შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი მეშვიდე)


12-08-2016, 10:01
ავტორი kaxelii
ნანახია 3 038

*******მეშვიდე თავი.***********
-უიმეეე სად არიან აქამდე? - მოუსვენრობამ შემოუტია ლიკას. მე კი რაც მათი მოსვლის დრო ახლოვდებოდა მით უფრო მემატებოდა ნერვიულობა. ადვილი ხომ არ იყო დედამთილ-მამამთილის გაცნობა როდესაც აზრზეც კი ვიყავი როგორები იყვნენ ისინი. ვცდილობდი ნერვიულობა ნინუცასთან თამაშში დამემალა მაგრამ აკანკალებულ ხელ-ფეხს ვერაფერს ვუხერხებდი. - რატომ ნერვიულობ გვანცა?
-მე... ისა.. მე მეშინია... - ძლივს ვლაპარაკობდი ისე ცუდად ვგრძნობდი თავს. ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.
-კარგი რაა რისი გეშინია? კი არ შეგჭამენ რა.
-არ ვიცი უბრალოდ... ძალიან უხერხულად ვარ. არ ვიცი რა და როგორ გავაკეთო. - უკვე ვტიროდი. ლიკა მომეხვია და თავზე ხელს მისვამდა.
-არ ინერვიულო საყვარელო... ყველაფერი კარგად იქნება.
-უბრალოდ ამდენი ცვლილება ერთდროულად ზედმეტია ჩემთვის. ერთი კვირაზე მეტია ჩემი ოჯახი არ მინახია, ვცხოვრობ უცხო ადამიანებთან ერთად და წარმოდგენაც არ მაქვს რა ინება ხვალ, ზეგ ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ. შევძლებ შევეგუა ამ ყველაფერს? შევძლებ შევიყვარო გიორგი? შეგეჩვიოთ თქვენ და ჩემი ოჯახისგან შორს ცხოვრებას?
-დაწყნარდი გვანც, დამიჯერე გიო ძალიან კარგი ადამიანია რომ გაიცნობ შეგიყვარდება. მას შენ ძალიან უყვარხარ და არასოდეს გაწყენინებს. -თბილად გამიღიმა და მომეხვია.- მესმის რომ შენები გენატრებიან მაგრამ შეეჩვევი. თან არც ისე შორს არიან რომ ვერ ნახო-ხოლმე.- ლიკა ნამდვილი ანგელოზია. არ ვიცი როგორ ხახერხებს ამას მაგრამ ფაქტია ჩემი დამშვიდება შეძლო.
-ბიცოლააა, ბიცოლაა - სირბილით შემოვიდა თორნიკე ოთახში.
-რაო თორნიკე?-ცრემლები მოვიწმინდე და გავუღიმე.
-ბიცოლა მამამ მითხრა ბიცოლას უთხრი და გეთამაშებაო და მართლა მეთამაშები? -ისეთი საყვარელი იყო დაბლიდან მიყურებდა და თან საყვარლად მიღიმოდა იმის იმედით რომ ვეთამაშებოდი. მიუხედავად იმისა რომ ამის არც ხალისი მქონდა და არც ნერვი.მაინც გული ვერ გავუტეხე და ცხოველებით ვეთამაშებოდი და ამან მეც გამამხიარულა. მანამდე ვთამაშობდით სანამ კარზე ზარი არ გაისმა. გულისცემა მატულობდა ნელ-ნელა , განსაკუთრებით კი მაშინ როცა გიორგიმ დამიძახა.
-გვანცი. ჩამოდი დაბლა.
კიბეებზე ჩავდიოდი და ვკანკალებდი. რომ არა სახელური ალბათ დავეცემოდი კიდეც. ნელი ნაბიჯით მივედი ახლოს და გიოს უკან ამოვეფარე.
- დე მა გაიცანით, ეს გვანცაა უკვე თქვენი რძალი. ღიმილით გადამხვია ხელი და მშობლებს მიუბრუნდა.
-დედაა - ქალმა დაიკივლა და ეხლები ლოყებზე მიიკრა. შემეშინდა დავიძაბე. ნეტა რა არ მოეწონა. თვალები ამემღვრა, ცოტაც და ხმამაღლა ავტირდებოდი.- რა ლამაზი ხარ შვილო. - შემსკენ წამოვიდა მე კი პატარა ბავშვივთ გიოს ზურგს უკან მოვეფარე. შემდეგ მივხვდი რომ ციდად მოვიქეცი და აქეთ გამოვიწიე. ქალმა სახეზე თბილი ხელი ჩამომისვა მომეხვია და თავზე მაკოცა. - გამიხარდი შვილო.
მამათილსაც არანაკლები რეაქცია ჰქონდა. სიმართლე გითხრათ ასეთ შეხვედრას არ ველოდი. თბილი ადამიანები აღმოჩნდნენ. ვინაიდან ნანას დაბადების დღე იყო მითხრეს შენს ოჯახის წევრებს დაურეკე და მოვიდნენო. მოსაღამოვებული იყო დედა, მამა, მამიდა, დათუნა და დაჩი რომ მოვინენ. წინასწარ გაფრთხილებული მყავდა თითოეული რომ ნანას დაბადებისდღე იყო და საჩუქრის გარეშე მოსვლა უხერხული იქნებოდა. საჩუქარი ნანას ძალიან მოეწონა და დიდი მადლობები იხადა.
ჩემების დანახვაზე ცოტა ხნით დაფარული სევდა თვალებს მოაწვა და ცრემლის სახით გადმოგორდა ღაწვებზე. უცებ მოვიშორე რომ ჩემებს არ შეემჩნიათ, რადგან ვიცოდი რომ ძალიან იმოქმედებდა ეს მათზე. ამ ათ დღეში იმდენი ვიტირე რაც მთელი თექვსმეტი წლის განმავლობაში არ მიტირია. არ ვიცი თავის შეკავება როგორ მოვახერხე რომ არ მეტირა როდესაც მამა გადამეხვია. მამასთვის ყოველთვის პრინ ესა ვიყავი. ყოველთვის ისე მექცეოდა რომ ჩვენს შორის ოდნავი გაუგებრობა და კამათიც არ ყოფილა. მამიდას მეუღლე დაეღუპა და მისგან პატარა დათა დარჩენია, ოცდა ექვსის ყოფილა მაშინ ლია მამიდა და დათო სამი თვის. მას შემდეგ არ გათხოვილა და ჩვენთან ცხოვრობდნენ. ამიტომ ორი საყვარელი ძმა მყავდა. არასოდეს გამირჩევია დაჩი და დათა ერთმანეთისაგან.
- გვანცუკაა როგორ ხარ გოგო? - ჩამეხუტა ჩემი პოზიტივი და ლოყები გამიწელა.
- აუ კარგი რა დათუნააა, დამეწელა ლოყებიიი - ნატკენი ადგილები ხელით მოვისრისე.
-კარგი ნუ წუწუნებ პატარა - იმ ადგილას სადაც ხელი ევლო და აქეთ-იქეთ იქნევდა ლოყებს, ტუჩემი მომაკრო და მაკოცა.
-ოოო როგორ მომენატრე დაიკო - ახლა დაჩი მომეხვია და თავზე ხელი გადამისვა. და ყურთან მიჩურჩულა - ჩემო ძროხუკუნა. - პარატა რომ ვიყვი დედას სოფელში ვყოფილვართ დასასვენებლად და ბებოს პატარა ხბო ჰყოლია მე კიდევ მოფერებით ძროხუკუნას ვეძახდი თურმე. ამის შემდეგ დაჩი სულ ასე მომმართავს ხოლმე. როგორ არ მეზიზღება ის დილა როდესაც დათას და დაჩის ვერ ვხედა. არ მეგებება დედა თავისი საფორმო ნამცხვრებით. როგორ მაქებს მამიკო თუნდაც იმიტომ რომ სკოლაი კარგად ვსწავლობ. ეხლა კი ისიც საეჭვოა შევძლებ თუ არა სკოლის დამთავრებას. სულ მალე მეთერთმეტე კლასის გამოცდებია, ნეტავ რა მეშველება.
ჩემი მშობლები კმაყოფილები დარჩნენ ჩემი "ახალი ოჯახით", სიძითაც კმაყოფილები იყვნენ. მაქსიმალურად ვცდილობდი მათთვის ჩემი შინაგანი მდგომარეობა დამემალა. მაგრამ დედას რას დაუმალავ? ნანასთან ლაპარაკისას ბოდიში მოუხადა და საპირფარეშო მაჩვენეო უკან გამიყოლა. კიდევ კარგი ლიკამ სახლი დამათვალიერებინა.
-გვანცა... - დაიწყო ლაპარაკი როგორც კი დარწმუნდა რომ ხმას ვერავინ გაიგებდა. -დედა, ვხვდები რომ ბედნიერი არ ხარ. - ნაღვლიანი თვალებით შემომხედა. გული მიკვდება როდესაც მის ასეთ თვალებს ვხედავ.
-რას ამბობ დე, მე აქ თავს კარგად ვგრძნობ - ყველანაირად ვეცადე დამაჯერებელი ყოფილიყო ჩემი სიტყვები და ღიმილი მაგრამ არ ვიცი როგორ გამომივიდა.
-კარგი დედი, მე ნუ მატყუებ! შეიძლება ითამაშო ბედნიერი ადამიანის როლი მაგრამ შენი თვალები საპირისპიროს ყვება. - სარკისკენ მიმაბრუნა მხრებზე ხელი ჩამჭიდა და ოდნავ შემატოკა. - მიხედე შენს ლამაზ თვალებს სადაა ის სხივი რომელიც ბედნიერ ქალებს უკრთით თვალებში?



№1  offline მოდერი Behandice

ახალიიი თავიი!!!როდავინახეე ისე გამიხარდა მარა წამში წავიკითხე და არ მეყო,მეტი დიდი რატო არ დაწერე შე ცუდო?!გამაბრაზე wink ეს ხუმრობით.. ნანამ რო შეკივლა ჩავბჟირდი რასაც ქვია უცებ წარმოვიდგინე გონებაში ეგ სიტუაცია როგორ მოხდებოდა..მოკლედ გელოდები ახალი და დიდიდიდიდიდი თავით love

error
არაუშავს love გვანცა რატიპი იყო გიორგის რო ამოეფარა wink

 


№2  offline წევრი kaxelii

Behandice
ახალიიი თავიი!!!როდავინახეე ისე გამიხარდა მარა წამში წავიკითხე და არ მეყო,მეტი დიდი რატო არ დაწერე შე ცუდო?!გამაბრაზე wink ეს ხუმრობით.. ნანამ რო შეკივლა ჩავბჟირდი რასაც ქვია უცებ წარმოვიდგინე გონებაში ეგ სიტუაცია როგორ მოხდებოდა..მოკლედ გელოდები ახალი და დიდიდიდიდიდი თავით love

ტკბილოო როგორ გამიხარდა შენი კომენტარი. ეგ მომენტი რომ წარმოვიდგინე მიტომ დავწერე. დიდი სტრესია დედამთილი პირველი დანახვისას რო იკივლებს და არ იცი რაზე. პატარა თავი დავწერე მაგრამ როგორ დავწერე მეც არ ვიცი ძალიან დასტრესილი ვარ აღარ შემიძლია.
ხვალ შეიძლება ცოტა დიდი თავი დავდო გააჩნია კომენტარები თუ იქნება( ეხლა მართლა ცუდი ვარ wink )

 


№3 სტუმარი ani

კარგი იყო, მაგრამ ძალიან პატარა:-( ველოდები მომდევნო გაზრდილ თავებს...

 


№4  offline წევრი lamazmani

gazarde ufro tavebi da male dade

 


№5  offline წევრი kaxelii

lamazmani
gazarde ufro tavebi da male dade

ani
კარგი იყო, მაგრამ ძალიან პატარა:-( ველოდები მომდევნო გაზრდილ თავებს...

გავზრდი მაგრამ რთულია ერთ დღეში მეტის დაწერა. მომდევნოს მოვკვდები და უფრო დიდს დავდებ. მადლობა კომენტარებისთვის love

 


№6  offline წევრი isterichka123

კაია კაი გაგრძელე

 


№7  offline წევრი kaxelii

isterichka123
კაია კაი გაგრძელე

აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent