შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაჩე ვიბლიანი თავი 5


13-08-2016, 11:20
ავტორი bethelimit
ნანახია 3 877

დილით ადრიანად გამომეღვიძა. გამახსენდა თუ არა გუშინდელი, მაშინვე დაფეთებული წამოვხტი, მაგრამ ვაჩე უკვე ამდგარი იყო. ისე როგორ მეძინა, რომ მისი გამოსვლა გამომრჩა?
სააბაზანოში შევედი, გადავივლე და პირველ სართულზე ჩავედი. კარგ დროს გამღვიძებია, საუზმობას აპირებდნენ ბავშვები.
-როგორი დრო გაატარეთ გუშინ?
-აუ ძაააან მაგარი საკოოოო ნეტა შენც იქ ყოფილიყავი.
-აბააა, ეგ არაფერი შემდეგზე წამოვა. არაა საკო? - შემომიღიტინა ნიკუშამ
-როიცოდე გაბრომ რა გოგო ააგდო გამოშტერდებოდი
-ხოო ბარიელ? - ვიცინი
-მე კი არა იმან დამითრია აქეთ ესეთი კანფეტივით ბიჭი.
-ყოჩაღ იმ გოგოს მაშინ - სიცილითვე ვუპასუხე და ვაჩეს იქ არყოფნის დანაკლისმა თითქოს შემაწუხა.
-უი დანარჩენები სადღა არიან? - ვიკითხე ვითომ უინტერესო ტონით
-რომეო და ჯულიეტამ აიტეხეს სავარჯიშოდ უნდა წავიდეთო და ვაჩე დილა უთენია გავიდა სადღაც, მოვა მალე - ძალაუნებურად დამძაბა ჩვენი შეხვედრის გარდაუვალობამ. მაინც მრცხვენოდა გუშინდელი ღამის და ვღელავდი - ან იმათ რაევარჯიშებათისე გვიან მოხვედით, ან თქვენ როგორ აწიეთ ესე ადრე თავი?
-რაღა ადრე გოგო თერთმეტი საათია - ისე მომანათა თვალები ნატალიამ თითქოს არიცოდა დილით ადრე ადგომას რომ არ ვიყავი მიჩვეული.
შუა ლაპარაკში გვრიტებმაც შემოხსნეს კარი და ორწუთში ვაჩეც მოყვა მათ. მისი, ოთახს მოვლებული ინტერესიანი მზერა და ასევთქვათ ამ მზერის ჩემზე გაჩერება რამდენიმე წამით, არგამომპარვია, თუმცა იმდენად უემოციო სახე მიიღო მალევე, რომ ყველანაირი დადებითი ფიქრი გამიქრა და იმის მაგივრად რომ ცოტა დავწყნარებულიყავი, უფრო ავფორიაქდი, რაც ნატალიას არგამოპარვია.
სანამ ნიკამ და კესომ ტანზე გადაივლეს, მე სალათა ჩავჭერი, კვერცხი შევწვი, სუფრა გავშალე და ბავშვებს დავუძახე.
-დავიჯერო არმომწამლავს? - პირველი ვაჩე შემოუჯდა მაგიდას და მაშინვე ირონიული მზერა მომაპყრო
-თუ გეშინია რომოგწამლავს შეგიძლია არშეჭამო - ცხვირი ავიბზუე მეც
-უბრალოდ მაინტერესებდა ზოგადად როგორი დაუდევარიც ხარ, ისეც თუ ამზადებ საჭმელს
-ჩემი დაუდევრობა შენ სად შეამჩნიე ერთი ან საერთოდ ვინ გკითხავს
-ჯერაცერთი ტონი აკონტროლე და მეორეც მემკითხავს თუ მკითხავს - ხელი მაჯაში ჩამავლო, სახესთან ახლოს მიმწია და ისე გამოსცრა კბილებიდან.
-ეხლა კარგად მომისმინე შე ხისთავიანო, არვაპირებ შენი საქციელი მოვითმინო და ის გააკეთო ჩემთან მიმართებაში რაც მოგესურვება, მითუმეტეს არანაირი უფლება არ გაქვს ასე მელაპარაკო და თუ არგინდა როგანანო ტონი აკონტროლე - ამომასხა და ყველაფერი მივახალე როგორც იქნა, მაგრამ საიდან ამდენი გამბედაობა მეთვითონაც არვიცი. ერთი ისვიცი რომ დავიცალე.
გაოგნებული მიყურა ცოტახანს და უეცრად ხარხარი აუტყდა
-რა.. რაგაცინებს? რამე ვთქვი სასაცილო? - ვერა და ვერ შეწყვიტა სიცილი
-ვაჩე გეკითხები რამე ვთქვითქო სასაცილო? - ძალიან დამცირებულად ვიგრძენი
-საზიზღარი ვიღაც ხარ რა - მალევე შეწყვიტა სიცილი და სერიოზულმა შემომხედა
-გაბრაზებულიც როგორი სექსუალური ხარ - თითქოს ურო ჩამარტყესო თავში იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები. დაბნეულობისგან მეტი როვერაფერი მოვიფიქრე, იქვე დაგდებული ჟაკეტი ვესროლე და მეორე სართულზე ავირბინე. აღარ მიმიქცევია სამზარეულოსკენ ამწუთას მიმავალი ბიჭებისთვის ყურადღება.
-რა დაემართა სალოს ბიჭო? - ინტერესით იკითხა დამიანემ
-მერავიცი წადი და კითხე
-რაღაცა ამბოლოდროს თქვენ ძააან
-საიცა მოგწონს ?
-აუ ზედმეტი კითხვების დასმა შეეშვით და ჭამეთ რა. სად არიან გოგოები
-ზევით არიან. ჩადით და ჩამოვალთო ესე გადმოგვცეს.

ჩემს ოთახში შესულს ნატალია და კესო დამხვდნენ.
-რაგჭირს ადამიანო?
-არაფერი
-დარწმუნებული ხარ?
-აუ კესო დამანებე თავი
-ვაჩემ გითხრა რამე? - ეჭვნარევი მზერა მიაპყრო ნატალიამ
-ვაჩე რაშუაშია ვაფშე საიდან გაგახსენდა ეხლა?
-შენ რაგგონია წეღან ვერშევამჩნიე უეცრად სახე როშეგეცვალა ვაჩეს შემოსვლისას?
-ის არაფერ შუაშია, უბრალოდ ცუდად გავხდი და ალბათ ფერი დავკარგე
-სალომე- ხმა გაიმკაცრა ნატალიამ - ვიცოდი ისედაც რომ შეამჩნია ყველაფერი, მაგრამ ბოლომდე შევეცადე მებრძოლა
-რა გინდა ნატალიაააა
-გელოდები
-არაფერითქო ხო გითხარი?
-ეხლა რავქნა დაგაბა და წამებიტ გათქმევინოთ თუ ისე ამოღერღავ? - მოთმინება დაკარგა კესომაც
-ხო კარგით ჯანდაბას თქვენი თავი, ვაჩეს გამო ვარ ასე
-ჰაჰააააააააა ასეც ვიცოდი - კესო
-რატო არმითხარი ერთმანეთი თუ მოგწონდათ? - ნატალია
-რაა? მე როდის ვთქვი რო ერთმანეთი მოგვწონს?
-არგითქვამს მაგრამ მე ყველაფერს ვამჩნევ სალო. ვაჩეს, ისევე როგორც შენ, თავიდანვე ვიცნობ და ვიცი როდის რასგრძნობთ. რაც ჩამოვედით ორივე აღრენილები ხართ და ერთმანეთს ჭამთ. არაფერი გამომპარვია მე, უბრალოდ გელოდებოდი როდის მეტყოდი უშუალოდ შენს გრძნობებზე, იმის გრძნობების ახსნა არც მჭირდება.
-აუ მაპატიე გთხოოოვ - საწყალი ბავშვივით დავიწყე - არასდროს მიფიქრია რომ შეიძლებოდა ვაჩე ოდესმე მომწონებოდა. უბრალოდ, არვიცი, მართლა ვერ ვხვდები რატომ მოხდა ასე
-კაი დაწყნარდი რაგანერვიულებს ან რას მიხსნი. ის არგეგონოს რო ამის წინააღმდეგი ვარ, პირიქით! შენზე უკეტესს ვის ნახავს, უბრალოდ მე შენზე გავბრაზდი ამდენი ხანი რომიმალავდი და გულში იკლავდი ყველაფერს
-სანამ ჩემს გრძნობებში საბოლოოდ არჩამოვყალიბდებოდი არც ვაპირებდი თქმას და ძაან გთხოვთ აღარ გვინდა ამაზე საუბარი რა.
საჭმელი მზადაა და ჩადით ჭამეთ თქვენ
-კარგი, შენ არწამოხვალ?
-არა მე არმშია
გოგოები გავიდნენ ოთახიდან. მე წამოვწექი საწოლზე და უნებურად ცრემლები წამომივიდა. არმინდოდა ასე გაეგო ჩემს ერტ-ერთ საუკეთესო დაქალს ყველაფერი, მაგრამ რასვიზავთ ძალიან ცუდი მსახიობი ვარ და ყოველთვის ყველაფერი სახეზე მეცერება რასაც ვგრძნობ. არასდროს მომწონდა ჩემი ეს ჩვევა, თუმცა იმდენად რამდენადაც ვცდილობდი გადაჩვევას, უფრო აშკარა ხდებოდა. ბოლოს შევეჩვიე და მივეცი ჩემს გრძნობებს მიმიკაზე აღბეჭდვის გასაქანი.

როგორც იქნა გული ძლივს მოვიოხე ტირილით, ნუ იძულებული გავხდი, რადგან ბავშვები უკვე პლიაჟზე აპირებდნენ ჩასვლას და ჩემი ისევ სახლში დარჩენით არმინდოდა სხვებსაც რამე ეჭვი გასჩენოდათ, მითუმეტეს ვაჩეს, რომელიც დარწმუნებული ვარ ფეიერვერკებს გაუშვებდა გულში, ჩემი დამარცხების აღსანიშნავად.
-თქვენ წადით არ დამელოდოთ, უცებ გავემზადები მეც და ჩამოვალ - ჩავძახე კესოს ქვედა სართულზე
-თუ მალე იზამ ბარემ დაგელოდებით მარტო რომ არ იარო
-არაააა წადით თქვენ და ჩამოვალ მალე - სინამდვილეში არ მინდოდა ჩაწითლებული თვალებით ვენახე ყველას და ამის გამო ვცდილობდი მოგვიანებით, დაწყნარებულზე ჩასვლას, მაგრამ რათგინდა, კიბეებზე ჩავედი თუ არა, იქვე დაყუდებულ ვაჩეს შევეფეთე. აშკარად მე მელოდებოდა.
-შენ ჩემს დაცვად ვინ დაგნიშნა ვაჟბატონო?
-თუ მზად ხარ წავედით - ბანზე ამიგდო სიტყვები
-გასაგებად ვთქვი წადით და ჩამოვალთქო მგონი
-მოიცა შენ რა იტირე? - გადაუფითრდა უცებ სახე
-არა და თავი დამანებე! რაც შენი საქმე არაა ნუ ერევი იმაში!
-მე გადავწყვეტ მაგას რა არის ჩემი საქმე და რა არა. მიპასუხე ახლა რა დაგემართა
-ვაჩე ნუცდილობ ყოველ წამს ჩემ მდგომარეობიდან გამოყვანას. ეხლა კი შემეშვი
-სალომე კითხვა დაგისვი და სანამ არმიპასუხებ იქამდე არ შეგეშვები
-არანაირი პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ასერომ მელოდები რამდენი ხანიც გინდა - ხელებ გადაჯვარედინებული გავეჯგიმე წინ და თვალი თვალში გავუყარე
-რა ბავშვი ხარ როიცოდე, მთლად პატარა ბავშვი
-რაღაც ვერ გატყობ ჩემს მიმართ ბავშვურ დამოკიდებულებას შენ - წინა რამდენიმე დღე გამახსენდა ამაზე და ისევ ავხურდი
-მაგაზე მერეც ვისაუბრებთ. ჯერ მიტხარი გაწყენინა ვინმემ?
-ვაჩეეეეეე - მოთმინება ნელ-ნელა ვატყობდი რომ მეკარგებოდა
-სალომე ნუმაბრაზებ! ვინმემ გაწყენინა?
-აუუუუუ
-ამის დედაა ვატირეეე იტყვი ბოლოს და ბოლოს? - წამოენთო სვანი
-კიიიიიიიიი, კიიიიი ვაჩე მაწყენინა. შენ მაწყენინე შეეეენ. რაც ჩამოვედით მოსვენება დავკარგე, ხან რასმიკეთებ ხან რას, ნერვები დამაწყდა უკვე, აღარ ვიცი რავქნა. ღმერთმა იცი როდის რა მოგივლის მაგ ხისთავიან ტვინში. ხან მოდიხარ მეხუტები და რომგონია რო შედარებით დათბა ჩვენს შორის ურთიერთობა, მეორე დღით ისევ ისეთი კლდე მხვდები რაც აქამდე იყავი. ზედ არ მაფურთხებ, ვითომ არ ვარსებობდე. როცა მოგივლის თავში, მეხუმრები უხამსად, თითქოსშენი სათამაშო ვიყო. დამღალა უკვე მართლა ყველაფერმა. ეხლა გაიგე რაცმჭირს? გაიაზრა შენმა გაუგებარმა ტვინმა? - ყურადღებით მისმენდა ვიბლიანი, ზედმეტი ემოცია არ გამოუმჟღავნებია ისე უეცრად ამაკრა მთელი ძალით კედელს და დამეწაფა ტუჩებზე.

ალბათ უცხოპლანეტელების იმწამს სახლში შემოსვლას დავიჯერებდი, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი ასე უცებ თუ მომვარდებოდა და მაკოცებდა. უკვე სუნთქვა აღარ მყოფნიდა რომომშორდა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა, მაგრამ ცხელი ჰაერის ნაკადის მოხვედრა კისერზე, უფრო მაგიჟებდა.
-ცუდად მხდი სალო, გონებას მიკარგავ გეფიცები - ემოციებისგან ხმის ამოღება ვერ შევძელი
-მითხარი რამე გთხოვ - ვაჩე
-სალო რაგჭირს?
-რამე ძალიან ცუდად ვქენი? შემომხედე
-არაფერი არგიქნია ვაჩე ცუდად, უბრალოდ ძალიან გთხოვ შემეშვი, ნუღარ მეხები - მხოლოდ ეს ვუთხარი, გავინთავისუფლე თავი და პლიაჟისკენ გავემართე.

___


წყალმა მაინც თავისი ქნა და ერთიანად მომადუნა. თითქოს ჩემი საფიქრალი გამომაცალა და თავის სიღრმეში გადაკარგა. უზუმოდ მესიამოვნა შვება და ალბათ აღარასდროს გამოვიდოდი ბავშვებს რომ არ დაეძახათ მივდივართო.
საღამომდე ვაჩესთვის თვალი არმომიკრავს. არც ბიჭები ახსენებდნენ და მეც დიდად არ ვინტერესდებოდი მისი ადგილსამყოფელით.
ჩემ ოთახში ვიყავი მისი ხმა რომ მომესმა. უცებ გავემზადე, ჩავედი ქვევით და ისე რომ არავისთვის ყურადღება არმიმიქცევია, გავემართე გასასვლელისკენ. კესოს ძახილი მომესმა და შევბრუნდი
-სად მიდიხარ გოგო?
-სასეირნოდ
-დაგველოდე და წამოვალთ ჩვენც
-არა ძალიან გთხოვ მარტო მინდა ყოფნა
-მშვიდობაა?
-კი უბრალოდ იმათ არაფერი უთხრა ვითომ არგიპასუხე არაფერზე და ისე წავედი
-სალომე არ დამიმალო იცოდე მეც წამოვალ
-თუ გიყვარვარ არა გთხოვ, ნუგეშინია არაფერი დამემართება მოვალ მალე - გამეცინა კესოს შეშფოთებულ სახეზე
-იცოდე მობილური ჩართული გქონდეს
-კარგი ოღონდ ვაჩეს თანდასწრებით არდამირეკო, არმინდა იცოდეს სად ვარ
-ხო კარგი კარგი - გაეცინა კესოსაც

___


იცით როგორ მიყვარს ღამე პლიაჟზე სეირნობა? წვეთები რომ გხვდება ტანზე და თავისებურად გაგრილებს. არასდროს ვყოფილვარ რომანტიკოსი ადამიანი, ან კი შეიძლება ეს რომანტიკად ჩაითვალოს? არვიცი, არვიცი...
კესოს ზარმა შემაწყვეტინა ფიქრი - ჰო კესო
-სად ხარ გოგო?
-სანაპიროზე რაიყო?
-ვაჩე გიჟს გავს. არაფერს ამბობს მაგრამ ერთ ადგილას ვერ ისვენებს და ვიცი რომ შენ გამოა ასე, თან ნატალიას შენი ნომერი გამოართვა ეტყობა დარეკვას აპირებს
-არმაინტერესებს ეგ რასაკეთებს, არავითარ შემთხვევაში არ უთხრა სად ვარ და ვითომ შენ დარეკილზეც არგპასუხობ - ესღა ვუთხარი და გავუთიშე. არგასულა ხუთი წუთიც და უცხო ნომერმა ააწკრიალა ჩემი მობილური. მივხვდი ვაჩე იქნებოდა და გავუთიშე. როაღარ გაჩერდა საერთოდ გამოვრთე მობილური და მკლავებზე ხელეშემოჭდობილმა გავუყევი გზას.

-



№1  offline წევრი lamazmani

au sad gawyvite ra male dade veli moutmenlad

 


№2  offline წევრი სალომე09

ცოტა ინტრიგაო? ცოტას და ბევრს ვერ არჩევ? ეხ ვერა, ვერა და მოგვკლა ამან. შენ მოგვკალი შენ შენი "ცოტა ინტრიგით" ეხ, არადა რა კაი ადამიანი ვიყავი .

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე ამ ორზე იმდენს ვიცინი ორი სულელი ბავშვი მგონია. რო ჩხუბობენ ისეთი საყვარლები არიან რო წარმოვიდგენ სიცილი მივარდება :დ:დ
კარგია ძაან

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უიიჰ რაა კარგიაა მალეე დადე შემდეგიი

 


№5  offline წევრი isterichka123

Vaime sayvarlebi dzalian momewona Kaia gagrdzele

 


№6  offline წევრი kaxelii

ლა კაიაააააააა. მალე დადე რაა და დიდი თავი

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

უმაგრესიააააა

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

Dzaan magaria da cota didi tavebi dade ra
--------------------
ლანა

 


№9 სტუმარი Mariami

Dzaan magariaa au male gaarkvie es sawbi taviant grdznobebshi tpre davitanje

 


№10 სტუმარი A

ხუთივე ერთად წავიკითხე მართლა ძალიან მომეწონა და მალე ველი გაგრძელებას არ დააგვიანო დადება რა გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent