შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ჩემი ქმარი და კაცი წარსულიდან. (სრულად)


11-08-2016, 21:27
ავტორი ninaaquarius
ნანახია 6 336

თითზე უკვე ლამაზი ოქროს ბეჭედი მიკეთია...ეს ძალიან განსხვავებული შეგრძნებაა. თითქოს პატარა გოგოდან უცბად დიდი ქალი გავხდი. მე უკვე გავთხოვდი...
მე შევიცვალე, ჩემგან სხვა პიროვნება ჩამოყალიბდა ბუნებრივად მოხდა ყველაფერი. არც კი ვიცი რისი თქმა მინდა, ან რისი მოყოლა უბრალოდ ვგრძნობ რაღაც განსხვავებულს. ვერაფერს ვერ დავარქმევ გრძნობას, რომლის ამოცნობაც არ შემიძლია...გესმით? არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს. მე მე ვარ მაგრამ საკუთარი თავის არ მესმის, ეს უფრო მაგიჟებს, როგორ ვერ უნდა გავიგო რა მჭირს, რა მემართება?ეს ხომ ვინმე სხვას არ ეხება...მაგრამ ზოგჯერ რთულია საკუთარი თავის გაგებაც კი. ისეთი დიდი დისკომფორტია...მდაჰ.
დიდი ხანი ვხვდებოდით ერთმანეთს შემდეგ კი ძალიან უცბად გადაწყვიტა ჩემი დანიშვნა. სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...მივხვდი გრძნობებმა გაარღვია ჩემი სხეული და სადღაც უსასრულობაში გაიფანტა.იმ წუთებში მე გავაფერადე მთელი სამყარო, თავბრუს ხვევა, გულის გახშირებული ფეთქვა, ტირილი, სიცილი ყველაფერი ერთმანეთში აიზილა და გამოვაცხვე რაღაც ახალი რეაქცია, რომელსაც ჯერ სახელი ვერ მოვუფიქრე. სახლში დაბრუნებისას მთელი გზა ვატრიალებდი თითზე ბეჭედს, ვნერვიულობდი უნდა მეთქვა დედისთვის, რომელსაც მარტო მე ვყავდი და ყოველთვის ეშინოდა ჩემი გათხოვების, მარტო დარჩენა არ უნდოდა...გაუხარდა. მაშინვე ყველას გააგებინა და იმ წამიდან მე ჩავთვალე, რომ მორჩა ყველა არასასურველი ადამიანი უნდა გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან და ასეც მოხდა. გავწყვიტე ურთიერთობა ყველასთან ვინც ჩემს "ქმარს" არ მოწონდა. რა სასაცილოა ან საკვირველია, როცა ადამიანთან რამოდენიმე წელია არ გაქვს ურთიერთობა, მაგრამ მასზე მაინც გეფიქრება და საიდანაც მნიშვნელოვანია იქიდან ვერ შლი...გონება. გონება ისევ მასზე ფირობდა "ზოგჯერ". თუ გული? არა გული დაკავებული იყო, მაგრამ გონება?! გონება თავისას აგრძელებდა და საკუთარ თავს მაზიზღებდა. ნუთუ მე დანიშნული "ქალი" სხვა კაცზე ვფიქრობდი?
პრინციპში რატომაც არა? პირველი სიყვარული ხომ დაუვიწყარია, მაგრამ...ის წლების წინ იყო. ჩვენ ცუდად დავშორდით ძალიან სწრაფად გავწყვიტეთ ურთიერთობა და ალბათ ეს იყო მიზეზი, რატომაც ვფიქრობდი მასზე. ალბათ დამრჩა სათქმელი და მოსვენებას ვერ ვპოულობდი. ზუსტად ისე როგორც გზა აბნეული სული...ჩემს სხეულში რაღაც რიგზე ვერ იყო. აშკარად ვგრძნობდი რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა, რაღაც ცდილობდა ამომძვრალიყო და საზღვრები გაერღვია, როგორც იმ გრძნობამ დანიშვნისას, რომ განვიცადე. ალბათ ის საზღვრები, რომელიც მე და იმ "კაცს" შორის იყო. გვერდიდან, რომ შევხედოთ ჩემს მდგომარეობას ალბათ, როგორი სასაცილოა. ჰო...ზოგჯერ მეც მეცინება. ზოგჯერ უბრალოდ ფიქრები გამიტაცებენ და მეც არ ვიცი რაზე ვფიქრობ. ზუსტად ამ დროს მე ვითიშები და უბრალოდ გონება მუშაობს. თავისით!
მივდივართ მე და ჩემი ქმარი გზაზე მეგობრებთან ერთად და ვიცინით. ასეთ მომენტებში ძალიან ბედნიერი ვარ. მგონია,რომ ყველა ჩვენ გვიყურებს ალბათ ყველას მოსწონს ჩვენი წყვილი. ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით შევციცინებთ...ქუჩაში უამრავი ადამიანი ირეოდა. მართლა ძალიან გადატვირთული დღე იყო.
საიდანღაც, ღმერთო ჩემო!!! ამდენ ადამიანში ამოვიცანი ის კაცი, რომელმაც მოსვენება დამიკარგა. რომელიც წლების განმავლობაში არ მანებებდა თავს. თუმცა ვის რას ვაბრალებ ეს მე ვფიქრობდი, მასზე თორემ ის უკვალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ჩემს წინ მიდიოდა, ღმერთო კიდევ კარგი, რომ თავის მოკატუნება ჩემიძლია ჩემი სასაცილო რეაქციები მაშინვე დავმალე თავი სადღაც უკან მივატრიალე მაღაზიის ვიტრინას ვუყურებდი ვითომ რაღაც მომეწონა და შევედი.
"ნამდვილად გადავრჩი! " ვფიქრობდი გულში. ალბათ მეგონა, რომ მოვიდოდა და რამეს იტყოდა. მეშინოდა!!! მეშინოდა ჩემი ქმარი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეგდო. არა!!! მათი ერთად ნახვა არ შემეძლო. ამიტომ გადასარევი ხერხი მოვიფიქრე და სულელივით ვიარე მაღაზიაში ათი წუთით. ზუსტად ვიცოდი ის წავიდოდა. ალბათ ვერც დამინახა და ალბათ არც მოვიდოდა, მაგრამ მაინც დავიზღვიე თავი. მარტო, რომ ვყოფილიყავი ალბათ გავჩერდებოდი ან სპეციალურად ახლოს მივიდოდი, მაინტერესებდა რას იზამდა. ძალიან ცუდი მომენტი გაფუჭდა...
მთელი ერთი კვირა გამყვა ემოციები. გათიშული ვიყავი თუმცა მშვენივრად შევინიღბე. ასეთ რამეს ვერ გავუმხელდი ქმარს. აბა მას ეთქვა ჩემთვის მსგავსი, რამ ალბათ გავგიჟდებოდი დავლეწავდი ყველაფერს და ბევრს ვიტირებდი, ბრალსაც დავდებდი,რომ არ ვუყვარდი. არა! მე ის მიყვარს. სიგიჟემდე მიყვარს. რასაც მეორე კაცის მიმართ ვგრძნობ ზუსტად ვიცი ის სიყვარული არ არის, მაგრამ რაღაც არის...აშკარად რაღაც დამრჩა სათქმელი...მეც აღარ მახსოვს კარგად რა, მაგრამ რაღაც დარჩა.
ერთი თვე მაინც გავიდა. თითქოს გონებაში მიწყნარდა ფიქრები, მაგრამ დაიწყო უარესი. კოშმარული სიზმრები. კოშმარული იმიტომ, რომ მე ვერ ვაკონტროლებ და სცენა ისე ვითარდა, როგორც დაიწერა ჩემი სიზმარი და მე ეს არ მომწონს მინდა შემეძლოს სიზმარში იმის გაკეთება, რაც რეალურად არ გავაკეთე. "ვერ მოვასწარი".
თითქმის ყოველღამე მას ვხედავ სულ სხვა იმიჯით, შეცვლილი ხასიათით. ის ალბათ ძალიან გაიზარდა, შეიცვალა ისევე, როგორც შევიცვალე მე. ალბათ სხვანაირი წარმოდგენა აქვს ცხოვრებაზე. იქნებ აღარც არის ჩემზე გაბრაზებული თუმცა ვფიცავ არც კი მახსოვს რითი გავაბრაზე. ხვდებით? მე აღარაფერი მახსოვს იმ გიჯური სიყვარულიდან რაც მქონდა...ის ისეთი მაგარი გრძნობა იყო, მაგრამ უცბად წაიშალა ყველაფერი. სერიოზულად! ალბათ ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე არადა მესამე წელი გადის. სხვებს ალბათ თითოეული დეტალი ემახსოვრებათ, მაგრამ მე ისიც კი აღარ მახსოვს რის გამო დავშორდით. იქნებ არ გიყვარდა? მეკითხება გონება. ვიღიმი და ვპასუხობ.
-რატომ აღარ გახსოვს არაფერი? ნუთუ დაგავიწყდა რამდენი სიგიჟე გავაკეთე მის გამო და მასთან ერთად.
ახლა გონებას ეღიმება. გულწრფელად კი არა ირონიულად...
სიზმრები გრძელდება...ალბათ რაღაცას მანიშნებს.
მეტროში ფიქრებში გავერთე ობიექტი ისევ ის იყო. ხალხი რობოტივით დადის, ერთმანეთს ზედ არ უყურებენ შემოდიან, ჯდებიან, დგებიან, გადიან. ასე შეიცვალა რამოდენიმე ადამიანი ჩემს გვერდით...მე თავდახრილი ვფიქრობ და ვითვლი გაჩერებებს, როდის მივალ B პუნქტამდე. ბევრჯერ შევხვედრილვარ ცოტა გარეკილ ადამიანებს მეტროში ამიტომ ყოველთვის ვცდილობ არ შევხედო მათ და არ მივიზიდო. სწორედ ასეთი დამიჯდა გვერდით. არც მეხებოდა, მაგრამ ვგრძნობდი მზერას, რომელიც აააჰ უბრალოდ მაცოფებდა. მინდოდა მკაცრად შემეხედა და მეთქვა "წინ იყურე!" ამას ვერ გავბედავდი. არც ამიწევია თავი უბრალოდ მზერას ყურადღებას აღარ ვაქცევდი, მაგრამ თავს არ მანებებდა.
-როგორ შეცვლილხარ...
ვერც მივხვდი მე რომ მომმართა. შემეშინდა თავის აწევა. მეშინია უცხო ადამიანებთან ლაპარაკის.
-მაგრამ მე მაინც გიცანი... ხედავ?
მეტროს ხმაურში ვერც კი ვიცანი ხმა, ამიტომ ჩავთვალე უცხოდ. თუმცა ბოლოს ნელა ავიხედე მიღიმოდა...ფეხები აკანკალდნენ, გულმა ფეთქვას მოუხშირა, თავში რაღაც გაშრა და ამეწვა, მუცელი ამტკივდა და სავარაუდოდ ფერიც დავკარგე.
-კარგად ხარ?
ალბათ სახეზე ყველაფერი მეწერა. თავი დავუქნიე სხვა ვერაფერი შევძელი. ალბათ ისეთი სახე მქონდა ბავშვები, რომ ტირილს იწყებენ ხოლმე. ისევ გაიღიმა და გვერდით გაიხედა.
-არაფერს იტყვი?
-მე...მე არ ვიცი.
ამოვილუღლუღე...სერიოზულად! მინდოდა ძალა მომეკრიბა და ნორმალურად მოვქცეულიყავი ალბათ ასეც იქნებოდა სიზმრები და ფიქრები, რომ არ მიშლიდნენ ხელს. ალბათ ნორმალური ზრდასრული ადამიანივით შევხვდებოდი,მაგრამ ახლა უძლური ვიყავი.
ჩემი ჩასვლის დრო იყო. ძლივს წამოვდექი...ფეხებში ძალას ვერ ვგრძნობდი თან საშინლად არ მომწონდა იმაზე ფიქრი, რომ ის უკნიდან მიყურებდა. მარჯვენა ხელით შევიმაგრე თავი.
მერე უკნიდან მისი სუნთქვა ვიგრძენი. ალბათ მარტო ჩვენ რომ ვყოფილიყავით იმ ღილაკს მივაჭერდი ხელს ჩემი თანდასწრებით ჯერ, რომ არავის გამოუყენებია და მემანქანეს ჩავყვირებდი. "გააჩერე ეს წყეული მეტრო, გვირაბშიც კი ჩავალ ოღონდ გააღეთ კარები. ვერ ვსუნთქავ" სწორედ ჩემმა გაფიქრებულმა სიტყვება იმოქმედა ჩემზე და ცრემლები წამომივიდა. ღმერთო რა სირცხვილია მე ამდენ ადამიანში ვტირი ის კი უკან მიდგას. თავი ნელა ავწიე და შევამჩნიე, რომ კარის შუშიდან მადევნებდა თვალს. ალბათ ისიც დაინახა, როგორ ვიტირე. მოვკვდები, რაღაც დამემართება.
როგორც იქნა კარი გაიღო. ცივი ჰაერი სახეზე მეცა და სწრაფად გავედი ვაგონიდან. მინდოდა მაღლა ხმელეთზე ასვლა. ვჩქარობდი, მაგრამ დამიჭირა. ვიღაცამ ჩემი მარჯვენა ხელი დაჭირა. მივტრიალდი, ვინ იქნებოდა თუ არა ის. ხელზე მიყურებდა და სულ დამავიწყდა,რომ საქორწინო ბეჭედს ვატარებდი. მერე ამომხედა მისი სახიდან ვერაფრის ამოკითხვა შევძელი უბრალოდ ერთი მკითხა.
-ბეჭედი?


დაბნეულობამ იმატა. ნუთუ ახლა მისთვის უნდა ამეხსნა, რომ მის გარეშე გავაგრძელე ცხოვრება და ვიპოვე ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ და მიყვარს. სწრაფად გავაშვებინე ხელი და მგონი ცოტათი შერცხვა, რომ ასეთი მდგომარეობაში ჩამაგდო. ხმას აღარ ვიღებდით. ორივე დავდუმდით და უბრალოდ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. გარშემო ყველაფერი გაშავდა ვხედავდი მხოლოდ მას. ადგილზე გავიყინე სხეული აღარ ემორჩილებოდა სურვილს, რომელიც ზემოთ ასვლას მთხოვდა. ალბათ ის ვინც ჩემი ცხოვრების სცენარი დაწერა ზემოდან უყურებდა ორ მარიონეტს,რომელთა გზებიც ისევ გადაკვეთა და ეცინებოდა... ის კი გამოძრავდა და კიბეს ზემოთ აუყვა. ცეცხლი წამეკიდა ნუთუ უბრალოდ დამტოვა წავიდა და ისევ ამდენი სადარდებელი დამიტოვა. ცოტახანში აზრზე მოვედი და ექსკალატორზე დავდგი ფეხი. ღმერთს მადლობა, რომ კიბეს თავისით აყავხარ ზევით, თორემ ალბათ მთელი ცხოვრება მიწის ქვეშ დავრჩებოდი. გარეთ აღარ იყო სადღაც წასულა...თვალებით ისევ მის ძებნას ვაგრძელებდი,მაგრამ არ ჩანდა. აზრზე ტელეფონის ზარმა მომიყვანა ჩანთა მოვქექე და ტელეფონი ამოვიღე. ეკრანზე "ქმარი" ეწერა მაშინვე ვუპასუხე.
-რას შვები? მიხვედი უკვე?
-არა, ახლა მარშრუტს ველოდები. შენ რას შვები?
-რავიცი, სამსახურში ვარ. მგონი წვიმას აპირებს არა?
-ძალიან მომენატრე იქნებ სახლში მალე დაბრუნდე?
გაეცინა.
-გუშინ, რომ მეძინა ისევ რაღაც რომანტიკას უყურე არა? მეც მომენატრე და ძალიან მიყვარხარ...მალე მოვალ.
ტელეფონი ჩანთაში დავაბრუნე და ცას ავხედე. მართლაც წვიმას აპირებდა წყეული მარშრუტი კი არსად ჩანდა.
-ალბათ რამაგარია როცა გყავს ქმარი რომელსაც უყვარხარ არა?
ახლა ნამვილად ვიყვირებდი...საშინლად გავცხარდი ის რა უკან დამყვებოდა?
გაბრაზებული მივუტრიალდი.
-შენ რა უკან დამყვები?
-რა გჭირს რატომ მიბრაზდები?
ახლაღა მივხვდი, რომ გაბრაზებული იმის გამო კი არ ვიყავი, რომ დამყვებოდა მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ იქ მიწის ქვეშ მარტო დამტოვა. თუმცა ის კარგად მიცნობდა და ჩემი ხასიათიც ხუთი თითივით იცოდა.
-აბა რას გავს შენი საქციელი?
ასეთი ლაპარაკით მივხვდი, რომ გავაქცევდი ამიტომ ემოციები მოვთოკე.
-არ ვიცი სად მიდიხარ, მაგრამ ასეთი ანერვიულებული ვერ წახვალ. იქნებ ჯობდეს სადმე დავსხდეთ და ცოტა ვილაპარაკოთ?
იდეა არ იყო აზრს მოკლებული იქნებ ახლა მაინც გამომეყენებინა მომენტი და მელაპარაკა...მერე იქნებ თავი დამეღწია ფიქრებისა და სიზმრებისაგან.
იქვე მდებარე პატარა კაფეში შევედით სადაც ყველა მაგიდა "სავარაუდოდ" შეყვარებულ წყვილს დაეკავებინა. ჩვენთანაც მოვიდა გაღიმებული მიმტანი გოგონა და იკითხა.
-რას ინებებთ?
-მე ლატე მომიტანეთ თუ შეიძლება.
მერე მე გადმომხედეს მე ხმა არ ამომიღია.
-გოგონასაც იგივე თუ შეიძლება...დიდი მადლობა.
-ახლავე მოგართმევთ. ალბათ მიმტანმა გოგონამ იფიქრა,რომ ეს ჩვენი პირველი პაემანი იყო და მისი აზრით ალბათ მე ძალიან ვმორცხვობდი...მას ასეთი ბევრი ეყოლებოდა ნანახი და ის ღიმილი თავაზიანობის კი არ იყო უბრალოდ მას სულ ეცინებოდა ასეთ წყვილზე. ბუნებით რომანტიკოსი იყო და ფიქრობდა, რომ ეს ძალიან საყვარლობა იყო. თუმცა მან რა იცოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა წლების დამთავრებული იყო და მე უკვე ქმრიანი ქალი ვიყავი...მერე ალბათ სხვა თვალით შემომხედავდა და მეტყოდა. "ძუკნავ, ნუ მოაცდენ ასეთ მაგარ კაცს" თუმცა არა ის ისევ გაღიმებული მოდიოდა და თან ჩვენი ლატე მოჰქონა. წინ დაგვილაგა.
მან კედლები მოათვალიერე ალბათ ვერსად ნახა გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ აქ მოწევა არ შეიძლება, ამიტომ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო ერთი ღერი ტუჩებით დაიჭირა შემდეგ კოლოფი მე გამომიწოდა. მე დაუფიქრებლად ამოვიღე ერთი ღერი, თუმცა დიდი ხანი აღარ ვეწევი... პირველივე ნაფაზზე დამახველა, მას გაეცინა. უხერხულობის გასაფანტად მაშინვე ვუთხარი.
-უბრალოდ დიდი ხანია აღარ ვეწევი.
-და ახლა, რატომ ეწევი? რამ აგანერვიულა?
ალბათ იმის პასუხი, რომ მის გამოჩენას აღარ ველოდი სასაცილო იქნებოდა.
-რავიცი ამინდს, სიტუაციას და ლატეს მოუხდება.
ვუპასუხე და ჩემს ფუმფულა ნაქსოვ მოსასხამში ჩავიმალე. ახლა უკვე ვეღარაფერს ვფიქრობდი უბრალოდ ვიგრძენი, რომ დაძაბულობა მომეხსნა შეიძლება სიგარეტმა იმოქმედა ან უბრალოდ ისევ გავუშინაურდი. ჩვენ ხომ ამდენი ხანი ვიცნობთ ერთმანეთს...ჩვენ ხომ...
-ვხედავ გათხოვდი.
ისევ ბეჭედზე დამაკვირდა.
-ეს ძალიან კარგია...კიდევ რა სიახლეა შენს ცხოვრებაში?
სიგარეტი ტუჩებთან მიიტანა და ღრმა ნაფაზი მოქაჩა. მე ვუყურებდი, როგორ ეწეოდა ეს ყოველთვის მომწონდა. მაშინაც, როცა ჩემს გვერდით იწვა და სიგარეტს ეწეოდა. მხოლოდ მის ტუჩებს ვუყურებდი ხოლმე,მერე კვამლს რომელსაც ორთქლმავალივით უშვებდა, მერე მე გადმომხედავდა სიგარეტს მომაწვდიდა და ცხვირზე მკოცნიდა ხოლმე.
-ვწერ.
მოკლედ მოვუჭერი.
-რა საინტერესოა...რას?
-მე გამომცემლობაში ვმუშაობ. ვწერ ბავშვებისთვის ზღაპრებს, ჩანახატებს და ისტორიებს.
ისევ გაეცინა.
-ალბათ რა საინტერესო ჩანახატი, ზღაპარი ან ისტორია დაიწერებოდა ჩვენს შეხვევრაზე.
მეც გამეცინა და თავი დავხარე.
-დაწერ?
-რას?
-ჩვენს შეხვედრას.
გამიკვირდა...ის რა ამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა ჩვენს შეხვედრას? მას ნამვილად სურდა ჩემი ნაწერის წაკითხვა სადაც ჩემს გრძნობებს დავწერდი?!
-არამგონია...თუმცა კარგი თემაა.
წვიმა დაიწყო...ჩვენ ფანჯარასთან ვისხედით გონება გამეფანტა და ქუჩის თვალიერება დავიწყე. ხალხმა ნაბიჯებს უმატა ყველა ცდილობდა არ დასველებულიყვნენ.
-შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა? რას საქმიანობ?
ძლივს გავბედე მეკითხა ის რაც ამდენი ხანი მაინტერესებდა. ნუთუ დამისახელებდა ქალს,რომელიც ძალიან უყვარდა და რომელთანაც ახლა მიდიოდა, რომ არა მე...მე ხომ შევაყოვნე.
-მე სიმართლე რომ გითხრა...
ცოტახნით პაუზა აიღო მერე ისევ განაგრძო.
მეც დავიძაბე თითქოს პასუხის მოსმენის შემეშინდა.
-ბევრი არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ რაც შენ...
წინადადება აღარ დაასრულა და პირდაპირ სათქმელზე გადავიდა.
-ბიზნესი წამოვიწყეთ მე და კახამ. მგონი ყველაფერი კარგად უნდა მიდიოდეს ჯერ ახალი ამბავია.
-ძალიან კარგია გილოცავ.
არ მინდოდა ბიზნესზე საუბრის გაგრძელება ამიტომ აღარ ჩავეძიე, რა ბიზნესი იყო და რას აკეთებდა.
-შენ დიდი ხანია რაც?
-არა, რამოდენიმე თვეა რაც გავთხოვდი.
-ააა.
ახლა მან დახარა თავი და სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა. მანაც ფანჯარაში დაიწყო ყურება და წარბები ზემოთ ასწია. თითქოს ის-ის იყო უნდა ეტირა.
ხო...ასეთი სახე ერთხელ მიიღო, როცა ვუთხარი რომ უნდა დავშორებულიყავით.თავი დახარა და ჯინსის შარვალზე მისი ცრემლი დამეწვეთა. არ ვაჭარბებ მართლა ასე, მოხდა. მაშინვე თვალებში ჩავხედე თუმცა თავი ამარიდა. ახლა კი ნამდვილად ვერ დავიჯერებდი, რომ ისევ იტირებდა.ვიღაცამ დაურეკა თუმცა არ უპასუხა. ან ქალი იყო, რომელიც ახლა ხელს შეუშლიდა ან ვინმე ძმაკაცი, რომელიც საქმეზე ურეკავდა.
-ორსულად ხარ?
უცბად დავიბენი...მისგან ასეთ კითხვას არ ველოდი წარბები შევჭმუხნე და ვუპასუხე.
-არა...მაშინ სიგარეტს არ მოვწევდი.
-ხო,ხო.
ეგ დეტალი რატომღაც გამოეპარა და თავდახრილს გაეღიმა. ნუთუ გაუხარდა, რომ ჯერ-ჯერობით მე და ჩემს ქმარს სიყვარულის ნაყოფი არ გვყავდა?!
გარეთ წვიმამ საგრძნობლად იმატა. ფანჯრიდან თითქმის აღარაფერი ჩანჯა და ნისლიც დამდგარიყო.
-რა საშინელი ამინდია რა ხდება?
-ჰო...ძალიან დასცხო წვიმამ.
მაგიდებს შორის მიმტანი გოგონა გამოვიდა და გამოგვიცხადა.
-ძვირფასო სტუმრებო, ნუ დატოვებთ კაფეს სანამ წვიმა არ გადაიღებს. ნავარაუდებია ძლიერი, ხანგრძლივი წვიმა. მიირთვით ცხელი ჩაი ჩვენგან საჩუქრად და გთხოვთ შენობას წვიმის გადაღებამდე ნუ დატოვებთ.
ისევ ღიმილით დაგვემშვიდობა და რამოდენიმე მიმტანმა მაგიდებთან დიდ თეთრ ჭიქებში დასხმული ჩაის დარიგება დაიწყეს. მოვიბუზე და ისევ ჩავეხვიე მოსაცმელს.
-გცივა?
-არა,ასეთი ჩვევა მაქვს,როცა გარეთ ცუდი ამინდია.
თითქმის ორი საათი გავიდა და წვიმამ მაინც არ გადაიღო...პირიქით იმატა. მგონი ახლა ღმერთს უნდა, რომ სამუდამოდ ამ ადგილს მიმაჯაჭვოს...თან დამეუფლა გრძნობა, რომელსაც დიდი ხანია აღარ შეუხსენებია ჩემთვის თავი.
ტელეფონი მირეკავდა მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ქმარი იქნებოდა. ტელეფონი ავიღე და ბოდიშის მოხდით საპირფარეშოში გავედი. ტელეფონს ვუპასუხე თან სარკეში მაკიაჯის შესწორება დავიწყე.
-ხო საყვარელო გისმენ...
-რას შვრები? გარეთ ხომ არ ხარ? ხედავ რა ამბავია ?
-არა არ ვარ გარეთ...ხო საშინლად წვიმს. ახლა ტაქსებიც არ არიან გარეთ, რომ სახლში დავბრუნდე, როგორც კი გადაიღებს მაშინვე მოვალ.
-თავს მიხედე და წვიმის გადაღებას დაელოდე...მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ.
ერთ-ერთი ტუალეტის კარი გაიღო და იქიდან, რატომღაც გაბრაზებული გოგონა გამოვიდა, რომელიც სარკიდან მე მიყურებდა. ყველაფერი მოისმინა და ჩემზე გაბრაზდა, რომ მყავდა ქმარი და სხვა კაცთან ერთავ ვიჯექი კაფეში.მერე კი თითზე შემომხედა და აჰაა თავის სიმართლეში დარწმუნდა. სარკიდან ისევ მიყურებდა მერე ნიშნის მოგებით გამიღიმა ცალი წარბი ზემოთ აზიდა და გავიდა. ერთი მომენტით ვიფიქრე, რომ მისთვის ამეხსნა სიტუაცია, მაგრამ მქონდა ორი მიზეზი რის გამოც თავი შევიკავე. იქნებ ის სულაც არ ფიქრობდა იმას, რასაც მე და მეორე ის ჩემთვის არავინ იყო და ამიტომ არ ვაპირებდი მასთან ანგარიშის ჩაბარებას. გავაგრძელე მაკიაჟის შესწორება, როცა საპირფარეშოში კიდევ ვიღაც შემოვიდა. საინტერესო ის იყო, რომ კარი გადაკეტა. სარკიდან დავინახე, რომ ის იყო.
-აქ რას აკეთებ ეს ქალების საპირფარეშოა.
გავიკვირვე მე თუმცა მომმვარდა.წელზე მომკიდა ხელები მისკენ მიმატრიალა და მაკოცა. ისე ვნებიანად მაკოცა, რომ მთელი სხეული ამიკანკალდა. ფეხებში ისევ ძალა გამომეცალა და მას დავეკიდე. იგრძნო, რომ ფეხზე ვერ ვიდექი ამიტომ ამწია ისე, რომ ჩემს ტუჩებს არ მოშორებია და მთელს სიგრძეზე ამოშენებულ მარმარილოს ნიჯარაზე დამსვა.
მერე ჩემს ფეხებს მოკიდა ხელი და წელზე შემოიხვია.კოცნა კი ყელზე დამიწყო...ისეთი აღგზნებული იყო, რომ მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა. ცდილობდა თითოეული წამისგან მიგვეღო სიამოვნება და აქ უკვე მეც დამეწყო თავბრუს ხვევა. ერთი ორჯერ მძიმედ ამოვიკვნესე. კოცნას არ წყვეტდა...ხელი ქამარზე მოიკიდა და შარვალი გაიხსნა. ღმერთო ჩემო!!! მთელი ტანი ამიკანკალდა, ვგრძნობდი, როგორ ვსველდებოდი და ვგრძნობდი, როგორ მინდოდა. მიზიდავდა ჭკუა დავკარგე. ტანზე მომდგარი კაბა ხელის კანკალით ძლივს ამიწია ზემოთ...მივხვდი, ისე ვუნდოდი რომ უკვე ხელებსაც ვეღარ იმორჩილებდა. საცვლები გადამიწია და ჩემში შემოაღწია. ისევ დამეპატრონა, როგორც ადრე. მისი დაგუბული კვნესა მესმოდა ცდილობდა ხმამაღლა არ მოსვლოდა ამიტომ თავს იკავებდა, მაგრამ ბოლომდე ვერ. მოძრაობებით უფრო ღრმად ცდილობდა შემოსვლას. მე კი თავი გადავწიე, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი ბოლომდე მივენდე. პირზე ხელი ამაფარა ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა. მერე კაბა ჩამიწია და ჩემი მკერდი ხელში დაიჭირა ჯერ ნაზად დამიზილა შემდეგ კი მაკოცა. ეს ისეთი სიამოვნება იყო, რომ ორგაზმამდე სულ ცოტაღა მაკლდა. ისევ აწკრიალდა ჩემი ტელეფონი თუმცა ეს უკვე აღარ გამხსენებია...გადავეშვი გრძნობების მორევში. უცბად იფეთქა... ისეთმა გრძნობამ დამიარა სხეულში თითქოს ლავამ ამოხეთქა ჩემში. მთლიანად ავკანკალდი და განიერ დაკუნთულ მხრებზე მოვეხვიე. თმაში ხელი შემიცურა მიმიზიდა და ისევ მაკოცა.
მერე ჩავიცვით მოვწესრიგდით...თითქოს არცერთს არ გვჯეროდა ის რაც გავაკეთეთ. მაშინღა ვიგრძენი ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი და ავქვითინდი. უფრო სწორედ ყველა ემოცია მომაწვა და როგორც ვულკანმა ზუსტად ისე ვიფეთქე მეც. ცივ იატაკზე დავჯექი კედელს მივეყრდენი და მუხლებში მოვიხარე. გვერდით მომიჯდა და მიყურებდა, როგორ ვტიროდი. ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა.
-ნუ ტირი ძალიან გთხოვ.
ამის გაგონებაზე ერთი ტონით ვუმატე ტირილს.
ჯიბიდან ისევ სიგარეტი ამოიღო ჩვენთვის. ხელის კანკალით დავიჭირე ტუჩებით და ღრმა ნაფაზი მოვქაჩე.
-მოწიე ცოტას დაგამშვიდებს...
-ეს არ უნდა გაგვეკეთებინა...
მოწევას ვაგრძელებდი მან კი საწყალი სახით გამომხედა თითქოს იგივეს ფიქრობდა.
-ახლა როგორ ჩავხედო ჩემს ქმარს თვალებში? მე ვუღალატე მას და დავარღვიე ფიცი, რომელიც მივეცი. ღმერთო ჩემო, როგორი მოღალატე და გულის ამრევი ვარ.
ტირილს განვაგრძობდი.
-ის გოგო მართალი იყო წეღარ აქ, რომ იყო.
-რომელი გოგო?
ვერ მიხვა, ვისზე ვლაპარაკობდი. ახსნას არც ჰქონდა აზრი.
-მე ამის გაკეთება ძალიან მინდოდა. ძალიან მომნატრებიხარ და მადლობა ამის უფლება ისევ, რომ მომეცი. ვიცი როდის იღებ სიამოვნებას კარგად გიცნობ და ვიცი წეღან, როგორ გრძნობდი თავს. ამიტომ თავს ნუ დაიდანაშაულებ. ეს მე შემოგთავაზე შენ ვეღარ შემეწინააღმდეგე...
-არა,არა! ეს დაუშვებელია.
-ახლა ცოტა დამშვიდდი და იმისთვის, რომ პრობლემები არ შეგექმნას ეს ამბავი არავის მოუყვე. ეს ყველაფერი ხომ ჩემთან პირველად გააკეთე ადრე. ხომ მე დამნებდი პირველად თან მე ვიყავი შენი პირველი სიყვარული, ამიტომ ეს შეცდომა არ არის.
-კი, მაგრამ ჩემი ქმარი?
-მორჩი ქმარზე ლაპარაკს...ვიცი ის გიყვარს,მაგრამ მეც გიყვარდი და ღმერთმა იცის რას გრძნობ დღემდე. ჩემი დანახვისას სულ გაშრი და ყველაფერი სახეზე გეწერა.
ისე გაცხარდა თითქოს უნდოდა ჩემგან მოესმინა, რომ ჯერ კიდევ რაღაცას ვგრძნობდი მის მიმართ. ადგომაში მომეხმარა. საბოლოოდ მოვწესრიგდით და საპირფარეშო დავტოვეთ. წარმოდგენა არ მაქვს იქ რამდენი ხანი გავატარეთ, მაგრამ რომ გამოვედით თითქმის ყველა წასული დაგვხვდა. მხოლოდ ის გოგონა იჯდა მაგიდასთან, რომელიც ეჭვის თვალით გვიყურებდა. ახლა უფრო გაბრაზებული ჩანდა და უფლება, რომ ჰქონოდა ალბათ თმითაც მითრევდა...თან დაგვინახა ერთად როგორ გამოვედით...იქვე იყო მიმტანი გოგონა, რომელიც სახე გაბადრული შემოგვცქეროდა ალბათ ყველაფერს მიხვდა და უხაროდა...წარმოდგენა არ მაქვს ასე ძალიან რატომ გვეკრიჭებოდა, მაგრამ აშკარად ძალიან მოვეწონეთ. ორივე შემთხვევაში დარცხვენილმა და თავდახრილმა გავიარე მაგიდებს შორის და დავტოვე კაფე.
მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ჩვენი გზები ისევ გაიყო.
დაღამებულიყო,მაშინვე დამიარა ტანში სიცივემ და ტაქსი გავაჩერე. საშუალა ასაკის კაცი იქნებოდა. მისამართი ვუკარნახე და მოვიბუზე...ეტყობოდა ამ კაცს ლაპარაკი ძალიან უყვარდა ამიტომ, მანაც წყეული სარკიდან გადმომხედა საიდანაც მხოლოდ თვალები უჩანდა და მკითხა.
-როგორი წვიმა იყო არა დღეს?
გამეღიმა ფანჯრიდან გავიხედე და ვუპასუხე.
-ჰო ზოგჯერ ისე უცბად იწვიმებს ხოლმე, რომ...

სახლში მისვლისთანავე ყველაფერი მივყარე. სწრაფად გავიხადე ტანზე და აბაზანაში შევედი იმ იმედით, რომ დღეს დაშვებულ შეცდომას შხაპი ჩამომრეცხავდა. თითქოს შერცხვენილ ნამუსს ჩამოვიბანდი და ახალი დღე გათენდებოდა. ყველაფერი ასეთი მარტივი, რომ იყოს...მერე სარკეში ჩავიხედე და ერთხანს საკუთარ თავს ვაკვირდებოდი. თითქოს ჯერ კიდევ გამომყოლოდა ის შეგრძნებები,რაც მაშინ განვიცადე. ურცხვად ვუყურებდი საკუთარ თავს და გულში ვილანძღებოდი, რომ იმ დონემდე დავეცი რაც არ მეკადრებოდა. მე ხომ ყოველთვის მეზიზღებოდა მოღალატე ადამიანი და ახლა ვინ მიყურებდა სარკიდან ასეთი ფერწასული და ჩამკვდარი თვალებით? სწორედ მოღალატე ადამიანი, რომელმაც საყვარელ მეუღლეს უღალატა და ახლა მოუწევდა მთელი დარჩენილი ცხოვრება მისთვის ილუზია შეექმნა, რომ თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ პირიქით. ყველაფერს ქარბორბალამ გადაუარა. ყველაფერი მილეწ მოლეწა და გაუჩინარდა.
სწორედ ასე მოიქცა კაცი ჩემი წარსულიდან. გამანადგურა და მერე მანახა თურმე, როგორი სულის ადამიანი ვყოფილვარ. ერთხანს ზუსტად ეს ვიფიქრე, იქნებ ისე არ ესიამოვნა ჩემი გათხოვება, რომ ასეთი რაღაც გამიკეთა და შემარცხვინა თქო. მას ხომ ყოველთვის ეგონა, რომ მის გარეშე სიცოცხლეს ვერ შევძლებდი და პირიქით რამოდენიმე წელიწადში გავთხოვდი კიდეც. იქნებ სწორედ ამან გააცხარა და ბოროტად ისარგებლა ჩემით თქო. ვიმეორებდი გულში და მაშინ მითხრა გონებამ.
-ძალიან უცნაური ადამიანი ხარ. შენს შეცდომებს ყოველთვის სხვას აბრალებ...თითქოს ამით გინდა შვება მოიპოვო. ფართოდ გაახილე თვალები და ზოგჯერ მომისმინე ხოლმე, უკეთეს შემთხვევაში კი დამიჯერე.
მართალია...ზოგჯერ ჩემს შეცდომებს სხვას ვაბრალებ, რომ მე ვიგრძნო შვება. თითქოს მე გამომიყენეს, მაგრამ მე რომ დღეს უფლება არ მიმეცა, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა. უკვე, როგორ მენატრებოდა ჩემი პატიოსნება,როცა სხეულით მხოლოდ ერთ კაცს ვეკუთვნოდი.
ცრემლები მოვიწმინდე და ისტერიული სიცილი ამიტყდა. მერეღა გავაანალიზე რა სწრაფად შეუძლია ადამიანს აწყობილი ცხოვრების დანგრევა.
საწოლში მკვდარივით ვიწექი. გულის ფანცქალით ველოდი სახლში ქმრის დაბრუნებას და ვცდილობდი არაფერი შემემჩნია. დღეიდან ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა...ეს უკვე ზუსტად ვიცოდი. ეს პერიდი დიდი ვარდნა იქნებოდა.

სტრესი იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე მე ვიფიქრებდი, ალბათ ეს შავი ლაქა აღარასდროს გაქრებოდა. ქმრის მიმართ ძალიან შევიცალე. აღარ ვეფერები და ძალიან იშვიათად ვეუბნები თბილ სიტყვებს, როცა ადრე ასეთი საქციელი არ მღლიდა ხოლმე. ვერაფერს მეუბნება ანდა რა უნდა მითხრას ჩემი ქმარი ძალიან განსხვავებული ბუნების ადამიანია. თავის გრძნობებს და განსაცდელს გულში ინახავს და თვითონვე უმკვლავდება ცხოვრებისეულ პრობლემებს. მე ყოველთვის გვერდში ვედექი მას და ახლაც ასე არის უბრალოდ მე მრცხვენია, როგორ მივიდე და ვაკოცო, როცა ამ ტუჩებით სხვა კაცის ბაგეს შევეხე და როგორ მოვეფერო ხელებით, რომელიც სხვა კაცის წელზე მქონდა მოხვეული. ამაზე ფიქრი მაგიჟებდა თუმცა მოვახერხე და საიდუმლო, საიდუმლოდ დავტოვე. ჯერ კიდევ არ გაევლო პირველ ემოციებს ჯერ ისევ დეპრესიაში ვიყავი, ამიტომ ახლა არ მქონდა სიმართლის გამხელის თავი. ოდესმე შეიძლება ეს დღეც დამდგარიყო,თუმცა ახლა ნამდვილად არა.
იმ წყეული დღის შემდეგ ის აღარ მინახავს. არსად შემხვედრია, იქნებ ქალაქიდანაც კი წავიდა. იქნებ ცოლი მოიყვანა და ახლა სადმე სხვაგან ცხოვრობს, რომ სადმე მე არ გადამეყაროს და ცხოვრება არ დავუნგრიო, როგორც მან დამინგრია მე. ზოგჯერ ამაზე ვფიქრობ ხოლმე და ვცდილობ ყველაფერს ახსნა მოვუძებნო. მჭირდება ადამინი, რომელსაც ამ ყველაფერს მოვუყვები ის კი უბრალოდ დამამშვიდებს და მეტყვის "დამშვიდდი, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა". ასეთი არავინ იყო ჩემს გარშემო და დიდად არც მხიბლავდა იდეა, რომ ვინმესთვის ეს ამბავი მომეყოლა. ამიტომ ისევ საკუთარ თავთან მიწევდა ლაპარაკი. გრძნობები ფურცელზე გადამქონდა და აგერ უკვე მერამდენე ფურცელი ჩავამთავრე კაცმა არ იცის. რატომ და ვისთვის ვწერ არ ვიცი.იქნებ ოდესღაც ეს ფურცლები ჩემმა ქმარმა იპოვოს და თავისით აეხადოს სიმართლეს ფარდა? იქნებ ჩემმა შვილებმა იპოვნონ და საბოლოოდ დაკარგონ დედაზე წარმოდგენა? რაც არუნდა იყოს მე ეს მშველის. მომწონს წერა...ამ დროს ჩემში რაღაც იღვიძებს და ხელი თავისით მოძრაობს, გული თავისით წერს იმას რასაც გრძნობს.
და მე თუ ვერ მოვახერხე სიმართლის აღიარება იქნებ ამ ჩანაწერებმა გააკეთონ თავიანთი საქმე...

ტელეფონზე გამუდმებით მირეკავს უცხო ნომერი. მე ზოგადად არ ვპასუხობ უცხო ნომრებს რადგან ჩემი ნომერი მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან. არ მიყვარს ტელეფონით კონტაქტი ადამიანებთან მიზეზიც ეს არის. რამოდენიმეჯერ არ მივაქციე ზარებს ყურადღება ვიფიქრე, რომ ნომერი ეშლებოდათ, ან ამ ნომრის ძველ მფლობელს ურეკავდნენ ანდაც უბრალოდ ხრიკი იყო, რომლითაც ბიჭები გოგოებს იცნობენ ხოლმე.
ერთხელაც როცა ღამის 03:27 წუთზე ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. გაბრაზებულს გამომეღვიძა. ტელეფონს ხმა გავუთიშე საწოლიდან ავდექი და სამზარეულოში გავედი. არ მინდოდა ჩემს ქმარს გაღვიძებოდა დილას ადრე უნდა წასულიყო სამსახურში.ჯერ კიდევ თვალებ დახუჭულმა მობილურს ვუპასუხე, რომ ბოლოს და ბოლოს მეთქვა მისთვის, რომ ამ ნომერზე აღარ დაერეკა.
-გისმენთ...
ყურმილის უკან ხმას არავინ იღებდა. ძალიან გამიკვირდა ვიცოდი ბევრი მანიაკი არსებობდა და უცნობიც მათ რიცხვს მივაწერე. ჩემი სათქმელი მაინც ვუთხარი.
-ვინც არ უნდა იყოთ,ძალიან გთხოვთ ამ ნომერზე აღარ დარეკოთ მე ყველა ჩემი ახლობლის ნომერი ვიცი თქვენ ვიღაც უცნობი ბრძანდებით...მითუმეტეს შუა ღამეს. ნახვამდ...
სიტყვა არ მქონდა დასრულებული, როცა უცნობმა ხმა ამოიღო ალბათ მიხვა, რომ გათიშვას ვაპირებდი.
-ბოდიში, რომ ასე გვიან გირეკავ.
ჩემი კაცი იყო. ჩემი წარსულიდან...დახუჭული თვალები მაშინვე გამიფართოვდა და ჩურჩულით ვუპასუხე.
-შენ რა სულ გაგიჟდი? ამ შუა ღამეს რატომ მირეკავ? ან რატომ არ მასვენებ ეს დღეები? ძლივს შევძელი ყველაფრის დავიწყება...ყველაფერი დავალაგე შენ კი ზუსტად მაშინ გამოჩნდი, როცა...
-ძალიან გთხოვ მომისმინე.
შემაწყვეტინა საუბარი.
-ამდენი ხნის განმავლობაში შვება ვერ ვიპოვე. მე შენ ძალიან კარგად გიცნობ და ვიცი, რომ შენც ჩემს დღეში იქნებოდი. მინდა ბოდიში მოგიხადო...მე ხომ იცი არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ ქალი გამოვიყენო მითუმეტეს ის ქალი, რომელიც მიყვარდა...
-არა, ძალიან გთხოვ ნუ აგრძელებ...
-გემუდარები, დაგიჩოქებ ოღონდ ახლა მათქმევინე ის რასაც ვფიქრობ და მერე ისე გავქრები შენი ცხოვრებიდან, რომ აღარასდროს გაგახსენდები...
ცოტახნით დავდუმდი, რომ მისთვის ლაპარაკის უფლება მიმეცა. შემეძლო ტელეფონი მაგიდაზე დამედო მე კი ყავა მომემზადებინა და მისთვის საერთოდ არ მომესმინა, მაგრამ ასე ვერ მოვიქეცი.
-ხო მე შენ მიყვარდი და იმ დღეს ერთი წლის წინ, როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, მე თავი დავკარგე...შენ ისეთი შეცვლილი იყავი იმაზე ბევრად ლამაზი ვიდრე ადრე და გამიღვიძე გრძნობები, რომელსაც დიდი ხანია მივიწყებული ვყავდი. თავიდან შემაყვარე თავი...უფრო სწორედ არც არასდროს გადამიყვარებიხარ. უბრალოდ მაშინ, როცა მე და შენ დავშორდით ვიფიქრე, რომ შენთან მოსვლას და ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. მეგონა,რომ ჩემზე გაბრაზებული იქნებოდი და უარესად გაგაღიზიანებდი. მცდელობა ბევრჯერ მქონდა, რომ ჩემი ერთადერთი სიყვარული დამებრუნებინა. მე შენს გარდა სხვას ვერ ვიყოლიებდი გვერდით...მე მენატრებოდა შენი თითოეული დეტალი. შენი თმა,ტუჩები, სუნთქვა...
სამზარეულოდან ავდექი და ჩემი ქმრის შარვლის ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე. აივანზე გავედი და მოვუკიდე ისე, რომ ტელეფონი არც გამიწევია. ის კი ლაპარაკს აგრძელებდა მე კი მისი მოსმენა ძალიან მსიამოვნებდა. მე იმ წუთებში ვისმენდი სიმართლეს, რომლის მოსმენის შანსიც მეორედ აღარ მექნებოდა.
-ხო შენთან მოსვლის და ლაპარაკის ბევრი მცდელობა მქონდა. რამდენჯერ დაგინახე შენს სახლთან. ხან მეტროსთან...ხანაც უბრალოდ კუდში აგედევნებოდი და დაგყვებოდი ხოლმე. მერე ვხედავდი, როგორ ხვდებოდი ვიღაც ბიჭს მე მეგონა, რომ უბრალოდ მოგწონდათ ერთმანეთი რას ვიფიქრებდი თუ მას საბოლოოდ ცოლად გაყვებოდი, თორემ ვიჩქარებდი და მოვიდოდი შენამდე. გადავლახავდი შიშს, რომელიც მქონდა. ბოლოს მასთან და რამოდენიმე ბიჭთან ერთად დაგინახე. ხელი გქონდათ ერთმანეთზე ჩაკიდული და მისეირნობდით. ისიც კარგად დავინახე ჩემი დანახვისას, როგორ მოწყდი ადგილიდან და თავი მაღაზიას შეაფარე. მერე მეტროსთან სპეციალურად გელოდებოდი იმედი მქონდა, რომ მოხვიდოდი და ჩემი იმედიც გამართლდა. მალე განთავისუფლდა შენს გვერდით ადგილი და მეც დრო ვიხელთე შევძელი შენთან მოახლოვება და დალაპარაკება. ისეთი საყვარელი იყავი...ისე შეგეშინდა ჩემი და ისე გაშრი ადგილზე, რომ მართლა მეცინებოდა. მერე მალევე დავინახე შენი ბეჭედი და მივხვდი, რომ მაინც დამასწრო. მან იბრძოლა შენი გულის მოსაგებად და ვაჟკაცურად გამოუვიდა კიდეც მე კი ლაჩარივით კუდში დაგყვებოდი და მოახლოვებისაც კი მეშინოდა.
არ ვიცი რა დამემართა მაშინ კაფეში, მაგრამ ძალიან მომენატრე...როცა მაგიდასთან მარტო დამტოვე ფიქრებმა წამიღო. გავცხარდი, როცა წარმოვიდგინე რომ ღამე სხვასთან გძინავს და ჩემს მაგივრად სხვისი მკლავები გეხვევიან...ამიტომ გავაკეთე ის რაც გავაკეთე და ძალიან ვნანობ. მე შენს ცხოვრებაში მაშინ გამოვჩნდი, როცა არ უნდა გამოვჩენილიყავი და ყველაფერი თავდაყირა დაგიყენე. ახლაც ამდენი ხნის მერე გირეკავ და ახლიდან გახსენებ თავს...ეს ძალიან ცუდი თვისებაა თუმცა მოსვენებას ვერ ვპოულობ მინდოდა შენთვის გულწრფელი ბოდიში მომეხადა. იცოდე, რომ დანაშაულს მთელი თავისი სიმძიმით მე ვიღებ საკუთარ თავზე!

მისმა ზარმა ჩემზე წარმოუდგენლად იმოქმედა. თუმცაღა შვება ვიგრძენი...ის ხომ დანაშაულს საკუთარ თავზე იღებდა. თითქოს ლოდი მომეხსნა გულიდან. ახლა უკვე მზად ვიყავი ცხოვრების ახლიდან დასაწებად. მზად ვიყავი მივსულიყავი ჩემს მძინარე ქმართან და მისთვის მთელი სახე დამეკოცნა. ასეც მოვიქეცი გიჟივით მივვარდი მასთან და მთელი სახე დავუკოცნე, დავუკოცნე ხელები, რომელიც მარტო მე მეკუთვნოდა გაკვირვებულს და გახარებულს გამოეღვიძა. გულში ჩამიხუტა და კოცნით მიპასუხა...სიყვარული ახლიდან ამიხსნა და მითხრა, რომ ეშინოდა ეგონა, რომ დამკარგა.
ისტორიის დასასრული. 2016 წელი.

ახლა 2069 წელია...მე უკვე 76 წლის ვარ. თმაში ჭაღარით და სხეულზე ნაოჭებით. ბევრი რამ გავიარე ცხოვრებაში. ბევრი ცრემლიც დავღვარე...პირველად მაშინ, როცა ვიმშობიარე და ჩემი ულამაზესი ბიჭი დამიწვინეს გვერდით...სიხარულის ცრემლები იყო. დედა გავხდი და სიტყვებით ამის ახსნა ძალიან გამიჭირდება. მეორედ ვიტირე მაშინ, როცა ჩემმა კაცმა წარსულიდან ცხოვრება მოისწრაფა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 2024 წელს, როცა 35 წლის იყო. როგორც მე მითხრეს ჩემი მშობიარობის ამბავი ვერ გადაუტანია და ასეთი გადაწყეტილება მიიღო. ამ დეპრესიას ისევ მარტო გავუძელი და მარტო გადავიტანე. თუმცა დღემდე ვერ მომიშუშებია იარები რაც მისმა სიყვარულმა დამიტოვა...მე ის სულ მიყვარდა. მე ერთდროულად ორი კაცი მიყვარდა. 16 წლის წინ ქმარი დავკარგე. გულის შეტევა ჰქონდა და ხელიდან გამომეცალა. მე მეორედ დავქვრივდი. მისგან ორი შვილი დამრჩა ჩემი ბიჭი და გოგონა...
ჩემი ძველი დღიური კი სხვენში ვიპოვე. გადავიკითხე და მომინდა ამბავი დამესრულებინა. ისტორია 2016 წელს არ დასრულებულა...ისტორია 2024ში დასრულდა, როცა ჩემმა კაცმა თავი მოიკლა და მეორედ ისტორია მაშინ დასრულდა, როცა ქმარი გარდამეცვალა 2053 წელს...
ჩემი ისტორია მართლაც ჯოჯოხეთს გავდა, მხოლოდ მაშინ ვიყავი ბედნიერი, როცა შვილები გავაჩინე. მხოლოდ ორი ანგელოზით დამასაჩუქრა ღმერთმა და ამისთვის მთელი დარჩენილი ცხოვრება მადლობელი ვიქნები. ახლა სულ მარტო ვარ. ასე გადავწყვიტე...ვცხოვრობ სახლში სადაც მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხლობენ...დავბერდი იმ სახლში სადაც ამდენი წელი გავატარე და მე დღესაც ვგრძნობ სუნს...ჩემი მეუღლის სუნს, რომელიც ამ სახლის ნაწილია. ვგრძნობ მათ არსებობას სადღაც ახლოს და ვიცი, რომ ორივე მელოდება...
როცა ძალას ვგრძნობ, მაშინვე მათ მოსანახულებლად ავდივარ. ვასუფთავებ მათ სასაფლაოს და ურცხვად ვუყურებ მათ თვალებს, რომლებიც ცივი ქვიდან უცნაური მზერით მაკვირდებიან. იქნებ ერთმანეთს შეხვდნენ და ბოლოს და ბოლოს ჩემმა ქმარმა სიმართლე გაიგო? იქნებ ჩემმა კაცმა წარსულიდან მიულოცა კიდეც ჩემს ქმარს შვილები...იქნებ ისინი ახლა მე მელოდებიან.
ძველებურად ვეღარ ვწერ. ძალა აღარ მაქვს გადმოვცე განცდები, თუმცაღა აღარც შემომრჩა განცდები. მე ფიტული ვარ,რომელმაც ორი სიყვარული მოიპოვა და ორივე ისე დაკარგა, რომ ვერაფერი მოასწრო. ახლა, რომ ვფიქრობ ბევრ რაღაცას შევცვლიდი. ბევრ დროს გავატარებდი მათთან და ბოლომდე დავიხარჯებოდი მათი სიყვარულისთვის...ახლა მარტო დავრჩი, ახლა გვიანია.
არ ველოდები არცერთი დღის გათენებას...ველოდები დღეს, როცა მათ შევხვდები იქ სადღაც უსასრულობაში. როცა ჩვენ სამნი ერთმანეთს შევხვდებით. მე ჩემი ქმარი და ჩემი კაცი წარსულიდან...
ისტორიის საბოლოო დასასრული.



№1  offline წევრი TeddyBear

კარგად წერ, მოვლენებს კარგად ახწერ ❤ შინაარსობრივადაც კარგად გაქვს დალაგებული თუმცა სიმართლე რომ ვთქვა პერსონაჟებმა თავი ვერ შემაყვარეს. გიყვარდეს საკუთარი ქმარი და ამ დროს წარსულიდან გადმონაშთ მამაკაცთან საპირფარეშოში სექსი გქონდეს ? რომელი ნორმალური ცოლი აკეთებს ამას ? არცერთი! ასე რომ პერსონაჟები არ შემყავრებია თუმცა უნდა ვაღიარო სასიამოვნოდ წერ ❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ნამდვილად კარგად წერ თუმცაა ისტორია საერთოდ არ მომეწონაა... სინამდვილეა ეს ისტორია?

 


№3  offline წევრი Firefly

ნაწერი გამარული იყო თუმცა არანაირი დადებითი მუხტი არმოუტანია ჩემამდე პირიქით ამაზრზენი და გულისრევი მეჩვენა.
პ.ს ბოდიში უტაქტობისთვის.
--------------------
M.T

 


№4  offline წევრი ninaaquarius

TeddyBear
კარგად წერ, მოვლენებს კარგად ახწერ ❤ შინაარსობრივადაც კარგად გაქვს დალაგებული თუმცა სიმართლე რომ ვთქვა პერსონაჟებმა თავი ვერ შემაყვარეს. გიყვარდეს საკუთარი ქმარი და ამ დროს წარსულიდან გადმონაშთ მამაკაცთან საპირფარეშოში სექსი გქონდეს ? რომელი ნორმალური ცოლი აკეთებს ამას ? არცერთი! ასე რომ პერსონაჟები არ შემყავრებია თუმცა უნდა ვაღიარო სასიამოვნოდ წერ ❤

დიდი მადლობა,რომ დრო დამითმე...ჰო ბოლოს რომ გადავიკითხე მეც გავბრაზდი გმირებზე. ქმარი შემეცოდა უბრალოდ.

uchveulo
ნამდვილად კარგად წერ თუმცაა ისტორია საერთოდ არ მომეწონაა... სინამდვილეა ეს ისტორია?

არა ჩემო კარგო. ჩემი მოგონილია ვიფიქრე რამე განსხვავებული დამეწერა და...

Firefly
ნაწერი გამარული იყო თუმცა არანაირი დადებითი მუხტი არმოუტანია ჩემამდე პირიქით ამაზრზენი და გულისრევი მეჩვენა.
პ.ს ბოდიში უტაქტობისთვის.

ჰო რათქმაუმდა,რომ მოგწონებოდა შინაარსი გამიკვირდებოდა კიდეც. გამიხარდა თუ დაწერილი მოგეწონა. უბრალოდ მინდოდა დამეწერა განსხვავებულ ქალზე და ოდნავ ცუდ ისტორიაზე.

 


№5  offline წევრი aNuGi

სასწაული იყო!
ძალიან კარგად გადმოეცი...
ისტორია თვითონ ძალიან ცუდი შინაარსის იყო, მაგრამ რეალობასთან ახლოს, ბევრი შემთხვევა ყოფილა ალბათ ასეთი, სამწუხაროდ winked
გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ალბათ 99% ქმარი გაიგებდა...
ველოდები შემდეგ ისტორიას!
ყოჩაღ!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№6  offline წევრი ninaaquarius

aNuGi
სასწაული იყო!
ძალიან კარგად გადმოეცი...
ისტორია თვითონ ძალიან ცუდი შინაარსის იყო, მაგრამ რეალობასთან ახლოს, ბევრი შემთხვევა ყოფილა ალბათ ასეთი, სამწუხაროდ winked
გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ალბათ 99% ქმარი გაიგებდა...
ველოდები შემდეგ ისტორიას!
ყოჩაღ!

გაიხარე ჩემო კარგო..როგორც კი რამე საინტერესო მომაფიქრდება მაშინვე დავწერ :*

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

არ ვიციი ეს რა იყოოო ჩემზე ძალიან დიდი შტაბეჭდილება მოახდინეეე ,ძალიან ძლიერი ხარ ♡♡წერას ვგულისხმობ ...ამ ისტორიის კითხვის დროს ისეყი შეგრძნება დამეუფლაა თითქოს რეალობაში ვიყავიი სულ გავითიშეეე მთელი გონებით და გულით ამ ისტორიაში ვიყავიი! კარგიი ხარ ისეთი კარგი რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ ♡♡♡

 


№8  offline წევრი ninaaquarius

ნიტა♡♡
არ ვიციი ეს რა იყოოო ჩემზე ძალიან დიდი შტაბეჭდილება მოახდინეეე ,ძალიან ძლიერი ხარ ♡♡წერას ვგულისხმობ ...ამ ისტორიის კითხვის დროს ისეყი შეგრძნება დამეუფლაა თითქოს რეალობაში ვიყავიი სულ გავითიშეეე მთელი გონებით და გულით ამ ისტორიაში ვიყავიი! კარგიი ხარ ისეთი კარგი რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ ♡♡♡

ვაიმე, ვაიმე, ვაიმეეე...როგორ გამახარე ნეტავ იცოდე.
ანუ გამომივიდა ის რაც მინდოდა და ერთმა მაინც იგრძნო ისტორიაში თავი <3 დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის.

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

კიი ნამდვილად გამოგივიდააა სხვისი არ ვიცი მაგრამ მე კი ჩავიძირეე მთლიანაად ♡♡♡უსაყვარლესიი და უძლიერესი ხარ ♡♡ყოჩაღ ყოჩაღ ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

 


№10 სტუმარი შეწყვიტე განქორწინება.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას [email protected]– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent