დასაწყისიდან დასასრულამდე
ახალ წელს განსაკუთრებით ელოდებიან.ყოველთვის ფიქრობენ რომ ყველაფერი ცუდი ძველ წელს გაჰყვება, ახალი კი ყველაფერ კარგს მოიტანს. ელოდებიან იმედებით.სიხარულით, კეთილი სურვილებით და ოცნებობებენ. ახალი წლის ღამეს ხომ საერთოდაც ჯადოსნურად თვლიან. ამ ღამეს სურვილებიც ხდებაო... და ელოდებიან და ელოდებიან მთელი გულით... ახალი წლის დღეც დადგა. ეკა და ქეთი სამსახურიდან ადრე გამოვიდნენ. მაღაზიებში გაიარეს და საახალწლო საჩუქრები იყიდეს მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის. ალექსს და თორნიკეს უთხრეს რომ იმ დღეს სამსახურებში მორიგეები იყვნენ და ვერ შეძლებდნენ მათთან ერთად ყოფნას. ტელეფონები გამორთეს. საღამოსკენ მზად იყვნენ. ქეთის მანქანაში ჩასხდნენ და ქალაქის გზას დაადგნენ. გზაში თოვა დაიწყო. ჯერ რამდენიმე ფიფქი გადმოაგდო, მერე კი მოუმატა და ისეთი თოვლი წამოვიდა გზა ძლივს ჩანდა. ნელა მიდიოდნენ. ფრთხილობდნენ. მაგრამ ერთი სული ჰქონდათ ჩასულიყვნენ. ახალი წელი ერთადერთი იყო როცა რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფრის მიუხედავად ჩადიოდნენ ქალაქში და ერთად ხვდებოდნენ ჯერ ოჯახთან, მერე კი ერთად იკრიბებოდნენ და სადმე რესტორანში აგრძელებდნენ. წელს კი ორმაგად უხაროდათ მათ გვერდით საყვარელი ადამიანები იქნებოდნენ... ქალაქში რომ შევიდნენ უკვე საკმაოდ დიდი თოვლი მოსულიყო. პარკთან რომ ჩაიარეს ახალგაზრდები დაინახეს გუნაობდნენ. მათში მეგობრები ამოიცნეს. -გააერე ქეთი ჩვენები არიან. ნახე ბიჭებიც აქ არიან ალექსიც და თორნიკეც.- ქეთიმ მანქანა გზის პირას გააჩერა და მანქანიდან გადავიდნენ. არ ელოდნენ და გაკვირვებულები უყურებდნენ მათ. მერე გონს მოეგნენ და ატყდა ერთი ამბავი, ჩახუტება და მოკითხვები. -ჩემი სიხარული შენ რა გეცალა და მომატყუე? -სიუპრიზი გვინდოდა გავგვეკეთებინა ალექს.- -მეორედ ასე აღარ მოიქცეთ თორემ დაისჯებით. მარტო როგორ გაბედეთ ამხელა გზაზე წამოსვლა, თან ასეთ ამინდში? _შენ თუ ასე საყვედურებს გააგრძელებ წავალთ.-ეწყინა ქეთის - სად წახვალ მოდი აქ ჩაგეხუტო.-ალექსი გოგოს ჩაეხუტა და აკოცა. -ასე ხომ? პირი შეკარით არა?ესენი საშიშები არიან ხომ იცი შენ -შენ არაფერი გემუქრება. ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით. თუ არ ჩამეხუტები. არ გაგიხარდა ხო ჩემი ჩამოსვლა? -როგორ არა ჩემო ბრაზიანო. ყველაზე მეტად დღეს შენთან ყოფნა მინდოდა. და გულზე ვსკდებოდი რომ აქ არ იქნებოდი.- თორნიკეც მოეხვია შეყვარებულს. -მოდი რა ვიგუნდაოთ, კარგად ვერთობოდით.-დაიძახა ანამ და თოვლს დასწვდა რომ გუნდა გაეკეთებინა. პირველი ქეთისკენ გამოსროლა და მანაც საპასუხოდ იგივე გაიმეორა. ატყდა გუნდაობა და ერთი ამბავი. მათი სიცილ-ხარხარი ცას სწვდებოდა.მათთან ერთად იყო გიორგი და ტასოც . ბავშვი სიხარულისგან აღარ იყო. თოვლში კოტრიალობდა და ხან თაკოს ესროდა თოვლს, ხან მამას. მერე გიორგიმ კისერზე შეისვა და ასე დახტუნავდნენ. თაკოს გაეკიდნენ დასაჭერად, რომელიც გარბოდა. უცებ ფეხი აუსრიალდა და მოწყვეტით დაეცა. გიორგის ფერი ეცვალა სახეზე. მაშინვე მასთან გაჩნდა. -თაკო რა დაგემართა? ხომ კარგად ხარ? -ფეხი მეტკინა ძალიან.- დაიკვნესა მან. ყველანი უცებ გაჩნდნენ მასთან. -ქეთიმ ფეხი გაუსინჯა. -მოტეხილი არ არის. ცოტას დაისვენებ და კარგად იქნები. სახლში რომ მიხვალ შეგიხვევ.მალამოს წაგისმევ და ხვალ უკვე გადაგივლის. -დედაა ხომ კარგად ხარ?-მოულოდნელად ჰკითხა შეშინებულმა ბავშვმა და ჩაეხუტა. გოგოებს სახეზე გაოცება გამოეხატათ. -რა ხდება თაკო? ეს რას ნიშნავს?-ჰკითხა ეკამ -მაპატიეთ გოგოებო რომ აქამდე დაგიმალეთ. მე და გიორგი დაქორწინებას ვაპირებთ. ტასუნა კი ისე შემჩვია რომ დედას მეძახის. მეშინოდა ეს თქვენთვის როგორ მეთქვა ან როგორ მიიღებდით -თაკო ხომ იცით რომ ჩვენ შენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და ყველაფერი ისე იქნება როგოც შენ გინდა.გილოცავ ,- მოეხვია ქეთი -გილოცავთ ძმაო. ბედნიერები იყავით. -მადლობა ნიკა -ესენი ნახე რაა. ჩვენ რა ამბებში ვიყავით. მეგონა ვერავინ დამასწრებდა და ამათ თურმე ყველაფერი გადაუწყვეტიათ და მოუგვარებიათ. -ამას დიდი დრო არ სჭირდება ალექს. არ უნდა გაწელო. უცებ უნდა მოაგვარო ყველაფერი.როცა გინდა გინდა მორჩა. -გაიგე ქეთი? კარგად მოუსმინე -ოო კარგი რა ალექს. დამელოდე ცოტა ხანს არაფერი მოგივა. -ვაიმე კიდევ დამელოდეს გაიძახის ეს გოგო.მიშველეთ ხალხო.თაკო შენ მაინც დააარწმნე რომ დამთნხმდეს. ან ქორწლის დღე მაინც დავთქვათ. -მართალია ქეთი. თქვენ რაღას ელოდებით? -მოვრჩე ამ პრაქტიკებს და მერე. რამდენიმე თვე დამრჩა და დამაცადეთ რაა სტუდენტობა.- გაეცინა მას -ასეა თუ ისე ძალიან კარგი ამბავია ჩვენს სამეგობროში და პირველი ქორწილი გველოდება წინ. აბა როდის აპირებთ? -გაზაფხულზე თორნიკე. მზადება უკვე დაწყებული გვაქვს ამისთვის. -ხოდა ძალიან კარგი. აბა ახლა წავედით სახლებში და შუაღამისას შევიკრიბოთ. ახალ წელს ერთად შევხვდეთ.-ქვა ეკამ -ხო წავიდეთ, შემცივდა -მოდი საყვარელო გაგათბო.- ჩაეხუტა ალექსი -მოდი შენც ადექი ნელნელა და წაგიყვან სახლში. გიორგიმ თაკო ნელნელა წამოაყენა და ხელში აიყვანა. თაკომ იუხერხულა და უჩურჩულა დამსვიო. -მზად ვარ მთელი ცხოვრება ასე გატარო,-ჩურჩულით უპასუხა მანაც ბავშვი მათ წინ მიხტუნავდა და ამაზე ხალისობდა..... ყველა ერთმანეთს დაემშვიდობა და სახლში წავიდნენ. ქეთიმ მანქანა სახლის წინ გააჩერა და მანქანიდან გადავიდა. საბარგულიდან საჩუქრები და ნივთები ამოიღო. სახლში შესვლას აპიებდა როცა დათო მიუახლოვდა. -გამარჯობა ქეთი როგორ ხარ? -ეგ შენი საქმე არაა. მითხარი ახლა რაღა გინდა ან აქ რა გინდა? -შენმა მშობლებმა დამპატიჟეს. ახალ წელს ერთად უნდა შევხვდეთ. -ხო აბა რაა. შანსს ხელიდან არ უშვებ. იცი მათ მოსწონხარ და ამას როგორ საშენოდ იყენებ --შენს მშობლებს შენი ხელი უნდა ვთხოვო. -არანორმალური ხარ.მე არ დაგთანხმდები და მათ რაც უნდათ უთქვიათ. მთავარი მე ვარ და ჩემი სიტყვაა. -მე ვეტყვი რომ ერთად ვიყავით -ურჩხულო რა სისულეებს ლაპარაკობ?ბედნიერები მაინც არ ვიქნებით.არ მიყვარხარ შეიგნე. და არასოდეს გავხდები შენი ცოლი. -მოემზადე მოგატეხავ მაგ რქებს იცოდენიმე წამს დაელოდა და მერე ისიც სახლში შევიდა. დედას სუფრა უკვე გაეშალა. შვილის დანახვაზე გაეღიმა და მოეხვია. მამაც იქვე იჯდა ტელევიზორის წინ. დათოც მის გვერდით მოთავსებულიყო სავარძელში. მივიდა მიესალმა და მოეხვია. -დეე მამა როგორ ხართ?მომენატრეთ ძალიან -შენ როგორ ხარ შვილო?ხომ კარგად ხარ?გამხდარი ხარ დედა გენაცვალოს. -არა დეე კარგად ვარ, მშვენივრად ვგრძნობ თავს. -საჭმელს ხომ ჭამ საკმარისად? -კი დედა. -მოდი ამდენს ნუ ლაპარაკობთ სუფრას მივუსხდეთ .უკვე მოვა სადაცაა ახალი წელი. -საჩუქრები ჩამოგიტანეთ. ქეთიმ ჩანთა გახსნა და ორივეს გაუწოდა საჩუქარი. მერე მოეხვია და ორივეს აკოცა. საჩუქარი მშობლებმაც მიიაწოდეს მას. გახსნა და თვალები გაუბრწყინდა ულამაზესი ოქროს ყელსაბამი იყო მისი სახელით ამოტვიფრული.მადლობა მოუხადა მშობლებს.დათოს ყურადღებას არ აქცევდა. არ უნდოდა დღევანდელი დღე ჩაეშხამებინა.სუფრას მიუსხდნენ. მამამ მადღეგრძელო წარმოსთქვა. -მამა გაგვიმარჯოს,მრავალს დავესწროთ. ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს ახალი წელი. -გაგიმარჯოს. უპასუხა მან.-დათო შენ რა ჩუმად ხარ.აიღე ჭიქა. -გაგვიმარჯოს. მრავალს დავესწროთ. ჭიქა ბოლომდე გამოცალა. ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა ქეთი სახლში. მერე კი მშობლებს დაემშვიდობა და მათი წინააღმდგობის მიუხედავად მაინც წავიდა მეგობრებთან. ნიკას კლუბში შეიკრიბნენ ყველა. იმ ღამეს მეორე სართული მთლიანად მათ განკარგულებაში იყო. უზარმაზარი ნაძვის ხე დაედგა ნიკას ცენტრში. ერთ მხარეს სუფრა გაეშალა და მეორე მხარეს სპეციალურად დაეტოვებინა ადგილი საცეკვაოდ. სპეციალურად დიჯეი მოეწვია ამ დღისთვის და რამდენიმე ოფიციანტი დაექირავებინა. მათ გარდა იქ კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო მათ შორის ალექსის დაც. -ქეთი მინდა ჩემი პატარ დაიკო გაგაგცნო თამუნა. თამო ეს კი ის ადამიანია. რომელზეც ჭკუას ვკარგავ და ძალიან მიყვრს- ეს ქეთია -ძალიან მიხარია შენი გაცნობა.- მოეხვია ის -მეც უპასუხა ქეთიმ -ერთი და კიდევ მყავს უფროსია, მაგრამ ის ახლა საზღვარგარეთაა ქმართან ერთად და ჩამოსვლა ვერ მოასწრო. მალე ჩამოვა და მასაც გაგაცნობ.ახლა კი წამოდი სუფრასთან მივიდეთ. გველოდებიან. სუფრას მიუსხდნენ და გართობა დაიწყეს. თამადად ისევ და ისევ ნიკა აირჩიეს. მანაც დაიწყო და რა დაიწყო. ომახიანად შემოსძახა სადღეგრძელო. მერე უცებ მეორე მიაყოლა. რამდენიმე წუთში ახალი წელი დგებოდა. ზუსტად თორმეტზე ვერანდაზე გავიდნენ და ფეირვერკმა გაანათა ცა. ისევ თოვდა და ეს ყველაფერი შესანიშნავ გარემოს ქმნიდა.მერე ისევ დარბაზში დაბრუნდნენ. ერთმანეთს მიულოცეს ახალი წელი და გართობა და მხიარულება განაგრძეს. სასმელმა მალე გაჭრა და საცეკვაოდ ადგნენ. თაკო ფეხის გამო სუფრასთან იჯდა. შორიდან ადევნებდა მეგობრებს თვალს.გიორგიც გვერდით ეჯდა და ამხიარულებდა. სასმელი მასაც მოკიდებოდა და სითამამე მოჰმატებოდა. მას ხელი მოხვია და თმაზე ნაზად ეფერებოდა. გოგოც განაბული იჯდა მხარი მის თავზე ჩამოედო და მისი გვერდით ყოფნით ტკბებოდა. ყველა მხიარულობა. უხაროდათ ერთად ყოფნა. გამთენიისას ერთამენთს დაემშვიდობნენ. ადაღლილები იყვნენ და დასასვნებლად სახლებს მიაშურეს...მშვიდად დაწვა ქეთი დასაძინელად. რა იცოდა რომ დილით კოშმარი ელოდა წინ.... დილით გვიან გაეღვიძა თითქმის შუადღე იყო. არსად წასასვლელი არ იყო და საწოლში ნებივრობა გადაწყვიტა. ალექსს დაურეკა -დილა მშვიდობისა საყვარელო. შენ არ გძინავს? -რა დროს დილა ქეთი უკვე ორი საათია. -ვიცი მაგრამ არსად არ მეჩქარება -მომენატრე უკვე -მეც ძალიან მომენატრე. შენთან მინდა ახლა. მაგრამ ჩემი და ჩამოვიდა. წუხელ ჩამოსულა. ასე რომ მასთან უნდა ვიყო. ჩემი პატარა დისშვილი ჩამოიყვანა გამაგიჟა ისეთი საყვარელი ბავშვია. ნეტავ ჩევნ როდის გვეყოლება პატარ. მაგ დროს მოევსწრო. -მალე ალექს მალე..მიხარია შენ რომ ბედნიერი ხარ -მეც ჩემო სიხარულო. მაგრამ შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი. საღამოს მოვახერხებ და გნახავ აუცილებლად. თორემ უკვე ცუდად ვარ -კარგი ჩემო ძვირფასო დროებით. ქეთიმ ტელეფონი გვერდით გადადო და ტელევიზორი ჩართო, მაგრამ ოთახსი დედა შემოვიდა. -ადექი თავი მოიწესრიგე და ოთახში გამოდი -რა ხდება დედა? -გელოდები სწრაფად. დედას მკაცრი ხმა ჰქონდა. აშკარად რაღაც მომხდარიყო. ნუთუ დათო?გაუელვა გონებაში და სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი. მამის სახეს რომ შეხედა გასცრა. სახეზე გაბრაზება და გაცეცხლება ეტყობოდა. -დაჯექი.- სკამზე მიუთითა მამამ.მის წინ ჩამოჯდა და დაელოდა რას ეტყოდა. -რას აკეთებ იქ?შემარცხვინე ხომ? -რას უნდა ვაკეთებდე? ვსწავლობ და სწავლა სირცხვილი როდის აქეთ გახდა? -შვილო იქნებ მოგვიყვე ყველაფერი.- შეეხვეწა დედა. -და რა გითხრათ რაც არ ვიცი? რაში გამოვტყდე?იქნებ გამარკვიოთ რა ხდება? -რა ხდება და თავი მოგჭერი. რა გაკლდა?ფული?ეს რომ გააკეთე? როგორ გენდობოდი. შენ კი საყვარელი გაიჩინე და დამაღალატე -რას ამბობ მამა?ასეთი სისულელე საიდან მოიტანე?მე სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია.ყველაფერს გეფიცები. -არ მჯერა არა. ხალხი ლაპარაკობს. დათომ მითხრა, კიდევ კარგი რომ დროზე მოგვისწრო იმ ბიჭმა. -აჰ დათო არა?აბა სხვა ვინ იქნებოდა ამ სისულელეების ავტორი. იმ ბიჭის ასე რატომ გჯერათ?რატომ არ მიჯერებთ მე?-ხმას აუწია ქეთიმ -იმ ბიჭს თავი დაანებე, ის შენი გულისთვის ყველაფერზე მზადაა -მე არავისგან არ ვითხოვ თავის გაწირვას. ეკას ჰკითხე თუ გინდა. სამარცხვინოს არაფერს ვაკეთებ და არც ჩამიდენია -ისიც შენნაირია,მას რა უნდა ვკითხო. ქალი, რომელიც პოლიციაში მუშაობს ამდენ მამაკაცში წესიერი როგორ იქნება?- ახლა მამამისი ყვიროდა -არ მოგცემ უფლებას ჩემს მეგობრბს შეურაცყოფა მიაყენო. მათ პატიოსნებაზე ზედმეტს არ გათქმევინებ და არც ჩემზე. როგორ დაიჯერეთ ეგ სისულეები? -შენ ხმასაც უწევ? როგორ ბედავ. მამის მოქნეული ხელი სახეში მოხვდა. ეს იმდენად არ სტკენია, გული უფრო ეტკინა. სხეული და სული სტკიოდა რომ მათ არ სჯეროდა საკუთარი შვილის. ოთახში გავარდა. ჩანთაში საკუთარი ნივთები ნაჩქარევად ჩაყარა და უკან დაბრუნდა. -ესეგი თქვენ ჩემი არ გჯერათ?არ გჯერათ იმ შვილის, რომლითაც ყველა ამაყობს?დაგიმტკიცებთ რომ ცდებით.სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია. აირეთ თქვენი საკრედიტო ბარათები, მანქანის გასაღები. არც ეს ყელსაბამი მინდა. არც თქვენი ფული. მე ცხოვრებაში იმას აუცილებლად მივაღწევ, რაზეც ერთად ვოცნებობდით.- ყველაფერი მამის წინ მაგიდაზე დაყარა და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა -მოიცადე არ დამიმთავრებია,- მოესმა კართან მამამისის ყვირილი მაგრამ არ გაჩერებულა ქუჩაში გავარდა. ქუჩაში რამდენიმე ადამიანს შეეჩეხა. ეგონა რომ ყველა მასზე ლაპარაკობდა ზურგს უკან და დასცინოდა. რომ დათოს ყველასთვის ნათქვამი ჰქონდა ეს სისულეები. -როგორ მეზიზღება ეს ყველაფერი და ეს ცხოვრება, იყვირა მან და ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა. უაზროდ მიბოდიალობდა ქუჩაში. -რა მოხდა მეგობარო რა გჭირს?-შეეჩეხა ეკას როცა მისი სახლის წინ ჩაიარა -წამიყვანე აქედან წამიყვანე რააა, სადმე შორს.-ეკამ გაოგნებული მეგობარი სახლში შეიყვანა და დამამშვიდებელი დაალევინა. ანაც გაოცებული უყურებდა მას. ვერ მიმხვდარიყვნენ რა ხდებოდა. -აბა ახლა დაწყნარდი და მომყევი რა მოხდა? ქეთი მოკლედ მოუყვა ყველაფერს ორივეს. -არაკაცია ეს როგორ ჩაიდინა, ვანანებ მაგას ამ საქციელს.საკუთარი ხელით დავახრჩობ -ნუ ბრაზობ ეკა დამშვიდდი რაა, ყველაფერი კარგად იქნება -არა მგონია, ანა რა გავკეთო?ალექსმა ეს რომ გაიგოს გაგიჟდება. მართლა მეშინია დათოს არაფერი დაუშავოს ან თვითონ არ მოუვიდეს რამე. -მათზე ნუ ფიქრობ საკუთარ თავზე იფიქრე.ახალა რას აპირებ? -არ ვიცი ეკა უკან დავბრუნდები -ალექსს რას ეტყვი? -ვეტყვი რომ საავადმყოფოში სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. ან რამეს რა ვიცი. მაგრამ გთხოვ თაკოსაც არაფერი უთხრა. არ მინდა მანაც რომ გაიგოს. ახლა ბედნიერია და არ მინდა ჩავაშხამო ეს ბედნიერება. -რას აპირებ საერთოდ? -უკან დავბრუნდები და სხვა სამსხურსაც ვიშოვი. მათ არ შევეხვეწები არაფერს არც მათი ფული მინდა და არაფერი. ისედაც სულ პრობლემები გვქონდა ურთიერთობაში. ჩემგან ხან რას ითხოვდნენ და ხან რას. ზედმეტად მაკონტროლებდნენ და თავისუფლებას მიზღუდავდნენ. -ალექსზე რომ მოგეყოლა იქნებ სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი და ეს არ მომხდარიყო -ახლა უკვე ვეღარ გავიგებ რა იქნებოდა და როგორ. -დღეს ჩვენთან დარჩი და ხვალ ერთად წავიდეთ, მარტო არ გაგიშვებ -საღამოს ალექსი უნდა ვნახო და თავი ხელში ავიყვანო. თორემ ის რომ მიხვდეს რამეს,მერე ცუდად წავა საქმე -კარგი წამოწექი მანამდე და დაისვენე, დამსვიდდი ყავას მოგიტან - -მადლობა ანა -არაფერს ჩემო ძვირფასო.... საღამომდე ცოტა დამშვიდდა და თავი ხელში აიყვანა. მაგრამ ალექსმა ვერ მოახერხა შეხვედრა. ტელეფონზე დაურეკა და უთხრა რომ სასწრაფოდ ბაზაზე გამოიძახეს და იქ მოუხდა წასვლა. ალბათ სხვა დროს ამაზე გაგიჟდებოდა, მაგრამ ახლა თითქოს შვება იგრძნო. კარგად იცოდა რომ ყველაფერს მიხვდებოდა რაც არ უნდა მშვიდად დაეჭირა თავი. იმ ღამეს კარგად გამოიძინა და დილით ადრიანად ადგა. გოგოებს სუფრა გაეშალათ და საუზმეზე დაუძახეს. სწრაფად ისაუზმეს.... -მაშ ასე მეც მზად აბა არ მივდივართ? -შენც მოდიხარ? -როგორ ფიქრობ გაგიშვებ მარტოს? -რა თქმა უნდა არა. გაეღიმა ქეთის -ხოდა აბა ახლა ნუღარ ლაპარაკობ ბევრს და წავიდეთ. ბილეთები ძლივს ვიშოვე მატარებელზე. -ქეთი აი ეს ფული აიღე. ბევრი არაა მაგრამ დაგჭირდება -არ არის საჭირო მეგობარო. -კარგად ვიცი რა არის საჭირო და რა არა. აბა შენ იცი მე მჯერა შენი და არ შეგვარცხვინო. თავი მაღლა ასწიე და ღირსეულად გეჭიროს. გაამხნევა მეგობარმა -მადლობა ანა.-მეგობრები ერთმანეთს მოეხვივნენ და სადგურისკენ დაიძრნენ. როგორ მოხდებოდა ისე რომ მეგობარი არ გაეცილებინა... გულნატკენი მოეხვია ქეთის და გზა დაულოცა. იქამდე იდგა იქ სანამ მატარებელი თვალს არ მოეფარა... -აქ რას აკეთებ ანა? -ბაჩო შენ რა გინდა აქ? - საქმე მქონდა, ახლობელი გავაცილე მატარებელზე .შენ? -მეც ქეთი და ეკა გავაცილე -ისინი წავიდნენ? კი მგარამ რატომ? ჯერ ხომ არ აპირებდნენ წასვლას? -სასწრაფო სქმე გამოუჩნდათ.-იცრუა ანამ -ალექსმა თუ იცის? -არა მაგრამ დაურეკავს და ალბათ ეტყვის. შენ რა დაკითხვას მიწყობ? -კარგი ნუ ბრაზდები, უბრალოდ მაინტერესებდა. -მე ხომ არ გეკითხები სად დადიან შენი მეგობრები. -რა ბრაზიანი ხარო. მაგრამ ამ დროს უფრო საყვარელი რომ ხარ თუ იცი? -ცუდად მეხუმრები. ახლა ისედაც გაბრაზებული ვარ და შენზე ვიყრი იცოდე ჯავრებს. -კარგი ბოდიში აღარ გავაგრძელებ.უბრალოდ რაღაც მინდა გთხოვო? -რა გინდა? -მინდა რომ სადმე დაგპატიჟო გავისეირნოთ ვილაპარაკოთ. -კარგი დავფიქრდები -ბევრი არ იფიქრო იცოდე დაველოდები შენს პასუხს. -მალე გეტყვი. ახლა მეჩქარება უნდა წავიდე,კარგად ბაჩო -კარგად ანა... ეკა და ქეთი მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოთავსდნენ. ხალხი ბევრი იყო და საკმაოდ ხმაურობდნენ. თავი ასტკივდა ცალკე ხმაურისგან და ცალკე ამდენი დარდისგან და ფიქრებისგან. გონებაში ერთი აზრი მეორეს ცვლიდა და უფრო და უფრო მეტად ნერვიულობდა. მათ წინ ახალგაზრდა ქალი დაჯდა. დაახლოებით მათივე ასაკის. პატარა ბავშვი ეჭირა და მის დაწყნარებას ცდილობდა.ის კი ტირილს უფრო უმატებდა. ქალი დაბნეული იქექებოდა ჩანთაში. იქიდან საჭმლის ბოთლი ამოიღო. პატარამ როგორც კი საჭმლის გემო გაიგო მაშინვე გაჩუმდა. მალე ხასიათზე მოვიდა და თამაშიც დაიწყო. -რა ლამაზია და რა საყვარელი რა ჰქვია? -გაეთამაშა ქეთი -მათე. უპასუხა ქალმა. ბავშვმა მისკენ გაიწია. ხელში აიყვანა და ეფერებოდა. დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი და ერთმანეთის გაცნობაც მოასწრეს. ქალი ძალიან სათნო და თნილი ჩანდა. -საზღვარგარეთ ვცხოვრობდი ქმართან ერთად. ის იქ ცნობილი ქორურგია. ვერ მოახერხა წამოსვლა ჩემთან ერთად. მე ვერ გავძელი. მინდოდა ჩემებთან შევხვედროდი ახალ წელს და მოულოდნელად ჩამოვედი, მაგრამ ასევე მოულოდნელად მომიწია უკან დაბრუნება.სახლში რაღაც დაზიანდა და უჩემოდ ვერ მოგვარდება. -ძალიან გვიხარია თქვენი გაცნობა ნანა. ჩვენც აქ ვცხოვრობთ, სტუდენტები ვართ და ჩვენც სასწრაფოდ მოგვიწია დაბრუნება- -მართლა ? სად სწავლობთ? -მეც მომავალი ექიმი ვარ. ჩემი მეგობარი კი პოლიციის აკადემიაში ჩაირიცხა ახლა. მანამდე იურიდიული დაამთავრა -თქვენ რა ნიჭიერები და ყოჩაღები ყოფილხართ გოგოებო. მიხარია რომ გაგიცანით. მართლა ძიძა მჭირდება და ვინმე გამოცდილი და კარგი ძიძა ხომ აგეგულებათ? -იცით ჩემს მეგობარს ძალიან სჭირდება სამსახური და იქნებ ის აიყვანოთ.არ ინანებთ დამიჯერეთ?-შესთავაზა ეკამ -ეკა უხერხულია... -რატომ?მშვენიერი გოგო ხართ. თუ მოინდომებ გამოიარე და დავილაპარკოთ. ქალმა მისამართი მისცა და ტელეფონის ნომერიც ჩააწერინა.-დარწმუნებული ვარ მათეს შესანიშნავად მოუვლით... სანამ ბოლომდე ჩავიდნენ კიდევ უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და ინფორმაციები გაცვალეს. მათეს ისე მოეწონა ქეთისთან ყოფნა, რომ როცა დაემშვიდობნენ ერთმანეთს ტირილი დაიწყო.... იმ საღამოს კარგად იფიქრა ქეთიმ. ეკამაც დააძალა და გადაწყვიტა რომ დათანხმებულიყო. ახლა ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. მითუმეტეს რომ სამსახურში საახალწლო შვებულება ჰქონდა. დილითვე დაურეკა ნანას და შეხვედრა სთხოვა. მანაც სახლში დაიბარა რომ გასაუბრებოდა და ყველაფერი ეჩვენებინა... -გამარჯობა ქეთი. როგორ ხარ? -კარგად თქვენ როგორ ხართ? -ჩვენც კარგად.შემოდი..-ნანა წინ გაუძღვა და ოთახშ შეიყვანა. - შენ ხომ მითხარი ვსწავლობო? როგორ მოახერხებ? -ყოველდღე არ ვსწავლობ, უფრო სწორად უკვე პრაქტიკებს გავდივარ საავდმყოფოში და მორიგეობზე მიწევს დარჩენა. ყოველდღე არ ვარ იქ. --კარგი აქაც არ მოგიწევს ყოველდღე ყოფნა. კვირაში სამი დღე იქნები ძირითადად,მაგრამ თუ საქმე გამომიჩნდა შეიძლება დაგირეკო და შეგითანხმო მოსვლას შეძლებ თუ ვერა. -კარგი არ არის პრობლემა. -წამოდი ახლა სახლი დავათვალიეროთ და ყველაფერს გაჩვენებ. თან ჩვენს დამხმარე ქალს გაგცნობ.... ნანამ სახლი დაათვალიერებინა. ყველაფერი აუხსნა და მეორე დღეს დაიბარა სამსახურში. გახარებული გამობრუნდა ქეთი იქიდან.ტაქსში რომ ჩაჯდა ალექსმა დაურეკა -როგორ ხარ საყვარელო? რატომ წამოხვედი ქალაქიდან? -შენ საიდან გაიგე? -გავიგე და მორჩა. მეტყვი რა მოხდა? -სასწრაფო საქმე გამომიჩნდა საავადმყოფოში. ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციებია დანიშნული და მინდა რომ დავესწრო. -ნამდვილად?არ მატყუებ? -არა საყვარელო. დამშვიდდი.ყველაფერი კარგადაა. -კარგი მჯერა. იმიტომ გირეკავ რომ ჩვენც მნიშვნელოვანი საქმეები გვაქს ბაზაზე. რაღაც მოხდა და რამდენიმე დღე აქ ვიქნები. შეიძლება ვერ დაგირეკო და არ ინერვიულო კარგად ვიქნები. -კაგი საყვარელო. მიყვარხარ და თავს გაუფრთხილდი. -ვეცდები. მეც ძალიან მიყვარხარ. ****************** როგორც იქნა დაითანხმა ბაჩომ ანა შეხვედრაზე. საღამოს დათქმულ დროს მიაკითხა სახლთან. გოგომ ცოტა ალოდინა. მაგრამ მაინც გამოჩნდა რამდენიმე წუთის დაგვიანებით. -შენ ძალიან მოგინდომებია.გიხდება ეგ კაბა. -მადლობა.- დაიმორცხვა ანამ -ეს ყვავილები შენ. -მადლობა. ესეც ძალიან ლამაზია. სად მივდივართ? -მეგონა შენ შეარჩევდი. მაგრამ რადგან არ შეგირჩევია მაშინ ერთი კარგი ადგილი ვიცი და იქ წავიდეთ.... მალე ისინი რესტორანში ისხდნენ და შეკვეთის მოლოდინში საუბრობდნენ. -ეს ადგილი არ ვიცოდი. მყუდრო და მშვიდი გარემოა. -ხო ესეც ახალია და ძალიან მომეწონა პირველად რომ ვნახე. -და აქ რა გინდოდა? -ეჭვიანობს ჩემი ლამაზი გოგო? -ნუ იცინი. არ ვეჭვიანობ -კი ეჭვიანობ.და ძალიან საყვარელი ხარ ამ დროს. რატომ იწავალებ შენ თავს ან მე რას მაწვალებ. გითხარი მიყვარხარ-თქო, სიყვარული აგიხსენი და შენ ხმას აიღებ. -რა უნდა გითხრა?როგორ გითხრა ის რასაც არ ვგრძნობ? -ნუ მეთამაშები ანა. ჩემთან არ გამოგივა ეგ -არ გეთამაშები. -კი -არა -კიი ალბათ კამათს გააგრძელებდნენ ოფიციანტს შეკვეთა რომ არ მოეტანა. სასმელი ჭიქებში ჩამოასხა -მოდი ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს. შენ გაგიმარჯოს ჩემო ძვირფასო. შენს სილამაზეს და შენს მაგ ლამაზ,ბრიალა თვალებს. ასე რომ მაგიჟებს. -გავწითლდები ახლა. -ეგეც კი გიხდება. პირველად რომ გაგიცანი მაშინაც გაწითლდი -არ არსებობს. არ იქნებოდა ეგრე -კი ასე იყო ნამდვილად.- გაეცინა ბაჩოს. მაგრამ მაშინ არაფერი. იცი როდის ვიგრძენი პირველად შენს მიმართ გრძნობები? -როდის? -როცა ქალაქგარეთ წავედით პირველად და შენი სიმღერა მოვისმინე. არაფრით განსაკუთრებული, მაგრამ ძალიან საყვარელი და მორდებული გოგო. ყოჩაღი და ამავე დროს იუმორით აღსავსე. -მე რომ ერთი ამაყი და თავმომწონე, გოგოებში პოპულარული ბიჭი მეგონე. რომელსაც გრძნობი არ გააჩნდა. -ეგ ერთი შეხედვით ასე ჩანს და პირიქითაა. ხშირად თუ მნახავ ჩემზე აზრს შეგაცვლევინებ. მთავარია შენს გულს მოუმინო და რას გეტყვის -კარგი ვცადოთ მემგონი არაფერს არ დავკარგავთ. -მე თუ რამე შეცდომა მომივიდა ყველაზე ლამაზს და საუკეთესო ქალს დავკარგავ ცხოვრებაში. -მთლად ასეც არაა. -არა ასეა დამიჯერე. ვიცეკვოთ წამოდი რაა ნახე რა კარგი მუსიკაა. -წავიდეთ ბაჩომ წელზე მოხვია ხელები და ტანის ნაზი რხევით ორივე აჰყვა მუსიკის ნელ რიტმს...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.