შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაჩე ვიბლიანი თავი 3


11-08-2016, 08:35
ავტორი bethelimit
ნანახია 3 691

ბავშვებო პირველრიგში რაც მინდა გითხრათ ისაა, რომ ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით. პირველად გადავწყვიტე ამ საიტზე გამომექვეყნებინა ჩემი ნამუშევარი და როარ მოგატყუოთ არველოდი თავიდანვე ასეთ დამოკიდებულებას , რისთვისაც მადლობა თქვენ !!! <3




გამთენიისას ადგომამ, ამხელა გზამ და ბოლოს უკვე ზღვაში ცურვამ ძალიან მომთენთა. სახლში როგორც კი მივედით, პირველი რაც გავაკეთე - ჩამოვიბანე ზღვის წყალი და მაშინვე ოთახისკენ გავეშურე დასაძინებლად. ბალიშის დანახვა და ჩემი გათიშვა ერთი იყო.

____


-კესო
-ჰო ნიკა
-რომელი საათია რატო არგძინავს?
-ღამის თერთმეტი საათია. მე კიარა შენ რატო გაიღვიძე ასე ადრე?
-შუადღის მერე მძინავს და როგადამება შუაღამისას გამომეღვიძებოდა. ეგ კიდე არმაწყობს.
-გასაგებია
-რავქნათ ახლა ჩვენ? ასე უსაქმურად ხოარ ვიჯდებით?
-რას მთავაზობ რო? - ეშმაკურად აუთამაშა კესანემ წარბები როგორც სჩვევია და მომენტალურად დააბნია ჩვენი ბიჭი, თუმცა ნიკა რის მეგრელი იყო, არც ის ჩამორჩა
- ჯერ-ჯერობით მხოლოდ სეირნობით დავკმაყოფილდები
-ანუ ჯერ-ჯერობით ხო? - უნებლიედ გაეცინა კესოსაც
-ხო ნუ თავიდან ესეც საკმარისია და მერე ვნახოთ იქნებ სადმე სხვაგანაც დაგპატიჟო
-ააა დაპატიჟებაზეა საუბარი?
-ხო აბა შენ რაიფიქრე ქალბატონო?
-არაფერი არაფერი - ვეღარ იკავებდა სიცილს კესო - წავიდეთ გავისეირნოთ - კისკისით გაუყვნენ ბათუმის ბულვარისკენ გზას და რამდენიმე საათით მთელ სამყაროს გამოეთიშნენ.

____


უკვე საკმაოდ ბნელოდა როგამეღვიძა. თვალები მოვიფშვნიტე და შევეცადე წამოვმჯდარიყავი, მაგრამ აშკარად რაღაცა მიშლიდა ხელს. დავიხედე მუცულზე და დავინახე ვიღაცის ტორი, რომელიც ნორმალურად განძრევის საშუალებას არ მაძლევდა იმდენად მჭიდროდ მქონდა შემოხვეული. მზერა გავაყოლე ხელს და რასვხედავ? ბატონი ვაჩე ვიბლიანი მოწოლილიყო ჩემს გვერდით, საწოლში და უდარდელად ფშვინავდა. ამის დანახვა, შემდეგ გააზრება და ჩემი ყვირილი ერთი იყო.
-რაგაყვირებს? რახდება? ცუდად ხარ? გტკივა რამე? - წამოხტა დაფეთებული.
სულ ცოტაღა მაკლდა და ალბათ ჩემი სიცილით ავიკლებდი მთელ ბათუმს, მაგრამ მადლობა ღმერთს მაშინვე მოვეგე გონს და მაქსიმალურად გაბრაზებული სახე მივიღე - რა გინდა შენ ჩემს საწოლში? (სალომე)
-შენი საწოლი როდის აქედან არის ეს? (ვაჩე)
-სანამ ამ სახლში ვცხოვრობ ჩემია!
-აბა კარგად დაფიქრდი, იმ ოთახში ხარ სადაც უნდა იყო? - იმდენად ცუდად მომხვდა ეს სიტყვები ყურში, რომ დავიძაბე და მორიდებულად მოვავლე თვალი კედლებს - რააააა? ვაიმეე ღმერთო ეს.. ეს შენი ოთახია?
-ჩემია მაგრამ თუგინდა დარჩი მე არ მაქვს პრობლემა - ირონიულად მომიგო და ამით უფრო გამახელა
-მე სერიოზული ბიჭი მახსოვდი და მგონი ვერ ხარ ამ ბოლო დროს შენ
-ანუ ვერ ვარ? - თან ნელ-ნელა ჩემსკენ დაიწყო სვლა. იმდენად დავიბენი, რომ ენა ჩამივარდა
-სალომე მიპასუხე ანუ ვერ ვართქო? ასეთ შთაბეჭდილებას გიტოვებ? - უფრო და უფრო მცირდებოდა ჩვენ შორის მანძილი. მანამ არ გაჩერდა, სანამ კედელთან დასჯილი ბავშვივით არ ამაყუდა.
-არ გამცემ პასუხს?
-ხოოო ვერახარ ვერაა - ამოვიბლუყუნე როგორღაც ფერდაკარგულმა
-და რატო ვერ ვარ? - ის არ იკმარა კედელს როჩამახუტა, ახლა სახით მომიახლოვდა
-ვ..ვაჩეე არაა
-მიპასუხე - ზედმეტად მომთხოვნი გაუხდა ტონი
-უუუ..ბრალოდ ვვიხუმრე
-იტყუები
-ვაჩეეეე გთხოოოვ - ბოლო ენერგია მოვიკრიბე და ისე ამოვიკნავლე
-რას მთხოვ
-გგგაჩერდიი - ძლივსღა ამოვთქვი ეს სიტყვები და კოცნის მოლოდინში თვალები დავხუჭე, მაგრამ უცებ ჩაცინების და კარის გახურვის ხმა მომესმა.
ჯერ ერთი თვალი გავახილე, მერე მეორე და როგორც იქნა მთელი სხეული მოვადუნე.
დედა რაიყო ეს აა?
გულამოვარდნილი საწოლის კიდეს დავეყრდენი როარ წავქცეულიყავი, მაგრამ მალევე როგავიაზრე რაცგააკეთა ცეცხლი მომეკიდა და ლამის კედლებზე დავიწყე სიარული ისე გავბრაზდი.
ეს დასასრული ნამდვილად არ ყოფილა. თვალი გავაპარე ჩემივე სხეულისკენ და იმ წუთას გავაცნობიერე, რომ მხოლოდ ლიფით და ტანგით ვიყავი. ზოგადად არ მიყვარს პიჟამოები, მითუმეტეს მიკიმაუსებიანი და დათვებიანი. აქედან გამომდინარე ძირითადად ტრუსით და მაიკით მძინავს ხოლმე, მაგრამ ეტყობა იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ სულ გადამავიწყდა და პირდაპირ მივწექი.
ღმერთო რასირცხვილია, რასიფიქრებდა? კი მაგრამ მთელი ღამე ასე თუ ვიყავი რანაირად შეძლო დაძინება? ადვილი საქმე ხომ არ არის გვერდით თითქმის შიშველი ქალი იწვეს და შენ იძინებდე? აი მესმის ძმაო მოთმინების უნარი.
უუუუუუუფ სულ გავგიჟდი მემგონი. იმის მაგივრად რომ ვბრაზდებოდე და სიფათს ვახევდე წეღანდელის გამო, ახლა მეცინება კიდეც.
ღმერთო გაძლება მომეცი!

___


ამ ინციდენტის შემდგომ მომდევნო ორი დღე მისგან სრულ იგნორს ვგრძნობდი. თუ შემთხვევით მაინც გადააწყდებოდა ჩვენი თვალები ერთმანეთს, ისიც ირონიულ მზერას მტყორცნიდა და მაშინვე სხვა რამეზე გადაჰქონდა ყურადღება. გოგოებისთვის არაფერი მითქვამს, რადგან ნატალიასი ცოტა არიყოს მრცხვენოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვაჩე მისი დეიდაშვილი იყო. ხოლო კესანეს რაც შეეხება ვიცოდი ტვინს შემიჭამდა და ისევ გაჩუმება ვარჩიე.

მეოთხე დღეს როგორც ყოველთვის დილით ზღვაზე გავედით. გოგოები მზეს ეფიცხებოდნენ. ნიკა როგორც ყოველთვის კესოს გვერდით იწვა და შიგადაშიგ ელაპარაკებოდა კიდეც. დამიანე და გაბრო პლიაჟზე გოგოების დაკერვის მეტს არაფერს აკეთებდნენ. მე თავიდთავად სიღრმეში ვიყავი გასული და ტივტივთან ერთად ვფიქრობდი. უკვე გამოსვლას ვაპირებდი მძიმე სხეული რასაც ქვია როდამეცა ზევიდან
-ვაიმე რახდება? - გვარიანად შეშინებულმა მოვრთე ღრიალი
-მიშველე გეხვეწები ცურვა არვიცი დავიხრჩობი (ვაჩე)
-ღმერთო ჩემო შენ სულ გაგიჟდი? რა გამასხარავებს ამხელა კაცს? შენ რო ცურვა არიცოდე აქამდე როგორ მოხვიდოდი, ვერხედავ ნაპირი ძლივს რომოჩანს?
-აქამდე ვიცოდე მარა ეხლა დამავიწყდა
-ნუ მაიმუნობ ვაჩე და ხელები აკონტროლე თუ შეიძლება ნუ მიფათურებ სხეულზე
-რა ავი ხარ რაუბედურებაა მასე ვერ გათხოვდები - გააგრძელა საუბარი ისე თითქოს არც არაფერი და ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია
-შენ მაგაზე არ ინერვიულო , ისეთს გავყვები ვინც ავსაც ამიტანს
-ანუ ჯობს ეხლავე დავიწყო შეგუება
-რა შეგუება შენ მართლა ვერახართქო გეუბნები და არგჯერა - ძლივს როგორღაც გავაშვებინე ხელი და შეუსვენებლად გამოვცურე ნაპირისკენ.



№1  offline წევრი (((end)))

აუუ საცემი ხარ ახლა რა am რა იყო ახლა ეს მოცუცქნული თავი ? angry ისე კი მომეწონა მაგრამ მოგკლავვ კიდევ ასეთი პატარა რომ იყოს love

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu dZaaan pataraa magraam kargii iyoo

 


№3  offline წევრი aNuGi

რა საყვარლები არიან love
ძალიან მომწონს!
წარმატებები!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4  offline წევრი mariami18

მაგარია :* მალე დადე შემდეგი

 


№5  offline წევრი isterichka123

კაია კაი მომწონს სჰოკი გოგოხარ გაგრდზელე

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

აუუ სულ ღიმილით ჩავიკითხე . კაია

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Mmmmეს სიტუაცია უკვე მომწოოონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent