შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიამაყე თუ?! (თავი IV)


10-08-2016, 17:51
ავტორი tamo1804
ნანახია 2 333

ნახევარ საათში უკვე აკას აგარაკზე ვიყავით. გზაში პროდუქტების ყიდვაც მოუსწრიათ, ვერც კი შევამჩნიე, როდის გააჩერეს მანქანა და გადავიდნენ მაღაზიაში... ფიქრებში ვიყავი გართული, იმ დღეს ვიხსენებდი, როცა პირველად ამოვედით აქ, მაშინ დემეს მანქანაში ვიჯექი, მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა, ნელა მეფერებოდა და თან მაცდური ღიმილით არ მაშორებდა თვალს....
–წითელი–დამიძახა.
–რატომ წითელი?–გამეცინა.
–წითელი ხარ და იმიტომ! გასაგიჟებლად წითელი–ჩამჩურჩულა ყურში ვნებიანი ხმით და წელზე ხელი მომკიდა. კიდევ კარგი, თორემ სექსუალურმა ბარიტონმა და მისი ცხელი სუნთქვის ასე ახლოს შეგრძნებამ მუხლები მომიკვეთა.....
–მაინც ვერ მივხვდი რატომ, მაგრამ კარგი იყოს წითელი! მაგრამ მაშინ შენ ყვითელი იქნები, M&MS–ვით.–გავეღრიჭე.

************

ამ მოგონებამ უარესად მომიშალა ნერვები, ნახევრად გაჩერებული მანქანიდან გადმოვხტი და სუფთა ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. თუმცა საკმარისი იყო ჩემ პირდაპირ მანქანაზე მიყუდებული დემეს დანახვა, რომელიც ჯიუტად არ მაშორებდა ურცხვ მზერას და ისევ ბრინჯივით დავიბენი. სიგარეტის ნამწვი მოისროლა და კიდევ ერთხელ ამათვალიერა თავიდან ფეხებამდე, ახლაღა დავიხედე საკუთარ ტანზე და გველნაკბენივით შევხტი: სისხლივით წითელი კაბა მეცვა!

************

–თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ჩემს მეგობრებს გავუაროთ, ისინიც მოდიან კონცერტზე და ერთად ვიაროთ ბარემ–მოგვიბრუნდა დემეტრე გზაში.
–არ არის პრობლემა–გავუღიმე კეკლუცად.
გოგოებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ წინ უნდა დავმჯდარიყავი, მის გვერდით, სრულიად უცხო ადამიანთან ერთად ბათუმში წასვლა კი ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ. რატომ? თავადაც არ ვიცით... დემეტრე დადიანი აღმოჩნდა იმ უცნაური რეინჯ როვერის მძღოლი, ჩვენი მყუდროების დამრღვევი და ახლა უკვე ჩემი გრძნობების ამშლელიც... იდუმალი ადამიანი იყო, თავის თავზე არაფერს ყვებოდა, ჩვენ კი ლამის ბავშვობის ისტორიებიც კი მოგვაყოლა გზაში. ვერცერთი ვერ ვბედავდით რაიმე გვეკითხა მისი უცნაური ვიზიტების შესახებ ჩვენ ეზოში... ბოლოს ისევ მე მოვიკრიბე ძალა:
–დემეტრე, ჩვენ ეზოში ხშირად შემინიშნიხარ, ერთი–ორჯერ შემაშინე კიდეც, უნდა ვაღიარო–გაგრძელება ვეღარ მოვიფიქრე და გაჩუმება ვარჩიე.
–მე კი მეგონა სისწრაფის არ გეშინოდა–გაეღიმა.
–არც მეშინია...როცა მეც მანქანაში ვზივარ–დავაბოლოვე სიცილით.
–ძალიან კარგი–მითხრა და გაზს ფეხი მიადგა, 160...180...200...240...260...300 მეგონა, მანქანა მიფრინავდა...უწონადობის შეგრძნება...მისი დამაბნეველი ღიმილი და რა თქმა უნდა scorpions ბოლო ხმაზე.....
აკა და იოანე სასიამოვნო ბიჭები აღმოჩნდნენ. კესომ და იომ მალევე გამონახეს საერთო ენა და ეს ქალბატონიც სიამოვნებით გადაჯდა მის მანქანაში, რაზეც ხატიას მუჯლუგუნიც დაიმსახურა, ახლა მას მოუწევდა აკას გვერდით ჯდომა. ეს ორი ერთად კი სრულიად დაუშვებელი იყო, როდის რომელი აფეთქდებოდა ვერ გაიგებდი, პირველივე წუთიდან აითვალწუნეს ერთმანეთი და შანსს არ უშვებდნენ, რომ არ წაეკბინათ რამე.
–დემეტრე, თუ შეგიძლია აფთიაქთან გამიჩერე რა–სთხოვა ხატიამ.
–ხო ვიყავით უკვე გაჩერებულები 8–ჯერ, იქ ვერ შეხვედი?–წაუღრინა აკამ.
–ახლა შენ უნდა გითანხმო, რამდენიც გაჩერება მომინდება?–გაწიწმატდა ხატია.
–აფთიაქში უეჭველი დამამშვიდებელი გინდა ხო?
–შენთვის დაგვიანებულია, ეგ ვეღარ გიშველის–არ ჩამორჩა ხატიაც.
–აღარ გაჩერდებით?–ამოვიოხრე.–დემე, გაუჩერე რა აქ.
–მადლობა–ჩაიბურტყუნა ხატიამ და გადავიდა.
–წავალ მეც, სიგარეტს მოვწევ–მოიმიზეზა აკამ და ისიც უკან მიჰყვა.
მის ამ ბავშვურ საქციელზე ორივეს გაგვეცინა.
დემეტრემ ჩემი ხელი თავის ხელში მოათავსა, ტუჩებისკენ წაიღო და ნელა, ძალიან ნელა მაკოცა, ისე ნაზად, თითქოს ფაიფურის ნივთს ეხებაო... დახრილი თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა, ისევ ჩავიძირე შავ მორევში და იქიდან ამოსვლა აღარც მინდოდა... –დემე–წაიჩურჩულა.–მომწონს, ასე დამიძახე ხოლმე....
–რას მომყვებოდი კი მაგრამ? რა შენი საქმე იყო ვის დაველაპარაკებოდი და ვის არა?
–რას მეუბნები გოგო? აბა მარტო დამეტოვებინე იმ გამოშტერებულთან??? რას ეკეკლუცებოდი შენც??!!!
–შენი საქმე არაა ვის გავეკეკლუცები მე! ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევ თავს?!
ჩვენი მყუდროება ხატიას და აკას გაუთავებელმა ჩხუბმა დაარღვია... ასე კინკლაობდნენ მთელი გზა, თუმცა მე და დემეს მეტი აღარაფერი მოგვისმენია, ერთმანეთის გულისცემის გარდა....

სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, როგორი იყო კონცერტი.... თანაც დემესთან და ჩემ გოგოებთან ერთად... უბედნიერესი ვიყავი...
ბათუმში რამდენიმე დღე გავჩერდით, საუკეთესო დღეები იყო ჩემ ცხოვრებაში... იო და კესო დღე და ღამე ერთად იყვნენ, იდეალური წყვილი იყო, ყველაფერში შეთანხმებული, ამას მათ გარდა ყველა ვხვდებოდით, თუმცა ისინი ჯიუტად არ ტყდებოდნენ და მხოლოდ მეგობრები ვართო გაიძახოდნენ... თითქოს კესოს თვალები არ უწყლიანდებოდა, როცა ვინმე გოგოს ხედავდა იოსთან, მუშტებმომარჯვებული იო კი არავის არ ახარებდა კესოს გვერდით და ამას იმით ხსნიდა, რომ არც ერთი თაყვანისმცემელი არ იყო მისი ღირსი.
აკა და ხატიას არაფერი ეშველათ. ნებისმიერ წვრილმანზე შეეძლოთ ისე ეჩხუბათ, რომ მტრები გეგონებოდათ. ყველა ვხვდებოდით ეს რისი ბრალი იყო, თუმცა ხატიასთან ამის თქმას ვეღარ ვბედავდით, როგორც კი აკას ვახსენებდი, ტორნადო ტრიალებდა ჩვენ ოთახში და მძულს–ო გაჰკიოდა....
მე და დემე კი, ძნელია იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობდი მის მიმართ...უბრალოდ სიყვარულზე გაცილებით მეტი იყო...რაღაც არაამქვეყნიური და წარმოუდგენელი.. ვერ ვპოულობდი პასუხს კითხვაზე, როდის მოვასწარი მისი ასე შეყვარება? ის კი ყოველთვის ასე მპასუხობდა: –მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ, უბრალოდ აქამდე არ გიცნობდიო...
შუაღამისას გამაღვიძა დემეს მესიჯმა: –ხომ არ დაგავიწყდა მზის ამოსვლას რომ უნდა ვუყუროთ? მალე მოემზადე და ჩამოდი, კარგი?
წამოვხტი და სასწრაფოდ დავიწყე მომზადება. მალე მისი მანქანის ხმაც გავიგე ეზოდან და კიბეებზე სირბილით დავეშვი.
ისევ ისე იყო მიყუდებული მანქანაზე, ისევ გადააგდო ნამწვი და თავისი საოცარი თვალებით ისევ მომნუსხა. ჩამეხუტა, ჩემი თმის სურნელი შეისუნთქა, ყელში ნაზად მაკოცა და მკერდზე მიმიკრა....დროსთან ერთად ჩემი გულისცემა და პულსიც გაჩერდა....
გამთენიისას დავბრუნდი სახლში და მაშინვე ჩამეძინა. ალბათ კიდევ დიდხანს მეძინებოდა, კესოს ყვირილს რომ არ გავეღვიძებინე.
–ეკაა, ადექიი, რაღაც დახურული კონვერტია შენს სახელზე და მე არ მაბარებინებენ–გაჰკიოდა ბოლო ხმაზე.
გემრიელად შევუკურთხე გამომგზავნსაც, მომტანსაც და წესების დამდგენსაც, ბუზღუნით ჩავედი დაბლა, თან აბურდული კულულების გასწორებას ვცდილობდი.
–რა ხდება?–ამოვიზმუვლე.
–თქვენ ბრძანდებით ეკატერინე ფიფია? პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მაჩვენეთ, თუ შეიძლება, შემდეგ ჩაიბარეთ კონვერტი და ხელი აქ მომიწერეთ–მითხრა კურიერმა.
სავალდებულო პროცედურების შემდეგ როგორც იქნა გადმომცეს ჩემი კონვერტი და უხალისოდ შევუდექი მის გახსნას, არადა როგორ სიზმარს ვხედავდი, მე და დემე ვიყავით ზღვაში, ცურვას მასწავლიდა, ვერთობოდით, ვმხიარულობდით, ის იყო უნდა ეკოცნა და...

კონვერტში წერილი აღმოჩნდა, კითხვა დავიწყე და.......


************

აკას აგარაკზე თითქოს არაფერი იყო შეცვლილი.... ეზოში ჰამაკს მოვკარი თვალი... აივანზე პუფები ისევ ისე ეწყო... თითქოს ბოლოს აქ 4 წლის კი არა დღის წინ ვყოფილიყავით.... დემეტრე ჩვეული, დინჯი ნაბიჯებით მომიახლოვდა, ზურგზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი, მისი სუნამოს არომატი ცხვირს მიწვავდა და ჭკუიდან მშლიდა...
–იცი რატომ გეძახდი წითელს?–ჩამჩურჩულა.
მაშინვე გამოვფხიზლდი, ყოველთვის მაინტერესებდა, ახლა კი მომეცა შანსი ყველაფერი გამერკვია...
–რატომ?–მოვტრიალდი.
–იმ ღამითაც წითელი გეცვა...წითელი კაბა
–პირველად რომ გნახე? ბათუმში რომ წავედით? რა წითელი კაბა, შორტებით ვიყავი, საჭესთან ვაპირებდი დაჯდომას–ავყვირდი.
–მაშინ არ მინახიხარ პირველად....ეს მანამდე იყო–სიგარეტს მოუკიდა და გამომხედა.
–გახსოვს, რომ გეუბნებოდი, მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ, ოღონდ აქამდე არ გიცნობდიო?
მექანიკურად დავუქნიე თავი.
–ასეც იყო, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა მიყვარხარ... პირველად უნივერსიტეტში გნახე... პირველ კურსზე იყავი... მაშინ მე უკვე ვამთავრებდი და პრაქტიკის გავლა იქვე შემომთავაზეს, კომპიუტერულ მომსახურებას ვუწევდი უნივერსიტეტს..
ეჭვის თვალით შევხედე..
–ხო კარგი–ჩაიღიმა.–მე და ბიჭებმა ბაზა გავტეხეთ და ქულები შევიცვალეთ, მერე აღმოჩნდა, რომ ლექტორს რაღაც შეეშალა, მთელ კურსს შეუსწორეს ქულები და ასე აღმოაჩინეს ჩვენი დანაშაული, თორემ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
–და ეგრე დაგსაჯეს?–გამეცინა.
–იცოდნენ, რამე უარესს მოვიფიქრებდით და დეკანმა ზუსტად ასე გვითხრა: ჯობია თქვენი რესურსი კარგ საქმეს მოხმარდესო... გეგონება პრინტერების გასწორებას და windows–ის გადაყენებას დიდი რესურსი სჭირდებოდა.. მოკლედ ასე დავიწყეთ ე.წ მუშაობა უნივერსიტეტში. პირველად მაშინ გნახე, კრიმინოლოგიის ლექტორს რომ ეკამათებოდი, ხატიას ქულა რომ დააკლო... ისეთი თავდაჯერებული იყავი, არგუმენტირებულად კამათობდი, შევატყვე ლექტორიც აღფრთოვანდა შენით, მაგრამ ასე უცებ დათმობას არ აპირებდა, შენც შეუპოვარი იყავი, საკუთარი აზრი და მეგობარი ბოლომდე დაიცავი და მაინც შეაცვლევინე ქულა, მახსოვს, როგორ ჩამოგართვა ხელი მან და წარმატებები გისურვა, სიამაყით ავივსე რატომღაც, ჩემ გარშემო ყოველთვის ისეთი გოგონები იყვნენ, საკუთარი აზრის დაცვა კი არა, გამოხატვაც არ შეეძლოთ, იმიტომ, რომ არც გააჩნდათ... შენ კი სულ სხვა იყავი...ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული...მაშინ მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება გეძებდი და როგორც იქნა გიპოვე........იმ დღეს, უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი, უკვე მიყვარდი.....
გაოგნებული ვუსმენდი მის აღსარებას და ყურებს არ ვუჯერებდი....

************

სირბილით ავედი მეორე სართულზე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე, თან კესოს და ხატიას ვეძახდი ისტერიულად....
–რა ხდება, გოგო?–შემოვარდა შეშინებული ხატია.
–მივდივართ, ჩაალაგეთ
–ხო არ გაგიჟდი, ასე უცებ რა ბზიკმა გიკბინა?–გაბრაზდა კესო.
–ბზიკი და ტირანოზავრი არ ვიცი მე, ჩაალაგეთ დროზე!– ვიყვირე
–კეს რა ხდება? რატომ არაფერს ამბობ? მხოლოდ იმ შემთხვევაში გვიმალავ რამეს, როცა საქმე.... –გაგრძელება ვეღარ მოახერხა ხატიამ.
–ჰო ხატ, საქმე ჩემს სამსახურს ეხება. ვერაფერს გეტყვით, მაგრამ უნდა დამიჯეროთ, ახლავე უნდა დავტოვოთ ბათუმი.... თან ბიჭებთან დაუმშვიდობებლად–ბოლო სიტყვები ფაქტიურად ჩემთვის ვთქვი, მაგრამ გოგონებმა მაინც მოჰკრეს ყური...
არაფერი უთქვამთ, არ გაუპროტესტებიათ, უხმოდ ჩაალაგეს და წამომყვნენ, ხატიას რკინიგზაში დარეკვა და ბილეთების დაჯავშნაც მოესწრო, ტაქსი მალე მოვიდა და ჩვენც სადგურისკენ გავემართეთ.... აი ასეთი გოგოები მყავდა მე, განსაკუთრებულები ....

თბილისში ჩასვლისთანავე პროკურატურისკენ გავემართე, გიორგის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევვარდი და წერილი დავუგდე მაგიდაზე... ბრაზით სავსე თვალებით ამომხედა, თან გაოცებას ვერ მალავდა..
–რა ხდება, ეკა?
–წაიკითხეთ ბატონო გიორგი–ამოვიოხრე.

აბა რას იტყვით? თქვენი აზრით ვინაა წერილის ავტორი ან როგორ განვითარდება მოვლენები? : )))) მახარებთ ძალიან თქვენი კომენტარებით <3 შემიყვარდით ყველა <3



№1 სტუმარი ემი

არა რააა, ჩემ ნერვებს შეიწირავ, ვატყობ.... winked

ანუ, დემეა ის საერთაშორისო დონეზე ძებნილი, რომლის შეყვარებაც უკვე მოვასწარით?... love

 


№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ემი
არა რააა, ჩემ ნერვებს შეიწირავ, ვატყობ.... winked

ანუ, დემეა ის საერთაშორისო დონეზე ძებნილი, რომლის შეყვარებაც უკვე მოვასწარით?... love


არაფერია გამორიცხული :))) შემდეგ თავში გაირკვევა ბევრი რამე, სულ სამი თავი დარჩა :) მადლობა, რომ კითხულობ :*

 


№3  offline წევრი ბაბუაწვერა

ძალიან საინტერესოა, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. იმედია დემე არ აღმოჩნდება იმ საქმეში გარეული, რასაც ეკა იძიებს. belay

 


№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ბაბუაწვერა
ძალიან საინტერესოა, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. იმედია დემე არ აღმოჩნდება იმ საქმეში გარეული, რასაც ეკა იძიებს. belay


მმმ ძალიან მახარებთ თქვენ მე :) <3 სამწუხაროდ, მხოლოდ 24 საათში ერთხელ მაქვს სიახლის დადების უფლება, ხვალ საღამოს აუცილებლად დავდებ :)))

 


№5  offline წევრი isterichka123

კაია გააგრძელე

 


№6  offline აქტიური მკითხველი tamo1804

isterichka123
კაია გააგრძელე


აუცილებლად :) ხვალ იქნება დიდი თავი <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადე თორე მოვკვდები ამ ინტრიგით

 


№8  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ანი ანი
მალე დადე თორე მოვკვდები ამ ინტრიგით



ეგოისტურად მიხარია, რომ გაინტრიგებთ :)))) ხვალ იქნება დღის განმავლობაში ახალი, დიდი თავი :) <

 


№9  offline წევრი neilo

mgonia deme agmochndeba bandis gauchinarebuli wevri.

 


№10  offline აქტიური მკითხველი tamo1804

neilo
mgonia deme agmochndeba bandis gauchinarebuli wevri.

Axal tavshi gaarkvevt, sagamos iqneba :-)

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მომწონს.. კიდევ კარგი გაცადე დამთავრება და ახლლა კითხულობ...
ამ ყველაფრის მოცდის ნერვები მქონდა ამე კიდე...
ძალიან ძალიან ძალიან ძAლიან მაგარიააა

 


№12  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo
როგორ მომწონს.. კიდევ კარგი გაცადე დამთავრება და ახლლა კითხულობ...
ამ ყველაფრის მოცდის ნერვები მქონდა ამე კიდე...
ძალიან ძალიან ძალიან ძAლიან მაგარიააა

Amm madlobis meti agaferi momdis tavshi :-) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent