შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფალი ვარდნა 3


13-08-2016, 21:47
ავტორი Taammoo_G
ნანახია 1 705

ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ფიქრის თავიც არ მქონდა. მხოლოდ იმის გაფიქრება მოვასწარი, რამე რომ იყოს შურისძიებაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას შევძლებდი - მეთქი. არაფერი შემიშლიდა ხელს, რომ აჩისთვის რამე ცუდი გამეკეთებინა. მამას ბავშვობაში ხშირად უთქვამს, როცა რამე ცუდს გაიფიქრებ ეცადე ზეციურ ანგელოზებს ჰკითხო რჩევაო. ამას დაამატებდა - ანგელოზები გაცილებით უფრო საზრიანები არიან, ვიდრე ადამიანებიო. არა, ღმერთივით ჭკვიანები არ არიან, მაგრამ ყველაფერი ესმით, რაც ჩვენ გვესმის, თანაც, შეჩერების და ჩაფიქრების გარეშეო.

...
მეორე დილას გაღვიძებისთანავე მივხვდი, რომ დღეს სასიამოვნო დღე მექნებოდა. უკვე 9 დაწყებულიყო, მაგრამ ვიცოდი, ცოტა ძილი კიდევ მჭირდებოდა, რაც არ უნდა გვიან დავწოლილიყავი, ბოლო მომენტში ფიქრები მაინც თავისთან წამიღებდა. ფანჯრიდან გადავიხედე და ქუჩაში უკვე საკმაო ხალხი ირეოდა. სწრაფად ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. მამამ დამინახა თუ არა, სიგარეტი ჩააქრო და მითხრა.
- არ გაგვიანდებათ ქალბატონო ნინა?
- მითხარი, რომ ავტობუსით არ გამიშვეებ და წამიყვაან, გთხოოვ.
- კარგი, მაგრამ სწრაფად, - მითხრა და სიგარეტის მეორე ღერს გაუკიდა.
- მიყვარხაარ მააა.
ვიცოდი, რომ უარს ვერ მეტყოდა, მეც სწრაფად შევვარდი ოთახში, ჩანთა ავიღე და მამასთან ერთად გარეთ გავედი. მანქანაში ჩავსხედით თუ არა, მამამ დაუფიქრებლად მკითხა :
- იმ ჩვენ უბნელ მეგობარზე რას იტყვი?
ამ კითხვამ დამაბნია, ვერ გავიგე ვისზე მკითხა. უფრო სწორად ვიცი კითხვა ვისზეც იყო მიმართული, მაგრამ საიდან იცოდა მის შესახებ? ვცდილობდი სწორ დასკვნამდე მივსულიყავი, მაგრამ ამაოდ. ამ შეკითხვაზე გავწითლდი, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი, იქნებ უბრალდ შემახურა, მაგრამ ვიცოდი, რომ პასუხი ლოგიკური უნდა გამეცა.
- ვის გულისხმობ? ვკითხე და ვიგრძენი უხერხულობისგან ცივმა ოფლმა როგორ დამასხა.
- აჩი ჰქვია მგონი. ჰო აჩი გიორგაძეზე გეკითხები.
- აჩი არა მამა, არჩილი ჰქვია - შევუსწორე მე.
- როგორც ჩანს, კარგი ურთიერთობა არ გაქვთ.
- ჰო , არც ისე.
- შენ ალბათ არც გახსოვს. მე და მამამისი კარგი მეგობრები ვიყავით. ლაშა გიორგაძე, კარგი კაცი იყო, მისი სიკვდილი ყველას ძალიან ეწყინა.
- როდის გარდაიცვალა? - შევიცხადე მე.
- 10 წლის წინ , უბანში ჩხუბი მოუვიდა, ვიღაცამ სასიკვდილოდ დაჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.
მსგავს ამბავს ნამდვილად არ ველოდი და მამასთან უამრავი კითხვა გამიჩნდა.
- ეგ არ ვიცოდი, მერე რა მოხდა დაიჭირეს ის ბიჭი? ან ვაბშე ვინ იყო? რას ერჩოდა?
ეგ დიდი ხნის წინ მოხდა ნინა. ეგ ამბავი არც არავის ახსოვს და მითუმეტეს შენი განსახილველი არ არის. მამამ გადაწყვიტა, რომ ინტრიგაში ჩაგდება სწორი საქციელი იყო და თემა წამში დამიხურა. მერე მომიბრუნდა და მითხრა :
- მოვედით, გადადი ეხლა მანქანიდან.
- ჯერ არ დაგვიმთავრებია მაა, სახლში მომიყვები ჰო? რა თქმა უნდა დადებით პასუხს არც ველოდი, მაგრამ მე მაინც ვცადე.
- ჰო აბა რა, შენ დამელოდე...
- ირონია მაინც დამალე მამა.
- გადახვალ ეხლა მანქანიდან თუ არა, დაგაგვიანდება.
- კარგი ჰო წავედი. კარები გავაღე, მამა გადავკოცნე და მანქანიდან გადავედი.
- მოიცა, ფული არ გინდა? გამომართვი.
- აუ კიდე კაი თორე მავიწყდებოდა
- აი მაგას ვერასდროს დავიჯერებ
- კაი მაა, მადლობა წავედი. გკოცნი

უნივერსიტეტში შევედი, ცოტა არ იყოს დაბნეული ვიყავი, აჩის და მამამისის გამო. უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა მქონდა, მიუხედავად ამისა აჩის ჩემ უნივერსიტეტში დანახვამ ჭკუიდან გადამიყვანა, ვეცადე არ შემემჩნია და ანის მივუახლოვდი. ის ანისთან ერთად იდგა, ჩემი აუდიტორიის წინ. ანიმ დამინახა თუ არა ხმამაღლა წამოიყვირა.
- სადა ხარ გოგო ამდენ ხანს?
- ჩამეძინა
- გაიცანი ეს აჩი გიორგაძეა
- ვიცნობ
- იცნობ? საიდან?
პასუხის გაცემა აჩიმ არ მაცადა და გადაწყვიტა თვითონ ეპასუხა
- ერთმანეთს უბანში შევხვდით. სამჯერ შევხვდი და პრაქტიკულად მას შემდეგ სხვა აღარაფერზე მიფიქრია.
ამ ფრაზის გაგონების მერე, სახეზე გაოცება დამეტყო, ცოტა გავწითლდი კიდეც და საერთოდ ამ ფრაზამ ძირისძირამდე შეარყია ჩემი არსებობა. ანისაც სახე მოერყა და ძლივს ამოილუღლუღა
- დაიცა, ეგ როგორ?
- რა როგორ, ვხუმრობ გოგონებო რა გჭირთ?
აჩიმ ირონიული მზერა მოგვაპყრო ორივეს და მერე დაამატა :
- ლექცია რომელზე გაქვთ?
- შენ რაში გაინტერესებს? გაღიზიანებულმა ვუპასუხე და მზად ვიყავი, მისი ნებისმიერი სარკასტული გამოხტომის შემდეგ სახეში წიხლი მეწილადა.
- ეი სწერვა დამშვიდდი. ლევანიმ მთხოვა, ელენე სახლში მიმეცილებინა.
- რაა? ელენე? ეგეც ჩვენი ჯგუფელია?
- კი, კი გვაქვს მაგის სიამოვნება- თქვა ანიმ და აუდიტორიაში შევიდა.
- იტყვი თუ არა რომელზე გაქვთ?
- 11-ზე გვეწყება და 1-ზე ვამთავრებთ.
- კაი , მაგ დროს მოვალ და მანამდე არ მოიწყინო
- შენი ირონია სახლში დატოვე და ეცადე სადმე არ შემხვდე.
- მემუქრები ნინო?
- არა არჩილ, გთხოვ რომ სადმე არ შეხვდე.
- მთხოოვ? აბა უფრო ძაან მთხოვე
- ამაზრზენი ხარ, გამიხარდება თუ ოდესმე ციხეში ჩაგსვამენ.
- რა სამწუხაროა, რომ ის ბიჭი გადარჩა. ვერაფერს დაგპირდები ნინო, მაგრამ შევეცდები ახალი დანაშაული ჩავიდინო. მის ნათქვამზე გაეცინა და ჩემ პასუხს არც დაელოდა ისე გავიდა უნივერსიტეტიდან. მე გაცოფებული აუდიტორიაში შევედი, გვერდით ანის მივუჯექი და ვკითხე :
- აქ როდის მოვიდა?
- რა იყო გოგო რამ გაგაღიზიანა?
- არ მომწონს ეგ ბიჭი, უხეშია და თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს.
- არადა კაი ტიპია. რა ცუდია რო კურტანას შევურიგდი
- ვაახ შენ ვინა ხარ. კაი კაი შემეშვი შემოვიდა ლექტორი.

ლექციები დაგვიმთავრდა თუ არა, მალევე სახლში წამოვედი, რომ აჩის სადმე არ გადავყროდი. თითქოს მასზე აზრი შევიცვალე, მას შემდეგ რაც მამამ მამამისზე მომიყვა, მაგრამ რამდენჯერაც შემხვდება, ხოლმე იმდენჯერ მის მიმართ ზიზღის მეტს ვერაფერს ვგრძნობ. სახლში ავედი და წყლის გადასავლებლად მოვემზადე, როცა ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
- სულ ვერ გაქრები ხოლმე...



№1 სტუმარი ანაბელლ-ი77

momwons,male dade tu shedzleb <3

 


№2  offline წევრი Taammoo_G

ანაბელლ-ი77
momwons,male dade tu shedzleb <3


მადლობა love ხვალ დავდებ აუცილებლად.

 


№3  offline მოდერი Behandice

მომწონს მაგრამ უფრო საინტერესო გახადე სიუჟეტი და დეტალებშიც გადმოეცი მათ შესახებ რომ მკითხველს შეაყვარო პერსონაჟები და წამოგყვენ მოთხრობის ბოლომდე,ეცადე შეცდომებიხ გაასწორო love აბა წარმატებები,ახალი თავს უცდი.

 


№4  offline წევრი Taammoo_G

Behandice
მომწონს მაგრამ უფრო საინტერესო გახადე სიუჟეტი და დეტალებშიც გადმოეცი მათ შესახებ რომ მკითხველს შეაყვარო პერსონაჟები და წამოგყვენ მოთხრობის ბოლომდე,ეცადე შეცდომებიხ გაასწორო love აბა წარმატებები,ახალი თავს უცდი.


დიდი მადლობა, ვცდილობ და იმედი მაქვს გამომივა. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent