შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (1)


9-08-2016, 00:27
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 382

ისევ ალკოჰოლი... ისევ გათიშვამდე სმა..
თავზე დამხობილი კლუბები და დილით უცხო საწოლში გაღვიძება..
ეს ყველაფერი უკვე გავისისხლხორცე და არ არსებობს ჩემმა რომელიმე თავქარიანმა ზაფხულმა ამის გარეშე ჩაიაროს, არც ზამთარია ნაკლები..
თუმცა ზაფხული მაინც სულ სხვაა..
თქვენ წარმოიდგინეთ გუშინდელი ღამიდან მხოლოდ მცირედი დეტალები მახსოვს, რაც ძალიან იშვიათია..
არა იშვიათიც არაა..
პირველი შემთხვევაა, როცა რაღაც მცირე დეტალიც მახოვს გუშინდელი ღამისგან..
ზანტად ვახელ თვალებს, მაგრამ საშინელი თავის ტკივილი იძულებულს მხდის, ისევ ვარდისფერ ზღაპრებში გადავეშვა..
არა!
უნდა გავიღვიძო და წავიდე..
ადექი მია!
კიდევ ერთხელ შემოვუძახე საკუთრ თავს და თვალები სწრაფად გავახილე..
-ღმერთო თავი...
ტკივილისგან ამოვიკნავლე და გვერდის შებრუნება ვცადე, თუმცა იმდენად ვყავდი ჩემ პარტნიორს "ჩხუტებული", თითის განძრევაც კი შეუძლებელი იყო....
ბედს შეგუებულმა დავიწყე ოთახის თვალიერება...
თეთრი ჭერი, ღია ნაცრისფერი კედლები, დიდი კარადა და აივანზე გასასვლელი კარი...
ფანჯრები ღიაა, შესაბამისად გარკვევით შემიძლია დავინახო ვერანდა, რომელზეც ზუსტად იმ ოთახიდან შეგიძლია გახვიდე, სადაც მე ვიმყოფები...
მოიცა, კი მაგრამ სად ვარ?!
ოოო, უკვე მომწონს ეს ბიჭი..
თვალები რაღაცნაირად ამიციმციმდა..
როდემდე უნდა ეძინოს ეხლა ამ ვაჟბატონს?! ადგომა მინდა..
ისევ ჩემთვის ვაგრძელებდი წუწუნს და არა თითზე მოთავსებულ ბეჭედს ვაწვალებდი, თან ჩემი ღამის პარტნიორის სახეს ვსწა...
მოიცა, ბეჭედი?!
შეშინებულმა დავიხედე ხელზე და ოქროსფერი რგოლის დანახვისას, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი სიცოცხლე გავათავე..
-ო არა..
როგორც ჩანს ცოტა ხმამაღლა მომივიდა, რის გამოც გვერდზე მოთავსებული არსებაც ოდნავ შეიშმუშნა..
სასწრაფოდ "ავიღე" მისი ხელი და მსგავსი ბეჭედის დანახვისთანავე უსულოდ დავაგდე...
-გაიღვიძე ეხლავე..
უცებ წამოვიყვირე და მარწუხებივით შემოხვეულ ხელებს დავეჯაჯგურე..
-მმმ..
ზმუილის მსგავსი ხმა გავიგე და ნერვებიც უარესად ამეშალა..
-მმმ კი არა და გაიღვიძე, ცოლი მოგიყვანია..
პირველი რაც ენაზე მომადგა ის წამოვაყრანტალე, თუმცა მისი გაღვიძება მაინც მოვახერხე...
-რა ფრაზით არ დაწყებული დილა, მაგრამ "ცოლი მოგიყვანია" პირველია..
გაღვიძებისთანავე უნიჭოდ იხუმრა და ტორები ჩემი წვრილი წელიდან აიღო..
-შენ წარრმოიდგინე და არც ჩემი დილა არ დაწყებულა ესე..
-აჰა ესეიგი ერთადერთი ვარ ხო ვინც შენზე შთაბეჭდილება მოახდინა?!
ირონიულად ამოილაპარაკა და თავის მხარეს გადაწვა..
-შენ წარმოიდგინე და ეგ არ მიგულისხმია, არც ჩემი დილა არ დაწყებულა არასდროს ესე საშინლად
გამარჯვების ნიშნად ენა გამოვუყავი და სრულიად შიშველი წამოვდექი ფეხზე, თითქოს ჩემ გარდა იმ ოთახში არც არავინ ყოფილა...
-რას აკეთებ ეე?!
გაოცებულმა გამომხედა და მისი პერანგი მესროლა..
გულიანად გამეცინა მის ამ ბავშვურ საქციელზე და ნასროლი პერანგი შემოვიცვი..
-პატარა, დედიკოს ბიჭი ყოფილხარ, რომელსაც შიშველი ქალის დანახვა ლოგინის გარა არსად არ შეუძლია.. - ჩემებურად დავცინე და კურტუმოს ქნევით გავაგრძელე გზა.. - ისე სააბაზანო სადაა?
სხვათაშორის ვიკითხე და მთელი ტანით მისკენ მივტრიალდი..
-პირადპირ
ბურტყუნით ამოილაპარაკა და თავი ისევ ბალიშში ჩარგო..
ისე რას ვერჩი მაგარი ტიპია, მოკლედ შეჭრილი თმა, სწორი პატარა ცხვირი და ვარდისფერი თხელი ტუჩები..
აბაზანაში შესვლისთანავე გავიძრე პერანგი და მაშინვე მომხვდა თვალში ჩალურჯებული კისერზე..
ოოოო, ღამეც ისეთივე ველური ყოფილა, როგორც დილით..
ჩემთვის გავიფიქრე და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი..
ღმერთო, რა მაგარია.. ყოველგვარი დაღლილობა გეხსენბაა..
აწ უკვე გასუფთავებული გამოვედი აბაზანიდან, ჩემი ქ მ ა რ ი კი ისევ იმ პოზაში იწვა..
-ეხლა ადგები და მოიფიქრებ რა ვქნათ თუ მთელი დღე უნდა იწვე?
გაბრაზებულმა გადასაფარებელი გადავხადე და უცებ წამოხტა ფეხზე..
-შენ გოგო ხო არ გაუბერე ეე? - იქვე მიგდებული შარვალი ამოიცვა და სააბაზანოსკენ წავიდა... - რომ გამოვალ მერე ვისაუბრებთ..
შესვლამდე მომაძახა და კარები მთელი ძალით მიაჯახუნა...
-უხეში..
ბურტყუნით ამოვილაპარაკე და ოთახის თითოეული კუთხის თვალიერება დავიწყე...
მყუდრო და ძალიან კომფორტული ოთახი იყო..
არანაირი ზედმეტი ავეჯი....
-თვალიერებას რომ მორჩები გამომხედე, იქნება ვკვდები და დახმარება მჭირდება..
მალევე გავიგე მისი ირონიული ხმა და მეც უცებ შევტრიალდი მისკენ..
-როცა დაჭირდება ჩემ ქმარუკას მეც მაშინ დავეხმარები..
არც მე დავაკელი ირონია და კისერზე ჩამოვეკიდე..
-რა აიჩემე ეს დაქორწინებულები ვართო, იქნებ ერთნაირი ბეჭდები გვაქვს?!
ვითომც არაფერიო ისე იკითხა და უდარდელად წამოწვა ლოგინზე...
-ხო მაგრამ, მე არანაირ ბეჭედს არ ვატარებ არასდროს..
გაბრაზებულმა მივახალე და მის გვერდზე წამოვწექი..
-კარგი რა..
ჯიბეები მოიქექა, ეტყობა სიგარეტს ეძებდა, მაგრამ სიგარეტის მაგივრად, თხელი, სიფრიფანა ფურცელი ამოიღო...
გაშალა და კითხვას შეუდგა...
-არ არსებობს..
ხმაწართმეულმა ამოილაპარაკა და ფურცელი გამომიწოდა..
-არა, რა ხო ვამბობ დავქორწინდით, ესეიგი დავქორწინდით
რაღცნაირი სახით ამოვილაპარაკე და ქორწინების მოწმობა ისევ მას გადავეცი..
-ესეიგი მია..
შეპარული ღიმილით გამომხედა..
-ესეიგი სანდრო - იგივე სახით გავხედე და ღიმილი ვერცერთმა ვერ შევიკავეთ... - ეხლა რა უნდა ვქნათ იმედია გა...
სიტყვის თქმა ვერ დავამთავრე ისე შემოოვიდა შუახნის ასაკის ქალი ოთახში და ორივეს გაოცებულმა გამოგვხედა..
მაშინვე სანდროს ზურგს უკან დავიმალე და კიდევ ერთხელ დავწყევლე საკუთარი ბედი..
-დედა?
გაოცებულს აღმოხდა და ინსტიქტურად ხელი წელზე მომხვია..
-ხო სანდრო და იქნებ ამიხსნა ვინ არის ეს ქუჩის ქალი?
ამჯერად გაბრაზებული სახით გამოგვხედა და ცხოვრებაში პირველად მომინდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე...
-დედა, ეს ჩემი ცოლია..
იმდენად მოულოდნელად განაცხადა მეც კი გაკვირვებულმა გავხედე..
-რა თქვი ალექსანდრე?
მეხის გავარდნასავით გასიმა მისი ხმა და შიშისგან ერთ ადგილას შევხტი.. ესეთ თბილ ბიჭს როგორ შეიძლება ესეთი ანჩხლი დედა გყავდეს..
ჩემთვის ვფიქრობდი და აზრები აშკარად სახეზე მეწერა, რადგან "დედამთილის" გაოცებული სახე დავიმსახურე..
-თხუთმეტ წუთში ორივე ქვემოთ ჩამოდით
გასვლისას მოგვაძახა და ერთ ადგილას გაშეშებულები დაგვტოვა...
-ოოო, გაშორების გეგმა ჩაფლავდა..
უფრო ჩემთვის ამოვილაპარაკე და მოწყვეტით დავჯექი ლოგინზე...
-რაღაც უნდა მოვიფიკროთ..
საქმიანი კაცის სახით ამოილაპარაკა და წინდაუკან სიარული დაიწყო..
-ცოტახანი მოგვიწევს ცოლ-ქმრის როლი ვითამაშოთ.. - ათ წუთიანი უაზრო ფიქრის შემდეგ ამოვილაპარაკე და სანდროს გაცოფებაც გამოვიწვიე... - თუ უკეთესი იდეა გაქვს მითხარი არც მე არ მეხალისება შენი ცოლი ვიყო..
მეც საგრძნობლად ავუწიე ტონს და შედეგიც გამოიღო.
დიდხნიანი წუწუნის და ჩხუბის მერე შევთანხმდით, რომ დაახლოებით ექვსი თვე გაგრძელდებოდა ჩვენი ფიქტიური ქორწინება...
-კარგი ეხლა მისმინე, სანდრო მგელაძე, 29 წლის, ექიმი, ალერგია მაქვს თხილზე, ვერ ვიტან თევზს და ვხვდებით დაახლოებით სამი წელია, გუშინ კი ექსპრომტად გადავწყვიტეთ დაქორწინება.. დედაჩემს ქვია ნატო, მამაჩემს გია..
ეს ზუსტად ის ჩამონათვალია რასაც დედაჩემი გკითხავს თანმიმდევრობით..
-ჩემი ჯერია?! - თავი თანხმობის ნიშნად დამქინა და მოსასმენად მოემზადა.. - მია კერესელიძე, 25 წლის, არქიტექტორი, ალერგია არაფერზე არ მაქვს, ვერ ვიტან წვნიანებს და დილით ადრე გაღვიძებას, ვხვდებით სამი წელკია, გუშინ კი ექსპრომტად გადავწყვიტეთ დაქორწინება...დედას ქვია ლალი, მამას ხუთი წლის წინ გარდამეცვალა, მყავს უფროსი და მაკო და ხო ჩემებმა არაფერი არ იციან..
მეც მოკლედ ჩამოვუყალიბე ყველაფერი და გასავლელად მოვემზადე..
-მოიცა ესე მოდიხარ?
კარებში გასული გამაჩერა და ტანზე მომაშტერდა.. ისევ მისი პერანგის ამარა ვიყავი, რომელიც საჯდომს ძლივს მიფარავდა..
-ამ კაბას ნამდვილად ვერ ჩავიცმევ..
თვალწინ გუშინდელი ღამის შედეგი ავუფრიალე... კარადიდან მაშინვე გადმოიღო მისი სპორტულები და მომაჩეჩა...
-მერადავები?!
როგორც კი ჩავიცვი მაშინვე მისკენ მივტრიალდი და მეშოკივით ჩამოცმულ ტანსაცმელზე ვანიშნე...
მაშინვე ისტერიული სიცილი ატეხა..
-ვერ გიტან..
გაბრაზებულმა მივახალე და ისევ ძველი პერანგი ჩავიცვი..
-კარგი, ხო რამეს მოგიძებნი შენ ზომას.....
როგორც კი სული მოითქვა მაშინვე დაიწყო კარადაში ქვევა...
მალევე მომიძებნა ჩემი ზომა ტანსაცმელი და მომაჩეჩა..
-გაემზადე და გამო...
ძლივს შეკავებული ღიმილით მითხრა და გარეთ გავიდა..
ბუზღუნით ამოვიცვი ორი ზომით დიდი ტანსაცმელი და წუწუნით გავედი გარეთ..
-რა არი სანდროს ეს კაი რა...
ისევ მეშოკივით ჩამოცმულ ტანსაცმელზე ვანიშნე და ოდნავ ვუჯიკე..
-კარგი ეხლა ნახევარი საათი გეცვას და მერე მოვიფიქრებთ რამეს...
სიცილით ჩავედით პირველ სართულზე, მაგრამ ღიმილი სახეზე შეგვახმა ორივეს, როცა გაბრაზებული მშობლები ისხდნენ მისაღებში...
-დაგვერხა..
შეუმჩნევლად გადმომილაპარაკა და ვითომ დამწუხრებული სახით ჩამოჯდა მათ წინ..
-ამიხსენით თქვენი საქციელი...
მამისმა დაიწყო და გაბრაზებულმა გადმოგვხედა ორივეს...
-რისი ახსნა გინდა მამა? იმის რატო მოვიყვანე ცოლი? მიყვარს და მოვიყვანე..
ოდნავ შესამჩნევად აუწია ტონს სანდრომ და შეუმჩნევლად მოვქაჩე ბეჭზე დასაწყნარებლად..
-ტონი აკონტროლე ალექსანდრე და გთხოვ იმის პასუხს ამხელა კაცი ესე უპასუხისმგებლოდ რატო მოიქეცი?!
-რას ხედავ უპასუხისმგებლობას ამაში მამა?! ადამიანი შემიყვარდა და ცოლად მოვიყვანე სულა ამას არ მიჩიჩინებდი ცოლი მოიყვანეო?! მოვიყვანე და უკმაყოფილო ხარ, რას უწუნებ მიას მითხარი? რა არ მოგწონს მასში? ან შენ რატომ უნდა მოგეწონოს? ჩემი ცოლია და ჩემთან უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თქვენ რატომ ნერვიულობთ არ მესმის?
უკვე ტონის გაკონტროლებაც კი რთული იყო მისთვის, საგრძნობლად აუწია ტონს და ხელების უმისამართო ქნევა დაიწყო..
-სანდრო დაწყნარდი...
ჩუმად ვეჩურჩულებოდი და ვცდილობდი შემეჩერებინა, ორივენი გაოცებულები უყურებდნენ სანდროს და ხმას ვერ იღებდნენ..
-კიდევ გაქვთ რამე სათქმელი?
დუმილი, რომ არცერთმა დაარღვიეს ისევ სანდრომ იკითხა და საზურგეს მიეყრდნო..
-რამდენი წლისაა?
სწრაფად კითხა სანდროს დედამისმა და ჩემკენ გამოიხედა..
-ოცდახუთი
-პროფესია
-არქიტექტორი
-ალერგია
-არაფერზე
-რას ვერ იტანს წვნიანებს და დილით ადრე გაღვიძებას..
თანმიმდევრობით პასუხობდა სანდრო და თვალსაც არ ახამხამებდა, ერთხელაც არ შეშლია არაფერი.. ისეთი სახით იჯდა გეგონება გუშინ კი არ გამიცნო, მთელი ცხოვრებაა მიცნობს...
-გისმენ მია..
გაბრაზებულმა გამომხედა მე და პასუხების მოლოდინში გაიყუსა..
-ასაკი
-ოცდაცხრა
-პროფესია
-ექიმი
-ალერგია
-თხილზე
-ვერ იტანს თევზს..
-მშობლები დედმამიშვილები..
გამომცდელი მზერით მომაშტერდა და საკუთარ თავში ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ ცჩავიჭრებოდი..
-მამა გია, დედა ნატო, დედმამიშვლი არ ყავს...
საკუთარ თავშჲ დარწმუნებულმა ამოვილაპარაკე და ამაყად გავხედე უფრო ამაყ სანდროს..
-მორჩი დაკითხვას ნატო? - ირონიულად გახედა მშობლებს და გამარჯვებული სახით გამომხედა მე... - კარგით მაშინ ჩვენ მიას მშობლებთან წავალთ ვეტყვით ყველაფერს და საღამოთი დავბრუნდებით..
გასვლამდე მიაძახა ორივეს და სირბილით ავიდა მეორე სართულზე..
მეც მორჩილად გავყევი უკან და სიცილს ძლივს ვიკავებდი...
ოთახში შესულმა, ვეღარ მოვითმინე და ბოლოხმაზე ავხარხარდი..
-იმედია შენებიც არ მოგვიწყობენ დაკიტხვას...
-არა დაწყნარდი, ესეთ დაკიტხვას არა, უბრალოდ გვკითხავეს სად გავიცანით ერთმანეთი, რამდენიხანია ერთად ვართ და რამდენად გვიყვარს ერთმანეთი და ვსო...
თან ველაპარაკებოდი და თნ ძველ კაბას ვიცვამდი, კაბას რა უფრო სწორი ქინება, თუ ვითყვი ვცდილობდი ჩამეცვა, იმდენ ადგილას იყო გახეული კაბების სიაში აღარ ეწერა..
-კარგი როგორმე ჩიცვი და ჩემ მოსაცმელს მოგცემ..
მზრუნველი ქმარივით მითხრა და კაბის სესაკრავი შემიკრა..
-სპასიბა ქმარუკ..
ღიმილით ვუთხარი და შიშველ მკლავზე მთელი ძალით ვუკბინე..
-ესე მიხდი მადლობას ?!
გაბრაზებული სახით გამომხედა და ნატკენი ადგილი დაიზილა...
ბოდიშის ნიშნად იმავე ადგილას ვაკოცე და მოულოდნელად ისევ ვუკბინე..
-ჯობია გაიქცე..
მოულოდნელად იყვირა და სანამ გონს მოვიდოდი ჰაერში აღმოვჩნდი....
-კარგი, კარგი ბოდიში მეტს აღარ ვიზამ..
მოულოდნელად ამოვილაპარაკე და მიწაზეც დავბრუნდი...
სანდრომაც უცებ გამოიცვალა და ერთად დავეშვით კიბეებზე..
კარებთან ისევ გაბრაზებული ნატო შეგვეფეთა და ისე გაგვშორდა ერთხელაც არ შემოუხედავს..
ვხვდებოდი, რომ რაღაცა ისე არ იყო, როგორც საჭიროა, მაგრამ კითხვაეც მეუხერხულება...
ღემრთო, დავიჯერო ესე უცებ შემცვალა გათხოვებამ? როდის იყო მე, მია კერესელიძეს, ოდესმე რამის მრცხვენოდეს...
მაგრამ ფაქტი ფაქტია...
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, მალევე მოვთავსდით მანქანაში და გეზი ჩემი სახლისკენ ავიღეთ..
ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემები ამ ამბავს გარკვევით მოეკიდებოდნენ..
-ნერვიულობ?
წამიერად გამომხედა სანდრომ და ისევ გზას გახედა...
-არა შენ?
ოდნავ ვიცრუე და ღიმილიანი სახით გავხედე..
-რა საკვირველია, ყოველთვის კი არ მივდივარ ცოლის მშობლების გასაცნობად...
ჩქარა მომაყარა და ღრმად ამოისუნთქა..
-კარგი რა განერვიულებს არ იკბინებიან ჩემები...
-ჩემები კი.. - გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და დამნაშავეს სახით გამომხედა.. - მაპატიე მათი საქციელისთვის, რთული ხასიათი აქვთ, მაგრამ გპირდები ჩვენი თანაცხოვრების ექქვს თვეს სხვა სახლში გავატარებთ..
-არა, არა, მირჩევნია მათთან ერთად ვიყო და დავუმტკიცო, რომ ქუჩის ქალი არ ვარ.. თუმცა რა უდა დავამტკიცო, მე ხომ მართლა ქუჩის ქალი ვარ... - ძლივს შეკავებული ცრემლებით ამოვილაპარაკე და ისევ გავარძელე - გუშინ რომ არ დავმთვრალიყავი ეს ყველაფერი ეხლა არ მოხდებოდა, არც შენი მშობლები იქნებოდნენ გაბრაზებული და არც მე არ ვიჯდებოდი აქ.. და თუ არ გინდა ეხლა , რომ უარესად ვიგრძნო დანაშაულის გრძნობა ხმა არ ამოიღო და არ მითხრა, რომ ეს ყველაფერი შენი ბრალია და არა ჩემი, თუ სიმართლე გაინტერესებს ორივეს ბრალია... ეხლა კი გავჩუმდეთ და მარცხნივ შეუხვიე...
ვერ ვიგებდი ვლაპარაკობდი თუ ვჩხუბობდი, ვერც ის გავიგე მანქანიდან როგორ გადმოვედი და ვერც დედაჩემის და ჩემი დის გაოცებული სახეები ვერ ვნახე...
მე რომ გონზე მოვედი ყველაფერი ჩავლილი იყო და გვილოცავდნენ ბედნიერებას, ჩემი და პირიქით სანდროს უხდიდა მადლობას ჩემი მოშორებისთვის, დედაჩემი კი იჯდა და ტიროდა...
-კაი რა დე რა გატირებს...
უცებ მომილბა გული და ატირებულ დედას მივეხუტე..
-არაფერი დე..
ცრემლები უცებ მოიწმინდა და ორივე ლოყა დამიკოცნა..
დიდხანს არ გავჩერებულვართ, ცოტა ტანსაცმელი ჩვალაგე და შევპირდით, რომ ხვალ უფრო დიდი ხნით ვესტუმრებოდით..
ორივე გაღიმებული სახეებით გამოვედით გარეთ და ერთმანეთს გადავხედეთ..
-ესეთ დახვედრას არ ველოდი.. - ნასიამოვნება ამოილაპარაკა და ჩემოდანი საბარგულში მოათავსა.. - ამით უფრო შემრცხვა ჩემების..
ისევ ძველ საკითხს მიუბრუნდა, თუმცა ჩემების რეაქციით ნასიამოვნებს ყურადღება ნამდვილად არ მიმიქცევია.. უხმოდ მივდით სახლამდე და ასევე უხმოდ ავედით უკვე ჩვენ ოთახში...
-პრობლემა ხომ არ იქნება, შენი ტანსაცმელები ოდნავ, რომ შევავიწროვო?
შეპარული ღიმილით გავხედე და კარადისკენ ვანიშნე..
რა პრობლემაას ნიშნად თავი გააქნია და მეც კოხტად შევუდექი ჩემი ნივთების შელაგებას...
ნახევარ საათში ყველაფერი მზად მქონდა და ლოგინზე სანდროს გვერდით წამოვწექი...
-ფუუუ, ეს საშინელებაა?!
თითით ფილმისკენ ვანიშნე და ცალი ყურსასმენი გავიკეთე..
თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, ზუსტად ამ დროს გამოხტა ვიღაცა საიდანღაც და ოთახიც ჩემმა ყვირილმა გააყრუა... სანდრო კი არხეინად იყო წამოწოლილი და გულიანად დამცინოდა...
-სულელი ხარ ამხელა კაცი, რა..
ბუზღუნით წამოვდექი ფეხზე და ქვედა სართულზე ჩავედი.. გარკვევით ისმოდა ნატოს ლაპარაკი და დიდად ყურადღების მიქცევას არ ვაპირებდი, მაგრამ როგორც კი ჩემმა სახელმა გაიელვა მაშინვე ერთ ადგილას გავშეშდი და სმენად ვიქეცი...
-დარწმუნებული ვარ მორიგია ვიღაცა, აბა სანდრო ცოლის მომყვანია?!... არა რა სისულელეა დარწმუნებული ვარ საჭმლის გაკეთებაც არ ეცოდინება და ცალკე ბინაში როგორ გავუშვებ.. გეუბნები ძალიან დაბნეული გოგოა, ღამე ალბათ ან იის დაწვება დივანზე ან კიდე სანდროს დააწვენს... ერთი უცხვირპირო გოგოა..




იმედია მოგეწონებათ <3 ყველას დიდი მადლობა ვინ კითხულობთ ჩემ ისტორიებს <3 ღირს გაგრძელება?



№1  offline წევრი (((end)))

უამგრესიიაააა love ახლა შენს ძველ ისტორიებსაც წავიკითხავ,ისე მომეწონა love ძაალიან მომეწონააა love

 


№2  offline წევრი isterichka123

კაია გააგრძელე

 


№3 სტუმარი ketis

რა საზიგარი კალია მინდა კისერ მოგრეხვის ამბავი გავიგოო აუ დადე რა დგეს

 


№4  offline წევრი რიტა

ძაამ მაგარია გააგრძელე აუცილებლად და მალე დადე.

კარგი ურთიერთობა აქვთ იმის მიუხედავად რომ არც კი იცნობდნენ ერთმანე და მთვრალებმა დაქორწინდნენ, ეს მომწონს ყველაზე მეტად ამ ისტორიაში.
წარმატებები...

 


№5 სტუმარი Leporela

Vaaa momewona dzaan,gansxvavebuli. tan didi tavi iyo da davtkbi,imedia sua aset didebs dadeb ogond mal male.

 


№6 სტუმარი hipo

aauu dzaan magari iyo velodebi shemdeggss

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent