შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარალელური სამყაროები(შესავალი, თავი პირველი "სიკვდილი")


15-08-2016, 01:03
ავტორი ჩოჩიევა
ნანახია 1 810

შესავალი
ღამე. ეს წყვდიადია. ის წყვდიადი რომელიც ჩვენ დასვენების უფლებას გვაძლევს. ღამე. ამდენი ფიქრის და ოცნების დამტევი. რამდენი ადამიანის ჩურჩული ესმის ნეტავ? ვინ გაიგებს. რამდენი ადამიანის ქვითინს ისმენს, გადაღლილი გულები კი მაღლა ზოგჯერ ცაში ერთდებიან. მიდიან ადამიანები და ასევე იბადებიან თუმცა მათ არც კი იციან თუ როგორ უსამართლო მიწაზე უნდა დააბიჯონ ფეხი. მიდიან და უხარიათ. ზოგსაც გული სწყდება. ალბათ ეს იმიტომ რომ საყვარელი ადამიანის მიტოვება არუნდათ. წასვლა კი არაა ადამიანების მიტოვება არუნდათ უბრალოდ. და იცით რატომ? ალბათ მათაც კარგად იციან თითოეული ჩვენგანის მზაკრული ბედის შესახებ. ახლა კითხვა რომ დამისვან გაიხსენეთ ადამიანი რომლის წასვლამაც სიცარიელე დატოვა თქვენს გულშიო. არც დავფიქრდები იმხელა სიას დავწერდი. თუმცა აზრი მაინც არ აქვს. ეს სია გულში უნდა შევქმნათ და გულშივე მოვკლათ. რა საჭიროა ყოველ დღე წუწუნი დამპალი ცხოვრების გამოსახატავად. რა საჭიროა უაზროდ ქვითინი?! იქნებ სჯობდეს რომ მაინც გავიღიმოთ. გავიღიმოთ არა იმიტომ რომ გვიხარია. არამედ იმიტომ რომ საკუთარი ლეშად ქცეული სხეული დავაჯეროთ საკუთარი თავის კარგად ყოფნაში. მაგრაამ ვაი ამ კარგად ყოფნას. ვაი ამ ღიმილს და ვაი ამ ბავშვურ გამომეტყველებას. ჩვენც კარგად ვიცით რომ ეს ყველაფერი არარეალურიაა. რომ ეს ყველაფერი წავა. ცხოვრებაში ხომ მაინც ყველაფერი წარმავალია. გრძნობებიც, სიყვარულიც, მეგობრობაც. ვინც არუნდა ამტკიცოს და რაც არუნდა ამტკიცოს ეს ხომ სიმართლეა. ძნელია გაექცე სიმართლეს რომელიც დღედაღამ გიჭამს გონებას. იმ გონებას რომელიც არც კი იცი ვისკენ ან რისკენ არის მიმართული. უბრალოდ რაღაც შავი ტილო აქვს ზემოდან გადაფარებული და ქვემოდან ადევნებს თვალყურს თუ რამდენ შეცდომას დავუშვებთ. რამდენად ნაგავი აღმოვჩნდებით ჩვენ უფლის თვალში რომ ბოლოს ოდესმე, თუნდაც ერთხელ გამოჩნდეს... ხანდახან მაშინდებდა, ხანდახან კი უბრალოდ სევდას მიტოვბდა გულში ადამიანებისგან მოყენებული ტკივილი. ზოგჯერ ვტოვებენ თუმც აარმიდიან მაღლა შორს. უბრალოდ გვტოვებენ და მორჩა. ცხოვრება ომიაო ვიღაცამ თქვა და ხალხიც ბრძოლობს, თუმცა რისთვის? რა აზრი აქვს მითხარით ხალხო. ხვალ ჩვენ ყველა ერთი მიწის შვილები ვართ. სახელი უნდა იყოს მთავარი. სახელი დავტოვოთ. თუმცა ხალხი სახელსაც არ გაპატიებს...
აქ არ პატიობენ არაფერს. არ პატიობენ სიყვარულს, ბედნიერებას. ხანდახან ცრემლები წამომცვივა ხოლმე თვალებიდან. მე კიდევ მინდა ვიყვირო რომ გაჩერდეს, ეყოს... ეს თვალები ხომ მხოლოდ ტკივილისთვის არ დაბადებულა. ეს თვალები ხომ შეიძლება რომ ერთხელ მაინც ბედნიერების ცრემლებით შეიცვალოს. მინდა ვიყვირო რომ დაბრუნდეს ბედნიერება. მერე კი კვლავ ვფიქრდები და ვხვდები რომ ბედნიერება ვერ დაბრუნდება. რომელ ბედნიერებას ვეძებ წარსულში რომელიც არც ყოფილა. მოცვენებითი ღიმილის გარდა არაფერი გამოუხატავს ჩემს ამღვრეულ თვალებს. რომ ჩაიხედოთ ჩემს თვალებში იცით რას დაინახავთ?! ტალღებს... დიახ დიახ ტალღებს. არ გაიცინოთ გთხოვთ. მე გიჟი არვარ. ტალღები ხომ მოძრაობენ და მოძრაობენ. გაუჩერებლად მოძრაობენ. ცრემლებიც ასე დარბიან ჩემს თვალებში. აღარ მივცემ უფლებას რომ მოშორდნენ ადგილს.აღარ მივცემ უფლბეას რომ განთავლისუფლების მიზნით კიდევ გამათენებინონ ღამეები... უბრალოდ მორჩა.... ისევ თენდება და ისევ ვხვდები რომ ლეშად ვარ ქცეული...და კვლავ იღვიძებს მსოფლიო თუმცა ჩემს გულში ღამის წყვდიაი ისადგურებს მაინც. ისადგურებს და უბრალოდ არ ქრება...
კიდევ ერთი დღე გავიდა და ვხვდები რომ ეს სამყარო მცვლის და ამავდროულად მაგიჟებს კიდეც. ხან გრძნობები მიტევენ ხან კი უბრალოდ მტოვებენ. უსულდგუმლოდ დავეხეტები ზოგჯერ, ზოგჯერ კი გრძნობების ეიფორიაში მყოფი ვგიჟდები. ხან მგონია რომ არაამქვეყნიური გრძნობების ტყვე გავხდი. მიჭირს ვიპოვო საკუთარი თავი. ჩნდებიან ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანებიც რომელთა ცხოვრებაც ჩემთვის საინტერესოა. და მტოვებენ ადამიანები რომელთა თითოეული ნაბიჯიც ერთ დროს იყო საინტერესო, ახლა კი უბრალოდ ისინი ჩემთვის წარსულის ნაწილნი არიან. იმ წარსულის რომელსაც ალბათ ჩემთვის კარგი აარაფერი მოუტანია. ვითმენ, ხანდახან კი გაძლებაც მიჭირს. ავიტანო ეს ყოველივე და ვეკითხები უფალს: სადამდე?! ის კი მუდამ დუმს. ახალ ახალ განსაცდელს და ზოგჯერ ტკივილს მახვედრებს გზაზე. ტკივილები კი არ ჩერდებიან და როგორც ყოველთვის მოძრაობენ ქაოსურაად. მიწამლავენ სხეულს. და ეს მოწამლული სხეულიც მაინც აგრძელებს არსებობას. მაინტერესებს ნეტავ როდემდე.
ზოგჯერ მარტოსულები ვართ ადამიანები. იმდენად მარტოსულები რომ გრძნობებს ვაჭარბებთ. ჩემი გრძნობები მუდამ გადაჭარბებული იყო. ზოგ ადამიანში კი ვხედავდი ამ გრძნობების მეტისმეტადაც კი შეკავებას. ,ასაც შეეძლო ნეტავ?! კი ალბათ შეეძლო. ყოველთვის ცდილობდა ჩვენი მეტისმეტად გადაჭარბებული გრზნობების დაოკებას. ან იქნებ უბრალოდ ხვდებოდა რომ ჩვენი გრძნობები არარეალური იყო და აუცილებლად დაიმკვიდრებდნენ საკუთარ ადგილს წარსულში. წარსულიდან კი აღარც გაგვიჭირდებოდა ამ ყველაფრის აწმყოში გადმოტანა. მაგრამ მას ამ ყველაფრის გაკეთებაც არ სურდა. ყოველ დილით ვიღვიძებდი იმედებით სავსე. იმ იმედებით სავსე რომლებიც ჩემს სხეულს არ ასვენებდნენ. ვდგებოდი. საწოლიდან გადმოსვლისთანავე კი ვეცემოდი. ეს იყო საშინელი თავბრუსხვევა. მაგრამ არა იმიტომ რომ ჩემი იმუნიტეტი ვეღარ უძლებდნენ ყოველდღიურობას. არაა ეს იმიტომ რომ სისუსტის განცდა მუდამ თან მსდევდა. სისუსტის განცდა რომელიც ყოველი გამოფხიზლებისთანავე იჩენდა თავს და უკან საწოლზე მანარცხებდა მალევე. საწყალი გოგო კი მაინც დგებოდა ფეხზე. დგებოდა თუმცა რისთვის ან ვისთვის ეს კიდევ საკითხავი იყო. ვინც გზად იქნებოდა კი უბრალოდ ერთი მზერითც კინადგურდებოდა. ეს სამყარო კლავდა. აუტანელი თუმცა ზოგჯერ ისეთი რომ მე ვერც აღვწერ. არ შეიძლებოდა სიკვდილი წასვლა და უბრალოდ დედის დატოვება. ეს აზრი აჩერებდა იმ უკიდურეს ფიქრდამდე რომელიც ან ჯოჯოხეთში წაიყვანდა მას ან სამოთხეში. ალბათ ესეც ადამიანების ფანტაზიიის ნაყოფია. არ არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხე. არსებობს ერთი განკუთვნილი ადგილი სადაც ჩვენი სულები ვერ პოულობენ შვებას. ღამის წყვდიდში შეიძლება რომ იპოვო შვება. ვპოულობდი თუმცა არვიცი სადამდე. მაინც თენდებოდა და შვების მომგვრელი სიბნელეც ქრებოდა. ისევ იგივე იწყებოდა. ბრაძლოა არსებობისთვის იმ სამყაროსი სადაც უბრალოდ ბრძოლაც კი სიგიჟეა. ჩემი ყოველი სიტყვა ყოველი ჩანაფიქრი სიგიჟეს ემგვანებოდა. სიგიჟესაც შორს მივყავდი, და ბოლოს მე მაინც ვწერდი. ვწერდი და ამით ვიოკებდი გრძნობებს. სადამდე დაწერ ადამიანო?! ვეკითხებოდი ამ გამოშტერებულ თავს. და მერე ისევ ვჩუმდებოდი. მინდოდა ყვირილი კივილი ბოლო ხმაზე. თუმცა ვინ შევაწუხოთქო ჩემი სიგიჟეებით გავიფიქრებდი და ისევ ისე უბრალოდ ვწყნარდებოდი. ვწყნარდებოდი დროებით და ესეც ვიცოდი რომ ეს ყველაფერი რაც ჩემს გარშემო იყო დროებითი ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა.
პირველი საუცხოო ლექსი რომელიც მე მახსოვს იყო მამისგან დაწერილი. რომელიც ციხიდან გამოეგზავნა. მამაცმოსტიროდა ალბათ თავის დამპალ ცხოვრებას. თუმცა ერთადერთი რასაც არ ნანობდა ჩემი არსებობა იყო. სხივი მის ცხოვრებაში რომელიც მარადიულად ანათებდა. მისი ჩაქრობა კი უბრალო სულიერ ადამიანს არ შეეძლო. არაა იმიტომ რომ ვინმე შეებრალებოდა. არაა ... იმიტომ რომ უბრალოდ ის მარადიული იყო. მამი. ყოველი დღის დასასრულს ერთი წამით, მაინც მიჩნდებოდა სურვილი რომ ეს ერთი სიტყვა წარმომეთქვა. ნუთუ არ შემეძლორომ უბრალოდ „მამი“ დამეძახა ვინმესთვის. მას ვეძახდი. დიახ. იყო ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ვისაც ვუწოდებდი მამას. თუმცა ალბათ რადგანაც ყველაფერი წარმავალია ესეც წარმავალი აღმოჩნდა. არც დედას უნდოდა რომ მისი ოჯახური იდილეა დარღვეულიყო. თუმცა არსებობენ ადამიანები რომელთაც სჩვევიათ ამ იდილეის დარღვევა და არა ხელის შეწყობა იმისთვის რომ ეს იდილეა უფრო და უფრო კარგი გახდეს. მიაღწიოს წარმატების მწვერვალებს. თუნდაც ის მალევე გასკდეს. ადამიანები ა აღმოჩნდნენ ისეთი კარგები როგორადაც მე მათ ვთვლიდი. მაშინ როცა ცხოვრება მანადგურებდა, მე ჩემი გულუბრყვილობით ველოდი, თუ როგორ გამანადგურებდა საბოლოოდ. ჩემი ფანტაზიის ნაყოფიც იყო ალბათ ეს ოჯახი. ოჯახი სადაც იცავენ, სადაც უყვართ. ასეც იყო. მე ასეთი ოჯახი მინდოდა სულ. ოჯახზე ფიქრში კი ვკარგავდი დროს. რომელიც დაკარგულად საბოლოოდ მაინც არ მიმაჩნია. ბედნიერების წუთებში კი არასოდეს არვწერდი. არ ვწერდი არა იმიტომ რომ მავიწყდებოდა ყველაფერი ცუდი რაც აქამდე მომხდარაა. არაა. ეს იმიტომ რომ უბრალოდ ამ ცუდის გახსენება აღარ მინდოდა და ფიქრიი იმაზე თუ როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი., მაშინ როცა ჩემი მშობელი წინ გაიხედავდნენ და უბრალოდ ცხოვრების ნორმალურ გზას მიჩვენებდნენ. ნორმალურს და არა წესიერს. ეს სიტყვა კი მაშინ გავიგე პირველად, როცა ტოლერანტობის მასწავლებელმა შენიშვნა მომცა. ვთქვი წესიერი და მან დამცინავად შემომხედა და გამიგრძელა საუბარი. გოგონი წესივრად არაა ნორმალურად თქვიო. მაშინ ეს დაცინვად სულაც არ მიმიღია რადგან ვერ ვხვდებოდი რას ითხოვდა მეხუთე კლასელი ბავშვისგან ერთი გამოუცდელი თუმცა საკუთარ თავზე წარმოდგენებით ბურუსში გახვეული მასწავლებელი. დღეს არც ის ასწავლის ტოლერანტობას და არც მე აღარ ვსწავლობ იმ სკოლაში. თუმცა ამას რაღა მნისვნელობა აქვს. რა მნიშვნელობა აქვს სად არიან და რას აკეთეებენ წარსულს ჩაბარებული ადამიანები. ჩვენ ხომ ასეთებივართ ადამიანები მაინც წინ ვიყურებით და საკუთარ თავს არ ვაძლევთ უფლებას იმისას რომ უკან გავიხედოთ მომავალში. ეს კი მხოლოდ წარსულში ჩადენილი შეცდომების დავიწყებას იწვევს. მინდოდა კიდეც დამევიწყებინა წარსული. დამევიწყებინა ის ადამიანები რომლებმაც ცხოვრება დამნიგრიეს. რომლებმაც ხაზი გადაუსვეს ჩემს ადამიანურ ღირსებებს და მერე უბრალოდ გაქრნენ, ისე ვითომ არც კი ყოფილან, იყვნენ გამოუსწორებელი რომანტიკოსებიც. იყვნენ მექალთანე თავზე ხელაღებულნიც. იყვნენ ოჯახის აადამიანებიც. ან სულაც ქუჩურ ცხოვრებას გაყოლილნი მატყუარები. რომლებიც თავბრუს მახვევდნენ და დროის გასვლის შემდეგ საკუთარ სახეს ლაზათიანად მიჩვენებდნენ.
არვკითხულობ ბევრს. ზოგადად კითხვის მოყვარული პიროვნება არც გახლავართ. უბრალოდ გრძნობების ავყვები ზოგჯერ და ვწერ. მეკითხებიან თუ როგორ ვწერ ელემენტარული წიგნებიც კი არმაქვს წაკითხული. მათთვის მთავარი ცოდნაა. ზოგისთვის კი ცოდნა კარგი ოჯახის შვილობის ტოლფასია. ჩემთვის კი უბრალოდ რაღაც ნარჩენია. შეიძლება ვისწავლოთ ვიაზროვნოთ. შეიძლება საერთოდ ამ ცოდნით ბევრსაც მივაღწიოთ მაგრამ ეს როდემდე გასტანს?! მანამდე სანამ ვიღაც ნაგავი არ მოვა და ჩვენს ამდენი ხნის სიცოცხლეს ეთ წამში, ხელის აუკანკალებლად არ დაანგრევს... ხალხი ბრმააა, მათ არ აინტერესებთ არც შენი ღირსებები და არც ის თუ რას სჩადიან მაშინ როცა შენს ნაწვალებ, ნატანჯ ცხოვრებას რაღაც ქმედებით ხაზს უსვამენ. მანაც გადაუსვა. ყოველთვის ვამაყობდი საკუთარი თავით. ვიყავი ამაყი საკუთარი ოჯახით თუმცა არა ჩემი ღირებულებებით. არ შეემეძლო მეცხოვრა პრინციპებით, მეგონა რომ ეს მე მბოჭავდა. არ მაძლევდა უფლებას რომ მესუნთქა. მაგრამ სუნთქვაც ზოგჯერ საკითხავია. ჯობია იყო ორ მეტრს ქვემოთ და სუნთქავდე მეორე პარალელურ სამყაროში ვიდრე სუნთქავდე აქ და უბრალოდ შენი ცხვირიდან გამოსული ჰაერის არსებობაც კი არიცოდე. ახლაც არვიცი ვისთვის ან რისთვის. ალბათ პირველრიგში დედისთვის. ვფიქრდები და ვხვდები რომ მე დიდიხანია გავცდი ამ სამყაროს. პარალელურ სამყაროს სადაც ახლა ვიმყოფები.

თავი პირველი
„სიკვდილი“
რა არის სიკვდილი?! ბედნიერება თუ უბედურება. ამ კითხვაზე პასუხი ჯერაც არ არის ბოლომდე გაცემული. იყო მომენტები როცა სალითარი თავი სრულ არაარაობად მიმაჩნდა. იყო მომენტებიც როცა სისხლში ვცურავდი, გვერდით სიბნელე. და მხოლოდ გამოტოვებული ზარები დედისგან. ბავშვობიდან ჩემი არეული ცხოვრების კვალზე ვოცნებობდი სიკვდილზე. თუმცა როცა დადგა ეს მომენტი რაღაცამ შემაჩერა. იმან რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მთელი ცხოვრების გზაზე.
-შვილო ცოცხალიხარ?!
ეს იყო განწირული ხმა მობილურიდან. განწირული ცრემლშერეული და ნატაჯნი ხმა. რომელიც დედისგან მოდიოდა. იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი ალბათ სად ვიყავი ვისთან ან როგორ მდგომარეობაში. იყო რამდენიმე წამი როცა გავაანალიზე რომ მე უბრალოდ მივდიოდი. თვალები გამიწითლდა. ვგრძნობდი რომ თვალებიდან საშინელი სიმხურვალე გამოედინებოდა. დედას გავეცი პასუხი“
-დედი მიშველე, ცოცხალივარ არინერვიულო. შვილი არ მოგიკვდება დედი...
მერე კი ყველაფერი ბუნდოვნდა მახსოვს. უბრალოდ სისხლში ვცურავდი. იყო გვერდით ადამიანი რომელმაც თითიც არ გაანძრია ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად. თუმცა ვერც იმას ვხვდები რატომ უნდა გაენძრია. ეს ცხოვრება ხომ უბრალოდ ასეა მოწყობილი. უნდა გააკეთო რაღაც კარგი რომ შემდგომ იგივეთი გიპასუხონ. მაგრაამ ახლაც მაინტერესებს. რატომ რატომ?! თუ მეშემეძლო დამეცვა ბოლომდე ყველა და თავიც გამეწირა ვიღაცის სიცოცხლისთვის. რატომ არ შეიძლკებოდა რომ თუნდაც ერთი წამით მე მათი სიბრალული მეგრძნო. მაგრამ მე სიბრალული კი არაა შურისგან თვალებახვეული გოგონას ლანდი დავინახე. არც კი ცდილობდა რომ ებრძოლა ვიღაცის სიცოცხლის გადასარჩენად. ფიქრობდა მხოლოდ იმაზე თუ მას რა მოელოდა. მან არ იფიქრა. არ იფიიქრა თუ მე როგორ განვაგრძობდი სიცოცხლესს. ან საერთოდ განვაგრძობდი თუ არა.
მუდამ ვჩიოდი იმას რომ დედა გვერდით არ მყავდა. ვერ ვგრძნობდი დედის სიყვარულს. კი მაგრაამ ადამიანო რატომ ხარ დაუნახავი. მინდა რომ საკუთარი თავი გავხიო უბრალოდ შუაზე. რამდენი სიყვარულიღა გინდოდა დედისგან რომელსაც საკუთარი ცხოვრება არ გააჩნდა. ის ზრუნავდა ცხოვრებაზე რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ შენი ერქვა. არ მითქვამს არაფერი დედისთვის. მუდამ მიტოვებულად ვგრძნობდი თავს მისი სიშორის გამო. თუმცა ახლა ვხვდები მხოლოდ თუ ის როგორ იყო სულიერად დაკავშირებული ჩემს მესთან. დილიდან იწყებოდა იმ დღესაც ზარები. განსაკუთრებული ზარები იყო და დედის ხმა?! ამას არვიცი ვერც გადმოვცემ სიტყვებით. რომელ დედას არ უყვარს შვილიო. თუმცა ობლობით გაზრდილი ალბათ სხვა იყო. ნეტავ შემეძლოს დავაბრუნო ის დღე. გავიარო სხვა გზაზე, წავიდე სხვაგან. მოვიქცე სწორად და უბრალოდ დედას განვუახლო ჩემს მიმართ ნდობა. მე მოვკალი ყველაფერი კარგი. ყველაფერი შესანისნავი და დავასამარე დედას ახალგაზრდობაც. მასინ როდესაც სასოწარკვეთილმა ვცადე ხელმეორედ დატოვება მიწის. არც კი დავეკითხე უნამუსოდ დავტოვე წეილი ჩემი ბალისის დღეს. ჩავიკეტე საკუთარ გონებაში და უბრალოდ ჩავკეტე ჩემი გონების კარი. აღარ ვუსვებდი არცერთ აზრს, იმ აზრის გარდა რომ უნდა წავსულიყავი. დავემშვიდობე დედას. დავწერე ლექსიც. წერილიც. მაგრამ მან იგრძნო. იგრძნო რომ მისი პატარა ტოვებდა სამყაროს. რამდენიმე დღე გაუჩერებლად ვტიროდი. ვერავინ ხვდებოდა რისთვის ან რატომ. მაგრამ ეს ტირილზე მეტი იყო. ეს იყო საწყალი ადამიანისგან სულის ამოსვლის პროცესი. პროცესი როცა ჩემი საწყალი სული ტოვებდა სხეულს. ვიღებდი ხელში სამართებელს და მიძნელდებოდა მისი ვენაზე დასმა. თანაც ვიცოდი რომ მალე აუცილებლად მომაგნებდნენ და რა პასუხი უნდა გამეცა შემდგომ. რატომ ვიკლავდი თავს?! იმიტომ რომ მენატრებოდა მამა და ბაბუა რომლებმაც გაზარდეს?! თუ მეთქვა სიმართლე რომ მე... მე უბრალოდ დამღლა ყოველმა მცდელობამ თავი ბედნიერ ადამიანად წარმომეჩინა. მან მიხსნა. მიხსნა ამ სამყაროს დატოვებისგან თუმცა გადამიყვანა მეორე უკიდურეს მდგომარეობაში რომელსაც ერქვა ცხოვრება. მე მეშინია ცხოვრების. მეშინია გავაგრძელო ისე რომ არაფერი მომხდარა რომ მე ვარ ბედნიერი. ბედნიერება იმალება. არვიცი სად ვცდილობ რომ ვიპოვო. ვერ ვიპოვი ვიცი. ჩემი მიზანი კი ალბათ იქნება ყოველთვის ერთი, სხვას ვაჩუქო მსვიდი ცხოვრება. სხვას მივცე ის რაც ჩემთვის ვერ გამოიმეტეს. ვერ გამოიმეტეს დახმარების ხელი როცა მჭირდებოდა. ვერ გაიმეტეს თუნდაც რამდენიმე წვეთი ოფლი იმისთვის რომ ჩემი აქამდეც ნატანჯი ცხოვრებისთვის საბოლოოდ არ გადაესვათ ხაზი. მტოვებდნენ?! ვტოვებდი... მანადგურებდნენ?! ვანადგურებდი... თუმცა მუდამ ვიცოდი, ვისთვის მეპასუხა იგივეთი და მე ვიცოდი თუ ვისთვის გადამეხადა სხვა. სხვა უფრო უარესი. ვინ იმსახურებდა ჩემს თუნდაც წამიერ სიბრალულს და ვინ გაწირვას.
წამალი იყო ალბათ დედის ხმა. ახლაც წამალია. ვერ ვხედავ თუმცა ვიცი ყოველ დღე ის დამირეკავს 4 საათზე და მკითხავს რას შვრები დედი?! მიდიხარ წინ და წინ შენი მიზნებისთვის?! მე კი მუდამ ვეუბნები რომ ყველაფერი კარგად არის. მაშინ როცა ყველაფერი კარგად არ არის...



№1  offline წევრი mariami^_^

Garkveul monakvetebshi megona rom chems fikrebs cerdi an sulac me vcerdi . Dzalian kargia . Gagrdzelebas velii

 


№2  offline წევრი ჩოჩიევა

გავაგრძელებ აუცილებლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent