ფილფანი – ნი – სვანი ადამია – ია – მეგრელი ნი – ია ნია
ლიზა ანდრონიკაშვილი და თათა ადამია ბავშვობის მეგობრები არიან, ბაღიდან ერთად მოდიან და ოჯახებითაც მეგობრობენ. სულ პატარები იყვნენ მშობლებმა მეზობლად რომ იყიდეს სახლები და აი იმ დროიდან დაიწყო მათი მეგობრობაც. სკოლაში გვერდიგვერდ ისხდნენ, და თქვენ წარმოიგინეთ უნივერსიტეტშიც ერთად ჩააბარეს ერთიდაიგივე ფაკულტეტზე თუმცა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ზედმეტად ლამაზებს თაყვანისმცემლები არასდროს აკლდათ. შეიძლება ითქვას რომ თათა უფრო თავქარიანი იყო ვიდრე ლიზა, ლიზა დინჯი და გაწონასწორებული თათა კი გიჟი, არასერიოზული თუმცა მოწესრიგებული და შრომისმოყვარე. სკოლის დამთავრეს თუარა გამოცდების შემდეგ უპრობლემოდ ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში ორივენი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მეორე კურსზე მყოფებმა შეამჩნიეს რომ სულ ერთიდაიგივე მოჰბეზრდათ , ალბათ მართლაც მოსაბეზრებელია სახლი უნივერსიტეტი სახლი უნივერსიტეტი და გადაწყვიტეს სამსახური ეშოვნათ. მართალი გითხრათ არც გასწირვებიათ ლექტორის საუკეთესო რეკომენდაციით ერთ–ერთ ადგილობრივ ჟურნალ “TaTa”-ში დაიწყეს მუშაობა. თბილისის სიახლეებზე წერდნენ... *** წკრრ.. წკრრ.. თხლაშ აი თავისი სიზარმაცით უკვე მესამე მაღვიძარა გატეხა თათამ, მაგრამ როგორც კი მიხვდა რომ, სამსახურში აგვიანდებოდათ ზლაზვნით და კისრის ზელვით წამოდგა, ნახევრად მძინარემ ჯერ მაღვიძარას ნამსხვრევები აკრიფა იატაკიდან და მერე, სააბაზანოში შევიდა. იქიდან გამოსულს გაახსენდა რომ ლიზაც გასაღვიძებელი ჰყავდა და უეცრად თავში კარგმა იდეამ დაჰკრა. –ახლა ნახე ლიზა ანდრონიკაშვილო, გაღვიძება როგორ უნდა.. ჩანაფიქრით კმაყოფილმა, სწრაფად ჩაირბინა კიბეები და სამზარეულოს ონკანს დიდი ჯამი მიუშვირა წყლით ასავსებად. ჯამი აივსო თუ არა , ფეხაკრებით მიეპარა ლიზას ოთახს, კარი ფრთხილად შეაღო და საწოლთან ჩამოჯდა. –ეჰ რა ცუდია ძილი რომ უნდა დაგიფრთხო, მაგრამ რას ვიზამთ, გუშინ მეც კარგად მეძინა დინამიკები რომ ჩამირთე ბოლო ხმაზე და საწოლიდან ჩამომაგდე– სიცილით ეუბნებოდა თათა ლიზას , საუბარი რომ დაასრულა ფეხზე წამოდგა ჯამი მაღლა დაიჭირა და ბოლო ხმაზე წამოიყვირა –ლიზ გაცურე... გაცურე ლიზ ვეშაპი მოგსდევს...–ამას ამბობდა და თან წყალს ახამდა ლიზას. –ჰაააა... რაააა... ვაიმეეეეეე... მიშველეთთთთთთთ..... –იმდენად სასაცილოდ იქნევდა ხელს ანდრონიკაშვილი რომ თათა იატაკზე გაწოლილი იცინოდა –ჰაჰაჰაჰჰაჰაჰა ესეც 1–1 ლიზიკო ანგარიში გათანაბრდა ბარი–ბარში ვართ...–ჯერ კიდევ მუცლზე იკიდებდა ხელს თათა და სიცილისგან იჭაჭებოდა, ლიზა კი გონს ვერ მოსულიყო, როცა მიხვდა რა ხდებოდა ბოლო ხმაზე დაუყვირა თათას –ადამია თუ გაპატიო, განანებ იცოდე, აუ შენ რა მოგივიდეს, აი ნახე რაც მოგივა....–იმუქრებოდა და თან თმებს იწურავდა.. –კაი არ გაა****ო – კარში გასულმა მიაძახა ლიზას – ახლა კი აეთრიე დაგვაგვიანდა ლიზა ბუზღუნით წამოდგა საწოლიდან და სააბაზანოს მიაშურა *** –პრივეტ ბიჭებს... – კაფეში ახალშემოსული თოკა მიესალმა მასას, სათითაოდ დაუყვა მათ და ხელი ყველას ჩამოართვა. –სად იყავი ტო აქამდე საათ ნახევარია გელოდებით–განაწყენებულმა შესჩივლა დიტომ ძმაკაცს –აუ დიტო თუ ძმა ხარ რა, ისედაც ძლივს მოვახერხე მოსვლა.. მომსპო მამაჩემმა გინდათუარა შენ უნდა გადაიბარო ჩემი ბიზნესიო– ამოიგმინა თოკამ და მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე –აუფ ძმაო, აშენებულხარ და ეგაა...–მხარზე თანაგრძნობის ნიშნად ხელი დაჰკრა თოკას ანდრეამ–მერე რა გეშველება რომ არარ იქნები ხშირად თავისუფალი ჰაა?? –ხო მეც მაგას ვდარდობ, რა ბიზნესი ტო ვერხართ ვაფშე? არაფერი რო არ ვიცი? მთელი 8 წელია ლონდონში ვგულაობ ახლა ჩამოვედი და ამ კაცმა ბიზნესიო, თან ეგეც რომ არ იყოს მარტო ერთხელ მივედი კომპანიაში დაჯე ისიც ვერ დავიმახსოვრე სადაა–სიცილით ყვებოდა თოკა –ხო რა ძმაო მაგარ შარში ხარ მაგრამ თუ დავფიქრდებით უკვე 26 წლის ხარ დროა რა... ბევრი იგლავე და გეყოს ცოდოა მამაშენიც დაბვერდა უკვე ვეღარ უძღვება სამქეს და ჩიბარე რა შენ... თან აზრობ რამაგარი იქნება? შენი მდივანი გეყოლება ტო – აღფრთოვანებული ლაპარაკობდა დემე–თან მამაშენი ისეთი მასტია დღეს კომპანიის დირექტორად დაგნიშნავს, ხვალ ცოლს მოგაყვანინებს, ზეგ კიდე ბებერ ბიზნესმენებთან ერთად ჩაის დალევა მოგიწევს საქმეზე სათათბიროდ –მევთქვი რაღაცას სერიოზულად მებაზრებათქო ისე დაიწყო ტიპმა, კაი მორჩით ახლა, ხვალ მართლა კომპანიაში მივდივარ უნდა გავიცნო ყველა ზეგ კი დიდი წვეულებით წარადგენენ ფილფანების კომპანიის ახალ დირექტორს თორნიკე ფილფანს–მომაბეზრებლად აიქნია თოკამ ჰაერში ხელი –კაი კაი მოვრჩით.. პრესას როდის წარუდგენენ შენ თავს–დაინტერესებულმა კითხვა დასვა ანდრეამ –წვეულებაზე ეგენი ამას გამაზავენ, ნიუსებზე არიან დახამებულები, აუ როგორ არ მევასება ეს ინტერვიუები... კაი ეხლა მოვრჩეთ რა ამაზე საუბარს და კარგად დავლიოთ მერე სად მეცლება თქვენთვის–გამოაჯავრა ძმაკაცები თოკამ– ხო სანამ დამავიწყდა ორივენი მოდიხართ წვეულებაზე იცოდეთ. –ჰო რა დავლიოთ, ხომ უნდა აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი ამბავი–მხარი აუბა დიტომ ძმაკაცს –წამოეთრიე გოგო თორემ ჩაგვხოცავს ტატა–მიათრევდა ლიზას თათა –მოვდივარ გოგო მოვდივარ ის ისიყო ტატას რედაქციაში ფეხი შედგეს რომ კარებში თვით ტატა შეეჩეხათ –მაღვიძარამ არ დარეკა,ცუდად გახდით, მოკვდით, ჩაიხოცეთ თუ რა ყვიროდა ტატა –უი პირველი საჩვენმებელი თითი ასწია თათამ–რის გამოც მუჯლიგუნი დაიმსახურა ლიზასგან –ტატა ბოდიში რა ხომ იცით ასე ხშირად არ ვაგვიანებთ უბვრალოდ... –კარგით კარგით–სიტყვა შეაწყვეტინა ტატამ ლიზას–ამჯერად გაპატიებთ მართლაც რომ ხშირად არ ხდება ასე. ახლა კი მოემზადეთ ზეგისთვის ფილფანების ჰოლდინგის ახალი დირექტორის წარდგენაა თათა შენ იქნები ჩვენი წარმომადგენელი იქ –ჰა?... რა??.. არარსებობს წვეულებებზე ხომ მარიკაა??–უკვე ბრაზდებოდა თათა არ უყვარდა ზედმეტად გადაპრანჭული ხალხი რომლებიც სულ ზემოდან უყურებდნენ სხვებს –მარიკა სხვაგან მიდის ასე რომ შენ წახვალ იქ... არანაირი შეწინააღმდეგება მოემზადე, იცოდე ძალაინ მაგარისტატია უნდა გამოვიდეს, ინტერვიუსაც აიღებ და ფოტოებსაც გადაიღებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.