მისი მოტხოვნები. მე კი ვვარჯიშობ იმდენს დავრბივარ ამ სიცხეში რო მალე სულ გავხდები. რა ვქნა სიყვარული ბრმაა. ასეა რომ მოიყვან ცოლს და გაებმები ერთხელ მერე მოგიწევს სულ ამ უღლის ტარება . სამუდამოდ ჩემი ნიას ჭირვეულობის ატანაც კი შემიძლია ისე მიყვარს ჩემი გოგო..... აკო.... ერთი წელია თიტქმის რაც მეგის შევურიგდი. ასე მგონია თავიდან დავიწყე ცხოვრება. ჩვენი გოგო ,ჩვენი პრინცესა ნამდვილი მამიკოს გოგოა . თუმცა მალე მეყოლება მამიკოს ბიჭის და მერე ორმაგად ბედიერი ვიქნები. დილას მისი კოცნით ვიწყებ. ბედნიერებით ვივსები როცა მიღიმის და მეხვევა.შემდეგ ჩვენი გოგო მოტანტალებს ტრუსით და გამობერილი ღიპით. ამოღორდება საწოლზე და ჩახტება შუაში,ორივეს გვაკოცებს მერე დედიკოს გამობერილ მუცელზე მიეკრობა და ათას რამე ეტიტინება ბავშვს. გაბრუებული ჰყავს იქ ჩემი ბიჭი,ისე კი ატას რამეს ვუკითხავთ, წყნარ სიმღერებს ვასმენინებთ. მოკლედ გადამიერიეს ბავსვი ვერც კალათბურთზე ვესაუბრები, ფეხბურთის გაგონებაც არ უნდა მეგის ვერ იტანს საერთოდ ბურთს და ვარ ასე დაცაგრული.რომ იძნებს მერე ველაპარაკები. კი იცინის მეგი,ყველაფერი ესმის მაგრამ ჩუმდება და უბრალოდ თმაზე მეფერება . სვანეთში წასვლაზე არ ვტანხმდებოდი, არ მინდა გადაიღალოს . მაგრამ ვინ დამიჯერა . სამაგიეროდ იქ კარგად გავერთეთ. სალომე რომ გადარეულია ამას თქმა აღარ უნდა. მოკლედ ვარ პატარას მოლოდინში, ერთი პატარა ქალბატონით ხელში და ყველანი ველოლოავებით დიდი ქალბატონს. პრეტენზიულს,ფუმფულას და საყვარელს . ბედნიერება სწორედ ეს არის როცა ‘უშენოდ....“ ვერც კი იაზრებ რა შეიძლება იყოს მის გარეშე მხოლდო სიტყვა არსებობს სხვა არაფერი.მისი ნაწილი ხარ და გინდა სულ ასე იყოს .... მიშკა.... ამერიკაში ვართ მე ჩემი ლინდა და ანაბელი. ჩემი პრინცესა და მზეთუნახავი.. მათთან მივხვდი რა იყო სიმშვიდე, სითბო და სიხარული. ბედნიერება განუზომელია. მეგონა მომეჩვენა როცა ლინდას საწოლში ბაბთით შეკრული ბაჩუჩები დავინახე ,პატარა ბარათით“მამიკო მალე ორი შვილი გეყოლება“ ანაბელს გავხედე რომელიც იდგა და მიღიმოდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვკოცნიდი, რამდენი ხანი ვიდექით ჩახუტებულები.მისი გაბრწყინებული თვალები მახსოვს, მიზანს მივაღწიე ბედნიერია... ბედნიერები ვართ... შეიძლება უამრავი პრობლემა გაჩნდეს,მაგრამ ვიცი რომ ვუყვარვარ და ეს სიყვარული მაძლიერებს.ორივეს გვაძლიერებს. მეორე დიდი სიხარული იყო როცა ლინდამ მამა დამიძახა. თან მიყოლებით რამდენჯერმე და გული სალტოებს აკეთებდა. ჩემი ბუშტი იმდენ ხანს ვკოცნე ,მთელ ხმაზე კისკისებდა. ძლივს გამომართვა ანაბელმა გიჟები ხარტ ორივენიო. ასეთი უამრავი დღე იყო , გამორჩეული კი რამდენიმე,რომლებიც არასდროს დამავიწყდება. წამი როცა ჩვენი პატარას გულისცემა გავიგე,როცა მისი პირელი ფოტო დავინახე, ვერაფერს ვარჩევდი თავიდან აი მომდევნოზე კი უკვე ვხედავდი გამოსახულებას, ტანდათან იზრდებოდა, ეხოს ფოტოები უკეთ მარკვევდნენ მის ნაკვთებში . დედიკოს რომ პირველად დაარტყა ფეხი მე და ლინდა ვცელქობდიტ და ორივე გავიყუჩეთ რომ დაგვიძახა“ ფეხი დამარტყა მოდითო“ პრეტენზიული იყო პირველი რამდენიმე თვე. ახლა კი განსხვავებულს არ ითხოვს უბრალოდ ბევრს ჭამს. ბავშვი აშკარად მე მგავს ჭამის მადით. პანიკიორი გავხდი,როგორც კი ღრმად ამოისუნთქავს მგონია მშობიარობა ეწყება და ვიძახი მეორედ შენს მსობიარობას სახლის პირობებში ვეღარ დავესწრები დროულად წავიდეთთქო. არ მისმენს.. სულ გადაირია ჩემს ხელში...ამას როდის მივხვდი? როცა გავიგეთ რომ სალომე და ბერდო დაქორწინდნენ და მომთხოვა უკან დავბრუნდეთო. ყველანი იქ არიან, ყველა შენი მეგობარი და ჩვენც წავიდეთო. მე მართლა იქ მერჩივნა ყოფნა ,მაგრამ მეგონა საქარტველოში ცხოვრება გაუჭირდებოდა, მეგონა უფრო დავავიწყებდი ყველაფერს. წამოვედით... სანამ ჩამოვფრინდით ახალი ამბავიც გავიგეთ . კატომ და რატიმ შეგვატყობინეს. რომ დავურეკე და არავინ იყო ქალქში გამიკვირდა. აი ყაზბეგში წასვლას თუ აიჩემებდა ამას ვერ ვიფიქრებდი. ლამის მუდარაზე გადავიდა. მე კი გული მისკდებოდა,ის კი მარწმუნებდა ჯერ არ დაიბადება ჩვენი პატარა ნუ გეშინიაო. მართალი აღმოჩნდა თვითმფრინავს გადავურჩით, ყაზბეამდე გზა გავლიეთ, ქორწილი გადავაგორეთ და ახლა საძინებლამდ ე მე მიმიყვანა ცოცხალს და მერე აღარ დავეძებ, ჩემს ლინდას აბა კი ძინავს მშვიდად, არ ედარდება არაფერი, გადმოუბრუნებია ქვედა ტუჩი და აცმაცუნებს შიგადასიგ, -დავიქანცე -ხომ გითხარი.. -ნუ დაიწყებ არ იწყება ჯერ -აქ საავადმყოფოც არ არის ..იცოდე ხვალვე წავალთ -რაა? არც კი გაბედო ქეთო აქ არის და ის მამშობიარებს. გზაში მშობ... -რა? გაგიჟდი? არ დავუსვებ მეორედ კიდევ იგივე გადაიტანო. საავადმყოფოშ ყველა წესის დაცვით იმშობიარებ ! -კარგი ხო.. წავიდეთ ხვალ საღამოს ... ან ზეგ.გეფიცები თბილისში ჩასვლამდე არ დამეწყება -ვნახოთ .. მერე კი მოუწევთ ამატ წამოსვლა -ახლადდაქორწინებულებს დავტოვებთ -სადაც სალომე და ბერდო არიან აქ ეგენიც წამოვლენ -ვაკვირდები ამდენი ხანია და მივხვდი რომ ყველანი გადარეულები ხართ.გასაგიჟებლად მაგრები.. მაგრამ მე მიშო ბიძიას თვალები მგონია მთელი სამყარო.. ეგ კაცი სიმბოლოა იცი? ჩემთვის სიყვარულის, სიძლიერის სიმბოლოა. ვიჯერებ კიდევ ერთხელ რომ ნამდვილი,წრფელი გრძნობა მარადიულია ანაბელი მართალი იყო... მიშო თაბაგარი სიყვარულის სიმბოლოა ყველასთვის ... რეზი--- ალბათ გაინტერესებთ შევძელით თუ არა . შევძელით ,ხანდახან მეც არ მჯერა ეს ეროვნულები თუ გადავაგორეთ, მეგონა ნორმალური ცოლი მყავდა თურმე ფსიქოზი ჰქონია. მომკლა და მომინელა რა როგორც კი სწავლას შეეხებოდა საქმე გიჟდებოდა ისე კი არის საყვარელი,თბული ტკბილი,ბუნჩულა და ჩემი სულის ნაწილი. მოკლედ მოგიყვებით ივნისიდან მოყოლებულ ამბებს .მანამდე კი გვქონდა მშვიდობა.ივნისის დილას ვიწყებდი ექვს საათზე, ამ დროს ეღვიძებოდა ,ადგებოდა დაჯდებოდა და კითხულობდა . ეგეთი მოსწავლე რო ვყოფილიყავი მამაჩემი სიხარულისგან გაგიჟდებოდა ,დედაჩემზე აღარაფერს ვამბობ. ახლა კი დამცინიან რთულია აბიტურიენი ბავშის ყოლაო და მაგიჟებენ . მეც ვიღვიძებდი და ხელი რომ არ შემესალა სავარჯიშოდ მივდიოდი. სკოლაში აღარ იყო შესაბამისად სანამ არ წაიქცეოდა მანამდე კითხულობდა. მე ვასწრებდი ვარჯისს, შხაპის მიღებას.რამდენჯერმე კოცნით ვაფხიზლებდი და შემდეგ სამზარეულოში ჩავდიოდი. რაც მეხერხება ხო უნდა გამომეყენებინა, ისეთ საჭმელს ვუმზადებდი ძალა რომ მიეცა. ცოტას ჭამს ისედაც და ვიტამინებიანი მაინც უნდა გამეკეთებინა. ჩემთვის ცალკე ვიკეთებდი,აბა მოვკვდი ამდენი სალათებით და რამდენიმე ლუკმა ხორცით. საჭმელს რომ ვამზადებდი მერე გავიდებდი მხარზე და შემქონდა სააბაზანოში. გზაში იცინოდა და მერე რო ცავკეტავდი ტანსაცმლიანა სააბაზანოში ფხიზლდებოდა. ბოლოს საერთოდ მიყვებოდა რაღაცეებს. რატო ვკეტავდი პერანგით არ გაინტერესებთ? ფაქტობრივად მდგმურივით მყავს სახლში და იმიტომ . სერიოზული გამოცდა მომიწყო , ალბათ ამას თუ გადავურჩი მერე აღარ მექნება სადარდებელი მთელი ცხოვრება. ხო სად გავჩერდი? გამოვიდოდა გამოფხიზლებული და მოდიოდა სამზარეულოში. ვაჩეჩებდი ყავას და ვსაუზმობდით. საუზმე მოწყენილობაში ნამდვილად არ ვიყავით, ამ რამდენიმე წუთში მიბრუნდებოდა ცოლი. ორ საათიანი შესვენება ჰქონდა და ეზოსი ვატარებდით,თუ რამე სალაპარაკო და საქმე გვქონდა ვასწრებდით. მერე მე სამსახურში მივდიოდი ის მასწავლებლებთან. ორივე ერთ დროს ვბრუნდებოდით, მე მომყავდა ბოლო რეპეტიტორიდან. მისგან დაფარულად ვიცოდი ვინ დადიოდა მასთან ერთად, უბანში რომელშიც მიდიოდა ვინები ცხოვრობდნენ. ძირიტადად ვიცნობდი გლავნებს ,ვისაც არ ვიცნობდი საჭირო არ იყო ისედაც იცოდნენ იქ ვინ მოძღაობდა. მოკლედ სამსახურსი მშიდად ვიყავი,რა თქმა უნდა შესვენებაზე ვხვდებოდი კაფეში ან სადმე სხვაგან.დრო მეც არ მქონდა, რამდენჯერმე მირეკავდა . იყო მომენტები როცა მას ეცალა და მე მიწევდა ქალაქიდან გასვლა. დადგა პირველი ივლისიც . წინა ორი ღამე გაათენა, ბოლოს რომ მივხვდი ვერ იძინებდა დავავლე ხელი და დავსვი აივანზე. ვლაპარაკობდით და გავართე ... შემდეგ ჩაეძნებოდა ჩემთან მიხუტებულს და მეც ვიძნებდი. შესვლამდე ისევ ღელავდა და გამოსვლისას მეგონა ჩემი 18 წლის ცოლი კი არა ვიღაც მიცვალებული მოდიოდა ისეთი ფერი ჰქონდა. ეს ასე თუ ინერვიულებს ყველაფერზე გამიგიჯდება მართლა. გიჟი მაკლია ახლა მე ოჯახში>? დავამშვიდებ როგორმე ... ყველა გამოცდაზე ერთნაირად ღელავდა, მერე არც ვეკითხებოდი რა ქნა. უფრო დარდობდა. რომ დავასრულეთ და უნდა დამემშვიდებინა,ჩამეტარებინა რელაქსაცია და ბოლოს და ბოლოს მეგრძნო რომ ცოლი მყავს ამერიკაში წასვლა მომიხდა,თან გაურკვეველი ვადით. იმდენი იტირა აეროპორტში და იმდენი ვეხვერწე წამოდითქო ,მაგრამ არ დამიჯერა. პასუხებს ელოდა და მირჩევნია აქ ვიყოო . აღარ შევეწინააღმდეგე . საშინელი ორი კვირა იყო ... ამერიკაში გავიგე მისი გამოცდის ქულები და მეც ისევე მიხაროდა როგორც მას. საკმაოდ დიდი ქულები ჰქონდა და დაკარგულ 10 ან 15 ქულას მისტიროდა ,ლამის ჩავფრინდი თბილოსში და ვცემე. მგონი მართლა დედა მგონია თავი.. რა შარში გავყავი თავი მონატრება პიკს აღწევდა . რომ დავბრუნდით ვერარ გავიგე სვანეთში წავსულიყავი სალომესთან თუ ცოლთან ვყოფილიყავი. ბოლოს რა გზა იყო მივედი სახლში ავაბარგე ცოლი და წავედით სვანეთში . ნუ ჩვენ ცოტა გვიან მივედით. რამდენიმე საათით .... ის გოგონებთან იყო ,მე ბიჭებთან... ცოლი არ მაღირსეს ხალხოოოოოოოოოოოოო მერე რამდენიმე პრობლემა წარმოიქმნა და სადარდებლად სად მეცალა. დაჩიკომ ვიღაც სვანთან რომ ცხუბი წამოიწყო ჩვენც ხომ გავმართეთ რინგი. იქ კი ვიხალისე , მივიღე სიამოვნება და ადრენალინი გამომეყო ,მაგრამ სახლში რომ მივედი და რუსკას გაფითრებული სახე დავინახე სულ გადაავიწყდა ბერდოს გამო რომ ბედნიერი იყო ლამის შემიწუხდა. სულ დამავიწყდა ,ამან ხო არ იცის მე როგორი ველური ვარ ზოგჯერ. ძლივს დავარწმუნე რომ არ მტკიოდა და მასთან ჩახუტებულს ჩამეძინა... ერთი კვირა იქაც კატასტროფა იყო.. ვერ დავლაგდით,ხან რა ხდებოდა ხან რა. ბოლოს დავავლე ხელი და წავიყვანე ისევ ყაზბეგში. ეგ ადგილი თუ მიშველის მე სხვა არაფერი. ნუ სვანეთში ყველაფერი რიგზე იყო და მე აღარ ვჭირდებოდი არავის. -სად მივდივართ რეზი? -ხელმეორედ გიტაცებ.. ახლა ცოლი უნდა გაგხადო -არც ვარ ცოლი ...ხელისმოწერა ვერ მოვახერხეთ -ხოდა მაგას ვამბობ გიტაცებ ..იკივლე მაინც გოგო - ხმა გინდა შეამოწმო? -დაახლოებით... მეცინება ახლა მე? შვიდი თვეა საყვარელ ქალთან ვცხოვრობ ხან დედა მგონია თავი, ხან ძმა, ხან მეგობარი, ხან მოსამსახურე, მზარეული ყველაფერი ქმრის გარდა -მე ხომ გაგაფრთხილე... -არ ვწუწუნებ ფაქტს ავღნიშნავ -ასე სჯობს...ორჯერ მოტაცება კი გაქვთ ოჯახში დამკვიდრებული -მამაჩემი იტყვის ტყუილად ნუ მეჯიბრებიო ქორწილიდან შვიდ თვეში დედაშენი შენზე იყო შვიდი თვის ფეხმძიმე და შენ ახლა რას შვები ისიც არ იციო -მეძინება მე და გამოვიძინებ კარგი?- არაფერი მითხრა , რა სუელი ვარ მას ხო ბავშვი არ უნდა. ტყუილად არ დავიწყებ ოცნებას ,ზედმეტად ადრეა ეს ყველაფერი,მერე რა მოვითმენ სად მეჩქარება ჯერ ახალგაზრდები ვართ ყველაფერი წინ არის...ბ იგივე სასტუმროში მივედით, ამჯერად ზაფხულის ყაზბეგმა გაგვაოცა. საოცარი ხედი იყო ჩვენი ოთახის აივნიდან. ცოტა დავისვენეთ წავიხემსეთ და სასეირნოდ წავედით. იმ ღამეს გათიშულებს გვეძინა. დილით საქმეები მოვაგვარე და ქალბატონს ოთახში დახვდა ლამაზი თეტღი კაბა, ფეხსაცმელი და ერთი ცალი ვარდი . მე კი უკვე სასტუმროს ჰოლში დავდიოდი ,თაიგულით ხელში რომელიც მინდვრის ულამაზესი ყვავილებისგან იყო. მეჯვარეები სასტუმროში გაცნობილი წყვილი იქნებოდნენ... რამდენიმე წრე დავარტყი დერეფანს და გამოჩნდა.ისეთი ლამაზი იყო ,ისეთი ნაზი და საყვარელი გულმა ძგერა შეწყვიტა. ისე მიღიმოდა გავითიშე -ხელის თხოვნა გინდა და ენა გადაყლაპე ? -მე ... შენ ძალიან ლამაზი ხარ ... -მოკლედ ორჯერ მომიტაცე და ცოლობა ვერ გათხოვნინე -ცოლი ხარ უკვე- მეც ხო უნდა მქონდეს რაღაც გამორჩეული. ვაკოცე ჩემს გოგოს და წავედით გერგეტის სამებაში. ჯვრისწერისთვის ყველაფერი მზად იყო... ის წამები არასდროს დამავიწყდება..მეგონა ბედნიერებისგან ვფრინავდი. ყველაფერი წამში ჩაგშლიათ? გაოცებისგან ყბა ჩამოგვარდნიათ? მე ეგდამემართა როცა სასტუმროში შევაბიჯე ცოლთან ერთად და იქ შემეგებნენ სასტუმროს ადმინისტრატორები. გვითხრეს რომ სასტუმრო სიურპრიზს გვიწყობდა, გავედით უკანა ეზოში და აბა გამოიცანით. მთელი ეზო მაგიდებით იყო გადატვირთული,ულამაზესად იყო მორთული ყველაფერი. როგორ მოასწრეს როგორ მოახერხეს, არაფერი ვიცი რაც მთავარია ყველანი იქ იყვნენ მიშკას და ბელსის გარდა ( ბელსი დღე დღეზე ელის ბავშვს და თვითმფრინავში იმშობიარებდა) ოვაციები, ფეიერვერკი, მილოცვები. მუსიკა და საგიჟეთი. -აი ჩვენი მშვიდი ქორწილი.. ყველაზე მაგარია -არ ბრაზდები? -გაგიჟდი? ყველა ის ადამიანი აქ არის ვინც მიყვარს. ჩემი დედიკო, ბათუ, ბერდო ,ჩემი საყვარელი დედამთილ-მამამთილი და ჩვენი მეგობრები . უკეთესი ქორწილი არც კი წარმომედგინა. -მე რომ ვარ ეგ არაფერი ხო? -შენ რომ ხარ ეგ უკვე ბედნირებაა - ლოყაზე მაკოცა და ჩვენკენ მომავალ კატოს და რატის გაუღიმა -აბა ბავშვებო ჩვენ გარეშე გინდოდატ ქორწილი? შენს დედიკოს რომ არაფერი გამოეპარება არ იცი ? -საიდან გაიგე -დავრეკე ..ვიკითხე ნომერი თუ იყო დაკავებული. თქვენი შვილი არის მეუღლესთან ერთადო. ეგრევე მივხვდი და ყველაფერი დავგეგმე. -მადლობა, ყველაფერი ისეტი კარგია -მოკლედ რა ... ჩემზე არავინ ფიქრობს -სენ ტავზ ეუნდა იფიქრო გენაცვალე...ფანტაზია არ გაქ. მგონი შეგვიცვალეს შენი ტავი საავადმყოფოში- რატი იდგა ჩემს უკან და ნერვებს მაგლეჯდა. ასეთი მამა ვინმეს გყავთ? არ გეყოლებატ ასეთი მეორე არ ასრებობს -ტყუილად მოიყვანე აქ არ ხარ შენ პირველივე ღამეს ბიჭის გამკეთებელი თან რა ბიჭის .. ეჰ -წეხან სემიცვალესო.. არ შეგიძლიაო და მაინც ამაყობ? -რა სულელი ხარ შვილო.. შენით ვამაყობ მე აბა ვისით ...-ჩამეხუტა და ზურგზე რამდენჯერმე მომიტყაპუნა უზარმაზარი ტორი . არა ასეთი მაგარი მამა მხოლოდ მე მყავს... პირველი ცეკვა მე და რუსკამ სევასრულეთ. ჩემი გოგო მკლავებში მყავდა მოქცეული, მისი სიახლოვით გაბრუებული მელოდიას ვაყოლებდი სხეულს. ნამდვილი დედოფალია,ნაზი და ქალური . -ყურადღება ჩემო კარგებო.. მაპატიეთ ცეკვას რომ გაწყვეტინებთ მაგრამ ხელისმოწერის დროა. იმედია დაგვითმობთ და პირველს მშობლებს აცლით დაქორწინებას... იცი რომ დავფიქრდით ,შეიძლება მალე შვილიშვილი გვეყოლოს და არაკანონიერად ერთად ცხოვრება არ არის ლამაზი. დროა დავასრულოთ საყვარლობის ხანა და დავვოჯახდეთ. შემდეგ თქვენ დაქორწინდებით ჩემო საყვარელო ბავშვებო. ძალიან მიყვარხართ ...- კატოს განცხადებამ მეორე შოკი მიმაღებინა, რუსკა აშკარად გახარებული იყო -ვაიმე ამ ქალზე ვგიჟდები... საუკეთესოა, საოცარია -კი საოცარია ერთ დღეს აწერენ ხელს მსობლები რომლებიც ერთად არიან 25 წელია , და მათი 24 წლის ვაჟი რომელსაც არ დააცადეს ცოლთან მშვიდად ყოფნა -კარგი რა რეზი სულ ვერ გრძნობ რა აკრგები არიან? საოცარი მშობლები გყავს უბედნიერესი უნდა იყო -ვარ კიდეც უბრალოდ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს -გაცუმდი მაყურებინე - მიჩქმიტა და მერე ჩამეხუტა. მშვიდად ჩაიარა ამათქმა ხელისმოწერამ ნუ მამა შეყოვნდა „ მადროვეთ ცოტა დავფიქრდე მეორედ რომ ვიგდებ თავს იგივე შარში დროსაც არ მაძლევთ?“ დედა გაგიჟდა მაგრამ რა ექნა უკვე ნათქვამი ჰქონდა თანხმობა . შემდეგ ამათი ცეცხლოვანი კოცნა და ყველა მთელი სასტუმროს დამსვენებლები, ადმინისტრაცია, მთელი პერსონალი... ჩვენები თავისთავად ,უცქერდა და ტაშს უკრავდა. კარგი ვაღიარებ, მსგავს რამეს მე ვერასდროს მოვიფიქრებდი და ცოტა მშურს მამაჩემის ფანტაზიის.... შემდეგ ჩვენი ხელისმოწერა იყო, მშვიდი, წყნარი მოკლე და დამაგვირგვინებელი კოცნა. შემდეგ კი დაიწყო ნამდვილი ქორწილი, ცეკვა, სიმღერა, გართობა. ჩვენი გიჟები ხო საერთოდ სასწაულებს სჩადიან . მაგრამ ასეთიც თუ მოხდებოდა ვერ წარმოვიდგენდი . მიშკა და ანაბელი რომ დავინახე ჭკუაზე აღარ ვიყავი. ძმაკაცს ჩავეხუტე შემდეგ მის გაბერილ ცოლს და ბოლო ხმაზე ვიღრიალე -ყველაზე მაგარი დღეეეეეეეეეეეე ანაბელი მშვიდად იჯდა დ აგვიცქერდა. აბა სად შეეძლო ცეკვა თამაში. გვერდით მიუჯდა მეორე გაბერილი მეგიც და ყბა არ გაუჩერებითა ხან რას აგემოვნებდნენ ხან რას. ყველანი ნასვამები იყვნენ, შორს წასასვლელები არ იყვნენ, ყველა ამ სასტუმროში რჩებოდა. მართლა კარგად გავერთეთ, საოცარი ქორწილი გამოვიდა. ალბატ ვიდეოს რომ ვნახავთ და ფოტოებს დავატვალიერებთ იგივე ემოცია აღგვიდგება... უკვე შუაღამე იყო ,ყველა თავის საყვარელ ქალს ეცეკვებოდა ფეხმძიმეებიც კი ჩაიხუტეს ქმრებმა და ოდნავ ჰყვებოდნენ მელოდიას.. მე კი ჩემი ცოლი ჩავიკარი გულში და სახე დავუკოცნე -ყველაზე მეტად მიყვარხარ ჩემო პრინცესავ -მეც ძალიან მიყვარხარ- მაკოცა და წავიყვანე კიდეც. ნომერი მორთული დაგვახვედრეს.. ათასი რამ იყო. არ მიმიქცევია ყურადღება, რუსკას ტუჩების დაგემოვნებით ვიყავი გართული, ის კი ჩემი პერანგის ღილებს ფანტავდა ოთახში... ბედნიერება ...ამოუწურავია, სულ შეიძლება რაღაცისეთი მოხდეს რამაც უფრო გაგაბედნიეროს ,მაგრამ თავად ბედნიერების მომტანი ერთი არსებაა ჩემთვის ,ჩემი რუსა.. როცა თითქმის ყველა სახის საფარველი მოვიშორეთ სხეულიდან რუსკამ გაბრწყინებული, ოდნავ შიშნარევი, ვნებიანი მზერით ამომხედა და სხეულზე ამეკრო, ტუჩები ყელზე მომაკრა და ზემოთ აუყვა- ნეტავ შევძლებთ პირველივე ღამეს ბავშვის ჩასახვას?- შემდეგ ,არ ვიცოდი კიდევ თუ შეიძლებოდა ენერგიის მომატება, გახარება და გაბრწყინება მაგრამ ეგ იყო ..არ ვიცი პირველივე ღამის ნაყოფი იქნება თუ არა ,მაგრამ ვიცი რომ შვილი გვეყოლება იმაზე ადრე ვიდრე ვფიქრობდი. რთული იქნება? მერე რა ჩვენ ხომ ერტმანეთი გვყავს ,ყველაფერს გავუძლებთ და ვიქნებით ყველაზე მაგრები . მე ხო იმმ გიჟების შვილი ვარ ჩემგან კიდევ უამრავი რამ არის მოსალოდნელი... იოანე....................... რამდენ გრძნობას იტევს ადამიანი... რამდენ განსაცდელს გამოივლის ცხოვრებისგან მოვლენილ განსაცდელს, ბედს ერკინება, ღმერთის ძალას კი მაინც ევრ გაექცევა.. ყველაფერი კანონზომიერი მიმაცნია... ტკივილსაც კი თავისი დანიშნულება აქვს..ის რომ არ არსებობდეს ვერ გავიგებდით ბედნიერების ძალას... ბოროტება რომ არ იყოს სიკეთეს ვერ დავინახავდით,უმადურები გავხდებოდით... სიყვარული რომ არ არსებობდეს არაფერი იქნებოდა .. მეგობრობა, ერთგულება, ნდობა, გვერდით დგომა, გამხნევება, ტკივილი და სიხარულიც კი მისი გამოძახილია. მე მიყვარს როგორც კაცს, მეგობარს, ძმას, შვილს ..შემიყვარდება როგორც მამას და გავიგებ იმას რასაც მამა ატარებს გულით. ნაწილობრივ გავიგებ. ქეთოსთან გატარებული თითეული დღე ოცნების ახდენაა. იმ ოცნების რომელიც სადღაც გულის სიღრმეში მქონდა... ქეთო , ჩემი ქეთოო... რამდენი რამ მოხდა : სალომე და ბერდო დაქორწინდნენ,ბავშვი ეყოლებათ, ბათუმ ნუცას დაავლო ხელი და ცოლად შეირთო ჯერ კანონიერად არა მაგრამ ხომ შეირთო , რეზი და რუსკა დაქორწინდნენ, აკო მეორეს ელოდება, ნიკუშაც მეორეს ელოდება, ვაკოს და ლიკას ურთიერთობა დალაგდა... დავლიეთ ... მე და ქეთო ოთახში გვიან ავედით. ქალბატონს ჩემს მკლავებში ჩაეძინა გადაღლილს. ვერ ვიძნებდი, რაღაც მაწუხებდა. ქეთო დავტოვე და გარეთ გავედი. აივნიდან დავინახე ეზოში მდგომი სილუეტი ,მამა მაშინვე ვიცანი. .. ეზოში მივაბიჯებდი,მისკენ მივიწევდი... ვერ მამჩნევდა მთის ნაპირას იდგა და ჰორიზონტს უყურებდა ,შემდეგ მაღლა აიხედა , ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეხედა.. წამით მომეჩვენა რომ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას აპირებდა უფსკრულისაკენ. დროზე ადრე დავუძახე , ღამის სიჩუმე გაარღვია ჩემმა ხმამ -მამიკო ...- გამომხედა და უკან დაიხია. ისე მიყურებდა თიტქოს რაღაცისთვის ბოდიშს მიხდიდა. გავუღიმე და მხარზე ხელი დავავდე- არც შენ გეძინება? მოდი დავსხდეთ- სკამზე დავსხედით ..ერთად ვუყურებდით ღამის წყვდიადში ჩამალულ მთებს . ვარსკვლავენი განსაკუთრებით კაშკაშებდნენ ჩვენს თავზე. ღამის მდუმარება... ორივე ვფიქრობდით ... მე ჩემს განვლილ ცხოვრებაზე მეფიქრებოდა. მახსენდებოდა დედა, ირეოდა ბედნიერი და უბედური მოგონებები , მივხვდი რამდენი რამ გადაგვხდა მე და მამას ერთად ... ვიხსენებდი ბავშობას, თინეიჯერობას, ყმაწვილობას, ლიზიკო იზრდებოდა ჩემს თვალწინ იმ წამებში, ახლანდელ დროს გადავხედე..კადრები ისევ იცვლებოდნენ. თვალები გავახილე და მამას პროფილს მივაბყარი მზერა ... გამომხედა და გამიღიმა... ისე როგორც არასდროს თიტქოს მეუბნებოდა რომ სულ ჩემთან იქნებოდა შესაბამისად სულ მყარად ვიდგებოდი და ვიზრუნებდი რომ მისი სიბერე რაც შეიძლება თბილი და ხანგრძლივი ყოფილიყო... ორნი ვიდექით ,მხარზე ჰქონდა ხელი მოხვეული და ვგრძნობდი რომ ყველანი ჩვენს ირგვლივ იყვნენ... ეს შეგრძნება საოცარია. როცა იცი რომ ყველა ბედნიერია, სიყვარული მეფობს ყველა განზომილებაში , ამქვეყნად და იმქვეყნად და მას დასასრული არ აქვს......... საღამომშვიდობის ჩემო საყვარელო მკითხველო ... ესეც დასასრული, რომელშიც მთელი გული და სული ჩავდე. მე კმაყოფილი ვარ თუმცა ბევრია შეცდომა, შესაძლოა უკმარისობის გრძნობა გაგიჩნდეთ, ბევრი რამ არ მოგეწონოთ ,მაგრამ მე მიხარია რო დავასრულე . დილიდან ვწერ მას მერე რაც სახლში მოვედი და ემოციურად დავიცალე ... მაპატიეთ დაგვიანებისთვის, შეცდომებისთვის და ყველა ხარვეზისთვის... გ-ყ-ვ-ა-რ-ო-ბ-თ თ-ქ-ვ-ე-ნ-ი მ-ა-რ-ი-ა-მ-ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.