შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უპირობოდ (2 თავი)


12-08-2016, 14:50
ავტორი AndyGL
ნანახია 1 182

მეორე დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, მოლოდინისგან აფორიაქებული და თან გაღიზიანებული ვიყავი. ვერ ვითმენდი შეხვედრის დრომდე.მინდოდა გამერკვია რა იქნებოდა დღევანდელი დღე, რაღაცის დასაწყისი თუ დასასრული.
ჯერ თერთმეტი საათი იყო ამიტომ გადავწყვიტე ანდრეასთვის მიმეწერა, ჯერ ის მენახა და შემდეგ ნიკა, რადგან მეზობლები არიან.
"სახლში ხარ? შეიძლება რომ მოვიდე?" მივწერე
"კი. რამე მოხდა?" ჩემს გონებაში ანდრეას აღელვებულმა ხმამ გაიელვა.
"რაღაც უნდა მოგიყვე, გამოვდივარ 15 - 20 წუთში მოვალ"
"კაი"
ანდრეასთვის ყველაფერი უნდა მომეყოლა, მან ყოველთვის იცოდა თუ რა ერჩია ჩემთვის, ვიცოდი რომ გამიგებდა და დამამშვიდებდა.

დაკაკუნებაც ვერ მოვასწარი რომ კარი გაიღო, შორტებში ჩაცმული და თმააბურძგნული ანდრეა კართან იდგა და მიყურებდა.
-შემოხვალ თუ მოსაწვევი გინდა? - ხელით დმონსტრაციულად მანიშნა რომ შევსულიყავი.
-მარტო ხარ?
-კი, ქალაქში არ არიან ჩემები. საოცრება. - ცინიკურად ჩაიცინა- ახლა კი გისმენ. საწოლზე დახტა და ბალიშებს შორის კომფორტულად ჩაჯდა.
-გავრისკავ და ვივარაუდებ რომ რისი თქმაც გინდა კავშირშია ჩემ დაბადების დღეზე შენს ადრე წასვლასა და შემდეგ მოყოლილ უხასიათობასთან.
-რა?! 5 ხდებოდა რომ წავედი. მოკლედ....ნიკა მომწონს.
-ნუთუ? - ჩაიღიმა თუმცა შემდეგ მზერა შეარბილა - სან, თქვენი "ბრომანსი" შეიძლება სხვას გამორჩენოდა მაგრამ არა მე, კაი ხანია მივხვდი მაგას და ველოდებოდი თქვენ ორი იდიოტი როდის გააცნობიერებდით... უთხარი?
-კი. და "პროსტა" წავიდა. მერე ორი კვირა არ შემხმიანებია და გუშინ.. ნუ... საერთოდ დამაბნია. შევხვდით შემთხვევით და მაკოცა, მერე ისევ წავიდა, მართლა ვერ ვხვდები... სამზე უნდა მივიდე და ვილაპარაკოთ, ვნერვიულობ.
-ბიჭები.. თავი გააქნია ანდრეამ და გამიცინა.


მოვიდა სამი საათიც და უკვე ნიკას კართან ვდგავარ.
-სანდრო - უხერხულად გამიღიმა -შემო.
პასუხად ვეცადე გამეღიმა და შევედი.
მისაღებში მდგარ ტახტზე დავსხედით. ადრე ეს ყველაფერი მილიონჯერ გაგვიკეთებია - საუბარი, ერთმანეთთან მისვლა.. თუმცა ახლა ისეთი დაძაბულობა იყო, ელექტროობა ჰაერშიც კი იგრძნობოდა.
-მოკლედ... მეც მომწონხარ.
-ხო, გუშინდელმა საქციელმა გაგყიდა.. - ისევ ვცადე გაღიმება სიტუაციის განსამუხტად.
-მაგრამ... არ ვიცი რა ვქნა, სანდრო, შენთან ყოფნა ძალიან მინდა, მაგრამ ეს გეგმას თავიდან ბოლომდე აფუჭებს..
-გეგმას? - დაძაბულობა სადღაც გაქრა, თითქოს ჩვეულებრივი საუბარი იყო.
-ხო... რამდენიმე წლის წინ როცა გავცნობიერე რომ გეი ვარ, ძალიან შემეშინდა, ადრეც არა ერთხელ მაქვს ნახსენები რომ მამაჩემი პათოლოგი ჰომოფობია, ჩემ ოჯახს ზედმეტად აღელვებს სხვისი აზრი, ზუსტად ვიცი რომ ამას ვერასდროს შეეგუებიან...ამიტომ შევიმუშავე გეგმა, რომ არავისთან არ ვიქნებოდი, სანამ არ გავაღწევდი, გეგმა იმაში იყო, რომ მომეთმინა სანამ ამ ქვეყნიდან წავიდოდი სასწავლებლად, ფინანსურად დამოუკიდებელი გავხდებოდი და ჩემი მშობლები ვერაფერს გააკეთებდნენ. შენ კიდე ყველაფერი გააფუჭე. ამიტომაც ვიყავი შენზე გაბრაზებული. დიდი ხანია მომწონხარ, მაგრამ ამ გრძნობებს რაც შემეძლო ვმარხავდი, შენმა საქციელმა კი ყველაფერი ამოთხარა და საშინლად ამრია, არ ვიცი რა უნდა ვქნა, უკვე დავიღალე ჩემ თავთან ბრძოლით- თვალები ცრემლით ქონდა სავსე და გავაჩერე.
-მისმინე ნიკა. მესმის შენი სიტუაცია მაგრამ ცხოვრებას ვერ დაგეგმავ, შეიძლება ერთი დღე დაგეგმო, კვირა, თვე, მაგრამ არასოდეს არ ხდება ისე როგორც გეგმავ -მისი სახე ხელებში მოვიქციე და პირველი ჩამოვარდნილი ცრემლი მოვწმინდე - ჰეი, მისმინე, შემომხედე, მთელი აზრიც მაგაშია არა? რომ არ ხდება გეგმის მიხედვით, ამიტომ არის შანსი, რომ ყველაფერი გაცილებით უკეთ მოხდეს ვიდრე ოდესმე შეგვეძლო გვეოცნება, დამიჯერე ეს ღირს რისკად, მე მინდა რომ ერთად ვიყოთ, ვერავინ ვერ გაიგებს, ისედაც სულ ერთად დავდიოდით, ყველაფერი ისევ ისე იქნება, და ყველაფერი იმაზე მეტი იქნება ვიდრე წარმოგვედგინა. -ვუთხარი და ვაკოცე. რამდენიმე პატარა კოცნის შემდეგ უფრო ძლიერად ვკოცნიდით ერთმანეთს როგორღაც მის ზემოთ აღმოვჩნდი, იმდენად ვნებიანად მკოცნიდა, რომ ყოველი უჯრედით ვგრძნობდი იმ ემოციურ შიმშილს, რომელიც ამდენწლიანმა გრძნობების დათრგუნვამ გამოიწვია.
მთელი დარჩენილი დღე ერთად გავატარეთ, როგორც ადრე, და თან როგორც არასდროს აქამდე, რადგან ადრე უფრო მეტი ვიდეო თამაშები იყო ვიდრე კოცნა.

რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ადვილად ვახერხებდით ვერავის შეემჩნია ჩვენი ურთიერთობა, ვსწავლეთ დამალვა, ჩვენი ადგილები გავიჩინეთ, ყველაფერი კარგად მოდიოდა, ნიკას თავიდან ძალიან ეშინოდა, რომ ვინმე გაიგებდა, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო მოდუნდა და გაიხსნა, მომიყვა როგორ გაუჭირდა თავის თავთან გამოტყდომა რომ გეი იყო, როგორ შეცვალა ამან, როგორ ცუდად ხდება, როცა მისი მშობლები ჰომოფობურ კომენტარს გააკეთებენ და როგორ ოცნებობს იმ დღეზე, როცა აღარ მოუწევს თავისი საკმაოდ დიდი ნაწილის დამალვა ყველასგან. ნიკას პიროვნება ჩემთვის ყოველთვის პაზლივით იყო, რომლის სხვადასხვა მოზრდილი ნაწილებიც აწყობილი მქომდა, თუმცა მთლიანობაში ვერ ვხედავდი, ახლა კი უკვე გაცილებით უკეთ მესმოდა ყველაფერი. ერთ დღეს უბრალოდ გავაცნობიერე რომ მიყვარს. რომ არ მინდა ოდესმე მისგან შორს ვიყო, არ შემეძლოს მასთან ჩახუტება, კოცნა, საუბარი, მისი ყოველ დღე უკეთ გაცნობა და ახალი პატარა დეტალების გაგება მასზე.

ცივი ზამთარი იყო, თოვდა. იანვრის ბოლოს ნახევარი წელი გადიოდა რაც ერთად ვიყავით, გადავწყვიტეთ მთელი დღე ერთად გაგვეტარებინა.
დილიდან გავუარე, სკოლა გავაცდინეთ, და ჩვენს ერთ-ერთ საიდუმლო ადგილას წავედით, რაც რეალურად იყო მთის ნაწილი,პატარა ტყით, ქალაქის ცენტრთან ახლოს, კორპუსებისგან სასწაულად გადარჩენილი და თითქოს სამყაროს მოწყვეტილი. ავედით და მას შემდეგ რაც კოცნასაც და ლაპარაკსაც მეტ-ნაკლებად მოვრჩით ვუთხარი.
- ნიკა საოცარი ექვსი თვე იყო და მიუხედავად იმისა რომ არ შემიძლია სხვების თვალწინ გაკოცო, ან ხელი ჩაგკიდო -მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე- უბრალოდ რომ ვიხსენებ შენს ღიმილს როცა მხედავ, ჰო ზუსტად ამ ღიმილს, ჟრუანტელი მივლის და არ შემიძლია მეც დებილივით არ გავიღიმო, ყველა პატარა რამ, რასაც ჩემთვის ყოველდღიურად აკეთებ უძვირფასესია, შენთან ყოფნა მაბედნიერებს და ამ მომენტში ვერც ვიხსენებ ამ ყველაფრის გარეშე როგორ ვარსებობდი. მიყვარხარ, ნიკა, რაც არ უნდა მოხდეს, მიუხედავად ყველაფრისა, უპირობოდ... - არასდროს არ ყოფილა ჩემთვის საკუთარ ემოციებზე საუბარი კომფორტული, თუმცა ნიკასთან სხვანაირად იყო, როგორც ყველაფერი დანარჩენი.
-რა თქმა უნდა, დამასწარი, ტიპური სანდრო, მეც მიყვარხარ - მაკოცა, კოცნა მოკლე და თბილი იყო - უპირობოდ - თქვა ვითომ ხუმრობით. ორივემ გავიცინეთ.
-ახლა კი ჩემი ჯერია, წამოდი სანამ გავიყინეთ.
რამდენიმე საათი ქალაქში დავდიოდით, უბრალოდ ვსეირნობდით და ვერთობოდით, ვიცინოდით, ვლაპარაკობდით. ბოლოს ანდრეას სახლთან მივედით.
-აქ რა გვინდა -გამიკვირდა.
-მოკლედ, ანდრეას მშობლები ევროპაში არიან, როგორც ყოველთვის გასაქცევი იპოვეს, ანდრეა კი მეგობართან რჩება, ასე რომ გადავწყვიტე შანსით გვესარგებლა და გასაღები გამოვართვი. - გამიღიმა და კარი გააღო- საჭმელი შევუკვეთე და შეგვიძლია ფილმს ვუყუროთ.
-იდეალურად ჟღერს.
ვჭამეთ და ლუდი დავლიეთ. საშინელებათა ფილმი ჩავრთეთ და სანამ ანდრეას უზარმაზარ ეკრანს ვუყურებდით ჩახუტებულები ვიწექით საწოლზე და კინოს არც ისე დამაჯერებელ სპეც ეფექტებზე ვიცინოდით. ასე კომფორტულად თავი არასდროს მიგრძვნია.
ფილმი რომ დამთავრდა უკვე შუაღამეს გადაცდენილი იყო.
-ჰმ.... ახლა რა ვაკეთოთ... ჯობია დავიძინო - ხელოვნური მთქნარებით თქვა ნიკამ.
-კი აბა რა- ვუთხარი და წელზე ხელი მოვხვიე და ლურჯ თვალებში ჩავხედე.
-მიყვარხარ. - ვუთხარი.
-მიყვარხარ- ლოყაზე ხელი მომისვა ნიკამ.
ჩემკენ მოიწია და სანამ ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდა უკვე ვგრძნობდი მისი კოცნის გემოს, ცოტა ხანი ნელა ვკოცნიდით ერთმანეთს, არსად არ გვეჩქარებოდა და არ ვიმალებოდით, რაც არც ისე ხშირად ხდებოდა. მალე კოცნა უფრო ვნებიანი გახდა, ჩვენი ტუჩები ჩქარ ჩქარა ეხეთქებოდა ერთმანეთს, თითქოს ეს სუნთქვასავით გვჭირდებოდა, ჩემს ზემოთ მოვაქციე და ხელები ჯერ გრძელ თმაში შევუცურე, ცოტა ხანში კი მისი მაისურის ქვეშ და მაღლა ავწიე, ჩვენი ტუჩები რამდენიმე წამით მოცილდა ერთმანეთს სანამ ვიხდიდით.

რომ გამეღვიძა უკვე კარგა ხნის გათენებული იყო, ალბათ კიდევ რამდენიმე საათი არ გამეღვიძებოდა რომ არა ფხაკუნის ხმა. ჩემს მკლავებში მოქცეულ მძინარე ბიჭს შევხედე თუ არა მომხდარის გახსენებამ ტალღასავით დამარტყა და დამბურძგლა, გამეღიმა. რამდენიმე წამში ოთახის კარი გაიღო. კარში ანდრეა იდგა, ყინვის გათვალისწინებით ზედმეტად თხელი საღამოს კაბა ეცვა, თვალები უძილობისგან ჩაცვენილი, უზარმაზარი მზის სათვალე თავზე ეკეთა. ჩანთა მაგიდაზე დადო და მოგვიბრუნდა. ნიკას უკვე ეღვიძა.
-სერიოზულად? ჩემ საწოლში! ამხელა სახლში, სადაც სამი ცარიელი საძინებელია, სამი! დაუჯერებელი ხალხი ხართ!
-შენი ტელევიზორი ყველაზე დიდია - ნიკას ეს სიტყვები შეკითხვასავით გაისმა. მე და ანდრეას გაგვეცინა.
-არ გეგონოთ რომ ეგ არგუმენტი თეთრეულის გარეცხვისა და აქაურობის დეზიმფიცირებისგან გიხსნით. ახლა კი წავალ და დავიძინებ, სანამ საწოლამდე მისვლის უნარი შემრჩა.
გავიდა და კარი სპეციალურად მიაჯახუნა თან ისევ რაღაცეებს ბურტყუნებდა.
გავიდა თუ არა ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-საშინელი ადამიანები და მეგობრები ვართ -ვუთხარი ნიკას.
-საშინელი, კატასტროფული, ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი ხალხი - თქვა ნიკამ ჩემ სახესა და კისერზე დატოვებულ კოცნებს შორის.- ახლა ჯობია ავდგეთ თორემ თუ არ დავალაგებთ რამდენიმე საათში მკვდარი ცუდი ადამიანები ვიქნებით.



№1  offline წევრი ფორთოხალი

ანდრეა გოგოს სახელია?

საკაიფოდ გარისკე, მონ ამი, ძაალიან სერიოზულად. :)
ცოტა უფრო ღრმად წერე და უკეთესი იქნება. ცდილობ, გეტყობა და შეგიძლია ამიტო ქვემოთ გაშალე სანამ ზედაპირზე გაშლი.
წარმატებები

 


№2  offline წევრი AndyGL

კი ანდრეა გოგოს სახელია.

გავითვალისწინებ. გმადლობ კომენტარისთვის :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent