შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაჩე ვიბლიანი თავი 2


10-08-2016, 08:19
ავტორი bethelimit
ნანახია 3 764

ბავშვობიდან ვერ ვიტანდი მგზავრობას, თან რა უსაშველოდ გაიწელა ეს გზაც. იმის მიუხედავად, რომ ვაჩეს ერთ-ერთი ძმაკაცი - ნიკა, ჩვენთან მოკალათდა და მთელი გზა ვაჟბატონის ბღვერის მოგერიების, ჩვენი გამხიარულებისა და კესოსთვის თვალების ჟუჟუნის მეტი არაფერი გაუკეთებია, მაინც ეკლებზე ვიჯექი. ამის მიზეზი კი ვიბლიანის ჩემს მზერასთან გასწორებული სარკე იყო, საიდანაც განუწყვეტლად მიმზერდნენ შავი, ნახშირივით თვალები.
შუა გზაში ავიკვიატე გინდათ თუ არა მაღაზიას სადაც დაინახავთ გამიჩერეთთქო. ბოლოს კი დავწყევლე ჩემი თავი რამინდოდა მომეთმინდა ჩასვლამდეთქო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ოფიციანტივით ვუსმენდი კესანეს და ნატალიას შეკვეთებს რა წამომეღო მათთვის და პარალელურად მანქანიდან გადავდიოდი, უცებ ვაჩემაც როგააღო კარი და ჩემთან ერთად გადმოვიდა
-რამენაირად პირადი დაცვის გარეშეც კარგად ვივლი
-და რატომ გგონია, რომ შენს დასაცავად გადმოვედი?
-აბა?
-სიგარეტი უნდა ვიყიდო
-მე ვერ დამაბარებდი მაგ სიგარეტს?
-ბევრს ხომ არ ლაპარაკობ ბავშვი? - ეს "ბავშვი" განსაკუთრებული ირონიით წარმოსთქვა და ჩემი მწყობრიდან გამოყვანაც სულ რაღაც ორ წამში მოახერხა.
-შენი ბავშვი არავინაა ხისთავიანო სვანო - მივუგდე ორი სიტყვა, ძარღვებ დაბერილი დავტოვე და რამდენიმე ნაბიჯით დავწინაურდი, მაგრამ უცებ წელზე ხელების შემოხვევაღა ვიგრძენი და ერთი ადგილიდან მეორეზე რასაც ქვია გადადგმა
-რო დადიხარ წინ უნდა იყურო რომანქანა არ დაგეჯახოს, ხო გაიგე ბავშვი? - აი ახლა კი ნამდილად დენდარტყმულივით გავიქეცი მაღაზიისკენ. არც ის მახსოვდა რომ გზაზე შეიძლებოდა ისევ გიჟივით გამოვარდნილიყო მანქანა და არც ის, რომ შოკში ვიყავი, პირდაპირ შევვარდი მაღაზიაში და დავიწყე დაბარებული ტკბილეულის მოძებნა.
ძლივს, როგორღაც ყველაფერი ავიღე, ჩემი საყვარელი შოკოლადებიც მოვიმარჯვე და მოლარესთან მივედი, თან ფულს ვიღებდი საფულიდან უცებ ვაჩეს ხმა რომომესმა
-აქედან აიღეთ
-ერთად გავატარო ბატონო ყველაფერი?
-დიახ - არა დიდი ლაქლაქით, რომ არგამოირჩეოდა ეს ისედაც დიდი ხანია, რაც ვიცოდი, მაგრამ ამ მოკლე-მოკლე პასუხებთან ერთად იმდენად მკაცრი და კატეგორიული ტონი ჰქონდა, რომ გამყიდველმაც ვეღარაფერი შეჰკადრა მეტი და შეუდგა თავის საქმეს.
-არ იყო საჭირო - ვეღარ მოვითმინე და სანამ მანქანამდე მივედით, მანამდე გავხსენი შოკოლადი და ასე ჭამა-ჭამით დავუწყე საუბარი
-რა არ იყო საჭირო? - ირონიული მზერა მომავლო ჯერ მე, მერე შოკოლადს და ბოლოს ჩემს ტუჩებს
-გადახდა. არ იყავი ვალდებული!
-მე არაფრის და მითუმეტს არავის მიმართ არვარ ვალდებული და ამდენ ლაპარაკს გირჩევნია ეგ შოკოლადიანი ტუჩები მოიწმინდო - როგორც იცის ხოლმე უხეშად მომახალა და მანქანაში ჩაჯდა.
-ღმერთო ამასთან ერთად წინ აშკარად ჯოჯოხეთი მელის - გადავატრიალე თვალები და მოთმინება დაკარგულ გოგოებს დავურიგე თავიანთი ტკბილეულობები.

___


ჩვენიი ბათუმში ჩასვლა და ზღვაზე გავარდნა ერთი იყო. მართალია ბიჭები სრული შემადგენლობით არგამოგვყვნენ, მაგრამ ნიკამ მაინც არდაგვტოვა და აგვყვა გართობაში.
წყალი ჩემი სუსტი წერტილია. მართალია რამდენადაც მიყვარს იმდენად მაშინებს კიდეც, მაგრამ მთელი დღე რომ არა მოვიდე, დროის სვლას მაინც ვერვგრძნობ.
არც ეს დღე იყო რათქმაუნდა გამონაკლისი. საკმაოდ შორს ვიყავი უკვე გასული და ვტივტივებდი, პარალელურად ვფიქრობდი ჩემთვის. ვაანალიზებდი ვაჩეს საქციელს და თან მეღიმებოდა. ჯერ იყო და ფაქტიურად სიკვდილს გადამარჩინა, მერე კიდე ჩემი შეძენილის საფასური მთლიანად მან დაფარა. მართალია უხეშია, მაგრამ ეს ჯენტლმენური საქციელი, მაინც ძალიან მესიამოვნა და სითბო ჩამეღვარა გულში.
ბოლოს უკვე შევატყე, რომ ჩემი ზღვიდან არ ამოსვლა აშკარად დამწვრობას გამოიწვევდა და გავცურე ნაპირისაკენ.
უკვე ფეხზე ვიყავი წამომდგარი და ისე ვიგერიებდი გამძვინვარებულ ტალღებს, გაბროს, დამიანეს და ვაჩეს, რომ მოვკარი თვალი და პირი დავაღე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - ღმერთო რასიმპატიურია , რა ტანი აქვს, რა მხარ-ბეჭი. აქამდე როგორ ვერშევამჩნიე - პირის დაღებას ახლა ჩემი თვალების ბუდიდან გადმოყრაც მოჰყვა, მაგრამ საბედნიეროდ მალევე გავაანალიზე რას ვაკეთებდი და მიმიკები დავიოკე.
ჩემი დანახვისას, რატომღაც სახე შეეცვალა ვაჟბატონს და მეც მეტი რამინდოდა? უფრო მკვეთრი ტანის რხევით გავემართე მათკენ და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე.
-აბა არგვინდა ჯერ ზღვაზე გამოსვლაო ? (ნიკა)
-ძალიან დაგვცხა ბიჭო სახლში, თორე მართლა არმქონდა გამოსვლის თავი (დამიანე)
-ვაჩე რა იყო რა შეწუხებული სახე გაქვს ხო მშვიდობაა? (კესანე) - ვაჩეს ხსენებაზე დაუფიქრებლად დავცქვიტე ყურები და სმენად ვიქეცი
-ეგ შენ გგონია ჩემო კესო როშეწუხებულია თორე ეს როიცინის მაშინაც ასეთი სახე აქვს (ნიკა) - ყველას სიცილი აგვიტყდა. ამაზე გამეღიმა ისე რომ თვალები არც გამიხელია, შესაბამისად ვერც შევამჩნიე დამინახა თუ არა სვანმა
-შენ დაწყნარდე ჯობია თორემ ვატყობ თბილისში ვეღარ დაბრუნდები (ვაჩე) - რატომღაც ჩემს თავზე მივიღე ნათქვამი და უცებ დავაჭყიტე თვალები, მაგრამ როგორც ჩანს ნიკასკენ იყო მიმართული ეს სიტყვები და ისევ გავაგრძელე გარუჯვა
-კარგით გეყოთ კინკლაობა რა ზღვაში ჩავიდეთ (გაბრო) - ამის თქმა იყო და ყველა წამოხტა. ვინაიდან ახალი ამოსული ვიყავი აღარც შემოუთავაზებიათ ჩემთვის და დარწმუნებული იმაში, რომ მარტო დავრჩი, გემრიელად მოვკალათდი შეზლონგზე და გავიტრუნე იმდენად სასიამოვნოდ მეცემოდა სახეზე მზის სხივები.
-შენ რატომ არგაყევი იმათ? (ვაჩე) - ძალიან მოულოდნელი იყო ეს სიტყვები და მეც შეშინებული ავფართხალდი. ვაჩე რომ არა ალბათ ცხვირით დავერჭობოდი ქვებზე
-ვაიმეეე შეიძლება სულ მაშინებდე? (სალომე)
-სხვადროსაც გაშინებ ხოლმე? (ვაჩე)
-ოოო დამანებე თავი და ხელები გამიშვი თუ შეიძლება
-რა იყო წუხდები?
-ვაჩე ხელები გამიშვითქო გიმეორებ
-და რო არ გაგიშვა? - ამაზე მთლად გადავირიე და იმდენი ვეჯაჯგურე სანამ არ დავიხსენი თავი და ფეხზე წამოვხტი
-სად მიდიხარ?
-ჯანდაბაშიიიი
-მანდ რა გინდა?
-აუუუუ ადამიანო დამანებე თავი რაა - ცოტაც და უკვე ალბათ ვიტირებდი, ამიტომ ვარჩიე ისევ ზღვაში ჩასვლა. უკნიდან სიცილის ხმა მომესმა და უცებ გავშრი. დავიჯერო ის ხისთავიანი იცინოდა? სიცილიც შეეძლო? თავი შევაბრუნე და დავინახე მომღიმარი ვაჩე, რომელიც ნელი ნაბიჯით მომყვებოდა უკან.



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaaiih ra kargi iyoo.... vgijdebii vachezer

 


№2 სტუმარი ketis

დზაან მომწონს აი დზაან

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

საინტერესოა გააგრძელეე
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი lamazmani

dzaan kaia gaagrdzele male veli

 


№5  offline წევრი isterichka123

ვაუ რამაგარია გაგრძელე

 


№6  offline წევრი Ana Imnadze

ხისთავიანი სვანი - კარგი მეტსახელია :3

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კარგია გააგრძელემალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent