სამი ფიფქი (სრულად)
7 მარტი იყო.. თბილისის ქუჩებში ჯერ კიდევ ციოდა. ლამპიონები ჯერაც ანათებდნენ ბნელ ქუჩებში. ხალხი მასიურად მოძრაობდა. არცერთი არ არღვევდა რითმს. ჩემთვის უცნობ ქუჩაზე შევუხვიე და ტელეფონის შუქით გავიკვლიე გზა. რამდენ საიდუმლოს ინახავს ღამე,წარმოგიდგენიათ..? რამდენ საიდუმლო შეხვედრას,რამდენ საიდუმლო კოცნას და რამდენ საიდუმლო ტკივილს ყველა შესაძლო ბედნიერებასთან ერთად. ამის წარმოდგენაზეც კი მაჟრჟოლებს. ქუჩა სულ მთლად ცარიელი იყო.. არც შანიძეზე იყო ბევრი ხალხი,მეტიც კანტიკუნტად დაიდოდნენ ადამიანები.. რატომ მიკვირს?ახლა ხომ ღამის 4 საათია. უჩუმრად მივუყვებოდი ქუჩას.. ორსართულიანი კორპუსიდან ხმაური გამოდიოდა. ყურადღება ამ დროს ფანჯარაში ანთებულმა შუქმა მიიქცია. წამები იყო გასული კარის მოჯახუნების ხმა რომ გავიგე.. უეცრად სადარბაზოდან ვიღაც გამოვარდა. შემეშინდა და იქვე ხეს ამოვეფარე.. გვერდით ჩამიარა,წითელი მაისური ეცვა და დახეული ჯინსები,კარგად ვერ გავარჩიე მისი სახე სიბნელეში,ლამპიონთან მიახლოებულმა,არ ვიცი სუნთქვა იგრძნო არ ვიცი ინსტიქტურად, მაგრამ უკან მოიხედა. ხესთან შეშინებული გოგონა რომ დაინახა,რას იფიქრებდა წარმოვიდგინე და სახეზე ავწითლდი,ლამპიონის დახმარებით მისი სახე ასე თუ ისე აღვიქვი.. ფეხბურთელი სანდრო გასვიანი..-ტანში გამაჟრჟოლა,ისიც კი არ ვიცოდი მისი ვინაობა საიდან ახსოვდა ჩემს გონებას,ალბათ ისევ დათას და მისი მეგობრების ბრალია,სახლში ხშირად რომ უყურებენ ფეხბურთს. ამას არავითარი მნიშვნელობა ჰქოდა,მე მისი მხოლოდ გაცხოველებული მზერა დამამახსოვრდა იმ ღამიდან.. სახლში მისულს გული ამოვარდნაზე მქონდა. ვერ ვხდებოდი რატომ მანერვიულებდა მისი ცუდად ყოფნა. რატომღაც გულს მიღრღნიდა ის ფაქტი რომ ახლა მას დახმარება სჭირდებოდა. „იმდენი გოგო ჰყავს დარწმუნებული ვარ დახმარებას ერთი მაინც აღმოუჩენს“-გამეცინა საკუთარ გულში და ოთახის კარი ფრთხილად შევაღე. *** -გამოდი ნინასთან ვართ კაფეში. -მოვდივარ.. ნინასთან როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი ირეოდა. შესვლისთანავე ჩემი გოგოები მოვძებნე და მაგიდას მივუჯექი. -რა შევუკვეთოთ?-ნიაკომ მენიუ გადაშალა. -მე ცეზარი მინდა მაგრად მშია.-ელენემ ხელი მაღლა ასწია და მიმტანიც იქვე გაჩნდა. -კარგი კესო შენ?- -ერთი წვენი ანანასის... -დაიხ იქნება მალე.. -შეხედე ვინ შემოვიდა.-ნინა მადგა თავზე. კარისკენ გავიხედე და ლამის ენა გადავყლაპე. გუშინდელი „ღამის სიზმარი“ წინ რომ დავინახე. სამ ბიჭთან ერთად იყო. ახლა ვარდისფერი მაისური და ჯინსის „ბრიჯი“ ეცვა მოკლე და დახეული. ხელში სიგარეტის კოლოფი და ტელეფონი ეკავა,თვალით ვიღაცას ეძებდა,ნინა რომ დაინახა აქეთ წამოვიდა,გეფიცებით არც მე ვიცი რატომ ამიკნაკნალდა მუხლები,რატომ ამიჩქარდა გული,ლამის ლოცვა დავიწყე რომვერ ვეცნე.. -ნინა ხო?-ისეთი ხმა ჰქონდა,კანკალიზაცია სულ გადამავიწყდა და გულის ფრიალები დამეწყო. -დიახ..-უთხრა ნინამ. -ამ საღამოს კაფის დახურვა გვინდა.. -უკაცრავად..?-ვერ გაიგო ნინამ.. -დღეს საღამოს კაფე უნდა დაიუხუროს და რა დაგვიჯდება.. -აჰ დიახ,წამობრძანდით.. ნინას გაჰყვა,მეც თვალი გავაყოლე,რა ვიცოდი მისი ძმაკაცები მე თუ მაკვირდებოდნენ.. -ესე ძალიანაც ნუ იმჩნევ თორემ ალაპარააკდა მთელი საფეხბურთო კუალიცია შენზე!-მიჩქმიტა ელენემ. -რომ მიდიოდა უკან რომ მოიხედა დააკვირდი?-გაეცინა ნიაკოს. -კაიი!-ვთქვი დაუჯერებელი ხმით. -გეფიცები ვიკოს თავს.(ელენე) -ნუ სულელობ ელენე ჭამე ეგ ცეზარი! ათ წუთში ნინა და სანდრო გამოჩნდნენ.. ბიჭებმა მის დანახვაზე,მაგიდიდან წამოდგნენ და გარეთ გავდინენ. დავინახე მინის კარში როგორ მოუკიდა სიგარეტს. გეფიცებით მეტი არაფერი,მხოლოდ გული ამიჩქარდა. -ნიინ რაო ?-ნინა ძალით დასვა ელენემ. -კაფის დახურვა უნდა ამ საღამოს,მარტო ეგ თქვა თანხაზე მელაპარაკა და წავიდა.ცხრის მერე კაფე მაგის განკარგულებაშია. -ნეტა რაში ჭირდება?-ჩემი წვენი მოსვა ნიაკომ. მე კი ისევ გარეთ მოლაპარაკე ბიჭებს ვუყურებდი. წინ სამი მუშკეტერი დაიძრა „დარტანიანმა“ კი უკან მოხედვით კიდევ ერთხელ მაგრძნობინა რომ მხოლოდ ქალი არ გრძნობს მზერის შინაარს,მერე ისევ ავწითლდი და ლამის მაგიდის ქვეშ შევძვერი,რომ ამოძვერი იქ აღარ იყო.. *** -ჩხუბი მოხდა ბარნოვზე კაფესთან,დაკავებულია გუგა კიკნაძე,რატი დოლიძე და სანდრო გასვიანი. ტელეფონზე რეკვები ატყდა. -ჰო ნი. -ჩაიცვი გთხოვ და გამყევი პოლიციაში. -რახდება? -წამოდი გთხოვ,გზაში მოგიყვები,ორ წუთში გამოგივლი და დამხვდი რა ქვემოთ. სწრაფად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავირბინე. -რა მოხდა? -გოგო გახსოვს დღეს რომ ტიპი მოვიდა ბარის დახურვა მინდაო. -ჰო სანდრო მერე?-ამიჩქარდა გული მე. -მოუყვანია ორი ბიჭი,რაღაცაზე ლაპარკობდნენ,არვიცი მისი ცოლის ძმაა ერთ-ერთი თუ რა ხდება აზრზე არ ვარ..-გული გამიჩერდა ცოლი რომ ახსენა..-აუტეხიათ ჩხუბი,ამ სანდროს ერთ-ერთი ჰყავს გალახული და მეორეს აქვს პოლიციაში დანარეკი,მე როგორც კაფის მფლობელმა ჩვენება უნდა მივცე.. -კაფეში რაიმე დაზიანდა? -არა,არაფერი საბედნიეროდ მხოლოდ ერთი სკამია გატეხილი.. -კარგად გადარჩენილხარ. -ძაან. -მაგ ტიპს ცოლი ჰყავს?-დავსვი კითხვა სხვათშორის. -კი ორი წელიწადია ჰყავს,ნანუკა კიკნაძე.. -ვაა და შვილი? -არა გოგო არ იცი?! მთელი თბილისი მაგათ ქორწილზე ლაპარაკობდა ორი წლის წინ,პროსტა ბევრი ჭორაობდა რომ „შეტენილი“ ჰყავსო ეგ გოგო მაგრადო.. -კაი?! -ჰო გეუბნები,ერთხელ კაკის დაბადების დღეზე გაიჩითა ორივე ერთად,ტიპები ისე ისხდნენ მაგიდაზე გეგონებოდა მეზობლები არიანო. -ახლა გასაგებია ალბათ ოჯახში რაიმე პრობლემა ჰქონდათ და ძმამ „ღრუზინული“ მენტალიტეტის პატრონმა „ჩაერია“-გამეცინა მე. -უეჭველი. სამართველოსთან გააჩერა ნინამ. შევედით თუ არა გოგონა დავინახე ვიღაც ქალს ეჩხუბებოდა. -სულ შენი შვილის ბრალია!ჩემს ძმას რამე რომ დაემართოს..!-გაჰკიოდა მთელი ძალით,მივხვდი ეს ალბათ ნანუკა იქნებოდა,ეს ქალი კიდე სანდროს დედა.. ქალი იმდენად ახალგაზრდა იყო,გეგონებოდათ 30 წლისაა მეტის არაო,ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ეს თუ სანდროს დედა იქნებოდა,ბევრად უფრო ლამაზი ცოლი ჰყოლია ვიდრე მე ჩემს გონებაში წარმოვიდგინე... -ნანუკა დამშვიდდი!რატომ ჩარიე შენი ძმა თქვენს პირადში?ხომ აირიდებდი ამ ყველაფერს?რა გეგონა რამდენი ხანი მოგითმენდა სანდრო ასეთ საქციელებს გეკითხები! შეწყვიტე გაუჩერებელი კივილი და დაიკავე შენი ადგილი!-უყვირა ქალმა და იქვე სკამზე ჩამოჯდა,შევამჩნიე ფერი დაეკარგა. ჩემდაუნებურად მივედი მასთან. -ქალბატონო წყალი ხომ არ გინდათ..?-ვუთხარი ხმის კანკნალით,თვალები დახუჭული ჰქონდა და ფერი წასვლოდა,ჩემს ხმაზე თვალები ოდნავ გაახილა,გამიღიმიმა და თავი დამიქნია.. წყალი ჩამოვასხი და მასთან მივირბინე.. -მადლობა ჩემო კარგო.. -არაფრის,ხომ კარგად ხართ?თუ გნებავთ.. ქალს გული წაუვიდა.. -ერთხელაც არ შემობრუნებულა ეს ნანუკა უკან,იდგა და ცივი ხმით დედამის ელაპარაკოებდა.. სასწრაფო მალევე მოვიდა. ნინა შეყვანილი ჰყავდათ მე აქ დიდხანს მომიწევდა „ყურყუტი“ ტყუილად ამიტომ გადავწყვიტე საავადმყოფოში გავყოლოდი...გულით შემეცოდა ეს ქალი,სულაც დამავიწყდა რომ სანდროს დედას მივყვებოდი საავადმყოფოში. იქ მისვლიდან ნახევარ საათში ექიმი გამოვიდა. -თქვენ თამუნას ოჯახის წევრი ხართ? -არა იცით..მე.. -თქვენს ნახვას ითხოვს. -ჩემს?-გავიოცე მე. -დიახ გოგონა რომელმაც წყალი დამალევინაო.. -აჰ კარგით.. ფეხები უკან დამრჩა და ისე შევედი პალატაში. ფერმკრთალი მომეჩვენა. -როგორ ხართ?..-ვიკითხე ფრთხილად და იქვე სკამზე დავჯექი. -შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემო კარგო ახლა ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა ეგ ცალკე საკითხავია.. -რას ამბობთ.. -ის კაპასა არც მოსულა ჰო? -თქვენი რძალი..? -ჰო ჩემი რძალი.. -არა არ მოსულა.. -შეგიძლია ერთ ნომერზე დარეკო?.. -დიახ რათქმაუნდა. ნოემრი მიკარნახა.. მეც ავკრიფე და მივეცი მობილური. თავად კი უკან დავიხიე. -ზურა.. თამუნა ვარ.. -.. -ზურა საავადმყოფოში ვარ,სანდრო დაიჭირეს,გირაოს გადავუხდიდი უბრალოდ საავადმყოფოდან არ მიშვებენ..გთხოვ დაეხმარე და თანხას ხვალვე გადმოგიგზავნი.. -.. -ჩემზე ნუ ნერვიულობ გამოვკეთდები არ უთხრა სანდროს რომ აქ ვარ.. -.. -მადლობა ზურა.. ლაპარაკიდან მცირე ხანში ჩაეძინა. ნინა გაგიჟებული მირეკავდა სად ხარო. რომ მოვუყევი მითხრა“ შენ სულ გაგიფრენიაო“ და გამითიშა. ის ვიღაც ზურა თამუნას ქმარი შესაბამისად სანდროს მამა აღმოჩნდა. საათნახევარში საავადმყოფოში მოვიდა,ყვავილები და ტკბილეული მოიტანა. მე მადლობა გადამიხადა ყურადღებისთვის და გაციელბა შემომთავაზა. რათქმაუნდა ვიუარე ნინას დავურეკე და სახლში წავედი. რა გიჟური ღამეები მაქვს გადაბმულად საკუთარ თვზე მეციენბა. სანდრო დაკავების იზოლატორიდან იმ ღამესვე გამოუშვეს. გუგას საჩივარი გაუტანია. ** მეორე დღეს კაფეში ვისხედით გოგონები.. -ზღვაზე მინდა..-წუწუნებდა ნიაკო. -მეც მაგრად..-აჰყვა ელენე. -წავიდეთ.!-თქვა ნინამ და მიმტანი რომელიღაც მაგიდასთან გააგზავნა. -ოჰ,შენ კაფეს ვის უტოვებ ქალბატონო? -ეე ამ კაფეზე ჯვარნაწერი კიარ ვარ,დავუტოვებ დედაჩემს მიხედოს ათი დღე არ მოკვდება. -კესო შენ რას იზამ?-მკითხა ნიაკომ და ტელეფონი წამართვა.“დავიწვი“. -სანდრო გასვიანი..შენ მეღადავები?-იცინის ნია. -რაო რაო?-თვალები დაქაჩა ელენემ. -დამიბრუნე ტელეფონი!-ხელი გავიშვირე ნიასკენ. -მოიცა მოიცა მეგობრობის სურვილი არ გაქვს კესო?ჰა?-იცინის ნია და სკამიდან დგება. -ნიაკო არ გაბედო! დამიბრუნე ტელეფონი! უკან გავყევი მეც. ნიას სიარული სირბილში გადაიზარდა,მთელი კაფე მომარბენინა,კარებისკენ გაიქცა ,კარში გამასწრო მე კიდე ვიღაცას პირდაპირ „შევასკდი“... არ ვიცი ერთადერთი ვარ თუ არა ვისაც ასეთი „დამთხვევების“ ადრე არ მჯეროდა,მაგრამ ახლა უნდა დამეჯერებინა ის ფაქტი რომ ჩემი ტელეფონი სანდრო გასვიანის ფეხებთან ეგდო,მე ლამის მიხუტებული ვყავდი და მისი ძმაკაცები გაღიმებულები უყურებდნენ შეშინებულ ნიაკოს. ფრთხილად დაიხარა,ტელეფონი აიღო,დახედა,მანდ მივხვდი რომ საშინელ შარში ვიყავი ჩემი ფეხით გარეული,გაეღიმა,დაბლიდან ამოაპარა მზერა და ტეელფონი დამიბრუნა. მივხვდი რომ ხელი რაიმესთვის რომ არ მომეკიდა ტელეფონის კიარა ჩემი „აღება“ მოუწევდა,კაფის კარს ჩამოვეკონწიალე და ხელით ვანიშნე შედითქო.ისევ ის სამი ბიჭი ახლდა რომლებიც გუშინ. მე გარეთ გავედი და ნიაკოს ვეტაკე. -რა გააკეთე ხვდები მაიმუნო,ცანცარა,ბოთე გოგო?! -ვხვდები და არაფრის კესო,დიახ დიახ! -გადაიკისკისა ნიამ. -უნამუსო ხარ! -ჰა მოწიე.-იცინის ნია. სიგარეტი მომაწოდა,მე რათქმაუნდა ხელი ავკარი „პირობა პირობა იყო“... შიგნით შევედი. არ მახსოვს მის მაგიდას როგორ ჩავუარე.. მხოლოდ შეხება მახსოვს... მის მერე არაფერი.. ჩავიარე თუ არა ხელი გამოსწია და ჩემსას შეახო,მთელი სხეული გამითბა,უკან ინსტიქტურად მივიხედე არ მიყურებდა... -კე-სო!-დამარცვლა ნინამ და თვალები გააფართოვა. -ვიღაცა შეყვარებულიაა!-თავი გადააქნია ელენემ. -მოიცა რაა! ფუ შენი ტელეფონი გატყდა.. -იიჰ მაჩვენე.. -აიჰ..-ნინა გატეხილ ტელეფონს უყურებდა ჩვენს მაგიდას სანდრო რომ მოუახლოვდა. -შეიძლება?-იკითხა და სკამი გამოსწია. -რათქმაუნდა.-დაეთანხმა ელენე. დაჯდა თუ არა ბოდიში მოვიხადე და გავედი,თან ელენეს ტელეფონი წავიღე ვითომ ვლაპარაკობდი,რა ვქნა არ შემეძლო ერთ მაგიდასთან მასთან ერთად ჯდომა. ათასი რამე მომაგონდა ტვინში,,დავაწყვე ტექსტები“ როგორ უხდიდა ნინას ბოდიშს,და ანაზღაურების თანხას სთავაზობდა,დავინახე რომ წამოდგა და გავიდა,მეც დავასრულე ლაპარაკი „არავისთან“ და შევედი. -ძაან შოკი ტიპიაა აი ძან!-გაწელა ელენემ. -შოკი არა იხვის ტოლმაა! -იხვის ტოლმა რაშუაშია გოგო შოკიათქო! -ვაიმე ნინა გააჩუმე! -გაჩერდი თორემ სანდროზე ალერგია აქვს -სიცილი აუვარდა ნინას. -ძაან უნამუსო გოგოები ხართ! -გმადლობთ დიდო კესო გმადლობთ! ** ღამის პირველი საათი იყო,სიკვდილამდე მომინდა გარეთ გასვლა. ტელეფონს დავხედე,საწყალი ისეთ დღეში იყო ნომრებიც აღარ ჩანდა. ხელში მეკავა ზარის ხმა რომ გაისმა,ძალიანაც რომ მოგენდომებია ნომერს ვერ დაინახავდი. -გისმენთ.. -გძინავდა?..-ტანში გამცრა 100-დან 101%-ით ვიყავი დარწმუნებული გასვიანი რეკავდა. -როელი ხარ..? -იცი ვინც ვარ..-მითხრა კმაყოფილი ხმით.. -რატომღაც .. -სანდრო ვარ გასვიანი.. -გისმენ.. -ნინას ბარში გამო საქმე მაქვს.. -ახლა?საათი გაქვს სახლში?-ვიკითხე დამცინავად. -ღამით ქუჩაში სიარული აბა ჩემი ჰობია?-კანკალი დამეწყო,ენა ვერ გავამოძრავე შიშიგან,რისი მეშინოდა დღემდე ევერ ვხვდები.. -იცი სანდრო უცნობებს არ ვხვდები ღამის პირველ საათზე. -ჩემი სახლი იცი,ახლა უკვე ნომერიც,ნანახიც გყავარ და მეთი ეფექტურობისთვის დედაჩემსაც იცნობ..რაღა უცნობი ტო?.. -არ მინდა გმადლობთ.. -გინდათქო არ მიკითხავს საქმე მაქვსთქო ეგ გითხარი,ნინას ბარში გიცდი..-გაბმული ზარის ხმა გაისმა.. ლამის მოვკვდი,კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე..მერე მივხვდი რომ არ უნდა წავსულიყავი,მაგრამ მაინც წავედი,დამიჯერეთ მაგ დროს ტვინს ვერანაირ ადეკვატურ მოქმედებას ვერ მოსთხოვ. ნინას ბართან ფეხით მივედი. კიბეზე ავირბინე და კარი შევაღე. გაგეცინებათ და არავინ დამხვდა. ჩემთვის სიცილი ამივარდა,მეც არ ვიფიქრე რომ აქ მოსვლით თავს შეიწუხებდა?მაგრად „გამაღადავა“..სიმწრისგან ხელები მოვმუშტე და დავიფიცე სადაც ვნახავცდი იქ მივახლიდი ყველაფერს,წამოსვლას ვაპირბდი ზარის ხმა რომ გავიგე,ტელეფონზე დავიხედე,აქ არავინ რეკავდა.. ზარი მაგიდიდან მოდიოდა.. გავოგნდი იქ არავინ იჯდა,სკამიი გამოვწიე და გაბანტულმა ყუთმა თვალები ამიჭრელა. ზარიც ზუსტად იქიდან მოდიოდა. ყუთი გავხსენი და ტელეფონი ამოვიღე. ზუსტად ისეთი ვარდისფერი „ეიფლის“ მობულრი იყო რომელიც მე მის ფეხებთან დავლეწე... „სანდრო“ რეკავდა.. მეც ავიღე. -მგონი ეგაა,რაც მოგწონდა.. -არ იყო საჭირო,ამ საჩუქარს ვერ.. -მისმინე..მისმინე.. ამ საჩუქარს აიღებ იმიტომ რომ ტელეფონი ჩემი მიზეზით გაგიტყდა,რასვიზამთ.. მე კიდევ ჩემი ვალი მოვიხადე,“სერიოზული“ არაფერი კესო..-ისე ლამაზად თქვა ჩემი სახელი დედაჩემი შემიყვარდა კესო რომ დამარქვა, ეეჭვება ასე ეთქვა გოგოს სხვა სახელიც მაგალითაად „ნანუკა“..მერე გათიშა. სახლში აღარ მივსულვარ. კაფეში გავათენე. დილით მზის სხივებმა თვალი მომიჭრა. ნინა რომ დავინახე ელენესთან და ნიაკოსთან ერთად გაფართოებული თვალებით თავიდან შემეშინდა. -აქ რა გინდა გოგო! -მე ...არაფერი.. -ხომ გეუბნებოდით გასვიანი რღაცას უჩალიჩებსთქო!აბა ტყუილად გთხოვდა ბარის ისევ დახურვას?.. -სულელია ეგ ბიჭი ნამვილი სიგიჟეა. -ტელეფონი გაჩუქა?-შეჰკივლა ნიაკომ. -უჩუქნია! -გაუჭირდებოდა.-გეცინა ნინას. -არაფერიც არ მაჩუქა უნდა დავუბრუნო.. -წარმატებები. მერე სამივეს გაეცინა ჩემს სახეზე.. მერე მეც. *** ქალი საშინლად რთული მექანიზმია,წამიერად შეუძლია მოგანიჭოს ბედნიერება და ერთი სიტყვით გამოგიყვანოს მწყობრიდან. ვერასოდეს ვერ ვხვდებოდი იმ ადამიანების გონების საიდუმლოს ვისაც იმდენად უყვარდა მეორე რომ მის გამო ყელაფერზე იყო წამსვლელი. ცოლი რომ მოვიყვანე 20 წლის ვიყავი. მთელი თბილისი მაგაზე ლაპარაკობდა,ფეხბურთელმა სანდრო გასვიანმა ბიზნესმენის ირაკლი კიკნაძის შვილი ცოლად მოიყვანა,ნანუკა.. ჩემი ცხოვრების ორი წელიწადი. ორჯერ გამრავლებული 365 ღამე ყვირილში გათენებული,დღე სახლში არ მისული.. ჩემი და ნანუკას ოჯახი თავიდანვე განწირული იყო დანგრევისთვის,როგორ არ მევედრებოდა დედაჩემი იქნებ გაუგოო,იქნებ შეიყვაროო,ეგ ხომ შანსი არ იყო?! მე?თან დაძალებით ვინმე შემყვარებოდა?არ არსებობდა. ნანუკა ისეთი ფენომენია რომელსაც სჭირდება ქმარი,ადამიანი რომელსაც მუდმივად მის ჭკუაზე ატარებს,წადი იქ,მოდი აქ! და ასე შემდეგ.. მე თუ მკითხავთ მაგას ქმარი კიარა ძაღლი უფრო სჭირდებოდა,მის მოთხოვნებს რომ შეასრულებს..ნანუკას არ შეეძლო გაეგო შენთვის,თამაშიდან დაღლილი სახლში მისული საჭმლის გამოღებას რომ ვთხოვდი მაცივრიდან და ლექციას წამიკითხავდა რატომ უნდა ავმდაგრიყავი მე და მოვმსახურებოდი საკუთარ თავს,ამასაც არ იკმარებდა მთელ მოდგმას გალანძღავდა მამაკაცაებისას,რომლებიც ქალებისგან შეუძლებეს მოითხოვდნენ,ნანუკას არ ესმოდა რას ნიშნავდა ზრუნვა ერთმანეთზე,არ ესმოდა სიყვარული რა ხილი იყო,არ ესმოდა არანაირი ვალდებულება მისი როლისა რომელიც ჩემ ცხოვრებაში ჰქონდა,ერთი წლის შემდეგ ყველაფერი გაირკვა ის მისთვის მე ჩემთვის,ჩემი შემოსავლის ნახევარი მისი იყო,ამაზეც არ მქონდა პრობლემა. იმ ღამით სახლში მისულმა აბაზანის მიღება გადავყვიტე,ტელეფონი იქვე დავდევი მაგიდაზე,აბაზანიდან გამოსულს დივანზე დამხვდა დამჯდარი,თავს იქით-აქეთ აქნევდა,ოდნავ გაღიმებული ჩემს ტელეფონში წერილებს კითხულობდა.. -შენ უსაქმურ ძმაკაცებს მეტი საქმე არაფერი აქვთ?სულფეხბურთს როგორ უნდა უყურებდეთ?სულ როგორ უნდა იყო ასული მაგათთან?-საბოლოოდ ამჭრა ამ სიტყვებმა. იმ ღამით საშინლად ვიჩხუბეთ.. ოთახი ჩემი მაისური გადავიცვი და სალხიდან გიჟივით გამოვვარდი. ღამის 4 საათზე განათებულ ქუჩებს გავხედე,გეზი მარცხნივ ავიღე შანიძეზე, ჩემი სახლის წინ ხეს რომ გავცდი,ვიღაცის ლანდი შევნიშნე,უკან ინსტიქტურად მოვიხედე და გოგონა დამხვდა... მასთან მისვლის სურვილმა ლამის გადამრია,მაგრამ მეორედ მიხედვისას იქ აღარ დამხვდა. თითქოს აორთქლდა. არადა არასოდეს დამავიწყდება მისი ლამაზი ნაკვთები..ბუნდოვნად რომ ჩანდა,ლამპიონების შუქზე. *** იმ დღის მერე აღარ გამოჩენილა. ყოველ ღამე მაბოდებდა თითქოს ტელეფონზე მირეკავდა.. თუმცა ეკრანზე არც ზარის ნიშანი იყო არც სანდრო ეწერა.. ლამის ვათენებდი მისი ფეისბუქის გვერდზე და ვფიქრობდი დავთანხმებოდი თუ არა მის მეოგობრობას. იმ დღეს გოგონებმა კაფე არ დავკეტეთ და შემოსავლების გაორმაგების აღსანიშნავად დალევა გადავწყვიტეთ. -ნინას კეფეს გაუმარჯოს!-ჭიქა მაღლა ასწია ელენემ. მის მერე აღარ დაგვიწევია. საშინლად ნასვამები ჯერ ვცეკვავდით მერე ძველ ამბებს ვყვებოდით,ვიცინოდით .. -ვიკოს უნდა დავურეკო..-თვალები აუწყლიანდა ელენეს, -ივერის „ვიკოს“ რატომ ეძახის?-სიცილი ამივარდა მე. -შენ რა მებლატავები შენ ბიჭს სანდრო რომ ჰქვია?-გაეცინა ელენესაც. -ელენე..!-გაისმა ტელეფონში ვიკოს ბოხი ხმა.ყველანი გავისუსეთ,სიცილს ძლივს ვიკავებდით. -ვიკოო..-გაწელა ელენემ. -ნასვამი ხარ?-გაეღიმა ვიკოს,ხმაზე შევატყვეთ. -ცოტა,ვიკო მარტო ხარ? -არ ჩემი ძმაკაცები არიან,რაიყო ლევან შეავსე რა..! ჰო რა იყო ელე გისმენ.. -შენც სვამ?-ცრემლები წამოუვიდა ელენეს. -რაგატირებს გოგო ჰო რაიყო? -მეც ვსვამ ვიკო.-სიცილი ვეღარ შევიკავე მე. -პრივეტ კესარიუშ!-მე თუ ივერიზე დავცინოთი თვითონ მისი დიდი ბებიის სახელი კესარია მომარგო. -აი შენ და შენი კესარიაც რაა! -მოკითხვები ჰო?მადლობაა! გისმენ ელენე რა იყო? -ნუ დასცინი დამპალო! ყველას სანდრო ვერ ერქმევა! -მე იდიოტი ფუ! -ივიკო მიყვარხარ! -ვაიმეე დავიწვი სიყვარულში მომეცით ტელეფონი გიორგის ვურეკავ!-დაიწყო ნინამ. -მეც მიყვარხარ ელენიკო,სად ხართ? -ნინასთან ბარში.. -გამოვიდე? -მოიცაა!-სპიკერზე ჩართულ ტელეფონს ელენემ ხელი დააფარა.-გოგონებო რომ გამოვიდეს არა?! -გამოვიდეს!-გაჰკივლა ნიაკომ. -მოდიო!! -კაიც-გაეცინა ივიკოს და გაუთიშა. ნინამ გიორგის დაურეკა,ნიაკომ მის შეშლილ თაყვანისმცემელ ლუკა არსენიძეს. ივიკოს,გიორგიმ და ლუკამ დაასწრეს,მე ვიჯექი ბატის ჭუკივით და ვუყურებდი ამათ მომღიმარ სახეებს. სანამ ივიკო არ შემოვიდა და უკან სანდრო გასვიანის ძმაკაცი არ მოჰყვა. -პრივეეტ!-წამოდგა ნინა ფეხზე,ერთადერთი იყო ვისაც ადგომის თავი ჰქონდა. ივიკომ არაყი და ტკბილეული მოიტანა. გასვიანის ძმაკაცის დანახვისას,იმედი გამიჩნდა სანდროს მოსვლის.. ბოლოს იდმენი მელაპარაკეს,სანდროსთან მე დამარეკინეს.. -არა პროსტა უთხარი რომ ლევანი მოსიაშვილი აქაა,ივიკოსთან ერთადთქო და გეძახიანთქო თორე შენ რა შუაში ხარ.!-მიცინის „მაიმუნური“ სიცილით,მეც ჩემი ჭკუით მიზეზი მქონდა და დავრეკე. -ალო..-გაისმა ტელეფონში ხმა.ყველა გაჩუმდა. -ისა.. -ჰო..-ისევ გაგუდული ხმა. -ისა ის.. -გისმენ კესო... -ჰო ის ანუ.. ეცინება,მერე მეც მეცინება,მერე მაგიდაზე მჯდომებს ყველას ეცინება. -სანდრო ის.. -გამოართვით ვინმე სანამ დადნა!-(ივიკო)საცემი თუ არ იყოს რა! -რა ხდება?-როგორც ჩანს ძილბურანიდან გამოვიდა. -ბავშვები ნინასთან ვართ კაფეში! თუ გინდა გამოდი! შენი მეგობრებიც აქ არიან! ვსო მეტი არაფერი!-ისე სწრაფად ჩავილაპარაკე გეგონებოდათ ცხელი კარტოფილი აქვს პირში და ვერ ლაპარაკობს ნელაო,არ გამითიშია ტელეფონი მაგიდაზე დავდევი... შიშენული ვუყურებდი აპარატს და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ივერიკომ იმდენი დამცინა, ბიჭს წესიერად ვერ ელაპარაკებაო ლამის ტირილი დავიწყე. აცრემლებული ვიჯექი ნინა მაწყნარებდა,კარი სანდრომ რომ შემოაღო. ყველანი აიშალნენ სანდრო დიდი ნაცნობივით გადაკოცნეს,მე ვიჯექი მხოლოდ მაგიდაზე...სამაგაიეროდ თვითონ მოვიდა ჩემთან. დაიხარა საფეთქელთან მაკოცა და.. -ნუ გეშინია გამოდგის ჩემთან ლაპარაკი..ეღიმება და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს. თენდებოდა. ისე მეძინებოდა ლამის და თავი დავარტყი მაგიდას. მიხვდა რომ უაზროდ მეუხერხულებოდა მისთვის მხარზე თავის დადება,ჩემი სკამი მისკენ მისწია,და მიმიხუტა,წინააღდმეგობა ვერ გავუწიე ვერც სანდროს და ვერც ძილს.. აღარ მახოსვს ნინასთან სახლში როგორ ავღმოჩნდით. რომ გავიღვიძე თავი სანდროს ლოყაზე მქონდა მიდებული,ნინას საწოლზე ვიწექით,“სრულიად ჩაცმულებული“ სანდროს ლეპტოპი დადებული ჰქნდა კალთაში და ოთხი ალქაჯის სურათებს ღიმილნარევი სახით ათვალიერებდა. გაღვიძებულს მომინდა დაძინებულის როლი მეთამაშა,თუმცა სარკემ ჩამიშვა. -გაიღვიძე.? კარადასთან მდგომარე სარკეში ჩანდა როგორ ვახამხამებდი თვალებს,სანდრომაც სარკეს შეხედა. -აჰამ..-რასაკეთებ აქ? -გეძინა ჩემზე და არ გაგაღვიძე. -და აქ როგორ მოვედით..? -ნუ გამახსენებ,წონაში დაკლებაზე იფიქრე-გაიცინა და შუბლზე ძალით მაკოცა. -მაიმუნო!-წამოვიწიე მე. -მართლა კიარა, ძაან მსუბუქი ხარ!გეფიცები ჩემ თავს! -ოჰ! -გაიღვიძეთ?მოდი ვისაუზმოთ რაა! ნუცა გავუშვი კაფეში. ნინამ უგემრიელესი ბლინები გააკეთა,პატარა მაგიდასთან ვიჯექით ცხრა კაცი და ისე ვჭამდით. ელენეს ფეხი ივიკოს ფეხზე ჰქონდა გადადებული და ივიკო აჭმევდა. -ოოჰ არ გვიდნა ახლა აქ ჩახუტებები და სიყვარულობები რაა!-გაიცინა ლევანმა. -აბსოლიტურად ვეთანხმები!-ვთქვი ამაყად და ლევანს თავი დავუკარი. -სანდრო ერთი გააჩუმე რა ეგ .-გაიცინა ივიკომ და ელენეს ტუჩებთან მიუტანა ბლინის ნაჭერი. იმ დილით გადავწყვითეთ რომ ჩაქვში წავსულიყავით. სახლში არ გადავსულვარ,ნინას საცურაო კოსტიუმით წავედი. ორი მანქანით გავემგზავრეთ ზღვისპირეთში. მანქანაში ნიაკოს „ შეანელე, ნელა იარეს!“ და ნინას „ნუ მიღოღავ, ჩქარა იარეს!“ მეტი არაფერი მომისმენია. ნიაკო უკან ფოტოებს იღებდა,მე და სანდროც უკან ვისხედით მასთან ერთად. -გამოიხედეთ. -აუ ნიი რა ფოტოსესიის ხასიათზე ხარ მოიცა რა! -უჟმურო!სანდრო გამოახედე. -აჰა!-ლოყაზე ხელი მომკიდა და კამერისკენ გამახედა. ის ფოტო დღემდე მაქვს.. ბასეინზე ბევრი ხალხი ირეოდა. შეზლონგზე ჩანთები დავაწყეთ და ოთხივე სტარტზე დავდექით. წესად გვქონდა ოთხივე ერთად ჩავმხტარიყავით წყალში. ტრადიცია შევასრულეთ და ბიჭების აბლოდისმენტები დავიმსახურეთ. -უკვე მომბეზრდა არსენიძის გაბადრული სახე.-მიჩურჩულა ნიაკომ. -მეკაცთანე ხარ უნამუსო ვიყო!-გადავიკისკისე და ვიგრძენი ვიღაცამ ფეხებში როგორ დამქაჩა. ივერიკო იყო,მაშინ იმდენი წყალი ვლყაპე,მიკვირდა აუზში როგორ ბანაობდნენ,მთელი აუზი მუცელში მქონდა. ჩემი ტაჯვის მერე ივერიკოს ჯერი დაგდა,მე და ელენე ზურგზე დავახტით,თუმცა მაინც მე მაყურყუმალა წყალში.. ასე რომ ივიკოსთან გამკლავება არ შემეძლო,გულმოსული აპტარასავით დავჯექი აუზთან და სანდროს საწყალი“მიშველეს“ თვალებით გავხედე. -რაო ვიკომ მოგერია?-მითხრა და წყალში ჩავიდა. -დამპალი იმდენი წყალი ვყლაპე ..ჰუჰ! -მერე ვიკომ არ უნდა ყალპოს ? -კი მაგრამ ვერ ვერევი,რამდენი მივედი ახლოს სულ დამინახა და აიჰ! -კაი მოდი აბა ჩამოდი..აი ესე..-ფეხებში მომკიდა ხელი და წყალში ნაზად ჩამსვა,ისე რომ მეც კი გამიკვირდა.. -დაგვინახავს.. -ნუ გეშინია მოდი ვითომ მე მელაპარაკები.. -აჰამ.. -მე ქვემოთ ვიქნები შენ ზემოდან დაახტი და ეგაა,ნახოს როგორ უნდა წყლის ყლაპვა. -კაიც!-გავიცინე მე და ელენესკენ გავცურე. სანდრომ ნიშანი მომცა,მეც ივიკოსკენ წავედი. -კესო რა გინდა ახლა,კიდე გინდა წყალი?-მითხრა შემბრალე თვალებით და სანდრომაც ფეხებში ჩავლო ხელი,სიცილი ამივარდა მხრებზე დავაწექი და საწყალი ვიკო წყალში ორ წუთზე მეტი გააჩერა სანდრომ. მე რაღათქმაუნდა თავს ვუშველე და ზემოთ ავედი. იქიდან ამოსულს ფერი აღარ ედო სახეზე. -რაო ვიკო კარგი იყო წაყლი?-ვიციოდით მე და ნიაკო. -აი შენ!შენ! შენ ნახე რა გიქნა.-იცინოდა ვიკოც და სანდროს დასდევდა. ის დღე მალე გავიდა,ალბათ იმიტომ რომ როცა ბედნიერი წუთები გაქვს,დრო ძალიან არ განებივრებს და მალე მიდის.. დაღამებული იყო,ლევანის აგარაკზე ჩავედით სარფში. კოცონი დაანთეს და ლევანის ბაბუის ხნიერი გიტარა გამოიტანეს. ლუკამ ისე ტკბილად იმღერა,ნიაკომ ლამის აქეთ აუხსნა სიყვარული,ბიჭს რომელიც ცოტა ხნის წინ აწუხებდა. მე და ნინა ერთმანეთზე მიხუტებულები ვუსმენდით ლუკას, ნიაკოს ვჩქმეტდით ხოლმე დროდა დრო და ჩუმ-ჩუმად ვიცინოდით. მერე გიორგი და ნინა დასაძინებლად წავიდნენ,ლევანიც მათ მიჰყვა.. ლუკამ კისერი მეტკინა დავისვენებო და ეგეც წავიდა,ელენემ და ვიკომაც ოთახებისკენ გასწიეს. დავრჩით მე,სანდრო და ნიაკო. ნიაკომ უხერხულად იგრძნო(როგორც იქნა) თავი და წავიდა. -ცოლს გავშორდი.. გული ამიკანკალდა.. -რატომ?ცუდია.. -არა კარგია.. -რატომ არის კარგი? -ჰო ალბათ არც გავშორდებოდი,მანამდე შენ რომ არ გამეცანი.. სულ გავფითრდი. -მე რაშუაში ვარ?ვკითხე ხმის კანკალით. -შენ ტო?შენ რა შუაში ხარ?შენ თავში ხარ! -არ მესმის სანდრო.. -წესით უნდა გესმოდეს..წამოდი დავიძინოთ ძალიან გვიანია.. დავემორჩილე და წავყევი.. მე საწოლზე დავიძინე მან დივანზე. * ეს ის გრძშნობაა,ღამით რომ ვერ იძინებ. რომ ვერ ხვდები დამნაშავე ხარ თუ ბედნიერი. ჩემს დანაშაულს სიმართლე გითხრათ უფრო მცირე ადგილი ეკავა ჩემს გულში ვიდრე ბედნიერებას. არადა ზუსტად მე ვიყავი წლების წინ გამალებით რომ ვამტკიცებდი სხვისი უბედურების მზიეზი მე არ გავხდებითქო. ცრემლები მომერია,რაღა მაინდამაინც სანდრო?მე ხომ არასოდეს არ ვიყავი ვინემს ყურადღებით განებივრებული გოგონა. ერთი ზედმეტად უბრალო თბილისელი ბავშვი რომელსაც არასოდეს ჰქონია იდეალური თავგადასვლების ილუზია საკუთარ ცხოვრებაში. ვიწექი ჩემთვის და გავყურებდი მთვარეს. ზღვის სუნი მიბრუებდა თავს,ისეთი ლამაზი იყო ღამით განათებული ზღვა,ისეთი ლამაზი იყო იმ ღამით ყველაფერი.. ან არ ვიცი ქნებ „არაფრისგამო“ გახარებული ადამიანის თვალით დანახაული ის გარემო რაც მის ირგვლივ იშლება. ის გარდამავალი წამი მესტუმრა მკითხველო.. ის წამი როცა არ იცი რის გამო გაქვს მოზღავვებული ენერგია,არ იცი რატომ დაფრინავენ ირგვლივ პეპლები,სინამდვილეში კი ჩამი-ჩუმიც არ ისმის... ვერ მოვითმინე ღამის 4 საათზე ადექი და შესასვლელში გავედი. იქ სანდრო მეგულებოდა,მძინარე. დამხვდა კიდეც.. თავთან ჩავიმუხლე და სახეზე ხელი გადვუსევი,თავიდან შეიშმუშნა,სასიამოვნო იერი აღიბეჭდა მის სახეზე,გული გამითბა,მომღიმარი ისეთი საოცარი სანახავი იყო,ადამიანს იმის სურვილი მოგკლავდა,ნეტა ყოველ დღე ასეთ გაღიმებულს ვხედავდეო..უცებ მომაწვა ფიქრები იმის შესახებ რომ არსებობდა კიდევ ნანუკა.. ქალი რომელიც არასოდეს წაიშლებოდა სანდროს მეხსიერებიდან,რამნიშვნელობა იყო „კრუელად“ დაამახსოვრდებოდა თუ „კონკიად“? არანაირი!ხომ დაამახსოვრდებოდა,მთავარი ეგ იყო.. დავფიქრდი და მივდხვდი თუ მის გვერდით ვიქნებოდი,გულს გამომიჭამდა ის შეგრძნება რომ მე დავუნგრიე ოჯახი.. ხელი უკან წავიღე სურვილის საწინააღმდეგოდ და ადგომა დავაპირე,რომ მაჯაში სიმძიმე ვიგრძენი,რამაც უკან დამხია. -მოიცა რა..არ წახვიდე.. -მეგონა გძინავდა.. -არ მძინავს.. მერე სიჩუმემ დაისადგურა,თითქოს ჩემ ფიქრებს კითხულობსო ისე დაიწყო.. -კესო შენ ჩემი ოჯახის დანგრევასთან არაფერ შუაში ხარ..ადრე თუ გვიანნ მაინც მომბეზრდებოდა ნანუკას ქმრის სტატუსის ტარება,ადრე თუ გვიან მაინც გააკეთებდა ისეთივე რამეს რაც იმ ღამეს გააკეთა,ხესთან რომ გნახე... ერთი წამითაც არ დაადანაშაულო თვი ჩემი ოჯახის დანგრევაში გასაგებია?შენ უბრალოდ მიზეზი იყავი რის გამოც ეს პროცესი დავაჩქარე.. -საერთოდ არ მიცნობ სანდრო.. -ჩემთვის საკმარისია ის რაც ვიცი შენზე... -არაფერიც არ იცი.. გაეღიმა,“ვიციო“ ჩუმად მითხრა და ჩემი ხელი მის ხელებში მოაქცია,მერე ძილი გააგრძელა,მეც ვიჯექი იატაკზე,მის თავთან.. მერე არ მახსოვს ალბათ მეც მიმეძინა. დილით იაკოს ყვირილმა გაგვაღვიძა. -ლუკაა!! სანდრო შეშინებული წამოხტა,მე მას გავეკიდე,ნინა და ელენე ოთახებიდან გამოვარდნენ,ბიჭებიც მათ მოჰყვნენ. ნიაკოს ოთახის კარები შევაღეთ და იატაკზე დაჩოქილი ლუკა რომ დავინახეთ ბეჭდით ხელში,ეს არანორმალური კიდე ლოგინზე იდგა მე და სანდროს სიცილი აგვივარდა. -ნია ხომ გითხარი ხმადაბლა შიეცხადეთქო?-ეჩურჩულებოდა ლუკა, ნიაკოს.მასზე საყვარელი ბიჭის მნახველი არ ვიყავი. -წამო,წავედით ხელი არ შევუშალოთ. -არა!არა იყავით!-იკივლა ნიაკომ.-კესო მიდი ფოტო გადამიღე ვითომ არ ვიცი. ამაზე ყველა სიცილისგან ოთხად ვიკეცებოდით,ფოტომანია ჰქონდა ამ გოგოს,მეც გადავუღე ფოტო „ვითომ არ ვიცი“ს ჰაშთაგით ფეისბუქზე გამოვაქვეყნე და ნია და ლუკა და მოვნიშნე. ბიჭები პროდუქტებზე გავუშვით, მე და ნინა საჭმელებს ვაკეთებდით,ელენე და ნიაკო ფოპტოებს იღებდნენ ბეჭედთან. 10 საათის შემდეგ.. -მოდი ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს..-ჭიქა მაღლა ასწია ლევანმა. -გაუმარჯოს..-ყველამ დავლიეთ. ჩემს გვერდით იდო სანდროს ტელეფონი,ზარი შემოვიდა,მეც ინსტიქტურად ჩემი მეგონა და ავიღე. -ალო...-დავაფიქსირე სანდროს გაკვირვებული მზერა და გოგოების „რასაკეთებ გოგოს“ სახეები. -ალო ვინ ბრძანდებით? -კესო..-ვთქვი ამაყად. -სანდრო სად არი?? -ბატონო?-მაგიდაზე ჩემს ტელეფონს დავხედე და სირცხვილისგან წინ რომ პომიდორი მქონდა იმას დავემგვანე,სანდროს ტელეფონი შევაჩეჩე,ტელეფონს დახედა და მომაწოდე. -უთხარი რომ არ მცალია.. -იცით არ ცალია..-დაბნეულმა ვუპასუხე ქალს. -შენ მისი მორიგი „ქალი“ ხარ ხო?მალადეც!ასე უცებ მოასწრო?ხალხის არ სრცხვენია?ან შენ არ გრცხვნეია ცოლიან კაცს რომ ხვდები..?-ცრემლებმა თვალები დაფარეს,წამის მეასედში ლოყებზე გადაინაცვლეს.. -უკაცრავად გოგონა ვიღაცაში გეშლებით,მე მისი არც „ქალი“ ვარ და არც არავინ!ტელეფონი გავთიშე და სანდროს დავუდე მაგიდაზე..ცრემლები მოვიწმინდე და არაყის ჭიქა გამოვცალე.. -კესო თუ გინდა..-წამოიწყო ნინამ. -არა!არ მინდა..მეტის ილუზია არც შემიქმნია,გავაგრძელოთ რაღაცას ვყვებოდით.. მახოსვს ივიკოს შეშლილი სახე ჩემს ცრემლებზე,მერე ლევანის მზერა სანდროს მიმართ,მერე მახსოვს ნინამ გამომიყვანა. -გეფიცები არ იტირო თორემ თბილიში ჩავალ და იმას თმებით ვითრევ! -მე..არა.ნი..მე გეფიცები..არც კი..მე.. -ვიცი ჩემო პატარავ ვიცი რომ შენი მიზანი არც მაგათი სულელური ოჯახის დანგრევა იყო დაა არც სანდროს შებმა! -მე ...-ტირილს ვერ ვიკავებდი,მინდოდა ბოლომდე ამომეღო ის რაც ამ გოგომ წუთნახევარში დამიტოვა სხეულში,სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ. ოთახში ვიყავი სანდრომ რომ შემოაღო კარი.. -უნდა ვილაპარაკოთ.. -არაფერი არ მაქვს შენთან სალაპარაკო.. -ნინა ერთი წუთით ხო?!>. -ჰო ..-ნინა გავიდა. -რაგინდა? -კესო მისმინე,ვიცი რომ ჩემი ბრალია ასე რომ ხარ,უბრალოდ მაპატიე კარგი..? -რა გაპატიო ჩემი მასხრად აგდება? -ნუ სულელობ კესო ..გეფიცები არ მინდოდა ესე მომხდარიყო,ვიფიქრე შენს ხმას რომ გაიგებდა მალევე მომშორდებოდა და გათიშავდა,მაგრამ ასეთია ჰო 2 წელიწადია მეც ასე მიმწარებს ცხოვრებას,ვიცი რომ ჩემ ტკივილთან შენ არაფერ შუაში ხარ მაგრამ,გეფიცები არ მინდოდა ესე მომხდარიყო.. ოთახის კარი გაიუხრა და წავიდა. მისთვის პასუხის მისაბრუნებლად გავყვევი რომ დავინახე როგორ აიღო მანქანის გასაღები.. მეც უკან გავყვევი. -სანდრო...-უკან გაჰყვა ლევანიც. -თბილისში მივდივარ,ბავშვებს ბოდიში მოუხადე.. -რაგინდა ბიჭო თბილიში..? -იმას სასწაულს ვუზამ...!-რამდენჯერმე შეიგინა და მანქანის კარი გააღო. -სანდრო!-ეზოში გასულმა დავუყვირე, -შედი კესო სახლში... მანქანის კართან მივირბინე და შუაში ჩავდექი.. -თუ წახვალ მეც წამოვალ!სანდრო რა გინდა გადამრიო?რამე რომ დაგემართოს?ასეთ მდგოამრეობაში საჭესთან არ დაგაჯენ წამოდი სახლში!-ვუყვიროდი თვალცრემლიანი და ხელზე ვექააჩებოდი პატარა ბავშვივით.. -არაფერი მომივა კესო შედი სახლში! -მეც ჩავჯდები იცოდე! -არა კესო შედი სახლში!ლევან! -ლევან არ გაბედო ხელი მომკიდო!სანდრო გადმოდი გთხოვ..გეყო დღეს რაც მატირე გთხოვ გადმოდი სანდრო.. -ნინამ ძალით გამომწია სანდრომ კარი მოხურა და მანქანა მოწყვეტით გავიდა ეზოდან.ნინას ჩავეხუტე და ცრემლები მომაწვა. გონების ყველა დეტალი იმაზე ფიქრობდა რომ სანდრო ავარიაში მოხვდებოდა,ნასვამი თან ასეთ მდგოამრეობაში..წარმოდგენაც მიჭირდა როგორ ჩააღწევდა თბილიში. ღამის პირველ საათზე დამირეკა. ხმა ისეთი ჩახლეჩილი ჰქონდა მთელი გულით შემეცოდა. -რაშვები .. -უნამუსო ხარ..დათუნას გეფიცები უნამუსო ბიჭი ხარ! -კესო.. -ჩემ სახელს როგორ იძახი..შენ იცი მაინც რა დღეში ვიაყვი რომ წადი?რატომ ვნერვიულობ მეთვითონაც არ ვიცი!მაშინ როცა არ ხარ მაგის ღირსი! -კესო.. -რა კესოო გისმენ რაა ! -გიყვარვარ?..-ისეთი დაღლილი ხმა ჰქონდა,თან ასეთი კითხვის მერე ,ცრემლები მომაწვა. -სანდრი რა გინდა მითხარი რა..რაც გამოჩნდი მის მერე ან ვტირი ან გულაჩქარებული დავდივარ,რა გინდა,ჩემსგარდა თბილიში გოგო არ დადის?.. -კესო.. გიყვარვარ მეთქი? -ჰო მიყვარხარ!მერე?რაგინდა მერე..ჰა ვთქვი..გისმენ რა მერე..-ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილზე,ნინამაც გაიღვიძა და გაოცებულმა მომაპყრო დიდი შავი თვალები. -მეც მიყვარხარ კესო...-აღელვებული ხმა მშვიდმა ჩაანაცვლა. -სანდრო სად ხარ..? -დედაჩემთან.. -.. -მოგიკითხა..-ეღიმება. -ჩემგანაც მოიკითხე...ელაპარაკე....იმას..? -ველაპარაკე.. -მერე.. -გაგეცინება ისეთი რამე მითხრა... -რაო..-გამეცინა კიარა მუხლები ამიკნაკალდა. -თუ გაგშორდებიო მხოლოდ იმ შემთხვევაში რაც გაგაჩნია იმას მე თუ გამიყოფო,კონტრაქტის პირობით ხომ ეგრეაო,სახლი ჩემიაო.. -რაო?სულ ეს იყო?ამის გამო ცხოვრობდა შენთან? -ჩემი ქონების ნახევარი კესო..მამამისის ბიზნეს ამოქაჩავს აი მაგისთვის იყო ჩემი ცოლი...მოკლედ მაგაზე აღარ გვინდა რა რასშვრებიან ბავშვები.... -რავიცი არაფერს.. -ხვალ ჩამოდი რა გთხოვ.. -ჰო ხვალ ყველანი მოვდივართ.. -დაიძინე მიდი..გვიანია.. -ტკბილიძილი...-ჩუმად ჩავილაპარაკე მე. -მიყვარხარ.. -მეც.. სამი ფიფქი.. ** ღამის ოთხი საათი. ტელეფონის შემაწუხებელი ზარი ტვინს ბურღავს. სრული და პირდაპირი გაგებით. სამჯერ გავთიშე და მეოთხედ ავიღე. -კესო გაიგუდე?-მესმის სანდროს ნასვამი ხმა და მეღიმება.. -ძილს მაინც რატომ არ მაცდი? -ჩამო რა გნახავ.. -საათი გაქვს სახლში? -მაინცდამაინც ღამის ოთხ საათზე მინდა შენი ნახვა! -სხვა დროს სად გცალია.. -აუ ნუჭედავ ჩამო გიცდი.. ჩავედი ეზოში,ისეთი სიცხე იყო ჰაერი არ მოძრაობდა. დედაჩემიც რომ ძირს დამხვდა გული გამისკდა. -რახდება?-გავიოცე მე. -ჭკვიანად სანდრო აბა თქვენ იცით..-ხელში იმ ჩანთას აძლევდა მე რომ 3 წელიწადია ვემუდარები მაჩუქოს და არ მჩუქნის ცოცხალი თავით.ოხ ნატა! რაღაც ზედმეტად „საეჭვოდ“ მომეჩვენა ამათი თავყრილობის ამბავი! არადა იქ მარტო სანდრო და ნატა იდგენენ,ყოველთვის კარგად უგებდა ნატა სანდროს,რომ არ მოგატყუოთ ცოტა,სულ სულ ცოტა ეგოისტობის მომენტიც მიჩნდებოდა. -არაგრცხვენია ნატაშკა?ჰა ჩაჯექი კესო სწრაფად.. -რახდება ხალხო? -ჭკვიანად დე.-მაკოცა შუბლზე და მანქანის კარი გამიღო. თავიდან გახევებული ვიდექი,საერთოდ ვერ მივხვდი რა ხდებოდა,სანდრომ ძალით ჩამსვა მანქანაში და ფალიაშვილიც თვალს მიეფარა. -სად მიდვიავრთ სანდრო? -გაიგებ მაგას მერე,დაიძინე შენ მიდი გვიანია.. -სულ გააფრინე ხო?რა დამაძინებს ახლა? -დაგაძინებს ძილი..მოდი დამადე თავი აი ესე..-შუაში ბალიში ჩადო,პატარა და მოხერხებული,მე წინა სკამზე ფეხები ავკეცე და თავი მუხლებზე დავადე. გეფიცებით როგორ ფუმფულა საწოლზე არ ვარ ნაწოლი,გინდ ბებოსთან გინდ ნინასთან გინდ საკუთარ სახლში გინდაც სასტუმროში მაგრამ ამაზე ტკბილი ძილი?არ ახსოვს ჩემს ქვეცნობიერს. თვალები რომ გავახილე დილის 7 საათი იყო. მანქანა გაჩერებული ბათუმის აეროპორტთან და მომღიმარი სანდრო მანქანაში. არ შევიმჩნიე წელის ტკივილი და გავსწორდი. -სად მივდივართ სანდრო? -ადექი აიღე ტელეფონი ჩანთას მე წამოგიღებ.. -სად მივდივართ ადმიანო სად! -გაიგებ მერეთქო! -სანდრო.. სანდრომ აეროპორტში შემიყვანა,რეგისტრაცია გავიარეთ ბილეთები მიაწოდა და ბოლოსდაბოლოს გავიგე.. „ბათუმი-ნიცა“(ეს ის პერიოდა ვიზალიბერალიზაცია და ამბები რომ გვაქვს და ყველაფერი) თვიმფრინავში პიჟამას შორტით და მაისურით რომ ვიჯექი,“ოლსტარის“ კეტები მაახლოევებდნენ ნორმალურობასთან. ჩემთვის მეცინებოდა ნიცაში მივდიოდი პიჟამოებით. სასაცილო იყო აბა არ იყო? ამას მარტო სანდრო „არანორმალურად“ წოდებული გასვიანი თუ გააკეთებდა! -ყველაზე გიჟი ადამიანი ხარ! -მეც მიყვარხარ. -რაღა მაინდამაინც ნიცა? -არ გევასება საფრანგეთი? -ყველაზე ძალიან,მანდ მინდოდა წასვლა მაგრამ შენ საიდან გაიგე? -მეც მყავს ჩემი ჩიტები კესო.. -ყველაზე ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ. -ნუ ახლა.-ეცინება და თავს მხარზე მადებს. წამი როცა რეალობა ოცნობაზე უკეთესია.. *** ხმელთაშუა ზღვის სანაპირო. ულამაზესი ხედი. გარემო რომელსაც „ოცნება“ შეიძლება უწოდო. სახლები ყავისფერი სახურავებით იმდენად ლამაზ გარემოს ჰქმნის. აქ სულ სხვა ჰაეირა,სიყვარულით გაჯერებული. ფრანგების მკვეთრად გამოთქმული „ღ“ იმდენად სასიამოვნოდ მხვდებოდა ყურში საათობით შემეძლო მომესმინა მათი ლაპარაკი,ისევე როგორ იტალიური.. თუმცა ახლა მე ვიყავი ნიცაში და არა ვერონაში. ვიყავი სანდროსთან ერთდ. ** -თქვი მიყ-ვარ-ხარ! -არამ..- ვყვირი და გავრიბივარ. -კესო დაგიჭერ და-იცინის სანდრო და უკან მომდევს. -მოდი დამიჭირე! -დავიღალე აჰა მოდიი რა გთხოვ.-არადა დაღლის არაფერი ეტყობა. -არა დამიჭირე მიდი!-ვიცინი მე და მთელი სანაპირო ზოლი ჩვენ გვიყურებს. რომ არა პატარა ბავშვი რომელიც წინ შემთხვევით გადამეღობა სანდროს კიდევ დიდხანს მოუწევდა სირბილი. პატარა ბიჭი იყო,ქერა,იმდენად ქერა იყო რომ მისი თმების გულწრფელად შემშურდა,ცისფერი თვალები ჰქონდა და ულამაზესი ბიჭური იერი. დავიხარე და ინგლისურად სახელი ვკითხე. გერმანელი აღმოჩნდა. ჩემდა გასაკვირად სანდრო გამოელაპარაკა. იმდენად კარგად ლაპარაკობდა გერმანულად გაოცებული ვუყურებდი. ბავშვს კარგი დასვენება უსურვა და ეშმაკურად გამომხედა. ის გამოხედვა საბოლოო ჯამში ზღვაში ჩაგდებით დასრულდა. *** ღამის სამი საათია,ისეთი ლამაზია ღამის ნიცა.. სანდროს სძინავს.. სჯობს თაავად წავიდე სასეირნოთ ოღონდ მარტო.. უეცრად ტელეფონის ზარი მაკრთობს. გაუგებარ სიჩუმეში უცბად რომ ახმაურდა. ავიღე ჩემი ძმა რეკავდა... -კესო როგორ ხარ..? -კარგად დათ შენ ? -კარგად..გაგაღვიძე..? -არა არ მეძინა რაიყო? -მისმინე არ ინერვიულო რაღაც უნდა გითხრა... -ჰო დათო გისმენ.. -ნატაა ცუდად.. გავითიშე. ვერ გავაანალიზე რა მითხრა ჩემმა უნცროსმა ძმამ. -დათო რა თქვი..? -ნატაა ცუდად კესო,თუ შეძლებ ჩამოდი.. კავშირი გაწყდა. გაწყდა ჩემსა და სამყაროს შორის. ყველაფერმა ირგვლივ ტრიალი დაიწყო. გავნადგურდი მთლიანად. ვერ ვხდებოდი ირგვლივ ცეცხლი ყველაფერს ეკიდებოდა თუ ეს უბრალოდ ჩემს გონებაში ხდებოდა ასე.. სანდრო შევანჯღრიე.. -მმ.. -სანდრი გაიღვიძე გთხოვ.. -რა ხდება ..? -ნატაა ცუდად ..უნდა წავიდე.. -რა? -დათამ დამირეკა,ცუდადაა ჩამოდიო..უნდა წავიდე სანდრო მაპატიე..-ჩანთაში გაუანალიზებლად ვყრიდი ყველაფერს. -რასჭირს,მოიცა მეც მოვდივარ მარტო ხოარ გაგიშვებ.. -არ ვიცი არ უთქვამს რა სჭირს..გაეთიშა.. ** მეორე დილით აეროპორტში სანდრომ ბილეთები გადაცვალა და თბილიში გავფრინდით.. აეროპორტში სანდროს დედა დაგვხვდა თამუნა.. სასწრაფოდ სახლში წავედი.. იქ არავინ დამხვდა,ლამის ჭკუიდან შევიშალე დათამ რომ მითხრა საავადმყოფოშიაო.. იქ მისულს უკვე დამაგვიანდა.. დედა აღარ იყო.. საავადმყოფოს დიდი დერეფანი მარტომ გავიარე,სანდრო უკან მომდევდა.. ეგეც ბუნდოვნად მახსოვს.. მახსოვს ჩემი გოგოების აცრემლებული თვალები,მახსოვს გიორგის ატირებული სახე,დათა გულოში ჩაეკრა და ტიროდნენ.. მახსოვს როგორ გააქნია ბებომ თავი,ყველაფერი მახსოვს იმ მომენტამდე სანამ მამაჩემის ფეხებთან არ დავეცი მუხლებზე.. ის ტკივილიც მახსოვს მეტი არაფერი.. რომ გამოვფიხზლი სანდრო თავზე მედგა,აცრემლებული მიყურებდა და თავზე ხელს მისმევდა.. -აქ რა გიდნა?.. -კესო მე შენთან... -შენი ბრალია! -რა?..-დაიბნა სანდრო.. -შენი ბრალია ყველაფერი!დედაჩემს სიმსივნე ჰქონდა,მე კიდე იმდენად ვიყავი შენთან რომანში გართული მისით არც დავინტერესებულვარ!ამას ახლა,მისი სიკვდილის შემდეგ რატომ ვგებულობ! -დამშვიდდი პატარავ.. -კიდე მე დავმშვიდდე?ნუ მეკარები!შენი ბრალია,რომ ვერ შევამჩნიე..შენი ბრალია წადი სანდრო!-საწოლიდან წამოვხტი და სანდროს ხელით კარისკენ ვუბიძგე.. მახსოვს იქვე სარკში მოვკარი საკუთრ ანარეკლს თვალი.. საერთოდ არ მგავდა ეს გოგო.. იმდენად სხვა იყო ვერ ვიცანი.. თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა და გაფითრებული იყო.. არანაირი მსგავსება არ იყო ჩემ და იმ კესოს შორის იქ რომ ჩანდა.. სანდრო წავიდა.. უფრო სწერედ ბიჭებს გაუყვანიათ ეგეც არ ვიცოდი დათამ მითხრა. * 1 წლის შემდეგ.. *** -გგონია დამირეკავს?-გამეღიმა მე და ნინას მუცელზე ხელი დავადე.. -დიახაც დაგირეკავს,დავიჯერო არ ახსოვს რომ დღეს 2 წლის თავი გაქვთ..? -რაღა წლისთავი ნინა?დაშორდა და იმ ბიჭმა რაქნას?რამდენჯერ ემუდარა,რამდენჯერ აუხსნა ეს არა!მაინც თავისას აწვებოდა..-უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ნიამ. -მე მაინც მგონია რომ დაურეკავს.. -გადადე ტელეფონი..-წარბაწევით მითხრა ელენემ.. -მომეცი აქ!-წამართვა ნიამ და გაიქცა. -კაი რაა ნიაკო!-უკან დავედევნე.. ის რაც მოხდა ვფიქრობ თქვენც ხვდებით.. მუხლების კანკალი,სხეულში სიცივე,მუცელში პეპლები ჰო.. ზუსტად ჩემი ტელეფონი ისევ მის ფეხებთან გატყდა.. გული გამიჩერდა,ხელები გამეყინა. ნელა დაიხარა და ტელეფონი აიღო. ისევ ისეთი იყო არ შეცვლილა. რომ გამიღიმა გითხარით?..ჰოდა გამიღიმა... -როგორ ხარ კესო..? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.